დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დიდი გასეირნების ლოგიკური დასასრული
Georgian Airgunners Portal > სპორტული სროლა პნევმატიკით > ფორუმის გასვლები...
გვერდი: 1, 2, 3, 4
ilariona
დილის 6 საათი, რეკავს მაღვიძარა და იწყება დილა, რომელსაც სამი თვე ველოდებოდით.

,,დიდი გასეირნება“


თემის ავტორი: ,,Masteroff”

ორგანიზატორი: ,,ilariona”



მონაწილეები:
1) ნორიკა
2) დავილ
3) დავითუსი
4) ჩზ80
5) გელა
6) გრიგოლიჩი
7) ილარიონა
8) თაზო (მონადირე)
9) ჟორჟიკა (ივრეი)
10) კოკა
11) კაკო
12) კაკო (ციხელა, არ არის დარეგისტრირებული)
13) იორამა

დამსწრეები:
1) გრიგოლი
2) გოჩა

ამ თემის ავტორმა სულ სხვა სული ჩაუდგა დიდ გასეირნებას, მიზნად ჰქონდა დასახული, თევზაობა, ქეიფი და სროლა! სიმართლეს გეტყვით ეს სამივე შესრულდა, მაგრამ სულ სხვა ინტერპრეტაციით.

დავიწყებ იმით, რომ ჩატარდა პირველი აირგანის ჩემპიონატი ფართო მაშტაბით!

ახლა კი გადავიდეთ თვით დღეზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ჩატარდა ჩემპიონატი.

დილით 7:30 საათზე შევიკრიბეთ მარნეულის გადასახვევთან და ავიღეთ გეზი ბოლნისისკენ!



სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, ბოლნისში შევჩერდით ცოტა ხნით და ეს სურათი მაშინ გადავიღეთ.



შემდეგ ერთი ამოსუნთქვით მივედით დანიშნულების ადგილას.
ხრამის ხეობას, რომ მიუახლოვდით წინ გამოჩნდა ულამაზესი ხედი, ორი მთის შუაში ჩამოედინება ხრამის მდინარე. სიმართლეს გეტყვით და გზა ცოტა შემაშინებელი იყო, მაგრამ ჩვენ მაგისთვისაც მზად ვიყავით, ოთხივე მანქანა ჯიპები იყო (ნუ ჩემი მანქანაც ვითომ ჯიპი იყო), ასე რომ პრობლემები არ შეგვქმნია.
ჩავედით დანიშნულების ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება.



პირველი რაც მოხდა ნორიკამ დაიადა ნაჯახი და გავარდა ტყეში, დიდი ტოტი უნდა მოეჭრა, რომ სამიზნეები დაგვემაგრებინა, ერთი საათი ტყიდან გამოდიოდა ნაჯახისა და ნორიკას ოხვრა, ბოლოს კოკაც მიეხმარა და საბოლოოდ დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ნაჯახი დაბლაგვდა, ტოტი მოიჭრა და ნორიკამ 4კგ დაიკლო. ამასობაში მე მომივიდა იდეა, ერთ თავისუფალ მაგიდაზე დაგვედო ყუთები და მიგვემაგრებინა სამიზნეები, ამ იდეამაც გაამართლა და ის ტოტი სულ ტყუილად იყო მოჭრილი.

ამასობაში გაიშალა სუფრა დილის საუზმით (ყველი, პური, კიტრი, პომიდორი, ძეხვი, ვიჩინა) ეს რომ დაინახეს მონაწილეებმა, ეგრევე გაიქცნენ არყის ამოსაღებად და აი აქ ჩავრთე ჩემი ორგანიზატორული ნიჭი, ტკბილი საუბრით გადავაფიქრებინე დალევა (ჩემპიონატიდან მოხსნით დავემუქრე)



ნუ იყო ჯუჯღუნი, ლაშამ თავისი ტექსტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა, რომ დაგვეხვრიტა და მიგვეგდო სადმე, მაგრამ გავუძელი შეტევებს და არ დავალევინე.

ამასობაში დავიწყეთ ბანაკის გაწყობა, მიდიოდა კარვების გაშლა, თოფების აწყობა, ანკესების გადაყრა წყალში და რავიცი ათასი გასართობი რამ. ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე, და რავარც იქნა გაიშალა ბანაკიც.




აქვე დავამატებ იმას, რომ სანამ ბანაკი გაიშლებოდა კაკომ თავისი თოფი სამჯერ დაშალა და ააწყო. მგონი კროსმანის ფაბრიკაში აპირებს მუშაობის დაწყებას და ვარჯიშობს



აი ისიც მომენტი საიდანაც დაიწყო ოპტიკების გასწორება და ეგრედ წოდებული ,,პრისტრელკა“



სურათზე კარგად ჩანს, დავითუსას მოფიქრებული ორი ჯოხი, რომელზეც მივამაგრეთ პარკის ნაჭრები და მაგით ვარკვევდით არის თუ არა ქარი იმ ადგილას სადაც ვისროდით.

ნუ რთული გამოსაცნობი არაა და პირველი ოპტიკას ასწორებს ნორიკა,







20 წუთი ეჩალიჩებოდა თავის ოპტიკას, თან იძახდა რომ ვერ ვასწორებო, ყელში რომ ამოგვივიდა მისი საქციელი და მილიციის მეშვეობით ვაპირებდით მოედნიდან გაძევებას, წამოიძახა ევრიკაოოო და დააყოლა, რომ გავასწორეო, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. სადღაც საათნახევარი მაინც გრძელდებოდა ამ ოპტიკების სწორება. პირველად ვნახე როგორ ასწორებენ მეგრელები ოპტიკას (კაკო არ გეწყინოს) ოთხი ბრუნი ზევით, ოთხი ბრუნი გვერდით და ოპტიკა გასწორებულია biggrin.gif



და აი ისიც, ჩემპიონატის დაწყება,
პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ჯგუფების კეთებაში,
მონაწილეს ეძლეოდა ოთხი სამიზნე და 20 ტყვია, თითო სამიზნეზე უნდა ესროლა 5 ტყვია.
მანძილი 50 მეტრი.
პირველი მონაწილე ძნელი გამოსაცნობი არაა და ისევ ნორიკაა,
სასროლი პოზიცია დაიკავა და ოი რა გაიგო ნორიკას ყურებმა, თურმე იარაღის ბალიშით გამაგრება ხდება მხოლოდ ცვო-ს მხრიდან და კონდახი კი ხელით უნდა გაამაგრო biggrin.gif ატყდა ისევ ჯუჯღუნი, მეო მასე ჯერ არ მისვრიაოოო და იასნა რომ წავაგებო, ისაო ესაო და მაინც ისროლა.

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო მონაწილეს მიეცა სულ ხუთი წუთი 20 გასროლაზე, რაც მიმაჩნია ძალზედ ცოტა და ეს პირველი მინუსი ორგანიზატორის, რომ ვერ გათვალა ასეთი რამ.

პირველ 6 მონაწილეს ვაკონროლებდი დროში და არ ვაძლევდი დაგვიანების საშუალებას, მერე ისე დავიღალე, რომ ბოლო მონაწილე მგონი მთელი 20 წუთი ისროდა და ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ესეც მეორე მინუსი.

აქვე დავწერ იმასაც, რომ ძალზედ ბევრი ტყვია გაქრა, სურათებზე დააკვირდით და ზოგიერთ სამიზნეს ერთი ტყვია აკლია. მონაწილე თითქოსდა ისროდა და სამიზნეს ტყვია არ ჰქონდა მონახვედრი, გასაკვირია მაგრამ ფაქტია. ესეც ორგანიზატორის ბრალია, მაგაზე დაიწერა კიდეც, რომ მონაწილეს უნდა მიეცეს ზუსტი რაოდენობა ტყვიების და მის ახლოს ტყია არ უნდა ჭაჭანებდეს. ასე მოხდება კონტროლი თუ რამდენი ტყვია გაისროლა მონაწილემ. იყო ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მონაწილეს თოფი გაუვარდა და მერე ითხოვდა ახალი ტყვია მომეცითო, რა ჩემი ბრალია რომ თოფი გამივარდაო. რატომღაც ამაზე დავთანხმდით და მონაწილეს ეძლეოდა ახალი ტყვია, რომ განმეორებით ესროლა, რაც მიმაჩნია დიდ შეცდომათ!!! აუცილებლად მონაწილემ უნდა გააკონტროლოს საკუთარი შესაძლებლობები და სროლის დროს არ იყოს დაბნეული, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას. იარაღის გავარდნა არის დიდი მინუსი და მასეთი რამ უნდა ისჯებოდეს მსაჯის მხრიდან.

როგორც ზევით დავწერე, ზოგიერთი ტყვია სამიზნეზე არ აღინიშნებოდა, მასეთ შემთხვევაში მონაწილეს ვაძლევდით საჯარიმო 70მმ-ს. ესეც რაღაც სასტიკ დასჯად მიმაჩნია, ფაქტიურად ვისაც დაავიწყდა სროლა ან და სამიზნეს ასცდა ტყვია, საერთოდ დაკარგა კონკურენტუნარიანობა. ქვემოთ ნაჩვენებ შედეგებში ჩანს, სადაც 70მმ წერია ესეიგი მის სამიზნეს ტყვია აკლდა.


ესეც ჩემპიონატის შედეგი:

1) ნორიკა (აა510)







შედეგი: 27+28+34+33/4=30.5

2) გელა (ჰაცან ატ44)







შედეგი: 37+30+29+70/4=41.5

3) კოკა (დისკოვერი)







შედეგი: 70+80+70+67/4=71

4) დავილი (მარადიორი)







შედეგი: 22+70+70+39/4=50.25

5) თაზო (მონადირე) (HW100)







შედეგი: 15+25+25+39/4=26

6) ციხელა (HW100)







შედეგი: 70+62+44+25/4=50.25

7) ილარიონა (HW100)







შედეგი: 21+70+25+22/4=34.5

8) იორამა (მარადიორი)







შედეგი: 25+24+24+70/4=35.75

9) დავითუსი (მარადიორი)







შედეგი: 33+34+31+35/4=33.25

10) ჩზ80 (HW100)







შედეგი: 64+20+25+29/4=34.5

11) ჟორჟიკა (HW100)







შედეგი: 23+16+29+48/4=29

12) კაკო (მარადიორი)







შედეგი: 32+50+29+23/4=33.5

13) გრიგოლიჩი (აა510)







შედეგი: 22+36+29+24/4=27.75






შედეგებს თუ გადავხედავ ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებული გახდა თაზო (მონადირე).
დამსახურებული მეორე ადგილი კი დაიკავა გრიგოლიჩმა, რაზეც მიიღო მშვენიერი საჩუქარიც.
ნორიკას თოფით გრიგოლიჩმა ბევრად უკეთესი შედეგი გვაჩვენა და თანაც ისე, რომ ხმა არ ამოუღია ბავშვს.

ვინაიდან ჯგუფების ჩემპიონატი გაიწელა და საღამო მოგვიახლოვდა და თანაც უკვე ყველა მაგარი მშივრები ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ქულების დაგროვების ჩემპიონატი ჩაგვეტარებიან ძალიან სწრაფად, სამიზნეების რაოდენობა შევზღუდეთ 2-დან 1-ზე და გასროლების რაოდენობაც 10-დან 5-ზე.
აქ ყველაფერი მარტივია და არაფრის წერა არაა საჭირო, გამოვაქვეყნებ პირდაპირ სურათებს და ნათლად ჩანს გამარჯვებულიც და შედეგებიც.
მანძილი დარჩა 50 მეტრი.


დაიწყო სროლა.



























არ დავმალავ და დავილისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს, შესაშური შედეგია და დამსახურებული ჩემპიონიც გახდა.

აქვე შემოგთავაზებთ დაჯილდოვების ცერემონიასაც.





ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულებიც გვყვავს, ვიტყოდი, რომ ძალზედ დაღლილები ვიყავით და თანაც ყველას გვშიოდა, გავიხედეთ და რას ვხედავთ, ჭამა-სმის მინისტრი (იორამა) წამოწოლილია ბუნებაში და თევზაობს, საკუთარ თავზე აღებული პურმარილი კი ხელუხლებელია.





რას ვიზავდით, დავიწყეთ პურმარილის მზადება!

აქვე დავამატებ, რომ ამინდი მთელი დღის მანძილზე იყო იდეალური, ნიავიც კი არ ჰქროდა! სურათებზეც ჩანს, რომ მზე კაშკაშებდა მთელი დღის მანძილზე. საღამოთი კი ჩემპიონატის დასროლებისთანავე დასცხო ძლიერმა წვიმამ და ძალზედ აგრილდა.

რაღაც მხრივ ქეიფის ხასიათზედ დაგვაყენა მთელი დღის დასიცხულები.

საღამოს შვიდი საათისთვის არნახული პურმარილი გვქონდა გაშლილი: მწვადი, ჩაქაფული, ყველი, კიტრი და პომიდორი smile.gif მეტი რა უნდა ინატრო ბუნებაში გასულმა კაცმა.

რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, სანამ პირველი ყლუპი ალკოჰოლის დაილეოდა იქამდე ყველა იარაღი შენახული იყო და დალევის შემდეგ არც არავის არ ამოუღია სასროლად.
ეს მართლაც დასაფასებელი საქციელი იყო.

აქვე ქეიფის სურათებს გთავაზობთ:






აი მოვიდა რეპორტის დასასრულიც და მგონი რომ სრულად გადმოგეცით იქ მომხდარი სიტუაცია.
მინდა მონაწილეებსა და დამსწერეებს გთხოვოთ, თუ რამე გამომრჩა დაამატეთ და დაწერეთ კომენტის სახით.
კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, შეჯიბრისა და გასვლის მინუსები და პლუსებიც დავწეროთ.
აქ დაწერილი ყველა ნიუანსი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი გასვლისთვის და დამიჯერეთ არავის არ ეწყინება თუ ბევრ მინუსებს ჩამოწერთ. პირიქით შემდგომში შევეცდებით ერთობლივად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები.

ახლა კი დავყრი სურათებს, რომლებიც უბრალოდ გადაღებულია პაპარაცების მიერ.
კეთილი სურვილებით თქვენი ილარიონი.

























ja_ja
ვააა ირარიონ ყოჩაღ შენ მომეწონა, ტესქტიც, კაია შემართებაც გაფორმებაც და მთავარია ის რომ შეჯიბრი პირველი!!! პირველი ასე თუ ისე ორგანიზებული შეჯიბრი შედგა.

ახლა გამოცდილების გაზიარება და მეორე უფრო ჩამოყალიბებული შეჯიბრიც შეიძLება smile.gif

P.S. შემშურდა თეთრი შურით..... სამსახურის დედაც ჯეკ!
monadire.
საღოლ ილო, კარგი იყო. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ იმდღევანდელი ემოციების გადმოტანა არ შეიძლება და ვინც იქ არიყო ბოლომდე ვერ ჩაწვდება იმ ატმოსფეროს რაც ტრიალებდა! ბევრი რამ დასახვეწია, ბევრი საერთოდ შესაცვლელია და ა.შ. მთავარია ყველას მონდომება დაფასდა და ფანტასტიური გასვლა გამოვიდა ( არა ჩემი მოგების გამო blush.gif ) და იმედია აწი იქნება უკეთესი... უკეთესი... good.gif good.gif good.gif მე დიდი მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის რადგან ჩემდა გასაკვირად ჩემპიონი გავხდი yess.gif და რაც არ გამკვირვებია, მაგარი ხალხი გავიცანი... მადლობა ყველას...ერთი ტყვიის დედა ვატირე თორე ლაშა უპირობო ჩემპიონი იყო... ალბათ ტყვიების თვლით მიცემა მსროლელისათვის კარგი იქნება შემდეგში. ეგაც გამოსწორდება იმედია და მომავალშიც თქვენს გვერდით მიგულეთ!!! spiteful.gif spiteful.gif spiteful.gif
kaka8079
ყველაფერი მართლა ძალიან კარგი იყო ვყელას დიდი მადლობა განსაკუთრებით ილიას ამ გასვლის ორგანიზებისათვის.
geojorjika
მალაძეც smile.gif

ეხლა ზედმეტი სურათები მოაცილე ამ პოსტს

კიდევ ყველა სამიძNის სურათის დადება არ არის აუცილებელი, დადე ხოლმე საუკეთესოს და ქულების ჯამი ჯობია ტყულად იტვირთება ზედდმეტი სურათებით ფორუმი, ეგ ეგიძLია ემრრე ერთ არქივად დადო ცალკე ლინკად და ვისაც აინტერესესბ გადმოწეს wink.gif

ბევრი გიშრომია ხვალიუ wink.gif
ilariona
ციტატა(monadire. @ 20th June 2011 - 10:07 PM) *
ერთი ტყვიის დედა ვატირე თორე ლაშა უპირობო ჩემპიონი იყო


როგორ გეკადრებათ ბატონო smile.gif ჩემი შედეგი იყო 34.5 და ლაშასი კი 35.75 და ორივემ 70 მმ ავირტყით უაზროდ. ასე რომ ჩემპიონი მე უნდა ვყოფილიყავი 14.gif

ციტატა(giorgi @ 20th June 2011 - 10:11 PM) *
ეხლა ზედმეტი სურათები მოაცილე ამ პოსტს


არავითარი ზედმეტი სურათები აქ არ არის. სრული სურათია ნაჩვენები.

ამ სურათების გამო თვალები მაქვს დათხრილი. ამის ატვირთვა შენ ადვლი საქმე ხომ არ გგონია ა? მთელი დღეა პიხ.გე მაქვს თვალწინ. უნამუსო შენ
monadire.
უიუიუუიუიუიუიუიუი, ეს რა წამომცდა, ქიხი, ქიხი.... ტუჩებზეთითებისმირტყმასმაილ
tengo
მშვენივრად გაგიტარებიათ დრო,ყოჩაღ თქვენ. ინფოც ამომწურავია და ადგილიც კარგი მოგიძებნიათ. ისეთი კმაყოფილი დავრჩი ამ გვერდიდან რომ თითქოსდა მეც ვყოფილიყავი თქვენტან ერთად. ორგანიზატორს და რედაქტორსაც საღოლ ასეთი საინტერესო გასვლისთვის.
მინდა ყველა გამარჯვებულს მიულოცო საპრიზო ადგილები, მაგრამ განსაკუთრებით ვულოცავ მომავალ ჩემპიონს, ნიკოლოზს. ნიკუშ, გამხდარიყავი ჩვენი პლანეტის ჩემპიონი.

რაც შეეხება შენიშვნას :
შეჯიბრების დროს ყოველთვის ჯობია რომ ერთ სამიზნეზე იყოს მხოლოდ ერთი ტყვია.
norica_dragon
ნებისმიერი კაი გასვლა თუნდაც ესეთი კარგი რეპორტებისთვის ღირს!!!

საღოლ ილია მაგარია smile.gif

ციტატა(ilariona @ 20th June 2011 - 10:14 PM) *
ასე რომ ჩემპიონი მე უნდა ვყოფილიყავი


მერე მე დამიწყებს ჯუჯღუნებო :P ვაირაუხი ბიპოდით რო არ ყოფილიყო კარგად ჩანს ამ სურათებზე ვინც გაიმრჯვებდა :P
davil
გაიხარე ილო. ჯიგრიანი რეპორტია. ამაზე მეტის სიტყვით გადმოცემა ძნელია. მადლობა გასვლის ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ ყველამ თავისებურად ჩადო გული შეჯიბრ-გართობაში და საბოლოო ჯამში ლამის დღემდე მომყვება ის დადებითი ემოცია. აქ დაიწერა უკვე ტექნიკურ ხარვეზებზე და გამოსწორების გზებზე, მე კი ერთ რამეს ვიტყვი-არაყის მაგივრად ღვინო უნდა წაგვეღო, იმიტო რო ქართველები ვართ და ღვინით ქეიფის ეშხი სულ სხვაა biggrin.gif ამ წინადადებაზე იმედია ყველა დამეთანხმება. ორგანიზატორის სასახელოდ უნდა ვთქვა კიდევ რომ ადგილი იყო ბრწყინვალედ შერჩეული
monadire.
ციტატა(davil @ Jun 20 2011, 11:01 PM) *
გაიხარე ილო. ჯიგრიანი რეპორტია. ამაზე მეტის სიტყვით გადმოცემა ძნელია. მადლობა გასვლის ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ ყველამ თავისებურად ჩადო გული შეჯიბრ-გართობაში და საბოლოო ჯამში ლამის დღემდე მომყვება ის დადებითი ემოცია. აქ დაიწერა უკვე ტექნიკურ ხარვეზებზე და გამოსწორების გზებზე, მე კი ერთ რამეს ვიტყვი-არაყის მაგივრად ღვინო უნდა წაგვეღო, იმიტო რო ქართველები ვართ და ღვინით ქეიფის ეშხი სულ სხვაა biggrin.gif ამ წინადადებაზე იმედია ყველა დამეთანხმება. ორგანიზატორის სასახელოდ უნდა ვთქვა კიდევ რომ ადგილი იყო ბრწყინვალედ შერჩეული

100 % ღვინოსთან და ადგილთან დაკავშირებით!
rekshet
მალადეც ილარიონ 10+ კაი პოსტია კაი ტექსტი საღოლ
dawiti
ძალინ მაგარია!!! მთავარია პირველი ჩემპიონატი ჩატარდა და აწი ყველაფერი ნელნელა დაიხვეწება. wink.gif გული მწყდება მეც რომ ვერ წამოვედი შემდეგში ვეცდები აუცილებლად მივიღო მონაწილეობა smile.gif smile.gif smile.gif
giga_st
კარგია დიდი სტაგნაციის მერე ეს ნამდვილად საჭირო იყო, კიდევ ბევრი ასეთი დღეები მოწყობილიყოს და განვითარებულიყოს ეს ჩვენი გასართობი, გამარჯვებულეს ვულოცავ და ორგანიზატორს კი დიდი მადლობა ამ ყველაფრის მოწყობისათვის, მე არ ვიყავი მაგრამ ვათვალიერებდი და მსიამუვნებდა ამის ყურება, სპორტული აზარტი და შეჯიბრის ჟინი მომივიდა smile.gif

ადგილი ძალიან კარგი ჩანს დაიჭირეთ რამე ??
ochopintre
დაგასარევი დრო გიტარებიათ, ვწუხვარ რო ვერ მოვახერხე წამოსვლა
კარგია შეჯიბრებისთვისაც რო მოგიბიათ თავი, მაგრამ შედეგებმა ძაან გამაკვირვა,
რავიცი ზოგზოგიერთებს რო კითხო ლამის 7-8 მმ ჯგუფებს აკეთებენ 50 მეტრზე და აქ რასაც ვუყურებ 20 მმ ნაკლები ჯგუფი თითოოროლას თუ ქონდა.
თან როგორც ვატყობ ქარი არ ქროდა და კარგი სასროლი პოზიციაც იყო. მოკლედ არ ვიცი რა ვიფიქრო
geojorjika
ციტატა(ilariona @ 20th June 2011 - 11:14 PM) *
არავითარი ზედმეტი სურათები აქ არ არის. სრული სურათია ნაჩვენები.

ამ სურათების გამო თვალები მაქვს დათხრილი. ამის ატვირთვა შენ ადვლი საქმე ხომ არ გგონია ა? მთელი დღეა პიხ.გე მაქვს თვალწინ. უნამუსო შენ


ებიჯო ამ მეგრელის 3 ცალი ფოტო თან ერთნაირი რათ გვინდა ჰა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ilariona
ციტატა(giorgi @ 21st June 2011 - 12:22 AM) *
ებიჯო ამ მეგრელის 3 ცალი ფოტო თან ერთნაირი რათ გვინდა ჰა?


უიიი, მაგას კი აღარ დავაკვირდი biggrin.gif არაუშავს კაცო, იყოს smile.gif

ochopintre

ის რვა მილიმეტრი იყო როდესაც თოფი ფიქსირდებოდა ორივე მხირადნ და ფაქტიურად თოფის რესურსი მოწმდებოდა და არა მსროლელის. აქ კი თოფს ვაფიქსირებდით ცვო-ს მხირადნ და კონდახი კი ხელით უნდა გაგვემაგრებინა. სულ ესაა 20 მმ-ის სეკრეტი smile.gif ძნელია თოფის დაფიქსირება, 50 მეტრზე სროლა ადვილი საქმე არაა.

მგონია, რომ შედეგები პირიქით მაგარია.

cz80
საღოლ ილო..საკაიფო რეპორტი მიეცი wink.gif

ისე უფრო მეტ ფოტოებს ველოდი,მარტო ნორიკას აიფონით იმდენი ფოტოები ვიღე ბახუსმოკიდებული სახეების რო ეგენიც გაასწორებდა რო დაგედო biggrin.gif biggrin.gif


ციტატა(ilariona @ 20th June 2011 - 09:36 PM) *
ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე

biggrin.gif biggrin.gif

მაგარი გასვლა იყო მთლიანობაში, მაგარი ემოციებით ავივსე smile.gif გულიც გადავაყოლე smile.gif
მადლობა ყველა მონაწილეს,ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა თემის ავტორს და
ორგანიზატორს wink.gif
gela
არა რააა, რაც კარგია კარგიაა, ამ რეპორტს როპმ ვკითხულობდი ისევ ის ემოცია მქონდა, თითქოს ისევ იქ ვიყავიო biggrin.gif ილო კარგი რეპორდსმენიც ყოფილხარ და ორგანიზატორი ხომ მთლად საამაყო ; )) კარგეაააააა !!!!!
giorgi05
კაი ჩამოყალიბებული რეპორტია მშვენიერი ფოტო მასალით დაეტყო ფორუმს სიცოცხლე ,ეს ერთი და ბევრი კარგი კიდევ მომავალში და წარმატებები რათქმაუნდა.
ilariona
ციტატა(cz80 @ 21st June 2011 - 12:47 AM) *
ისე უფრო მეტ ფოტოებს ველოდი,მარტო ნორიკას აიფონით იმდენი ფოტოები ვიღე ბახუსმოკიდებული სახეების რო ეგენიც გაასწორებდა რო დაგედო



ვინ მომცა რო ეგ სურათები თორე კი. დაყაროს ნორიკამ ეგ სურათები და ვიდეოები. მე რაც მქონდა თითქმის სრულად დავყარე. ნუ ცოტა შევინახე ინტრიგის მოსამატებლად smile.gif

ციტატა(davil @ 20th June 2011 - 11:01 PM) *
აქ დაიწერა უკვე ტექნიკურ ხარვეზებზე და გამოსწორების გზებზე, მე კი ერთ რამეს ვიტყვი-არაყის მაგივრად ღვინო უნდა წაგვეღო, იმიტო რო ქართველები ვართ და ღვინით ქეიფის ეშხი სულ სხვაა


ნუ რაც შეეხება ტექნიკურ ხარვიზებს მგონია, ამ ხარვიზების გამოსწორება მოხდება მხოლოდ 5-6 გასვლის შემდეგ. ასე რომ უნდა მოვუხშიროდ გასვლებს. მითუმეტეს ზაფხულია და ახლა არის კარგი ბუნებაში გასვლა.

ღვინოზე კი გეთანხმები 100%-ით, მთავარია დილით სმა არ იყოს და მხოლოდ საღამოთი პურის ჭამის დროს იყოს ქეიფი. შემდეგი გასვლა შეგვიძლია მალე დავგეგმოთ smile.gif
norica_dragon
მე მზად ვარ შემდეგი გასვლისთვის biggrin.gif
ilariona
ციტატა(tengo @ 20th June 2011 - 10:16 PM) *
შეჯიბრების დროს ყოველთვის ჯობია რომ ერთ სამიზნეზე იყოს მხოლოდ ერთი ტყვია.


ბატონო თენგო ეგ როგორ?

ჩვენ ხომ ჯგუფების კაკეთებაში შევეჯიბრეთ და ერთ სამიზნეზე ერთი ტყვია მგონი, რომ არ გამოვა smile.gif
davil
ilariona

გეთანხმები რომ გასვლებს უნდა მოვუხშიროთ, ჩვენც გაგვისწორდება და საქმესაც წაადგება. მე პირადად მზად ვარ უახლოეს ხანებში გასვლისთვის. ერთი წინადადება მექნება-გასულ შაბათს გახლდით დმანისში და ძალიან მოვიხიბლე იქაურობით. ჰაერი კარგი, ბუნება უკეთესი და კაცს რო სროლის და ქეიფის ხასიათზე დაგაყენებს რა smile.gif ...ხომ არ გვეცადა მაითკენ გასეირნება? ნუ რათქმაუნდა სხვა წინადადებებიც საინტერესო იქნება
geojorjika
ilariona
როდის დაგვეგმოთ შემდეგი გასვლა?
ilariona
geojorjika

როცა გინდა მაშინ დავგეგმოთ.

აი რაც შეეხება იმას, რაც მომწერე, მაგისთვის არის პმ-ი. შემდეგში მიგარჭობ 10%-ს.

davil

შეიძლება, მე დმანისში ვარ ნამყოფი და ნამდვილად კარგი ადგილებია მაქეთ.

აი გავხსნათ ახალი თემა და დავიწყოთ იქ წერა smile.gif აქ ეს გასვლა განვიხილოთ.
nikola_migina
ძალიან მაგარი გასვლა გამოგივიდათ!!! ყოჩაღ ნიკას smile.gif smile.gif biggrin.gif
geojorjika
ციტატა
შემდეგში მიგარჭობ 10%-ს.


XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX

მიგარჭე 10%-ი.


biggrin.gif

ვერ მოვიხსნი თუ რა biggrin.gif biggrin.gif

სორი ოფიზა smile.gif
iorama
მე ასეთი წინადადებები მაქვს.

ნუ აღარ დავიწყებ იმის გამეორებას რაც ტყვიებს და სამიზნეებზე უკვე შევთანხმდით . აუცილებლად საჭიროა შტანგელი,აქ მილიმეტრებზეა საუბარი და ის უფრო დაზუსტებულ ინფოს გვაძლევს.

არ იქნება ურიგო ცალ-ცალკე საჩუქრები იყოს ჯგუფებისთვის და ქულების სროლისთვის. შეიძლება რამე კი აქვთ საერთო მაგრამ მაინც სხვადასხვა დისციპლინაა ჩემი აზრით.თუ ორივე პრიზების სახით არ დაჯილდოვდება შეიძლება რომელიმეზე რაიმე წამახალისებელი საჩუქრი გამოიყოს.

ასევე დიდად მოხარული ვიქნები თუ მალე ახალი გასვლა მოხერხდება,მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. ხშირი და მალ-მალ გასვლა შეჯიბრების სახით ხომ არ გამოიწვევს ცოტა მობეზრებას? მობეზრება შეიძლება ის სიტყვა ვერაა რომელიც მინდოდა მეთქვე,მაგრამ ალბათ მიმხვდებით რასაც ვგულისხმობდი.უფრო შეჩვევას.

მოდით შეჯიბრების შემდეგ ახლოში დავგეგმოთ კულტურნი გაქსვლა.თუნდაც წავიდეთ სადმე უთოფებოდ,თუნდაც მოსალოცად. რაღამც თოფებია ყველგან ხო არ ატარებთ smile.gif მადლიან საქმეს გავაკეთებთ და ყველა ერთად რო ვიქნებით უფრო შედეგიანი საუბარი იქნება.

კიდევ ვფიქრობდი რაღაცას,მაგრამ არ მახსენდება ეხლა. გავიხსენებ დავწერ.

ისე კი მე უმნიშვნელო მინუსებიც,რომ ჩვავთვალოთ მაინც უაღრესად კმაყოფილი ვარ რაც პირველ რიგში ყველა იქ მყოფის დამსახურებაა და ყველას მინდა მადლობა გადავუხადო. თუ ასე გავაგრძელებთ ბევრად უფრო საინტერესო გახდება ყველაფერი

ilariona
iorama

შტანგელს ვნატრულობდი როდესაც სურათებს ვიღებდი smile.gif დავიტანჯე კაცი ამ სახაზავით.

ბევრი რამ არის დასახვეწი და ახალი გასეირნების თემას, რომ გავხსნი, მანდ უკვე დაიწერება სრულყოფილად ყველაფერი. ნუ სრულყოფილად თუ არა დაშვებული შეცდომები რომ გამოსწორდება ეგ 100%-ით ვიცი.

foxi
ilariona

ესე იგი მარტო შუქ გაყვანილობის მასტერი კი არა, გასვლების მასტერიც ყოფილხარ. ყოჩაღ.
ძალიან მაგარი გასვლა გამოგსვლიათ. ჩემი ფრანგი სტუმრები რომ მანდ მომეყვანა ნამდვილად არ ინანებდნენ ალბათ.

ყველა პრიზიორს და მაგ ამბის მონაწილეს გილოცავთ.
ilariona
foxi

გაიხარე smile.gif

ისე გული კი დაგვწყვიტე, რომ არ წამოხვედი.

იმედია შემდეგ გასვლას არ გამაზავ smile.gif
tengo
ციტატა(ilariona @ Jun 21 2011, 10:57 AM) *
ბატონო თენგო ეგ როგორ?

ჩვენ ხომ ჯგუფების კაკეთებაში შევეჯიბრეთ და ერთ სამიზნეზე ერთი ტყვია მგონი, რომ არ გამოვა smile.gif

თუ გვინდა 100%-ით დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ტყვია ტყვიაში ჩაჯდა (როგორც ერთი ნატყვიარი) ,ან კიდევ საერთოდ არ იქნა გასროლილი, უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდები.
კერძოდ: ნატყვიარების კოპირების მეთოდით , რომელიც გულისხმობს რამოდენიმე სამიზნიდან ერთ ქაღალდზე ან ერთ სამიზნეზე გადატანას ,რის შედეგადაც გამორიცხულია ,მაქსიმუმ ნახევარ მილიმეტრზე მეტი ცდომილება. პროცედურა არის სწრაფი და უმარტივესი.
მეორე მეთოდი უფრო ხანგრძლივია მაგრამ ცდომილების გარეშე. ყოველ სამიზნეს უნდა ქონდეს ამოდებული მეორე ქაღალდი უკანა მხარეს ,რომელიც ყოველ გასროლაზე უდა შეიცვალოს. მაგალითად 5 ან 3 კაცი იწყებს სროლას და თითოეული მათგანი ესვრის 5 სამიზნეს თითო-თითო ტყვიას, მერე იცვლება უკანა ქაღალდები , გრძელდება სროლა და ასე შემდეგ.
მართალია ეს მეთოდი ცოტა დამღლელია,მაგრამ არის უტყუარი და საინტერესო.
VTEC
სულ ეს იყო?

აუ არ დაგეზარათ? ამის გულისთვის სად წახვედით....


:შურიანი და ბოღმისგან ლამის გამსკდარი სმაილიკი:
gela
ციტატა(VTEC @ Jun 21 2011, 05:37 PM) *
სულ ეს იყო?

აუ არ დაგეზარათ? ამის გულისთვის სად წახვედით....


:შურიანი და ბოღმისგან ლამის გამსკდარი სმაილიკი:




biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სააღოოოოლ ჯიგრული ჩანახატი იყოოო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ilariona
tengo

მაგისთვის ერთი დასვენებული ბავშვი გვინდა რომ 50 მეტრ დისტანციაზე სირბილი არ ეზარებოდეს biggrin.gif

VTEC

biggrin.gif ჩაგეთვალა
tengo
ilariona
ციტატა(ilariona @ 21st June 2011 - 06:33 PM) *
tengo

მაგისთვის ერთი დასვენებული ბავშვი გვინდა რომ 50 მეტრ დისტანციაზე სირბილი არ ეზარებოდეს

ან კიდევ წინა შეჯიბრზე, ბოლო ადგილზე გასულს დაევალოს. biggrin.gif
VTEC
gela
ilariona
მადლობა ჩემებური იუმორის დაფასებისთვის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე როდისთვის იქნება ნეტა შემდეგი გასვლა? ჯერ ისე ხო დაახლოებით აზრზე ვიყავი რა გავმაზე და ეხლა ეს რეპორტი რომ წავიკითხე, მართლა კინაღამ ბოღმისგან გავსკდი biggrin.gif
davil
VTEC
გული არ გაიტეხო ძმიბილო, იმედია მალევე მოებმება თავი smile.gif
VTEC
davil

არაუშავს, მანამდე რეპეტიციები მაქვს გასავლელი ხო იცი smile.gif რამდენი ხანია არ დამილევია.... შევალ ნელნელა ფორმაში და კაკრაზ მოესწრება ალბათ ახალი გასვლაც smile.gif


ისე კი ვრჩები მგონია ამ წამლებს და დროა მგონი წავიმეცადინო ცოტა, თორემ ნამეტანი ამოვარდნილი ვარ ფორმიდან smile.gif
giga_st
დმანისი კაი იდეაა ნამეტანი მე აუცილებლად წამოვალ smile.gif
gregory
მა რა გვიან შემოვედი!
მაგარია, ძაან მომწონს. საღოლ ილარიონ, შაგეთვალა wink.gif
ისე ეს რეპორტი 30% ით ასახავს იმ მაგარ სიტუაციას და განწყობას, რაც იქ იყი smile.gif
გრიგოლიჩი ხო საერთოდ ჭკუაზე არაა! ექსლურსიაზე დაყავს მეგობრები დანის სნახავად, მაგრამ არ ხსნის: სადაა გრავირება????
ყველას დიდი მადლობა ამ ლამაზი ორი დღისთვის და მზად ვართ შEმდეგი გასვლისთვის...
ilariona
ციტატა(gregory @ 22nd June 2011 - 10:28 AM) *
სადაა გრავირება


მომიტანეთ სამსახურში და ერთ დღეში გავაკეთებინებ გრავირებას.

ისე იქნებ ერთი სურათი გადაუღოთ და დავდოთ დანის სურათიც.

gregory
ilariona
გრავირებას რომ გაუკეთებ მერე დავდოთ?

ilariona
gregory

ხო მგონი რომ ჯობია გრავირებიანი სურათები დაიდოს.
ja_ja
iorama
ციტატა(iorama @ 21st June 2011 - 01:55 PM) *
ნუ აღარ დავიწყებ იმის გამეორებას რაც ტყვიებს და სამიზნეებზე უკვე შევთანხმდით . აუცილებლად საჭიროა შტანგელი,აქ მილიმეტრებზეა საუბარი და ის უფრო დაზუსტებულ ინფოს გვაძლევს.

ნუ მართალი გითხრა მე კაკრაზ მეგონა რომ გექნებოდათ შტანგელი, ან გეთქვათ გაგატანდით ჩემსას. ბოლო ბოლო ინტერში შეიძლება დაკვეთა, ან პირდაპირ აქვე ელიავაზე იყიდება 20-25 ლარი ღირს და მორჩა საქმე.

ელექტრონულს არაფერი ჯობია დაადედაიწერადამორჩა.

ციტატა(iorama @ 21st June 2011 - 01:55 PM) *
ასევე დიდად მოხარული ვიქნები თუ მალე ახალი გასვლა მოხერხდება,მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. ხშირი და მალ-მალ გასვლა შეჯიბრების სახით ხომ არ გამოიწვევს ცოტა მობეზრებას? მობეზრება შეიძლება ის სიტყვა ვერაა რომელიც მინდოდა მეთქვე,მაგრამ ალბათ მიმხვდებით რასაც ვგულისხმობდი.უფრო შეჩვევას.


100%-იანი ხარ, არ უნდა გახდეს ჩენი ოპოზიციის მიტინგივით რომ გასვლა გეზარებოდეს, უნდა იყოს რაღაც სამზადისის განცდა და მონატრება, რაღაც ფსიქოლოგიური სანატრელი დღე უნდა იუოს და არა დიჟურნი შაბათ კვირის გასვლა

tengo
ციტატა(tengo @ 21st June 2011 - 05:10 PM) *
კერძოდ: ნატყვიარების კოპირების მეთოდით , რომელიც გულისხმობს რამოდენიმე სამიზნიდან ერთ ქაღალდზე ან ერთ სამიზნეზე გადატანას ,რის შედეგადაც გამორიცხულია ,მაქსიმუმ ნახევარ მილიმეტრზე მეტი ცდომილება. პროცედურა არის სწრაფი და უმარტივესი.
მეორე მეთოდი უფრო ხანგრძლივია მაგრამ ცდომილების გარეშე. ყოველ სამიზნეს უნდა ქონდეს ამოდებული მეორე ქაღალდი უკანა მხარეს ,რომელიც ყოველ გასროლაზე უდა შეიცვალოს. მაგალითად 5 ან 3 კაცი იწყებს სროლას და თითოეული მათგანი ესვრის 5 სამიზნეს თითო-თითო ტყვიას, მერე იცვლება უკანა ქაღალდები , გრძელდება სროლა და ასე შემდეგ.

მგონი ნამეტანი ჩახვეული მეთოდი იქნება. სპორტულ ღონისძIებებშიც კი არავინ იყენებს მაგას. ან ქაღალდს ენდობიან თუ ჯგუფებზეა საუბარი, ან ელექტროსაზომიუნდა იყიდო სამიზნით და დისპლეით რომელიც აღრიცხავს რომელ მოხვედრილ ტყვიას და ეკრანზე დაგიწერსრამხელაზე გადაიწია მოხვედრამ, რა ქულა გამოვიდა და ასე შემდეგ.

ნუ ეგ ელექტრო სისტემა ჩვენთვის ნამეტანი ძვირია ჯერ, ასე რომჯგუფებზე უბრალოდქაღალდსუნდა ენდო, აი ქულებზე კი შეიძლება ქაღალდზე რამდენიმე სამიზნის დახატვა და თითო მიზანში თითო ტყვია უნდა ისროლო, მერე გარანტირებულად უპრობლემოდ დაითვლი ქულებს.
ilariona
ციტატა(ja_ja @ 22nd June 2011 - 06:41 PM) *
ნუ ეგ ელექტრო სისტემა ჩვენთვის ნამეტანი ძვირია ჯერ, ასე რომჯგუფებზე უბრალოდქაღალდსუნდა ენდო, აი ქულებზე კი შეიძლება ქაღალდზე რამდენიმე სამიზნის დახატვა და თითო მიზანში თითო ტყვია უნდა ისროლო, მერე გარანტირებულად უპრობლემოდ დაითვლი ქულებს.



გეთანხმები 100%-ით.

ნუ ჩვენს შემთხვევაში გაგვიმართლა და დავითმა ისეთი შედეგი გვაჩვენა, რომ კონკურენტი ახლოსაც კი ვერ მივიდა smile.gif
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 22nd June 2011 - 06:45 PM) *
ნუ ჩვენს შემთხვევაში გაგვიმართლა და დავითმა ისეთი შედეგი გვაჩვენა, რომ კონკურენტი ახლოსაც კი ვერ მივიდა

ისე რა მინდა შენთან დამეზუსტებინა, ზოგიერთზე გიწერია შემდეგი სახის შედეგები, ვთქვათ:

კოკო - შედეგი: 70+80+70+67/4=71
ამასობაშI მეორე სურათს რომ ვუყურებ მგონი 13 სანტიმეტირა, და სადაა ეგ ჩანაწერი?

ან აგერ კიდევ:

ილარიონა - შედეგი: 21+70+25+22/4=34.5

რაცხა არ ჩანს რომ მეორე სურათზე მაგ კაცს 70 მმ ჰქონდეს გაკეთებული, მომკალი და დადებულ სურათებზე 70მმ-ს საერთოდ ვერ ვხედავ.

იგივე იორამა - შედეგი: 25+24+24+70/4=35.75
70-ს აქაც ვერ ვხედავ

ან სურათებია ნიტო, ან ციფრები, ან მე ვარ ოკულისტთან გასასვლელი smile.gif
ilariona
ja_ja

ვნიმაწელნო ნადო ჩიტაწ.

ხომ წერია, რომ სამიზნეზე რომელზეც 5 ტყვიის ნაცვლად არის მოხვედრილი 4 ტყვია, მონაწილეს ეძლეოდა ერთი ტყვიის საჯარიმო 70 მმ-ი. აი აქ არის დამარხული მგლის თავი smile.gif

(ჯარიმა პრეზიდენტის მოფიქრებულია)


ხო და კიდევ, მილიმეტრებსაც პრეზიდენტი ითვლიდა და მე ვიწერდი.

ასე რომ სუდია ნე პიდ..........სტ
foxi
ასეთ სპორტულ გასვლაზე როცა მოვხვდები ჯაჯას ვეთხოვები თოფს და იმით შეგეჯიბრებით.მიმაჩნია რომ არა თანაბარი პირობები იყო
მაგ შეჯიბრზე. ასე მაგალითად აირ არმს და ვეირაუხს ატ და სხვა მისთანა ფინფანფოები ვერ შეედრება! შესაბამისად პირველობა ყოველთვის უკეთესი იარაღის მფობელისკენ იქნება.

მაქვს წინადადება: შეჯიბრი ჩატარდეს ერთი და იგივე კლასის თოფებით.თორემ, ბარსელონას ქუთაისის ტორპედო ვერაფერს დააკლებს.

ასევე აუცილებლად მიმაჩნია რაიმე გარდამავალი პრიზის დაწესებაც,სხვა პრიზებთან ერთად.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.