,,დიდი გასეირნება“
თემის ავტორი: ,,Masteroff”
ორგანიზატორი: ,,ilariona”

მონაწილეები:
1) ნორიკა
2) დავილ
3) დავითუსი
4) ჩზ80
5) გელა
6) გრიგოლიჩი
7) ილარიონა
8) თაზო (მონადირე)
9) ჟორჟიკა (ივრეი)
10) კოკა
11) კაკო
12) კაკო (ციხელა, არ არის დარეგისტრირებული)
13) იორამა
დამსწრეები:
1) გრიგოლი
2) გოჩა
ამ თემის ავტორმა სულ სხვა სული ჩაუდგა დიდ გასეირნებას, მიზნად ჰქონდა დასახული, თევზაობა, ქეიფი და სროლა! სიმართლეს გეტყვით ეს სამივე შესრულდა, მაგრამ სულ სხვა ინტერპრეტაციით.
დავიწყებ იმით, რომ ჩატარდა პირველი აირგანის ჩემპიონატი ფართო მაშტაბით!
ახლა კი გადავიდეთ თვით დღეზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ჩატარდა ჩემპიონატი.
დილით 7:30 საათზე შევიკრიბეთ მარნეულის გადასახვევთან და ავიღეთ გეზი ბოლნისისკენ!

სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, ბოლნისში შევჩერდით ცოტა ხნით და ეს სურათი მაშინ გადავიღეთ.

შემდეგ ერთი ამოსუნთქვით მივედით დანიშნულების ადგილას.
ხრამის ხეობას, რომ მიუახლოვდით წინ გამოჩნდა ულამაზესი ხედი, ორი მთის შუაში ჩამოედინება ხრამის მდინარე. სიმართლეს გეტყვით და გზა ცოტა შემაშინებელი იყო, მაგრამ ჩვენ მაგისთვისაც მზად ვიყავით, ოთხივე მანქანა ჯიპები იყო (ნუ ჩემი მანქანაც ვითომ ჯიპი იყო), ასე რომ პრობლემები არ შეგვქმნია.
ჩავედით დანიშნულების ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება.

პირველი რაც მოხდა ნორიკამ დაიადა ნაჯახი და გავარდა ტყეში, დიდი ტოტი უნდა მოეჭრა, რომ სამიზნეები დაგვემაგრებინა, ერთი საათი ტყიდან გამოდიოდა ნაჯახისა და ნორიკას ოხვრა, ბოლოს კოკაც მიეხმარა და საბოლოოდ დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ნაჯახი დაბლაგვდა, ტოტი მოიჭრა და ნორიკამ 4კგ დაიკლო. ამასობაში მე მომივიდა იდეა, ერთ თავისუფალ მაგიდაზე დაგვედო ყუთები და მიგვემაგრებინა სამიზნეები, ამ იდეამაც გაამართლა და ის ტოტი სულ ტყუილად იყო მოჭრილი.
ამასობაში გაიშალა სუფრა დილის საუზმით (ყველი, პური, კიტრი, პომიდორი, ძეხვი, ვიჩინა) ეს რომ დაინახეს მონაწილეებმა, ეგრევე გაიქცნენ არყის ამოსაღებად და აი აქ ჩავრთე ჩემი ორგანიზატორული ნიჭი, ტკბილი საუბრით გადავაფიქრებინე დალევა (ჩემპიონატიდან მოხსნით დავემუქრე)

ნუ იყო ჯუჯღუნი, ლაშამ თავისი ტექსტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა, რომ დაგვეხვრიტა და მიგვეგდო სადმე, მაგრამ გავუძელი შეტევებს და არ დავალევინე.
ამასობაში დავიწყეთ ბანაკის გაწყობა, მიდიოდა კარვების გაშლა, თოფების აწყობა, ანკესების გადაყრა წყალში და რავიცი ათასი გასართობი რამ. ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე, და რავარც იქნა გაიშალა ბანაკიც.

აქვე დავამატებ იმას, რომ სანამ ბანაკი გაიშლებოდა კაკომ თავისი თოფი სამჯერ დაშალა და ააწყო. მგონი კროსმანის ფაბრიკაში აპირებს მუშაობის დაწყებას და ვარჯიშობს

აი ისიც მომენტი საიდანაც დაიწყო ოპტიკების გასწორება და ეგრედ წოდებული ,,პრისტრელკა“

სურათზე კარგად ჩანს, დავითუსას მოფიქრებული ორი ჯოხი, რომელზეც მივამაგრეთ პარკის ნაჭრები და მაგით ვარკვევდით არის თუ არა ქარი იმ ადგილას სადაც ვისროდით.
ნუ რთული გამოსაცნობი არაა და პირველი ოპტიკას ასწორებს ნორიკა,



20 წუთი ეჩალიჩებოდა თავის ოპტიკას, თან იძახდა რომ ვერ ვასწორებო, ყელში რომ ამოგვივიდა მისი საქციელი და მილიციის მეშვეობით ვაპირებდით მოედნიდან გაძევებას, წამოიძახა ევრიკაოოო და დააყოლა, რომ გავასწორეო, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. სადღაც საათნახევარი მაინც გრძელდებოდა ამ ოპტიკების სწორება. პირველად ვნახე როგორ ასწორებენ მეგრელები ოპტიკას (კაკო არ გეწყინოს) ოთხი ბრუნი ზევით, ოთხი ბრუნი გვერდით და ოპტიკა გასწორებულია

და აი ისიც, ჩემპიონატის დაწყება,
პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ჯგუფების კეთებაში,
მონაწილეს ეძლეოდა ოთხი სამიზნე და 20 ტყვია, თითო სამიზნეზე უნდა ესროლა 5 ტყვია.
მანძილი 50 მეტრი.
პირველი მონაწილე ძნელი გამოსაცნობი არაა და ისევ ნორიკაა,
სასროლი პოზიცია დაიკავა და ოი რა გაიგო ნორიკას ყურებმა, თურმე იარაღის ბალიშით გამაგრება ხდება მხოლოდ ცვო-ს მხრიდან და კონდახი კი ხელით უნდა გაამაგრო

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო მონაწილეს მიეცა სულ ხუთი წუთი 20 გასროლაზე, რაც მიმაჩნია ძალზედ ცოტა და ეს პირველი მინუსი ორგანიზატორის, რომ ვერ გათვალა ასეთი რამ.
პირველ 6 მონაწილეს ვაკონროლებდი დროში და არ ვაძლევდი დაგვიანების საშუალებას, მერე ისე დავიღალე, რომ ბოლო მონაწილე მგონი მთელი 20 წუთი ისროდა და ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ესეც მეორე მინუსი.
აქვე დავწერ იმასაც, რომ ძალზედ ბევრი ტყვია გაქრა, სურათებზე დააკვირდით და ზოგიერთ სამიზნეს ერთი ტყვია აკლია. მონაწილე თითქოსდა ისროდა და სამიზნეს ტყვია არ ჰქონდა მონახვედრი, გასაკვირია მაგრამ ფაქტია. ესეც ორგანიზატორის ბრალია, მაგაზე დაიწერა კიდეც, რომ მონაწილეს უნდა მიეცეს ზუსტი რაოდენობა ტყვიების და მის ახლოს ტყია არ უნდა ჭაჭანებდეს. ასე მოხდება კონტროლი თუ რამდენი ტყვია გაისროლა მონაწილემ. იყო ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მონაწილეს თოფი გაუვარდა და მერე ითხოვდა ახალი ტყვია მომეცითო, რა ჩემი ბრალია რომ თოფი გამივარდაო. რატომღაც ამაზე დავთანხმდით და მონაწილეს ეძლეოდა ახალი ტყვია, რომ განმეორებით ესროლა, რაც მიმაჩნია დიდ შეცდომათ!!! აუცილებლად მონაწილემ უნდა გააკონტროლოს საკუთარი შესაძლებლობები და სროლის დროს არ იყოს დაბნეული, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას. იარაღის გავარდნა არის დიდი მინუსი და მასეთი რამ უნდა ისჯებოდეს მსაჯის მხრიდან.
როგორც ზევით დავწერე, ზოგიერთი ტყვია სამიზნეზე არ აღინიშნებოდა, მასეთ შემთხვევაში მონაწილეს ვაძლევდით საჯარიმო 70მმ-ს. ესეც რაღაც სასტიკ დასჯად მიმაჩნია, ფაქტიურად ვისაც დაავიწყდა სროლა ან და სამიზნეს ასცდა ტყვია, საერთოდ დაკარგა კონკურენტუნარიანობა. ქვემოთ ნაჩვენებ შედეგებში ჩანს, სადაც 70მმ წერია ესეიგი მის სამიზნეს ტყვია აკლდა.
ესეც ჩემპიონატის შედეგი:
1) ნორიკა (აა510)





შედეგი: 27+28+34+33/4=30.5
2) გელა (ჰაცან ატ44)





შედეგი: 37+30+29+70/4=41.5
3) კოკა (დისკოვერი)





შედეგი: 70+80+70+67/4=71
4) დავილი (მარადიორი)





შედეგი: 22+70+70+39/4=50.25
5) თაზო (მონადირე) (HW100)





შედეგი: 15+25+25+39/4=26
6) ციხელა (HW100)





შედეგი: 70+62+44+25/4=50.25
7) ილარიონა (HW100)





შედეგი: 21+70+25+22/4=34.5
8) იორამა (მარადიორი)





შედეგი: 25+24+24+70/4=35.75
9) დავითუსი (მარადიორი)





შედეგი: 33+34+31+35/4=33.25
10) ჩზ80 (HW100)





შედეგი: 64+20+25+29/4=34.5
11) ჟორჟიკა (HW100)





შედეგი: 23+16+29+48/4=29
12) კაკო (მარადიორი)





შედეგი: 32+50+29+23/4=33.5
13) გრიგოლიჩი (აა510)





შედეგი: 22+36+29+24/4=27.75
შედეგებს თუ გადავხედავ ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებული გახდა თაზო (მონადირე).
დამსახურებული მეორე ადგილი კი დაიკავა გრიგოლიჩმა, რაზეც მიიღო მშვენიერი საჩუქარიც.
ნორიკას თოფით გრიგოლიჩმა ბევრად უკეთესი შედეგი გვაჩვენა და თანაც ისე, რომ ხმა არ ამოუღია ბავშვს.
ვინაიდან ჯგუფების ჩემპიონატი გაიწელა და საღამო მოგვიახლოვდა და თანაც უკვე ყველა მაგარი მშივრები ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ქულების დაგროვების ჩემპიონატი ჩაგვეტარებიან ძალიან სწრაფად, სამიზნეების რაოდენობა შევზღუდეთ 2-დან 1-ზე და გასროლების რაოდენობაც 10-დან 5-ზე.
აქ ყველაფერი მარტივია და არაფრის წერა არაა საჭირო, გამოვაქვეყნებ პირდაპირ სურათებს და ნათლად ჩანს გამარჯვებულიც და შედეგებიც.
მანძილი დარჩა 50 მეტრი.
დაიწყო სროლა.













არ დავმალავ და დავილისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს, შესაშური შედეგია და დამსახურებული ჩემპიონიც გახდა.
აქვე შემოგთავაზებთ დაჯილდოვების ცერემონიასაც.
ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულებიც გვყვავს, ვიტყოდი, რომ ძალზედ დაღლილები ვიყავით და თანაც ყველას გვშიოდა, გავიხედეთ და რას ვხედავთ, ჭამა-სმის მინისტრი (იორამა) წამოწოლილია ბუნებაში და თევზაობს, საკუთარ თავზე აღებული პურმარილი კი ხელუხლებელია.


რას ვიზავდით, დავიწყეთ პურმარილის მზადება!
აქვე დავამატებ, რომ ამინდი მთელი დღის მანძილზე იყო იდეალური, ნიავიც კი არ ჰქროდა! სურათებზეც ჩანს, რომ მზე კაშკაშებდა მთელი დღის მანძილზე. საღამოთი კი ჩემპიონატის დასროლებისთანავე დასცხო ძლიერმა წვიმამ და ძალზედ აგრილდა.
რაღაც მხრივ ქეიფის ხასიათზედ დაგვაყენა მთელი დღის დასიცხულები.
საღამოს შვიდი საათისთვის არნახული პურმარილი გვქონდა გაშლილი: მწვადი, ჩაქაფული, ყველი, კიტრი და პომიდორი

რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, სანამ პირველი ყლუპი ალკოჰოლის დაილეოდა იქამდე ყველა იარაღი შენახული იყო და დალევის შემდეგ არც არავის არ ამოუღია სასროლად.
ეს მართლაც დასაფასებელი საქციელი იყო.
აქვე ქეიფის სურათებს გთავაზობთ:




აი მოვიდა რეპორტის დასასრულიც და მგონი რომ სრულად გადმოგეცით იქ მომხდარი სიტუაცია.
მინდა მონაწილეებსა და დამსწერეებს გთხოვოთ, თუ რამე გამომრჩა დაამატეთ და დაწერეთ კომენტის სახით.
კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, შეჯიბრისა და გასვლის მინუსები და პლუსებიც დავწეროთ.
აქ დაწერილი ყველა ნიუანსი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი გასვლისთვის და დამიჯერეთ არავის არ ეწყინება თუ ბევრ მინუსებს ჩამოწერთ. პირიქით შემდგომში შევეცდებით ერთობლივად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები.
ახლა კი დავყრი სურათებს, რომლებიც უბრალოდ გადაღებულია პაპარაცების მიერ.
კეთილი სურვილებით თქვენი ილარიონი.





















