დასდა
feroni პირველ ვიდეოს რაც შეეხება ნუ ნაწილობრივ თანახმა ვარ შეიძლება, ოღონდ იმ პირობით რომ ბალონში არ არის, იმაზე მეტი წნევა რაც თოფისთვის მისაღებია...
დაჟე მეტსაც გეტყვი - შეგიძლია დაითრიო გრძელი შლანგი (თან რამდენიმე და გადააბა ერთმანეთზე), დაითრიე კომპოზიტური ბალონი, ასე 3 ლიტრიანი (მსუბუქი რომ იყოს), ჩააგდე რუგზაკში , მიუერთე თოფს და იარე ტერმინატორივით

ან იგივე რაც ახსენე ზასადაში ჩაჯექი და იგივე გამოგივა....
შეგიძლია მეორენაირი გზაც მონახო, ბალონს ტენი მაღალ წნევაზე, აყენებ სერიოზულ მარეგულირებელს, (ნუ ჩვენებურად რედუქტორს) და ისე ისვრი, პრინციპი შემდეგია, ბალონზე დამატებით ყენდება რედუქტორი, რომელიც ბალონში არსებულ ვთქვათ 250 ატმოსფეროს გამომავალ პორტზე ვეჩნა გარდაქმნის 200 ატმოსფეროზე და მეტს არ გამოუშვებს თოფში. იგივე წინა მეთოდივით მიუერთე თოფს და აიდააა... ცუდი ამ მეთოდ იშ ისაა რომ ბალონი ბალონად იხარჯება, პლიუს კაი ხარისხიანი რედუქტორი გუშინ რომ ვნახეთ ჩვენი ბალონის განხილვისას 395 ფუნტ სტერლინგი ღირდა, პლიუს მაინც სახიფათოა სათრევად დამატებითი რგოლის ქონა ბალონზე.
რაც შეეხება მეორე ვიდეოს, ეგ ახლავე შემიძლია გითხრა რომ უნდა დაივიწყო, მაგის განხილვა ჩვენ უკვე გვქონდა

, ეგ არის ბუსტერი, იდეაში დგუში რომელის ჰაერს წნეხავს, ნუ ტიპა ნასოსი მესამე საფეხურია მარტო. რომ იმუშაოს ამ მესამე საფეხურმა თვითონ სჭირდება რაიმე ძალა, ნუ მატორის და ადამიანის როლს მანდ ასრულებს ჰაერი, ჩათვალე შუაში დიდი წელი რომ არის, შიდა წვის ძრავის 1 სარქველია, რომელიც ბენზინის და კალენჩატი ვალის მაგივრად იყენებს შეკუმშული ჰაერის ძალას რომ წინა თხელი ნაწილით შეკუმშოს გარკვეული პორცია ჰაერი. კაროჩე ხომ გინახია ვულკანიზაციების ცენტრებში პნევმო ჩოთქები, ბურღები და ასე შედმეგ? ნუ იგივე პრინციპია რა
მინუსი ამ მეთოდს აქვს ძალიან ბევრი, და ძირითადად ეს არის ფინანსური საკითხი, კერძოდ, როგროც ვიდეოდან ხედავ და როგორც ამ ფორუმზეც ადრე განვიხილეთ, მინიმუმ საჭიროა 2 დამოუკიდებელი ბალონი, ან მაღალი წარმადობის კომპრესორი ისეთი როგორიც ვულკანიზაციებში უყენიათ რომ სადღაც გამომავალ მხარეს 8-დან 10 ატმოსფერომდე მოგცეს (ნუ ეს ჩაანაცვლებს 1 ბალონს მაგრამ მეორე მაინც საჭირო იქნება, პლიუს ის დიდი პომპა თავისი რეზერვუარით და პრიბამბასებით ბალონზე იაფი არ დაჯდება), დალშე გჭირდება ვიდეოში ნაჩვენები შნალგები, კრანები, გადამყვანები კონექტორები... კაროჩე მარტო მაგ ვიდეოში რაც შლანგები და კრან რედუქტორებია ნაჩვენები მაგათი ფასი ადის სადღაც 250-300$ ბალონებს აღარ ვთვლი, ჩვენთან ერთი ეგეთი ბალონი სადღაც 900-დან 1000 ლარამდე დაჯდება. და ბოლოს თვითონ ბუსტერი, რომელიც ასევე იაფი არ ღირს და გააჩნია მოდელს, ფასები მერყეობს 300-დან 600$-მდე.
ახლა რომ ჩამოვყაროთ, ბუსტერი უხეშად 400$
შლანგები და ნაწლავები 250$
2 ბალონი უხეშად 1800 ლარი
ნუ აწყობა ჩალიჩს აღარ ვანგარიშობ, უხეშად ფასი სადღაც 3000 ლარს უკაკუნებს

თუ ამის მერე ენთუზიაზმი ისევ გაქვს... ნიხტ პრობლემო....
P.S. ისე ინფორმაციისთვის, შეგიძლია ვიკამათოთ თემაზე - მე ამ ყველაფერს იაფად დავითრევ. ბაზარი არაა შეიძლება, ელიავაზე ჩახვიდე თოთო ძველ ბალონს სადღაც 2-დან 5 ლიტრამდე მოცულიბისას დაითრევ 30-დან 100 ლარამდე მაგრამ რა დღეშია ხრენ ევო ზნაიტ. შლანგები შეგიძლია ტარმაზნოი შნალგები ითრიო, და იაფად გამოხვალ, ნუ კონექტორები... ნუ თუ ვინმეს დაითრევ ვინც მაგ მელკი რაცხაებს იაფად გააკეთებს შეიძლება ქეც გამოძვრე იაფად... და ბოლოს ბუსტერი... ელიავაზე რამდენიმე მინახია, მართალია 100-ლარის ზემოთ ითხოვენ ფასს მაგრამ ნუ 400$ არაა რა

თუმცა აქ ერთი უსიამოვნო საიდუმლოება იმალება, ბუსტერი რაც აქ იყიდება იდეაში არის, მხოლოდ გარე ცილინდრი და დგუში დანარჩენი შიდა კლაპნები და მთელი მექანიზმები შენით უნდა ააწყო. ერთმა ჩვენმა ფორუმელმა იჩალიჩა და მგონი რომ დათვალოს რა დაუჯდა ეგრე ბუსტერის გაკეტება ... კაროჩე მგონი ქარხნულის ფასს გასცდა

პლიუს ტოკრებთან და ფრეზეროვშიკებთან სირბილი და რამდენიმე დეტალის გამოცვლა, იმიტომ რომ ხან გაუფუჭეს, ხან არ გაამართლა....
მოკლედ პირველ ვიდეოზე კიდევ ასე თუ ისე თანხმობა, აი მეორეზე კი ჯობია ახლავე დაივიწყო