დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იარაღის გასაწმენდი და შესანახი საპოხი საშუალებები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2, 3, 4
Ex3
რამდენ ხანში ერთხელ ზეთავთ იარაღს?
მე რომ ვიყიდე 1377 გამყიდველმა მითხრა ყოველ კოლოფ ტყვიაზე ლულაში ცოტა ჩაასხი ბალისტოლი ო (იარებს აშუშებსო აწერია გარედან , მოვსინჯე შანსი რომ მქონდა და , მართლა აშუშებს ) , გადააბრუნე გადმოაბრუნე და მერე ეს ბამბის ჩხირები გაისროლე რამდენიმე ცალიო და მასე გავაკეთე 1 კოლოფი რომ დავცალე და გამოიტანა შავი რაც ტყვიის ნადები იყო ალბათ
ეს უწერია geojorjika ს
ციტატა
რაც შეეხევა აგრესიულ ნივთიერებებს (მაგ: ბალისტოლი) რომლებიც გამოიყენება ცეცხლსასროლის გასაწმენდად ტყვიის ნაგლესისაგან და ნამწვისაგან . ეგენი აქ საჭირო არ არის , რადგან ჩვენ პირიქით ვცდილობთ ლულას ასვინცოვკა გავუკეთოთს და 1000 გასროლა რომ გაქვს გაკეთებული და ძლივს თოფს გაასწორებ მერე მაგის მოცილება აღარ უნდა მოგინდეს წესით smile.gif

ანუ შიგნით ის "სვინეცი" უნდა დარჩეს რომ სტაბილურად ერთნაირად ისროლოს ? და ბალისტოლი აპტეჩკაში ჩავაგდო ? biggrin.gif
მოძრავ ნაწილებშიც ჩავასხი ცოტა და ჰაერის გზა გადაკეტა თავიდან biggrin.gif მერე ძლივს დავpumpე და გამოსწორდა ))
ja_ja
Ex3
ნუ ეგ ბალისტოლი მე ცხოვრებაში არ მიხმარია და არ ვიცი, მაგრამ მოყვანილი ციტატით და შენი აღწერით ერთი რამ იასნია ძალიან აგრესიულია და რაცხა რაცხა ნივთიერებებს შლის, ეგეთი აგრესიული ზეთის გამოყენება კი რეზინებთან და დგუშებთან მიმაღტებაში ნუ 100 თავით გაუმართლებლად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა რომელი აირგანელი და რომელი გურუ გეტყვის.

აგრესიული ხსნარი ადრე თუ გვიან დედას მოუხნავს რეზინებს და დგუშს. ამიტომაც თუ შაიძლება გამოიყენე არა აგრესიული, სრიალა ზედაპირის მომცემი და არა გამწმენდი ხსნარები იქ სადაც მიმდინარეობს ხახუნი ლითონის და რეზინის ზედაპირებს შორის.

ან გამოიყენე ცროსმანის chamber Oil-ი ან Hill-ის ტაოტი ან ტაიმე ტეფლონ ნარევი ტაოტი ნახე უფერული, უსუნო და მაღალ ტემპერატურებთან მომუშავე, ყველანაირი აეროსოლური ბალონების გარეშე.
Ex3
ja_ja
ახლა რაც ჩავასხი იმას რა ვუშველო ? biggrin.gif მარტო ხახუნის დროს აფუჭებს თუ ისედაც?

ცეცხლსასროლის ზეთი მაქვს სახლში ის წავა? (1 თვეში ხახუნის გარეშე გააფუჭებს ბალისტოლი?

შეიძლება უკვე გააფუჭა რეზინები , თავიდან რომ ჩავასხი მგონი შედარებით ადვილად "კაჩავდებოდა"

რომ ჩამოვალ დავშლი და შევცვლი რეზინებს , O რინგებს რომ უძახიან ეგაა ხომ?

ისე რამდენ თემაში ვსვამ კითხვებს biggrin.gif
TARASICHA
აბა გამოცდილო ფორუმელებო, როგორ ხართ? ლულის საწმენდი მინდა გამოვიწერო და გამოდგება ეს რომ დავითრიო?

ბატონო ჯაჯა, მგონი ვისწავლე? ლინკის ჩასმა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gregory
TARASICHA
გამოდგომით კი გამოდგება, მაგრამ:
1. ლატუნის ჩოთქები არ უნდა იხმარო არასოდეს.
2. მიდიხარ "მაგნუმში" და იგივე ფასად ყიდულობ wink.gif

TARASICHA
რისი ჩოთქები უნდა იყოს? როგორ ვიკითხო? თქვენ თუ გაქვთ სილიკონის ზეთი და მისნაირები და რა ღირს ბატონო გრეგორ?
gregory
ციტატა(TARASICHA @ 12th December 2013 - 12:20 PM) *
რისი ჩოთქები უნდა იყოს? როგორ ვიკითხო? თქვენ თუ გაქვთ სილიკონის ზეთი და მისნაირები და რა ღირს ბატონო გრეგორ?

TARASICHA
ჩოთქები მხოლოდ კაპრონის და მაუდის, მაგრამ კომპლექტში სამივე მოყვება.
სილიკონის ზეთი მაქვს. 15 ლარი


bachana
ამ თემაზე სულ წავიკიტხე თითქმის და ესეიგი ლულის გასაწმენდად რომელი ზეთი გამოვიყენო საქართველოში მაღაზიებში რო იყოს??
TARASICHA
გაუმარჯოს აირგანელებს. იქნებ მითხრათ ეს ზეთი ლულისთვის კარგია? კარგად წმენდ ნადებისაგნ? ან თუ რამე უკეთესი იცით იქნებ მომწეროთ ლინკი ან სახელი
TARASICHA
არ იცით რომ რჩევა მომცეთ რომელი ზეთი დავითრიო ლულის გასაწმენდად?
EnDeL
TARASICHA

http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&a...st&p=117490
ამ თემაში უკვე გიპასუხა ჯაჯამ და ბოლოში მადლობაც გიწერია და მეტი რაღა გირჩიოთ unknw.gif

ციტატა(ja_ja @ 8th December 2013 - 11:40 PM) *
არსებობს მსოფლიოს მიერ აღიარებული ზეთი აირგანის ლულების საწმენდად ეგ არის Otis 085 Ultra Bore Solvent. ძვირია პატარა ფლაკონია და ასე შემდეგ მაგრამ ეგაა ერთადერთი რეალური ტყვიის ნადების გამხსნელი და მომცილებელი.
TARASICHA
სალამი ყველას. ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძლება ვიყიდო ლულის გასაწმენდი ჩოთქი? ვერ ვნახე ვერსად და იქნებ მიმასწავლოთ თუ იცით ვინმემ
cz80
TARASICHA
მაგნუმში.. გუდვილის ფილიალში ჰქნდათ ბოლოს რომ ვნახე...
ja_ja
TARASICHA
ციტატა(TARASICHA @ 9th February 2014 - 02:30 AM) *
სად შეიძლება ვიყიდო ლულის გასაწმენდი ჩოთქი

მაღაზია მაგნუმი, თამარ მეფეზე და დიღომშI გუდვუილის ფილიალში ორივეგან აქვთ. იყიდება შომპოლიც (7 და 8 ლარი იყო კურსის გაქცევამდე და გაძვირებამდე) და ჩოთქების ნაკრებიც 4 და 7 ლარი (ნუ ფასები იასნია ისევ გაძვირებამდეა მოყვანილი)
gregory
ციტატა(ja_ja @ 9th February 2014 - 11:15 AM) *
მაღაზია მაგნუმი, თამარ მეფეზე და დიღომშI გუდვუილის ფილიალში ორივეგან აქვთ. იყიდება შომპოლიც (7 და 8 ლარი იყო კურსის გაქცევამდე და გაძვირებამდე) და ჩოთქების ნაკრებიც 4 და 7 ლარი (ნუ ფასები იასნია ისევ გაძვირებამდეა მოყვანილი)

მანდ არარაფერი აღარ აქვთ, ტყუილად ნუ მიხვალთ
gregory
OTIS-ის ზეთი(ლულის საწმენდი) მაქვს ეაფად wink.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(ja_ja @ Feb 9 2014, 11:15 AM) *
TARASICHA

მაღაზია მაგნუმი, თამარ მეფეზე და დიღომშI გუდვუილის ფილიალში ორივეგან აქვთ. იყიდება შომპოლიც (7 და 8 ლარი იყო კურსის გაქცევამდე და გაძვირებამდე) და ჩოთქების ნაკრებიც 4 და 7 ლარი (ნუ ფასები იასნია ისევ გაძვირებამდეა მოყვანილი)

თავისთავად გაძვირდებოდა. 3 დღის წინ ვიყავი და 10 ლარი ღირს მხოლოდ შომპოლი

ციტატა(gregory @ Feb 9 2014, 12:37 PM) *
მანდ არარაფერი აღარ აქვთ, ტყუილად ნუ მიხვალთ

შომპოლები აქვთ ისევ. smile.gif
ისე კი მართლა დაცარიელებულია, არაფერი აღარ აქვთ თითქმის. საშინელება იყო smile.gif
gregory
ციტატა(x.m.e.l.o @ 9th February 2014 - 03:50 PM) *
შომპოლები აქვთ ისევ.

მარტო შომპოლები აქვთ "ნასადკების" გარეშე

ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gregory @ Feb 9 2014, 04:44 PM) *
მარტო შომპოლები აქვთ "ნასადკების" გარეშე

მგონი ეგენიც აქვთ, თვალი მოვკარი, ნაბორებიც იყო.
gregory
ციტატა(x.m.e.l.o @ 9th February 2014 - 05:08 PM) *
მგონი ეგენიც აქვთ, თვალი მოვკარი, ნაბორებიც იყო.

4.5 კალიბრის არ აქვთ

TARASICHA
ციტატა(ja_ja @ Feb 9 2014, 11:15 AM) *
TARASICHA

მაღაზია მაგნუმი, თამარ მეფეზე და დიღომშI გუდვუილის ფილიალში ორივეგან აქვთ. იყიდება შომპოლიც (7 და 8 ლარი იყო კურსის გაქცევამდე და გაძვირებამდე) და ჩოთქების ნაკრებიც 4 და 7 ლარი (ნუ ფასები იასნია ისევ გაძვირებამდეა მოყვანილი)

თამარ მეფეზე ვიყავი მისული და არ გვაქვსო და არც გუდვილის ფილიალში არ ქონდათ, დარეკა იქედან გუდვილში და არ არისოოო. სხვაგან კი ვერსად მივაგენი, ერთი ახმეტელის მეტროსთან ქონდათ, მაგრამ არ ვარგოდა არც ჩოთქი და არც შომპოლი
userman
hatsan at44-10 - ზე მინდა ლულის გაწმენდა შიგნიდან ( ნარეზის ) . რა ხსნარით უნდა გაიწმინდოს და თუ იყიდება საქართველოში ?

ზოგადად რამდენი გასროლის შემდეგ საჭიროებს გაწმენდას ? ერთმა აცეტონი მირჩია ( არა მგონია კარგი ვარიანტი იყოს )
gregory
userman
ყველაზე კარგი otis-ის სპეციალური ხსნარია
რაც შეეხება რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაწმინდო, ეს დამოკიდებულია ტყვიების ხარისხზე და მასალაზე. საშუალოდ 800-1000 გასროლა( თუ კარგი ხარისხის ტყვიებს ხმარობ და შეჯიბრებაზე არ გადიხარ smile.gif )

ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა
userman
ერთმა აცეტონი მირჩია ( არა მგონია კარგი ვარიანტი იყოს )


და რა გითხრა, ნაცადი მაქვსო? რაღაც არა მგონია აცეტონმა ისეთი ეფექტი მოგცეს, როგორიც საჭიროა. შეიძლება თავიდან გაწმინდოს ლულა და ნადებიც მოაშოროს (აქვს აცეტონს ისეთი თვისება, მოაშოროს ჭუჭყი და ჩამჯდარი ნალექო, რომელსაც სხვა საშულებები ვერ აცილებენ) მაგრამ ლულა როომ გამოშრება მაგ აცეტონისგან, რამდენიმე ასეთი გაწმენდვის შემდეგ შეიძლება ჩაშავდეს და გალაპლაპებული ლულის მაგივრად მიიღო შავი ლულა smile.gif (ლითონზე რეაქციის შედეგად)
userman
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(x.m.e.l.o @ 6th March 2015 - 01:44 PM) *
და რა გითხრა, ნაცადი მაქვსო?


კი . აცეტონით და სალფეტკის ქაღალდით წმენდს თურმე.
ja_ja
userman
აცეტონიც უაზრობაა და მითუმეტეს სალფეტკის ქარალდი... ეგ რომ კაი იყოს, ყველა მაგაზე გადავიდოდა პლანეტის მაშტაბით და არ გაიყიდებოდა მილიონი ნაირსახეობის საშუალებები.

მიზეზი კი მარტივია, აცეტონში ტყვია (ანუ ქიმიური ნივთიერება პლუმბუმი) არ იხსნება, უკვე აზრი დაკარგული აქვს მაგ მოქმედებას, აცეტონი მაქსიმუმ მოაცილებს მტვრად და ჭუჭყად რაც არის ლულაში იმას, ანუ რაც ასე ვთქვათ შესისლხორცებული არაა რკინასთან იმას როგორც მტვერს ისე მოაცილებს, მაგას წყალიც გააკეთებს იგივენაირად... და გარეთ გამოსული ჭუჭყიანი სალფეტკის ქაღალდი იქნება ისეთივე სავი როგორც აცეტონის შემთხვევაში...

დასკვნა შემდეგია თუ პროსტა ლულის შიგნიდან მტვერის ახვეტა გინდა ბაზარი არაა გინდა აცეტონი გამოიყენე და გინდა წყალი, მაგრამ თუ ნადებია მოსაცილებელი, მაშინ საჭიროა ტყვიის როგორც ქიმიური ნივთიერების გამხსნელი, მაგას კი აკეთებს უკვე აგრესიული ხსნარები, ისეთი მაგალითად როგორიცაა ამიაკი. სწორედ სხვადასხვა საწმენდი საშუალებები შეიცავენ ეგეთ აგრესიულ ხსნარებს რომელიც რეაქციაში შედის ტყვიასთან და ფიზიკურად ხსნის თავის თავში რომ ბოლოს გარეთ გამოიტანო.

გარეთ გამოსატანად კი რამდენი საუკუნეა უკვე მიჩნეულია რომ იდეალური არის, ან ბამბის ნაჭერი, ან ქეჩა, მაგრამ მიუხედავად დღევანდელი წინწასული ტექნოლოგიებისა ვერსად ვერ ნახავ რომ ერთჯერადი ქაღალდის ცვირსახოცი, ან საკფეტკი იყოს ნახსენები... აზრი არ აქვს ეგეთ რბილ ნივთიერებას, რადგან საჭიროა ცოტა უხეში ნაჭერი რომელიც ლულაში დარჩენილ და მიმხმარ პლუმბუმს, პროსტა კი არ მოუქაქუნებს და გვერდზე ჩაუვლის, არამედ თავის ტანზე ხახუნით ფიზიკურად მოლეკულა მოლეკულაზე აახევს ლულის ზედაპირს.

გაიხსენე ფანქრის ისტორია, ადრე რა იყო გრაფიტი კაციშვილმა არ იცოდა, არც მელანი და კალამი არსებობდა, იდეალური გამოსავალი იყო სულ ადრე ნახშირი, ხოლო როდესაც ხალხი განვითარდა და რომის იმპერიამდე მივიდა გადავიდნენ ტყვიისგან ჩამოსხმულ ფანფრებზე, ტყვიას აქვს თვისება მოშავო კვალი დატოვოს უხეშ ზედაპირზე, მაგრამ რბილ ქაღალდზე პროსტა გახევს. ამიტომაც აი მაგ კვალის დროს როგორც ტოვებდა თავის ნივთიერების ნაწილაკებს იგივე პრინციპით რომ ნელ-ნელა გამოიტანო ლულიდან საჭიროა ცოტაოდენ მყარი მასალა, როგორიცაა ბამბის ნაჭერი და ქეჩა.

მესმის როდესაც ასე ვთქვათ ხალხური მეთოდებით მიდის რაღაც გზების გამონახვა სიიაფის გამო, მაგრამ არც პირდაპირი დანიშნულების საწმენდი საშუალებები ღირს დღეს უსაშველო, ითრიე მაგალითად OTIS ULTRA BORE-ს ზეთი რომელიც ტილიანი 4 დოლარი ღირს. და ამასობაში გეყოფა არაერთ გაწმენდაზე.

საჭიროა ეგ ზეთი, შომპოლი და მისი თავები - ნეილონის ჩოთქი, და ქეჩის ან ბამბის ჩოთქი. გამოყენება შემდეგია,:

- შომპოლზე წამოაცვი ნეილონის ჩოთქი დაასველე ზეთით და ლულა შიგნიდან კარგად დანამე (ოღონდ ისე არა რომ წუწულით ზეთი გადმოდიოდეს),
- ტოვებ ეგრე ლულას რამდენიმე წუთი, ნუ ვთქვათ 10-15 წუთი რომ ქიმ რეაქტივებმა მოქმედება დაიწყოს და ტყვია გახსნას.
- ისევ ნეილონის ჩოთქით წმინდავ ლულას შიგნიდან და გარეთ გამოსვლისას ასუფთავებ ნაჭრით ან სალფეტკით (აი მისი გამოყენებაც მოვახერხეთ დანიშნულების და მიხედვით)
- როდესაც ნეილონის ჩოთქით კარგად მოუხახუნებ ლულის შიგნეულობას და პირველად ქაქებს გამოიტან, ხელახლა დაასველე ნეილონის ჩოთქი ზეთის და დატოვე 2-3 წუთი
- გადადი უკვე ქეჩის ან ბამბის თავებზე, გამოიტანე ზეთის და გახსნილი ქაქის სუბსტანცია, კარგია თუ ბამბის ნაჭრის ნაგლერჯებს იყენებ, იმიტომ რომ პროსტა გადააგდებ ეგეთ ქაქებს
- 2-3 ან მეტი ნაჭრის გატარების მერე უკვე ქეჩის ტავაკს ასველებ იგივე ზეთით და რამდენჯერმე იქეთ აქეთ ატარებ, ამასობაში თავაკი მაგრა ითხვრება და იასნია რომ უნდა შეცვალო, ანუ გამოდის რომ რამდენიმე თავაკი უნდა გქონდეს
- ბამბის ნაჭრებით გამოგაქვს საბოლოოდ დარჩენილი ქაქები და ზედმეტ ჭუჭყიან ნაჭრის ნაწილაკებს ყრი.
- როდესაც ჩათვლი რომ მაქსიმალურად გამოასუფთავე ლულა (ბამბის ნაჭრები სუფთა გამოდის), ბამბის ნაჭრებიდან გადადიხარ ახალი ქეჩის თავზე
- გაატარ გამოატარე ქეჩის თავი და წესით უნდა გამოვიდეს სუფთა, მხოლოდ ლულა უნდა გამოასუფთაოს ზეთის ნარჩენებისგან უხეშად რომ ვთქვათ უნდა გამოაშროს ზერელედ
- თუ ქეჩის თავაკი ჭუჭყიანი გამოვიდა ხახუნის შემდეგ უბრუნდები პირველ პუნქტს და თავიდან იწყებ ყველაფერს.


იმედია ძირითადი აზრი გასაგებია....
userman
ja_ja

დიდი მადლობა. თუ იცი ეგ ოტის ზეთი ხომ არ იყიდება ჩვენთან სადმე ?
ja_ja
userman
ადრე რომელირაც მაღაზიაში ვნახე და კი გამიკვირდა მაგრამ რომელ მაღაზიაში ვნახე არარ მახსოვს,. რომელიღაც სანადირო მაღაზია იყო, საყოფაცხოვრებო მაღაზიაში იასნია ეგეთი რამე არ გაიჩითება.
geojorjika
ja_ja
მაგნუმში ქონდათ ადრე მაგრამე ხლა რამდენი რამზე მივედი აღარაფერი აღარ აქვთ
gregory
userman
ხომ მოგწერე რომ მაქვს?
temo-777
ესეთი რამე გამოდგება დასაზეთად ჟანგი რომ არ აიკიდოს?
და ჩვენს მაღაზიებში თუ იყიდება?
ეს იგივე ნეიტრალური ზეთი-ს ვარიანტია?
http://www.pyramydair.com/s/a/Air_Venturi_...ophilic_4oz/612
pilotina
temo-777

ციტატა(temo-777 @ 22nd January 2016 - 12:09 PM) *
ესეთი რამე გამოდგება დასაზეთად ჟანგი რომ არ აიკიდოს?


გამოდგება კი არა, მაგისთვისაა ზუსტად. ოღონდ ზდპ-ს დგუში და ცილინდრი არ დაზეთო მაგით არავითარ შემთხვევაში
Do NOT use Metalophilic MP-5 oil in the compression chamber of spring-piston airguns.



ციტატა(temo-777 @ 22nd January 2016 - 12:09 PM) *
და ჩვენს მაღაზიებში თუ იყიდება?


არამგონია. არ შემხვედრია არსად.
temo-777
ეხლა დავრეკე მაგნუმში და ბალისტოლის ნეიტრალური ზეთი გვაქვსო.
100 გრამიან ჩამოსხმებში 7 ლარად.
საინტერესოა გაგარინზე მაღაზია რომაა იარაღის მანდ თუ იქნება რამე.გზად გავლა მომიწევს.
მგონი გრიგოლის მაღაზიაა ხო?
მაგ მაღაზიის ნომერი ხომ არ იცის ვინმემ?
userman
temo-777
ციტატა(temo-777 @ 22nd January 2016 - 12:09 PM) *
ესეთი რამე გამოდგება დასაზეთად ჟანგი რომ არ აიკიდოს?
და ჩვენს მაღაზიებში თუ იყიდება?
ეს იგივე ნეიტრალური ზეთი-ს ვარიანტია?
http://www.pyramydair.com/s/a/Air_Venturi_...ophilic_4oz/612


120 გრამი გამოდის სადღაც 35ლარამდე თავის ჩამოტანიანად . მაგ მოვალეობას შეასრულებს ავტომობილის ნებისმიერი ზეთი . სინთეტიკა იყოს თუ გინდაც.
temo-777
userman
მაგის ჩამოტანას არც ვაპირებდი,უბრალოდ მაინტერესებდა აქ თუ იყო,
ჩვენთან გაცილებით იაფად არის ხოლმე მასეთი რაღაცეები.
ავტომობილის ზეთს რაც შეეხება სუნი არ ააქვს მაგას?
ანუ თოფს არ ააყროლებს?
userman
კაი რა სუნი განა უნდა დაამწნილო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif . ჩვარი დანამე უმნიშვნელოდ და წაუსვი . ისე სუნს რაც შეეხება შენ გგონია მაგ ნეიტრალურ ზეთებს სუნი არ ააქვთ? აბა ეგენი ყარს ... smile.gif smile.gif
temo-777
აი ესეთი ზეთი მქონდა,გამჭვირვალე იყო,საერთოდ არანაირი სუნი არ ქონია.პანასონიკის ტრიმერს მოყვა და მაგას ვუსმევდი ხოლმე.
თუ ანალოგიური სუნი ექნება მანქანის ზეთს კი შეიძლება მაგის გამოყენებაც smile.gif


temo-777
დღეს ვიყავი ბაზრობაზე.
2 ცალი ვიყიდე.
ზოგიერთს ისეთი საშინელი სუნი ქონდათ რომ ცხვირს ვერ დაადებდი. განსაკუთრებით "საკერავი მანქანის" ზეთებს რომ ეძახიან მაგათ.

მთლად ზემო სურათში რაცაა ისეთი ვერ ვიპოვე მარა,
აი ამ 2-ს თითქმის არა აქვს სუნი.განსაკუთრებით მომეწონა "ი20"







ja_ja
მაიცა ხალხნო ვერ გავიგე... ეს რისთვის გინდათ?

თუ თოფის გარედან დამუშავებისთვის რომ დამცავი ფენა იყოს... პროსტა მანქანის ზეთი გამოიყენეთ, არანაირი განსაკუთრებული სუნი არ აქვს დღევანდელ სინთეთიკურ ზეთებს... ზეთი კი შანსი არაა სახლში არ იყოს თუ მანქანა გყავთ, გჭიდებათ 10-20 წვეთი smile.gif

თუ სახლში არ არის მანქანა, მაშინ მეზობელს ექნება, ან მეგობარს ან ვინმეს სანაცნობოში, რათ უნდა მაგას საკერავი მანქანის ზეთი და ვაი ვუი smile.gif

ჭუჭყის ჩამოსაცილებლად და იგივე თხელი დამცავი ფენისთვის გამოდგება WD40 ან A40, პროსტა ეგენი თალიან აორთქლადია და დატანილი დამცავი ფენა მალე ქრება, მარა წმინდავს ყველანაირი ჭუჭყისგან და ლაითი ჟანგისგან (არ იგულისხმება არ ლულის შIდა მხარის გაწმენდვა, მიუხედავად იმისა რომ შესხმისას თითქოს და გამოაქვს რაღაც შავი, კი გამოაქვს, მაგრამ რაც ფხვიერია, რად მიგლესილია იმას ვერ მოაწილებს)
Power_VANO
მე ბალისტოლს ვიყენებ ფიშტოსთვის, ნეიტრალურს.

მანქანის ზეთი ტოქსიკურია მაინც, თორემ გამწმენდ-დამცავი მინარევებით, პირველი იქნება ალბათ smile.gif
sekurifa




ეს გამოდგება ვითომ რეზინებზე სახმარად? დღეს დავინახე შემთხვევით სავაჭრო ცენტრში და ვიყიდე. რა შემადგენლობაა ხომ ვერ ამიხსნით მოვიტეხე ენა მის წაკითხვაში))
ja_ja
ნუ სინჯე რა იქნება, მაგრამ აღწერის მიხედვით პროსტა რაღაც შირპატრების გაუგებარი შტუკაა smile.gif
Lukiane123
ბიჭებო მეც ვუკუთხავ ბარემ რა,ჩემ კრალს მოყვა ზეთი მარა რისია არ ვიცი და მაგით რომ სატენი პორტის ცხვირი დავსმასკო?ანუ რეზინები რა.ხოარაფერი პრობკემა იქნება?ზეთი და დატუმბული წნევა ცოტა აპასნია
ja_ja
SVD
ციტატა(SVD @ 23rd November 2016 - 08:03 PM) *
ზეთი და დატუმბული წნევა ცოტა აპასნია


ეგ ეხება სუფთა ჟანგბადს, ხოლო მაღალი წნების ჰაერში 78%-ზე მეტი არის ინერტული აზოტი, პლიუს დოხრენა სხვა მინარევებ და მხოლოდ 20%-მდეა ჟანგბადი, ასე რომ არაფერიც არ აფეთქდება smile.gif

აი სუფთა ჟანგბადზე თუ ზეთს მიითან ეგ უკვე სხვა საქმეა, მაღალი წნებით გამოსული ჟანგბადის მოლეკულები ზეთიან ზედაპირზე ხახუნის დროს იწყებენ აგრესიულად ჟანგვას, ეგ ქიმიური მოვლენა კი ადამიანურ სამეტყველო ენაზე ცეცხლს და წვას ნიშნავს smile.gif
Lukiane123
ციტატა(ja_ja @ Nov 23 2016, 08:27 PM) *
SVD


ეგ ეხება სუფთა ჟანგბადს, ხოლო მაღალი წნების ჰაერში 78%-ზე მეტი არის ინერტული აზოტი, პლიუს დოხრენა სხვა მინარევებ და მხოლოდ 20%-მდეა ჟანგბადი, ასე რომ არაფერიც არ აფეთქდება smile.gif

აი სუფთა ჟანგბადზე თუ ზეთს მიითან ეგ უკვე სხვა საქმეა, მაღალი წნებით გამოსული ჟანგბადის მოლეკულები ზეთიან ზედაპირზე ხახუნის დროს იწყებენ აგრესიულად ჟანგვას, ეგ ქიმიური მოვლენა კი ადამიანურ სამეტყველო ენაზე ცეცხლს და წვას ნიშნავს smile.gif

ანუ დატენვის დროს არანაირი პრობკემა არ იქნება ხო რომ გავუკეთო?ან ოპლიანი ხელი რო მოკიდო ?არაა საშიში ხო?
koba1973
SVD
ციტატა(SVD @ 23rd November 2016 - 08:40 PM) *
ანუ დატენვის დროს არანაირი პრობკემა არ იქნება ხო რომ გავუკეთო?ან ოპლიანი ხელი რო მოკიდო ?არაა საშიში ხო?

არანაირად არაა საშიში. ეგ კი არა მანქანაში გაზს რომ ტუმბავენ თან ზეთის ნაწილაკები მოყვება. ზოგჯერ იმდენი გროვდება რომ რედუქტორი ივსება და აღარ მუშაობს წესიერად. გაზს კი მოგეხსენება 250 არმოსფერომდე ტუმბავენ.
bubusicha
ამაზონზე რომ სილიკონი იყიდება გამოგიყენებიათ? ვარგა?

https://www.amazon.com/gp/product/B0000DCVZ...=A138GYT3Y3DZXX
userman
bubusicha
ციტატა(bubusicha @ 23rd November 2016 - 11:37 PM) *
ამაზონზე რომ სილიკონი იყიდება გამოგიყენებიათ? ვარგა?

https://www.amazon.com/gp/product/B0000DCVZ...=A138GYT3Y3DZXX


საკეთესოა ! ნუ ეხლა ჰილისას აქებენ , მარა თავის საქმეს ეგეც მშვენივრად უმკლავდება .
ნასუსში ვხმარობ ძირითადად. არც ფტოროპლასტზე არ მაქვს გადაყვანილი. და არც რეზინების გამოცვლით ვარ დაკავებული smile.gif . ხმარებას რაც შეეხება არა მგონია ჩემზე მეტს ვინმე ხმარობდეს.

ისე თუ სილიკონის ზეთი დაგჭირდათ მაგნუმს აქვს სპრეის სახით და არც ისეთი ძვირი არაა 200 მილილიტრი 12 ლარად აი ეს


bubusicha
ციტატა(userman @ 24th November 2016 - 12:41 AM) *
საკეთესოა ! ნუ ეხლა ჰილისას აქებენ , მარა თავის საქმეს ეგეც მშვენივრად უმკლავდება .
ნასუსში ვხმარობ ძირითადად. არც ფტოროპლასტზე არ მაქვს გადაყვანილი. და არც რეზინების გამოცვლით ვარ დაკავებული . ხმარებას რაც შეეხება არა მგონია ჩემზე მეტს ვინმე ხმარობდეს.

ისე თუ სილიკონის ზეთი დაგჭირდათ მაგნუმს აქვს სპრეის სახით და არც ისეთი ძვირი არაა 200 მილილიტრი 12 ლარად აი ეს


კარგია good.gif
gregory
ციტატა(SVD @ 23rd November 2016 - 08:03 PM) *
,ჩემ კრალს მოყვა ზეთი მარა რისია არ ვიცი

SVD
ეგ სილიკონის ზეთია სწორედ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.