![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
დილის 6 საათი, რეკავს მაღვიძარა და იწყება დილა, რომელსაც სამი თვე ველოდებოდით. ,,დიდი გასეირნება“ თემის ავტორი: ,,Masteroff” ორგანიზატორი: ,,ilariona” ![]() მონაწილეები: 1) ნორიკა 2) დავილ 3) დავითუსი 4) ჩზ80 5) გელა 6) გრიგოლიჩი 7) ილარიონა 8) თაზო (მონადირე) 9) ჟორჟიკა (ივრეი) 10) კოკა 11) კაკო 12) კაკო (ციხელა, არ არის დარეგისტრირებული) 13) იორამა დამსწრეები: 1) გრიგოლი 2) გოჩა ამ თემის ავტორმა სულ სხვა სული ჩაუდგა დიდ გასეირნებას, მიზნად ჰქონდა დასახული, თევზაობა, ქეიფი და სროლა! სიმართლეს გეტყვით ეს სამივე შესრულდა, მაგრამ სულ სხვა ინტერპრეტაციით. დავიწყებ იმით, რომ ჩატარდა პირველი აირგანის ჩემპიონატი ფართო მაშტაბით! ახლა კი გადავიდეთ თვით დღეზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ჩატარდა ჩემპიონატი. დილით 7:30 საათზე შევიკრიბეთ მარნეულის გადასახვევთან და ავიღეთ გეზი ბოლნისისკენ! ![]() სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, ბოლნისში შევჩერდით ცოტა ხნით და ეს სურათი მაშინ გადავიღეთ. ![]() შემდეგ ერთი ამოსუნთქვით მივედით დანიშნულების ადგილას. ხრამის ხეობას, რომ მიუახლოვდით წინ გამოჩნდა ულამაზესი ხედი, ორი მთის შუაში ჩამოედინება ხრამის მდინარე. სიმართლეს გეტყვით და გზა ცოტა შემაშინებელი იყო, მაგრამ ჩვენ მაგისთვისაც მზად ვიყავით, ოთხივე მანქანა ჯიპები იყო (ნუ ჩემი მანქანაც ვითომ ჯიპი იყო), ასე რომ პრობლემები არ შეგვქმნია. ჩავედით დანიშნულების ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება. ![]() პირველი რაც მოხდა ნორიკამ დაიადა ნაჯახი და გავარდა ტყეში, დიდი ტოტი უნდა მოეჭრა, რომ სამიზნეები დაგვემაგრებინა, ერთი საათი ტყიდან გამოდიოდა ნაჯახისა და ნორიკას ოხვრა, ბოლოს კოკაც მიეხმარა და საბოლოოდ დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ნაჯახი დაბლაგვდა, ტოტი მოიჭრა და ნორიკამ 4კგ დაიკლო. ამასობაში მე მომივიდა იდეა, ერთ თავისუფალ მაგიდაზე დაგვედო ყუთები და მიგვემაგრებინა სამიზნეები, ამ იდეამაც გაამართლა და ის ტოტი სულ ტყუილად იყო მოჭრილი. ამასობაში გაიშალა სუფრა დილის საუზმით (ყველი, პური, კიტრი, პომიდორი, ძეხვი, ვიჩინა) ეს რომ დაინახეს მონაწილეებმა, ეგრევე გაიქცნენ არყის ამოსაღებად და აი აქ ჩავრთე ჩემი ორგანიზატორული ნიჭი, ტკბილი საუბრით გადავაფიქრებინე დალევა (ჩემპიონატიდან მოხსნით დავემუქრე) ![]() ნუ იყო ჯუჯღუნი, ლაშამ თავისი ტექსტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა, რომ დაგვეხვრიტა და მიგვეგდო სადმე, მაგრამ გავუძელი შეტევებს და არ დავალევინე. ამასობაში დავიწყეთ ბანაკის გაწყობა, მიდიოდა კარვების გაშლა, თოფების აწყობა, ანკესების გადაყრა წყალში და რავიცი ათასი გასართობი რამ. ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე, და რავარც იქნა გაიშალა ბანაკიც. ![]() აქვე დავამატებ იმას, რომ სანამ ბანაკი გაიშლებოდა კაკომ თავისი თოფი სამჯერ დაშალა და ააწყო. მგონი კროსმანის ფაბრიკაში აპირებს მუშაობის დაწყებას და ვარჯიშობს ![]() აი ისიც მომენტი საიდანაც დაიწყო ოპტიკების გასწორება და ეგრედ წოდებული ,,პრისტრელკა“ ![]() სურათზე კარგად ჩანს, დავითუსას მოფიქრებული ორი ჯოხი, რომელზეც მივამაგრეთ პარკის ნაჭრები და მაგით ვარკვევდით არის თუ არა ქარი იმ ადგილას სადაც ვისროდით. ნუ რთული გამოსაცნობი არაა და პირველი ოპტიკას ასწორებს ნორიკა, ![]() ![]() ![]() 20 წუთი ეჩალიჩებოდა თავის ოპტიკას, თან იძახდა რომ ვერ ვასწორებო, ყელში რომ ამოგვივიდა მისი საქციელი და მილიციის მეშვეობით ვაპირებდით მოედნიდან გაძევებას, წამოიძახა ევრიკაოოო და დააყოლა, რომ გავასწორეო, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. სადღაც საათნახევარი მაინც გრძელდებოდა ამ ოპტიკების სწორება. პირველად ვნახე როგორ ასწორებენ მეგრელები ოპტიკას (კაკო არ გეწყინოს) ოთხი ბრუნი ზევით, ოთხი ბრუნი გვერდით და ოპტიკა გასწორებულია ![]() და აი ისიც, ჩემპიონატის დაწყება, პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ჯგუფების კეთებაში, მონაწილეს ეძლეოდა ოთხი სამიზნე და 20 ტყვია, თითო სამიზნეზე უნდა ესროლა 5 ტყვია. მანძილი 50 მეტრი. პირველი მონაწილე ძნელი გამოსაცნობი არაა და ისევ ნორიკაა, სასროლი პოზიცია დაიკავა და ოი რა გაიგო ნორიკას ყურებმა, თურმე იარაღის ბალიშით გამაგრება ხდება მხოლოდ ცვო-ს მხრიდან და კონდახი კი ხელით უნდა გაამაგრო ![]() სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო მონაწილეს მიეცა სულ ხუთი წუთი 20 გასროლაზე, რაც მიმაჩნია ძალზედ ცოტა და ეს პირველი მინუსი ორგანიზატორის, რომ ვერ გათვალა ასეთი რამ. პირველ 6 მონაწილეს ვაკონროლებდი დროში და არ ვაძლევდი დაგვიანების საშუალებას, მერე ისე დავიღალე, რომ ბოლო მონაწილე მგონი მთელი 20 წუთი ისროდა და ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ესეც მეორე მინუსი. აქვე დავწერ იმასაც, რომ ძალზედ ბევრი ტყვია გაქრა, სურათებზე დააკვირდით და ზოგიერთ სამიზნეს ერთი ტყვია აკლია. მონაწილე თითქოსდა ისროდა და სამიზნეს ტყვია არ ჰქონდა მონახვედრი, გასაკვირია მაგრამ ფაქტია. ესეც ორგანიზატორის ბრალია, მაგაზე დაიწერა კიდეც, რომ მონაწილეს უნდა მიეცეს ზუსტი რაოდენობა ტყვიების და მის ახლოს ტყია არ უნდა ჭაჭანებდეს. ასე მოხდება კონტროლი თუ რამდენი ტყვია გაისროლა მონაწილემ. იყო ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მონაწილეს თოფი გაუვარდა და მერე ითხოვდა ახალი ტყვია მომეცითო, რა ჩემი ბრალია რომ თოფი გამივარდაო. რატომღაც ამაზე დავთანხმდით და მონაწილეს ეძლეოდა ახალი ტყვია, რომ განმეორებით ესროლა, რაც მიმაჩნია დიდ შეცდომათ!!! აუცილებლად მონაწილემ უნდა გააკონტროლოს საკუთარი შესაძლებლობები და სროლის დროს არ იყოს დაბნეული, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას. იარაღის გავარდნა არის დიდი მინუსი და მასეთი რამ უნდა ისჯებოდეს მსაჯის მხრიდან. როგორც ზევით დავწერე, ზოგიერთი ტყვია სამიზნეზე არ აღინიშნებოდა, მასეთ შემთხვევაში მონაწილეს ვაძლევდით საჯარიმო 70მმ-ს. ესეც რაღაც სასტიკ დასჯად მიმაჩნია, ფაქტიურად ვისაც დაავიწყდა სროლა ან და სამიზნეს ასცდა ტყვია, საერთოდ დაკარგა კონკურენტუნარიანობა. ქვემოთ ნაჩვენებ შედეგებში ჩანს, სადაც 70მმ წერია ესეიგი მის სამიზნეს ტყვია აკლდა. ესეც ჩემპიონატის შედეგი: 1) ნორიკა (აა510) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 27+28+34+33/4=30.5 2) გელა (ჰაცან ატ44) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 37+30+29+70/4=41.5 3) კოკა (დისკოვერი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 70+80+70+67/4=71 4) დავილი (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 22+70+70+39/4=50.25 5) თაზო (მონადირე) (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 15+25+25+39/4=26 6) ციხელა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 70+62+44+25/4=50.25 7) ილარიონა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 21+70+25+22/4=34.5 8) იორამა (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 25+24+24+70/4=35.75 9) დავითუსი (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 33+34+31+35/4=33.25 10) ჩზ80 (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 64+20+25+29/4=34.5 11) ჟორჟიკა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 23+16+29+48/4=29 12) კაკო (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 32+50+29+23/4=33.5 13) გრიგოლიჩი (აა510) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 22+36+29+24/4=27.75 შედეგებს თუ გადავხედავ ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებული გახდა თაზო (მონადირე). დამსახურებული მეორე ადგილი კი დაიკავა გრიგოლიჩმა, რაზეც მიიღო მშვენიერი საჩუქარიც. ნორიკას თოფით გრიგოლიჩმა ბევრად უკეთესი შედეგი გვაჩვენა და თანაც ისე, რომ ხმა არ ამოუღია ბავშვს. ვინაიდან ჯგუფების ჩემპიონატი გაიწელა და საღამო მოგვიახლოვდა და თანაც უკვე ყველა მაგარი მშივრები ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ქულების დაგროვების ჩემპიონატი ჩაგვეტარებიან ძალიან სწრაფად, სამიზნეების რაოდენობა შევზღუდეთ 2-დან 1-ზე და გასროლების რაოდენობაც 10-დან 5-ზე. აქ ყველაფერი მარტივია და არაფრის წერა არაა საჭირო, გამოვაქვეყნებ პირდაპირ სურათებს და ნათლად ჩანს გამარჯვებულიც და შედეგებიც. მანძილი დარჩა 50 მეტრი. დაიწყო სროლა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() არ დავმალავ და დავილისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს, შესაშური შედეგია და დამსახურებული ჩემპიონიც გახდა. აქვე შემოგთავაზებთ დაჯილდოვების ცერემონიასაც. ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულებიც გვყვავს, ვიტყოდი, რომ ძალზედ დაღლილები ვიყავით და თანაც ყველას გვშიოდა, გავიხედეთ და რას ვხედავთ, ჭამა-სმის მინისტრი (იორამა) წამოწოლილია ბუნებაში და თევზაობს, საკუთარ თავზე აღებული პურმარილი კი ხელუხლებელია. ![]() ![]() რას ვიზავდით, დავიწყეთ პურმარილის მზადება! აქვე დავამატებ, რომ ამინდი მთელი დღის მანძილზე იყო იდეალური, ნიავიც კი არ ჰქროდა! სურათებზეც ჩანს, რომ მზე კაშკაშებდა მთელი დღის მანძილზე. საღამოთი კი ჩემპიონატის დასროლებისთანავე დასცხო ძლიერმა წვიმამ და ძალზედ აგრილდა. რაღაც მხრივ ქეიფის ხასიათზედ დაგვაყენა მთელი დღის დასიცხულები. საღამოს შვიდი საათისთვის არნახული პურმარილი გვქონდა გაშლილი: მწვადი, ჩაქაფული, ყველი, კიტრი და პომიდორი ![]() რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, სანამ პირველი ყლუპი ალკოჰოლის დაილეოდა იქამდე ყველა იარაღი შენახული იყო და დალევის შემდეგ არც არავის არ ამოუღია სასროლად. ეს მართლაც დასაფასებელი საქციელი იყო. აქვე ქეიფის სურათებს გთავაზობთ: ![]() ![]() ![]() ![]() აი მოვიდა რეპორტის დასასრულიც და მგონი რომ სრულად გადმოგეცით იქ მომხდარი სიტუაცია. მინდა მონაწილეებსა და დამსწერეებს გთხოვოთ, თუ რამე გამომრჩა დაამატეთ და დაწერეთ კომენტის სახით. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, შეჯიბრისა და გასვლის მინუსები და პლუსებიც დავწეროთ. აქ დაწერილი ყველა ნიუანსი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი გასვლისთვის და დამიჯერეთ არავის არ ეწყინება თუ ბევრ მინუსებს ჩამოწერთ. პირიქით შემდგომში შევეცდებით ერთობლივად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები. ახლა კი დავყრი სურათებს, რომლებიც უბრალოდ გადაღებულია პაპარაცების მიერ. კეთილი სურვილებით თქვენი ილარიონი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ვააა ირარიონ ყოჩაღ შენ მომეწონა, ტესქტიც, კაია შემართებაც გაფორმებაც და მთავარია ის რომ შეჯიბრი პირველი!!! პირველი ასე თუ ისე ორგანიზებული შეჯიბრი შედგა. ახლა გამოცდილების გაზიარება და მეორე უფრო ჩამოყალიბებული შეჯიბრიც შეიძLება ![]() P.S. შემშურდა თეთრი შურით..... სამსახურის დედაც ჯეკ!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 289 რეგისტრ.: 12-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,317 ![]() |
საღოლ ილო, კარგი იყო. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ იმდღევანდელი ემოციების გადმოტანა არ შეიძლება და ვინც იქ არიყო ბოლომდე ვერ ჩაწვდება იმ ატმოსფეროს რაც ტრიალებდა! ბევრი რამ დასახვეწია, ბევრი საერთოდ შესაცვლელია და ა.შ. მთავარია ყველას მონდომება დაფასდა და ფანტასტიური გასვლა გამოვიდა ( არა ჩემი მოგების გამო ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 ![]() |
ყველაფერი მართლა ძალიან კარგი იყო ვყელას დიდი მადლობა განსაკუთრებით ილიას ამ გასვლის ორგანიზებისათვის.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#5
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
მალაძეც ![]() ეხლა ზედმეტი სურათები მოაცილე ამ პოსტს კიდევ ყველა სამიძNის სურათის დადება არ არის აუცილებელი, დადე ხოლმე საუკეთესოს და ქულების ჯამი ჯობია ტყულად იტვირთება ზედდმეტი სურათებით ფორუმი, ეგ ეგიძLია ემრრე ერთ არქივად დადო ცალკე ლინკად და ვისაც აინტერესესბ გადმოწეს ![]() ბევრი გიშრომია ხვალიუ ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#6
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
ციტატა(monadire. @ 20th June 2011 - 10:07 PM) ერთი ტყვიის დედა ვატირე თორე ლაშა უპირობო ჩემპიონი იყო როგორ გეკადრებათ ბატონო ![]() ![]() ციტატა(giorgi @ 20th June 2011 - 10:11 PM) ეხლა ზედმეტი სურათები მოაცილე ამ პოსტს არავითარი ზედმეტი სურათები აქ არ არის. სრული სურათია ნაჩვენები. ამ სურათების გამო თვალები მაქვს დათხრილი. ამის ატვირთვა შენ ადვლი საქმე ხომ არ გგონია ა? მთელი დღეა პიხ.გე მაქვს თვალწინ. უნამუსო შენ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#7
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 289 რეგისტრ.: 12-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,317 ![]() |
უიუიუუიუიუიუიუიუი, ეს რა წამომცდა, ქიხი, ქიხი.... ტუჩებზეთითებისმირტყმასმაილ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#8
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
მშვენივრად გაგიტარებიათ დრო,ყოჩაღ თქვენ. ინფოც ამომწურავია და ადგილიც კარგი მოგიძებნიათ. ისეთი კმაყოფილი დავრჩი ამ გვერდიდან რომ თითქოსდა მეც ვყოფილიყავი თქვენტან ერთად. ორგანიზატორს და რედაქტორსაც საღოლ ასეთი საინტერესო გასვლისთვის. მინდა ყველა გამარჯვებულს მიულოცო საპრიზო ადგილები, მაგრამ განსაკუთრებით ვულოცავ მომავალ ჩემპიონს, ნიკოლოზს. ნიკუშ, გამხდარიყავი ჩვენი პლანეტის ჩემპიონი. რაც შეეხება შენიშვნას : შეჯიბრების დროს ყოველთვის ჯობია რომ ერთ სამიზნეზე იყოს მხოლოდ ერთი ტყვია.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#9
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD ![]() |
ნებისმიერი კაი გასვლა თუნდაც ესეთი კარგი რეპორტებისთვის ღირს!!! საღოლ ილია მაგარია ![]() ციტატა(ilariona @ 20th June 2011 - 10:14 PM) ასე რომ ჩემპიონი მე უნდა ვყოფილიყავი მერე მე დამიწყებს ჯუჯღუნებო :P ვაირაუხი ბიპოდით რო არ ყოფილიყო კარგად ჩანს ამ სურათებზე ვინც გაიმრჯვებდა :P
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#10
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 467 რეგისტრ.: 13-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: RUSTAVI წევრი №: 642 ![]() |
გაიხარე ილო. ჯიგრიანი რეპორტია. ამაზე მეტის სიტყვით გადმოცემა ძნელია. მადლობა გასვლის ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ ყველამ თავისებურად ჩადო გული შეჯიბრ-გართობაში და საბოლოო ჯამში ლამის დღემდე მომყვება ის დადებითი ემოცია. აქ დაიწერა უკვე ტექნიკურ ხარვეზებზე და გამოსწორების გზებზე, მე კი ერთ რამეს ვიტყვი-არაყის მაგივრად ღვინო უნდა წაგვეღო, იმიტო რო ქართველები ვართ და ღვინით ქეიფის ეშხი სულ სხვაა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#11
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 289 რეგისტრ.: 12-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,317 ![]() |
ციტატა(davil @ Jun 20 2011, 11:01 PM) გაიხარე ილო. ჯიგრიანი რეპორტია. ამაზე მეტის სიტყვით გადმოცემა ძნელია. მადლობა გასვლის ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ ყველამ თავისებურად ჩადო გული შეჯიბრ-გართობაში და საბოლოო ჯამში ლამის დღემდე მომყვება ის დადებითი ემოცია. აქ დაიწერა უკვე ტექნიკურ ხარვეზებზე და გამოსწორების გზებზე, მე კი ერთ რამეს ვიტყვი-არაყის მაგივრად ღვინო უნდა წაგვეღო, იმიტო რო ქართველები ვართ და ღვინით ქეიფის ეშხი სულ სხვაა ![]() 100 % ღვინოსთან და ადგილთან დაკავშირებით!
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#12
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 481 რეგისტრ.: 10-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 359 ![]() |
მალადეც ილარიონ 10+ კაი პოსტია კაი ტექსტი საღოლ
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#13
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 806 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 147 ![]() |
ძალინ მაგარია!!! მთავარია პირველი ჩემპიონატი ჩატარდა და აწი ყველაფერი ნელნელა დაიხვეწება. ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#14
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 ![]() |
კარგია დიდი სტაგნაციის მერე ეს ნამდვილად საჭირო იყო, კიდევ ბევრი ასეთი დღეები მოწყობილიყოს და განვითარებულიყოს ეს ჩვენი გასართობი, გამარჯვებულეს ვულოცავ და ორგანიზატორს კი დიდი მადლობა ამ ყველაფრის მოწყობისათვის, მე არ ვიყავი მაგრამ ვათვალიერებდი და მსიამუვნებდა ამის ყურება, სპორტული აზარტი და შეჯიბრის ჟინი მომივიდა ![]() ადგილი ძალიან კარგი ჩანს დაიჭირეთ რამე ??
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#15
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 654 რეგისტრ.: 11-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 14 ![]() |
დაგასარევი დრო გიტარებიათ, ვწუხვარ რო ვერ მოვახერხე წამოსვლა კარგია შეჯიბრებისთვისაც რო მოგიბიათ თავი, მაგრამ შედეგებმა ძაან გამაკვირვა, რავიცი ზოგზოგიერთებს რო კითხო ლამის 7-8 მმ ჯგუფებს აკეთებენ 50 მეტრზე და აქ რასაც ვუყურებ 20 მმ ნაკლები ჯგუფი თითოოროლას თუ ქონდა. თან როგორც ვატყობ ქარი არ ქროდა და კარგი სასროლი პოზიციაც იყო. მოკლედ არ ვიცი რა ვიფიქრო
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#16
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 11,796 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 8 ქალაქი:Tbilisi ![]() |
ციტატა(ilariona @ 20th June 2011 - 11:14 PM) არავითარი ზედმეტი სურათები აქ არ არის. სრული სურათია ნაჩვენები. ამ სურათების გამო თვალები მაქვს დათხრილი. ამის ატვირთვა შენ ადვლი საქმე ხომ არ გგონია ა? მთელი დღეა პიხ.გე მაქვს თვალწინ. უნამუსო შენ ებიჯო ამ მეგრელის 3 ცალი ფოტო თან ერთნაირი რათ გვინდა ჰა? ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#17
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
ციტატა(giorgi @ 21st June 2011 - 12:22 AM) ებიჯო ამ მეგრელის 3 ცალი ფოტო თან ერთნაირი რათ გვინდა ჰა? უიიი, მაგას კი აღარ დავაკვირდი ![]() ![]() ochopintre ის რვა მილიმეტრი იყო როდესაც თოფი ფიქსირდებოდა ორივე მხირადნ და ფაქტიურად თოფის რესურსი მოწმდებოდა და არა მსროლელის. აქ კი თოფს ვაფიქსირებდით ცვო-ს მხირადნ და კონდახი კი ხელით უნდა გაგვემაგრებინა. სულ ესაა 20 მმ-ის სეკრეტი ![]() მგონია, რომ შედეგები პირიქით მაგარია.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#18
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Super Moderator პოსტები: 4,125 რეგისტრ.: 10-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 158 ქალაქი:თბილისი ![]() |
საღოლ ილო..საკაიფო რეპორტი მიეცი ![]() ისე უფრო მეტ ფოტოებს ველოდი,მარტო ნორიკას აიფონით იმდენი ფოტოები ვიღე ბახუსმოკიდებული სახეების რო ეგენიც გაასწორებდა რო დაგედო ![]() ![]() ციტატა(ilariona @ 20th June 2011 - 09:36 PM) ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე ![]() ![]() მაგარი გასვლა იყო მთლიანობაში, მაგარი ემოციებით ავივსე ![]() ![]() მადლობა ყველა მონაწილეს,ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა თემის ავტორს და ორგანიზატორს ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#19
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,224 რეგისტრ.: 15-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 577 ქალაქი:რუსთავი ![]() |
არა რააა, რაც კარგია კარგიაა, ამ რეპორტს როპმ ვკითხულობდი ისევ ის ემოცია მქონდა, თითქოს ისევ იქ ვიყავიო ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#20
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 600 რეგისტრ.: 31-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zimbabve წევრი №: 755 ![]() |
კაი ჩამოყალიბებული რეპორტია მშვენიერი ფოტო მასალით დაეტყო ფორუმს სიცოცხლე ,ეს ერთი და ბევრი კარგი კიდევ მომავალში და წარმატებები რათქმაუნდა.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th April 2025 - 10:48 PM |
Hosted by Pro-Service |