GEOSTM ციტატა(GEOSTM @ 11th April 2011 - 08:49 PM)

მეგობრებო მივიღე მონაცემები მაგრამ სანამ არ დამტკიცდება არ არის რეკომენდირებული საჯაროდ გამოქვეყნებისთვისო
ნუ ეგ გასაგებია რომ ხელ-ფეხი შებორკილი გაქვს. მე თვითონ მაგ კანონპროექტია, თუ სტანდარტის ჩამომყალიბლებლის ვერ გამიგია. უკვე მერამდენედ ისმის რომ არ არის რეკომენდირებული საჯაროდ გამოქვეყნდესო. მიჩნდება კითხვა რატომ?
ანუ ახლა კლაოზნიკობას არ ვჩალიჩობ მაგრამ ეგრევე მიჩნდება რამდენიმე სავარაუდო პასუხი:
1) ძალიან საშინელი განონია და სანამ ხელი არ მოეწერება არავის უნდა რომ გახმაურდეს და დამტკიცებამდე პროექტი ჩავარდეს, ენდ ჯერ მიუღებელი უკვე გადასაკეთებელი გახდეს საზოგადოების ზეწოლის გამო
2) იმდენად აბდაუბდა წერია, რომ უტყდებათ გამოჩენა, როდესაც დამოწმდება, მერე თუ ვინმე წაიწუწუნებს, იტყვიან, თავის დროზე რატომ არ აქტიურობდითო..
3) და ასე შედმეგ.
მომკალით და არ მესმის ის რაც საჯაროა, რატომ უნდა იყოს დამალული? მე მართლა მიჩნდება ეჭვი რომ არა მომხმარებელზე ორიენტირებული პუნქტებია და ამიტომ, აიძულებენ ყველას დამალონ ეს პროექტი. თორემ ნორმალურ სიტუაციაში, რა უნდა იყოს საშიIშ, წაიკითხა ადამიანმა და პირიქით შემგთავაზებს ამა თუ იმ ცვლილებას, ან ორივე ხელით და ორივე ფეხით გეთანხმება...
თუ რაიმე ისეთი თქვა ადამიანმა რაც არასწორია, არგუმენტირებულად მისწერ არა ეგრე არაა ასე უნდა იყოს, ამისა და ამის გამო, მაგრამ ფაქტია მანდ რაღაც ისეთი წერია, რაზეც ადამიანს კითხვა გაუჩნდება და ადეკვატური არგუმენტის მოყვანა მის შემქმნელს არ შეეძლება.
ვშიშობ მანქანის დაბურული მინებივით იქნება, ჯერ ყველას აფხეკინეს და გააფუჭებინეს მინები, მერე კიდევ - ვუი, ვუი ვერ გავითვალისწინეთ და ეგრე კი არა მოდით უკანა მინებს არ შევეხოთო... იგივე მანქანის მწარმოებლებისთვის ეკითხათ გამოდის თუ არა სიტყვაზე ML-ი რომელსაც უკანა მინები არ აქვს დაბურული, ან საერთოდ ქარხანა, ან სხვა ფირმა უშვებს უარა უკანა კარებისთვის დაუბურავ მინას. დეფაქტო რომ დადგნენ, რომ თურმე ეგეთი მინები ბუნებაში არ არსებობს და მარტო საქართველოში აჯაზებენ ვითომ და სერიოზული ექსპერტები...
ახლა აღმოვჩნდებით ფაქტის წინაშე რომ 7.5-ზე მეტი არა და კაციშვილს არ უკითხავს BR და FT სპორტულ შეჯიბრებაში თურმე რომ 24 ჯოულიანი ვერსიაა საჭირო. ჩავკლავთ ჩანასახშივე სპორტის სახეობას (ნადირობაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ, 7.5 ჯოულით ბეღურას თუ წაუწკლიპურტებ, ტკენითაც არ ეტკინება არაფერი), სამაგიეროდ ვიღაც ქულებს დაიწერს, აგერ სტანდარტი შევქმენი და ექსპერტი ვარო... დასანანია ასეთ ფაქტებს რომ ვაწყდებით...
ეეეხ... ნეტა რაიმე კაი მოჰქონდეს, ამ ჩემ ლაყბობას.