gregory ციტატა(gregory @ 30th March 2012 - 11:11 AM)

არ დაგირეკეს აირსოფტელებმა?
კი დარეკეს და ვისაუბრეთ...
მოკელდ რაცხა ერთად მოსაფიქრებელი გვექნება, თორემ მაგენი სხვა რაცხას აწვებიან და ჩვენ სხვა რაცხა გამოგვდის... ნუ მოკლედ ერთმანეთის ინტერესები რომ არ დაზიანდეს უკეთესია საერთო რაღაც კონცეფცია შევიმუშაოთ.
იდეაში საუბარში გაირკვა რომ აირსოფტელებს არ უნდათ რომ მათ იარაღს რაიმე კლასი მიენიჭოს, ნუ ტიპა გვატარენებ როგორც ელექტრო ავტომატური პნევმო იარაღშიო და ჩვენ ამასობაში პნევმატური იარაღი არ ვართო და არ გვინდა მაგ კლასში გაგვიყვანონო. ჩვენს იარაღს ნომრებიც კი არა აქვსო და თქვენნთანაც ხომ ეგრეაო....
ნუ აი მანდ უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ხარვეზი, რომელიც შეიძლება კანონმდებელთან საუბრისას პრობლემაში გადაიზარდოს... ანუ:
1) ჩვენ გარანტირებულად პნევმატიკა ვართ ვერ გავექცევით მაგ საკითხს...
2) ელექტრო ავტომატური თუ ხელით ჩატენვა... ნუ მაინც პნევმატიკა ვართ
3) ნომერი ჩვენს თოფებს აქვს, სამწუხაროა თუ სასიხარულო არ ვიცი, მაგრამ ზოგს კოლოფზე აქვს, ზოგს რეზერვუარზე და ზოგს ლულაზე, მაგრამ ნომერი თითქმის ყველა პნევმატიკას აქვს
4) ნუ აირსოფტელები აწვებიან იმას რომ ჩვენ არცერთ კლასში არ გავდივართ და ასევთქვათ პატრიოტულ განმასაჯაღებელი თამაშების ვარიანტში ვართო... ნუ განმაჯასაღებელი არ ვიცი, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკაა და ჩვენ გინდა არ გინდა ვერ ვიქნებით გაუგებარ კლასში, ჩვენი კლასი ყველა ქვეყანაში გარკვეულია, არის, სპორტული და სანადირო, გასართობი რომც ვუძახოთ ნუ კაიხანია "კისტის" და "ტირის" თოფმა ჩაიარა
5) რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს, ჩვენთვითონ ყველანი ვხვდებით რომ გარკვეულ წილად უფრო მეტი ყურადღება უნდა ჩვენს იარაღს, აქედან გამომდინარე ვიცი რომ ახალგაზრდობა არ დაეთანხმება, მაგრამ დღემდე მოქმედებს და ბევრი მხარს უჭერს 18 წლამდე ასაკთან დაკავშირებულ შეზღუდვას...
6) ნუ ის რომ ფანჯრიდან არ უნდა ისროლო და ქუჩაში არ უნდა ატრიალო პნევმატური... შეიძლება არ გვსიამოვნებს, ყოველი მეორე ჩვენთაგანი ქარავს, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ ამ წესსავ ვეთანხმებით
ჩვენ უფრო გვაინტერესებს ჩარჩოებში ჩაჯენა და ბოლო ბოლო ამ დედა აფეთქებული კანონის ამქმედება, ვიცი რომ უმეტესობა გაფორმების მომხრეცაა თუ ენერგეტიკის შეზღუდვაზე არ იქნება საუბარი, ნუ აი ჩვენ ამ პუნქტში ვჭედავთ ერთადერთი, ანუ კალიბრის შეზღუდვის მოხსნა და ვთქვათ 4.5-ის ზემოთ გაფორმებაც კი მისაღებია ჩვენთვის.
მაგრამ იგივე 4.5-ის დატოვება და პლიუს ენერგიის შეზღუდვა და პლიუს გაფორმება - ეს უკვე სრული მარაზმია.
მოკედლ ისე რომ არ გამოვიდეს რომ ჩვენ ვეტანხმებით რაცხაებს და ამასობაში აირსოფტჩიკები არ ეთანხმებიან და ერთმანეთს რომ საქმე არ გავუფუჭოთ აი მანდაა რაცხა საერთო იდეა შესამუშავებელი და მისაწოდებელი.
კიდევ ერთი განსხვავება... ჩვენ ვიცით რომ ახალი კანონპროექტის ინიციატორი შსს- არის, ნუ თუ რაიმეს ცვლილებაა საჭირო და თუ რაიმეა შესაძლებელი (ანუ თუ მიიღეს ჩვენი კონსულტაცია ან კომენტარი) უნდა მივმართოთ შსს-ს, მაშინ როდესაც აირსოფტელები როდესაც საუბრობენ მინისტრთან შეხვედრას, გაირკვა რომ იგულისხმება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო... ნუ ჯერ ვერ მოვტვინე იარაღი და ეგ სამინისტრო რაშუაშია, მეორეცესერთი ეგენი ინიციატორები არ არიან და რა უნდა გაირკვეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.. რაცხა ნამეტანი ავიჭერი....