მოკლედ ახლა სასწრაფოდ კონსილიუმია საჭირო!
ილარიონა სტამბულშია და მთელი მაღაზიები რაც იყო მოვიარე და ძველი კონსტრუქციის ნასოსი არსად არ აქვთო, არის ახალი კონსტრუქციის ნასოსიო, მუშოაბს 300 ატმოსფეროზეო (ყუთზეც აწერიაო) და ღირს 340 ლირაო, ანუ 340 ლარი (არის კიდევ Hill-ის სტანდარტული 380 ლირადო).
მოკლედ ძველი 200 ბარიანი ნასოსები აღარ არისო, ასე მეუბნებიანო და ჰაჩიკა გადასულია ამ 300-იანების წარმოებაზეო.
აქედან გამომდინარე გაჩნდა თან პრობლემა თან ახალი იდეები:
პრობლემები:
1) ფასი იზრდება ქართულ რეალობასთან შედარებით (შესაბამისად ბიუჯეტიც)
3) შეიძლება ვინმემ უარი თქვას ამ პროექტზე რითაც პროექტს ერხევა
პლიუსები:
1) შესაძლებლობა 200-ის მაგივრად თავისუფლად ავიდეთ 300 ატმოსფეროზე
2) კონსტრუქციის შეცვლა, ვთქვათ დაემატება ბალონი 2-3 ლიტრიანი და კომპრესორი ბალონს დატენის, იქედან კი უკვე თოფები დაიტენება, ვისაც რამდენზე სჭირდება
მოკლედ არის კაი და არის ცუდი მხარეს, გვაინტერესებს სასწრაფოდ თქვენი გამოხმაურება, ან ვთვლით რომ გასვლებისთვის გვინდა ეს სქემა, და ამ შემთხვევაში ვიკიდებთ თურქულ ახალ ნასოსებს და ვაწყობთ მაგნუმში არსებული ანსოსებით, მაშინ ფასი ნაკლები იქნება, ვიმუშავებთ მხოლოდ 200 ბარამდე და დატენვა მოხდება კონკრეტულად თოფის მიერთებით.
ან წინ ვიხედებით, ვირჩევთ ახალ ვარიანტს, კომპრესორი დატენის ბალონს, და რეზერვად გვენება ჰაერი ბალონში, რომელიც რამდენიმე თოფს დატენის, და ამით საშუალებას მისცემს ნასოსებს პერიოდულად გამორთული იყოს და დაისვენონ. თეორიულად ბალონების დატენვაც შეიძLება, 300-ზე, მართალია საუბარი 7 ლიტრიან და 15 ლირტიანზე არ არის, მაგრამ 3-4 ლიტრი წვალებით უნდა გაიქაჩოს.
სასწრაფოდ გადავწყვიტოთ რა. თორემ თუ დაიძრა ილარიონა სტამბულიდან მერე გინდა არ გინდა მაგნუმის ვარიანტზე ვჩერდებით.
P.S. მე ახლა სასწრაფოდ გავიქეცი, ნეტი უნდა გადავქექო და ვნახო რა ახალი ნასოსი აქვს გამოშვებული ჰაჩიკას.