დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ნასოსების სამეული
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11
tengo
ციტატა(ja_ja @ 31st October 2011 - 01:52 PM) *
აი რითი შეიძLება მისი სუფთად პოლირება შიგნიდან ვთქვათ და 60 სანტიემტრზე, თან ზუსტად...

ჯერ სვერლოთი და მერე მაგისთვის ხომ არის , მგონი "კერნერი" ქვია და მერე ნულოვკით გააპრიალებ.

ციტატა(cz80 @ Oct 31 2011, 01:13 PM) *
მოკლედ..ავიღე ნასოსი,მივუერთე მარადას,ავიყვანე წნევა 2500-მდე..
დავდგი ნასოსი სასწორზე (3კგ მანახა) და დავაწექი .. 75დან-80 კგ-მდე მანახა... ვოტ ტაკ ვოტ..
ყოველგვარი ინერციისა და ზედ დხტომის გარეშე biggrin.gif

მაგრამ 2700-3000 მდე უფრო მეტი დასჭირდება. ხომ უნდა მიიყვანბო 3000-ზე წნევა.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 31st October 2011 - 03:56 PM) *
ჯერ სვერლოთი

სად გინახია 5.9-იანი ან 6 მილიემტრიანი სვერლო 60 სანტიმეტრიანი?
tengo
ციტატა(ja_ja @ Oct 31 2011, 05:20 PM) *
tengo

სად გინახია 5.9-იანი ან 6 მილიემტრიანი სვერლო 60 სანტიმეტრიანი?

60 სანტიმეტრიანი არ მინახია, მაგრამ შენთვის მაგის დაგრძელება მგონი არ იქნება პრობლემა.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 31st October 2011 - 07:04 PM) *
მაგრამ შენთვის მაგის დაგრძელება მგონი არ იქნება პრობლემა.

არა ბატონო დადუღება და მერე უსწორმასწორო შიდა ზედაპირი არანაირად არაა საინტერესო, მეორეცესერთი მაგხელა სვერლო რომც გავჩითოთ რომელ სტანოკზე გინდა მაგის დამუშავება? ანუ მთელი სიგრძე მინიმუმ 60-70 სანტიმეტრი უნდა ჰოქნდეს, ან მთელი 1.2 მეტრი.

ნუ იდეაში შეიძLება სადმე ქარხანაში მიტანა, მაგრამ ეგენი რას გააკეთებენ მაგისგან ეგ კიდევ ცალკე თემაა.
minchanin
საღამომშვიდობისა ხალხნო. გადავიკითხე ბოლო პოსტები და მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ზემით ნაჩვენები მილის შიგა ზედაპირის დამუშავებაზე. ფოტოსურათიდან გამომდინარე შიგა ზედაპირი 5,85 მმ. არის მისი მინიმალური ზომა, მაქსიმალური ალბათ [ჩემი აზრით] 6 მმ.-ზე მეტი იქნება უსწორ-მასწორო ზედაპირის გამო. შეიძლება ვცდებოდე კიდეც. მაგ ზედაპირის დამუშავება შეიძლება დაგრძელებული რაზვიორტკით. რაზვიორტკა შეიძლება დაგრძელდეს 5 მმ-იანი ფოლადის ღერძით, მილი დამაგრდეს ვერტიკალურად, და რაზვიორტკა უნდა გადაადგილდეს ზემოდან ქვემოთ ხელის ბრუნვით. ამ დროს ბურბუშელა ქვემოთ ჩამოიყრება და ზედაპირს არ გააფუჭებს, ამისს მერე გაპალიროვკება. სხვათა შორის თენგოს მგონი რაზვიორტკა ჰქონდა მხედველობაში კერნერი რომ დაარქვა. ბურღით გაკეთება არ შეიძლება, ზედაპირი გაფუჭდება გამოუსწორებლად.
რაც შეეხება დაწოლის ძალას, მაგის დაანგარიშება თავისუფლად შეიძლება. თუ დგუშის დიამეტრი 6 მმ.-ია მისი ფართი იქნება 0,283 კვ. სმ. 200 ატმოსფეროს მისაღებად საჭირო იქნება 56,6 კგ. მეგობრებო ნუ მიწყენთ თუ პოსტები არასწორად გავიგე და გეომეტრიის "სწავლება" დაგიწყეთ. გისურვებთ წარმატებებს.
ja_ja
minchanin
ეჰ smile.gif კაი კაცი ხარ, მარა აქანე კაი ნორმალური რაზვიორტკის შოვნა.... ჩვენთან ერთი დიდი მენა ნაგავ მარკეტია სახელად ელიავა. მოკელდ მანდ ამასწინად წომ ჩამოვიარე რიგები ისეთი რაზვიოტკები ვნახე რომ... მგონი ეგ უფრო დაჩხაპნის შიდა ზედაპირს ვიდრე სვერლო smile.gif

ციტატა(minchanin @ 31st October 2011 - 08:13 PM) *
მეგობრებო ნუ მიწყენთ თუ პოსტები არასწორად გავიგე და გეომეტრიის "სწავლება" დაგიწყეთ. გისურვებთ წარმატებებს.

არაფერი არ გაიგე არასწორედ, ყველაფერი სწორედაა, აი ტექნიკური შესრულებაა პრობლემა, თუმცა სინჯვა შეიძლება. ერთი ცეხი მითხრა მეზობელმა ინსტრუმენტებს ამხზადებდნენ ადრეო, აი მანდ თუ სიტყვაზე მოვახერხებინე და 7 ან 6.5-იანი რაზვირტკა გადავაჩარხინე 6-ზე, მაშინ კიდევ შეიძლება რაცხა გამოვიდეს. სტანდარტულზე რაც აქ იყიდება....

ანუ წარმოდგენა რომ გქონდეს ფოლადის დეტალები ტაოტისა და ზეთის გარეშე ყრია გარეთ წვიმაში, მზეში და ქარში, ვითომ და გადაფარებული კი არის ის ადგილი რომ წყალი არ ჩამოვიდეს, მაგრამ როდესაც წვიმიანი ამინდია სულაც არაა საჭირო რომ წყალი პირდაპირ შეეხოს ლითონს ატმოსფეროშიც იმდენი სინესტეა რომ...

ახლა წარმოიდგინე მაგ პირობებში რა ემართება მშრალად დაყრილ ფოლადის ბასრ ზედაპირებს... ნაკაწრები, ნაჩხაპნები ისეთია რომ... ადრე დამჭირდა 5 მილიემტრიანი, ვიყიდე და გამოყენების მერე მივხვდი რომ მივქარე biggrin.gif

P.S. ისე არსებობს კიდევ ერთი გზა ინტერით გამოწერა, მაგრამ მეტრული რაზვიორტკა იქანე.....
tengo
ციტატა(minchanin @ 31st October 2011 - 07:13 PM) *
თენგოს მგონი რაზვიორტკა ჰქონდა მხედველობაში კერნერი რომ დაარქვა.

ეს მქონდა მხედველობაში:

ja_ja
tengo
ეგ არის რუსუკლად რაზვიორტკა, ოღონდ სურათზე უცხოური და კაი ხარისხისაა, ელიავაზე კი ჟანგიანი და.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ilariona
ერთი სიტყვით დაველოდოთ რა შედეგს მივიღებთ ძრავისგან, შედეგის შემდეგ ვიფიქროთ რას ვიზავთ.

ja_ja

მეტრული მიახლოებით რომ მოვარგოთ ინჩებს არ გამოვა? ჩვენთივითონ თუ უნდა გავჩარხოთ ყველაფერი, იყოს 5.9 ან 6 ან 6.2 როგორც მოერგება ინჩები ისე.

ყველას,

კიდევ ერთხელ დავწერ, თუ ელ.ძრავი არ გამოგვადგა შემდეგ ვიმუშავებთ გიდრავლიკაზე, ასე რომ ამ საქმისგან მაინც გამოვიყვანთ შედეგს. ასე რომ შემდეგი გასვლისთვის უკვე გვქონდეს ელ ნასოსი smile.gif

მაგის დედა ვატირე 2 თვეში 8 გექტარი პარკი გავაშენეთ აქანა ყვარელში და ერთი ელექტრო ნასოსი ვერ უნდა ავაწყოთ? biggrin.gif


ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 1st November 2011 - 12:15 AM) *
ჩვენთივითონ თუ უნდა გავჩარხოთ ყველაფერი, იყოს 5.9 ან 6 ან 6.2 როგორც მოერგება ინჩები ისე.

მოკედ ჩვეთან ეჭვი მეპარება ნორმალური იყოს და ამაზონზე ქე ვნახე მეტრულიც და დუიმებიც, ნუ მეტრულში იასნია 6მმ გვინდა, დუიმებში ეგ არის 15/64", გამოდის 5.95მმ. ფასი ორივესი გააჩნია ფორმა ხარისხს მერყეობს 12$-დან 30$-მდე. მდაა აქაური 3 ლარიანი რაზვიორტკებისნაირი ფასი ნაღდად არ აქვთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ilariona
ja_ja

ეგ რანცხა შტუკა რომ ვიყიდოთ რეალურად გამოგვადგება? შევძლებთ ჩვენი ძალებით რომ ავაწყოთ ნასოსი? თუ კი მაშინ ღირს რომ ვიყიდოთ. ახლა კი დავხარჯავთ მაქსიმუმ 30 დოლარს, მაგრამ რეალობაში ხომ უფრო გაგვიაფდება ნასოსი. ასე რომ ბუზინესს მომგებიან
ja_ja
ilariona

იცი რა პონტია, გამოდგება თუ არა.... ნუ თეორიულად კი მაგას ბოლოში რეზბას მოუჭრი, ან გარედან ან შიგნიდან და მერე მიუერთებ გრძელ 5 მილიემტრიან ღერძს, ეგეთი კი მიგდია გარაჟში ქე იცი smile.gif

საკითხავი ისაა ეს ჩემს მიერ დაგდებული ლატუნის მილი გამოდგება მაგ საქმისთვის თუ არა. თან უყურე რა ჩახვეული წრედია... მაგ მილს ვერ გავტესტავთ პოლირების გარეშე, პოლირებისთვის თუ ვიყიდეთ ის რაზვიორტკა და მერე აღმოჩნდა რომ კი დავამუშავეთ მაგრამ მილმა ვერ გაუძლო.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაგარი დეგენერატული სიტუაციაა, კაროჩე ელ ჯავაზე კიდევ გავისეირნებ, ეგებ ცოტა უფრო სქელ კედლიანი რაიმე ვნახო, პახოდუ დავაკვირდები მეორე და პირველი საფეხურისთვისაც თუ გაეძრობა რაიმე მილები. თუ ყველაფერის ყიდვა აქვე გამოგვივიდა, იასნია აქ გაკეთება გვირჩევნია, მაქსიმუმ ზედა და ქვედა ნაწილები იქნება გასაჩარხი ი ვსიო. დაჟე მაგეებსაც ჩემთან გავაკეთებთ ერთადერთი ძირა ბაზას ვერ გავაკეთებ ჩემთან....
ilariona
აუუ რა მომენტში ვარ ყვარელში ბლიაძ რა!!!!!!!!!

კაროჩე, მე ესე ვიტყოდი, 30$ ისეთი დანახარჯი არაა, რომ დაგვაქციოს და ექსპერიმენტი გამოუცდელი დარჩეს. მაიტა ამაზონის ლინკი, დღეს ან ხვალ რანცხეები უნდა შევუკვეთო და ბარემ მაგასაც მივაყოლებ.

ახლა რაც შეეხება მილებს, ნუ ელ ჯავას გარდა ეს შობელძაღლი მილები არსად არ იყიდება? ნუთუ ესე დაიქცა მთელი საქართველო, რომ მილები ვერ უნდა ვიშოვოთ? ან და გამოვიწეროთ საიდანმე.

ამი გარდა დავძენ იმასაც, რომ ძირა პორტს მე გავაკეთებინებ უფასოდ. საერთოდ თუ მომცემთ ხოლმე ნახაზებს და რა მასალისგან უნდა იყოს გამოჩარხული, უპრობლემოდ გამოვჩარხავ ხოლმე.

ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 1st November 2011 - 10:04 AM) *
ამი გარდა დავძენ იმასაც, რომ ძირა პორტს მე გავაკეთებინებ უფასოდ. საერთოდ თუ მომცემთ ხოლმე ნახაზებს და რა მასალისგან უნდა იყოს გამოჩარხული, უპრობლემოდ გამოვჩარხავ ხოლმე.

ნუ ეგ გასაგებია, ეგ ყველაზე უმტკივნეულო რამ არის.

ilariona
ციტატა(ilariona @ 1st November 2011 - 10:04 AM) *
კაროჩე, მე ესე ვიტყოდი, 30$ ისეთი დანახარჯი არაა, რომ დაგვაქციოს და ექსპერიმენტი გამოუცდელი დარჩეს. მაიტა ამაზონის ლინკი, დღეს ან ხვალ რანცხეები უნდა შევუკვეთო და ბარემ მაგასაც მივაყოლებ.

ტოჟე მოჟნო, აგერაა ლინკი:

პირველი

მეორე


ესეც დუიმებში 15/64-ები, ნებისმიერი წავა, ოღონდ ყვითლებს ნუ დაეტანები. HSS--ი ჯობია, ანუ High-Speed Steel
ja_ja
ესე იგი ელიავა კი არა საგიჟეთია მე ამათი დედა ვატირე.... ესე იგი გადამღები ჯგუფი უნდა წამეყვანა რა... გეფიცებით იმერული ესკიზებს მოვუჯოკრავდი ეგ რომ ფილმად ეკრანებზე გაუშვაააა, ეს რა სასტავია ჯოოოო, გამარეკინეს smile.gif

სასტავი სიტყვებს ვერ არკვევს შიდა დიამეტრი გარე დიამეტრი... ტეტუუ ეს სად ვიყავი smile.gif

მივედი ერთთან რომელთანაც ის ლატუნის ტრუბა ვიყიდე და მეთქი ეგეთივე მინდა ოღონდ გარედან 12 მილიმეტრი რომ იყოს და შიგნიდან იგივე 6 მილიმეტრი მეთქი... აი მანდ მივქარე რა!

ესე იგი ტიპი მეუბნება აკერ მაქვსო, და გამოაქვს მილი რომელსაც გარე დიამეტრი აქვს 6 მილიმეტრი და ტიპი მიმტკიცებს მაგას შიგნიდან 12 მილიმეტრიანი ხვრელი აქვსო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

გავშტერდი... მეთქი ბიძა! გარედანაა 6 მილიმეტრი შიგნიდან 12 მილიმეტრი სად ეტევა მეთქი?
- ვაა ეგაა კაცო თუ არა გჯერავს შენ თვითონ შეამოწმეო....
აი ნაგლობა ამას ჰქვია რა...
უცებ მეორე მოდის და ეუბნება - არა კაცო მაგას შიგნითა დიამეტრი უნდა რომ 6 მილიმეტრი იყოს და გარედან კი სქელიო, ანუ 12 სანტიმეტრი მაინც რომ იყოსო... აუუუ მეთქი....

ის პირველი თავს იფხანს და მიდის ეგეთი ტრუბის მოსაძებნად, ყბა ჩამომივარდა ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ცოტახანში გამოდის რაღაც გამოაქვს, აი ეს იქნება მაშინო smile.gif ტრუბაა იმის დედა ვატირე მაგხელა მგონი ცხოვრებაში არ მინახია smile.gif აი კანალიზაციის ტრუბები რომ არის 100 მილიმეტრიანი ეგეთი გამოაქვს რაღაც არაადეკვატურად სქელი კედლებით... მეთქი ვაი!

არა კაცო მეთქი ... კაროჩე კიდევ 10 წუთი ვუხსენი, ხან შემაჩეჩეს შიდა 10 მილიმეტრით და გარე 12-იანით ხან იგივე ტრუბას მაძლევდნენ რაც მქონდა და ერთი ფეხებია 10 მილიმეტრი და 12-იო....

მეთქი კაი გვეყო არ მინდა სხვასთან წავალ მეთქი. განაწყენდა სასტავი რომ არაფერი ვიყიდე, მარა რა მეყიდა.... გადავედი მეორესთან და იგივე სისულელე რომ არ ყოფილიყო ამოცანა სხვანაირად დავუსვი:
- მეთქი ასე და ასე შიდა დიამეტრი 6 მილიმეტრი მეთქი და კედლის სისქე რომ 3 მილიმეტრი ან მეტი იყოს თქო.
- ეგ როგორ კაცოო? შიგნიდან 6 მილიმეტრი რომ იყოს და კედლის სისქე 3 მილიმეტრიო... მეორემ ხრიდანაც 3 მილიმეტრი იქნება და შუაში ხვრელი სადღა დაეტევაო?

ესე იგი ლამის კივილი დავიწყე, მეთქი ვროდე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ქართულად ვმეტყველებ.... არა მესმის რომ ეს კაცი ახლა სხარტი ახალგაზრდა არ იყო, მაგრამ რაფერ უნდა წარმოიდგინო მილი რომელსაც შიდა!, შიდა დიამეტრი აქვს 6 მილიმეტრი და კედლის სისქე კიდევ შიგნით შემოგყავს???

ისე ვუხსენი ასე ვუხსენი, იქვე რაღაც ტრუბა იყო იმაზე მაჩვენებს აი შიგნიდან რომ 6-იყოს და თუ ცალ მხარეს კედელი 3 მილიმეტრი მინდა ესე იგი ორივე მხრიდან კიდევ 6 მილიმეტრი ემატება და გარედან 12 მილიმეტრი უნდა იყოს მეთქი....

-აააა ხოო, მაშინ კი ეგ ტრუბა გამოვაო
- კაცო ვიცი რომ ტრუბა იქნება გააქვს რაიმე?
- და რა მასალა უნდა იყოსო
- რავიცი, ლატუნი, ბრონზა, ნერჟავეიკა... დურალი და ალუმინი არ გამომადგება მეთქი....
- მოიცა რაღაც მაქვსო... მაჩვენებს ნერჟავეიკას 22-იანს შიგნიდან 16 მილიმეტრია...
- მეთქი 6 მილიმეტრი 6... თან ვხვდები დროს ტყუილა ვკარგავ ან არ უნდა გაგება ან მართლა არ ესმის ამ ტიპს....

ამასობაში პირველი ბაბუა მოდის, მგონი ვნახე შენ რაც გინდოდაო, მივედი ვნახულობ და სპილენძის მილი იყო მაცივრების დახვეული, მართალია კაი სქელ კედლიანი იყო, მაგრამ შიდა 10 მილიმეტრია გარე 20 მილიმეტრია... ან სად გაჩითა ამ სისქე კედლიანი მილი... მარა ან იმის გასწორება არ გინდა, ან 10 მილიმეტრი შიდა რა ჭირად მინდა....

იქვე მეორე ბუდკის გამყიდველთან ცოტა ნორმალური ბიძა იყო, რა გინდა რისთვის გინდა შვილოო? მეთქი ასე და ასე ჰიდრავლიკისთვის მინდა, და მინდა რომ სქელი კედელი ჰქონდეს, და შიდა დიამეტრი პატარა იყოს რომ ძალა ნაკლები დაიხარჯოს მეთქი... ჰოოო, მაშინ აგერ აი ეს აიღეო... მაჩვენებს დურალის მილს, მართალია შიდა 7 მილიმეტრი იყო, და გარე 13 მილიმეტრი, ნუ იდეაში ახლოსაა რა იმასთან რასაც ვეძებ, მეთქი ეგ კაი მარა დურალი არ მინდა 100 ატმოსფეროზე უნდა ვამუშაო მეთქი... ტიპმა იფიქრა იფიქრაა, ხოო 100 ეგ ვერ გაქაჩავსო, ნუ მაშინ ნერჟავეიკა გინდაო, კი მეთქი მაწყობს, ნუ მაგ ზომების არ მაქვს, ის ეს მაქვსო... ტიპმა დააძრო შიდა 4 მილიმეტრია გარედან მგონი 8 მილიმეტრი იყო. ნუ კაი კი იქნებოდა, მარა 4 მილიმეტრი როდის დააკაჩავებს ბლინ!

- ჰოო მეთი კაი კი არის, მარა ასე და ასე მინდა მეთქი, 7 მაქვს და 6-იანზე მინდა გადასვლა მეთქი
- ნუ ეგეთი არ მაქვსო

ნუ ბიძა აზრზე იყო და რაღაცეებს არ ბოდავდა, დასანანია რომ შესაბამისი არაფერი არ ჰქონდა, მეთქი ფასი მაინც რა ექნება მეთქი, და ნუ ახლა სადღაც 1.5 მეტრამდე მაქვს დარჩენილი მეტი არ მაქვსო და მეტრას 15 ლარად მოგცემო.

კაი მეთქი გამოვედი და იქვე კიდევ ერთი ტიპი მელოდება
- აბა ერთი კარგად მითხარი რას ეძებო... ისეთი ეშმაკი თვალებით მიყურებს მეთქი რაცხა აქვს და მგონი ვიპოვე მეთქი
- ნუ ტრუბა მინდა სქელი კედლით და შიგნიდან ხვრელი 6 მილიმეტრი რომ ჰქონდეს, მეთქი...
- წამოდი მე მაქვსო.... აუუ მეთქი ავშენდი!

მივედით იმის ბუდკასთან, ტიპი აძრობს მილს, ნუ უკვე ემჩნევა რა რომ ნიტოა smile.gif, ამასობაში ტიპი იღებს მეორე რკინის ნაჭერს, აი ეს 6 მილიმეტრიანი არისო და ტენის ამ ტრუბაში, ხომ ხედავ ეტევაო biggrin.gif smile.gif ესე იგი თუ სიცილი არ ამიტყდებოდა არ მეგონა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჩაეტევა აბა რა იქნება შიდა დიამეტრი ტრუბას 10 მილიმეტრი აქვს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif.

- კაცო მეთქი 6 მილიმეტრი ტრუბას უნდა ჰქონდეს, მეთქი
- მერე ვერ ხედავ რომ ეტევაო
- დავაძრე შტანგელი ვაჩვენებ მეთქი 10 მილიმეტრია
- ვაა ამხელა სხვაობა როგორა აქვსო?
- ვაჩვენებ, ხომ ხედავ ეგ რკინა კი არის 6 მილიმეტრი და მილში ჩადის მეთქი მაგრამ ხომ ხედავ კედლებს იქეთ აქეთ რომ არ ეხება და რამხელა ლუფტი აქვს მეთქი....
- ტიპმა უყურა უყურა, და აბა ეგ შტანგელი მაჩვენეო
- მივეცი მეთქი გაზომავს თავს დამანებებს
- ეს აშკარად ჩინურია და ნიტოს აჩვენებსო...

აუუ მეთქი კაი შემეშვი ხომ ხედავ გიჟი ვარ მოსული და მაცადეთ ნორმალურად გავგიჟდე მეთქი....


ესე იგი ესენი თუ ასე ვაჭრობენ და რაიმეს ყიდიან. ან ის სასტავი მანახა ვინც მაგათთან რაიმეს ყიდულობს.... ხომ მაგარი რამე გამოვა მაგათი ლოგიკით რომ რაიმე გააკეთო, იმენნა აფეთქდება ნებისმიერი მექანიზმი, ბლიაძ!, ესეთი საგიჟეთი ესეთი... ნუ არ ვიცი რა.... ბოლოს მეთქი ეგებ და მეორე და პირველი საფეხურისთვის იყოს რაიმე მეთქი, მაგრამ ეგენიც ვერაფერი ვნახე.

წამოვედი და რაზვიორტკები ვნახე, ნუ აქაც ცალკე კომედიაა, ეუბნები 6 მილიმეტრი გაძლევენ 6.5 ან 6.8-ს და კიდევ უკმაყოფილო არიან, კაცო ეგაა რა რამ გაყო 6 და 6.5-იო.... ხომ წარმოგიდგენიათ ასეთი ტიპი რომ მუშაობდეს ქარხანაში, იმენნა რა სუპერ პროდუქციას გამოუშვებდა ხომ აზრზე ხართ....

მოკლედ ეს სურათი მინდა ვაჩვენო minchanin-ს, აი ასე ყრია და იყიდება ჩვენთან რაზვიორტკები, ხშირად სვერლოებიც, მეჩიკებიც და პლაშკებიც



რამდენად მოქნილი და გაწაფული მოვაჭრეები გვყავს.... ნუ იმედია მაგაზე წარმოდგენა შეგექმნა

მოკლედ ბოლოს დღეს ბევრი ამორჩევის მერე ვიყიდე 2 რაზვიორტკა 6 მილიმეტრიანი და 5.5 მილიმეტრიანი, ერთი ერთთან მეორე მეორესთან, რატომღაც 6-იზნზე ფასი არ დამიკლეს და 3 ლარად მომცეს (დამღუპეს რამდენი გადამახდევინეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif), 5.5-იანი 2 ლარად ვიყიდე...

ესეც სურათი თუ რა დღეში არიან და რა უნდა გამოვიდეს ახლა ამისგან?



6 მილიმეტრიანზე ჩანს რომ გაცილებით სუფთაა, მაგრამ ეს ერთი მხრიდან, მეორედან ეგეც ჟანგიანია, კბილები რომ ბასრი არაა მგონი ისედაც ჩანს... არა და ინსტრუქციებში როდესაც ვკითხულობ ხოლმე ყველგან წერია ფრთხილად იყავით ძალიან ბასრია და რომ არ გააფუჭოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით ატრიალეთ როგორც ხვრელში შესვლისას ისე ხვრელიდან ამოღებისასო (ანუ უკან არასდროს დაატრიალოთ კბილებს დააზიანებთო)... ეს რომ ანახა იმ ინსტრუქციების დამწერს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gregory
აი ეს მესმის რეპორტი! იატაკზე ვხოხავდი და მუცელი ძლივს მეჭირა ! ეგრევე იომორისტული სპექტაკლია! საღოლ, რომ ასეთმა გამწარებულმა ამდენი იუმორი შეინარჩუნე smile.gif
მაიცა კიდევ წავიკითხო lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif lol2.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif good.gif
cz80
ხოხმაა რა...ე ბიჯო თემა შეგშლია, ეს "ვიხალისოთ"-ში უნდა დაგაწერააა biggrin.gif biggrin.gif rofl.gif
ilariona
ja_ja

დღეს თუ რამეზე გავიცინებდი არ მეგონა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გავიგუდე იმდენი ვიცინე, ელექტრიკები შემომივარდნენ რა დაგემართაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ასეთი ხარისხიანი რაზვოდკა სად დაითრიე? biggrin.gif
giorgi-RW1k77X2
ვააახ... მოკლედ ეს ელიავა ტრაგიკომედიაა...
ყველაფერი იყიდება და თუ რამე დაგჭირდება, ვერაფერს იშოვნი!!!

ციტატა(ja_ja @ 1st November 2011 - 06:56 PM) *
ხშირად სვერლოებიც, მეჩიკებიც და პლაშკებიც


ხშირად კი არა, თითქმის ყოველთვის!
ძალიან იშვიათად თუ შეხვდები რამეს, რომელიც შესაბამის პირობებში ინახება და შესაბამისად არის შეფუთული sad.gif

დიდი, დიდიიი სანაგვეა!!!
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 1st November 2011 - 11:43 PM) *
დღეს თუ რამეზე გავიცინებდი არ მეგონა

შენ კი არა აგერ დედაჩემი შემომივარდა ოთახში რა გჭირსო :) :D :D :D მეთვითონ რომ ვკითხულობდი ახლა იმენნა ნაგიჟარივით მეცინებოდა მთელი ეპოპეა ხომ არ დამიწერია რაც იქ 1.5 საათი ვიბოდიალე, იქ კიდევ ისეთი სიტუაციები იყო რომ....
minchanin
მდაა! სასაცილოცაა და სატირალიც, თბილისში თუ ასეთი ამბავია მასალაზე და ინსტრუმენტზე, მე ზესტაფონში რა მეშველება?!.
kaka8079
minchanin
არც არაფერი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
minchanin
ციტატა
minchanin
არც არაფერი


მადლობთ, დამაწყნარე.
gregory
აბა რა ხდება? არის პროგრესი?
ja_ja
მოკელდ აბა ამხანაგებო და ამ საქმით დაინტერესებულო ადამიანებო....


მაქვს ასეთი შემოთავაზება, რა გვირჩევნია, თითო ნასოსში სადრაც 250- ლარი გადავიხადოთ რაც უხეშად 750 ლარი დაგვიჯდება თუ ჩვენით გავაკეთოთ ნასოსები, რაღაც პონტი ვნახე ამაზონსა შინა smile.gif

ესეიგი მე-3 საფეხურისთვის "ბეზშოვნი" ანუ Seamless მილი გარე დიამეტრით 1/2 დუიმი, ანუ 12.7 მილიემტრი, და შიდა დიამეტრით 0.26" ანუ 6.6 მილიმეტრი.

Stainless Steel 304L Seamless Round Tubing, 1/2" OD, 0.26" ID, 0.12" Wall, 60" Length ამაზონზე ღირს 29.93$ სიგრძით არის 60 დუიმი, ანუ 152 სანტიმეტრი.

მესამე საფეხურს ჰაჩიკაში სჭირდება სადღაც 47 სანტიემტრამდე მილი, ბენჯიკაშI სადღაც 49 სანტიმეტრი, ნებისმიერ ვარიანტში 30$ გამოდის 3 ცალი მესამე საფეხურის მილი, მათალია 6 მილიემტრი არაა, მაგრამ არც 7 მილიმეტრია, მაგაზე თხელი შიდა დიამეტრით ვერ ვნახე ამერიკაში.

შემდეგ მეორე საფეხურის მილი 7/8 გარე დიამეტრი, ანუ 22.22 მილიმტერი რამდენადაც მახსოვს ბენჯიკას ეგეთი ტრუბა აქვს, ჰაჩიკას მგონი 2-3 მილიმეტრით მეტი აქვს, მაგრამ თავი რომ არ ვიჭყლითოთ ერთერთი ზომა ავიღოთ და ბარემ ნაპოვნია.

Stainless Steel 304L Seamless Round Tubing, 7/8" OD, 0.745" ID, 0.065" Wall, 72" Length ღირს 27.80$, სიგრძით 72 დუიმია ანუ 183 სანტიმეტრი, სამ ნასოსს უპრობლემოდ ეყოფა.

ესეიგი გამოგვდის უკვე 30+28$ ანუ 58$ პლიუს საჭიროა გარე პირველი საფეხურის მილი, ნუ ეგ სადრაც 30 მილიმეტრია მგონი გარედან დუიმებში უნდა გამოვიდეს 1 დუიმი და 3/16, მაგრამ ეგეთი ზომა ვერ ვნახე sad.gif მინიმუმ არის 1-1/4" ეგეთი ტრუბა სქელი კედლით კი კაი 130$-ს უკაკუნებს sad.gif


მოკლედ კიდევ ერთხელ ავწონ დავწონოთ 3-ჯერ 150$ გვიღირს, თუ ასე ტრუბების ყიდვა, მერე კიდევ რაღაცეების ჩარხვა და ასე შედმეგ..... მე პირადად მომხრე ვარ ნასოსები პირდაპირ ვიყიდოთ. საერთო ჯამში დარწმუნებული ვარ ტრუბები რომ ვიყიდოთ და ავაწყოთ იაფი კი გამოვა, მაგრამ დროში გაიჭიმება, პლიუს მხოლოდ 3 ცალის წარმოებაში რაიმე განსაკუთრებულ ფასდაკლებას ვერ მივიღებთ, ნუ სადღაც 100-150$ გამოაკლდება, კი მესმის ეგეც ფულია და ლამის ერთი ნასოსია, მარაა....
davil
ჩემი პატარა ინჟინრული გაგებით biggrin.gif , მემგონი სჯობია მზა ნასოსები შევიძინოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი წვალება და გართულებები მშვენიერ წამოწყებაში, რომელიც ისედაც ბევრი წვრილმანი და ნერვების საბურღი საჩალიჩოსგან შედგება. მითუმეტეს როცა არც ისე დიდ ეკონომიას გვაძლევს და კიდე მისი აწყობაც ალბათ გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული.
norica_dragon
მეც ნასოსების ყიდვის ისეად ვუჭერ ნხარს )
kaka8079
მეც ყიდვას ვუწერ მხარს რადგან ულება არ მაქ მხარი დაუჭირო აწყობას ვინაიდან მე აწყობაში მოანწილეობას ვერ მივირებ იმ მიზეზის და გამო რომ არაფერი მესმის ამ საქმისა და რატომ უნდა გადაიაროს ამხელა საქმემ რამოდენიმე ადამიანის კისერზე,ვიყიდოტ და მორჩა.
ilariona
ჯაჯა მას, მგონი ვიყიდოთ მზა ნასოსები ჯობია smile.gif

ja_ja
ilariona
kaka8079
norica_dragon
davil
ნუ იდეაში მეც მირჩევნია ვიყიდოთ, უბრალოდ არსებობდა ალტერნატივა და ასევტქვათ ინფორმაციის დამალვის ფაქტს რომ არ ჰქონოდა ადგილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნამეტანი ვპოლიტიკოსობ არა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gregory
მეც მზა პროდუქციისკენა ვარ smile.gif ძრავის ამბავი როგორაა?
minchanin
დილამშვიდობისა ყველას! თუ ნებას დამრთავთ მეც ვიტყვი ორ სიტყვას ამ საკითხზე.როგორც მე მივხვდი პრობლემა გახდა პირველი საფეხური. მე დიდი წნევის ნასოსი არასოდეც არ დამიშლია, და არ ვიცი მისი შიგა კონსტრუკცია. მაგრამ ჩემი აზრით პირველ საფეხურში დიდი წნევა არ უნდა იყოს. და თუ ეს ასეა, მასინ რა აუცილებელია სქელკედლიანი მილი? ან რამდენია მოსალოდნელი მასში მაქსიმალური წნევა?
gregory
არადა წარმომიდგენია მებაჟეების ფიზიონომიები ამაზონიდან გამოწერილ ტრუბას რომ დაინახავენ rofl.gif rofl.gif rofl.gif
ja_ja
minchanin
ციტატა(minchanin @ 5th November 2011 - 10:44 AM) *
მაგრამ ჩემი აზრით პირველ საფეხურში დიდი წნევა არ უნდა იყოს. და თუ ეს ასეა, მასინ რა აუცილებელია სქელკედლიანი მილი? ან რამდენია მოსალოდნელი მასში მაქსიმალური წნევა?

ნუ ორიგინალში კი გამოიყენება სქელი ტრუბა და ალბათ მაგიტომ.... იდეაში პირველ საფეხურში არ არის დიდი წნევა, ასე მაგალითად პირველი საფეხურის ტრუბას სქელი კედელია ქვს, სადრაც 2 ან მაქსიმუმ2.5 მილიმეტრი, მაგრამ მეორე საფეხურისას ბენჯიკაში 1.3 მილიემტრი აქვს, ჰაჩიკაში კი საერთოდ 1 მილიემტრი, ნუ რამდენადაც მე მახსოვს და გონება არ მღალატობს. ანუ მაქედან უკვე იასნია რომ მეორე საფეხურშI თუ 1 მილიემტრიანი მილი უძლებს პირველში საერთოდ არაა საჭირო მაგისთანა სქელი ტრუბა.... ოღონდ გააჩნია როგორ შეხედავ სიტუაციას.


წნევის დაკავებას არ სჭირდება არანაირად, მაგრამ ამ ნასოსებში არმირებული მიმმართბელი, ანუ ფორმის დამჭერი და მთავარი ძალის თავის თავზე ამღები (კონსტრუქცია რომ არ დაიშალოს და დაიღუნოს), სქორედ პირველი საფეხურის მილი გამოდის.

გერჰმანის ნასოსში (იგივე FX-ის ნასოსში) მაგალითად საერთოდ ალუმინის მილია პირველი საფეხური და მაქსიმუმ 1.5 მილიმეტრი იქნება სისქე, დაჟე უფრო თხელიც. მაგრამ მანდ კონსტრუქციაა სხვა და ....
minchanin
ბატონო ჯაჯა, იასნია.
norica_dragon
აქ რამე ხდება ახალი??? პროექტი დასრულება როდის იგეგმება> და ფუს როდის და რამდენს ვკრიბავთ???
ilariona
აქ პირველ რიგში ბექას ველოდებით, რომ დაამთავროს ამწევ-დამწევი მექანიზმის აწყობა. მერე უკვე გადავალთ შემდეგ ეტაპზე.
ilariona
ჩემი ბოლო პოსტი იყო 7 ნოემბერს, ვავა რა სწრაფად გასულა დრო.

ხვალ ბექას შევეხმიანები და გამოვართმევ დეტალებს, წავუღებ ერთ ჯიგიტს და ავაწყობინებს. ტოკარნი სტანოკიც აქვს და ფრეზიც. ნუ იდეაში რაც ბოლოს იყო იდეაში ის განვახორციელოთ რა.

ასეთი კარგი თემების ასე გადადება არ მიყვარს.
giorgi-RW1k77X2
ხოოო, ნამეტანი მიმკვდარი იყო ეს თემა და...
მოკლედ, აღარც მახსოვს ბოლოს რა მდგომარეობა იყო.
ამისი გადაკითხვაც ძალიან მეზარება და ილარიონ, თუ არ დაიზარებ ორი სიტყვით რომ დაწერო რა სტადიაშია ეს საქმე? (უნამუსოსმაილიკი)
ilariona
giorgi-RW1k77X2

ერთი სიტყვით გვაქვს ღერძი, ელ.ძრავი და მექანიზმი თავისი გამაძლიერებლით, რომელიც ემსახურება ღერძის ტრიალს. ამ ეტაპზე საჭიროა კონსტრუქცია, რომ ამ ღერძზე მიმაგრდეს ნასოსები (ან ნასოსი ჯერ არ ვიცით რას გაქაჩავს) და ბოლო სტადია იქნება ელექტრონულად გამართვა ამ ყველაფრის. მე ექსპერიმენტებს ჩემს ნასოსზე ჩავატარებ და შემდეგ შევხედავთ როგორ იქნება.
giorgi-RW1k77X2
ilariona
სპასიბო..
კონსტრუქცია საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული რა და როგორ უნდა იყოს და მხოლოდ გაჩარხვა და აწყობა უნდა?
თუ ასეა, უკვე კარგა წინ წასული ყოფილა საქმე.
ilariona
giorgi-RW1k77X2

ნუ წინ კი არის საქმე, მასე მარტივადაც არ არის, გაჩარხე და ააწყვე biggrin.gif ნუ ჩალიცი ახლა იწყება იდეაში smile.gif
giorgi-RW1k77X2
ilariona
ნუ, ეგ ეგრეა, მარტივი არაფერია smile.gif.
უბრალოდ ფაქტია სასიამოვნო, რომ ეს თემა მკვდარს რომ გავდა, თურმე საქმე მაინც კეთდებოდა.
კარგია, კარგი.
norica_dragon
თუ ნებას მომცემთ მეც ჩავერთვები პროცესში biggrin.gif
ilariona
norica_dragon

კიბატონო, მოგცემთ smile.gif ასე რომ დღეს დავურეკოთ ბექას.
norica_dragon
დღეს?? smile.gif
ilariona
ერთი სიტყვით მივაღწიეთ ბექარიონასთან რავარც იქნა და კიდევ ერთხელ ვატრიალეთ ხელში ეს ნასოსების მატრიალებელი რაღაცეები.

ამ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ გვესაჭიროვება 12ვოლტიდან 24 ვოლტზე გარდამქმნელი და დღეს დავუკვეთავ ჩემს სიმამრს, საქმე მაინც არაფერი არა აქვს და წაიმუშავებს smile.gif შემდეგი ეტაპი კი ნასოსების შეძენაა.

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, 2 ნასოსისგან უნდა ავაწყოთ ეს სისტემა! ვშიშობთ, რომ სამ ნასოს ვერ გაუძლებს.

გარდამქმნელი მალე იქნება მზად და მონაწილეებო მოემზადეთ ნასოსების ფულის ასაკრებად biggrin.gif
kaka8079
ilariona
ისა და ჯერ ჩვენს ხელთ არსებული ნასოსებით ხომ არ გვეცადა თავიდან?თუ ისეთი გადაკეთება სწირდება რომ საწყის მდგომარეობაში ვერ დავაბრუნებთ?რათა ვიძახი ამას კი მიხვდები იქნება და ვერ გაქაჩოს მაგ აგრეგატნა ანუ ვერ ამუშაოს 2 ნასოსი,ხომ დაგვრჩება მუზეუმის ექსპონატივით biggrin.gif
ja_ja
kaka8079
კაკოჯან, ეგ კი კაი იდეაა, მაგრამ მე პირადად არ მიმაჩნია მართებულად, ყველა გამოყენებაში არსებული ნასოსები, სხვადასხვა ჯანსაღ მრგომარეობაშია, რაც ავტომატურად ნიშნარვს სხვადასხვა წარმადობას და სინქრონში აცდენას.

ნასოსებს რაც შეეხება გაუმართლებლობის შემთხვევაში, ნუ აქ დავდებთ ფორუმზე და ადრე თუ გვიან კი გამოუჩნდება პატრონი...
kaka8079
ja_ja
ეგრე იყოს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.