დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ცვლილებები კანონში
Georgian Airgunners Portal > საერთო > კანონი ჩვენი თვალით...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5
Jah
ციტატა(Quick @ 26th April 2011 - 05:27 PM) *
მე არ ვარ ძალიან კომპეტენტური ასეთ საკითხებში, მაგრამ შენს ადგილას ასეთ რაღაცას ვიზამდი:
მივიდოდი საბაჟოზე და მოვთხოვდი წერილობით ფორმაში უფროსის ხელმოწერით დამოწმებული საბუთი, რომელშიც მითითებული იქნება მიზეზი, რატომაც არ გატანენ შენს ნივთს. მიზეზში ზუსტად უნდა იყოს მითითებული კანონის შესაბამისი მუხლი ან შიდა ბრძანების საფუძველზე თუ არის, მაშინ ბრძანების ასლი უნდა იყოს დართული.
მე მგონი ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

შემდეგ ამ საბუთით შეგიძლია იუსტიციის სამინისტროში მიხვიდე და თუ რამე არაკანონიერად არის იქ უფრო დაგეხმარებიან.

+1000
foxi
zorg80
თუკი ამდენი ბრძოლის შემდეგ ვერაფერს მიაღწიე,იქნებ სასამართლოში იჩივლო.მაგაზე არ გიფიქრია? ყველა ვარიანტში მოიგებ და თანხასაც გადაგიხდის საბაჟო მორალური ზარალისთვის. რაც შეეხება ფედერაციას ეგ უკვე არსებობს სახელწოდებით სპიმა. პრეზიდენტიც გვყავს და მოადგილეებიც. მაგრამ საბაჟოს ოფოფიანი მოხელეები უფრო მაგრები ჩანან ჯერჯერობით.
zorg80
ციტატა(foxi @ Apr 26 2011, 05:34 PM) *
zorg80
თუკი ამდენი ბრძოლის შემდეგ ვერაფერს მიაღწიე,იქნებ სასამართლოში იჩივლო.მაგაზე არ გიფიქრია? ყველა ვარიანტში მოიგებ და თანხასაც გადაგიხდის საბაჟო მორალური ზარალისთვის. რაც შეეხება ფედერაციას ეგ უკვე არსებობს სახელწოდებით სპიმა. პრეზიდენტიც გვყავს და მოადგილეებიც. მაგრამ საბაჟოს ოფოფიანი მოხელეები უფრო მაგრები ჩანან ჯერჯერობით.

კი ვფიქრობ მარა ალბათ უფრო დიალოგით ჯობია გადაწყვეტა. დღეს პრეზიდენტსაც მივწერე წერილი ამის თაობაზე და ვნახოთ აბა თუ გადაცემენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ისე ეგ პრობლემა თუ არ მოგვარდა დღეს მე და რამოდენიმე ადამიანს შეეხო და ხვალე ალბათ გაცილებით მეტს შეეხება პირადად .
ja_ja
zorg80
ციტატა(zorg80 @ 26th April 2011 - 06:43 PM) *
დღეს პრეზიდენტსაც მივწერე წერილი ამის თაობაზე და ვნახოთ აბა თუ გადაცემენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

იმედია ჩამოყალიბებული და გამართული ტექსტი მიწერე smile.gif ხომ არ გაგვიზიარებდი რა მიწერე პრეზიდენტს. მაგისთანა წერილის მიწერისას მარტო შენს საქმესკი არა მთელს პნევმო სამყაროს ეხები და ... ნე დაი ბოგ რაცხა ნიტოდ გაიგოს სულმთლად დეგვერხევა smile.gif
foxi
ja_ja
100%

zorg80
გამოაქვეყნე ეგ წერილი.
zorg80
საწყენად არ გეუბნებით მარა მეტი რაგა უნდა დაგვერხეს ამ თემასთან დაკავშირებით. წერილის გამოქვეყნებას არ ვაპირებ არავის არ გეწყინოდ უბრალოდ გეტყვით რომ მასში საუბარია იმ უსამართლობაზე რაც ამ სფეროში ხდება ,ხოლო რაც ხდება ეგ თქვენ ჩემზე კარგად იცით. ასე რომ ამ წერილის მეტი სადარდებელი არ განახოთ ღმერთმა.
giorgi05
zorg80წერილი პირადულია რა თქმა უნდა უბრალოდ ჩვენც დაგეხმარებოდით ზოგიერთი საკითხის უფრო ჩამოყალიბებაში პნევმატიკასთან დაკავშირებით მაგ წერილისთვის ,ისე ადრესატმა მაგ წერილზე რეაგირება მოახდინოს 1% ია რადგან უამრავი წერილი რომელიც იგზავნება პრეზიდენტთან გადის შემოწმებას ადმინისტრაციაში და წერილში აღნიშნულ საკითხის და თემის მიხედვით შემდგომ ეგზავნება შესაბამის სამსახურებს ესაა სამინისტროები ან უშვალოდ ის სტრუქტურები რომლებიც მუშაობენ მსგავს საკითხებზე ,შემდგომ უკვე იმ სტრუქტურებში ხდება ამ წერილის გადახედვა და თუ აღნიშნული საკითხი არის პრობლემატური და აქვთ ბევრი გამოხმაურება შეიძლება მოახდინონ რეაგირება 30% ალბთობაა მაგისიც .....დღეში იმდენი წერილი შედის პრეზიდენტის სახელზე ყველამ ვიცით რო გამორიცხულია მაგ წერილების წაკითხვა ამიტომ ცდა ბედის მონახევრეაო გაგვიგია ყველას იქნება ჰაsmile.gif
geojorjika
მაა, კაი მორჩით , მალე მოგვარდება ყველაფერი
ja_ja
zorg80
ციტატა(zorg80 @ 26th April 2011 - 08:33 PM) *
საწყენად არ გეუბნებით მარა მეტი რაგა უნდა დაგვერხეს ამ თემასთან დაკავშირებით.

საწყენი რა უნდა იყოს, მარა შენც ნუ მიწყენ, ჩემს ინტერესზე. უბრალოდ აქ დადებული ინფოს მიხედვით რაც შენ დაწერე, მთლად გამართული ეგ ტექსტი არ იქნებოდა და ზემოთ მოყვანილ 99 დაბრაკულ პროცენტში მოყვებოდა სავარაუდოდ.
zorg80
ციტატა(ja_ja @ Apr 26 2011, 11:09 PM) *
zorg80

საწყენი რა უნდა იყოს, მარა შენც ნუ მიწყენ, ჩემს ინტერესზე. უბრალოდ აქ დადებული ინფოს მიხედვით რაც შენ დაწერე, მთლად გამართული ეგ ტექსტი არ იქნებოდა და ზემოთ მოყვანილ 99 დაბრაკულ პროცენტში მოყვებოდა სავარაუდოდ.

ეგრე რათქმაუნდა არ მიმიწერია ,მაგრამ შენ თუ უკეთ იცი წერა მაშინ შენც მიწერე და სხვა უკეთესად მწერალმა საზოგადოებამ რომელსაც საერთოდ გული შესტკივა? ამ თემაზე. ან ის მაინც დაწერეთ ვინ რა მოიმოქმედეთ საქმის გამოსასწორებლად , თორე აქ ისე გამოდის რომ მე მიკეტებთ კორექტირებას ისევე საერთო საქმის საზიანოთ და არა პირიქით.
giorgi05
მოქმედებაში შევიზღუდეთ, ხელ ფეხი შეკრული გვაქვს იმ გარემოებების გამო რო ვერ მოხერხდა ჩვენი ინფორმირება ვერც შენს მიერ და ჩვენს მიერ მოკვლეული მისამართებით ,გვარებით, ტელეფონებით ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ,უბრალოდ ისიც ვერ გაირკვა ვინ კურირებს რომელი სამსახური ამ საკითხს ....ტექნიკური მაჩვენებლების დადგენა მეტროლოგია სტანდარტებს ეხება მაგრამ ინფორმაცია საჯარო არააო როგორც ამბობენ ეგენი დამტკიცებამდე და ხელებს იშვერენ თავდაცვაო შინაგანსაქმეთა სამინისტროო მონადირეთა კავშირიო და კიდე ბევრ ინსტანციებზე ....რათქმაუნდა ყველა ცდილობს თავისი ნაცნობობით მოიპოვოს ინფორმაცია მაგრამ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არის ძალიან მწირი
geojorjika
დადგენილია უკვე და დამტკიცებას ელოდება, მოითმინეთ ცოტა ხანი , თავდაცვა აკეთებს
ja_ja
zorg80
ციტატა(zorg80 @ 27th April 2011 - 11:10 AM) *
მაგრამ შენ თუ უკეთ იცი წერა მაშინ შენც მიწერე და სხვა უკეთესად მწერალმა საზოგადოებამ რომელსაც საერთოდ გული შესტკივა

არ გამოვა მაი საქმე.სანამ მიწერ დაარგუმენტაციას გაუკეთებ უნდა იცოდე რას აპროტესტებ, დღეს კი სრული იდიოტიზმი ხდება რომელსაც ვერ დაასაბუთებ და პრეზიდენტს ვერ ეტყვი წუწუნით და წიავ წიავით, აი ის საზიზღარი მჩაგრავს, იმან პასუხი არ იცის, ამან იქეთ გამიშვა, ამან კიო, იმან არაო, და მაწვალებენ.

როცა პრეზიდენტს წერ ჩამოყალიბებულად უნდა მიწერო და დასაბუთება უნდა მიაყოლო.მართალი გითხრა პრეზიდენტისთვის მიწერა მშვენიერი აზრია, უბრალოდ ახლა იმის გამო რომ დოყლაპიების ხელშია ეგ საქმე და დაატასავებენ უპატრონოდ იქეთ აქეთ, და ჯერ არც ვიცით საბოლოოდ რა გადაწყვიტეს, მაგის გამო ჯერ იძულებული ვართ გავჩერდეთ, ჩვენ არ მიგვასუნინეს სტანდარტების განხილვაზე და არ მოისურვეს ჩვენი ჩართვა, არგუმენტაცია იყო შემდეგი - ჩვენთან არანაკლეპი სპეციალისტები არიანო. ნუ რა სპეცებიც არიან ქე ვიცით მაგრამ ცხვირი აიპრიხეს და ჰააა.

ამიტომაც ახლა უნდა დაელოდო როდესაც დადებენ მაგ სისულელეს, მერე ამოწერო ყველა იდიოტიზმი რაც აბსურდების თეატრებიდანაა, უნდა მიაწერო არგუმენტაცია თუ რატომ თვლი შენს პოზიციას მართებულს დარატომ მიგაჩნია მცდარად და არასწორედ მიღებული, პლიუს უნდა განსჭვრიტო წინასწარ რამდენიმე პროვოკაციული კითხვა რომლითაც შემოგედავება ის კუკუ სპეციალისტი რომელთანაც ბოლოს შეიძლება მივიდეს პრეზიდენტის კითხვა რატომ ქენით ეს სისულელეო.

იცი რომელი კითხვები და პასუხები უნდა განსჭვრიტო? აი მაგალიტად ერთი არგუმენტაცია იქნება ასეთი (რატომ მივიღეთ ეგეთი კუკუ კანონინო), - ბავშვები სკოლაში პნევმატიკით დადიან ესვრიან ერთმანეთს და ასახიჩრებენო, ამიტომაც თავი რომ დაგვეცვა მივიღეთ ეგეთი კანონიო.

ასეთი პასუხები წინასწარ უნდა განსაზღვრო და იმავე წერილში უნდა მიწერო რომ თუ სტანდარტების მიმღების მიერ არგუმენტაცია იქნება ასეთი და ასეთი, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ამ შემთხვევაში ვაწყდებით შემდეგ სიტუაციას:

1) როგორც დღემდევერ დანსაზღვრეს და ვერ ჩამოართვეს სროლამდე მოსწავლეს იარაღი, დღესაც აკრძალვის შემთხვევაშიც შეიძლება იგივე მოხდეს, ანუ სტანდარტი ზღუდავს, მაგრამ მექანიზმი მაინც არ გვაქვს შემუშავებული, და ერთეული შემთხვევის გამო რომელშიც დამნაშავე მშობელია ისჯება მთელი საზოგადოება

2) გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რაიონებში ხშირია შემთვევა როდესაც მოქალაქებიი ძალადობისას იყენებენ ცეცხლსასროლ იარაღს, უმეტეს შემთხვევაში იარაღი კანონიერად გაფორმებული აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა სანადირო გლუვლულიანი იარაღი არ არის აკრძალული და არც რაიმე ენერგეტიკითაა შეზღუდული

3) ბლა-ბლა ბლა

4)

5)

და ბოლოს, ზემოთ მოყვანილის გამო ჩანს რომ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე, თუ ორივე იარაღია, ცეცხლსასროლიც დაპნევმატურიც, მაშინ რატომ ვზღუდავთ გაცილებით სუსტს, მაშინ როდესაც ცეცხლსასროლს არანაირი შეზღუდვა არ აქვს და ამასობაში ხშირია მისი გამოყენებით ლეტალური შედეგი, რაც არ მომხდარა და პრაქტიკულად შეუძლებელია პნევმატური იარაღის შემთხვევაში და ასე შედმეგ.....

ნუ ეს ზედაპირულია აქ რაც დავწერე, ესეც არასწორი ტექსტებია, უფრო გააზრებულად უნდა დაწერა, და უნდა დაიწეროს პროსტინა,ლამის კანონ პროექტი,რომელიც ყველაფერსნათელსხდის,იზიარებ
ja_ja
ბლიაძ!, ვინმემ შეზღუდა ტექსტების რაოდენობა ფორუმზე თუ რა ხდება? უკვე მეორედ მიჭრის ტექსტს, შენახულიც არ მქონდა.....!!!!
zorg80
ის რომ კანონპროექტი უნდა დაიცეროს და თან დადგენილ ვადებში და არა ერთი ორი წლის შემდეგ ამას ვიზიარებ.(აქ სტანდარტებს ვგულისხმობ რომელიც სამ თვეში უნდა დამტკიცებულიყო ) . რაც შეეხება განჭვრეტაზე დარიგებას ) ამას მეთითონ მივხედავ. და ეგენი თუ ვინმეს რამე შეუძლია თვითონ განჭვრიტოს თავისი წერილისთვის თუ სხვა რამე ქმედებისათვის. მე მინდა დავწერო ჩემებური გამოსავალი რაც გავაკეთე და რასაც ვაკეთებ და გავაკეთებ კიდე ზოგზოგიერთების ჯინაზე , მიუხედავად იმისა მოგწონთ ეს თუ არა. ასე რომ თუ ერთად ვართ ერთად ვიყოთ და ერთად უბალენშიკოდ ამ კანონის მიღებას . თუ არადა ნუ ვიქნებით და აგარ დავწერ საერთოდ არაფერს.
giorgi05
ყველამ ჩვენსას ვეცადოთ და თუ საჩირო გახდება ერთადაც ვიზავთ რამეს თავისთავად
ja_ja
zorg80
ციტატა(zorg80 @ 27th April 2011 - 02:57 PM) *
მე მინდა დავწერო ჩემებური გამოსავალი რაც გავაკეთე და რასაც ვაკეთებ და გავაკეთებ კიდე ზოგზოგიერთების ჯინაზე

ნუ შენ მგონი საწყენად მიიღე და თვლი რომ მე უნდა მეჯინავო... ნუუუ ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მიუხედავად იმისა რომ შენ გჯერავ მე ჭკუას გარიგებ და არიქა ბარიკადებს გიგებ.... ბაზარი არაა, ჩემს ჯინაზე რაც გინდა ის გააკეთე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მგონი შეცდი თან ძალიან.

მე სულ არ მაინტერესებს ვის რას მიწერ, და მითუმეტეს ვერანაირად ვერ გავაკონტროლებ მთელს საქართველოს, შეიძლება ვინმე არსებობს დურაკი დიქტატორის პონტში ვისაც სჯერავს რომ ერთ ფორუმზე რაღაცას დაწერა და არიქაამით ყველას ბარიეს აუშენებს, მაგრამ რეალუბაში, ვთქვათ და გამომივიდა და შენ გაგაჩერე, ხვალ სხვა ვიღაც გავარდება და იგივე შინაარსის წერისლ მიწერს პრეზიდენტს... ამასობაში ის შეიძლება სულაც არაა ამ ფორუმზე ნამყოფი....

ვინმე თუ არის ეგეთი მიამიტი და სჯერავს რომარიქა და ამ ჩემი პოსტის რაღაც ბარიკადებს ავაშენებო არ ვიცი და მე ეგეთი რამის არ მჯერავს. პირიქით რადგანაც ჯინაზე გინდა მიწერა, მე დიდი თხოვნა მექნება - მიწერე, ძალიან გთხოვ მიწერე! მიწერე, დასაბუთების გარეშე ან დასაბუთებით, მიწერე, აგრუმენტების, ან მის გარეშე, მოკელდ თავისუფალი ხარ და რაც გინდა ის ქენი, სულ არ მაინტერესებს მეჯინავები, მაგარი ხარ, წიხლებით შეუმტვრევ პრეზიდენტს კარებს თუ რას იზამ. სამწუხაროა რომ წინა პოსტს მოეჭრა ის მეორე ნახევა სადაც ახსნა იყო თუ რატომაა ეს ყველაფერი საჭირო.

უბრალოდ გამივლია ამ ცხოვრებაში რაღაც და ვიცი რომ ეგეთი გინდა თუ არათი არაფერი გამოვა. მოკელდ მე ეს ტექსტი შენთვის არ დამიწერია, რადგან შენ ასევთქვათ ვოლკ ადინოჩკა ხარ, ანუ "რემბო", ხმალიც, ბურთიც, მოედანიც და M16-იც შენთვის ჩამიბარებია. smile.gif

არაერთი მიმართვა მქონია სხვადასხვა ორგანიზაციასთან, გინდა სამთავრობო, გინდა კომერციულთან, არ გამოდის მაგათთან ეგრე საუბარი და მიმოწერა. წერილი, მიმართვა თუ რაიმე სხვა არის, რჩება პირველ ფილტრთან და მაქსიმუმ რასაც მიირებ ეგ იქნება კოპი-პეისტი პასუხი,შინაარსი დაიყვანება შემდეგზე:

დიდი მადლობა ბატონო ჟან ბატისტ ემანუელ ზორგო რომ დაგვიკავშირდით, თქვენი საკითხი ნამდვილად საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას, რასაც უმალ შევუდგებით და აუცილებლად გადავცემთ შესაბამის უწყებას.

შენ გახარებული დაიწყებ ამ ფარატინა ქაღალდის ფრიალს, შინაარსი კი რეალობაში დაიყვანება შემდეგამდე (ანუ უკან სამზარეულოში რა ხდება ახლა) - ვიღაც კითხულობს შენ წერილება და ბოლოს მისი მენეჯერი წამოიძახებს - აუ მიწერეთ რა ამას რაიმე რომ გაჩერდეს და შეგვეშვას! შედეგად გამოგიგზავნიან იმ კოპი-პეისტ წერილს რომელიც ზემოთ ვახსენე. ის წერილი კი ამასობაში არის აფსოლუტური ნოლი, არაფერი არ ეწერება შიგნით, იქნება ერთმანეთის გამომქვითავი ტექსტი, გაითვალისწინე გამომქვითავი, გამბათილებელი და არა ურთიერთ საწინააღმდეგო. ანუ შინაარსი დაიყვანება შედმეგამდე ეგეთ წერილებში - პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, არაფრის გაკეთებას არ შეგპირებივართ, მადლობა მოგიხადეთ რომ მოგვწერე და აბა ნახვამდის.

მიცდია და ვიცი წინასწარ შედეგი მეთქი. როგორ ფიქრობ ამდენს ვწერ და რამენაირად ამდენიხანი ჭკუოს რომ გასწავლი ჩემით ვერ ჩამოვწერდი ამ ყველაფერს და ვერ მივწერდი კაიხნისწინ ან რომელიმეორგანიზაციას ან პრეზიდენტს, ან ქუჩაში სტაიანშიკს? დიახ დიახ სტაიანშიკს.იმიტომ რომ შედეგი იგივე მექნება.

ეს არ არის გულის ამაჩუყებელი ისტორია, აი საცოდავი ოჯახი რომელსაც არ აქვს, საცხოვრებელი ფართი, ან აი სოფელი რომელსაც არ აქვს, წყალი.... ეს არის ჰობის,გართობის და მუღამის გასწორებისსფერო, რომელიც აუცილებლობის კოეფიცინტების მიხედვით სიის ტრაკშია გადატანილი, ასე რომ შენი პირადი ტკივილი და გულის წყრომა არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში და სწორეც არიან, არ არსებობს ქვეყანა სადაც კერძო პირს ყოველდღიურად რაღაც პრობლემა არ უჩნდება, მიუხედავად იმისა რომ ერთი კაცისთვის შეიძლება ტრაგედია იყოს, ქვეყანა ყველაზე რეაგირებას არ მოახდენს.

ამიტომაცაა რომ კერძო პირისგან კი არა ორგანიზაციისგან უნდა შევიდეს წერილი, როგორც ელექტრონული ასევე ქაღალდის, ორგანიზაციისგან იმიტომ უნდა იყოს მიწოდებული ინიციატივა რომ ნებისმიერი წერილი აწყდება ფილტრს, თან რამდენიმე დონიანს. კერძო პირისგან მიწერილი პირველივე ფილტრში ჩერდება, თუ მართლა გულის ამაჩუყებელი პრობლემა არაა, პირველ რიგში მისახედი, ან რაიმე ქულების დასაწერი, მაშინ ეგეთი წერილი კონვეირიდან ჩამოღებულია, თუ გამომგზავნი გაახურებს საქმეს, მოსაცილებელ წერილს გაუგზავნია და მორჩა. აი რაც შეეხება ორგანიზაციის წერილს, ეგ კაკ მინიმუმ პირველ ფილტრსუპრობლემოდ გადალახავს, მაქსიმუმ მეორე ფილტრზე გაჩერდეს, უარს თან ვერ გეტყვიან, შეიძლება გაგესაუბრონ, ან რაიმე სხვა კუთხით იყოს, განხილვა, ასევე შეიძლება ზეციური სასწაული მოხდეს დაპრეზიდენტის მონიტორზე გამოჩნდეს.

მაგრამრეალურად უნდა საქართველოშI კომპიუტერი და ინტერნეტი დღეს იმასაც აქვს სახლში ვისაც საჭმელი არა ააქვს. პრობლემა კი ყველას აქვს, როგორ ფიქრობ მაგ სერვერიდან დღეში რამდენი წერილი იგზავნება პრეზიდენტთან? ყველა რომმასთან მოხვდეს,ფიზიკურად წასაკითხად დრო არ ეყოფა არცერთ მოკვდავს, პრეზიდენტი და განსაკუთრებით მიშა რომ ვეჩნა მონიტორს არ ჩასციცინებს ყველამ ვიცით, დღეს ბათუმშია, ხვალ პარიზში, ზეგ ნახალოვკაში რაღაც აგურს აცემენტებს.... იგივე მაგ კაცის საქციელიდან დააკვირდი, აპიარებს კაცი თავის მოქმედებებს... და რა არის გასაპიარებელი და ქულების დასაწერი იმაშI რომ ვიღაც არანორმალურს,რომელსაცნორმლა
zorg80
ციტატა(ja_ja @ Apr 27 2011, 04:03 PM) *
zorg80

ნუ შენ მგონი საწყენად მიიღე და თვლი რომ მე უნდა მეჯინავო...
არ მიმიღია საწყენად და არც გეჯინავები ამ შემთხვევაში შენ უფრო მიიღე შენთავზე და ეგ ეგრე არაა ჩემი მხრიდან, თორე ვიღაცვიღაცეებს კი არა პირდაპირ დავცერდი ეს ნიკი იქნებოდა თუ სახელი ვისი მისამართიდაც ვიტყოდი რამეს . იმედია კიდე იმხელას არ მომწერ ტორე ძაან დიდხანს უნდები წაკითხვას) (ეს ბოლო წინადადება ხუმრობით და განსამუხტად თუ რაიმე დაძაბულობის გრძნობა მოგანიჭე).
ja_ja
zorg80
ციტატა(zorg80 @ 27th April 2011 - 10:21 PM) *
იმედია კიდე იმხელას არ მომწერ ტორე ძაან დიდხანს უნდები წაკითხვას

რაღა უნდა დავწერო მე ამ ფორუმის.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif 2-ჯერ დავწერე ვეფხის ტყაოსანი და ორივეჯერ მოაჭრა ტექსტი biggrin.gif
ilariona
ციტატა(ja_ja @ 28th April 2011 - 10:53 AM) *
რაღა უნდა დავწერო მე ამ ფორუმის.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif 2-ჯერ დავწერე ვეფხის ტყაოსანი და ორივეჯერ მოაჭრა ტექსტი



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მერე მოეშვი ვეფხვის ტყაოსნის წერას biggrin.gif
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 28th April 2011 - 11:03 AM) *
მერე მოეშვი ვეფხვის ტყაოსნის წერას

აჰა, წერთ მერე მარტო სმაილიკებს და იუტუბის ვიდეოებს ყრით იმისათვის რომ თქვენი სათქმელი ვიდეოს მეშვეობით გამოთქვათ.

ახალბედა ვერაფერს იგიბს და იგივე წრეზე მიდის რაც წინა თაობამ გააკეთა და იალაააა, ყველას უხარია ეს უსასრულო კარუსელი.
giorgi05
ja_ja
ციტატა
ყველას უხარია ეს უსასრულო კარუსელი.
კაი იყო ბავშვობა და კარუსელი და უხარით ჩვენც გვიხაროდა (ვორნი ავიკიდე მგონი) ბოდიში ოფზე yes3.gif
ilariona
ციტატა(ja_ja @ 28th April 2011 - 11:54 AM) *
აჰა, წერთ მერე მარტო სმაილიკებს და იუტუბის ვიდეოებს ყრით იმისათვის რომ თქვენი სათქმელი ვიდეოს მეშვეობით გამოთქვათ


ერთი ჩემი დაგდებული ვიდეო მანახე რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
/
გიოჯან, ეს ფორუმი ამ ეტაპზე არაფერს არ აკეთებს, თუნდა იმენნა ახლა არის სამოქმედო დრო. მე რა გავაკეთო ან და შენ რა უნდა გააკეთო? 100-ჯერ დაწერე რომ ორგანიზაციის სახელით უნდა მიმართოო იმ ხალხსო, მაგრამ ორგანიზაცია დუმს. არც კის წერს არც არას და არც საერთოდ რამეს.

გამოდის, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხით დაინტერესებულები არ არიან, ან და პასუხისმგებლობა არ უნდათ და მორჩა. თუნდაც რა აზრი აქვს ამ ფორუმს, თუ არცერთი ნორმალური გასვლა არ იგეგმბება, არ არის ჩემპიონატები, ყველა ყრის სურათებს, თუ როგორ ჯგუფებს აკეთებს და არ არსებობს რას უნდა შეადარო ეგ ჯგუფები.

ამ ფორუმით გავიცანი არაჩვეულებრივი ხალხი და დავუმეგობრდი მათ, ვისწავლე რა არის პნევმო იარაღი, მაგრამ ამის იქეთ განვითარება არ ჩანს. ყოველ დღე შემოვდივარ იმ იმედით, რომ აი ახლა რამე იქნება საინტერესო, მაგრამ ლუდის დალევის თემის გარდა არაფერი არ ნვითარდება.

მე მგონია, რომ ძალზედ საჭიროა რამე სისტემა ამოქმედდეს:

1) საჭოროა მოცლილი ორგანიზატორი, რომელიც მოავარებს თუნდაც ტირის საკითხს.
2) თუ არის ეს პნევმო იარაღის ასოციაცია და თუ რამე უნდა გააკეთოს, პირველ რიგში ახლა უნდა ამოქმედდეს, ვინაიდან დღეს ხვალ დაამტკიცებენ 16 ჯოულს და მერე მაგას ვეღარ შევცვლით. ეს 100%-ით ვიცი, რომ 16 ჯოულს ამტკიცებენ.
3) და რავი კიდევ 1000 რამეა გასაკეთებელი, რომელსაც ჭირდება მართლაც კარგი ორგანიზატორი.

მე ყველაზე ბოლოს ვარ დარეგისტრირებული და მე ამას არ უნდა ვწერდე.

წავედი ახლა მივხედო საქმეებს.


Davitus
ilariona

მეც ზუსტად იმიტომ მეზარება ხოლმე აქ შემოსვლა... მარაზმების მეტი არ იწერება... ერთი-ორ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით... უფრო ალბათ ისევ რამოდენიმე კარგი ადამიანების ხათრით... მაგრამ თქვენი ხათრით ყოველდღე აქ ყოფნა მაგარი მომაბეზრებელია biggrin.gif არაფერი საინტერესო არ ხდება და ძალაუნებურად სხვა ფორუმებზე ვარ ხოლმე...სადაც უფრო საინტერესოა... ნუ "ტალახიანებს" და "ოჩოს" ვგულისხმობ

არადა მაგრად მინდა რომ რაღაცა წინსვლა იყოს, ერთსულოვნება ან... კაროჩე რა... ადრეც ვამბობდი და კი ჩავიქნიე ხელი... ისევ პატარ პატარა ჯგუფური გასვლები, სეზონის გახსნა-დახურვა მწვადაობით და (პრ***ის გასაღების დაკარგვებით biggrin.gif )

ჯანდაბას... ეგეც რომ არის... სხვას აღარ ვჩივი :დაჩმორებულიკისტისთოფიანისმ
ilariona
Davitus

ციტატა(Davitus @ 28th April 2011 - 02:21 PM) *
დაჩმორებულიკისტისთოფიანისმ


+1

ეჰ ჩემო დავით, მაგრად კი მიტყდება და რა ვქნა აბა? სამსახურს ნაღდად ვარ დავანებებ თავს და დარწმუნებული ვარ რომ ვინც უნდა აიღოს ორგანიზატორობა საკუთარ თავზე ყველა მუშაობს. ამის გამოც არის ყველაფერი გაჩერებული, არადა ეს ჰობი მართლაც რომ მაგრად მართობს და მევასება smile.gif

მე წამოვაყენებ ახლა ერთ კანდიდატს

ბატონი ბესო უნდა იყოს ორგანიზატორი,

პიროვნება უსაყვარლესი,
სანდო, მონადირე, მსროლელი და მართლაც დიადი პიროვნება.

რაც მთავარია უმუშეავრია biggrin.gif
giorgi-RW1k77X2
ციტატა(ilariona @ 28th April 2011 - 03:52 PM) *
რაც მთავარია უმუშეავრია



შენ ხელფასი თქვი, თორემ მარტო ბესოს უმუშევრობა ვერ უშველის მაგ საქმეს smile.gif
ilariona
ციტატა(gioxashuri @ 28th April 2011 - 11:50 PM) *
შენ ხელფასი თქვი,


რაის ხელფასი? მინისტრად კი არ ვირჩევთ biggrin.gif

მაგრამ რად გინა ა? კაციშვილი არ შემოდის აქ და არაფერს არ წერს და სიმართლე გითხრა მაგრად მიტყდება.

ნუ მეც დავიკიდებ როგორც ყველას კიდია და გავაგრძელებ ჩვეულებრივად მიზანში სროლას და პლინკაობას. აი დღეს წავალ ლოპოტაზე და წავიღებ თან, იქ ბევრი ცარიელი ბოთლებია (იქ იმდენს ვსვავთ, რომ ბოთლების უდიდესი რაოდენობა იქნება) და დავდებ 100 მეტრის მანძილზე და დავცხებ და დავცხებ.

ციტატა(Davitus @ 28th April 2011 - 02:21 PM) *
დაჩმორებულიკისტისთოფიანისმ


მართლა რომ ესეა
ja_ja
მოკლედ მემგონი უნდა შევხვდეთ მაგ საკითხზე ერთხელ, JAH-იც უნდა მოვიდეს და ამ სპიმაზე რა ხდება ბოლო ბოლო გავარკვიოთ და ეს სამაზვანეცი პრეზიდენტი რომ გვყავს biggrin.gif თუ ვტოვებთ ვტოვებთ თუ არა და ვის აქვს სურვილი და რაც მთავარია დრო?

მე სურვილი მაქვს მაგრამ არანაირი დრო არ მაქვს sad.gif.
bazuka
ჩემი აქტივობა 0-ის ტოლია, რადგანაც ახალი სემესტრი დაიწყო და ყველაფერი თავიდან მაქვს გასაკეთებელი, ალბად მაისის მეორე ნახევრიდან თუ გავაქტუირდები, ასე 1 თვით
მერე ყველაფერი ხელახლა ....
ja_ja
bazuka
შენ მოკლედ ცხოვრება კი არა ოსცელოგრაფი გაქვს biggrin.gif ჩავარდნა, ავარდნა ჩავარდნა ავარდნა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
koknar
ja_ja
ეგ კარდიოგრამაა biggrin.gif biggrin.gif
bazuka
პრინციპში ეგრეა რაა smile.gif
მთავარია არ გასწორდეს biggrin.gif
masteroff
გა და დე ქი გა და დე ქი give_rose.gif რავარი მინი რევოლუცია მოვუწყეეე
ilariona
masteroff
ციტატა(teimuraz @ 29th April 2011 - 10:12 PM) *
გა და დე ქი გა და დე ქი


ვინ უნდა გადადგეს? ჟორჟიკა? გადავაყენოთ? biggrin.gif
levanib
აბა არის რაიმე სიახლე კანონზე??
zorg80
ციტატა(levanib @ May 16 2011, 08:35 PM) *
აბა არის რაიმე სიახლე კანონზე??

კი არი ოგონდ ცუდი . ესეიგი კანონი მზადააო ხელმოსაწერატთო მარა ხელი ვინ უნდა მოაწეროს არ იციან) ოგონდ მართლა ეგრე ამბობენ. და რომელ სამინისტროშია ეგეც არ იციან, ( სინამდვილეში ძაან კარგად იციან მარა მალავენ ). თუ ვინმემ ამაზე ახალი რამე იცით დაწერეთ.
nso
ჩვენ ხომ ერთი მინისტრი გვყავს და იმან მოაწეროს რა ))
geojorjika
4.5 და 16 ჯოული , მოკლედ არააა საშველი რა
nso
მიიღონ დ ამოგვასვენონ რა, ან წაგვართვან და წავალტ ან თავისუფლების მოედანზე ან საკანში ))
parna
welcom back to (კისტის თოფი)
rekshet
გამარჯობათ ახალი არაფერი ისმის ? მაგნუმში ვიყავი და დაკეტილი იყო მერე საიტზე შევედი პნევმატიკებში არი მარტო ვაირუხები დარჩენილი იურიდიულ პირებსაც უკვე ვერ შემოაქვთ თუ როგორ ?
sekurifa
მგონი ჯობია ჯერ ძლიერ თოფზე არ ვიფიქრო,გული მიგრძნობს რაღაც სისულელე კანონს დააწესებენ პნევმატიკაზე მაგალითად როგორც უკრაინაში ''ნადირობა ნიხთ" გამოილევა ეგ დარჩენილი თოფებიც მაღაზიებში და მერე იზამენ რაღაცას ამდაგვარს.
kezsh
აუუუუუუუუუუუუუუ გრიგოლი ფანტომები შემოიტანონ დ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა არ მინდა ამ თურქულის ყიდვაააააააააააააააააააა
amon
გამარჯობათ

რატო ჩავარდა ეს თემა? რამე სიახლე ხომ არ არის კანონთან დაკავშირებით?
ja_ja
ესეიგი რადგანაც ცვლილებებზე ვსაუბრობთ აქ მინდა ერთი აღმოჩენილი ინფო შემოგთავაზოთ....

არ ვიცი რაიმეს მომტანია თუ არა, მარა რავარც ირკვევა 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს კიდევ ერთხელ გადაბარდა მეტეოროლოგიის სამსახურს იარაღების სპეციფიკაციების ამბავი.

მოკლედ გუგული ბიძიას მეშვეობით შემთხვევით წავაწყდი აი ამ დოკუმენტს , რომლიდანაც ირკვევა რომ 27 ოქტომბერს რანცხა სხდომა კიდო ჰქონიათ და ბნლომათ რაცხაზე თავი მოუფხანიათ biggrin.gif.

თავის მოფხანის შედეგად ჩვენ გვაინტერესებს ამ დოკუმენტის მესამე განხილვის პუნქტი როპმელიც რეალურად იწყება მე-5 გვერდზე და მტავრდება მე-6 გვერდზე.

მე-6 გვერდზევე ნახსენებია რომ დანართ 7-ში არის ყოლიფერი აღწერილიო, ვეძებთ მაგ დანართს და იმავე დოკუმენტის 172-ე გვერდზე ვნახულობთ:


ციტატა
საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (თბილისი,2003 წლის 8 მაისი. N 2264 – IIს) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. კანონის მე–3 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.”.

2. კანონის 14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები
1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესს.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.

3. კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს სსიპ _ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”.

4. კანონის 35–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ;“

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი


ანუ დავიწყოთ სათითაოდ განხილვა....

1) მესამე მუხლის მესამე პუნქტი იცვლება, ადრე იყო:

ციტატა
მუხლი 3. იარაღის სახეები

1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:

ა) სამოქალაქო იარაღი;

ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;

გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.

2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.

3. იარაღი ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება იარაღის სახელმწიფო კადასტრით განსაზღვრულ შესაბამისი სახის იარაღის პარამეტრებს.


მოკლედ წითლად გამოყოფილი ახლა იცვლება აი ამაზე
3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.”.

განმარტება ასეთი გამოდის - თუ ამ სააგენტოს სპეციფიკაციებში არ ჯდება რაიმე მოწყობილობა, მაშინ ის იარაღად არ ითვლება, მაგალითად ტრაქტორის სპეციფიკაციები არ შეესაბამება ამ სააგენტოს მიერ აღწერილ წესებს, შესაბამისად არ არის იარაღი. სხვანაირად რომ ვთქვათ, პნევმატური თოფები რომლებიც ჩვენ გვაქვს, არ აის არანაირი სპეციფიკაციით აღწერილი, შედეგად არ არის იარაღი, კაცმა არ იცის ხელში რა გვიჭირავს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს იარაღი არ არის - სედებილის მწვერვალია! smile.gif სანამ ასეთ რაღაცას დაწერედნენ რაღაც შუალებური სპეციფიკაციები მაინც უნდა შეეთავაზებინა სააგენტოს. სუფთა ცისფერი მთებია, პირდაპირ გამყრელიძის დასკვნას დაეთანხმნენ.



კაი გავაგრძელოთ, მეორე ცვლილება:

ციტატა
მუხლი 14. იარაღის სერტიფიცირება

1. ყველა სახის იარაღი, რომლის დამზადება ან შემოტანა ხდება საქართველოში, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას.

2. იარაღის სერტიფიცირებას ახდენს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

3. იარაღის სერტიფიცირების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.


მთლიანად იცვლება აი ამაზე:

მუხლი 14. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები

1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესს.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს (იმენნა უნდა დაამტკიცოს, პირდაპირი ამათი მოვალეობაა რასაც 1.5 წელია ვერ აკეთებენ, პრეზიდენტს აღარ უნდა წარუდგინონ და არავისთან არარ უნდა შეათანხმონ!) სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.


ამავე ცვლიელბაში ნახესენებია მე 19 მუხლის მე-4 პუნქტი, რომ არ აგებნეთ თავგზა გთავაზობთ რა ჯანდაბაა მე-19 მუხლი -

მუხლი 19. იარაღის შეძენა
შეძენილი სამოქალაქო იარაღი (გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა) საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას შეძენიდან 10 დღის ვადაში.


ნუ ეს ყველაფერი ჩვენ გვახატია, მთავარია ახალ რედაქციაში შესული მე-3 პუქნტი, ანუ

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.


კაიხანია მიტრიალებს თავში აზრი ადრე ვიცხა GEOSTM-ი რომ იყო შემოსული რაცხას ეძებდა ვერ ეძებდა, გაარკვია ვერ გაარკვია... მოკლედ ჩვენ ხომ არ დავადგეთ მეთქი? თუ ვერ აყალიბებენ დავეხმაროთ თუ შსს აჩმახებს ადამიანურად მაინც თქვან რომ იმათი ბრალია და აგერ ჩვენ ეს გვაქვს გაწერილი....



კაი შემდეგი ცვლილება, ადრე იყო:

ციტატა
მუხლი 18. იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზიის გაცემის საფუძველი
თუმცა მეორე პუქნტი ამ კანონს საერთოდ არ აქვს მემგონი ან ნამეტანი ძველი რედაქციის კანონი მაქვს ხელთ, სავარაუდოდ იგულისხმება აი ეს პუნქტი:
ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;


მოკლედ აწი ეს პუნქტი ყალიდება შემდეგნაირად

“3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს სსიპ _ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”.


ანუ შენობის შესახებ საბუთს რაცხა სხვა კანტორა გასცემს, ნუ იდეაში ეს ჩვენ დიდად არ გვაღელვებს.



და ბოლო ცვლილება, ანუ იყო

ციტატა
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 35. გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები

პირველ პუნქტს გამოვტოვებ და პირდაპირ მეორე პუნქტიზე გადავდივართ

[color]2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა მოამზადონ და გამოსცენ:

ა) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება "იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ"; [/color]


შეიცვალა აი ამით:

,,ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენის შესახებ;“

მართალი გითხრათ რა იცვლება ამით მე ვერ გავიგე, მგონი იგივე წერია....

მტააკ მთავარი მგონი მაინც რჩება რამდენიმე ფაქტი:

1) ცვლილება ბოლოს მიღებულია 2011 წლის 27 ოქტომბერს, ანუ 3 თვის წინ
2) მთელი კანონმდებლობა ხელს ახოცავს - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს
3) იარაღის სპეციფიკაციები თუ არ აქვს ამ ორგანიზაციას ჩამოყალიბებული მაშინ ნივთი იარაღად არ ითვლება, მაგალითად ხვალ გამოვიგონებ პროტონულ რეი განს და მისი სპეციფიკაციები თუ არ ექნებათ და ეს იარაღი თუ არ იმოქმედებს სტანდარტული პრინციპებით (ხელში დაიჭირე, დაუმიზნე ესროლე და გაანადგურე, არამედ იქნება რაცხა ტვინში ჩასანერგი პრიმოჩკა რომელიც გაფიქრების შედეგად კონტინენტს ააბოლებს), მაშინ ეს ნივთი და ტექნიკა არ ითვლება იარაღად, შედეგად რა გვიჭირავს ხელში არავინ არ იცის. ანუ ისევ არასერიოზული დამოკიდებულება პნევმატურ იარაღთან (ნუ ტიკა, კისტის თოფია რა კარგით რა, რა გაგვიტრაკეთ საქმე, რაცხა კუანა ტირის თოფია ბლინ.)
4) კონკერტულად საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შეეტენა პნევმატური იარაღის სპეციფიკაციების ჩამოყალიბება და დამტკიცება, არსად არაა ნახსენები შეათანხმმოს შსს-თან და ასე შემდეგ, ასე რომ წესით ან უნდა დაარეგულიროს, ან ხმა უნდა ამოეღო მათ წარმომადგენელს შესაბამის სხდომაზე. დააკისრეს ახლა უნდა გააკეთონ. მე სამსახურში სხვა კი არაფერს მიჩალიჩებდნენ, ჩემს გარეშე იღებდნენ გადაწყვეტილებას ჩემს განყოფილებას რა ეტენებოდა გასაკეთებლად და სულ არ აინტერესებდათ ჩემი თავის მართლება უნდა გამეკეთებინა და მორჩა. სხვა რა გზა მქონდა ვაკეთებდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, ესენი რა წითელი კოჭები არიან?

მოკლედ აბა გადახედეთ ნახეთ თქვენს ხელთ რა კანონის რედაქციები გაქვთ რაიმე აზრები გაქვთ თუ არა ხომ არ იცით სადაა ეს საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო განთავსებული... ბოლო ბოლო მე მივაკითხავდი გავიკითხავდი რაიმეს მაინცა - თორემ პრეზიდენტმა არც კლუბი, არც ასოციაცია, არც კოოპერატივი და არც ფოხანი არ გვაღირსა... ტფუ ნა ნეგო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
kaka8079
ja_ja
მისამართი ვერ ვიპოვე მაგრამ ამ სააგენტოს ტელეფონი თუ გინდა აგერაა გიორგი ჩიტაძე +995 32 2603906
kaka8079
მისამართსაც მივაგენი,მეტრო ღრმაღელესთან ჩარგლის ქუჩა#67
rekshet
ქ. თბილისი, 0141, ჩარგლის ქ. 67 ტელ: (995 32) 61 25 30; აი ეს არის მაგით მისამართი geostm.ge
tengo
ციტატა(ja_ja @ 2nd February 2012 - 12:58 PM) *
მოკლედ ჩვენ ხომ არ დავადგეთ მეთქი? თუ ვერ აყალიბებენ დავეხმაროთ თუ შსს აჩმახებს ადამიანურად მაინც თქვან რომ იმათი ბრალია და აგერ ჩვენ ეს გვაქვს გაწერილი....

ვეთანხმები ჯაჯას წინადადებას, მისასვლელია და მოსასინჯია მაინც, რაიცი იქნებ და გამოიღვიძონ....
ilariona
ახლა მობილურზე დავურეკე გიორგი ჩიტაძეს, მეტროლოგიის სააგენტოს უფროსს, კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ პნევმატიკასთან დაკავშირებით ჩვენ დავწერეთ ბრუნვაში დასაშვები პარამეტრებიო და გადავუგზავნეთ შსს-სო, მათ კიდევ არ დაუბრუნებიათ პასუხიო. ასე რომ ჯერ კიდევ ველოდებითო.

არ ვიცი რა ჯანდაბაა .
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.