otari94 მოკლედ, მარადიორის სასხლეტს ურეგულირდება სასხლეტის სიმძიმე, პირველი და მეორე საფეხურის სიგრძე და სასხლეტი კაკვის პოზიცია.
თუ ახალი მარადიორი გაქვს, როგორც მწარმოებელს უწერია და როგორც სხვაგანაც ვნახე ოდნავ გადაკეთებულია სასხლეტის შიდა დეტალებიცო, ამიტომ ახალი და ძველი მარადიორების სასხლეტების რეგულირებისას შეგრძნებები სხვადასხვაა ცოტა.
ესაა ახალი მარადიორის სასხლეტის მექანიზმის ნახაზი:

ვინტი A არეგულირებს სასხლეტის სიმძიმეს. შეგიძლია დაარეგულირო კონდახის მოუხსნელადაც, სტანდარტული მოღუნული "შისწიგრანკით".
მე მაგალითად სანადიროდ ნაკლებად ვიყენებ იარაღს, უფრო მიზანში სასროლად და ჯგუფებისთვის, შესაბამისად, მე სულ მთლიანად მოვხსენი ეგ ვინტი და ამოვიღე ზამბარაც. თუ სანადიროდაც იყენებ იარაღს, შეიძლება გერჩივნოს რომ ცოტა წონა შეუნარჩუნო სასხლეტს. მოკლედ, შენს პირად აზრზე და შეგრძნებებზეა ეს დამოკიდებული.
ასევე, გაითვალისწინე რომ ამ ვინტის რეგულირება ან ზამბარის ამოგდება არ ცვლის დამაკვშირებლისა (დეტალი G) და შეპტალოს (დეტალი H) პოზიციას. ყველა დანარჩენი, ანუ პირველი და მეორე საფეხურის და კაკვსი პოზიციის რეგულირებისას იცვლება G და H დეტალების მდებარეობა. შესაბამისად, საბოლოო რეგულირების შემდეგ საჭიროა თოფი კარგად შეამოწმო, მაგალითად ხომ არ ისვრის მცველის გარეშე, ან შენჯღრევისას.
შემდეგ, უკვე ნახავ რომ სასხლეტი საკმაოდ დარბილდა.
ამის შემდეგ, თუ პირველ საფეხურში ისვრის შენი თოფიც და მეორე საფეხურს ვერ გრძნობ კაკვზე გამოკვრისას, ე.ი. შენთანაც კაკვის პოზიციის ვინტის (დეტალი D ნახაზზე) ბრალი შეიძლება იყოს.
მოკლედ, მოუშვი კაკვის პოზიციის ვინტი. გინდა ცოტ-ცოტა, გინდა ცოტა მეტად. + უკანა მხრიდან რომ შეხედავ, დაინახავ კაკვის ვინტის თავს სასხლეტის კოლოფშიც. კაკვის პოზიციის ვინტის მოსაშვებად თოფი კონდახიდან უნდა ამოიღო, ისე ვერ მიწვდები მაგ ვინტს.
ჩემს შემთხვევაში მე კაკვის პოზიციის ვინტი მოვუშვი იმ დონეზე, რომ კაკვს საერთოდ არ ეხებოდეს. შენს შემთხვევაში შეიძლება ოდნავ განსხვავებული პოზიცია დაგჭირდეს.
სასხლეტს გაუჩნდება პირველი საფეხური და მკვეთრად გამოხატული მეორე საფეხური. უკვე ადვილად იგრძნობ ზუსტად როდის გაისვრის თოფი.
ამის შემდეგ უკვე შეგიძლია პირველი და მეორე საფეხურის ვინტების რეგულირება.
პირველი საფეხურის ვინტი (დეტალი B) არეგულირებს თუ რამდენად გრძელი ან მოკლე პირველი საფეხური გქონდეს. თუ მოუჭერ ვინტს, პირველი საფეხური დაგრძელდება, თუ მოუშვებ - დამოკლდება.
მეორე საფეხურის ვინტი (დეტალი C) არეგულირებს თუ რამდენად მალე მოვიდეს მეორე საფეხური.
გასათვალისწინებელია, რომ პირველი და მეორე საფეხურის ვინტების რეგულაცია ურთიერთდამოკიდებულია. ანუ ორივე ვინტის რეგულირება უნდა შეუთავსო ერთმანეთს. მაგ: ერთი მოუშვი, მეორე დაუჭირე შეიძლება არ გამოვიდეს.
ასევე გასათვალიწინებელია ისიც, რომ პირველი და მეორე საფეხურის ვინტების რეგულირებისას იცვლება მცველის მუშაობაც. ამიტომ რეგულაციებისას შეამოწმე ხოლმე რამდენად მუშაობს მცველი. ზოგი რეგულაციისას მაგალითაც მცველი გაიჭედება, ან რთულად იმოძრავებს. ამ შემთხვევაში შესაბამისი ვინტი ცოოტა უკან დააბრუნე და მცველის მუშაობაც აღდგება.