ესეიგი კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბებ ჩემს აზრს რა

თავიდან დაიწყო ყველაფერი ასე

ვიყიდე ჰასტან ატ-44 ერთტყვიანი, ორი რვიანით, ეს ყველამ იცით

კი მიკვირდა რატო ქონდა ორი რვიანი. წინამორბედებს ხომ ქონდათ ერთი რვიანი? რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება კონსტრუქტორებმა?

თავიდან ეგრევე რომ დავშალე თოფი შევისწავლე მისი აგებულება ბოლომდე ასე ვთქვათ. ის ნიუანსები რაც არ მომეწონა გამოვასწორე. ანუ რაც ამ თემის დასაწყისშია მოყვანილი და დასურათებული.(ესეც ყველამ იცით)
ანუ ფასკაც ახალი აქვს, კლაპნის ზამბარაც გაძლიერებული. სიჩქარე დავაგდე 300 ამდე. (ისიც გეცოდინებათ რომ ქარხნული 320 ით ისვრის მძიმეებს) სიზუსტეს ნამდვილად არ ვუჩიოდი. ორი კვირა მშვენივრად ვინადირე სოფელშიც და საკმაო შორ მანძილებზე ვხსნიდი ფრინველებს.
მერე ჩემი ლილო ოპტიკა გავყიდე და ვიყიდე ზოსის ოპტიკა. ეგ ოპტიკა რომარ მეყიდა ალბათ არც ახლა მივაქცევდი ამ ყველაფერს ყურადღებას. ბოლოს გასვლაზე რომ ქაღალდზე ვისროლე გაბნევები მომცა. ეგრე მაგიდასთან დამჯდარი ბალიშებით, გაშეშებით არ მქონდა ნასროლი აქამდე. ზღვაზე სადაც ვისვრი ხოლმე, ბლოკზე ვჯდები და თოფი ხეში მიჭედებულ სოლზე მაქ დაყრდნობილი. ეს არის მიახლოებითი პოზიცია და ასეთი პოზიციიდან გაბნევა არც მიკვირდა. (ქაღალდისთვის ვამბობ თორე ნადირობის თვალსაზრისით მშვენიერია)
მერე კიდევ დავიწყე ინეტში ინფოების ძებნა და ძალიან ბევრი ჰასტანის მფლობელი ათავისუფლებდა ლულას რვიანისგან. ანუ დირკებს აფართოვებდნენ როგორც მარადას აქვს ან საერთოდ აუქმებდნენ. აი ორ რვიანს კი გვერდიგვერდ ტუნინგის მერე არავინ არ ტოვებდა ნამდვილად.
მე კი ერთი რვიანის გაუქმებას ისედაც ვაპირებდი და დირკის გაფართოვებას ვარჩიე მისი გადაჭრა.ანუ სისტემის სიმყარისთვის რეზიკზე დავტოვე სამაგრი. მაინტერესებდა რას იზამდა დაკიდებული ლულა. ვისროლე ასე თუ ისე და დიდი განსხვავება ვერ ვნახე.ისიც დავწერე რომ მარცხნივ მიაქთქო.
დავაგე ისევ მეორე რვიანი და დავტოვე ეგრე. ამ პროცესში აღმოვაჩინე რომ რვიანი ლულას ექაჩებოდა ძირს და მიტო არ ყოფნიდა ოპტიკას პაპრავკები ვერტიკალში. ეს ბალანსის ბრალი იყო. სისტემა სულ უმნიშვნელოდ კაჩაობდა კონდახში. შუა სამაგრი ვინტი იყო ოდნავ გრძელი, ან კონდახის ბუდე იყო მაღალი. მოვაკელი ვინტს სიმაღლე ნელნელა და ყველაფერი გასწორდა.
სისტემა კონდახში ჩაჯდა კარგად. სამივე ვინტი ერთდროულად ჯდებოდა ხეზე. დავიწყე ნელნელა ვინტების გადაჭერა. ჯერ შუა დავუჭირე, მერე უკანა და აი აქ შევამჩნიე რომ უკანა ვინტის დაჭერისას ლულა და რეზიკი იწევდა ზემოთ (მილიმეტრით რა, სულ უმნიშვნელოდ) ანუ ხე იპრესებოდა ალბათ.
ბალანსი რომ გასწორდა ვიფიქრე ეს პრობლემაც მოიხსნებოდა მარა ასე არ გამოდგა. ესეიგი გადმოკიდებული ლულით რომ ვცადე სროლა მაშინაც რაღაც ვერ იქნებოდა წესრიგში. დავაგე ისევ გადაჭრილი რვიანი, დავუჭირე ეგ რვიანი და ცენტრი. მერე ნელნელა დავიწყე უკანა ვინტის დაჭერა და ლულაც წავიდა ნელნელა ზემოთ.
ანუ რეზიკის შეერთების ადგილას გადმოიხარა სისტემა, კარობკა უკან გადმოიხარა და ლულა თავისთავად აიწია წინ. თოფზე არაფერი მოშვებული არაა. კარობკაც და რეზიკის ჩასასმელი ბუდეც მაგრად არის დაფიქსირებული.
კი დავსვამ ისევ რვიანზე არაა პრობლემა და როგორც აქამდე ვისროდი გავაგრძელებ ისევ ისე თოფის მოხმარებას მარა როცა ვიცი რომ თოფი კონდახში გაჭინთული ზის რავარია

ლულა ხომ წინააღმდეგობას არუნდა გრძნობდეს არა? არაა ეს გერმანული შედევრი. ძან ცუდათაა გათვლილი კარობკის და რეზიკის ფიქსაცია.
დღეს ცოტა გავისროლე ოღონდ უკვე ყოველგვარი რვიანების გარეშე. სულ სხვა შედეგი მომცა. ანუ ახლა უკანა ორი ვინტი იკავებს კორპუსს და ლულას არაფერი არ უშლის ხელს. დარწმუნებული ვარ რომ სიჩქარეს კიდევ რომ დავუგდებ 280 ამდე უფრო კარგ შედეგს მომცემს ქარალდზე.
ისიც გასათვალისწინებელია რომ ჯაჯამ აღმოაჩინა ჩემს ლულაზე რაღაც არასასიამოვნო ნიუანსი. შეიძლება გაბნევა მაგის ბრალიცაა მარა მაგას რომ თავი დავანებოთ სხვა ყველაფერი ხომ უნდა იყოს წესრიგში. როგორც დავრწმუნდი ხის კონდახში სამ ვინტზე არ მოხერხდება ბალანსის დაცვა. ასე რომ დავტოვებ ორ ვინტზე და რსად არაფერი არ დაიქაჩება და ლულაც თავისუფლად იქნება. ხოლო რეზიკიც რომ გამოკიდებულია მაგის მოგვარებაც შეიძლება. მაგას ცოტა წონა აქვს და მის ქვეშ პლასტელინ-ეპოქსიდს ჩავაფენ ან რამე სხვას რომ რეზიკი ზედ იჯდეს.