დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იარაღის გასაწმენდი და შესანახი საპოხი საშუალებები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2, 3, 4
giga_st
მეც იგივე კითხვა მაქვს smile.gif
nihontoman
ზოგი ამბობს ჭირდებაო, ზოგი ამბობს არ ვარგაო... მოკლედ გაიგე.... შეიძლება ლულაზე იყოს დამოკიდებული.... რას გაიგებ.... biggrin.gif მაგაზე რაც ნაკლებს ინერვიულებ, მით მეტხანს იცოცხლებ biggrin.gif
ilariona
iorama

ლაშა, დიდი სპეცი არ ვარ, მაგრამ რაც მე დამემართა მაგას დავწერ.

ვარია, რომ ვიყიდე მოვაყოლე 2 კოლოფი ჯსბ 0.67 გრამი. დავიწყე მაგით სროლა, ნუ მიზანში მიქონდა არაჩვეულებრივად. ყიდვის დღეს მივედით ტირში და 5 ტყვია მოვათავსე მაქსიმუმ 15 მმ-ში. ნუ ჩემი ოპტიკით მეტს ვერ მოვთხოვ ამ თოფს. მერე იასნა რომ დამებადა სურვილი მესროლა 0.87 გრამიანი ჯსბ მონსტრები biggrin.gif ხომ იცი რა წიკებიც მაქვს biggrin.gif

ვიყიდე ერთი კოლოფი მონსტრების და ვისროლე ტირში, ეგრევე მომცა დიდი რასბროსი, სადღაც 40-50მმ. ეგრევე მოვიცილე ეგ ტყვიები და გადავედი ისევ ჩვეულებრივ ჯსბ-ზე.

დავიწყე სროლა და ეგეც არ გამიფანტაა. იმ დღეს ვანოც იყო ტირში და თან ჰქონდა წამოღებული ლულის საწმენდი ტყვიები და რაღაც სპეციალური ზეთები. გავწმინდე ლულა და ეგრევე მოჯდა თავის ადგილზე.

ნუ ლოგიკა ისაა, რომ ლულას გაწმენდა აუცილებლად ჭირდება. ყოველ შემთხვევაში ჩემმა თოფმა მოითხოვა გაწმენდა და დალშე არ ვიცი biggrin.gif

iorama
ხო რავი მეც იმიტომ დამებადა ეს კითზვა,რომ გელას თოფი ვამუშავეთ რამოდენიმე დღის წინ კარგად-გემრილეად რა. ვისროლეთ მთლიანი კოლოფი ჯსბ. კარგად ისროდა. გელამ მასტეროფამ მითხრაო რო მუYაოს ცროსმანებს ბევრად უკეთესად ისვრისო. გამოვართვით დავითას ცროსმანები და იმის დედა ვატირე ტყვიები ერთმანეთთან ვერ მივწიეთ რა. ვფიქრობ ლულა გაგვეწმინდა და ისე გვეცადა ხელმეორედ

ნუ აშკარად დიდი რაოდენობა არის ნასროლი და ლულაც მიპოხილი უნდა იყოს ჯსბ-ის ტყვიით
ilariona
iorama

საერთოდ ისიც დავაფიქსირე, რომ ჯსბ-ს მოყვარულებმა ხშირად უნდა წმინდონ თავიანთი ლულები.

იმდენად რბილი ტყვიაა, რომ დარწმუნებული ვარ ნარეზში ტოვებს რაღაც ნაწილს. თუ ნარეზი ამოივსო მერე ტყვია კარგავს ბალისტიკურ უნარს და მიდის გაფანტვა.

მე ახლა გასაწმენდი მაქვს ლულა აშკარად. ბოლოს რომ გავწმინდე ლულა იმის მერე 2 კოლოფი ჯსბ მაინც ვისროლე და ახლა მაგარი გაფანტვა მაქვს.

დღეს გავწმინდავ ლულას და კიდევ ვისვრი, თუ გამოსწორდა ესეიგი ჩემი თეორია დამტკიცდება.
iorama
კი მარა რაღაც დოზით მაინც უნდა იყოსო რო ნარეზები თანაბრად ივსებაო. რაც სტაბილურობას აძლევსო

რა ვიცი რა ვიცი
ilariona
ციტატა(iorama @ 3rd July 2011 - 12:22 PM) *
კი მარა რაღაც დოზით მაინც უნდა იყოსო რო ნარეზები თანაბრად ივსებაო. რაც სტაბილურობას აძლევსო


კი ნარეზში ყველა ტყვია ტოვებს თავის კვალს, ვინაიდან ყველა ტყვიას აქვს თავისი განსკაუთრებული ფორმა, ლულას რომ გაწმენდ მერე ისვრი 20 ტყვიას და ეგაა მთელი სეკრეტი smile.gif

პროსტა ის ნარეზები სულ თუ ამოიგლესა ვარიანტი არაა, რომ ტყვია მიზანში წავიდეს.
gela
ციტატა(ilariona @ Jul 3 2011, 10:27 AM) *
iorama

იმ დღეს ვანოც იყო ტირში და თან ჰქონდა წამოღებული ლულის საწმენდი ტყვიები და რაღაც სპეციალური ზეთები. გავწმინდე ლულა და ეგრევე მოჯდა თავის ადგილზე.



ილოო ხომ არ იცი სად უნდა ვიყიდო ეგ ლულის საწმენდი ტყვიები?
gela
ციტატა(ilariona @ Jul 3 2011, 02:40 PM) *




მააადლობა ილოოო
feroni
სალამი!
გუშინ გუდვილში ვიყიდე შომპოლი და ჩემი მარადიორი კარგად გავწმინდე, რაღაც ზეთიც ვიყიდე იქვე, იტალიურიაო ასე მითხრეს, პატარა ტუბიკში იყო და 4 ლარი ღირდა.
ჰოდა ეხლა რა ხდება ზატვორი რო მოვხსენი და ისევ დავაყანე, აშკარად დაზეთვა ჭირდებოდა, არ ვიცოდი რა წამესვა და დღეს დილით პარკერის ტაოტი წაუსევი, იმედია სწორად მოვიქეცი, თუ არადა მითხარით რა ვქნა და მოვხსნი ისევ და გავწმინდავ თავიდან, ეს სილიკონის ზეთია თუ რაღაც არ მაქვს და თოფის ზეთი არ შეიძლებაო, ასე იძახიან იუტუბზე smile.gif
kaka8079
მაგას მიმწოდებელს კერამიკული ტაოტი უნდა მეგობარო,თუმცა სოფლად ყოფნისას არ მქონდა ეგ ტაოტი და მანქანის ძრავის ზეთი წაუსვი მაგრამ მშვენივრად დასრიალებდა,ისე რა თქმა უნდა კერამიკული ტაოტია სასურველი რადგან ცვეტას აიცილებ რკინისა ამით.
feroni
kaka8079
რავი კარგად კი დასრიალებს და თუ გაჭედა და მოუჭირა biggrin.gif მერე კი მოუხერხებ რამეს, თან ოპტიკის მოხსნა მომიწია რო გამეწმინდა, დღეს თავიდან გავასწორე და თუ რამეს არ გააფუჭებს ერთი თვე მაინც, იყოს ეს პარკერის ტაოტი და აღარ დავშლი თავიდან.
მომავალ წელს შეუკვეთავ პირამიდზე ზეთებს და მისთანებს და მერე მივხედავ მაგ საქმეს
kaka8079
ეგ ტაოტი ელიავაზე იყიდებაო ოხრად 4 ლარად მგონი.
doctor
feroni
მომავალ წელს შეუკვეთავ პირამიდზე ზეთებს და მისთანებს და მერე მივხედავ მაგ საქმეს

თუკი გადაწყვეტ მაგ სიკეთეს მეც ჩამსვი სასტავში , პარკერის ტაოტი ჰაერივით ჭირდება ჩემ ნასოსს.
kaka8079
პარკერი არ გინდათ პირამიდზე არის ჰილის ტაოდი 14 დოლარი ღირს მგონი აი სწორედ ეგ წირდება თქვენს ნასოსენს,ნუ ჩემსასაც მაგრამ მე უკვე მაქ მაჩუქა კაი ხალხმა.
doctor
ციტატა(kaka8079 @ Dec 21 2011, 05:42 PM) *
პარკერი არ გინდათ პირამიდზე არის ჰილის ტაოდი 14 დოლარი ღირს მგონი აი სწორედ ეგ წირდება თქვენს ნასოსენს,ნუ ჩემსასაც მაგრამ მე უკვე მაქ მაჩუქა კაი ხალხმა.


გურიაში ჭირს მასეთი კარგი ხალხი. არადა ნასოსეი გვაქვს. ისე მართლა ხომარ ყიდის ვინმე თბილისში
kaka8079
ყიდვით არავინ არ ყიდიდეს იქნება ალბათ მაგრამ ტითქმის ყველა გადამზიდავ კომპანია აქვს საკურიერო მომსახურება რეგიონებში ასე რომ შეგიძლია შეიძინო პირამიდზე ეგ ტაოტი და მოგართმევენ ოზურგეთამდე,ნუ თუ სოფელში ცხოვრობ არამგონია სოფელში DHL-მა მიიტანოს ამანათი მაგრამ ოზურგეთში უეჭველი მიიტანს.
doctor
ციტატა(kaka8079 @ Dec 21 2011, 06:03 PM) *
ყიდვით არავინ არ ყიდიდეს იქნება ალბათ მაგრამ ტითქმის ყველა გადამზიდავ კომპანია აქვს საკურიერო მომსახურება რეგიონებში ასე რომ შეგიძლია შეიძინო პირამიდზე ეგ ტაოტი და მოგართმევენ ოზურგეთამდე,ნუ თუ სოფელში ცხოვრობ არამგონია სოფელში DHL-მა მიიტანოს ამანათი მაგრამ ოზურგეთში უეჭველი მიიტანს.


მართალი ხარ და ნაახალწლევს ვაპირებ რაღაცეების შეძენას სხვათაშორის ამაზონზეც ვნახე ჰილის ტაოტი, იქედან ყიდვის და ჩამოტანის არანაირი პრობლემა არ მაქვს.
kaka8079
კი ამაზონზეც გამოჩენილა ეგ სილიკონი,ნუ პირამიდი ყიდის მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ვინ ყიდის მთავარია რომ ამაზონზეა.
maxra
ლულის გასაწმენდად ზ.დ.პ-ზე ეს თუ გამოუყენებია ვინმეს? ან საწმენდი ტყვიებით ან შომპოლით?

პირამიდაირის ლინკი: http://www.pyramydair.com/product-all-revi...g_Compound/1086
ამაზონის ლინკი: http://www.amazon.com/J-B-Non-Embedding-Bo..._hu-rd_add_1_dp

ამით გაწმენდილი რომ გადავდო გვერდზე (შალითაში) რამოდენიმე თვით - უხმარად. რამე ხომ არ დაშავდება?
Power_VANO
maxra
არა, რატომ უნდა მოივიდეს რამე, თუ მშრალ ადგილას შეინახავ, არაფერი დაუშავდება. უბრალოდ ცოტა სინოტივე დაუტოვე ლულაში, მთლად არ "ძალიან" არ გამოწმინდო ზეთი.
ja_ja
maxra
არა ეგ ლულის საწმენდი არაა. ახალს ნურაფერს გამოიგონობ, ლულა იწმენიდება მშრალი ბამბის ჩვარით (იყიდება მაღაზიებში ზომაზე დაჭრილები), ან გამოიყენება წეჩა. მშრალი ან დანამული სპეციალურ ზეთში.

ანუ

1) თუ უბრალოდ ზედაპირული გაწმენდა გინდა, იღებ მშრალად ქეჩას ან ბამბის ნაჭერს და ლულაში უკნიდან წინ შომპოლით გგაქვს მანამდე სანამ სუფთა არ გამობა

2) თუ უფრო სერიოზული გაწმენდა გინდა, მაშინ ზპეციალურ ზეთში უნდა დანამო ეგ ბამბა ან ქეჩა და ისინი უნდა გაატარო, ასევე შეიძლება შომპოლზე ნეილონის ბრაში წამოაცვა ის დაასველო იგივე სპეც ზეთით და ლულაში რამდენჯერმე ქინ და უკან მოძრაობის შეეცადო ლულის შიდა ზედაპირი მისი მეშვეობით დაფარო. აცდი ზეთს რომ შევიდეს ნადებთან რეაქციაში და მერე უკვე ისევ ბამბით ან ქეთით იწყებ გამოწმენდას მანამდე სანამ თეთრი და სუფთა ქეჩები არ გამოვა.

3) თუ დიდიხნით უნდა შეინახო, ჯერ ლულას აუცილებლად წმინდავ, ჯობია მეორე მეთოდით, შემდეგ კი გამომშრალების და გამხსნელი ზეთის მოცილების მერე ისევ ნეილონის ბრაშიც ლულა უნდა დაზეთო საკონსერვაციო ზეთით, რომელიც ასევე იყიდება სამონადირეო მაღაზიებში. ოღონდ როდესაც სროლას გადაწყვიდტან ჯერ ეს საკონსერვაციო ზეთი უნდა მოაცილო, ამისათვის ისევ მეორე პუნქტი იქნება იდეალური გამოსავალი.


ეგ შტუკა შენ რაც დადე სულ სხვა რარაცისაა და ლულის დაზეთვასთან საერთო არაფერი აქვს.
gio_1698
ბიჭებო მე ახალი ვარ მაქვს სტროგერი ახალი და გასაწმენდია არ ვიცი პლევმატიკაში არაფერი მაინტერესებს საწმენდი ჯოხი სად ვიშოვო და ასე შემდეგ
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gio_1698 @ Apr 28 2012, 03:25 PM) *
ბიჭებო მე ახალი ვარ მაქვს სტროგერი ახალი და გასაწმენდია არ ვიცი პლევმატიკაში არაფერი მაინტერესებს საწმენდი ჯოხი სად ვიშოვო და ასე შემდეგ

სადაც ეგ პნევმატიკა იყიდე, იქ მიდი და მანდ ექნებათ საწმენდი ჯოხიც და ყველაფერიც. ან კიდევ შესაძლებელია თამარ მეფის გამზირზე მიხვიდე მაგნუმის ფილიალში და იქაც ექნებათ, ან კიდევ დიღომში ჰიპერმარკეტ გუდვილში და იქ იკითხო, იქაც ექნებათ და არა მარტო საწმენდი ჯოხი არამედ მთელი წმენდის საშუალებები. ამის გარდა დინამოსთან მდებარე მაღაზიაშიც "მონადირეში" ექნებათ საწმენდი ჯოხი, კიდევ ახმეტელზე მდებარე სანადირო მაღაზიაში, მეტროსთან ახლოს, 2 მაღაზიაა და ერთ-ერთში მიდი, იქვე გაიკითხავ და ეცოდინებათ.
gio_1698
ეგ მთელი საშუალებები რა დამიჯდება?
დაახლოებით რო მითხრა
ja_ja
gio_1698
ციტატა(gio_1698 @ 28th April 2012 - 03:25 PM) *
არ ვიცი პლევმატიკაში

მგონი სხვა ფორუმზე ხარ smile.gif

პლევმატიკაში აქ კაციშვილი არ ერკვევა, პლევმატიკა ალბათ ისაა "პლევატსია" თუ რაცხა ეგეთი რომაა რუსულიდან ხომ smile.gif...

კაცოუ გადამრევთ, მესმის ახალბედა ხარ, მაგრამ შემოდიხარ ფორუმზე გსურს დახმარება და მინიმუმ ეგრევე უშვებ კალსიკურ შეცდომას! (პლევმატიკაზე არ მაქვს საუბარი smile.gif ეგ კაი გასართობი სიტყვაა, მაგრამ კაი იქნება თუ დააკვირდები განყოფილებას რა ჰქვია და შემდეგში იგივეს არ დაწერ smile.gif! ).

შეცდომა არის აი ეს პუნქტი:

ციტატა(gio_1698 @ 28th April 2012 - 03:25 PM) *
არ ვიცი პლევმატიკაში არაფერი მაინტერესებს

მძიმე, წერტილი რაიმე არსებობს? სკოლაში ქართულის მასწავლებელი რამდენი წლის წინ გაასვენეთ biggrin.gif, თუ ვერ მიხვდი .... შენი დაწერილიდან შეიძლება გამოიტანო შემდეგი აზრები:

1) არ ვიცი პლევმატიკაში არაფერი მაინტერესებს - ანუ გამოდის, რომ პლევმატიკა საერთოდ არ გაინტერესებს (ისე პლევმატიკა აქ ყველას გვახატია, აი სხვა რაღაცით რომ ვერთობით ის ნაღდად არ გვახატია smile.gif ) და აქაურებს ცერაც გვიყუტრებ, ტიპა ავადმყოფი პაწუა ბავშვები ხართ, მე თქვენზე მაგარი ვარ, პროსტა ახლა რაცხა კითხვა მაქვს რა და გამეცით პასუხი, თორემ როგორც არ მაინტერესებდით, ისევე არ დამაინტერესებთ და მახატია ეს პლევმატიკა ვაბშე...

2) არ ვიცი პლევმატიკაში არაფერი, მაინტერესებს ... - ანუ პლევმატიკაში არ ერკვევი და დახმატრება გინდა, ვხვდები რომ ამაზეა საუბარი, მაგრამ ახლავე ხაზი ამ შეცდომას თუ არ გავუსვი შედმეგში ისეთ პოსტებს დადებ შერლოკ ხოლმსი დაგვჭირდება რომ დიდი გამოძიების მერე გავიგოთ რა გსურდა და რით დაგეხმაროთ smile.gif

ერთერთი მძიმეა რასაც აკეთებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ანუ უპატიოვისცემლობიდან შეკითხვამდე....

Comprende Muchachos?! yu.gif yu.gif yu.gif
ReMiNgToN
ჰაჩიკას კონდახზე მცირე ნაჩხაპნები აქვს, ღრმა არ არის მაგრამ თეთრად ჩანს ზოლები, ხოდა არსებობს რამე საშუალება რომ დროებით მაინც დამალოს? ( მარკერი არ გამოდგება შეემჩნევა თორე .. biggrin.gif )

ვინმეს თუ არ ახსოვს მაქვს at44 პლასმასის კონდახით
Dave
ReMiNgToN

ებოქსიდის წებოში უნდა აურიო მტვერი ( ჩვეულებრივი, თუნდაც ავეჯზე რაც იდება ხოლმე ) და წაუსვი მაგ ადგილებს რო გაშრება გინდა გააპრიალებ გინდა არა. smile.gif
leogeo
ლულაში ტყვიის ნადების მოსაშორებელი სითხე სად შევიძინო (თბილისის ფარგლებში) და რომელს მირჩევთ ?
geojorjika
leogeo
ბალისტოლი , იყიდება თითქმის ყველა საიარაღო მაღაზიაში
leogeo
geojorjika

მაქვს ბალისტოლი, მოხსნის ტყვიას ? გლუვლულიანზე ვსინჯე და ვერ გაქაჩა sad.gif
geojorjika
leogeo
და რატომ ხსნი? წესით უნდა მოხსნას პლასმასის ჩოთქი იხმარე და ისე გამოასუფთავე
leogeo
geojorjika

ციტატა(giorgi @ 25th January 2013 - 02:34 PM) *
და რატომ ხსნი?


JSB - Home-ს ვისვრი ძირითადად , ეხლა ბარაკუდა ჰანთერები ავიღე სანადიროდ და საშინლად გაფანტა sad.gif
სხვა რას დავაბრალო ?
geojorjika
leogeo
ჯერ გაწმინდე და თუ არ გამოსწორდა მერე სიჩქარე შეცვალე , მაინც იგივე თუ დარჩა მერე ლულას დააბრალე
xrincho
Hatsan AT 44_სთვის რა ზეთებია საჭირო გარეგანი დაზეთვისთვის და ლულის შიგნიდან დასაზეთად,თუ მნიშვნელობა არ აქვს? ყველაზე კარგი ვარიანტი ის ხომ არაა მაგნუმში მივიდე და იქ მირჩიონ? ასევე hatsan_ის ნასოსზე ჩვეულებრივი ტაოტი რომ წავუსვა მაღალ ტემპერატურიანი,უკეთესი იქნება?
kaka8079
xrincho
ნუ გარედან დასაზეთად მე პირადად უბრალო ტრანსფორმატორის ზეთს ვხმარობ სხვა არც ვიცი,აი ნასოსისათვის ეგ არის ზედ გამოჭრილი.
ai es.
Lasha1970
გამარჯობათ, კითხვა მაქვს, ჩემს თოფს ნისლისლში როცა ვისვრი ან წვიმიან ამინდში მერე მშრალი ნაჭრით ვწმენდ, ხოდა 2-3 სამ დღეში მაინც პატარა ჟანგისავით უჩნდება გარედან ხელს გადავუსმევ შორდება, ხოდა საკერავი მანქანის ზეთით რო გავწმინდო და ისე შევინახო მოსულა? თუ რაიმე სპეციალური ზეთი უნდა ნავაროჩენი biggrin.gif
ja_ja
Lasha1970
საკერავი მანქანის ზეთი არ ვიცი რა ტიპისაა, ისე ყველაზე მარტივია რაიმე მანქანის ზეთი დაიადო, ჩვარი დანამე მაგით (ნუ გაზეთილი რომ იყოს, მაგრამ რომ არ წვეთავდეს და არ გასდიოდეს რა) და ეგ ჩვარი გადაატარე ხოლმე თოფს ზემოდან, გარეთ გატანისა და შემოტანის შემდეგ ი ვსიო...

P.S. ისე დააკვირდი შეიძლება ხეში რაც ზის იმან დაიწყოს ჟანგის აკიდება, ამიტომაც, კა იქნება ხოლმე კონდახი მოხსნა და ყველა ღია ლითონის ზედაპირი მაგ ჩვარით დაამუშავო ხოლმე.
foxi
ავტომობილის უკვე დამუშავებული ზეთია მაგისთვის. jaja მ რაც დაწერა მასე წაუსვი. მხოლოდ უკვე დამუშავებული ზეთით!
Lasha1970
დამუშავებულში დამწვარ ზეთს გულისხმობთ? შავის ჭუჭყიანის? პლასტიკატის კონდახი აქვს ჩემსას, დავშლი მთლიანად გავცმენდ smile.gif
ja_ja
foxi
ოხ რა გიყვართ ხოლმე რა ეს ატრაბოტკა რა... გარდა იმისა რომ ტურტყლიანია, უკვე გამომწვარია ყველაფერი შიგნით, პლიუს მტელი ნამუშავერი და ნაცვეთი დეტალების წვრილი დისპერსიული ფხვნილია შიგნით არეული...

კაი რა ფოქსიკ გამოვედით უკვე დაჟე СНГ-დანაც, ნიტო ჩტო საბჭოთა კავშირის ტურტყლიანი ტრაქტორისტებიდან smile.gif კაი რა ღირს ეს ზეთი ან ვინ დაინანებს რაცხა 10-20 გრამს რომ ერთი ჩვარი ადამიანურად დანამო...

მეზობელს ეყოლება მანქანა, და დარჩენილი ექნება რამე, ან სახელოსნოში რომ შეიარო და მორჩა რა საკითხი smile.gif

Lasha1970
ციტატა(Lasha1970 @ 20th February 2013 - 01:08 PM) *
ამუშავებულში დამწვარ ზეთს გულისხმობთ? შავის ჭუჭყიანის?

არ გინდა ეგ ქაქი არ წაუსვა, მერე შენ არ უნდა მოკიდო მაგ თოფს ხელი smile.gif ახალი რაიმე სადმე ვინმეს ექნება... ახლა რაფერ გითხრა ამოდი ჩემთან და ჩამოგისხავ რამდენიც გინდა მეთქი, თუ სხვა გზას ვერ ნახავ მოდი, რაიმე პატარა 50 გრამიანი ქილა წამოიღე და ცხოვრების ვბოლომდე გეყოფა ეგ მარაგი. ან იარაღების მაღაზიები ჩამოიარე, მანდაც ოხრადაა პატარა ჩამოსხმებში. ჩამორთმეული ნივტების მაღაზიაში იყო ადრე 1 თუ 2 ლარი ღირდა 1 ფლაკონი... ნუ კაროჩე ძვირი არაა რა, 1 ლიტრა ღირს 8-10 ლარი, რა უნდა გამოგართვან 50 გრამში, თან არც კი გჭირდება მაგდენი...

ნებისმიერ სახელოსნოში მიდი, უთხარი ასე და ასე მინდათქო და მადლობის მოხდის საფასურად უფასოდ ჩაგახუტებენ, ან ზეთს, ან რაიმე ჩვარი მიუტანე და ვსიო smile.gif



ციტატა(Lasha1970 @ 20th February 2013 - 01:08 PM) *
პლასტიკატის კონდახი აქვს ჩემსას, დავშლი მთლიანად გავცმენდ

ნუ პლასტიკატი იმდენად არ იწოვს სინესტეს, მარა შეხების წერტილებში შეიძLება თხელი ფენა წყალი დარჩეს ხოლმე და ზოლად დაჟანგავს, თუ სანსი გაქვს მოხსენი კონდახიმ, გადაუსვი ჩვარი და ვსიო smile.gif
Lasha1970
დიდი მადლობა
foxi
ციტატა(ja_ja @ 20th February 2013 - 03:33 PM) *
foxi
ოხ რა გიყვართ ხოლმე რა ეს ატრაბოტკა რა... გარდა იმისა რომ ტურტყლიანია, უკვე გამომწვარია ყველაფერი შიგნით, პლიუს მტელი ნამუშავერი და ნაცვეთი დეტალების წვრილი დისპერსიული ფხვნილია შიგნით არეული...



ტრაქტორის ზეთი არ მიგულისხმია ჯაჯინსკი. biggrin.gif საბჭოებიდან რომ გამოვედით იმიტომ დავწერე ნორმალური მანქანის ნამუშევარ ზეთზე.ყველა იარაღის მფლობელმა იცის ეს ტექნიკა და სწორედაც რომ გამიკვირდა შენგან ეგ ამბავი.
xrincho
ციტატა(xrincho @ Feb 15 2013, 02:08 PM) *
Hatsan AT 44_სთვის რა ზეთებია საჭირო გარეგანი დაზეთვისთვის და ლულის შიგნიდან დასაზეთად,თუ მნიშვნელობა არ აქვს? ყველაზე კარგი ვარიანტი ის ხომ არაა მაგნუმში მივიდე და იქ მირჩიონ? ასევე hatsan_ის ნასოსზე ჩვეულებრივი ტაოტი რომ წავუსვა მაღალ ტემპერატურიანი,უკეთესი იქნება?

ციტატა(kaka8079 @ Feb 15 2013, 03:46 PM) *
xrincho
ნუ გარედან დასაზეთად მე პირადად უბრალო ტრანსფორმატორის ზეთს ვხმარობ სხვა არც ვიცი,აი ნასოსისათვის ეგ არის ზედ გამოჭრილი.
ai es.

ისეიგი ИЖ-43М რა ზეთითაც ვწმინდავ გარედან პცპ_ც შემიძლია დავზეთო?
ilariona
xrincho
ზედაპირის კი და ლულის აწმენდაზე კი მოგწერეს უკვე.
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 20th February 2013 - 08:12 PM) *
ყველა იარაღის მფლობელმა იცის ეს ტექნიკ

მოდი ისიც დავაყოლოთ, ყოფილ საბჭოთა კავშირში აღზრდილმა ყველა მონადირემ, და ისიც ... ნუ რაიმე დამაკნინებელ პონტად იმედია არ ჩამეთვლება... აი იმ მონადირეებმა იციან, საზიზღარ დღეში რომ აქვთ ხოლმე სოფელში თოფი რა, თორემ ქალაქელი სახლში ეგეთ ტურტყლიან რამეს არ შაიტანს.



ახლა მსოფლიო მაშტაბზე მოდი ნუ გადავიტანთ რა საბჭოთა მოვლენას სახელით "ატრაბოტკა", არ მითხრა რომ რომელიმე ევროპელი ბარონი, ან დედააფეთქებული ამერიკელი იმენნა "ატრაბოტკას" იყენებს თოფის საწმენდად და მეტი მაგაზე კაი და უკეთესი ცხოვრებაში არ უნახიათიო smile.gif

კაი რა smile.gif, აჭრელებულია საიტები მილიონნაირი საწმენდი საშუალებით, მარა რუსული მიდგომის, პივის ჭუჭყიანი პლასტიკატის ბოთლი, ხუფით და გადმოწუწული შავი "ატრაბოტკით" რატომღაც არცერთ საიტზე არ იყიდება smile.gif სხვათაშორის არც რუსულზე და არც ქართულზე smile.gif



ან მსოფლიო მაშტაბით კაციშვილი ნორმალური მაგას არც კი განიხილავს, ან ეტყობა მართალი ხარ და ისეთ "რასხვატზეა" რომ მაღაზიების თაროებზე პროსტა არ ჩერდება რა ეგ ტავარი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
xrincho
ციტატა(ilariona @ Feb 21 2013, 08:24 AM) *
xrincho
ზედაპირის კი და ლულის აწმენდაზე კი მოგწერეს უკვე.

კი ლულის ზეთი უკვე გამოვართვი გრიგორის.
მადლობ
baxuti
ერთი რჩევა მჭირდება.ეხლა დავშალე ჩემი კრალი და მინდა გავწმინდო და შევზეთო. მაქვს თეგეტაში ნაყიდი ტაოტი ზედ აწერია -60 +220 გრადუსი საკისარის ანუ "პაჩებნიკების"ტაოტია.დგუშს რომ წავუსვა თხელი ფენა და ისე ვიხმარო სანამ სპეციალურ ზეთებს და საპოხ მასალებს შევიძენ რამეს გამიფუჭებს? მაგალითად რეზინებს ხომ არ დამიწვავს
შემანდენლობაში უწერია:
დი-იზოოკტილამინმეტილ-ტოლიტრიაზოლ. (რუსულად)
და მოხმარებაში აწერია რთულ ექსპლუატაციის პირობებში მომუმშავე საკისრის და მხოხავი დეტალებისთვის
foxi
ja_ja

როგორც ყოველთვის მართალიხარ. არ გედავები. 16.gif მასეთ ქაქს არ ვგულისხმობდი როცა ნამუშევარ ზეთზე ვთქვი.თემას აღარ გავა jazeb. მიმართეთ ხალხო სანადირო მაღაზიებს და იქ კეთილი ნოქარი ძიები, აგიხსნიან რომელი ზეთი სად უნდა მიასხათ თქვენს იარაღს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.