დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური იარაღის შემოტანის აკრძალვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 2nd April 2011 - 03:34 PM) *
ჩვენი თანამოაზრეები რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით?

იმას რომ მინდა ბევრი რამის დაწერა, უფროსწორედ რომ ამოვიღო თავიდან და დადავდო, მაგრამ დადება არ გამოდის, დაწერა უნდა, დაწერით კი იმდენი გამოვა რომ მაგას არავინ წაიკითხავს, არც დღეს და არც ორშაბათს.

მე მგონი ჯობია შეხვედრა და ადგილზე ყველაფრის გავლა. აქ ბევრი რამის წერა მინდა, მაგრამ შენი პოსტი, ჩემი პოსტი, კიდევ სხვა ჩაერთვება უცებ რაღაც რომ გაახსენდება იმით და ბოლოს ისეთი კროს გადაკვეთა იქნება რომ ჩვენთვითონ ვერაფერს გავიგებთ და ამ ხალხს საერთოდ დავაბნევთ.


GEOSTM
ციტატა(GEOSTM @ 2nd April 2011 - 02:25 PM) *
"The muzzle of a firearm is the end of the barrel from which the projectile will exit." ამიხსნით ?

დიდი სიამოვნებით ავხსნი, ამ ერთ წინადადებაზე ალბათ მინიმუმ 10 აბზაცის დაწერა შეიძლება smile.gif, მაგრამ ჯერ ერთი კითხვა მაქვს - საიდან არის ეს ამონარიდი?

სწორედ რომ იყოს ჩემი სიტყვები განმარტებული ავხსნი, კითხვა გამიჩნდა იმიტომ რომ აშკარად ჩანს ამ ტექსტში სიტყვა firearm რაც შეიძლება ამ კონკრეტულ კონტექტში დიდი დატვირთვას არ ატარებდეს, მაგრამ ამ ტექსტის გარდა თუ სხვა პუნქტებსაც იყენებთ იმ წყაროდან საიდანაც ეს ტექსტია ამოღებული, მივიღებთ კატასტროფულ შედეგს, როგორც კანონის კუთხით ასევე პნევმატიკის განვითარების კუთხით.

რაც შეეხება კონკრეტულად მოყვანილ წინადადებას - კონკრეტლად ამ წინადადებაში ხდება განმარტება რა არის muzzle, ეს არის ლულის ბოლო, თან ის მხარე რომლიდანაც გამოდის ჭურვი გასროლის შედმეგ და არა ის მხარე რომლიდანაც შედის ტყვია, ლულაში

კომუნიზმის გადამკიდე საქართველოში უფრო მიჩვეულია ყური რუსულ ტერმინს და იმედია ასე უფრო იოლი იქნება გაგება - შესასვლელს რუსულად ჰქვია "კაზიონნიკი", ხოლო muzzle ამ შემთხვევაში რაზეც არის საუბარი, არის "სრეზ სტვოლა" ან "კანეც სტვოლა". - ბოდიში გადახვევისთვის.

მე უბრალოდ ძალიან ძალიან მაშინებს ტერმინი The muzzle of a firearm - ანუ სუფთად ითარგმნება ცეცხლსასროლის ლულის ბოლო, ერთი შეხედვით დიდი რა მოხდა , ლულა-ლულაა და ცეცხლსასროლი იქნება თუ პნევმატიკა ორივეს ლულა ჰქვია. კი აფსოლუტურად მართალი იქნებით, მაგრამ დანარჩენ ტერმინებს და წინადადებებს გააჩნია, რადგანაც ეს წინადადება ცეცხლსასროლის ლულის კვეთას აღწერს, ესეიგი დანარჩენი ინფორმაციაც იმ წყაროში არის ცეცხლსასროლზე. ამან კი ბოლოს შეიძლება კურიოზები გამოიწვიოს.

შევეცდები ერთი კურიოზის მოყვანას. ადრე კანონში იარაღზე პნევმატიკაზე 2 ადგილში ეწერა

თავი V - მუხლი 12 - განყოფილება 1 -პუნქტი ზ:
1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;

თავი V - მუხლი 19 - განყოფილება 3
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია

ერთი შეხედვით ორივეგან 4.5 კალიბრზეა საუბარი,მაგრამ 2 ტერმინი ორივე წინადადებას სხვადასხვანაირად გვაკითხინებს:

პირველ ვარიანტში საუბარია - რომ არ შეიძლება გამოყენებული იყოს პნევმატური იარაღი რომლის კალიბრიც, 4.5-ზე მეტია, ანუ მაგალითად უკანონოდ ითვლება პნევმატური იარაღი რომლის კალიბრიცაა 4.51 შესაბამისად 4.50 ნებადართულია და ყველაფერი წესრიგშია.

მეორე ვარიანტში საუბარია - ნებართვა საჭიროა არაა იარაღზე რომლის კალიბრიც 4.5-ზე ნაკლებია, ანუ თუ კალიბრი არის 4.49 შეძენა შეიძლება, ხოლო თუ 4.5 გამოდის, მაშინ უკვე უკანონოა.

ნუ მესმის რომ მეტყვით სიტყვებზე მოდავებას რა აზრი აქვსო? კი მართალია ასე არ უნდა "ვმელაჩნიკობდე", მაგრამ ამ ერთი შეხედვით და უწყინარმა აცდენამ გამოიწვია ის რომ ზოკი კანონ აღმსრულებელი კითხულობდა პირველ პუნქტს ზოგი კი მეორეს, და პირველის გაგება არ უნდოდა. შედეგად ყოფილა სიტუაციები საბაჟოზე როდესაც მებაჟე ამტკიცებდა რომ 4.5 კალიბრის შემოტანა არ არის ნებადართული და საქონელი ჩამორთმევას ექვემდებარება.

ამასობაში ჩემს თავს უფლებას მივცემ და კიდევ ერთ საინტერესო ფაქვს დავძენ... 4.50 კალიბრი ვთქვათ დაშვებული იყო წინა კანონმდებლობით (ახლანდელ რედაქციაში საერთოდ არაფერი არაა აკრძალული, მაგრამ რატომღაც კითხულობენ რომ ნებადართული არაა, მიუხედავადიმისა რომ წესით საქართველოში მუშაობს დემოკრატიული პრინციპი - რაც აკრძალული არაა, ის ნებადართულია smile.gif მგონი ასე ჟღერს), მაგრამ კანონ დარღვევად ითვლებოდა პნევმატური ტყვიების შეძენა. იმიტომ რომ ხარისხიანი ტყვია მინიმუმ 1 მეასედით მეტია ვიდრე ლულის კალიბრი, იმისათვის რომ ლულაში ტყვიამ კალიბრაცია გაიაროს ჰაერი არ გამოაპაროს, თავის წინ და მიზანში შედეგიანად მოხვდეს.

შედეგად 4.5 კალიბრის პნევმატიკა ნებადართულია, მაგრამ მისი ხარისხიანი ტყვიები რომელივ მწარმოებლის მიერ იყიდება როგორც 4.51 ან 4.52 პრაქტიკუალდ აკრძალული გამოდის smile.gif, მესმის რომ სასაცილო სიტუაციაა, მაგრამ ფაქტს ვაწყდებით. გამოდის ან ყველა თურქულ უნიჭო ტყვიაზე უნდა გადავიდეს, რომელსაცგაისვრი წინ და ბიდოში შიტყვებზე ცუდი ხარისხის გამო უკანა ნალში მოგხვდება, ან ყველან კანონი უნდა დავარღვიოთ. მე როგორცკანონ მორჩილ ადამაინს არ მინდა კანონის დარღვევა, მაგრამ არ ის მინდა რომ კანონი იმდენად ხისტი იყოს რომ მინიმალურ გადახრებზე რასაც ადამიანი გაიგებს და გაიაზრებს ადამიანური ცობიერების გამო კანონმა ასევთქვათ "გაჭედოს" და არასასურველ ჯარიმამდე ან ციხის კარამდე მიგვიყვანოს.

აქყველას აქვს სურვილი კნონი კანონობდეს,პირიქით სხვებსაც მოვუწოდებთ რომ არ დაარღვიონ, მაგრამ კანონიც ადამიანს ჰუმანურად უნდა ექცეოდეს, თორემ დღეს დემოკრატიული სიტუაციის მაგივრად გვაქვს რუსული ვარიანტი - აკრძალულია ისიც კი რაც ნებადართულია smile.gif


GEOSTM
სამწუხაროდ სახელი არ ვიცი, რომ მოგმართოთ, მოკლედ ბატონო GEOSTM ალბათ შეამჩნევდით ვეებერთელა ტექსტი დავწერე, ბოდიშს ვიხდი ამხელა წერილისთვის. მაგრამ გარწმუნებთ სასაუბრო და დასაწერი გაცილებით მეტი გვაქვს, ფორუმელებსაც და კანონმდებლებსაც.

მაგალითად:
1) ენერგეტიკა
2) კალიბრები
3) სიჩქარეები
4) მუშაობის პრინციპები
5) ზღვარი ასაკის მიხედვით - ამ ფორუმზე ალბათ ბევრი დამეთანხმება რომ ზღვარი შემოსაღებია, მაგალიტად 4.5 კალიბრის იარაღი შეიძლება ბავშვისთვისაც იყოს წვდომაში მშობლის ზედამხედველობის, ან პასუხისმგებლობის შემთხვევაში, მაგრამ მეტი კალიბრი, მინიმუმ 18-21 წლამდე არ უნდა გაიცემოდეს. ამასობაში მართალია ჩემი პირადი აზრია, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საქართველოში იყოს ნებადართული მხოლოდ 4.5 კალიბრი. ჩვენ კანონში კიდევ ერთი უზუსტობა გვაქვს ამ კალიბრების გამო, კერძოდ:

საქართველოში როგორციქნა აღიარებულია რომ პნევმატიკით ნადირობა შეიძლება, მაგრამ სასაცილო სიტუაცია გვაქვს როდესაც 4.5 კალიბრზეა საუბარი. ნადირობისთვის მინიმუმ სასურველია 5.5 კალიბრი, ან მეტი (გააჩიია ნადავლს). ამასობაში ვხვდები რომ კალიბრის ზრდასთან ერთად იზრდება საშიშროება და საჭიროა უსაფრთხოების წესების გამკაცრება, შესაბამისად ამის დარეგულირება მართებულად მიმაჩნია და კარგი იქნება იგივე ლიცენზია თუ იქნება საჭირო როგორც ვტქვათ ცეცხლსასროლზე.

ანუ თუ გლუვლულიანით სანადიროდ დადიხარ და ლიცენზია გინდა როგორც იარაღისთვის ასევე ნადავლის მოსაპოვებლად, ასევე იყოს პნევმატიკაზე.

პატარა ექსკურსი თუ რატომ არის საჭირო მაღალი კალიბრი სანადიროდ. მონადირეებში და საერთოდ ნორმალურად საღად მოაზროვნე ადამიანში არ არის იმის მიდრეკილება რომ რაღაც უბრალოდ ჩამოაგდო ხიდან. დაჭრილი არსება გაიქცევა, არც მონადირესდარჩება და ბუნებასაც აკლდება. იმის გამო რომ 4.5 კალიბრს ენერგეტიკა არ ყოფნის სანადიროდ, ამიტომაცაა მსოფლიოში წვრილ არსებებზე სანადიროს 5.5 კალიბრი მიჩნეული.

თუმცა შეიძლება მე მაგალიტად ხვალ გამიჩნდეს შესაძლებლობა და 9 მილიმეტრიანი, ან 50კალიბრიანი პნევმატიკა შევიძინო (არ ვიცი საქმის კურსში ხართ თუ არა, მაგრამ პნევმატიკაში არის ასეთი კალიბრებიც), მართალია საქართველოში, არ არის არანაირი არსება რომელზეც შეიძლება ამ ტიპის იარაღით ნადირობა, მაგრამ ხომ შეიძლება კოლექციის აკრეფვა მსურდეს? რატომ უნდა დავარღვიო კანონი? ჯობია ლიცენზიით ან რაიმე დასარეგულირებელი მუხლით ოფიციალურად მქონდეს იარაღი შეძენილი და ისე ჩამოვკიდებ სახლში იარაღს კედელზე.

ნუ მესმის აქ ბევრი ნიუანსებია და ერთი ხელის მოსმით არ გადაწყდება ყველაფერი, ამ დიდი პროსტინა პოსტით სწორედ იმაზე მინდა ხაზის გასმა რომ ეს საკითხი ძალიან, ძალიან მგავალკუთხიანია და ერთი გადახედვით ან რომელიმე ერთი ქვეყნის კანონის უბრალო კოპირებით ვერ დარეგულირდება.
NASA
ვინ არის ეს კაცი???
koknar
NASA
სტანდარტიზაციისა და მეტრონომიის სამსახურის თანამშრომელია smile.gif ასე მგონია მე. ვითანამშრომლებთ და გვეშველება biggrin.gif მარა ჯაჯამ ისე დაწერა კიდე 1-2 წელი არ მოესწრება კანონის მიღება. ან ჯაჯას აიყვანენ სამსახურში მრჩევლათ და დააწერინებენ. ეგეც გვაწყობს მემგონი biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 2nd April 2011 - 05:22 PM) *
The muzzle of a firearm is the end of the barrel from which the projectile will exit


1. არსებობს ტერმინი muzzle energy-ი სავარაუდოდ ეს ვერ გადათარგმნეს , ენერგია გაიგეს მაგრამ სიტყვა muzzle გაუგებარი დარჩა, დასერჩეს და ამოაგდო ეს ფრაზა, ჰოდა მაინც რომ ვერ გაიგეს მერე იკითხეს.

ან

2. არის კიდევ სიტყვა muzzle braek ანუ ე.წ. მაყუჩივით "შტუკა" ლულაზე, რომელიც ჰაერის ნაკადის წასაკვეთად არის რომ პარაზიტულმა აირებმა არ გამოიწვიონ გასროლილი ტყვიის დესტაბილიზაცია, შეიძლება ეს ტერმინი შეხვდათ ისევ ვერ გაიგეს muzzle სიტყვა , Break ყველამ იცის , ამიტომ როცა დასერჩეს და ეგ წინადადება ამოაგდო გუგლმა საერთოდ უაზრობა გამოვიდა , რა გატეხვა რაის დამტვრევა smile.gif , და ისევ იკითხეს.

შეიძLება ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია , მაგრამ საქმე იმაშIა რომ როცა არ იცი კითხვა სირცხვილი არ არის.

ბატონო GEOSTM-ი მოხარული ვინქებით თუ მოხდება თქვენი და ჩვენი პირისპირ შეხვედრა რათა მსგავსი გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან და კანონი არ დამახინჯდეს, რომ მერე თავშI სასხლელი არ გახდეს ჩვენი მომავალი თაობის.
ja_ja
geojorjika
გადამრევ რა smile.gif, ისეთ ტერმინს მოიგონებ ხოლმე გადარევ ადამიანს :smile.gif
cz80
ციტატა(ja_ja @ 2nd April 2011 - 11:00 PM) *
გადამრევ რა , ისეთ ტერმინს მოიგონებ ხოლმე გადარევ ადამიანს :

არადა ამხელა პრეზიდენტი კაცი ტო...ნწუ ნწუ ნწუ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
master
თუ რომელიმე ქვეყნიდან, პნევმატური იარაღის შესახებ, კანონმდებლობის გადმოკოპირებაზეა (ან მიმსაგავსებული ვარიანტით გადმოტანაზე) საუბარი, მაშინ იმის გათვალისწინებით რომ საქართველო გერმანული სამართლის მიმდევარია, ქართველი კანონმდებელიც ალბად ძირითადად გერმანული კანონმდებლობით იხელმძღვანელებს. ეხლა მე არ ვიცი გერმანელებს რა კანონმდებლობა აქვთ პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით, მაგრამ არ იქნება ნამდვილად მისაღები, რომ იქედან მხოლოდ ნაგავი გადმოიღონ და აქ უარესი ნაგვით შეაჯერონ. ალბად საქართველოში ყველა პნევმო იარაღის მომხმარებელს, ერთი თხოვნა (შეიძლება მოთხოვნაც ვუწოდოთ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამის უფლება) გვექნება..... კანონმდებელმა, შეიმუშაოს ყველანაირად გამართული და საზოგადოებისათვის მისაღები მისაღები კანონპროექტი, (არა ისეთი როგორიც ახლანდელია). ჩვენმა ზემომყოფებმა დარწმუნებული ვარ კარგად იციან, რომ მოქალაქეების სახელმწიფოსადმი დამოკიდებულება, სწორედ კანონმდებლობასა, მის ნორმალურ მოქმედებაზე და იმაზეა დამყარებული თუ რაოდენ მისაღებია იგი მათთვის.
GEOSTM
ძალიან დიდი მადლობა!
ბევრის მხრიდან მხარდაჭერისთვის და უმცირესობისგან ირონიისთვის, მე ამას ირონიას არა უფრო დავარქმევდი იუმორს!


სიახლეებს შეგატყობინებთ
ilariona
GEOSTM

ისე და თქვენი მხრიდან ერთი სიტყვით მაინც ხომ ვერ აგვიხსნიდით საით მიდის ეს კანონი და საერთოდ რა გვიპირებთ? smile.gif

რამე ახალ სტანდარტებზეა საუბარი თუ ახალი კანონი უნდა დაიწეროს?

ნუ ეს ისე თუ საიდუმლო არ არის smile.gif
Jah
ციტატა(tedo @ 2nd April 2011 - 10:26 PM) *
მე არ ვიცი გერმანელებს რა კანონმდებლობა აქვთ პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით

სამაგიეროდ მე ვიცი... ზედმეტად მკაცრი.
giorgi05
usa ს კანონმდებლობა ყველაზე ლიბერალური და მისაღები, დემოკრატიის მაგალითი ბევრი ქვეყნისთვისsmile.gif
geojorjika
ციტატა(GEOSTM @ Apr 2 2011, 11:31 PM) *
ძალიან დიდი მადლობა!
ბევრის მხრიდან მხარდაჭერისთვის და უმცირესობისგან ირონიისთვის, მე ამას ირონიას არა უფრო დავარქმევდი იუმორს!


სიახლეებს შეგატყობინებთ


smile.gif
nihontoman
ციტატა(Jah @ Apr 2 2011, 11:39 PM) *
სამაგიეროდ მე ვიცი... ზედმეტად მკაცრი.

+1111

გერმანელების სამოქალაქო კოდექსიც გვეყოფა. იარაღის შესახებ კანონი უნდა იყოს უფრო ლიბერალური (ნაკლებ მარაზმატული) ვიდრე ევროპის ქვეყნებშია ზოგადად რა თქმა უნდა საქართველოსათვის მორგებით. უნდა იყოს დაშვებული ყველაფერი, შესაბამისი კონტროლით და არა უაზროდ აკრძალული.....
rekshet
ციტატა(nihontoman @ Apr 3 2011, 01:32 AM) *
საქართველოსათვის მორგებით. უნდა იყოს დაშვებული ყველაფერი, შესაბამისი კონტროლით და არა უაზროდ აკრძალული.....



+1
Jah
nihontoman
ახლა ვნახე შენი "საინეიჩა", ყველაფერი გასაგებია,
მარა targetmaster -ი რა საოიცნებოა??? smile.gif
kaka8079
მდა ეს თემა მიყრუვდა!არაფერი ისმის ჩვენსდა სასიკეთო?
master
ციტატა(giorgi05 @ Apr 2 2011, 10:45 PM) *
usa ს კანონმდებლობა ყველაზე ლიბერალური და მისაღები, დემოკრატიის მაგალითი ბევრი ქვეყნისთვისsmile.gif

ეგ მხოლოდ usa-ელების მიმართ არის გამოსადეგი, ისეთი ქვეყნებისათვის კი როგორიც საქართველოა, არამგონია ამერიკული-ლიბერალური კანონმდებლობა კარგი ვარიანტი იყოს, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვჭირდება ამისათვის. ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია იმდენი სამართლებრივი კულტურა, რომ ამერიკულამა კანონმდებლობამ გამართლუად იმუშაოს- ეს ზოგადად.
gela
ციტატა(master @ Apr 3 2011, 01:36 PM) *
ეგ მხოლოდ usa-ელების მიმართ არის გამოსადეგი, ისეთი ქვეყნებისათვის კი როგორიც საქართველოა, არამგონია ამერიკული-ლიბერალური კანონმდებლობა კარგი ვარიანტი იყოს, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვჭირდება ამისათვის. ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია იმდენი სამართლებრივი კულტურა, რომ ამერიკულამა კანონმდებლობამ გამართლუად იმუშაოს- ეს ზოგადად.


ახლა მე გული მიგრძნობს ამდენი წვალების შემდეგ ისეთი პროფესორობები და აზრთა ფრქვევა არ დაიდოს ფორუმზე რომ აქ მოღვაწე ჩვენი თანააირგანელების შრომა და ღვაწლი წყალში ჩავყაროთ და მერე საბოლოო ჯამში ისეთი კანონი მიიღონ რომ საერთოდ არაფერი გვკითხონ და თავში სახლელი და სადარდებელი გაგვიხდეს ჩვენი დაუფიქრებელი და გაუაზრებელი თუნდაც ერთი კომანტარიც კი, მშვენივრად იმუშავებს ამერიკული კანონმდებლობა პნევმატიკასტან დაკავშირებით საქართველოში და შეიძლება უკეთესადაც კი, (IMHO)
giorgi05
არ უნდა დაგვავიწყდეს რო 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და რაღაცა პრეტენზიებიც გვაქ როგორც ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების დახვეწა განვითარებაზე ამიტომ ვახსენე ამერიკის კანონმდებლობა პნევმატიურ იაღაღთან მიმართებაში თორე ამერიკელებს კანონები აქვთ ზოგადათ ისეთი სულელური რო გადააფურთხო ერთხელ რომელიღაც შტატში 5 წლიანს მოგცემენ და 3 ჯერ გადაფურთხება ერთათ შეგიძლია კანონით(ეს ისე პირობითათ მეზარება უცნაური კანონების ძებნა ეხლა)ისე რო რაც კარგი და მისაღები აქვთ ის უნდა იყოს მისაღები ქვეყნისთვის და არა მარტო მკაცრი და უაზრო შეზღუდვები ......არ უნდა დაზარალდეს მოქალაქეების ინტერესები უსაფრთხოებაც უნდა იყოს დაცული და ეს ყველაფერი სიმბიოზში უნდა იყოს კანონთან
WARNer brother
ხო ეგ კანონები მაგრები აქვთ ალაბამაში თუ ლიანდაგს მარილს მოაყრი სიკვდილით დაგსჯიან
master
ციტატა(gela @ Apr 3 2011, 12:44 PM) *
ახლა მე გული მიგრძნობს ამდენი წვალების შემდეგ ისეთი პროფესორობები და აზრთა ფრქვევა არ დაიდოს ფორუმზე რომ აქ მოღვაწე ჩვენი თანააირგანელების შრომა და ღვაწლი წყალში ჩავყაროთ და მერე საბოლოო ჯამში ისეთი კანონი მიიღონ რომ საერთოდ არაფერი გვკითხონ და თავში სახლელი და სადარდებელი გაგვიხდეს ჩვენი დაუფიქრებელი და გაუაზრებელი თუნდაც ერთი კომანტარიც კი, მშვენივრად იმუშავებს ამერიკული კანონმდებლობა პნევმატიკასტან დაკავშირებით საქართველოში და შეიძლება უკეთესადაც კი, (IMHO)

მე ვახსენე რომ ზოგადად, თორემ პნევმატიკასტან დაკავშირებით, გეთანხმები, ამან შეილება გაამრთლოს
nihontoman
ციტატა
nihontoman
ახლა ვნახე შენი "საინეიჩა", ყველაფერი გასაგებია,
მარა targetmaster -ი რა საოიცნებოა???


რავი აბა, ეს უფრო რეალობასტან ახლოს მდგარი ოცნებაა, თორე ისე ნაითფორსზეც არ ვიტყოდი უარს (ეგაა არა, რამდენიმე ათასი რომ ღირს biggrin.gif)


რაც ამრერიკულ კანონს შეეხება, არც მთლად მასეა საქმე. ე 200 წლის წინ მიღებული მოსამართლის გადაწყვეტილება რამდენად მოქმედია დღეს-დღესისობით, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ....

პნევმატიკასთან მიმართებაში კანონი უნდა იყოს ლიბერალური, კარგად გააზრებული და შესაბამისი დაცვის მექანიზმებით აღჭურვილი....
master
nihontoman +100
.......და მნიშვნელობა არ აქ რომელი ქვეყნის კანონმდებლობით იხელმძღვანელებენ ძირითადად.
NASA
ჩემი აზრით ყველანაირი პნევმატიკა უნდა იყოს დაშვებული და გფარკვეულ კატეგორიებზე შესაძლებელია ნებართვების დაწესება.
rekshet
ბიჭებო ახალი არაფერი ისმის ? sad.gif
foxi
ყველაფერი დღეს გაირკვევა. ჩემი მეგობარი უშუალოდ ესაუბრა სამინისტროს მაღალ ჩინოსანს. რომელმაც განაცხადა რომ დღეს იქნება მაგ კანონის განხილვა. ველით შედეგებს. ყველაფერს დავალაგებ აქ რასაც მოვიპოვებ მაგ კანონზე.
NASA
აბა თქვენ იცით ველოდებით სიახლეებს
WARNer brother
დღეს მგონი გვეშველება
Pancho
გაიხარე foxi,
როგორც კი რამეს გაიგებ იმ წუტას გაგვაგებინე wink.gif wink.gif wink.gif
nso
ჟდიომსსს smile.gif
aro-333
ჰა რამე გაირკვა ?
NASA
რაო რა ხდება ჩვენს თავს???
Hellados
ესე ადვილად რომ წყდებოდეს საკითხები ზევით რაღა გვიჭირდა
rekshet
ჰა.გაირკვა საქმე ?
rekshet
გადავრეკე წეღან საბაჯოზე და ვკიტხე ახალი რამე ისმის . არაო ჯერ არაფერი არ შეცვლილა 20.gif
ilariona
ხალხო ნუ გამაგიჟეთ, სად ცხოვრობთ, რომ კანონებში ცვლილებებს ელოდებითყოველ დღე?

მოითმინეთ და შეცვლიან ერთ წელიწადში ალბათ.
cz80
ციტატა(ilariona @ 5th April 2011 - 03:36 PM) *
მოითმინეთ და შეცვლიან ერთ წელიწადში ალბათ.

კაკ მინიმუმ ერთ წელიწადში biggrin.gif biggrin.gif
rekshet
ციტატა(ilariona @ Apr 5 2011, 03:36 PM) *
შეცვლიან ერთ წელიწადში ალბათ.


რავი აბა foxi ხო დაწერა რო მაგის მეგობარია ჩართულია მაგ საქმეში და წესით გუშინ უნდა გადაწყვეტილ იყო
NASA
მოკჯლედ რაზე .... ვართ ეხლა???
nso
რაზე ვართ და აი ეს არ უნდა დაეწერა ამ კაცს რა )))

ციტატა
ყველაფერი დღეს გაირკვევა. ჩემი მეგობარი უშუალოდ ესაუბრა სამინისტროს მაღალ ჩინოსანს. რომელმაც განაცხადა რომ დღეს იქნება მაგ კანონის განხილვა. ველით შედეგებს. ყველაფერს დავალაგებ აქ რასაც მოვიპოვებ მაგ კანონზე.
NASA
სამინისტროებში გავაგზავნეთო პროექტი და მიდის მუშაობაო სავარუდოდ 2 კვირა დაჭირდებაო კიდე.
masteroff
ვითომ გვეშველებაა რამეე? sad.gif
rekshet
ციტატა(NASA @ Apr 6 2011, 12:05 PM) *
სამინისტროებში გავაგზავნეთო პროექტი და მიდის მუშაობაო სავარუდოდ 2 კვირა დაჭირდებაო კიდე.




და ეგ ინფორმაცია ვინ მოგაწოდა ?
NASA
მეტროლოგიის სამსახურში თქვეს
rekshet
რავი არ მჯერა მაინც მაგდენი ლოდინის შემდეგ . კაკ მინიმუმ ამ თვის ბოლომდენ მემგონი რაგაც გამოჩდება
rekshet
ბიჩებო რა მაინტერესებს იცით შეზღუდულებში აირსოფტის თობებიც იყო ხო ? ახალი ამბავი გავიგე და გავარკვიე რო კანონში ცვლილება მოხდა და აირსოფტის თოფების შემოტანა უკვე შეიდზლება და წესით მათ შორის პნევმატიკაც არ უნდა იყოს ?
giorgi05
აირსოფტი და პნევმატიკა განსხვავდება ტექნიკური მახასიათებლებით სიძლიერით ,გამოყენების და დანიშნულების თვალსაზრისით პირველი უფრო სანადირო სპორტულია მეორე გასართობი და უსაფრთხო კალიბრით,ტყვით ,ძალით და ასე შემდეგ ერთი მსგავსება ისაა ორივე ისვრისsmile.gifმოკლეთ უფრო მარტივია აირსოფტის საკითხების გადაწყვეტა როგორც ჩანს და პნევმატიკის რთულიsmile.gif,
rekshet
ხოდა მეც მაგას ვამბობ რო აირსოფტი იყო აკრდზალულებში და როგორ მოხდა რო მაგის საქმე მოხერხდა და პნევმატიკის საკმე კი ადგილიდან არ ინდზრევა
NASA
GEOSTM
და ეგ კაცი სად არის ხო არაფერი გაგიგიათ მისგან?
rekshet
არა მაგ კაცზე არაფერი არ ისმის ..და კიდე პატარა ინფორმაცია მაქ ამ დღეებში მაგ პნევმატიკის საქმე გადაწყდება და მითხრეს რომ სულ ყველაფერი მკაცრად იქნება sad.gif sad.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.