name
Apr 27 2014, 03:01 PM
მდაა, საინტერესოა ახალი ჰაჩიკები
zax ara
Jun 6 2014, 10:16 PM
ციტატა(ja_ja @ Apr 26 2014, 09:15 PM)

zax ara
პროსტა კლაპნები გადაანაცვლე და სულ ეგაა, არანაირი ჩალიჩი და წვალება არ უნდა ერთი და იგივე რეზბაა
ჩამოახწია როგორც იყო bt 65 რეზერვუარმა . მართალია ჯერ არ დამიშლია მარა მგონია რო არც ეგრე მარტივად უნდა იყოს საქმე.
ატე 44 ის რეზერვუარის დიამეტრი 31 მმ ია. ბტ 65 კიდე 35.
ატ 44 ის კლაპანი რო დაეჭიროს კიდევაც ეს ამსისხო ტრუბას კოლოფი არ შეუშვებს .
ეხლა მე ამას არ მოუსვენებ და რამე მირჩიეთ როგორ შეიძლება ამ რეზერვუარის ატ 44 ზა მირგება
geojorjika
Jun 6 2014, 10:18 PM
zax ara
სურათები დაყარე აბა ჯერ და შევხედოთ
zax ara
Jun 6 2014, 11:00 PM
ვერ ვდებ სურათებს სხვასთან არი ჩემი ფოტოაპარატი.
ისე მსუბუქი კია მემგონი დურალია
tengo
Jun 7 2014, 03:19 PM
ციტატა(zax ara @ 7th June 2014 - 12:00 AM)

ისე მსუბუქი კია მემგონი დურალია
წონასაც თუ დადებ კარგი იქნება.
zax ara
Jun 7 2014, 07:45 PM
წონა 0.90 კილო აწერია . აგერ სურათებიც
zax ara
Jun 7 2014, 07:52 PM
რა ვქნა რაღაც გადაკეთება დასჭირდება მარა რეზერვუარი გადავაკეთო თუ კოლოფი
oskar
Mar 22 2015, 11:05 PM
გამარჯობა, დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ, ვერ გავიგე როგორ გავაძლიერო ატ 44.
geojorjika
Mar 22 2015, 11:34 PM
oskar
გაგიმარჯოს
რა ჭირს მაგას გასაძლიერებელი? როგორც წესი ენერგიას არ უჩუვის არც ერთი თურქი თუ რაიმე დეფექტი არ აქვს
ja_ja
Mar 23 2015, 04:16 PM
oskar გავაძლიეროო

სასტავი პირიქით დაწევაზე ჩალიჩობს იმიტომ რომ ისედაც არაადეკვატური ენერგია აქვს და...
oskar
Mar 23 2015, 08:07 PM
Kი თავიდან კაი ძალა ქონდა საკმაოდ, ამბოლო დროს აღარ აქვს ისეთი ძალა, ვატყობ რომ ძალა დაკარგა აშკარად.
oskar
Mar 23 2015, 08:14 PM
Dამრტყმელის ზამბარა ხოარ იქნება დასლაბებული?
gela
Mar 23 2015, 08:30 PM
ციტატა(oskar 44 @ 23rd March 2015 - 08:14 PM)

დამრტყმელის ზამბარა ხოარ იქნება დასლაბებული?
+1
ან შეიძლება ლულაში სადაც მიმწოდებელი ტყვიას აძლევს, რეზინის ვტულკაა დაბრედილი და ჰაერს აპარებს,. აბა გასროლის დროს ნახე. კლიპთან ჰაერის ნაკადს ხომ არ გრძნობ სახეზე? თუ მასეა, ზნაჩით რეზინის ვტულკის ბრალია, თუ არა და დამტყმელის ზამბარის ბრალი იქნება
oskar
Mar 23 2015, 08:47 PM
რეზინები კარგი აქვს ვნახე დაზიანების არაფერი ეტყობა, ზამბარა რომ გავცელო ტყვიის სიჩქარეს მოუმატებს ტუ იცით, ან რა შეიძლება რომ გავაკეთო.
oskar
Mar 23 2015, 08:55 PM
დამრტყმელის ზამბარა შევცვალო თუ გავცელო.
ja_ja
Mar 23 2015, 09:03 PM
oskar
და ისეთ რამეზე არ გიფიქრია როგორც ფსიქოლოგიური მომენტი, ანუ ვთქვათ შეეგუე, მიეჩვიე თოფს და ისეთი "ვაუ" ეფექტი აღარ აქვს როგროც თავიდან ჰქონდა???
რომ ამბობ აღარ აქვს ეგეთი ძალაო, რით დაადგინე? ოღოდ ძალიან გთხოვ ახლა ფიქრების გახვრეტის და ტაფების დახვრეტის მაგალითები არ მოიშველიო, ეგერგიის გამოსათვლელად არის, მხოლოდ ერთი ფორმულად, ტყვიის მასა გამრავლებული სიჩქარის კვადრატზე....
ტყვიის მასას ქე გაიგებ ყველას აწერია კოლოფის ხუფზე, აი სიჩქარეს კი მხოლოდ ქრონოგრაფის მეშვეობით გაიგებ და მერე მიხვდები მხოლოდ შენი სუბიექტური შეგრძნებებია თუ მართლა აქვს რაიმე დაკლებული თოფს, მანამდე კი მხოლოდ თეორიებია და შეგრძნებები....
oskar
Mar 23 2015, 09:22 PM
ქრონოგრაფით არ გამიზომია მაგრამ ეტყობა აშკარად ტავიდან რაც იყო ის აგარაა, 50 მეტრში პირდაპირ ვესროდი ეხლა კი 2 მილდოტით ვესვრი ტიტქმის.
gela
Mar 23 2015, 09:53 PM
oskar ციტატა(oskar 44 @ 23rd March 2015 - 09:22 PM)

ქრონოგრაფით არ გამიზომია მაგრამ ეტყობა აშკარად ტავიდან რაც იყო ის აგარაა, 50 მეტრში პირდაპირ ვესროდი ეხლა კი 2 მილდოტით ვესვრი ტიტქმის
ოპტიკის ამბავი ხომ არ არის ეგ ორი მილით სხვაობა? იქნებ ოპტიკა არის არეული ვერტიკალშI და იმან მოგცა მაგ ორი დოტის სხვაობა?
gela
Mar 23 2015, 10:12 PM
რამდენადაც მაგ თოფს ვიცნობ და რამდენადაც ოპტიკებთან მქონია შეხება, 95 % მგონია რომ უბრალოდ ოპტიკის მონაცემებაშია ცვლილება შეტანილი, გაანულე ისევ 50 მეტრზე და გააგრძელე სიამოვნების მიღება შენი ფიშტოთი
SCORPIONS
Mar 23 2015, 10:21 PM
oskar შეიძლება სასაცილოა,მაგრამ ჩემ თოფმა რო ეგეთი ფინტები გააძრო,უბრალოდ ლულა გავწმინდე და ძველი ენერგია დაიბრუნა ისევ.
gela
Mar 23 2015, 10:23 PM
SCORPIONS ციტატა(SCORPIONS @ 23rd March 2015 - 10:21 PM)

oskar შეიძლება სასაცილოა,მაგრამ ჩემ თოფმა რო ეგეთი ფინტები გააძრო,უბრალოდ ლულა გავწმინდე და ძველი ენერგია დაიბრუნა ისევ.
არაა გამორიცხული, გასათვალისწინებელი არგუმენტია
userman
Mar 26 2015, 01:59 PM
მოგესალმებით ყველას ! მაინტერესებს ატ-44 10 -ით 1გრამიანი პულკები ( თუნდაც ჯსბ-ის ) 270 მ/წმ სიჩქარით რომ გავისროლო რამდენ მეტრში მომცემს სიზუსტეს
თუ ვისმეს გიცდიათ , გთხოვთ გამოცდილება გამიზიაროთ ( თეორიები არ მჭირდება ) . მადლობა წინასწარ ყველას .
ja_ja
Mar 26 2015, 02:13 PM
userman ციტატა(userman @ 26th March 2015 - 02:59 PM)

მაინტერესებს ატ-44 10 -ით 1გრამიანი პულკები ( თუნდაც ჯსბ-ის ) 270 მ/წმ სიჩქარით რომ გავისროლო რამდენ მეტრში მომცემს სიზუსტეს
არცერთ მეტრში, განსაკუთრებით იმ მეტრებში არ მოგცემს სიზუსტეს რასაც შენ ფიქრობ. არ არის 4.5 კალიბრი გათვალისწინებული ხელყუმბარების და საავიაციო ბომბების სატყორცნად

10.5 გრაინი არის მაქსიმუმი, შეეშვი ყველანაირ სილვერ ბულეტებს, რებიტებს და მონსტრებს. შექმნილია მხოლოდ მარკეტინგისთვის და არა გამოყენებისთვის
oskar
Mar 26 2015, 04:46 PM
სანადიროთ მე მძიმე ტყვიებს ვიყენებ 13 და ხანდახან 16 გრაინიანსაც, 100 მეტრამდ. Gგუფებისთვის 68 გრაინიანი კარგია.
ბაიკერი
Mar 26 2015, 05:05 PM
oskar 68 გრანი? შეშას ხო არ ისვრი?
SCORPIONS
Mar 26 2015, 06:08 PM
ბაიკერი
Mar 26 2015, 06:15 PM
SCORPIONS ეგ მაშ გრამია

თორე გრანებში ბაქტერიის წონა გამოდის

10 გრანი პრეძელია ჩემი აზრით 4.5 კალიბრში იდეალურია
SCORPIONS
Mar 26 2015, 06:27 PM
ბაიკერი იდეალის რა მოგახსენო,მაგრამ ვარია 80ს,10.5 გრეინი,მგონი ემძიმება..მიუხედავად იმისა,რომ იარაღი სუსტი არაა!
ბაიკერი
Mar 26 2015, 06:56 PM
SCORPIONS
სიმძიმის მაქსიმუმს ვგულისხმობ. თან მაგარი ზუსტი წონაა. ეუნჯინის ვედროები და კუნძები მაიმუნობაა.
userman
Mar 26 2015, 07:02 PM
მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის . რა მაინტერესებს , როგორც გავიგე რედუქტორიც ყენდება რეზერვუარშიო . ხოოდა სად იყიდება? ან მაგის დაყენების შემდეგ 10.5 გრაინიან ტყვიებს 270 ან 280 მ/წმ სიჩქარით გაისვრის სტაბილურად ? ერთი ზაპრავკა რამდენ გასროლას ( სტაბილურს ) გააკეთებს ?
ja_ja
Mar 27 2015, 02:58 PM
userman ციტატა(userman @ 26th March 2015 - 08:02 PM)

ხოოდა სად იყიდება?
ნუუუ... ან ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში უნდა ნახო, ან მგონი ჩემთან უნდა მოხვიდე, ჰაჩიკაზე ამ მომენტში საქართველოში მგონი ჩემს გარდა არავინ აკეთებს (შეიძება ქეც ვცდები, მარა აქამდე არაფერი მსმენია სხვა)...
ისე მაგარი შარიანი იარაღი კი არის, ეგ ჰაჩიკა, ერთს დასჭირდა მთელი რეზერვუარის პოლირება, ისეთი აურზაური და ნაჩხაპნები იყო შიგნით
ციტატა(userman @ 26th March 2015 - 08:02 PM)

ან მაგის დაყენების შემდეგ 10.5 გრაინიან ტყვიებს 270 ან 280 მ/წმ სიჩქარით გაისვრის სტაბილურად ?
გაისვრის, კაკრაზ მაგ დიაპაზონში
ციტატა(userman @ 26th March 2015 - 08:02 PM)

ერთი ზაპრავკა რამდენ გასროლას ( სტაბილურს ) გააკეთებს ?
ეგ უკვე რთული კითხვაა, თუ სტანდარტულ კლაპანს დატოვებ და არ გადააკეთებ სადღაც 22-დან 30-მდე, ხოლო კლაპნის გადაკეთების შემთხვევაში 30-40, იშვიათ შემთხვევაში 45
nihontoman
Mar 28 2015, 12:16 PM
ja_ja
მე რა შუაში ვარ მარა რა ჯდება შენთან რედუქტორი ხაჩიკაზე?
userman
Mar 28 2015, 06:34 PM
200 ბარიდან 120 ბარამდე კი აკეთებს 40-45 გასროლას ჩემი ხაჩიკა მარა გასროლილი ტყვიები რა სიჩქარით მიჰქრიან და მათ შორის რამდენი მ/წმ - ია სხვაობა ხუ.. ზნაეტ. არადა რომ არი სხვაობები მაგას ვგრძნობ . აი ამის დადგენა კი სავარაუდოთ ქრონის გარეშე არ გამოვა. სანამ ამას არ დავადგენ რედუქტორზე არ ვიფიქრებ.
ხომ არვის გაქვთ სურვილი ქრონი მათხოვოთ. ნუ გასაგებია რომ არ მიცნობდეს ქრონის მფლობელი მარა არსებობს გამოსავალი : ქრონის ღირებულობის თანხას დაუტოვებ. ქრონის დაბრუნებისას თანხასაც დამიბრუნებს. რა უნდა მაგას.
ja_ja
Mar 28 2015, 09:41 PM
nihontoman
ყველარედუქტორი თუ რაიმე ექსკლუზიური ფორმა ფერის არაა და დამატებით სამუშაოებს არ მოითხოვს 100 მარადმწვანეში ჯდება.
userman
Apr 4 2015, 11:02 PM
შეიძლება თუ არა ატ-44 10 ( რეზერვუარი ) დაიბეროს 200 ზე მეტად ?
geojorjika
Apr 4 2015, 11:48 PM
userman არა არ შეიძლება თუ გონივრული პასუხი გაინტერესებს , ზედაც აწერია მაქსიმალური სამუშაო წნევა
და თუ გინდა ელვისი და ფრედი მერკური ნახო მაშინ შეგიძლია 500 ატმპსფეროზეც დატენო, ოღონდ მანამდე ანდერძის დაწერა არ დაგავიწყდეს
datka25
Apr 5 2015, 12:21 AM
ციტატა(giorgi @ 5th April 2015 - 12:48 AM)

და თუ გინდა ელვისი და ფრედი მერკური ნახო მაშინ შეგიძლია 500 ატმპსფეროზეც დატენო, ოღონდ მანამდე ანდერძის დაწერა არ დაგავიწყდეს
nihontoman
Apr 5 2015, 12:25 AM
ja_ja
Apr 5 2015, 10:09 AM
userman ციტატა(userman @ 5th April 2015 - 12:02 AM)

შეიძლება თუ არა ატ-44 10 ( რეზერვუარი ) დაიბეროს 200 ზე მეტად ?
ნუ კონეტარებიდან მგონი უკვე გაიგე რაც მოხდება. სუფთა ტექნიკური შესაძლებლობის მხრივ კი გეტყვი რომ 210 ატმოსფეროზე დატენვისას ხშირად ჰაჩიკებს ეწყებათ კლაპნის სისტემის არევა, ხოლო 220-ზე იწყება ჰაერის გაპარება სპეციალური ხვრელიდან, 230-ზე კი იშვიათად მაგრამ მხოპფლიო მაშტაბით არის შემთხვევები როდესაც წინა მხარეს არსებული მანომეტრი ამოსტომას და უკონტროლო ფრენას იწყებს. ნუ თუ ვინმეს მოხვდა აფრენილი მანომეტრი, შეიძლება მწარე ჩალურჯებიდან ... ნუ მიქელ გაბრიელის კარებზე მიკაკუნებით დამთავრდეს...
თვითონ რეზერვუარი გათვლილია 200 ატმოსფეროზე სამუშაოდ და სპეციალურად არის დამგდები ხვრელები და კლაპნები ისე მოწყობილი რომ მეტ წნევაზე არ ახვიდე ან სურვილი არ გაგიჩნდეს. რეზერვუარის კორპუსი რკინისაა და 10 წუთიანი ტესტირების რეჟიმში შეუძLია 300 ატმოსფეროს გაუძლოს, მაგრამ გაითვალისწინე ეს არის სატესტირო სტრესს წნევა 300 ატმოსფერო, რომელზეც ბალონი ქარხანაში იტენება მზხოლოდ და ისიც 5-10 წუთით. მეტი ხანი მაგ წნევაზე გაჩერება იწყებს ბალონის მთლიანი კონსტრუქციის ფორმაზე ზეგავლენას.
იმედია ამომწურავი პასუხია და მეტი ეგეთი მოგრეხილი სურვილი აღარ გაგიჩნდება... ისე კიდევ ერთ ნიაუნსს გეტყვი, რომც იყოს შესაძლებელი მეტ წნევაზე დაიტენოს ეგ ბალონი, მაშIნ წააწყდები სხვა პრობლემას, კერძოს რეზერვუარში მოქცეული მეტი წნევა ისეთი ძალიათ დააწვება კლაპანს რომ გასროლისას ჩაქუჩI კლაპანს ვერ დაძრავს შედეგად გასროლის მაგივრად არაფერი არ მოხდება და გაგიჩნდება სხვა საზრუნავი, როგორ დააგდო წნევა რეზერვუარში რომ ხელახლა გამოსადეგი გახდეს და არა შენელებული მოქმედების ნაღმად იქცეს
userman
Apr 5 2015, 02:51 PM
ეგ ყველაფერი კარგი მარა 200 -ზე დაბერილი რეზერვუარის შენახვა თუ შეიძლება დიდხანს 6 თვით თუნდაც 1 წლით ?
ბაიკერი
Apr 5 2015, 03:34 PM
შეილება. მაქსიმუმ სალნიკმა გაუშVას. მე ასე ვიცი
mister_io
Apr 5 2015, 04:37 PM
userman
რატო უნდა შეინახო ამდენიხნით? თავიდან დატენვა გეზარება? ხო მოყვება ჰატსანებს კომპლექტში რეზერვუარის დასაცლელი სპეციალური ხელსაწყო, რად გინდა 200-ზე დატენილი დატოვება თან ერთი წლით? ნუ დავუშვათ დატენე ბოლომდე გააკეთე რამდენიმე გასროლა მაგრამ ჰაერი კიდე გაქვს რეზერვუარში ეგ არაა პრობლემა შეინახე გამოიგე ერთი ან ორი კვიეის შემდეგ და განაგრძე სროლა მაგრამ ერთი ზლით რადგინდა ბოლომდე დატენილი რეზერვუარით თოფის შენახვა? თავდასხმას ელოდები და უცებ გააძრობ იაღაღს და დაუშენ ტყვიებს ყვანჩალებს და არაკეთილ განწყობილ ოკუპანტებს? მე არამაქვს pcp მაგრამ აქ ბევრგან წამიკითხავს რომ დროთაგანმავლობაში ფოლადიც დაღლას განიცდის და თან არამგონია კლაპანზე და მანომეტრზე დადებითად იმოქმედოს მაღალმა წნევამ
userman
Apr 5 2015, 07:04 PM
mister_io
დაახლოებით მეც ასე ვფიქრობდი მარა ხალხის აზრი მაინტერესებდა . ვთქვათ იარაღის შენახვას ვაპირებ 3 თვით იასნია დაცლილი რეზერვუარი ჯობია , მარა 120 ბარზე ან მეტი რომ იყოს არასასურველია ?
pilotina
Apr 5 2015, 08:16 PM
userman
მთლად დაცლილიც არ ვარგა.
80-100 ბარზე რო დატოვო არაფერი უჭირს. ხაჩიკაზე არ ვიცი როგორაა, მარა მარადაზე მანუალშიც უწერია, რომ 1200-1300 PSI დატოვეთ წნწვაო, მთლად ნუ დაცლითო შენახვის დროს.
და კონდორს საერთოდაც უწერია, რომ დაიკიდეთ და რამდენზეც გინდათ იმდენზე შეგიძლიათ დატოვოთ წნევა, გინდა 3000 PSI-ზე, გინდა 2000 PSI-ზე.
AirForce airguns have an air tank pressurized to 3,000 psi when full. This tank is designed to be filled at all times. You can leave it pressurized to 3,000 psi indefinitely, or you can keep a lower “caretaker” charge of around 2,000 psi in the tank; if you desire.
ikaaa
Apr 5 2015, 08:18 PM
მე რიგორც ვიცი, ნებისმიერი რეზერვუარი, უნდა ინახებოდეს ნახევრად დატენილ მდგომარეობაში. ანუ თუ სამუშაო წნევა აქვს 200 ბარი, უნდა დატოვო 90-100 ბარი და ისე შეინახო. ბოლომდე დაცლა არაა რეკომენდირებული.
მე ყოველთვის ნახევრად დატენილს ვინახავ.
maqsimusa
Apr 6 2015, 06:35 AM
ხოო, ისე მომიხდა რომ დავტენე მარადას რეზერვური 300-ზე და სროლა ვეგარ მოვასწარი საქმეზე წავედი, მერე ვეღარ მოვიცალე, მოკლეთ ალბათ ორი კვირა მაინც იქნება ეგრე დევს, მოუვიდოდა რამე ვითომ?
ja_ja
Apr 6 2015, 09:22 AM
maqsimusa
ახლა თავიდან გადაიკითხე რა დაწერე და კარგად განგვიმარტე რა წნევაზე დატენე???
mister_io
Apr 6 2015, 03:02 PM
maqsimusa
სასწრაფოდ მოხსენი რეზერვუარი და გამოუშვი ჰაერი, 200-ზე ზემოთ არშეიძლება დატენვაო ყველა თოფს აწერია და რასერჩოდი მაგას, გამოუშვი ჰაერი მართლა 300ზე თუ გაქვს თორე თU აფეთქდა C4 მიმიქარავს
koknar
Apr 6 2015, 03:55 PM
ვა ქარხნული მანომეტრი 250 ბარზე მეტს არ აჩვენებს და იმენა 300 ბარზე როა დატენილი რაფრა იგებთ ?
ბაიკერი
Apr 6 2015, 04:26 PM
მემგონი 3000 იგულისხმა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.