დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: HASTAN AT-44 მოდერნიზაცია და სხვა იდეები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
geojorjika
name
ან რეზინა ჩააჭლიტე შიგნით

ან კიდევ ქვევით ორი ხვრელი რომ არის ლულის დამამაგრებელი "შესწიგრანიკებისთვის" ეგენი მოხსენი?
name
geojorjika
სურათზე რაც ჩანს მარტო მანდ აქვს შეწიგრანკის დასამაგრებლები, მეტი არსად არ აქვს ეგენიკიდე მოხსნილი მაქვს დაუჩირე კიდეც მარა უშედეგოდ, გამოდის რო ლულის გამყარებში უმეტსი როლი რეზინებს აქვს?
თან მაგრად ვერ ჩამირეზბია შეწიგრანკები რო იღლიტება და მერე ვაპშე გაპსავდება სიტუაცია, რომელ რეზინაზეა ლაპარაკი კიარ ვიც ნორმალურად ლულა ვერ გამოვიღე მაინც, ლულის კვეთასთან რო მოჩანს ყავისფერი რეზინს რგოილი მაგაზე ამბობ?
geojorjika
name
თვითონ ლულაზე არ იყო ცამოცმული რეზინა რომ გამოაძრე მაგ კოლოფიდან?
sekurifa
ციტატა(giorgi @ 26th September 2012 - 08:56 PM) *
თვითონ ლულაზე არ იყო ცამოცმული რეზინა რომ გამოაძრე მაგ კოლოფიდან?

კოლოფიდან რომ გამოეღო ნატელი იქნებოდა ყველაფერი მარა ვერ გამოიღო კოლოფიდან ლულა. უკვე ძაან მაინტერესებს რა აკავებს მაგ ლულას. ასეთი რამ ჯერ არავის მოსვლია.
ja_ja
name
მოკელდ სურათზე ჩანს რომ ცოტათი წინაა წამოსული ლულა და დალშე არ მოდის...

ჩემი კითხვა და რჩევა ასეთია...

თუ ლულას უკან აწვები და ბუდეში ბოლომდე შედის, მერე წინ წევ და ისევ მაგ დონეზე გამოდის, ნუ მაშინ გინდა დაიჯერე გინდა ნუ დაგვიჯერებ და სურათზე ნაჩვენები 2 ხვრელიდან, ან ვინტები არ გაქვს ამოხრახნილი, ან უბრალოდ ნაწიბურია რაღაც ჩაწეული მაგ ვინტისი ბუდეებში და მაგ არ გაძლევს გამოღების საშუალებას...



ამის მტკიცების უფლებას მაძლებს არაერთი ნანახი ჰაჩიკას ლულა, ბოლოს 1 კვირის წინ ვნახე იმენნა ღარები რომელბშიც ჯდება ვინტები, აგერ სქემატური სურათი


რეზინის ღარები უკანაა და რავი ეგეთი ძლიერი რეზინა მე არ მინახია რომ ადამიანის ზეწონას გაუძლოს და არ გადაიჭრას. smile.gif.

ნუ შეიძLება ვინტები ორივე მოხსნილი და ამოღებულია მაგ ბუდეებიდან, მაგრამ რაიმე ნაწიბურია ჩარჩენილი... გარდა მაგისა მოხსენი კოლოფი მთლიანად ლულიანად და ამოატრიალე, ძირიდან დაინახავ გადამშვების ბუდეს, დააკვირდი, მანდ რეზინა ჩაანს ლულაზე რაც არის, ჩემოხვეული თუ არა, და თუ ჩანს, საერთოდ მოდის, თუ არა იმ ადგილამდე რომ გადამშვების საწინააღმდეგო კედელს შეეხოს და წინააღმდეგობა გაგიწიოს, თუ მიდის, მაგ ხვრელის კედლამდე, უბრალოდ წვრილი მესაათის ატვიორკა აიღე და წაეხმარე რეზინას რომ გადალახოს ეგ ადგილი...

ნუ იდეაში სულ ეგაა...

აი თუ მოყვანილ ღარებში რეზვის ნაწიბურია ჩაწეული ან რაიმე შტუკაა ჩარჩენილი და ის ჭედავს ეგ უკვე აღარ ვიცი, რავი ჯერ არ მინახია ლულის გამოღებაზე ვინმეს პრობლემა ჰქონოდა, აქამდე ინტერნეტი აჭრელდებოდა....
name
ja_ja
მხსნელად მომევლინე დღეს, გაიხარე რა! აქმდე აგხსნა ასე )) ზუსტად მაგ ადგილებიდან ამოვრეზბე 2 რეზბა, არდა აღარ მივაქციე ყურადღება მაგა ადგილებში იმიტომ რომ 2 შეწიგრანკო რეზბები ამორეზბილი მქონდა, მაგრამ თუ კიდე იქნებოდა ასთი პატარ შეწიგრანკო რეზბები არ მეგონა არც ჩანდა რო ვაკვირდებოდი. კარგად კი წუკვნიტე ამშეწიგრანკებს დარეზინბსაც ნაპირები ამ ტრიალშიდა წვალებში

როგორც იქნა ტანჯვა შედეგის სურათიც
ja_ja
name
ციტატა(name @ 26th September 2012 - 11:41 PM) *
მხსნელად მომევლინე დღეს, გაიხარე რა! აქმდე აგხსნა ასე ))

სანამ ვიზუალში აგიხსნიდით წინა გვერდზე მეწერა smile.gif

ციტატა(ja_ja @ 9th September 2012 - 07:25 PM) *
მაშინ კარგად გადაამოწმე რაიმე ვინტი ხომ არ გამოგრჩა... შანსი არაა ეგრე რეზინებს ეჭიროს


დარწმუნებული ვარ Securifa-ს მაგას ფიქრობდა, უბრალდო აღარ გაამახვილა ყურადღება ვინტებზე იმიტომ რომ ვინტებზე უკვე გვეწერა და რატომღაც ყველამ ჩავთვალეთ რომ ნუ გაიასნებული პონტი იყო რა smile.gif და ამიტომაც რეზინებზე იყო ბაასი smile.gif

შენ ზემოდან რომ მოხსენი ვინტები მოხსნიდი ღია სამიზნეს (უკანა სამიზნეს), მაგრამ მაგი ლულას რაფრა დაიჭერდა smile.gif... მდააააა

ნუ კაია რომ მოგვარდა ყოლიფერი, მარა ლულაზე კაი ნაჩაქუნები კვალი ჩანს, მოშნად გიწვალებია smile.gif და ვაბშემც თუ ეგეთ მდგომარეობაში ლულა მოძრაობდა, მალადეც მაგას რომ ბავშე ისროდა smile.gif ესეიგი თავიდანვე ვინტები არ ჰქონია მოჭერილი.... ნუ ფანატიკური მოჭერა საჭირო არაა, მაგრამ გადაჭერილი უნდა იყოს smile.gif

name
ja_ja
თავიდანვე კი იყო მოჩერილი მაგრამ ტიკში დავტანე და დავატრიალე ამ შეწიგრანკებსაც ტავები სულ წავათალე ტრილში და რეზინებიც გავფუჭე, ეს კანტროლკა რეზბებით თუ იყო არ მეგონა, თურქებისგან ყველაფერი უნდა გვეგონოს პრინციპში მაგრამ რა უყო ეხლა ასეთი შეწიგრანკი რეზბები და რეზინები სად ვნახო ელიავა?
Davitus
მდააა... ასეთი ბარბაროსული მიდგომა იარაღის მიმართ მართლა პირველად ვნახე

მაგ ორ ხვრელში 2 შისტიგრანიკი არ ეტევა, ერთი ლამის სრულად იკავებს ხვრელს, ჩანს კიდავაც, დავსალე თუარა ეგრევე მივხვდი რაც ფუნქცია ქონდა მაგ ორ ხვრელს
name
Davitus
ზუსტად რო 4 შეწიგრანკა იყო დაჩერილი სათითაოთ, ანუ კანტროლკები ბოლოს
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 26th September 2012 - 11:07 PM) *
დარწმუნებული ვარ Securifa-ს მაგას ფიქრობდა, უბრალდო აღარ გაამახვილა ყურადღება ვინტებზე იმიტომ რომ ვინტებზე უკვე გვეწერა

მდააააა smile.gif თურმე ვინტები შიგნით ყოფილა smile.gif მეც შევცდი ერთ რამეში. მე ის გამომრჩა მხედველობიდან რომ კლიპიან ვერსიებს ზედა ბლოკი უფრო მაღალი აქვთ. უფრო მსხვილია რა სიმაღლეში და აქედან გამომდინარე იტევს სიღრმე ორ ვინტს. ჯერ ლულის გასამაგრებელი ვინტი მიდის და მერე მიყვება მუშკის ვინტი, მაგრამ მოვხსენი ვინტებიო ამბობდა ეს კაცი და smile.gif

ხოლო ერთტყვიან ვერსიას ზედა ბლოკი იმის ნახევარი აქვს სისქეში რაც კლიპიანს და ამის გამო ლულის ვინტები ცალკეა და მუშკის ცალკე. თუმცა მუშკის ვინტებიც ასევე ამაგრებს ლულას და გამოდის რომ ლულა ოთხი ვინტით მაგრდება და უფრო მყარი ფიქსაცია აქვს ვიდრე კლიპიან ვერსიას.სურათზე კარგად ჩანს.


Dave
ძალიან საინტერესო ვიდეოს წავაწყდი. მგონი რომ თქვენც დაგაინტერესებთ
sekurifa
ესეიგი, რას მეტყვით იმასთან დაკავშირებით რომ თოფის ლულა დავტოვო დამოუკიდებლად ყოველგვარი რვიანების გარეშე ?



ხოლო ერთ რვიანს გადავჭრი და იმას მარტო რეზიკზე წამოვაგებ ისე რომ ლულას არ შეეხოს.



გაამართლებს ვითომ ეგ ექსპერიმენტი?
ja_ja
sekurifa
მე არ მისინჯია, მაგრამ უკრაინლებისგან ვიცი რომ ჰაჩიკა გამოკიდებული ლულით საკმაოდ კარგად ისვრის...
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 3rd December 2012 - 08:05 PM) *
მე არ მისინჯია, მაგრამ უკრაინლებისგან ვიცი რომ ჰაჩიკა გამოკიდებული ლულით საკმაოდ კარგად ისვრის...

ესეიგი ღირს ამის მოსინჯვა რა smile.gif ერთი რვიანი შეეწირება ამ ექსპერიმენტს. თუ არ გაამართლებს არაუშავს, ერთი რვიანის გაუქმებას მაინც ვაპირებდი smile.gif
Dave
sekurifa
ცოტა მოკლე რეზიკი და ვაირაუხია რა biggrin.gif სხვათაშორის კარგად გამოიყურება smile.gif ოპტიკის გამო გინდა მაგ რციანების მოხსნა ?
smekosmeko
ეს მეც ძალიან მაინტერესებდა, რამდენჯერ დავაპირე რომ ლულა დამოუკიდებლად ყოფილიყო რვიანების გარეშე. მოდერის ამბავი როგორი იქნება მერე? ლულას საკმაოდ მაძიმებს და ქვევით იხრება ოდნავ. შეიძლება რვიანების გარეშე უფრო დაიხაროს ქვევით, თუ ვცდები?
sekurifa
ციტატა(Saint Dave @ 3rd December 2012 - 08:35 PM) *
ოპტიკის გამო გინდა მაგ რციანების მოხსნა ?

არა ოპტიკის გამო არა. ორი რვიანი ზედმეტია ნამდვილად. საერთოდ ხომ ფაქტია რომ დამოუკიდებელი ლულა უკეთესად ისვრის. ახლაც მოვიძიე რაღაც ინფოები ჰასტანზე და ბევრი ტოვებს ლულას დამოუკიდებლად,ოღონდ რვიანის ზედა დირკას აფართოვებენ რომ ლულა არ დაიჭროს. მე ეგრე არმინდა. გადავჭრი რვიანს შუაში და მერე ოპტიკასაც დაბალ რინგებზე დავსვამ და იქნება " კამფეტ " smile.gif
koknar
sekurifa
რვიანების გარეშეც ალბათ ისევე გაისვრის, მაგრამ წარმოიდგინე მოდერიანათ რამხელა კონსოლია და მაგალითად რო წაიქცეს თოფი ან მანქანაში რამე ზემოდან დაადო და უგზოობაზე იარო, დატვირთვა საკმაოდ დიდია კოლოფზე მიერთების ადგილას. და კიდე მაგ რვიანებს გასროლისას ვიბრაციის ჩამხშობი ეფექტიც ექნება. იმ თოფებს რომლებიც რვიანების გარეშეა, კონსტრუქცია მასალა და ყველაფერი გათვლილია ეგეთ მუშაობაზე. მემგონი მთლა მოხსნა არ ივარგებს.
ReMiNgToN
koknar
+1
რაღაც მეც არ მომწონს ეგ იდეა, რვიანები საკმაოდ ამყარებს ლულას და საიმედოს ხდის მის ტრანსპორტირებას და დაცემასაც. დაზღვეული არავინ ვართ

CHICO30
კაროჩე სეკურ. უნდა გააკეთო ისეთი რვიანი რომელსაც ტრანსპორტირებისას მიაგებ. ხოლო ნადირობისას დარწმუნებული ვარ ლული სიმყარე მოდერსაც აიტანს და 2 კილო სამწვადესაც biggrin.gif
ja_ja
რა გაღუნვა რა მოდერით ჩამოღუნვა... მაგასაც კროსმანის 11 მილიმეტრიანი ლულა კი არ აქვს ბლინ...

მაქსიმუმ კაი გამოსავალი იქნება ზედმეტი მიყუდება მამაძაღლობისგან დამცავი რვიანი, ანუ ეგრეთწოდებული მართებული რვიანი, რომელიც მეორე თაობის მარადიორში გამოჩნდა...

კერძოდ ჩვეულებრივი რვიანია, უბრალოდ ლულის ადგილი რვიანში გაფართოებულია ისე რომ ლულას არ ეხებოდეს, მაგრამ რაიმეზე ლულით მიყუდებისას ლულა ოდნავ მიედება რვიანს და დაცული იქნება ზედმეტი გადაღუნვისგან
name
sekurifa

მგონი ექსპერიმენტებისთვის უფრო გავს ნაყიდი, smile.gif ვიდრე გამოსაყენებლად,
sekurifa
თოფის წაქცევისგან ღმერთმა დამიფაროს smile.gif მაგ მომენტში თან მეც მივუწვები გვერდით ალბათ smile.gif

ერთი სიტყვით, რვიანი უკვე გადავჭერი და გამოიყურება ყველაფერი ასე





თუ მეტ სიზუსტეს მომცემს ასე დავტოვებ, თუ არადა ერთ რვიანზე დავსვამ. მოდერსაც კარგად უძლებს და კაბურაშიც უმოდეროდ არაფერი მოუვა. ლულა სქელია და არც დაცემიდან არ გაიღუნება.

ხვალ თუ მოვახერხე გავტესტავ ძღვაზე და დავწერ შედეგებს.
kaka8079
სულ არ აქვს ჩემს მარადას რვიანი მაგრამ მგონი ჯერ არ გაღუნულა არაფერი,ნუ ზოგ ზოგიერთები კი იძახიან კაკოს იარაღს ყველაფერი გაღუნული აქვსო მაგრამ არც ისეა საქმე. biggrin.gif
sekurifa
ვიდიც შეეცვალა ცოტა smile.gif



smekosmeko
ნუ ვიდი უკეთესობისკენ ვერაფერი, მთავარია შედეგი როგორი გექნება სტანდარტულისაგან განსხვავებით.
koknar
sekurifa
ჩემი აზრით ეგ ყველაზე უარესი ვარიანტია, ან საერთოდ დავისუფალი უნდა იყოს ან დამაგრებული, აი ჯაჯა რასაც გეუბნება საუკეთესო ვარიანტია, კროსმანში დურაკები არ არიან.
sekurifa
ციტატა(koka @ 3rd December 2012 - 11:44 PM) *
ჩემი აზრით ეგ ყველაზე უარესი ვარიანტია, ან საერთოდ დავისუფალი უნდა იყოს ან დამაგრებული, აი ჯაჯა რასაც გეუბნება საუკეთესო ვარიანტია, კროსმანში დურაკები არ არიან.

ეგ გადაჭრილი რვიანი მიტო დავაგე რომ კონდახში იჯდეს თოფი მყარად. ლულა არ ეხება რვიანს. მაგის გარეშეც შეიძლება გაკეთება ოღონდ სისტემა მარტო შუა და უკანა მინტზე დარჩება დამაგრებული.

რაც შეეხება კროსმანს, იქ ლულები უფრო ვიწროა ვიდრე ჰასტანებზე. მეც არ მივაყუდებ ამ თოფს არაფერზე და არც პრობლემა შემექმნება.
koknar
sekurifa

დარწმუნებული ნუ ხარ რომ არასოდეს (ჯვარი გწერია) არაფერი მექანიკური გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოუვა შენს პნევმატურ აგრეგატს. ამ ფორუმზე მე არ მეგულება მფლობელი რომელსაც არ უყვარდეს თავისი იარაღი მაგრამ ძალიან ბევრს მოსვლია რამე უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი შემთხვევა, საველე პირობები და ტრანსპორტირება სავსე საბარგულით... რისკები არსებობს. მითუმეტეს სუფთა სპორტული იარაღი არაა. აგერ ვინც ყველაზე უფრო ეფერება თავის თოფს კინაღამ მანქანამ გადაუარა 1 წუთით მიატოვა და 2 სმ ით აცდა ბორბალი საკმაოდ მძიმე მანქანის. ტაკშტო დაზღვევა არ გიშველის, აი იმ დამცავმა რვიანმა კიდე შეიძლება გადაგარჩინოს.

დანარჩენი შენ იცი ... დარწმუნებული ვარ შენ უკეთესად მოუვლი smile.gif
tengo
sekurifa
მეც ვფიქრობ რომ დაცვა ჭირდება რვიანის სახით, მის გარეშე მთელი დატვირთვა კოლოფზე მიდის( არარის გათვლილი მაგაზე) და შეიძლება მოირყეს რამე.
სურათზე ჩანს რომ მერე ოპტიკას შეუშლის, მაგრამ შეგიძლია ოპტიკასთან გაათხელო, ცოტა ოვალურად მიეცი ფორმა,ისე რომ ოპტიკა ჩაჯდეს და თავის ფუნქციას მაინც შეასრულებს.
sekurifa
ციტატა(tengo @ 4th December 2012 - 01:24 AM) *
სურათზე ჩანს რომ მერე ოპტიკას შეუშლის, მაგრამ შეგიძლია ოპტიკასთან გაათხელო, ცოტა ოვალურად მიეცი ფორმა,ისე რომ ოპტიკა ჩაჯდეს და თავის ფუნქციას მაინც შეასრულებს.

არა ეგ არ უშველის მაინც. ოპტიკას და ლულას შორის ძან პატარა ადგილია და ხუფი არ შედის. ნუ ეგ პრობლემა არაა მაღალ რინგებზე დავსვამ.

ნუ აქ რჩება ორი ვარიანტი: ან ფაქიზი მოვლა და მოპყრობა, ან ერთ რვიანზე დასმა. ჯერ გავისვრი ორივენაირად შევადარებ და მერე გადავწვიტავ. იქნებ რვიანითაც კარგად ისვრის. ბოლოს რომ ვისროლე 50 მეტრზე ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა და მიტო მინდა ეს ცდა ჩავატარო. ნუ მართალია დაუკვირვებლობით რვიანების გამო დაბლა გადახრილი ლულით ვისროდი. როცა რვიანები აუშვი ამოიწია ლულა და გასწორდა წელში მარა ბარემ ასეც ვსინჯავ რვანის გარეშე.

sekurifa
ერთი სიტყვით გავტესტე თოფი ისეც და ასეც 45 მეტრზე მაგიდიდან დაშეშებული. ჯერ გადმოკიდებული ლულით და მერე რვიანით. რვიანით უფრო კარგი შედეგი მომცა. გადმოკიდებული ლულით მარცხნივ მიქონდა ტყვიები ხოლო ვერტიკალზე სწორად იჯდნენ.

ასე რომ დავტოვე თოფი ერთ რვიანზე.
ja_ja
sekurifa
ვერტიკალია კაკრაზ მთავარი... ანუ თუ ჰორიზონტზე გაფანტვა არ არის, ესეიგი ყველაფერი წესრიგშია თუ ვერტილაკზეა გაფანტვა, ეგ უბრალოდ სიჩქარეების საკითხია
CHICO30
ანუ მთლად უცოდინრები არ ყოფილან ჰატსანის მწარმოებლები რო გაუკეთეს რვიანები biggrin.gif
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 4th December 2012 - 05:04 PM) *
ვერტიკალია კაკრაზ მთავარი... ანუ თუ ჰორიზონტზე გაფანტვა არ არის, ესეიგი ყველაფერი წესრიგშია

ანუ გადმოკიდებული ლულით რომ ვისროლე,ჯვარიდან მარცხნივ მიქონდა მილი-მილნახევრით და ლულაც უფრო ვიბრირებდა. ჯვარიც გავასწორე მარა მაინც მიდრეკილება მარცხნივ ქონდა რა. რვიანით ასე არ შვება.
Dave
აი ეს დიდი კალიბრია რვიანების გარეშე



კონვერტორში ჩავწერე ეხლა მონაცემები და იმენა მონსტრია smile.gif
sekurifa
ესეიგი დღეს კიდევ ვაკვირდებოდი ჩემს ატ-44 ს და ერთი არასასიამოვნო ნიუანსი აქვს ამ მოდელს და მგონი საერთოდ ყველა ჰასტანის პ.ც,პ -ეს მგონი. ეს დაუკვირვებლად არ ჩანს რა.

ერთი სიტყვით საქმე ეხება თოფის სისტემის კონდახთან კავშირს. ანუ როცა რკინა ხეში ჯდება, შემდეგ სამაგრი ვინტების გადაჭერისას ხდება სისტემის დეფორმირება. კერძოდ რა:



სურათზე ავღნიშნე სხვადასხვა ფერებით ის ადგილები სადაც სისტემა ფიქსირდება ხესთან. ჩემს თოფზე ასე შვება და შეიძლება სხვაზეც ასე ქნას არვიცი (არაა გამორიცხული) ანუ ეგ რვიანების გარეშე ჩანს მკაფიოდ. თუ მარტო წითელს და ლურჯს გადავუჭერ სისტემა დაჯდება ისე როგორც უნდა იყოს წესით, ხოლო თუ რვიანს გადავუჭერ მერე ლულა მოდის ქვემოთ ასევე რეზიკიც.

ეს თავიდან მეგონა კონდახის ბრალი და ვიფიქრე რომ სამივე საყრდენი წერტილი არ ეხებოდა ერთდროულად კონდახს. ვცადე ყველაფერი აბსოლიტურად, მაგრამ ეგ ბალანსი მაინც არ გამოსწორდა. შაიბებზე ვცადე და სისტემის ყველა სამაგრი წერტილი ერთად დავსვი, მაგრამ გადაჭერისას მაინც დეფორმირდებოდა სისტემა.

მე ხომ ერთი რვიანი გადავჭერი და იმით მარტო რეზიკს ვაკავებდი და ლულა ჰაერში მქონდა. აი ზუსტად მერე იჩინა თავი ყველაფერმა. ვინტების გადაჭერისას ჩანდა თუ როგორ მოძრაობდა ლულა ზემოთ და ქვემოთ.

გამოსავალი დამრჩა ორი. ან მარტო მწვანე და ლურჯი, ან მარტო წითელი და ლურჯი.

მწვანე და ლურჯი არ გაამართლებდა რადგან რვიანში რეზიკი თავისუფლად დადის და მთელი დატვირთვა ერთ ვინტზე წავიდოდა (ლურჯზე)
დავტოვე მარტო წითელი და ნურჯი ვარიანტი, რადგან ეგ ვინტები იკავებენ იმ ნაწილს რაზეც კარობკაა, ლულაც და რეზიკიც. ლულა დავტოვე გამოკიდებული საბოლოოდ რადგან რვიანების გადაჭერა იწვევს სისტემის დეფორმირებას.

ახლა რეზიკიც და ლულაც გამოკიდებულია. სისტემას იკავებს ორი ვინტი.




ja_ja
მემგონი ეგ არის პლასტმასის რვიანის ბრალი, იოლად დეფორმირდება.. კაი იქნება ალუმინის რვიანი და ისეთი კონსტრუქციის როგორიც მარადიორს, აქვს....

იმედია დააკვირდი მარადიორის რვიანს შენ და ჩიკო რომ იყავით საყიდლად, ანუ გადაღუნვისგან იცავს, მაგრამ არ ეხება...

ასევე HW100-შიც არის, რვიანი რომელიც მყარად ეხება ლულასაც და რეზიკსაც, პლიუს მაგ რვიანზე ეხრახნება ვინტი რომელიც კონდახზე ამაგრებს მთელს კონსტრუქციას, მაგრამ აშკარად ისევ ლითონის დეტალი რომ არის დეფორმირებას ადგილი არ აქვს....
sekurifa
ციტატა(ja_ja @ 6th December 2012 - 05:50 PM) *
მემგონი ეგ არის პლასტმასის რვიანის ბრალი,

ხო ძალიან ცუდი რვიანები აქვს ჰასტანს. რვიანებს შიგნიდან რეზინები აქვს და ისე დასრიალებს ლულაზე და რეზიკზე.
ციტატა(ja_ja @ 6th December 2012 - 05:50 PM) *
იმედია დააკვირდი მარადიორის რვიანს შენ და ჩიკო რომ იყავით საყიდლად, ანუ გადაღუნვისგან იცავს, მაგრამ არ ეხება...

კი ეგ პირველ რიგში ვნახე smile.gif
ციტატა(ja_ja @ 6th December 2012 - 05:50 PM) *
კაი იქნება ალუმინის რვიანი

კი ეგ კარგი იქნება. ანუ ლულასაც და რეზიკსაც ერთად თუ გაჭედავს კარგად (გააქვავებს ორივეს ვინტით) აი მერე დადგება კონდახზე მყარად, მაგრამ აქ იმაშიცაა საქმე რომ სულ უკანა ვინტი დაჭერისას უკანა ცილინდრს ქაჩავს დაბლა. ანუ იმ ნაწილს რაშიც რეზიკი შედის რა და კარობკაა.
საბოლოოდ მაინც რომელიმე ორ ვინტზე მოუწევს დარჩენა.
koknar
//თუ რვიანს გადავუჭერ მერე ლულა მოდის ქვემოთ ასევე რეზიკიც.


ვა ეგ როგორ, მაგსისქე რეზიკი იღუნება ? ძალიან ნუ დაუჭერ, არ ბალანსდება სამივე წერტილი ? მაგარი სტრანნი რამე ხდება sad.gif

smekosmeko
sekurifa არასოდეს არ შემქმნია პრობლემა მიზანთან დაკავშირებით, არც ვრიანების პრობლება, არც კონდახის თანაბარი ჯდომის, ზნაჩიტ რაღაც პრობლემა აქვს შენს ფიშტოს. რა იღუნება კაცო? არაფერი არ იღუნება, ნუ ჩემზე ესეა. შენ სისიხლი გაუშვრე მაგ საწყალს შეეშვი.
foxi
ესე ადვილად მაგას ვერ გაღუნავ. მიზეზი სხვა რამეში იქნება.
CHICO30
კაროჩე სეკურ ნახე მარადა და ეხლა გინდა ჰატსანი მარადად აქციო? ზაან კარგად ისროდა ეგ ფიშტო რას ერჩოდი
sekurifa
ციტატა(smekosmeko @ 6th December 2012 - 07:47 PM) *
არასოდეს არ შემქმნია პრობლემა მიზანთან დაკავშირებით, არც ვრიანების პრობლება, არც კონდახის თანაბარი ჯდომის

რაც შეეხება მიზანს და დანარცენს არც მე შემქმნია ეგ პრობლემა და რვიანებიც კარგად იდგა და ყველაფერი მარა რომ მოვხსენი რვიანები მერე გამოჩნდა ეს ყველაფერი. ანუ აქ სადღაც ერთ მილიმეტრზეა ლაპარაკი. თვალი ამას ვერ ამჩნევს როცა რვიანები აყენია თოფზე.

ციტატა(koka @ 6th December 2012 - 07:29 PM) *
ვა ეგ როგორ, მაგსისქე რეზიკი იღუნება ?

რეზიკი კიარ იღუნება არამედ იმ ადგილში იხრება ოდნავ სადაც რეხიკი შედის ბუდეში. ანუ რეზბა სადაცაა რა. ხელში რომ დაიკავო მარტო აწყობილი რკინა და ეცადო მოხრა ზუსტად მაგ ადგილას გადაიხრება და ლულას ოდნავ აწევს. რვიანები კი ამაგრებენ ლულას რომ არ აიწიოს მარა როცა ვიცი რომ ლულას მომართულებას რვიანები აძლევენ ეგრა ერმინდა რომიყოს.

წარმოვიდგინოთ ვითომ კონდახი არის დურალის. ასეთ შემთხვევაში სამივე წერტილი დაჯდება მყარ ზედაპირზე და ვინტების გადაჭერისას არაფერი არსად არ გადაიხრება. ჩემს შემთხვევაში კი თოფს ხის კონდახი აქვს ხო? ძან ფურფუტა კაკალია და ვინტების გადაჭერისას ალბათ ხე იჭყინტება და ქაჩავს კორპუსს.
ReMiNgToN
sekurifa
და რა ცვლილებას ელოდები ეგ პრობლემა რომ მოგვარდება? ისე შენ რაც აღწერე ნებისმიერ თოფს შეიძლება ჰქონდეს მასეთი პრობლემა და ვერც მიხვდნენ.
sekurifa
ციტატა(CHICO30 @ 6th December 2012 - 08:33 PM) *
კაროჩე სეკურ ნახე მარადა და ეხლა გინდა ჰატსანი მარადად აქციო? ზაან კარგად ისროდა ეგ ფიშტო რას ერჩოდი

მარად ვიცი კარგი რომაა მარა არაა მასეც მაი საქმე smile.gif ბოლო გასვლაზეც 82 მეტრში სამჯერ ზედიზედ მოხვდა სიგარეტის კოლოფს მარა არც ესაა მთავარი. გვრიტებს და მტრედებს რომ ვხსნიდი მეც მეგონა რომ ზუსტია მაგარიაო მარა ქაღალდზე საშინელება აჩვენა.

ლულას არუნდა შეეწინააღმდეგის არაფერი, ასე არაა ?
CHICO30
მე საერთოდ ეგეთი პრინციპი მაქვს თუ იარაღი ისვრის და კარგად ვნადირობ იმ იარაღს არ ვეხები. აი დისკოს სიჩქარე ჩემი ხო ნახე 210 ზე ჩამოვიდა მაგრამ მე მაინც კარგად ვნადირობდი მაგითი. სანამ გაყიდვაზე არ მიდგა საქმე არც მიჩალიჩია არაფერზე. ხოშიანად ისროდი მაგ ჰატსანით მოეშვი რა biggrin.gif ერთია თუ ბულკად გადააკეთებ მაგარი იქნება. რა არ მოგეწონა ფურცელზე? რა მანძილიდან აკეთე ჯგუფები?
sekurifa
ციტატა(CHICO30 @ 6th December 2012 - 08:29 PM) *
რა არ მოგეწონა ფურცელზე? რა მანძილიდან აკეთე ჯგუფები?

შედეგი არ მომეწონა smile.gif ქულები იყო ძან დაბალი. 50 მეტრზე. ნადირობისთვის ხოშიანია ეგ შედეგი მარა ბეერისთვის არა smile.gif ანუ მე ვფიქრობ რომ და მგონი ასეცაა. გასროლისას ლულა ცდილობს თავისუფლად იგრძნოს თავი და არ ქაჩავდეს არსად რვიანი. მე რვიანზე კიარ მაქვს გართულება მარა არ ეჭირება ეგ ოხერი ვინტები თანაბრად რომ სისტემა არ დააზიანოს და რავქნა?

ყველაფერი ვეცადე, ბალანსიც გავასწორე, თოფს რომ ვდებდი კონდახში სამივე წერტილი ერთდროულად ჯდებოდა მარა აი უკვე გადაჭერისას შვებოდა ეგრე რა. გადაჭერისას შანსი არაა ბალანსის დაცვა. ხან ერთს უჭერ, ხან მეორეს მარა საბოლოოდ ვერაფერი. აი პლასმასის კონდახზე შეიძლება არ ქნას. არვიცი როგორი სიმკვრივე აქვს მასალას.

როგორ დავშალო ახლა კიდე თოფი და გადავუღო ვიდეო. ვინტი პატარაა მარა გადაჭერისას დიდი ძალა აქვს და ქაჩავს კორპუსს. ალბათ თურქებმაც მიტო დასვეს ლულა ორ რვიანზე რომ ეგ პრობლემა აქვს ამ მოდელებს. გათხოვებთ ვისაც გინდათ ჩემს გადაჭრილ რვიანს და ნახეთ რას იზამს ასეთ შემთხვევაში თოფი, როცა მარტო რეზიკს დაიჭერს რვიანი და ლულა გამოკიდებული იქნება.
CHICO30
დააბრუნე საწყის მდგომარეობაში. გაუკეთე ისევ 2 რვიანი და დაჟე თუ საჭიროა მესამეც დაუმატე.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.