tengo ციტატა(tengo @ 24th June 2011 - 09:34 AM)

ერთი თოფით მთელი ჩემპიონატის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია
იავოლ მაი ფიურერ
რა მოდელიც არ უნდა ამოირჩიო პნტია, მაშინ შეჯიბრება კი არა სტანდარტული ბუნებაში გასვლაა, აბა მათხოვე მასროლინე გამასინჯეს პონტში. ეგ მისაღებია როდესაც ადამიანს სურს გაეცნოს თოფს, გაიგოს მართლა ისაა რისი შეძენაც უნდა თუ გადაჭარბებულ იმედებს ამყარებს, შეიძლება პირიქით არც კი ეგონა თუ ეგეთი კარგი იყო მაგრამ შეჯიბრებისას ეგ მეთოდი არ გამოვა, ნუ ჩმა
ციტატა(tengo @ 24th June 2011 - 09:34 AM)

მაგრამ ისინი ვინც საპრიზო ადგილზე გავლენ ,მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენა ,ერთნაირი პირობების შექმნით რატომაა მიუღებელი ვერ გავიგე. სამი კაციდან გამოვლინდება ერთი უძლიერესი ,რომელიც სუპერ თასს აიღებს.
მაიცა ანუ შენ რას ამბობ 2-3 ეტაპიანი შეჯიბრება იყოს დავთქვათ ნახევარფინალში ვინც გავა ისინი ერთი თოფიდან და ერთ პირობებში ისროდნენ? ნუ ახლა მანდაც მთლად ვერ დავეთანხმები მაგ იდეას.
ახლა საქმე რაშია, ყველა მსროლელი თავის ჭკუაზე აყენებს თავის თოფს, ნათელი მაგალითი ჩემი და შენი შეუთანხმებლონა სასხლეტის სხვალზე და გამოკვრაზე.
მე მიმაჩნია რომრაღაც სვლა უნდა ჰქონდეს სასხლეტს, შემდეგ წამოედოს შეპტალოს დამერე უნდა გრძნობდე რომ მზად ხარ ცოტა მეტი ძალის დატანებაც და გაისვრი. ჩემი ყველა თოფი ეგრე მაქვს დაყენებული
შენს თოფებში რამდენადაც მახსოვს აყენებ სასხლეტს ისე რომ დიდი სვლა გაქვს პლავნი და რომელიღაც მომენტში ხდება გასროლა, პრაქტიკულად ერთ დონიანი დატვირთვა გაქვს მთელს სიგრძეზე.
მინიმუმ ეს ორი პონტი სხვადასხვა მსროლელს ერთი და იგივე თოფიდან არ მისცემს საშუალებას ერთნაირად ისროლონ. მაგალითად Jah-ის შტეირს რომ დავუბრუნდეთ, რამდენჯერაც ტირში გიოს შტეირიდან ვისროლე (ნუ ჰო ბოდიშით ყველასთან, ახლა ჩემი შტეირიდან

), იმდენჯერ დავაფიქსირე რომხშIრად უკონტროლო გასროლას ვაკეთებდი, იმიტომ რომ სასხლეტი ძალიან მგრძნობიარეთ ჰქოანდა JAh-ს დაყენებული. ეგეთ პირობებში მე ვერ წარმომიდგენია როდესაც გასროლას ვერ ვაკონტროლებ როგორ შეიძლება რაიმე სახის ჯგუფზე ან მიზანში მოხვედრაზე შეიძლება მქონდეს პრეტენზია.
სანამ ცოტათი არ შევცვალე სასხლეტი, მანამდე ვერ მოვახერხე 8 მილიმეტრიანი ჯგუფის გაკეთება. დავიჯერო სხვა ეგრევე პირველი ხელში დაჭერით მიიღებს შედეგს?
მეორე - ოპტიკა, ყველამ ვიცით რომ ზოგს წინ აქვს წაწეული, ზოგს უკან, რაფერ დავიჯერო რომ ყველასათვის მისაღები იქნება ერთის მიერ დაყენებული პარამეტრები და თუნდაც წუწუნის მიზეზი არ გახდება?
კონდახი! ესეც მაგარი სადავო თემაა. მოკლედ თუ თემა იქამდე დაიყვანე შენ შენს თოფს აზიხარ გასწორებულში ხარ და იმიტომ ატრაკებო, ყველანაირად ვეცდები რომ ეგ აზრი არ დამკვიდრდეს და ღმერთი რჯული ვისაც როგორც უნდა ვასროლინებ, მაგრამ არ მიმაჩნია ეს მართებულად იმედია მაქვს მე ამის უფლება.
მოკლედ აქ შეიძლება მოხდეს მაგალითად შემდეგი, ვთქვათ ვარ არაპატიოსანი მონაწილე და ვიცი რომ ჩემი თოფით სხვამაც უნდა ისროლოს, ავდგები და ისე დავაყენებ თოფს რომ ჩემთვის ვარჯისის შედმეგ ასე თუ ისე მისაღები იყოს სხვა ყველა კი დაიტანჯება მისი გამოყენებით. შედეგად წინასწარ ჩავიწყვე და გავიმყარე პოზიციები. ამ მაგაში ვხედავ მე პრობლემას. თოფი არის ჩვენთვის ისეთივე რაღაც რავარც .... ნუ რავარც რაღაც პერსონალური შტუკა, ნუ ტიპა ერთჯერადი შპრიცი, ერთჯერადი ჭიქა.... ნუ ახლა სიტყვა ერთჯერადზე კი ნუ გააკეთებთ აქცენტირებას, აქ მთავარს იმას ვამბობ რომ პერსონალურია თოფი და პერსონალურად ერთ კაცზეკონფიგურირდება....
gregory ციტატა(gregory @ 24th June 2011 - 11:40 AM)

ისე, ალბათ საინტერესო იქნება ცალკე კატეგორიების შეჯობრებები: ზდპ-თი, ბიუჯეტური პცპ-ებით და Hi კლასებს შორის რომ მოეწყოს.
მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი კატეგორია, PCP და ზ.დ.პ მორჩა, შეგვიძLიარაღაც ახალი გამოვიყენოთ , მაგრამ.....