დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პნევმატური იარაღის შემოტანის აკრძალვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12
masteroff
თქვენი სიტყვები აქ არაფერ შუაშუა, ის რომ ყველა კანონში ხარვეზია ეგ ფაქტია, რატომ იმიტომ რომ აზე არარიან ის ხალხი რას განიხილავენ და ბრმად წერენ კანონს
vincent
GEOSTM
იმედია მხოლოდ თქვენი აზრიაsmile.gif))))))))))
gregory
GEOSTM
მე მგონი ნებართვები და გაფორმება თქვენი სამსახურის კომპეტენციას ცილდება( თუ რათქმაუნდა პარლამენტის დეპუტატი არ ბრძანდებით, რომელმაც ეს კანონი უკვე მიიღო). კანონში უკვე წერია, რომ არანაირ პნევმატურ იარაღს გაფორმება არ უნდაო! რაღა აზრი აქვს ამაზე საუბარს? თქვენ, თქვენი შესძლებლობების ფარგლებში, მხოლოდ ის შეგიძლიათ, რომ ასე თუ ისე ნორმალური სტანდარტი მაინც შეიმუშაოთ. ამაზეც დიდი მადლობელი დაგრჩებით
ilariona
GEOSTM

აქ არავის ცუდი არაფერი არ დაუწერია, რომ შენ გწყენოდა ან და გაგვებუტო.


1) ფაქტი ის არის, რომ 5.5 კალიბრის (ეგრედ წოდებული გეკო) დაშვებულია და 5.5 პნევმო იარაღი კი აკრძალვაშია. როდესაც ორივეს იარაღს ბალისტიკა არ გააჩნია.
2) ადამიანს უნდა ყიდვა იარაღის და ვერ ყიდულობს იმის გამო რომ კანონი უკრძალავს, ამ დროს მთელს მსოფლიოში დაშვებულია სხვადასხვა მეთოდებით.
3) აქ მართლაც აქვთ გამოცდილება პნევმატურ იარაღებთან დაკავშირებით და გეხვეწებიან დაგეხმარებითო და თქვენ კი არც პასუხობთ გინდათ თუ არა
4) ისიც ვიცით, რომ სამინისტროებში ,,უცოდინრები" არ მუშაობენ და მათაც აქვთ საკმარისი გამოცდილება, რომ კანონი მიიღონ სრულყოფილი, მაგრამ აქ მიდის კონკრეტულად პნევმატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე დახმარება და არა ზოგადად ყველა საკითხში.
5) ძალიან გთხოვთ, მიაწვდინოთ ჯაჯს ჩამოწერილი თემა თქვენს უფროსობას, იქნებ და ამოკრიფონ რამე საინტერესო.
6) ეს აგრესია არ არის, არამედ დაღლილი პნევმო მონადირეები არიან biggrin.gif წარმოიდგინე 5 წელი რომ რაღაცას ელოდები და უცებ პატარა შანსია ეს მოხდეს smile.gif უბრალოდ სიყვარულისგან არინ ზედმეტად აქტიურები smile.gif


ასე რომ შეხვედრა მართლაც არ იქნება ურიგო
cz80
ციტატა(ilariona @ 7th April 2011 - 06:09 PM) *
აქ არავის ცუდი არაფერი არ დაუწერია, რომ შენ გწყენოდა ან და გაგვებუტო.

+100


მითუმეტეს პირადული და შეურაცხმყოფელი არაფერი დაწერილა... wink.gif

ციტატა(ilariona @ 7th April 2011 - 06:09 PM) *
ასე რომ შეხვედრა მართლაც არ იქნება ურიგო

ნამდვილად !

masteroff
მე ერთი რამე მაცოფებს და მაგიჟებს, კაცო ამ პარლამენტმა თუ მიიღო კანონი და ამ კანონში არარის აკრძალული, რა სტანდარტებზეა საუბარი გამაგებინეთ ხალხნო, ანუ ისევ უნდა დაიწეროს ისევ უნდა გაიგზავნოს პარლამენტში და იმათ უნდა გადაწყვიტონ ისევ? თუ მარტო თქვენ წყვეტავთ? მაშინ ჩვენც მოგვისმინეთ რა გახდა ამისთანა, ან თქვენ არ დაიღალეთ? ბოლოს და ბოლოს შეწყდეს ეს უსამართლობა პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით, ან საერთოდ აიკრძალოს ყველანაირი იარაღი ცეცხსასროლიც და პნევმატიკაც.
cz80
ციტატა(teimuraz @ 7th April 2011 - 07:12 PM) *
ან საერთოდ აიკრძალოს ყველანაირი იარაღი ცეცხსასროლიც და პნევმატიკაც.

ნამდვილად..და ყველამ ერთად ვიაროთ ბიჭოლას "პაკაზებზე " rofl.gif rofl.gif rofl.gif

ბოდიშით ოფიზა smile.gif
masteroff
rofl.gif rofl.gif ჩზ რა ფიგურა გქონია ამას მალავდიიი, ბოდიშ ბოდიშ ოფისთვის
giorgi05
სტანდარტებში იგულისხმება ტექნიკური მაჩვენებლები, კალიბრი ამ შემთხვევაში და ალბათ შევა რამე შესწორებები.... ეს კაცი GEOSTM მგონი არაფერ შუაშია და შემოვიდა აქ ზოგადათ კითხვების დასასმელათ და კომპეტენტური პასუხების მისაღებათ მცოდნეებისგან .....პარლამენტს რაც შეეხება ეგ კანონი დიდი ხანია მიღებულია მაგრამ საჭირო გახდა ზოგიერთი რამის გადახედვა ვგულისხმობ სწორეთ ისეთ ფაქტებს როგორზეც აქ იყო საუბარი რო მე 3 კლასელი არ უნდა დარბოდეს პნევმატური პისტოლეტით....
giorgi05
საბაჟოზეც მაგიტომაა გაჩერებული სანამ ცვლილებები არ შევა კანონში უთხრეს და გააჩერებინეს ,აკრძალვაზე მე თუ მკითხავ საერთოთ არაა საუბარი ,აქ საუბარია მომხმარებლის მიერ გამოყენების უსაფრთხოებაზე რო ბავშვმა არ უნდა ატაროს და ისროლოს აქეთ იქით.....კანონში ეს მოითხოვს დასაბუთებას რატო არ შეუძლია 18 წელს ქვემოთ მოქალაქეს შეძენა გამოყენება ,მოკლეთ ეს ყველაფერი უნდა შევიდეს კანონში და იქნას დასაბუთებული რაზეც დაჭირდათ ტექნიკური მაქჩვენებლები ,თორე პლასტმასის ბურთებს რო ისვრის იმაზე ხო არავინ ამბობს არაფერს
ilariona
geojorjika

და ჩზ-ს ტიტველი კაცი? biggrin.gif

მე მაპატიეთ ოფიზა biggrin.gif
GEOSTM
ციტატა(giorgi05 @ Apr 7 2011, 06:34 PM) *
სტანდარტებში იგულისხმება ტექნიკური მაჩვენებლები, კალიბრი ამ შემთხვევაში და ალბათ შევა რამე შესწორებები.... ეს კაცი GEOSTM მგონი არაფერ შუაშია და შემოვიდა აქ ზოგადათ კითხვების დასასმელათ და კომპეტენტური პასუხების მისაღებათ მცოდნეებისგან .....პარლამენტს რაც შეეხება ეგ კანონი დიდი ხანია მიღებულია მაგრამ საჭირო გახდა ზოგიერთი რამის გადახედვა ვგულისხმობ სწორეთ ისეთ ფაქტებს როგორზეც აქ იყო საუბარი რო მე 3 კლასელი არ უნდა დარბოდეს პნევმატური პისტოლეტით....



გეთანხმები ! smile.gif
GEOSTM
ციტატა(geojorjika @ Apr 7 2011, 08:48 PM) *
jjjjkki
მოგიმატო ვორნი?

რამდენჯერ ვთქვი ყველას გასაგონად, რომ კანონზე და კანონმდებლებზე და ასე შემდეგ ზრდილობის ფარგლებში ილაპარაკეთ მეთქი?

ეხლა შენ რომ მუშაობდე რომელი სამინისტროშI აქედან და ჩვენ ვიგინოთ და ვიფურთხოთ რას იზამ?

მე გეტყვი რასაც სულაც რომ არ გეხებოდეს ეგ საკითხი მაგრამ შეგეძლოს რაიმე აზრის გამოთქმა და ცვლილების შეტანა კანონშI ადგები და ვაბშე აკრძალავ ყველაფერს.

ამიტომ ნერვები მოთოკე და სხვას საქმეშI ნუ უჯვავ

შენ რა გგონია შენზე ნაკლები ვართ აქ? თუ შენ გაქვს მარტო ნერვები

ამ შემთხვევაშI კონკრეტულად შენზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ შენგან მოდის აგრესიული ტონი და თავი შეიკავე



გეთანხმები მაგრამ ვორნის მომატება მემგონი არ ღირს, იმიტომ რომ პირადად მე შევდივარ "ფორუმელის" მდგომარეობაში ის ღელავს საკითხზე რომელიც აინტერესებს. უბრალოდ კანონმორჩილება და სიყვარული ქვეყნის პირველ ადგილას უნდა იდგეს და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ.
კიდევ ვიმეორებ შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მივიღო თქვენგან საჭირო მასალები ... სხვათაშორის დასაბუთებული პასუხები თქვენი მხრიდან განხილული იქნა შეხვედრაზე. თითოეული ჩვენგანის ვალია ერთმანეთის ინტერესების დაცვა ისე რომ ჩემი ინტერესი მეორე ადამიანის ინტერესს არ ეწინააღმდეგებოდეს.
თემის სირთულე მოგეხსენებათ და მისი აქტუალობა.. უსაფრთხოება ....

საუკეთესო სურვილებით


geojorjika
GEOSTM
გაიხარე , დიდი მადლობა ინფორმაციისთვის
ja_ja
ფორუმელებს

მოკლედ 2 დღე არ ვიყავი ფორუმზე დაიმენნა დომფხალი დამხვდა ამ თემაში.

ბევრი პოსტი მივაშალე, რამდენიმე ვორნით გავახარე.

1) არ დავინახო არც აქ, და არც სხვა თემაში რაიმე კანონ დარღვევის და კანონის გვერდის ავლის თაღლითური მეთოდების აღწერა. ყველაფერი რაც იწერება არის დოკუმენტი, და ვინც ტანკში ზიხართ და საკუთარი ჩაფხუტის იქეთ ვერ იყურებიოთ გთხოვთ თავის ქალაშჳ არსებული რუხი ნივთიერებაა აამოძრაოთ და გაიაზროთ რომ ”პრავების კაჩავი”და მაგარი პონტები მოსულა სამეგობროში და ქუჩაში. აქ არ არის ის ადგილი სადაც შეგიძლაით პირველი რაც თავში მოგივათ ის დაწეროთ.

2) შეურაწმყოფელი ტერმინები არ დავინახო. აქ კაცს რაღაცას ეკითხებით და მეორე წუთში ....

3) ერთმა რაღაც უაზრობა დაწერა, სასწრაფოდ ამოახერხეთ და ყველან უნდა დააკოპიროთ თქვენს პოსტში და კიდებ უნდა გაუსვათ ხაზი ამ სისულელეს ხომ? ამიტომაც ჩაეხუტა სხვებსაც ვორნები. თუ ხედავთ პოსტს რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რისთვისაა მოდერი და ადმინი? მიწერეთ და ან ამოიღებს ან ჩაასწორებს პოსტს, არაა საჭირო პლაკატებად ერთი და იგივე სისულელის გადამრავლება!


GEOSTM
გადავხედე პოსტებს და განსახილველად 2 ფაქტი მომეჩვენა

1) მესმის რომ ექსპერტები არიან, და მუშაობენ ამ საკითხში. მესმის რომ აქაური მესვეურები მათთვის ვიღაც ღლაპებად აღიქმებიან, მაგრამ ამ ფორუმზე არსებული წევრების უმეტესობას, 30-35 წელს ზემოთ აქვს გადაბიჯებული, თუმცა უმცროსი ასაკის წევრებიც, გვყავს,ზოგიერთი ნამეტანი სულმოუთმენელიც smile.gif (არ არიან 5-10 წლის ჟღვიანტიანი უნახავები, ბოლო ბოლო ადამიანი როდესაც 2-3 ათასიან თოფს ყიდულობ და მინიმუმ კიდევ ამ თოფს სხვადასხვა აქსესუარებში 4-5 ათასს ახარჯავ, მგონი იმაზე საუბრობს რომ მთლად ტილიან ხალხთან არ გვაქვს საქმე.), უნახავს რაღაც და მთლაც იმ კურიერის მე-3 კლასელის ჭკუაზე არ არიან.

ამასობაში სამწუხაროდ ყოველ მეორე დღე თუ ყოველდღე არა, გვაქვს შეხება - საბაჟოსთან, სანებართვოსთან, პოლიციასთან, და მწარე პრაქტიკის გამოცდილებით ვიცით რომ სიტყვა ”ექსპერტი”... არ ვიცი რბილოდ რგორ ვთქვა, მაგრამ ძალიან, ძალინა არასერიოზულად აღიქმება აქაური ფორუმელების მიერ, თუნდაც ის რად ღირს, რომ სანებართვოს უფროსი, რომელსაც ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში კითხვას უზვამენ პნევმატიკაზე, პნევმატიკაზევე კი არ საუბრობს, ეგრევე თარგმნის, - ხო, ნუ ეგ ისაა ჩვენ რომ კისტის თოფს ვეძახითო. მომენტალურად ქარწყლდება ყველანაირი სიტყვა ”ექსპერტი”, ”საქმის მცოდნე” და ასე შემდეგ..., მესმის რომ თქვენ არ გძალუძთ და თქვენი კომპეტენცია არაა, მაგრამ როდესაც რაღაც წესებში ვინმე ცდილობს მეორე პირი ჩააყენოს, მინიმუმ ის დასამორჩილებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ წესების შემომღები, ნამდვილად კომპეტენტურია დაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკმაყოფილება ყოველთვის გარდაუვალია.

სამწუხაროა, მაგრამ ეგ არ ჩანს, ანუ არ ჩანს რომ ამ საკითხს მართლაც ექსპერტები უდგანან საქმეში. შეიძლება მართლაც არიან, ექსპერტები, მაგრამ მათ მიერ მიღებული კანონის აღმსრულებლები ჩრდილს აყენებენ, მათ რანგს და ამიტომაც არ იქნებოდა ურიგო ხალხის რეალურ ცხოვრებაში ნახვა.

თუნდაც ის ფაქტი რომ ერთი შეხედვით და შარშან მიღებული კანონის მერე ოხრად დრო იყო სტანდარტების ჩამოსაყალიბებლად, ხდება ამ სტანდარტების იგნორირება, სანამ საბაჟოზე რეალური პრობლემა არ შეიქმნა მანამდე და მის შედმეგაც (უკვე 3 თვე გავიდა და ალბათ მე-4 თვეც გავა) არავის რეალურად ამ საქმისთვის ხელი არ მოუკიდია, საწყენია რომ პინპონგის მომსწრეები გავხდით და ასე ვთქვათ დესტინეიშენი ვინ არის ამ საკითხის პასუხისმგებელი ორგანიზაცია ისიც კი ვერ გაირკვა როდესაც ფორუმელები თვითონ ცდილობდნენ საკითხის გარკვევას.

2) .22 იქნება, .25 თუ .177 მნიშვნელობა არა აქვს, თუ ეს იარაღი სახლში დასადებად და მხოლოდ შესანახად იქნება.... იმედია მიიღებთ ჩემს აზრს რომ შემიძლია არ დავეთანხმო თქვენს აზრს, რადგანაც ვერც მორალურ, და ვერც არგუმენტირებულ ახსნას ვერ ვნახულობ. მაშინ როდესაც შემიძლია ცეცხლსასროლი შაშხანა შევიძინო და მქონდეს, მისი გადატანის და ტარების უფლება.... ამასობაში რაღაც ტილიანი პნევმატიკა მქონდეს, სახლში დასადებად....

მაშინ მართლა რისთვის ვრთავთ ამ ხალხს ნებართვას? თუ 4.5-ის ზემოთ მიუღებელია ჩვენი ეგრეთწოდებული ”ექსპერტებისთვის”, ჯობია პირდაპირ ისევე დარჩეს კანონი როგორც ეწერა, მხოლოდ 4.5-ია დაშვებული და მორჩა.

წინა პოსტში დავწერე რომ კალიბრი 4.5-ის ზემოთ საჭიროა, გთხოვთ გაითვალისწინოთ საჭიროა და არა სასურველია სანადიროდ. რა აზრი აქვს, გქონდეს 12 კალიბრიანი ორ ლულიანი თოფი და მისი მეშვეობიოთ ნადირობის უფლება არ გქონდეს? 4.5-ით ნადირობა არ გამოდის, ბუნებას ვაზიანებთ, ბევრია დაჭრილი და დაკარგული ნადავლი... ეს სუფთა სანადირო გადასახედიდან რომ შევხედოთ.

მესმის უსაფრთხოება რომ საჭიროა, მესმის რომ კალიბრის ზრდით ენერგეტიკა იზრდება, მაგრამ გააჩნია სადამდე! 5.5 პნევმატიკით მაინც ვერ მიიღებ იმ ენერგეტიკას რაც იგივე .22LR-ს ანუ ეგრეთწოდებულ "გეკო"-ს გააჩნია. ამასობაში გეკო ნებადართული იყოს და პნევმატიკის გვეშინოდეს ცეცხლივით...

რუსული ანდაზაა "ვალკოვ ბაიატსია, ვ ლეს ნე ხადიტ". თუ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, მაშინ იმას ნუ დავივიწყებთ რომ ზიანის მიყენება ადამიანისთვის გაცილებით მარტივი საგნებით შეიძლება, ისეთით როგორიცაა ფანქარი, კალამი, ასანთი, ... და ეს წვრილმანი სია უსასრულოა, მაგრამ ამის შიშით არავის აუკრძალია წერა კითხვა და თამბაქოს მოწევა.

ეს 2 საკითხი უბრალოდ არის, ჩემი მოსაზრება თქვენს მიერ გამოთქმულზე დანამდვილად არანაირად არ არის, სამოქმედო გეგმა კანონისთვის, ან რაიმე პრეტენზია სწავლა განათლებაზე არ აქვს. ჩავთვალოთ შევხვდით ვსაუბრობთ, თქვენ რაღაც მოსაზრება მოიყვანეთ და მე ჩემი მოსაზრება ჩემებური არგუმენტებით გავამყარე, რასაც რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაეთანხმოთ, არ დაეთანხმოთ, ან ნაწილი იყოს მისაღები.

P.S. ისე ერთ პოსტში ახსენეთ რომ თქვენს გაღელვებთ ეს თემა, ნამდვილად საინტერესოა რა კუთხით.
koknar
მე მაინც 4.5 ზე მეტი არ მაინტერესებს მარა მონადირე ხალხია ცოდო დააწყდათ ნევრები !
giorgi05
5.5 კალიბრი კი არა ბარეტიზეც რო იყოს ლაპარაკი 50 კალიბრიანზე დაშვებული უნდა იყოს ,მთავარი აქ არის უსაფრთხოება თითოეული მოქალაქის ,ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება აუცილებელია ,ყველა შვილების პატრონები ვართ ნუ ვინც არა ხო გეყოლებათ და ჩვენი საზრუნავია ის რო მათ ხელში არ მოხვდეს ნებისმიერი კალიბრის იქნება თუ სიძლიერის იარაღი .... კანონმა უნდა დაარეგულიროს მოქალაქის იარაღის უსაფრთხო შენახვის და მოხმარების კონტროლი აი ამაზე უნდა იყოს აქცენტი და არა იმაზე რამდენი ფპს უნდა ქონდეს და რამდენი მეტრ წამით ისროდეს არსებული იარაღი ,უნდა არსებობდეს კატეგორიებათ დაყოფილი , შედარებით ძლიერი შედარებით მსხვილ კალიბრიანი პნევმატიკა იყიდებოდეს გაფორმების წესით .....ნაკლებათ ძლიერი იყიდება ჩვეულებრივათ ისედაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში
masteroff
ჯაჯას ვეთანხმები, და დიდ მადლობას ვუხდი ასეთი ვრცელი სტატიისთვის. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მემგონი ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით
koknar
giorgi05
შენ რა გგონია სხვა უფრო განვითარებულ ქვეყნებში ბავშვები არ უყვართ და ასახიჩრებენ? ზედმეტია ეგეთი დამოკიდებულება პნევმატიკის მიმართ, მთავარია ტარება იყოს აკრძალული ქუჩაში და საზოგადებრივ ადგილებში. საერთოდ! დანარჩენი ქალაქგარეთ ვინ რას იპლინკავებს არ უნდა იყოს შეზღუდული, თორე დანითაც ისე კარგათ კლავენ ერთმანეთს ხელი არ უტოკავთ.
masteroff
ჯაჯას თქმისა არ იყოს ფანქრითაც მოკლავ კაცს, აბა მიდი და აკრძალე მაგის ტარება
foxi
ახალი ინფორმაცია რომელიც მომაწოდეს ხაზგასმით აღნიშნავს იმას რომ: აირ სოფტის იარაღი გაფორმებას არ ექვემდებარება.
ხოლო რაც შეეხება კანონს პნევმო იარაღის შესახებ,ისევ განიხილება. დამატებით ინფოს და იმედია დოკუმენტაციას მოგაწვდით კანონის მიღებისთანავე.
giorgi05
მოკვლაზე არაა ხელითაც მოკლავ მუშტითაც (მოკვლა არც მიგულისხმია მე არცერთ ჩემს პოსტში)........ როგორ ხედავთ პნევმატიკის მომავალს და რა არის საჭირო განვითარებისთვის კანონის დამოკიდებულება დადებითი და უარყოფითი მხარეები ,შეზღუდვა და უსაფრთხოება ,განხილვა აზრის გამოთქმა მგონი ეს თემა მაგაზეა თუ არა მე მაპატიეთ
bazuka
კიდევ ვიმეორებ, არ არის საჭირო ზედმეტი ფლოსტაობა ამ თემაში, თავი შეიკავეთ.
chxikvi


პნევმატურ იარაღზე არ არის ასაკობრივი შეზღუდვა და არც გაფორმებაა საჭირო მაგრამ,
აბა წარმოვიდგინოთ 9 კლასის მოსწავლე დადის ამით. გასართობად თოფი კარგია და
არც არაფერი დაშავდება თუ არასრულწლოვანი ბუნებაში თოფით გაერთობა,
მაგრამ რაღაც შეზღუდვა აუცილებელია ესეთი ტიპის იარაღზე და ამას ფრთხილობენ როგორც ვატყობ "ზემოთ"
master
ციტატა(chxikvi @ Apr 8 2011, 09:09 PM) *


პნევმატურ იარაღზე არ არის ასაკობრივი შეზღუდვა და არც გაფორმებაა საჭირო მაგრამ,
აბა წარმოვიდგინოთ 9 კლასის მოსწავლე დადის ამით. გასართობად თოფი კარგია და
არც არაფერი დაშავდება თუ არასრულწლოვანი ბუნებაში თოფით გაერთობა,
მაგრამ რაღაც შეზღუდვა აუცილებელია ესეთი ტიპის იარაღზე და ამას ფრთხილობენ როგორც ვატყობ "ზემოთ"

მართალი ხარ, დიდი შანსია ვინმე დაშავდეს, მითუმეტეს რომ ქართველმა ბავშვებმა იარაღთან მოპყრობა არ იციან.
NASA
აბა ახალი ამბები ვის რა გაქვთ
masteroff
ეჰ ეგ დღე როდის დადგება.
gregory
chxikvi
რაღა Crosman C41 დადე???
ტელევიზორში გასულ სიუჟეტში UMAREX SA177 იყო wink.gif
ეგრეა რა: სხვები არასრულწლოვანებზე ყიდიან, პატიოსან კაცს კი ჩრდილი ადგება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 11th April 2011 - 12:54 PM) *
რაღა Crosman C41 დადე???
ტელევიზორში გასულ სიუჟეტში UMAREX SA177 იყო

გავასწორე ბატონო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
foxi
gregory

100%! ყოჩაღ,სჭორი შენიშვნა იყო. ასევე მყისიერი რეაგირებაც. friends.gif
gregory
ja_ja
ასე ოპერატიულად? biggrin.gif
rekshet
ციტატა(masteroff @ Apr 11 2011, 10:27 AM) *
ეჰ ეგ დღე როდის დადგება.



უკვე დღეებს ვითლვი ყოველ ღამე მესიზმრება ჩემი ფიშტო biggrin.gif 1 კვირა დარჩა და თუ არაფერი გადაწყდა მაშინ ვაფშე გავგიჯდები
piva
იცით რაა ეხლა ვატყობ, რომ თემა ოფდება, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, გრეგორს თავის კროსმანებზე რომ შესტკივა გული, მე ზუსტად ეგ მოდელი მაქვს საბაჟოზე გაჭედილი, ისე რომ რაც უფრო ნაკლებად გავაახლებთ ამ საკითხს უკეთესი იქნება. კარგი იქნება თუ სურათს საერთოდ ამოიღებთ, რადგან ისედაც ყველამ ვიცით რა არის პისტოლეტი და მისი სურათის დადება ზედმეტად მიმაჩნია.

P.S. ცნობისათვის რაც ვიდეოშია არ არის უმერექს 177. ეგ არის აირსოფტის პისტოლეტი.
WARNer brother
რა მნიშვნელობა აქვს თუ უნდა სტინგერის სურათი დადოს ეხ პისტოლეტი ხო გვიქმნის იმის შტაბეჭდილებას რომმ იყო იქ პისტოლეტი რა მნიშვნელობა აქვს
giorgi05
piva
ციტატა
ისე რომ რაც უფრო ნაკლებად გავაახლებთ ამ საკითხს უკეთესი იქნება. კარგი იქნება თუ სურათს საერთოდ ამოიღებთ, რადგან ისედაც ყველამ ვიცით რა არის პისტოლეტი და მისი სურათის დადება ზედმეტად მიმაჩნია.
სურათს არანაირი მნიშვნელობა არააქვს ამ შემთხვევაში ან რატო უნდა ამოიღონ გაუგებარია.....პისტოლეტის სურათი არის პირობითად დადებული უმარექსია თუ კაკო ყაჩაღი ელემენტარულ ცარმოდგენას უქმნის მნახველს იმაზე თუ რა საშიშროებას წარმოადგენს (მე 3 კლასელი იქნება თუ მეხუთე კლასელი ) ბავშვის ხელში ეს იარაღი რომელიც ისვრის რკინის ბურთულებს და რო მოარტყას სხვას შედეგი შეიძლება ფატალური იყოს........წლოვანებაზე შეზღუდვა აუცილებელია და პისტოლეტის სურათი იქნება თუ სხვა იარაღის მგონი ფორუმზე არანაირათ გაღიზიანებას არ იწვევს არავისთვის
gregory
ციტატა(kardinnal @ 11th April 2011 - 03:38 PM) *
მგონი ფორუმზე არანაირათ გაღიზიანებას არ იწვევს არავისთვის

ეს შენი აზრია, მაგრამ დამიჯერე, ამ ფორუმს ბევრი უყურებს და C41-ის მფლობელი არ ყოფილა არცერთი მოსწავლე(ყოველ შემთხვევაში ჩემგან)!
piva
ციტატა(giorgi05 @ Apr 11 2011, 02:38 PM) *
მგონი ფორუმზე არანაირათ გაღიზიანებას არ იწვევს არავისთვის


კიდევ ერთხელ გიმეორებ, გაღიზიანებას სწორედ რომ იწვევს, ჩემს გაღიზიანებას. ზუსტად ეგ მოდელი მაქვს გაჭედილი თქო საბაჟოზე და არ მსიამოვნებს მაგალითისთვის, რომ იყენებ მის სურათს.
თუ ჩემი აზრი გაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით, მაშინ ნახე ჩემი პოსტი ოთხი გვერდით ადრე.
giorgi05
კონკრეტული მოდელი წეღანაც ვთქვი არაფერ შუაშია არც C41 არც სხვა და ბატონო გრიგოლ მაგაში დარწმუნებული ვარ რო სკოლის მოსწავლეებს თქვენ არ მისცემდით..........სურთზე ვთქვი პირობითად დევს CO პისტოლეტი თქო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი მოდელი იდება თუ ვინმეს ცუდათ ხვდება თვალში ეს მისი პრობლემაა და არა იმის ვინც დადო ეგ სურათი .....მეთად აღარ დავაკონკრეტებ გასაგებად დავწერე და ერთიდაიგივეს 9 ჯერ აღარ გავიმეორებ მგონი საკმარისად განვმარტე
GEOSTM
დასრულდა მუშაობა პნევმატური იარაღთან დაკავშირებით smile.gif
cz80
ციტატა(GEOSTM @ 11th April 2011 - 05:16 PM) *
დასრულდა მუშაობა პნევმატური იარაღთან დაკავშირებით

ვერდიქტი? biggrin.gif
ilariona
GEOSTM

დააააააააააააააააააა????????????????

სიამოვნების წუთებს იხანგრძლივებთ??? smile.gif
bazuka
ბოლო გაფრთხილებაა, და შემდგომში უკვე 50%-იან ვორნებს დავარიგებ.

სანამ რამე ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერდება აღარავინ დაპოსტოთ, თორე პოსტს წავშლი და ავტორს ვორნს ავკიდებ და არა 10% არამედ 50%.

არაა საჭირო აქ მეხუთეკლასელებზე საუბარი, მეხუთეკლასელს თუ რამე ედება ჯიბეში ეს მისი მშობლის პრობლემაა, და არა კანონის!!
ja_ja
GEOSTM
ციტატა(GEOSTM @ 11th April 2011 - 05:16 PM) *
დასრულდა მუშაობა პნევმატური იარაღთან დაკავშირებით

it's fine, but would like to known more.

ანუ რომ დამთავრდა ქე კაია biggrin.gif, მარა რა ვქნათ ჩვენი ფეხით მივდივართ პოლიციაში თუ სათითაოდ მოგვაკითხავენ. ნამეტანი წამების პონტია, მშიერ ხალხს უთხრა რაცხა მზადააო და რა არის მზად არ უთხრა smile.gif
gregory
ველით, ველით...
GEOSTM
ვერდიქტს ველოდები ე მაილზე და თან უნდ აგადავამოწმო რა მონაცემებია დაზუსტებით... ისე ძირითადად ჯოულებში გადაწყდა wink.gif
gregory
7 ჯოული ალბათ?
GEOSTM
ციტატა(ilariona @ Apr 11 2011, 04:18 PM) *
GEOSTM

დააააააააააააააააააა????????????????

სიამოვნების წუთებს იხანგრძლივებთ??? smile.gif




ველოდები რომ გადმომიგზავნონ პასუხი ოფიციალური ... არ მინდა რომ შეცდომაში შეგიყვანოთ.. .სიამოვნების წუთები აქ არაფერ შუაშია.

ციტატა(gregory @ Apr 11 2011, 04:37 PM) *
7 ჯოული ალბათ?



7.5
geojorjika
GEOSTM
შეზღუდვა? ყველაზე? არც რეგისტრაციით?
ja_ja
GEOSTM
ციტატა(GEOSTM @ 11th April 2011 - 05:37 PM) *
7.5

ყველაფერზე თუ ....

მგონი კითხვები უფრო მეტი გაჩნდა ვიდრე პასუხი.... sad.gif
GEOSTM
როგორც კი მივიღებ დოკუმენტს დავაკოპირებ .....
ნუ ნერვიულობთ ყველაფერი კარგად იქნება smile.gif
მეც მინდა შევიძინო პნ იარაღი და იმედია დამეხმარებით შერჩევაში smile.gif))))))
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.