ja_ja
Feb 2 2012, 04:22 PM
ilariona მდაა

ჩაგვიშხამე დარაზმვა

მე კიდევ ტელეფონს დავავლე ახლა ხელი უნდა დამერეკა მაგათთან ცხელ ხაზზე, და მინდოდა მეკითხა მომართვის წერილის რაიმე ფორმა თუ გაგაჩნიათ მეთქი.
ანუ მინდოდა წერილობით მიმემართა (ამოვბეჭდავდი გავუტანდი, თან რამდენიმე სხვადასხვა წერილს, იქ ტიპა რატომ არ არის დღემდე დამუშავებული, შეთავაზება, და ასე შედმეგ), თორემ მაგათ საიტზე ვნახე FAQ-ი, სასტავი რაცხას ეკითხება, იმის მაგივრად პასუხი გასცენ უწერიათ, მოგვმართეთ წერილობით

მაშინ რაღს არქმევ FAQ-ს

ვააა ბლინ... რა ვქნათ აბა, რაცხა სტრატეგიის პონტია შესამუშავებელი... პირდაპირ შსს-ში ვის ან რას უნდა მივმართო ან მივწერო... ეგრევე მომიცილებენ, არ ვიცით ეგ ჩვენ არ გვეხება მიმართე მეტეოროლოგიასო... ბლიაძ რა სულელური სიტუაციაა....
ilariona
Feb 2 2012, 04:34 PM
ja_ja
შევხვდეთ ამ გიორგის თუ გინდა.
ja_ja
Feb 2 2012, 04:40 PM
ilariona ციტატა(ilariona @ 2nd February 2012 - 05:34 PM)

შევხვდეთ ამ გიორგის თუ გინდა.
მოდი ვქნათ ეგ, თან თუ გაქვს არხი, ადამიანურად გაგვარკვევს ჩვენს შევთავაზებთ ჩვენსას და ახლა თუ არ მიიღებენ შემდეგში ეცოდინებათ ჩვენზე.
შეიძლება დაგვაკვალიანო შსს-ზეც და იქაც რაიმეს გარკვევა მოხდეს... ნუ მართალი გითხრა მაგრა არა მჯერავს რომ 1.5 წლის გაყინულ საქმეს დავძრავთ გაყინული ადგილიდან, მაგრამ რა იცი რა ხდება, ეგებ და რაცხა სასიკეთოც მოხდეს.
ilariona
Feb 2 2012, 04:46 PM
ja_ja
ხვალ კახეთში შეიძლება წავიდე, თუ გადამედო წასვლა აუცილებლად დავუკავშირდები და დავუთქვათ შეხვედრა.
gregory
Feb 2 2012, 05:30 PM
ja_ja ilariona ცადეთ, რაიცი რა გამოვა...
მე პირადად მეტროლოგიისაგან ოფიციალურ პასუხად ის მივიღე რაც ილარიონამ თქვა:
ციტატა(ilariona @ 2nd February 2012 - 04:50 PM)

რომ პნევმატიკასთან დაკავშირებით ჩვენ დავწერეთ ბრუნვაში დასაშვები პარამეტრებიო და გადავუგზავნეთ შსს-სო, მათ კიდევ არ დაუბრუნებიათ პასუხიო.
ხოლო, შსს-სგან, რაც ჯაჯამ თქვა:
ციტატა(ja_ja @ 2nd February 2012 - 05:22 PM)

ეგრევე მომიცილებენ, არ ვიცით ეგ ჩვენ არ გვეხება მიმართე მეტეოროლოგიასო...
geojorjika
Feb 2 2012, 09:38 PM
ilariona დაივიწყე რა , ყურში გეტყვი მერე ვისი ჩა..მულია ეგ საქმე

და შეხვედრა თუ გინდათ გაგიკვევთ მაგ ამბავს
ja_ja
Feb 2 2012, 10:33 PM
geojorjika ციტატა(giorgi @ 2nd February 2012 - 10:38 PM)

ყურში გეტყვი მერე
ყური გისმენთ, უფრო სწორედ PM-ი, აბა მაიტა რაი ხდებაი
geojorjika
Feb 2 2012, 10:51 PM
ja_ja კაგი არაფერი, მაგის წერა მართლა მეზაერბა გასავათებული ვარრ , ევიკრიბოთ სადმე დავჯდეთ , პურმაილიც დაგვიძველდა

და ვილაპარაკოთ ადამიანურად
ilariona
Feb 2 2012, 11:00 PM
geojorjika ამ შეკრებებით მალე ცეროზს ავიკიდებ და საქმე წინ არ მიდის

მოდი მოგვწერე რა მე და გიოს რა ხდება.
მაგათთან შეხვედრა პრობლემა ნაღდად არ არის, პროსტა დროა მოსანახი.
gregory
Feb 3 2012, 07:29 AM
იქნებ მეც გამაგებინოთ?!
foxi
Feb 3 2012, 05:42 PM
ჩვეულებრივი გასვლა მოვაწყვეთ დღეს, ძველ ადგილზე.მაგრამ მისვლისთანავე შავი ჯიპი მოვიდა,საიდანაც ასეთი საუბარი გაისმა:
-თანამშრომელი ხარ?
-არა.
-აბა ნადირობ?
არა.
გაოგნებული სახით:-აბა?...
-უბრალოდ პნევმატიკაა და ვისვრი,ვერთობით.
ნუ მერე ყველამ კარგად ვიცით: აბა მაჩვენე,ვააა რა მაგარია,სადაურია?,რა მაგრა აახლოვებს ოპტიკა. და ათასი უაზრობები.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო რომ,არც საბუთებით დაინტერესდნენ,არც ნადირობის ნებართვით და არც კალიბრით.
ესე იგი, ჯერ ისევ ტყემალზე ზის საკანონმდებლო ორგანო ამ მხრივ და არც არაფერია ახალი კანონებში. თორემ ახალი კანონი რომ იყოს მეტყოდნენ კეთილი პოლიციელები.
koknar
Feb 3 2012, 06:46 PM
r-O-m-A
Feb 3 2012, 07:05 PM
foxi და შავ ჯიპს ეწერა საიდან იყვნენ თუ საბუთები წარგიდგინეს? იქნებ გამვლელები იყვნენ.
უკაცრავად აშკარად დავფლუდე მგონია
dawiti
Feb 3 2012, 08:47 PM
ციტატა(kaka8079 @ 2nd February 2012 - 02:22 PM)

მისამართსაც მივაგენი,მეტრო ღრმაღელესთან ჩარგლის ქუჩა#67
მერვე საავადმყოფოსთან უნდა აუხვიო და მერე გზაჯვარედინზე მაცხნივ მოუხვევ და მანდვე არის ეგ სტანდარტების შენობა.
foxi
Feb 4 2012, 12:12 AM
r-O-m-A ჯიპს არა მაგათ იარაღს და სიფათებს ეწერათ ვინც იყვნენ. ფორმებსაც.
koknar ერთი შენ და cz ვერ ჩამოგიყვანეთ აქ. მერე ბევრი პატარა ბიჭები ვივლით.
პოლიციელი ნაცნობი ვნახე იარაღის გაფორმებაზე მივყევი ნათესავს. არაფერი არ ვიცით პნევმატიკაზე ეგ ხო სათამაშოა და მაგის გაფორმება ვის რა .... ასე გვიპასუხა იმ მაღალ ჩინოსანმა. ასე რომ სიახლე არაფერია კანონში ჯერ ჯერობით.
minchanin
Feb 4 2012, 09:44 PM
საღამო მშვიდობისა ყველას. წავიკითხე ჯაჯას ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ ამომწურავად მომეჩვენა ჩვენს საუბედურო თემაზე. ახლა წარმოვიდგინოთ, ''ვდრუგ'' და მოხდეს, და ხვალიდან მიიღეს ისეთი დადგენილება, რომლის საფუძველზედაც მოიხსნა შეზღუდვა პნევმატიკის შემოტანა-გატანაზე /ხდება ხოლმე ხან და ხან სასწაულები/, მაგრამ შენახვის გადასახადს ვინ გადაიხდის?. საბაჟო?, არა მგონია, შემნახველები უფასოდ გამოგვატანენ ჩვენს ''შენახულ'' იარაღს?, არც ეს არ მგონია. ასეა თუ ისე სასამართლოს გარეშე /თუმცა არც ესაა ასპროცენტიანი გარანტია/ სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. რა უშლით ხელს, მათ ვინც ამ ''ბადეშია'' გახვეული, შეიტანოს საჩივარი საშემოსავლო სამსახურის უფროსის სახელზე, რომ სასამართლოში განხილვის დრო მოვიახლოვოთ. და სარჩელიც /სასამართლოში/ თუ ერთდროულად არა , მცირე დროის ინტერვალებით მაინც შევიტანოთ, რასაც შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენ სასარგებლოდ. ასევე არ გამოვრიცხავ უფრო მეტი ყურადღების მიქცევას ამ საკითხზე საბაჟოს მხრიდან, და რა იცი იქნებ................. Я ТАК ДУМАЮЮ.
rekshet
Feb 4 2012, 10:27 PM
ნებისმიერი ტვირთი რომელიც არის გაჩერებული საბაჯო ტერმინალის ინიციატივით უფასოდ უნდა იყოს შენახული ამავე ტერმინალის საწყობში.. ეგეთი წესია როგორც მე გავიგე.. მაგას გადამზიდავიც ამბობს
gregory
Feb 5 2012, 10:02 AM
ციტატა(rekoshet @ 4th February 2012 - 11:27 PM)

ნებისმიერი ტვირთი რომელიც არის გაჩერებული საბაჯო ტერმინალის ინიციატივით უფასოდ უნდა იყოს შენახული ამავე ტერმინალის საწყობში.. ეგეთი წესია როგორც მე გავიგე.. მაგას გადამზიდავიც ამბობს
ეგეთი წესი არ არსებობს!
გადამზიდავი კი თავიდან იშორებს კლიენტს...
NASA
Feb 5 2012, 12:45 PM
მე როგორც მითხრეს 300 ლარზე ნაკლები თუა დაკავებული საქონლის ღირებულება მაშინ არაფერი არ არის გადასახდელი და თუ მეტია მაშინ შენახვის საფასურიც გადასახდელი იქნება. ისე არ გამოგატანენ
foxi
Feb 5 2012, 06:55 PM
ამას არ ჯობია მარჩიელთა კლუბი,ან სულაც მჩხიბავტა საზოგადოება ჩამოაყალიბოთ? რას მკითხაობთ ხალხო ერთი გამაგებინეთ?
ყველა იმას წერთ.რა გაუნათლებელი და ცუდი კანონები გვაქვს ამ ქვეყანაში ვაი უი! მაგდენ წერაობას მიბრძანდით ბატონო ყველა იმ ინსტანციაში სადაც მაგ კითხვებზე პასუხს გაგცემენ.გაიგეთ სინამდვილეში რა,როგორ არის და ჩვენც გაგვაგებინეთ!!!!!
ჩემი ნივთები რომ იყოს საბაჟოზე გაჩერებული,სწორედ ასე მოვიქცეოდი. ისინი თუ უტვინოები და ცუდი ძიები არიან,თქვენ ხომ ხარ ჭკვიანები? გაარკვიეთ რაღა.
gregory
Feb 5 2012, 07:16 PM
ციტატა(kakha @ 5th February 2012 - 07:55 PM)

მიბრძანდით ბატონო ყველა იმ ინსტანციაში სადაც მაგ კითხვებზე პასუხს გაგცემენ.გაიგეთ სინამდვილეში რა,როგორ არის და ჩვენც გაგვაგებინეთ!!!!!
მაგაშია საქმე, რომ არავინ არაფერს არ გეუბნება ნორმალურად! ის კი არა და საქონლის გატანაზეც კი არ გეუბნებიან ოფიციალურ უარს!
foxi
Feb 5 2012, 07:19 PM
ციტატა(gregory @ 5th February 2012 - 08:16 PM)

ის კი არა და საქონლის გატანაზეც კი არ გეუბნებიან ოფიციალურ უარს!
გრიგოლ ეგ რაღას ნიშნავს? ოფიციალურ უარს არ გეუბნევიან!? აბა პანღურებით გემუქრებიან? არ მოხვიდე თორე ამას გიზავთო? არა მართლა მაინტერესებს,ბარემ ნამყოფი ხარ და გვითხარი რა გითხრეს,რატომ არ გაძლევთ რაშია საქმე?
gregory
Feb 5 2012, 07:23 PM
როცა ტცირთს არ გატანენ ოფიციალური აქტი უნდა გამოსცენ და მოგცენ! ესენი კი მხოლოდ განმარტებას იძლევიან. განმარტებას კი ვერ ასაჩივრებ! მაგაშია საქმე
muxa
Feb 6 2012, 04:03 PM
მოგესალმებით ყველას,მე დღეს შემოვუერთდი ამ ფორუმს,მას შემდეგ რაც გადავწყვიტე amazon.com-იდან პნევმატური იარაღის ჩამოტანა,მაგრამ სრულ გაურკვევლობას წავაწყდი,დიდი ხანია რაც აკრძალულია პნევმატური იარაღის ჩამოტანა? მახსოვს არცთუ ისე დიდი ხნის წინ პნევმატური პისტოლეტები ჩამოჰქონდათ amazon.com-იდან. არადა ძალიან მხიბლავს პნევმატური იარაღი,შეხება თითქმის არ მქონია,მხოლოდ გასართობად ძველებური ტირის ტოფი მისვრია მიზანში, ისე ნადირობა და ზოგადად ტყე-ღრეში ხეტიალი ძალიან მიყვარს,ოღონდ გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით.
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 6 2012, 04:11 PM
დიდი ხანია კი, რაღაც კანონებს ცვლიან ადგენენ და ვეღარ გამოსცეს, ასე რომ ვერ ჩამოიტან
muxa
Feb 6 2012, 04:12 PM
და როდისტვის დაადგენენ არც ეგ ვიცით ხო? :
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 6 2012, 04:16 PM
არაა, აგე ადამიანმა ჩამოიტანა იწვალა და საბაჟოდან აღარ ატანენ

კაცმა არ იცის როდის რას მოიმოქმედებენ... შეიძლება სულაც აკრძალონ, ასე რომ სჯობს ნახმარი იყიდო კარგ მდგომარეობაში
muxa
Feb 6 2012, 04:18 PM
საიტი როა iaragi.ge ნეტავ მათ როგორ ჩამოაქვთ? 100-150 ლარით უფრო ძვირათ უდევთ თოფები ვიდრე ამაზონზეა
r-O-m-A
Feb 6 2012, 04:18 PM
ისა და რა მაინტერესებს, შეიძლება მომიწიოს თურქეთში წასვლა, და რო წამოვიღი რამე პნევმო იარაღი ვითომ ჩამომართმევენ აეროპორტში? კანონი თუ არ კრძალავს საინტერესო იქნება როგორ უნდა ჩამომართვან, მგონი მაგ სეირის ყურება ღირს. 100 ლარის დედაც ვატირე, ვსინჯო უნდა თუ წავედი
ხ.მ.ე.ლ.ო
Feb 6 2012, 04:21 PM
ციტატა(muxa @ Feb 6 2012, 04:18 PM)

საიტი როა iaragi.ge ნეტავ მათ როგორ ჩამოაქვთ? 100-150 ლარით უფრო ძვირათ უდევთ თოფები ვიდრე ამაზონზეა
მაგ ადამიანზე ვთქვი ჩამოიტანა და საბაჟოდან აღარ ატანენ მეთქი, ეგ ადამინი მაგაში ნახულობს მოგებას, აბა როგორ გინდა
ilariona
Feb 6 2012, 04:30 PM
r-O-m-A
ხ.მ.ე.ლ.ო
muxa
და რომელი თქვენი პოსტი განიხილავს ცვლილებებს კანონში?
muxa
Feb 6 2012, 04:31 PM
თავისთავად,აბა ტყვილად რატო ჩამოიტანს,ხოდა ვიფიქრე მეც ჩამოვიტან მეთქი მარა სადაა თურმე მასე

ისე თუ რამე გავერკვიე პნევმატურების მონაცემებში,მაგ საიტიდან და მერე ისე ინტერნეტიდან.
r-O-m-A
Feb 6 2012, 04:35 PM
ilariona მგონი არცერთი
muxa
Feb 6 2012, 04:38 PM
ციტატა(ilariona @ Feb 6 2012, 05:30 PM)

r-O-m-A
ხ.მ.ე.ლ.ო
muxa
და რომელი თქვენი პოსტი განიხილავს ცვლილებებს კანონში?
მე დავსვი კითხვა დიდი ხანია რაც აიკრძალა პნევმატური იარაღის შემოტანა საქართველოში? და თუ იცით ყველანაირ პნევმატიკას ეხება? ზამბარიანს? ნიტრო ტუმბოიანს? co2 ბალონიანს? თოფს? პისტოლეტს? ტყვიებიანს? BB-ბურთულებიანს?
ilariona
Feb 6 2012, 04:42 PM
muxa
თქვენს კითხვას გასცეს პასუხი და თემას თუ გადაიკითხავთ კიდევ მეტიც წერია. უბრალოდ სანამ კითხვას დასვავთ 7 გვერდია დაწერილი და ყველა პოსტს აქვს დაწერის თარიღი.
ვინაიდან გეზარებათ გადაკითხვა მეც გაგცემთ პასუხს, რომ ყველა პნევმატური იარაღი ჩერდება საბაჟოზე და აღარ გამოდის.
ვერც იარაღი.გე-ს შემოაქვს და ვერც მაგნუმს. ვერავის საერთოდ.
არც ის ვიცით, თუ როდის მოიხსნება აკრძალვა.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაღაზიებში არ იყიდება ძველი შემორჩენილი მოდელები. არჩევანი მცირეა, მაგრამ რაღაცეები მაინც შემორჩათ.
ასე რომ გამოწერა არ ღირს.
muxa
Feb 6 2012, 04:47 PM
ციტატა(ilariona @ Feb 6 2012, 05:42 PM)

muxa
თქვენს კითხვას გასცეს პასუხი და თემას თუ გადაიკითხავთ კიდევ მეტიც წერია. უბრალოდ სანამ კითხვას დასვავთ 7 გვერდია დაწერილი და ყველა პოსტს აქვს დაწერის თარიღი.
ვინაიდან გეზარებათ გადაკითხვა მეც გაგცემთ პასუხს, რომ ყველა პნევმატური იარაღი ჩერდება საბაჟოზე და აღარ გამოდის.
ვერც იარაღი.გე-ს შემოაქვს და ვერც მაგნუმს. ვერავის საერთოდ.
არც ის ვიცით, თუ როდის მოიხსნება აკრძალვა.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაღაზიებში არ იყიდება ძველი შემორჩენილი მოდელები. არჩევანი მცირეა, მაგრამ რაღაცეები მაინც შემორჩათ.
ასე რომ გამოწერა არ ღირს.
უღრმესი მადლობა პასუხისათვის,ვეცდები დანარჩენი ჩემი შეკითხვები შესაბამის თემებში დავსვა
ja_ja
Feb 6 2012, 05:38 PM
ხ.მ.ე.ლ.ო შენთვითონ თუ უკვირდები რა არასრულ პასუხებს წერ? იმენნა ვერც პასუხს სცემ კაცს, და პირიქით აურაცხელ კითხვას აჩენ, გაჩერდი რა გაჩერდი!
დაააააააააცადე შემოვა ის ვინც სრულად ფლობს ინფოს და დაწერს, არადა მათლად დავბლოკავ შენს ექაუნთს, რა გჭირს რა? ყველგან უნდა გამოჩნდე რომ არიქა აქრიურობ? ტუფტა პოსტების ფასი არის ნოლი.
muxa აკრძალვაში არის მოხვედრილი:
1) პნევმატური თოფი
2) პნევმატური პისტოლეტი
3) co2-ზე მომუშავე თოფი ან პისტოლეტი
4) აირსოფტის იარაღი
5) პეინტბოლის იარაღი
6) შვილდ ისარი
პრობლემა შეიქმნა 2011 წლის 1 იანვრიდან, ამ მომენტისათვის ეს გაუგებრობა უკვე არსებობს 13 თვეა და დასასრული როდის იქნება
ilariona-მ უკვე მოგწერა.
იარაგი.გე-ს პატრონი კი არის
gregory როგროც ხედავ ეგეც ამ ფორუმზეა და მაგასაც იგივე პრობლემა აქვს. დანარჩენ სათითაო მაღაზიას არ განვიხილავ, ვისაც რა დარჩა 1 წლის წინ შემოტანილი იმას ყიდიან, ახალს ვერ ავსებენ.
r-O-m-A ციტატა(romamanjavidze @ 6th February 2012 - 05:18 PM)

ისა და რა მაინტერესებს
ჩამოგართმევენ, იარაღზეა შეზღუდვა და არა იმაზე მოყვება ეს ნივთი პატრონს თუ არა. ეგ იგივე კითხვაა არტილერიის ყუმბარა გამოვიწერე თურქეთიდან და ჩამოამრთვესო, ახლა კი მეთვითონ უნდა წავიდე და თან ჩამოვიტანო და მაინც ჩამომართმევენო?
muxa
Feb 6 2012, 05:41 PM
ციტატა(ja_ja @ Feb 6 2012, 06:38 PM)

muxa
აკრძალვაში არის მოხვედრილი:
1) პნევმატური თოფი
2) პნევმატური პისტოლეტი
3) co2-ზე მომუშავე თოფი ან პისტოლეტი
4) აირსოფტის იარაღი
5) პეინტბოლის იარაღი
6) შვილდ ისარი
პრობლემა შეიქმნა 2011 წლის 1 იანვრიდან, ამ მომენტისათვის ეს გაუგებრობა უკვე არსებობს 13 თვეა და დასასრული როდის იქნება ilariona-მ უკვე მოგწერა.
იარაგი.გე-ს პატრონი კი არის gregory როგროც ხედავ ეგეც ამ ფორუმზეა და მაგასაც იგივე პრობლემა აქვს. დანარჩენ სათითაო მაღაზიას არ განვიხილავ, ვისაც რა დარჩა 1 წლის წინ შემოტანილი იმას ყიდიან, ახალს ვერ ავსებენ.
დიდი მადლობა
ja_ja
Feb 6 2012, 05:56 PM
muxa დიდი თხოვნა იქნება შემდეგშI ციტატა გამოიყენო მხოლოდ იმ პოსტის ნაწილზე რასაც გინდა პასუხი გასცე და არ ჩასვა მთტელი პოსტი ციტატაში.
გადაიკითხე აი ეს თემები იმედია გამოგადგება
muxa
Feb 6 2012, 07:33 PM
გასაგებია
ikaaa
Mar 28 2012, 07:25 PM
დღეს გამოქვეყნდა პრესა.ჯი-ზე პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების თაობაზე, საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია.
შედით საიტზე და პირველ გვერდზევე ნახავთ.
EnDeL
Mar 28 2012, 07:43 PM
ფიზიკურ პირებს, შესაძლოა, გარკვეული ტიპის პნევმატური იარაღის რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცეთ, მაგრამ კერძო დაცვით საქმიანობაში, პნევმატური იარაღის გამოყენება შესაძლოა აიკრძალოს. ამასთან, დასახლებულ ადგილებში, პნევმატური იარაღიდან სროლაზე ჯარიმა დაწესდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება - “იარაღის შესახებ” კანონში შედის, რომლის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. პარლამენტში, პროექტის განხილვა კი,
უახლოეს მომავალში დაიწყება.კანონის დღეს მოქმედი ნორმა მითითებას ითვალისწინებს - სამოქალაქო ბრუნვაში აკრძალულ პნევმატურ იარაღებზე, რომლის პარამეტრებს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს. თუმცა, ასეთი პარამეტრები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის და მესაკუთრეებს პრობლემები ექმნებათ - როგორც პნევმატური იარაღის საქართველოში შემოტანასთან, ასევე მის შეძენასთან, შენახვასა და ტარებასთან დაკავშირებით.
ამიტომ, გარკვეული კატეგორიის პნევმატური იარაღის მფლობელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, იარაღის რეგისტრაციის შესაძლებლობას აძლევს.ძალიან მაინტერესებს ვინ დაარეგისტრირა თავისი იარაღი და ამ გარკვეულ კატეგორიაში ვინ ან რა იგულისხმება
ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან გატანა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.ცუდი სუნი მცემს...
koknar
Mar 28 2012, 08:22 PM
ხოოო რაცხა დაიძრა საქმე მგონი, იმედია რეგისტრაციას მაინც დაუშვებენ
ja_ja
Mar 28 2012, 08:40 PM
მე ჯერჯერობით პესიმიზმს ვინარჩუნებ

აღარაფერს ვამბობ საერთოდ იმ ჟურნალისტზე რომელმაც ეგ უაზრო აბდაუბდა დაწერა, რა რადიო, რა ტელევიზია, რა გაზეთი და ახლა რა ინტერნეტი, ყველგან ერთი უვიცი დონის ჟUრნალისტები არიან. რაღაც პრესრელიზი ჩაუვარდა ხელში, ვერაფერი გაიგო, ალაგ-ალაგ თავისი ჭკუით საინტერესო წინადადებები ნახა, ამოკრიფა შეუცვალა ადგილები და თავისი ჭკუით სტატია მიიღო.
მივაწერე კომენტარი და მოდერატორის გადახედვის გარეშე არ იდება

, აბა ჟურნალისტი შენიშვნას შეურაწყოფად მიირებს და არ გამოაქვეყნებს
EnDeL
Mar 28 2012, 08:51 PM
ციტატა(ja_ja @ 28th March 2012 - 08:40 PM)

რაღაც პრესრელიზი ჩაუვარდა ხელში, ვერაფერი გაიგო, ალაგ-ალაგ თავისი ჭკუით საინტერესო წინადადებები ნახა, ამოკრიფა შეუცვალა ადგილები და თავისი ჭკუით სტატია მიიღო.
ციტატა(ja_ja @ 28th March 2012 - 08:40 PM)

მივაწერე კომენტარი და მოდერატორის გადახედვის გარეშე არ იდება , აბა ჟურნალისტი შენიშვნას შეურაწყოფად მიირებს და არ გამოაქვეყნებს
კარგად გადაიკითხე შენი კომენტარი როცა დადებენ, თუ დადეს საერთოდ

ბევრი რამ ექნებათ შეცვლილი და შეიძლება ახალი სტატიაც გამოაცხონ შენი კომენტარით შემდეგში
cz80
Mar 28 2012, 09:14 PM
საუბრები კანონზე გააგრძელეთ ამ თემაში
ja_ja
Mar 28 2012, 09:14 PM
EnDeL ციტატა(endel @ 28th March 2012 - 09:51 PM)

ბევრი რამ ექნებათ შეცვლილი და შეიძლება ახალი სტატიაც გამოაცხონ შენი კომენტარით შემდეგში
ნუ დიდი არაფერი მიმიწერია, პროსტა ავტორთან მაქვს, შეკითხვა მეთქი, მესმის რომ ქალბატონი ხართ და იარაღი თქვენი სტიქია არაა მეთქი, მაგრამ თქვენი სახის დანახვა მინდა როდესაც ასეთ აბდაუბდა ტექსტს წაიკითხავთ ვთქვათ ტუჩების ნელსაცხებელზე მეთქი

და ერთი მივაწერე იმ ორი კლიენტის კოპზე, თავს რომ იკატუნებდნენ, ნეუჟელი ეგეთი ძLიერია პნევმატურიო და მეორე რომ პასუხობდა ნუ 10 მეტრშI თვალში თუ ესვრი თვალს დაუზიანებო

, მაგათ მივწერე, მეთქი კისტის და ტირის თოფები ისტორიას ჩაბარდა და რაის 10 მეტრი ინფორმაცია გაანახლეთთქვა

რა იყო მანდ საცენზურო არ ვიცი, მარა ვნახოთ აბა რა მოხდება

P.S. ისე მაგ ინფოს დადებიდან 2 წუთში მაგ საიტზე ვეღარ შევდივარ

მგონი IP ბანი ამკიდეს
EnDeL
Mar 28 2012, 09:25 PM
foxi
Mar 29 2012, 01:38 AM
პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით ახალი პასუხისმგებლობები შემოდის
28 მარტი 2012 წელი 16:20
პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით ახალი პასუხისმგებლობები შემოდის.
პნევმატური იარაღია, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად.
აქამდე პნევმატურ იარათან დაკავშირებით რეგულაციები არ იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით კი, პნევმატური იარაღთან ახლებული მიდგომა ჩამოყალიბდება. კერძოდ, დაწესდება მათი რეგისტრაციის წესი, საფასურები, დამტკიცდება კრიტერიუმები სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და პირიქით, აკრძალული იარაღისა.
პნევმატურ იარაღთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტია შესული, რომლის განხილვა საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ დაუწყია.
კანონპროექტით ასეთ იარაღან დაკავშირებით ახალი ჯარიმები წესდება.
კერძოდ, ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარით, იარაღის კონფისკაციით.
ესეც წაიკითხეთ!
http://news.boom.ge/geo/12/20120328/1551138/
ja_ja
Mar 29 2012, 09:47 AM
ნეტა რა ეწერა საწყის პრეს რელიზში ისეთი, რომ ეს სუპერ ჭკვიანი ჟურნალისტები კაცმა არ იციან რას წერენ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.