NRG ნუ ...
1) პირველს აწერია რომ საკვები პონტის საპოხი მასალაა და დიდი ეჭვი მაქვს რომ ლულის საწმენდათ და მითუმეტეს ტყვიის მტვერის მოსახსნელად არაა განკუთხვნილი, მგონი აცეტონს მეტი ეფექტი ექნება ვირდე მაგას....
2) მეორეს აწერია Multi purpouse greace როგორც წესი მრავალპროფილირებული არის ხოლმე ნავთობტროდუქტებზე დაფუძნებული, ან სილიკონის ბაზაზეა ნებისმიერ ვარიანტში სრიალის გასაუმჯობესებლად და ხახუნის შესამცირებლადაა და არა რაიმე ტყვიის ნადების გამხსნელის ეფექტისთვის ან საპრიალებლად
3) ამას უკვე აწერია რომ მაღალი წნევისთვისაა, მარა შემდეგ რა აწერია ვერ ვკითხულობ.... მარა რავიცი ლულის საწმენდად რა შუაშია მაღალი წნევა??? განა ლულას წნევის ქვეშ ვწმინდავთ?
ჩემი სუბიექტური გადასახედიდან ყველა რაღაც ნიტოა, მაგრამ როგორ გითხრა, როდესაც რაღაცას ვამბობ ხოლმე და სოლუშენი ძვირიანია ან ძნელად საშოვნი, როგორც წესი ყველა რაღაც გასასამართლებელ და შემოსადავებელ ვარიანტს ნახულობს რომ აი მე საკისარის (პაჩებნიკების) მოსახსნელად პრესის მაგივრად ჩაქუჩს ვიყენებ და მაინც მუშაობს

ნუ იმუშავებს რა თქმა უნდა ის საკისარიც და ალბათ ეს საპოხი მასალაც, მაგრამ მწარმოებელი ტყუილა არ გვირჩევს საკისარის შემთხვევაში პრესს და შესაბამისი დიამეტრის ჩანარტებს და საპოხი მასალის დროს შესაბამის კონსისტენციას... საკისარის შემთხვევაში იმავე წუთს არაფეროი ემჩნევა, მაგრამ ჩაქუჩით რაკარუკისას ბურთულები იღებს დატვირთვაას და კარსს სულ სხვანაირად იღებს, შემდეგში მიკროსკოპული ჩანაზნექი მუშაობაში იჩენს თავს და წავა ხმაური, მერე ჩაშლა და უბედურება...
იგივეა წმენდისას, პროსტა ზეთის დატანა კი არაა აუცილებე;ლი ან რაიმე უაზრო რიტუალი, არამედ რაღაც შესაბამის საქმესაც უნდა ასრულებდეს, ზეთი გამოიყენება იმიტომ რომ მტვრის ან ნადების ნაწილაკები მიეკროს ქეჩას და ზედმეტი დამუხრუჭების გარეშე გამოვიდეს ლულიდან... ეს ერთი დანიშნულება, მეორე დანიშნულება არის, ან შესაბამისი მჟავის, ან ტუტის დამატებით შესაბამისი მინი ნადების რეაქციაში შევიდეს და მიმხმარი ტყვია მოხსნას და მოგცეს შესაძლებლობა გამოგატანინოს ლულიდან, ან შესაბამისი იონიზირებული ხსნარი უნდა იყოს დამატებული რომელიც პირდაპირ რეაქციაში ტყვიის ნადებთან არ შევა, მაგრამ საპნის ეფექტს გამოიწვევს, ანუ ლულის კედელსა და ტყვიის ნადებს შორის შეეცდება შესვლას, რის გამო ტყვიის ნადები აძვრება კედელს და გამოვა გარეთ...
ანუ მინიმუმ 2 საქმე უნდა გააკეთოს მასეთმა ზეთმა, ერთი რომ აძრობილი მასა მიიკროს და გამოგატანინოს, მაგას დაჟე სახლში არსებული მზესუმზირის ზეთი გააკეთებს და რაღაცს წვალობ სახლშიც ოხრად გაქვს, და მეორე რაღაც ქიმიური ან ფიზიკური რეაქცია უნდა გამოიწვიოს რომ მიმხმარი ტყვიის ნადები მოაცილოს რკინის კედლებს ისე რომ შესაბამისი რკინა არ დააზიანოს.... ან მაგ მეორეს კი მემგონი არცერთი ზემოთ ხსენებული ზეთი და ტაოტი არ აკეთებს

....