დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საჩვენო მანქანები
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
SCORPIONS
gregory
ციტატა(gregory @ 19th November 2015 - 09:12 AM) *
ნიჰილიზმს,
რაო,რაო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეგ რაღა სიტყვაა??? გრიგოლ,ნიჰილიზმი კი არა და დადუღდა კონდახით დაწურული კაცოოოოოოოუ!

ერთ 3-4 ლიტრს როგორმე გამოვტევ და ხო უნდა მაგას დალევა? ძალიან ცოტა გამოვიდა და დისშვილებზე ვარ შეპირებული..ქრონი უნდა ჩამომიტანოს კანადიდან კაცმა და ერთი ოციანი აღარ დავახვედრო მამაძალი wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თან რა ამინდები მიდიიიიიიიიის,ოი,ოი,ოი
Multi-Tool
ციტატა(gregory @ 19th November 2015 - 09:12 AM) *
ყველაფერი კარგად იქნება....

მასეთი რამეების მაშინ მჯერა, ბიზინაბიძია როცა იტყვის.

userman
gela
ja_ja

ძალიან კარგად მსჯელობთ !!! მაგრამ უკეთესი მომავლის იმედი არ უნდა დაკორგო არასდროს ადამიანმა თორემ ცხოვრებას აზრი დაეკარგება .... ათიდან ერთი ადამიანიც რომ შეგხვდეს რომელიც სხვაზეც იფიქრებს ეგ უკვე ბევრს ნიშნავს . ისე საქართველოში ისტორიულადაც არ ყოფილა 100 -დან ერთი მასეთი ,,, 1000 -იდან ერთი მაინც ხომ იყო არა ..., ხოოდა მაგან გადაარჩინა და აქამდე მოიყვანა საქართველო . მტავარია ამას მივხვდეთ , და თუ ამას შევიგნებთ გამოსწორებას რაღა უნდა smile.gif smile.gif smile.gif
SCORPIONS
ეეხ,მე რას ვლაპარაკობ და ამათ ვითომ არც ესმით..რა დროის პოლიტიკაა..ვაახ ჩემი პნევმო რია biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
მოკლედ მესამე დღეა მაგარ გასწორებულში ვარ რა....

ჩემს მანქანაზე 3 კვირის წინ აინთო ABS/ESP და პერიოდულობით ხან ანათებდა ხან ქრებოდა. ცენტრში ჩამქრალზე დიაგნოზი ვერ დამისვეს, ინტერნეტის გადაკითხვით კი ხან ყუმბარების რისკები იყო გასარეცხი (არადა 3 კვირის წინ კაკრაზ ტალახში სიარულისას ამინთო), ხან ABS-ის დაჩიკები ატრაკებდა, შევამოწმე ტესტერით წინაღობა და ხოშიან ხასიათზეა ოთხივე...

ბოლოს ანთებულზე ცენტრში დიაგნოზი დამისვეს ABS-ის მოდული, ანუ რეალურად მერსედესებში მაგ ბლოკს ESP Module აწერია, კაროჩე ეგაა მთლიანად დაბრედილიო და შესაცვლელიაო, 2000 ლარი დეტალიო და 500 ლარი ხელობაო smile.gif, შემომეყარა გულზე smile.gif

მარა ამოვაბეჭდინე შეცდომების კოდები, დავძებნე ინფო და აღმოჩნდა რომ ხშირად მაგ ABS-ის მატორის ნახშირები ცვდება......

ბლიაძ 2 დღე ვშლიდი მაგ დედა აფეთქებულ ბლოკს და მატორს, ბოლოს მოვაძრე და მართლა ნახშირებია დაცლილი smile.gif, ვითრიე ახალი კომპლექტი 5 ლარად, ჩავაპაიკე და 10 მეტრის გავლის მერე ჩაქრა შეცდომა smile.gif

3 დღეა დავდივარ ხმას არ იღებს, ადრე დღეში 3-ჯერ აინთებოდა და ქრებოდა... ამის დედა ვატირე თუ 5 ლარად შეიძLება გასწორება რაღაც მიფასებენ 2500 ლარს......
ikaaa
ციტატა(ja_ja @ 30th December 2015 - 10:30 PM) *
ამის დედა ვატირე თუ 5 ლარად შეიძLება გასწორება რაღაც მიფასებენ 2500 ლარს......

ესს საქართველოა ძამა და იმიტო, თან ახალი წელი მოდის ხალხს ფული უნდა და ხო უნდა გამოიჭირონ ვინმე და ჩაპარსონ smile.gif დღეს რაღაც სიდენიის, ქეციანი სალასკის
მიდუღებაში 25 ლარი მიმთხოვეს როცა 10 ლარადაც კარგად აკეთებდნენ smile.gif

რაღა უნდა მექნა კარგად დავცინე და წამოვედი, მეთქი ახალი წლების მერე გავაკეთებ.
pilotina
ja_ja


ციტატა(ja_ja @ 30th December 2015 - 10:30 PM) *
ამის დედა ვატირე თუ 5 ლარად შეიძLება გასწორება რაღაც მიფასებენ 2500 ლარს......


ეს ცენტრები არიან არაფრის გამკეთებლები, ტვინის ჭ*ლეტვა ეზარებათ. ერთი პატარა ყლინჯის გამო შეიძლება მთელი ბლოკი გამოგაცვლევინონ, იმიტომ, რომ გაცილებით ადვილია ასე დეფექტის პოვნაც და გასწორებაც, არ უნდა სისტემებში და სქემებში ძრომიალი, აიღე გამოცვალე მთელი ბლოკი და ეგაა...

მეც მქონდა ანალოგიური სიტუაცია.
მანქანა ფაქტიურად ახალი ვიყიდე, 85 მილი ( ათასი არა) ჰქონდა გავლილი და ერთ თვეში მომიწია პატარა მდინარის გადალახვა, ნუ წყალი სადღაც პაროგებამდე იყო.
ამის მერე რამდენიმე დღეში სტრანნი რაღაცეები დაეწყო. დისპლეიზე, რომელიც რაზდატკის მდგომარეობას მიჩვენებს, იმის და მიუხედავათ, რომ მხოლოდ უკანა ხიდი იყო ფაქტიურად ჩართული, მიჩვენებდა, რომ ხან წინაც ჩარტულია, ხან პანიჟენიაც ვითომ და ეს ყველაფერი მხოლოდ ინდიკაციის შეცდომა იყო, რადგან ფაქტიურად მანქანა უკანა ხიდით დადიოდა.
წავიყვანე ნისანის ცენტრში. ეძებეს, ეძებეს, დიაგნოსტიკა ჩაუტარეს, ნახევარი ტორპედო დამიშალეს და ვერეფერი უშველეს. ერთი თქვენი ჭკუაც მეთქი და წამოვედი სახლში.
ჩაუჯექი კომპს, შევაგდე გუგლის საძიებო ველში სიმპტომები და ამომიგდო რაღაც უცხოური ფორუმის გვერდი, სადაც შავით თეთრზე იყო აღწერილი ჩემი პრობლემა.
თურმე საქმე რაში ყოფილა:
მანქანას რაზდატკაზე აქვს სამი სვიჩი (ჩამრთველი), რომლებიც ატვეჩაი არიან დისპლეიზე რაზდატკის და ხიდების მდგომარეობის ინდიკაციაზე, ხოდა ამ სვიჩებიდან ორში იყო წყალი შესული, ამოკლებდა წრედს და ამოტომ სულელურ ინდიკაციას იძლეოდნენ.
იბეიზე შეუკვეთე ეს ორი სვიჩი, დამიჯდა 26$, რომ ჩამოვიდა სილიკონით დავამუშავე იმ ადგილებში, საიდანაც პოტენციურად შესაძლებელი იყო წყლის შეჟონვა, დავაყენე და აი უკვე სამი წელია ნოუ პრობლემ.
ასე, რომ ცენტრების იმედი ამის მერე ნაკლებად მაქვს....
SCORPIONS
ბოლომდე არ წამიკითხავს ეს პოსტები,მაგრამ ჩემი აზრი ესეთია:- რასაც გადაუხდი სხვას,იმას გადაგიხდიან შენ!!! ანუ,ყველაფერს ნუ ეძებთ იაფად რა!!! კაცი მუშაობს და უნდა დაუფასდეს!!!მიტოა საქართველო აყვავებული,ყველა რაღაც კაპიკებს რო დასდევთ!!!
maqsimusa
SCORPIONS
ბოლომდე უნდა წაგეკითხა ტარიელ პოსტები ნამდვილად!
SCORPIONS
maqsimusa მართალი ხარ! მისწრებს ხოლმე ეს ოხერი თითები wink.gif
ja_ja
SCORPIONS
ციტატა(SCORPIONS @ 30th December 2015 - 10:09 PM) *
ბოლომდე არ წამიკითხავს ეს პოსტები,მაგრამ ჩემი აზრი ესეთია

ანუ რა გინდა ვთქვა შენი პოსტები წაუკითხავად დავტუქსო ხოლმე? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
SCORPIONS
ja_ja
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
ja_ja
მერსედესის ცენტრის ძალიან უკმაყოფილო ვარ. E55 აქვს მამაჩემს, რომ;ლითაც ძალიან ცოტა გაიარა და ბევრჯერ გვყავდა მერსედესის ცენტრში ორი პრობლემის გამო:

1) მანქანა მკვეთრი აქსელერაციისა თუ დესელერაციისას (გაზიდან ფეხის ერთბაშად აღება) ქვემოდან პანღურს გვირტყამდა;
2) ABS/ESP ურევდა და მაგის გამო ხან მუხრუჭები ქლიავდებოდა და ბლოკავდა ტუპად, ან კიდევ ბოლომდე გაზგაყრილზე მაღალ აბაროტებზე ავარიულ რეჟიმში გადადიოდა.

მერსედესის ცენტრში გვითხრეს შემდეგი:
1 - დაგლეჯილია "ელასტიური მუფტა" ანუ ის მრგვალი რეზინის რგული რომელიც E55-ის კოლოფს და დიფერენციალს აკავშირებს კარდანთან.
2 - დამწვარია კომპიუტერი
3 - შესაცვლელია დროსელი და გაზის პედალი
4 - დამწვარია სიჩქარეების კოლოფის სამართავი ბლოკი
5 - შესაცვლელია ABS-ის სენსორები
6 - არასტანდარტული დისკების გამო (19-იანი WORK Gnosis HS202 აყენია რაც მანქანას გაცუილებით უკეთეს ვიზუალს აძლევს ვიდრე სტანდარტული) ურევს ABS და შესაბამისად დისკებია გადასაგდები biggrin.gif

"ელასტიური მუფტის არასწორი დიაგნოზირების გამო (აღმოჩნდა მატორის სამაგრები იყო გაფუჭებული და ცენტრში ეს არ გვითხრეს, თან რამდენჯერმე დავათვალიერებინეთ. უფრო მეტიც, "ელასტიურები" საერთოდ ახალივით იყო) წყლის და ზეტის გაგრიულების გაყვანილობა დაზიანდა რამ,დენჯერმე. ასავე აღმოჩნდა, რომ არც დისკებია ცუდი, არც ABS-ის სენსორები ურევს და არც კომპს ჭირს რამე ან დროსელებს. იყო კონტაქტი დაკარგული დროსელის კაბელთან და ერთი პატარა დეტალი დამწვარი , რაც ელექტრიკმა ვანომ ძალიან იაფად გააკეთო (სულ მგონი 100 ლარამდეც არ ყოფილა თავისი დაშლა აწყობით) მერცედესმა თავისი დიაგნოზირებული "პრობლემების" აღმოფხვრაში რამდენი მოითხოვა კი ხვდებით. სრულად ვემხრობი ადამიანისათვის შრომის დაფასებას, მაგრამ არაკვალიფიციური შრომა ევრ დაფასდება smile.gif არ მიხვიდეთ ცენტრებში
ja_ja
nihontoman
ეეე მე მაგ ცენტრმა იმდენჯერ გადამრია რომ რავიცი smile.gif

მამენტ პირველად მომეწონა საშინელებები რომ ჩამოწერეს და ლამის 4000 ლარის ხარვეზები იპოვეს, გამიხარდა, გამოვედი და ვისგანაც ვყიდულობდი იმას ფასი დავაგდებინეთ მე და ჩემმა ნათესავმა, ნუ ეგ კაი პონტი, იყო, მაგრამ პრობლემებს ხომ უნდოდა მოგვარება smile.gif

იმ საღამოსვე სახლში გარაჟში დავშალე ყველა ის კომპონენტი რაც გადასაგდებზე გაწერეს და უმეტეს წილად აღმოჩნდა, ან კონტაქტები იყო გასაწმენდი, ან რავიცი კიდე სხვა მელკი შეცდომები რომელიც ატვიორკის დონეზე სწორდებოდა, კაროჩე სადღაც 3000 ლარის პრობლემა იმ საღამოსვე გავასწორე smile.gif დარჩენილი 2 პარკტრონიკის სენსორი 400 ლარის მაგივრად იბეიზე 20$-ად ვითრიე, მაშინ კურსი ჰუმანური იყო და ჩამოტანიანად 40 ლარი გამოვიდა. და კიდევ რაცხა მელკი რაღაცეები რომლებიც ასევე კაპიკებში გაკეთდა

ეს პირველი ექსპერიენსი ასე დამთავრდა....

მეორე გამოცდილება მაშინ დაიწყო როცა მანქანამ პერიოდულად დაიწყო Check Engine-ს ანთება, ნუ ყველა მანქანის პატრონისთვის არასასიამოვნო ნათურაა... 3 ვიზიტის მერე (თითო დიაგნოსტიკა 60 ლარი) როგორც იქნა მითხრეს რომ მეორადი ჰაერის პომპა იგივე პადსოსის პომპაა დამწვარი და გამოსაცვლელია ეგ, თავისი ნახშირის კონტეინერი და კიდევ კლაპნები და სარქველები, მარტო პადსოსის მატორი 1600 ლარი დააფასეს smile.gif

თავიდან არ ვიცოდი რა მექნა და ნუ დავიწყე ფიქრი მეორადებზე, ან რაღაც ეგეთებზე, შევცვალე ნახშირის კონტეინერი (როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად - მართალია 30 ლარი დაჯდა, მაგრა ტყუილა რომ ყრი ფულს მაინც არ გსიამოვნებს), ნუ კიდევ ის ეს... კაროჩე ავცდი 200 ლარს და ხან ჩაქრება ხან აინთება.... ამომასხა და ვიყიდე ELM327 ბლუთიუსით რომ დიაგნოსტიკას აკეთებ



გავუშვი სკანზე და მიწერს 410 შეცდომას დავსერჩე ვნახე რომ აქაც სეკონდარი აირ პამპის შეცდომაა, მერე იუტუბზე ვიღაც შერეკილის ვიდეო ვნახე ტიპს იგივე დიაგნოზით მიუყვანეს მანქანა და დილერმა 1700$ დაუფასა ნაწილებიო... და აი რომ არ მოგატყუონო ასე და ასე მუშაობს ეს მერადი პადსოსის სისტემაო,... აუ რაც მე ეგ ნაგიჟარი ტიპი ვლოცე, იმენნა ადეკვარუტად ახსნილი აქვს რომ ამ 410 კოდზე ჩმაოკიდებულია მინიმუმ 9 კვანძის მუშაობა და რატომღაც ცენტრებში ვეჩნა ეგრევე მატორის გამოცვლით იწყენებნო რომელიც 550$ ღირსო...

რაც ტიპს ჰქონდა ვიდეოში მივყევი ყველაფერს, დაჟე გამისწორდა სისტემა გავიგე როგორ მუშაობს და ბოლოს აღმოვაჩინე რომ ყველა კომპონენტი ელექტრო მატორის ჩათვლით მუშაობს და ჰაერს უბერავს... აი მწყობრიდან კი გამოსული იყო მაგ მატორის ჩამრთველი რელე smile.gif რომელიც ცენტრში 55 ლარი დამიფასეს და დაშლილებში 2 ცალი 5 ლარად ავაგდე (ერთი დავაყენე, მეორე სათადარიგოდ მაქვს შენახული).

ჩავსვი ეგ რელე და სადღაც 200-300 მეტრის მერე რომ ჩაქრა Ceck Engine იმის მერე არ დამინახავს ეგ ნათურა smile.gif


მესამე გამოცდილება იყო მაშინ როდესაც რადიატორზე ვიკაიფე, მივედი და ვეუბნები დიაგნოზი მინდა მეთქი (გაკეთებას აღარ ვთხოვდი, მაინც არ მეჯერა რომ გააკეთებდნენ) ანუ ცხელ მატორზე წყალი წვეთავს ზედა შლანგიდან მეთქი და ცივზე, ან ხუფ მოხსნილზე არ წვეთავს მეთქი, ანუ წნევა როცაა ჰაერის სადღაც აწვება და გასდის მეთქი....

ტიპმა არ დაიჯერა წავიდან რაცხა კლიზმა ნასოსი მოიტანა ჩაბერა... ვაა გასდის smile.gif, დააგდო წნევა არ გასდის, ვაჩვენებ აი არ არის სველი მეთქი... აა მაშინ ეტყობა კარგად არაა მოჭერილიო და ისე მოუჭირა რომ პლასმასის ყელი სულ ჩამოატეხა smile.gif ვახ მეთქი ბლიაძ რა... მერე ეგ რადიატორი გამიხდა გასაკეთებელი, იმიტომ რომ იქ უცებ ვითომ კი გააჩერა, მარა მაინც გასდიოდა.... როგოც გაირკვა მატორიდან გამოსული ცხელი წყალი ხშირად აზიანებს რადიატორის შემავალ პლასტმასს და მსხვრევადი ხდებაო. ეგ ახლა ვიღაც ლუბიტელმა როგორ უნდა მითხრას და ცენტრში რადიატორების სპეცმა ეგ როგორ არ უნდა იცოდეს თუნდაც ყურის მოკვრით smile.gif

მოკლედ თავგადასავლები მანდ ბევრი მაქვს ხოლმე, პროსტა ცუდი ისაა რომ სხვასთან მიხვალ და რა შეცდომა წერია იმასაც ვერ იგებს, აქ რაღაც დონეზე მაინც რაცხას იტყვიან ხოლმე მერე უნდა წამოხვიდე და უნდა შენით დააბოლოვო აზრი - ნეტა რა იგულისხმეს პონტში smile.gif

კიდევ ერთი თავგადასავალი - მანქანაზე დავაყენე დაკეცვადი სარკეები, მივედი გამიაქტიურეთ მეთქი, - გაწერეს, გამიკვირდა რომ უცებ ქნეს და ფასი სულ რაცხა 26 ლარი დაწერეს, მაგრამ ასევე ვეუბნები მეთქი რომ დავკეტავ მანქანას ბარემ რომ თვითონ დაიკეცოს სარკეები - მაგის მენიუ გამიაქტიურე მეთქი კონსოლში... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ტიპმა აშკარად არ იცოდა სად რა უნდა გაეწერა და მოიმიზეზა აუ მაგას ხაკერული პროგრამა უნდაო, ჩვენ ოფიციალურად ვერ გაგიკეთებთო... კაროჩე მიხვდი რომ რიჟას ბაზრობდნენ... ნუ ეს მოაყოლა იმას რომ ინსტრუმენტების კლასტერი შევცვალე ჩემით და ამერიკული მილების მაგივრად ევროპული კილომეტრიანი კლასტერი დავაყენე smile.gif (დაშლილებში ერთმა შეცდომით იაფად მომყიდა და მეც თავი მოვიდურაკე ვითომ არ ვიცოდი რომ იაფი არ იყო ეგ შტუკა smile.gif)

მერე წავედი ინტერში ვეძებე ინფოები და ვნახე სტარიდან როგორ უნდა გაიწეროს ეგ შტუკა, ვაბშე მოშნად მოვმწიფდი იმ იდეამდე რომ STAR-ი უნდა ვითრიო, მაინც მე მიწევს ყველა შეცდომის გაშიფვრა და მენიუს გაწერა და რაღას ვირბინო ამ მერსედესის ცენტრში smile.gif

კსტატი ჩემი პიპია ადრე წერდა თუ რამდენ მანძილს გაივლიდა ბაკში არსებული ბენზინით, ანუ აი ასეთი მენიუ ჰქონდა....



გარკვეული მოდიფიკაციების მერე და რამდენიმე ხელოსნის მერე, მანქანას დავაწერინე ბაკში რამდენი ლიტრია დარჩენილი ბენზინი smile.gif, ნუ იასნია ცენტრში გარტყმაში არ იყვნენ და ისევ რაღაც ეფემერულ ხაკერებისკენ იშვერენ ხელს, ვაბშეტა სხვა ხელოსნებიც გარტყმაში არ იყვნენ და დაიწყეს აუ მაგას იცი რამდენი ჩალიჩი უნდა, ისა ესა, მეთქი ახლა ნუ ატრაკებთ (რომელირაც რუსულ საიტზე ვნახე საიდან იწერებოდა), დავაი შეაჭერი კონსოლის მენიუში და TANK INFO გამიაქტიურე მეთქი, ერთ-ერთი დავითანხმე ამ საქმეზე დიდი წუწუნით, მაგრამ აი შედეგიც smile.gif

ახლა სამკითხაო აღარ მაქვს ხოლმე რამდენი ლიტრი მაქვს ბაკში smile.gif



P.S. სხვათაშორის ეს ფუნქცია აღმოჩნდა რომ აქვს ყველა Mercedes 2004-2005 წლიდან smile.gif პროსტა დეფაულტად არ არის აქტიური რადგან დურაკ ამერიკელებს ვერ უხსნიან იმ გარემოებას, რომ აღმართზე, ან დაღმართზე სულ სხვადასხვა მონაცემებს აჩვენებს ეს მენიუ, იმის გამო რომ სითხე სხვა დონეზე დგება, მოკლედ თუ ჭკვიანი ხარ და იცი, რომ არსებობს ესეთი ფუნქცია ჩაგირთავენ, მარა აი ჩვენთან ცენტრში მეეჭვება იცოდნენ სადაა ეგ მენიუ smile.gif
nihontoman
ja_ja
ხო ნუ ბოლოს ისევ დაფიქრება და ინტერნეტში ძრომიალი დასჭირდა პრობლემების მოგვარებას და არც ერთი არ უქნიათ მერსედესის ცენტრში biggrin.gif ეგ ELM 327 ისაა იბეიზე ხანდახან დოლარტად რომ იყიდება ხოლმე? ჩემს მეგობას აქვს და გერმნანულ მანქანებზე კი კარგად მუშაობს...

აი რაც შეეხება რამდენი ლიტრაა დარჩენილი, ეგძალიან საინტერესო ფუნქციაა. კომპრესორიან E55-ზე 2003 წლისაზე თუ გახსოვს ეგრე შეიძლება დაყენება?
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 4th January 2016 - 05:04 PM) *
კომპრესორიან E55-ზე 2003 წლისაზე თუ გახსოვს ეგრე შეიძლება დაყენება?

ვერ გეტყვი... არ ვიცი, მენიუში თუ გაქვს პუნქტი Range მაშინ შეიძლება დაყენება, თუ არა და მაშინ არ გამოვა ეგ ამბავი, კომპრესორს, ბენზინს და დიზელს მაგ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ყველასთვის ერთია.

ანუ თუ შეუძლია მანქნას საორიენტაციო დარჩენილი მანძილის გამოთვლა, იასნია რაღაცის ხარჯზე ანგარიშობს, ეგ რაღაცა კი არის - გავლილი დროის მონაკვეთში, რამდენი მანძილი იყო გავლილი და რა წვით, პლიუს რამდენია დარჩენილი ბაკში, აი ამის ანგარიში თუ შეუძლია მანქნას იასნია რომ ლიტრაჟს ხედავ smile.gif
nihontoman
ja_ja
კი, მაგას ხედავს და წერს კიდეც. მადლობა, ვცდი მაგასაც smile.gif
ja_ja
nihontoman
თუ ვერავინ ჩაგირთავს და დაგჭირდება ჰელპი მითხარი, ვისაც ჩავართვევინე იმას მიგასწავლი სად არის, უკვე ასევთქვათ ვასწავლე მაგის გაკეთება და აწი დამოუკიდებლადაც იზამს smile.gif
nihontoman
ja_ja
მადლობა smile.gif ვცდი ამ დღეებში და თუ რამეა შეგეკითხები რჩევებს smile.gif
nihontoman







შეგიძლიათ მომილოცოთ smile.gif
maqsimusa
nihontoman
მომილოცია smile.gif
უკეთესების და უკეთესების ცვლაში მეგობარო!
gregory
გილოცავ, გილოცავ smile.gif
სულ დაგვივიწყე რა. მაგ მანწანას ერთი პნევმოც დაუმატე და მთლად კარგი იქნება smile.gif
davita76
გილოცავ სულ მწვანეზე გევლოს.ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროს
pilotina
გილოცავ!
მშვიდობაში და სულ მწვანეზე!
Multi-Tool
გილოცავ! მშვიდობაში და სულ მწვანეზე გევლოს.
ja_ja
ვაა ჯაპანიტო? იმენნა ბეწვზე მოასწარი თუ რა ხდება smile.gif

გილოცავ smile.gif
nihontoman
maqsimusa
მადლობა, გაიხარე smile.gif

gregory
პნევმო მაქვს, აი ის, ონანისტებისათვის რომაა გაკეთებული მარა სულ გადავდე სადღაც თაროზე biggrin.gif იმედი მაქვს რომ ახლო მომავალში ცოტა სხვანაირად განვაახლებ აქ არსებობას biggrin.gif

davita76
მადლობა

pilotina
მადლობა. მწვანეზე კი კაია, განსაკუთრებით თუ დასტარტავ biggrin.gif

Multi-Tool
მადლობა, ვეცდები biggrin.gif

ja_ja
მოვასწარი რა, აუქციონზე მოგებული მქონდა ეს რომ დაიწყეს ლაპარაკი აკრძალვაზე. ისე, არც არაფერია მოსასწრები, და საერთოდ ეგ პროექტი ისევე მიიფარცხა როგორც ჩანს, როგორც დაიწყო biggrin.gif
TAMPLIER
და თეთრი?
nihontoman
TAMPLIER
თეთრი გარაჟშია, ჰიბერნაციის პერიოდი აქვს biggrin.gif
Der Rote Baron
nihontoman
გილოცავ ხუცო, მაგარია! რა დაგიჯდა?
gregory
ხალხნო ,
ზეთის გამოცვლა მინდა ჩემს ტოიოტა ჰაილუქს სარფში და რას მირჩევთ?
ზიგი მეუბნება თეგეტაში მიდიო, ზიგმა არ გაბედოო, ზოგმა რა და ზოგმაც რა...
მოკლედ გამოცდილი ხალხის რჩევა მინდა რა smile.gif
valvoline-ს მირჩევენ
ბაიკერი
gregory
თეგეტაში კარგად შეურჩევენ ზუსტად იმას რაც უნდა ჩაისხას. მაგაში 5w30 ან 5w40 უნდა ჩაისხას აუცილებლად სინთეთიკა
koknar
gregory
http://www.bigsale.ge/yamato/

მე აქ ვცვლი და . . . გირჩევ, იაპონურზე ყველაფერი აქვთ, დაჟე იაპონური კარტოფილის შესაწვავი ზეთიც აქვთ
pilotina
gregory

მე ლიქვი მოლის გირჩევ. 10 წელია მაგ ზეთს ვასხავ. ვარკეთილის ხიდებთან რო მაღაზიაა, ეგენი ოფიციალური წარმომადგენლები არიან.
იამატოს მიტასუც არაა ცუდი, მარა მაგაზე რაც წავიკითხე რუსულ ფორუმებზე, იაპონიაში არაფერი გაუგიათ მაგ ზეთზე, თუმცა აწერია იაპონურიაო. ჰონგკონგში თუ მალაიზიაში ასხავენო.

gregory
როგორც ვატყობ ტეგეტას გამოვრიცხავ.
VALVOLINE SYNPOWER™ FULL SYNTHETIC MOTOR OIL 5W-30
ამას მირჩევს ბევრი და დავიბენი უკვე smile.gif
ტოიტას ცენტრში რომ ვიკითხე რა ზეთს ასხავთთქო, მიპასუხეს მაგარი ზეთია, ორიგინალი და სუფთა იაპონურიო, მაგრამ რა ქვია ვერ გეტყვით , საიდუმლოაო biggrin.gif
pilotina
gregory
ციტატა(gregory @ 15th June 2016 - 04:39 PM) *
ტოიტას ცენტრში რომ ვიკითხე რა ზეთს ასხავთთქო, მიპასუხეს მაგარი ზეთია, ორიგინალი და სუფთა იაპონურიო, მაგრამ რა ქვია ვერ გეტყვით , საიდუმლოაო


lol2.gif lol2.gif lol2.gif
ეს მაგარი იყო... მაგათ ხო არ ძმარავთ?
ja_ja
ხალხო სანამ რაიმე ზეთის მანქანაში ჩახსმაზე გაიფიქრებთ და ყველანაირ რასსამახა თუ მაჩვის სახელით ცნობილი მარკის ზეთს მიადგებით გაიხსენეთ ერთი 100%-იანი სიმართლე...

პური უნდა გამოაცხოც პურის მცხობელმა,

ეს პირდაპირ პარალელშია ზეთთან, ზეთი უნდა იყოს ზეთის მწარმოებლისგან და არა ყველანაირი სახისა თუ ჯიშის შემფუთავ გადამყიდველი ფირმისგან...

გავნმარტავ რას ვგულისხმობ, და ეს განსაკუთრებით ეხება სინთეთიკურ ზეთებს:

- ზეთები დღეს პრაქტიკულად აღარაა ნატურალური ნავთობპროდუქტი, არამედ არის სინთეთიკური ბაზა და შემდეგ მასში შეზავებული ესა თუ ის დანამატები "ეგრეთწოდებული პრისადკები"...

ყველანაირი სახით რასამახა, სუპერ კატა და სუპერ პუპერ ტირანოზავრის მარკით გამოსული ზეთის მწამროებელი ყიდის იმ ზეთს რომლის წარმოებასთანაც მას არანაირი შეხება არ აქვს, არამედ ყიდულობენ ზეთის მწარმოებლისგან ზეთის ბაზას, ასევე ყიდულობენ ან იმავე ზეთის მწარმოებლისგან ან კონკურენტისგან დანამატებს, შემდეგ ყველაზე კაი შემთXვევაშI თავისთან ახდენენ შეზავებას, ან უკვე შეზავებულ მასას ყიდულობენ და უბრალოს ამა თუ იმ მარკის სახით ყიდიან...

მაგალითად ოდითგან ცნობილი ზეთის მწარმოებლები არიან, მობილი, შელი, კასტროლი, აი ეგეთი ფირმისგან ყიდულებს ვიYაც სუპერ მაჩვი ზეთის ბაზას, შემდეგ, დანამატებს აზავებს და ყიდის რაღაც სუპერ პუპერი ლეგენდებით რომ აი მხოლოდ მისი ზეთია რაც არის, დანარჩენი კი იგივე ზეთის მწამრობელიც რომლისგანაც ბაზა და დანამატები იყიდა არიან ქინძები smile.gif

შეკაცო SAE სტანდარტის ზეთების მარკები ყველა მარკისთვის ერთი და იგივეს უნდა აკმაყოფილებდეს, ანუ მაღალი და დაბალი ტემპერატურა, პლიუს კონსისტენცია, დანარჩენი დანამატები ეხმარება ამა თუ იმ ზეთს ნაკლები დროის შემდეგ მოახდინოს ფრაქციებზე დაშლა, იყოს უფრო მედები, ნაკლებად შედიოდეს ჰაერში არსებულ ზანგბათთან რეაქციაში და ასე შედმეგ...

ისმის კითხვა, თუ ვთვქატ 5w-40 ყველა მწარმოებლის მიერ უნდა იყოს ერთი და იგივე მინიმუმი მოთხოვნების დამკმაყოფილებელი და ამასობაში ყველა ყიდულობს მხოლოდ ზეთის მწარმოებლისგან ბაზას და დანამატს, მაშინ მითხარით თვითონ ზეთის მწამროებელი ვერ გააკეთებს იმაზე დანამატების თავისივე ზეთებში შესავებას? თუ მაინცა და მაინც ლეგენდა უნდა იყოს ლამაზად ზედ შეფუთული რომ აი ეს ლიქვი მაჩვია სპეც ზეთი რომელიც მაჩვის ნატურალური რძის ბაზაზე დამზადებული მაწვნითაა შეზავებული...... და ასე შემდეგ, ამ რეკლამის გამო ყიდულობთ ამა თუ იმ ახლად გამოჩეკის დამფასოვებლის ზეთს?

ვინმემ მითხარით სად აქვს ვალვოლაინია თუ ლიქვი მოლია სად აქვთ ზეთის ბაზის გამომშვები ქარხანა? არ ვგულისხმობ დომფხალის შემზავებენ ქარხანას, არამედ რეალური ბაზის შემმუშავებელი ქარხანა სად აქვთ? ალბათ სადმე მარსზე აქვთ თორემ ამ პლანეტაზე მე ეგეთი ქარხნის მისამართი არ ვიცი smile.gif

დალშე რჩება მარკეტინგი... ანუ ახალი სახელით გამოვუშვი რაღაც და რამენაირად გზა უნდა გავიკაფო და ძველი ბრენდები უნდა ჩავაჩოჩო, აი აქ იწყება ლეგენდა რომ სუპერ ჩამომრეცხავი შესაძლებლობები აქვს, აი სუპერ დამზეთავია, ხახუნის კოეფიციენტს დედას აგინებს და ამიტომაც ისიც თავქუდმოგლეჯილი მატორიდან გარბის smile.gif

პლიუს რეკლამა მჭირდება აგრესიული, მჭირდება თაროზე ადგილი რომ მყიდველი მაღაზიაში შესვლისას თვალის სიმაღლეზე პირველად ჩემს მარკას ხედავდეს, ამაში მაღაზიას სკიდკებს და ბონუსებს ვაძლევ, რეკლამაში ფულს ვიღებ და ბოლოს ზეთის რეალურ მწარმოებელზე მეტი მიჯდება ეს ზეთი და ფული როგორ უნდა ამოვიღო?! თუ მიხვდით რომ მარკეტინგის და არ არსებული გამოგონოლი რეპუტაციის გაჩითვით, მაშინ გილოცავთ ჯერ კიდევ არის შანსი დარჩენილი smile.gif

მართალია მანქანებში მე დიდი გამოცდილება არ მაქვს და ვიღაც დამაყვედრის მე 25 წელია მანქანა მყავს და რას მასწავლიო, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში იმდენი ლიტერატურა გადავიკითხე მაგ საქმეზე რომ მთელი საქართველოს ზეთის გამყიდველები რომ აკრიფო და დააჯამო მათი ცოდნა, ჩემს ცოდნის 10%-ს შეიძLება დაეწიოს smile.gif მესმის ძალიან ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ყოველ კუთხეში მესმის უსაფუძვლო მტკიცებები და ვგიჟდები - სადაა რეალური არგუმენტები?

გაითვალისწინეთ, მატორს სჭირდება მწამროებლის მიერ შერჩეული ტიპის ზეთი, ვთქვათ 10w-40 და მორჩა, არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ვასიკოს გამოშვებული თუ ელპიტესი, ყველა მწამორებელი ვალდებულია ერთნაირი სპეციფიკაციები დააკმაყოფილოს, იქნება ეს მინიმალური ცივი ტემპერატურა, თუ იქნება ეს მაქსიმალური ტემპერატურა წვის კამერასთან, ასევე ზეთის ეგრეთწოდებული "ვიაზკოსტი".... ვსიო, ეგაა ამოსავალი წერტილი, ვისაც არ სჯერავს შეუძლია აიღოს სხვადასხვა მწამროებლის ერთი და იგივე მარკის ზეთი, ჩაასხას ერთ ქვაბში და აადუღოს , თუ ზეთები ცალცალკე ფრაქციებად წავა, ესეიგი ყოფილა განსხვავება, მაგრამ არაერთს აქვს ექსპერიმენტი ჩატარებული და ერთგვაროვანი როგორც იყო ექსპერიმენტის დაწყების წინ, ისევე რჩება...

ანუ ყველა ერთი ფეხები ბაზიზ გამოყენებითაა დამზადებული...

ასე რომ მთავარი ის კი არაა თუ რა სახელი ეწერება ყუთს, არამედ ის თუ რამდენად ორიგინალ ვერსიას თრეულობთ... შეეცადეთ ზეთი იყოს იმ მწარმოებლის რომელიც ათწლეულები და ასწლეულებია ზეთის მწამროებელი კომპანიები არიან, თვითონვე უშვებენ ბაზას და დანამატებსაც, როგორც წესი ასეთ ზეთებს ზედმეტი ლეგენდებიც არ სჭირდება და იაფიც ღირს...

მაგრამ იაფში ის არ იგულისხმება რომ ფალსიფიცირებული ან უკვე გამომუშავებული და გაფილტრული შემოგატყუოთ ვინმემ და მერე მაგ ცუდი გამოცდილების გამო აგინოთ კომპანიას

იუტუბზე დაჟე ერთი ვიდეოა რომელიღაც გერმანული კანტორა როგორ ყიდულობს ზეთს ბოჩკებით, მაქსიმუმ 15 წუთში აზავებს დანამატებით და მერე ასხავს 4 და 1 ლიტრიან ბანკებში...

მოკლედ დაივიწყეთ ყველანაირი ლეგენდა რომ აი დიდ გარბენზე ასეთი ზეთია საჭირო, აი სიცივეში ისაა საჭირო, ეს მარკა უკეთესია და ასე შედმეგ....

შეეცადეთ ითრიოთ რეალური მწარმოებლის ზეთი, შესაბამიდი SAE სპეციფიკაციებით, ხოლო კონკრეტულად რომელი ტიპის ზეთია საჭირო, ეგ უკვე უნდა გაიგოთ არა ვიღაც ზელოსნისგან ამ მაღაზიისგან რომელიც გაგებაში არაა რა რისთვისაა, არამედ უნდა გაიგოთ თქვენი მანქანის მომხმარებლის წიგნში, რომელიც ყველა მანქანას მოყვება, ხოლო თუ არ გაქვთ ინტერნეტში შეიძლება ელექტრონული ვერსიის სახით იყოს მოპოვებული...

თუ ესეც შეუძიებელია, მაშინ წარმომადგენლობაში მიდიხართ და ეკითხებით ამა და ამ მარკის მანქანაში, ამა და ამ მატორით რომელი ზეთი უნდა იყოს ჩასხმული, იქ მყოფმაც პროსტა ჰაერზე კი არ უნდა გითხრათ, არამედ WIS-ში უნდა ჩაიხედოს და იქ წერია კონკრეტულად რომელ მატორს რა ზეთი უნდა...

ჩვენთან ისეთი განსხვავებული სიცივეები არ არის რომ ზამთარ ზაფხულის ზეთზე იყოს საუბარი, ასე რომ ქარხანა მწარმოებლის სპეციფიკაცია არის იდეალური გამოსავალი, და ყურადღება არ მიაქციოთ იმას რომ მწარმოებელი აკრავს MOBIL გამოიყენეთ CASTROL-ის, Shell-ის თუ EXONN-იო, მთავარია რეალურად ნორმალური მწარმოებელი კომპანია იყოს და არა პროსტა შემფუთავი, და ვთქვათ თუ 5w-40 მიდის თქვენს მატორშI, მაშინ ნებისმიერი ნორმალრუი მწამორებლის წავა..

P.S,. აქვე დავძენ იმ მითზე რომ ზეთი უნდა გამოიცვალოს 6-ათასზე, 10-ათასზე, ზოგი ამბობს 15-ათასზე და ზოგიც ამბობს 5 ათასზე... სისულელეა ეს ყველაფერი... ეს არის ზუსტად იგივე ამბავი რაც პნევმატიკაში 1200FPS-ი და არიქა ავშენდით smile.gif

როგორც პნევმატიკაში 1200FPS-ი მცოდნე ადამიანისთვის არაფერს ნიშნავს, ასევე 10 000 კილომეტრში ზეთის შეცვლა არაფერს არ ნიშნავს... და აი რატომ...

ვთქვათ მე ზეთი მატორში გამოვცვალე, დავაყენე მანქანა და ადგილზე დაქოქილს ვამუშავებ გამოუთიშავად 3 კვირა.... შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ 3 კვირის თავზე ზეთი შესაცვლელი მექნება თუ არა? არ მითხრათ შესაცვლელი გექნებაო smile.gif იმიტომ რომ 0 კილომეტრი მაქვს გავლილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ანუ იმის თქმა მინდა ვინც ირონიას მიმიხვდა რომ გავლილი კილომეტრაჟი კი არაა ზეთის გამოცვლის მაჩვენებელი, არამედ ის თუ რამდენიხანი იმუშავა მატორმა ამ ზეთზე. მანქანა განსაკუთრებით ქალაქში მუშაობისას რამდენჯერ ხვდება საცობში, შუქნიშანზე რამდენიხანი დგას? ეგ როგორ ფიქრობთ შედის იმ გავლილ 10 000 კილომეტრში? თუ მაგ ნამუშევარი საათებით რომ დავითვალოთ გამოვა რომ მატორმა 15 ან შეიძLება 20 ათასიც გაიარა smile.gif

ამიტომაც, ზეთის შეცვლის პირობა უნდა იყოს არა გავლილი კილომეტრაჟი არამედ რამდენიხანი მუშაობდა მატორი ზეთის შეცვლის შემდეგ, კერძოდ, სხვადასხვა მოდელის და მიხედვით ეს არის 300-დან 350 საათამდე მუშაობის დრო, ხოლო თუ წლის განმავლობაში ვერ ახერხებთ 300-350 საათით მატორის მუშაობას მაშინ 1 წლის თავზე ზეთი უკვე შესავლელი, დაჟე იმ შემთXვევაშიც თუ მატორი ერთხელაც არ დაქოქილა. ეს არის მატორის რეალურად ნორმალურად მოვლის პირობა.


მეტყვით, აბა კილომეტრებზე რატომ ანგარიშობენო? იმიტომ რომ მწარმოებელს ეზარება ტექნოლოგიის აღწერა, თან უმეტესობა პროსტა მომხარებელი და არა ტექნიკური განათლების მქონე, პლიუს საათების აღრიცხვა ადრე ძნელი იყო (ახალ მანქანებში კი ყველას აქვს ოდომეტრზე შესაბამისი განყოფილება), ხოლო ჩვენი ხელოსნებისთვის კი კილომეტრაჟი იოლი ათვლის სისტემაა, ა ვდრუგ და მძროლმა დაარესეტა ოდომეტრის ჩვენება, ხომ დაავიწყდება რამდენი საათი იყო მატორი ნამუშავერი> გარბენი კი ჩვენს რეალობაშI ძალიან აქტიური თემაა და ყველა ზედ დაჰკანკალებს smile.gif

და ბოლოს როდესაც პირველად გავიგე 300 საათის შესახებ, მეგონა რომ საშინელება იყო, კონკრეტულად მეგონა რომ 300 საათს დავხარჯავდი 3-4 ათას კილომეტრზე, მაგრამ ზეთის შევლის მერე ჩამოვყარე ნამუშევარი საათები და დავიწყე დაკვირვება, საუცრება პირველი იყო ის რომ 100 საათის თავზე გავლილი მქონდა სადღაც 2200 კილომეტრი, ხოლო 300 საათის თავზე გავლილი მქონდა სადღაც 7 000 კილომეტრი, რაც ერთი შეხედვით ხელოსნების მიერ ნათქვამ სასურველ გარბენს ედრება, მაგრამ მეორე ჯერზე 300 საათი შემისრულდა 10 500 კილომეტრზე, ხოლო ეხლანდელი მუშაობით 300 საათი სადღაც 5-6 ათასზე შემისრულდება იმდენ პრობკებში მიწევს საათობით დგომა.

მოკლედ ამ მეთოდით ზეთის შეცვლისას გადასარევი ფერის ზეთი გამოდის ხოლმე როდესაც ვცვლი, ხოლო ჩემი დის მანქანაზე როდესაც ამას არ ვაკვირდებოდი ვეჩნა შავი ფერის ზეთი იყო ხოლმე გამოცვლისას smile.gif

ასე რომ ტექნიკურ დეტალებს ჩახედეთ ფესვებში და არა უსაფუძვლო ლეგენდებს....

აუ რამდენი ვწერე smile.gif კაციშვილი არაა ამის წამკითხავი მემგონი smile.gif
gregory
ციტატა(ja_ja @ 15th June 2016 - 10:43 PM) *
ვინმემ მითხარით სად აქვს ვალვოლაინია თუ ლიქვი მოლია სად აქვთ ზეთის ბაზის გამომშვები ქარხანა?

ნუ რავი 150 წელი შეუსრულდა ვალვოლაინს ზეთებს და ექნებათ ალბათ smile.gif

ციტატა(ja_ja @ 15th June 2016 - 10:43 PM) *
მთავარი ის კი არაა თუ რა სახელი ეწერება ყუთს, არამედ ის თუ რამდენად ორიგინალ ვერსიას თრეულობთ...

სწორედ მანდ ვარ მეც. რაც უფრო ბრენდული და პოპულარული ზეთია, ალბათობა იმისა, რომ ფალსიფიცირებულია იზრდება.

ციტატა(ja_ja @ 15th June 2016 - 10:43 PM) *
მოკლედ ამ მეთოდით ზეთის შეცვლისას გადასარევი ფერის ზეთი გამოდის ხოლმე როდესაც ვცვლი, ხოლო ჩემი დის მანქანაზე როდესაც ამას არ ვაკვირდებოდი ვეჩნა შავი ფერის ზეთი იყო ხოლმე გამოცვლისას

და პირდაპირ რომ დააკვირდე ხოლმე ზეთის ფერს და გაშავებას რომ დაიწყებს სასწრაფოდ გამოცვალო? smile.gif

ბაიკერი
ja_ja
რამოდენიმე წელი ზეთების კონსულტანტი ვიყავი და უამრავ ზეთის ექსპერტებთან მქონდა საუბარი სხვადასხვა ქვეყნებიდან. როცა ნამUშევარი მანქანიდან გამოდის ნათელი ფერის ზეთი ჩათვალე შხამი ასხია და ყველანაირი შლაკები და ნამწვები რაც მანქანამ გაიჩინა ძრავში მუშაობის შედეგად, ძრავშივე რჩება. აბა ერთხელ სცადე და ჩაასხი შელ ჰელიქს ულტრა აქტივ ქლინინგი. შენ მანქანაში როგორც მახსოვს ML გყავს წესით უნდა ჩაისხას 5ვ40. შეცვლისას იმდენ ხმს გამოიტანს განცვიფრებული დარჩები smile.gif დამიჯერე.
gela
ციტატა(ja_ja @ 15th June 2016 - 09:43 PM) *
ზეთის შეცვლის პირობა უნდა იყოს არა გავლილი კილომეტრაჟი არამედ რამდენიხანი მუშაობდა მატორი ზეთის შეცვლის შემდეგ



დასტური მიმიცია good.gif
userman
ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 16th June 2016 - 06:14 PM) *
როცა ნამUშევარი მანქანიდან გამოდის ნათელი ფერის ზეთი ჩათვალე შხამი ასხია და ყველანაირი შლაკები და ნამწვები რაც მანქანამ გაიჩინა ძრავში მუშაობის შედეგად, ძრავშივე რჩება.


რაღაც დაუჯერებელს ამბობ ახლა შენ , ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელია ამ შემთხვევაში შენი აზრი .
ახლა ჩემ აზრს მოგახსენებ smile.gif :
ნებისმიერ შემთხვევაში როცა ავტომობილს ძრავის პრობლემა არ აქვს 1000 კილომეტრის გავლამდე თითქმის არ შავდება ზეთი , ხოოდა რომ გამოვცვალოთ მანქანას დავაზიანებთ ? შენის აზრით სიშავე , რადგან არა აქვს ჭუჭყი ძრავაში დარჩა smile.gif .
სხვას გეტყვი კიდევ : ავტომობილი , რომელიც გაზზე მუშაობს მისი ძრავიდან ყოველთვის თითქმის იგივე ფერის ზეთი ჩამოდის გამოცვლისას , როგორსაც ვასხავთ ( კიდევ ვიმეორებ იგულისხმება უპრობლემო ძრავა ). და შენის აზრით ძრავა ფუჭდება ? biggrin.gif არადა ამ დროს სინამდვილეში ძრავის მუშაობის რესურსი იზრდება. მოკლედ შევთანხმდეთ იმაზე ,რომ მატორს ინახავს ზეთი, რაც უფრო გვიან წახდება ზეთი ( ანუ გაშავდება და წებოვნებას დაკარგავს) მით უფრო კარგია ძრავისთვის . ზემოთ , რომ აღვნიშნე 1000 კილომეტრის გავლისას ზეთი თითქმის იგივეათქო , დაუშვათ და ვცვალოთ ყოველ 1000 კილომეტრზე. მატორს თუ აქვს გარანტია სიტყვაზე 500 000 კმ. გარბენი ამ შემთხვევაში თავისუფლად გაივლის მინიმუმ 700 000 კმ. უპრობლემოდ.
ja_ja
ბაიკერი
ციტატა(ბაიკერი @ 16th June 2016 - 06:14 PM) *
როცა ნამUშევარი მანქანიდან გამოდის ნათელი ფერის ზეთი ჩათვალე შხამი ასხია და ყველანაირი შლაკები და ნამწვები რაც მანქანამ გაიჩინა ძრავში მუშაობის შედეგად, ძრავშივე რჩება

კაცოუ smile.gif რას მერჩი რატომ ამახინჯებ ჩემს სიტყვებს? cray.gif

ციტატა(ja_ja @ 15th June 2016 - 10:43 PM) *
მოკლედ ამ მეთოდით ზეთის შეცვლისას გადასარევი ფერის ზეთი გამოდის ხოლმე როდესაც ვცვლი

გადასარევი მეთქი და არა გამჭირვალეб ან იგივე ფერის რაც ჩავასხი მეთქი, კონკრეტულად დაზუსტება თუ არის საჭირო დავძენб რომ გამოდის მუქი, მაგრამ მატორიდან გამოსვლის დროს ნაკადს რომ გახედო აშკარად რაღაც წაბლისფერს ხედავ, ანუ მოყავისფრო არის, შემწვარი ზეთივით, მაგრამ არა შავი უბედურება, რომელიც ჩემი დის მანქანიდან გამოდის ხოლმე smile.gif ნუი ჩემს დას სხვა მსოფმხედველობა აქვს, იმენნა იაფად უნდა გამოძვრეს და ზედმეტი თავის მტვრევა არ უყვარს, თორემ ეგრე მე ჩემს მანქანაში ვასხავ 5w-40-ს და ხელოსნებმა მითხრეს ეგ კაი კლასია და ვაბშე თხელი რომაა 10 000-ში უნდა გამოცვალოო smile.gif

ნუ ჯერესერთი საიდან მოიტანეს ზეთის კონსისტენციის განსაზღვრა თხელი/სქელით, ნუ იასნია სხვადასხვა სიბლანტე კი აქვს, მაგრამ მაინც არატექნიკური ტერმინია, მეორეცესერთი საიდან დაასკვნეს რომ 10 000 უნდა? smile.gif

და ბოლოს, ბოლო 2 ჯერზე ჩავასხი ჩემს მანქანაში მობილი რასაც მერსო აპაპსავებს (ნუ ვიცი რომ ეს მწარმოებლების ტრიუკია ვითომდა ეს მატორი ამა და ამ მწარმოებელზეა, სინამდვილეში ერთი ფეხებია, მთავარია კლასი), მაგრამ იმის თქმა მინდა რომ პირველად ვაბშემცტა ცენტრში გამოვაცვლევინე ზეთი, და ბოჩკიდან კი არ ჩამოვასხმევინე დახუფული ზეთი ავიღე ლიტრიანები (მერსოს ლოგოთი და რამე, თავის საფირმო მონაცრისფრო ბოთლებში ლურჯი მერსოს ემბლემით), თავს ვერ დავდებ რომ ჩვენს ცენტრში 100%-იანად ორიგინალი და გერმანიიდან ჩამოტანილი ზეთი იყიდება, მაგრამ ნუ იმედი მაქვს რომ იმაზე ნაკლები არ იყო რაც ჩვენთან მაღაზიებშია, ასე რომ რავი...

ამასწინათ ეგრე კარობკის ზეთიც გამოვცვალე, მაგრამ ეგეც ცენტრში ავიღე, ლიტრში 27 ლარი გადავიხადე მაგრამ არ დამნანებია, მითუმეტეს გაგიკვირდება და გამოსარეცხად ავირე, ანუ ეხლა სადღაც 3000 მაქვს გავლილი კოლოფის ზეთის გამოცვლიდან და ჩაფიქრებული მაქვს რომ სადღაც 4000-ზე მინდა კიდევ ერთხელ გამოვცვალო რომ მთელი ნაგავი გამოვიტანო smile.gif და შენ გინდა მითხრა რომ თუ ამ ჯერზე შავი ზეთი არ გამოვა ესეიგი კარობკას ერხევა biggrin.gif არადა ისევ ცენტრში ვგეგმავდი ზეთის აღებას smile.gif

შავი ხდება ზეთი რამდენიმე მიზეზით, ესაა გადახურება, ხახუნით წარმოშობილი ნაგავი (და ვაი იმ უბერდურს ვისაც ყოველ გამოცვლაზე მხოლოდ ხახუნით ჩამოთლილი ნაწილაკები მოყვება ზეთში, 2-3 გამოცვლის შემდეგ პრაქტიკულად გაცვეთილი უნდა იყოს მატორი smile.gif ), როდესაც მასლასიომნიკები ატრაკებს (მარა მაგ დროს გამონაბოლქვი გაქვს კაი კამუფლაჟიის პონტში smile.gif ), ან ცილინდრის კალცოებიდან იპარება წვის აირები მატორის ზედა კარტერში და ზეთს ბრაწავს, ...

რავი მე იმედი მაქვს რომ მატორი ჯერ მომსპარი მაგ დონეზე არ მაქვს, პლიუს მჯერავს რომ ეგეთი უბედური ხახუნის ცვეთა არ მაქვს, თორემ აქამდე პორშენები გამეჭედებოდა, ხოლო გამორეცხვის ეფექტი ზეთებში... ნუ რავი რამდენიმე წყაროს მიხედვით უფრო ტრიუკია ვიდრე რეალობა, თორემ წარმოიდგინე კედლებზე მიმწვარი ზეთის ნაწილაკები ახალმა ზეთმა ჩამორეცხა და ლამაზად დაალაგა ქვედა კარტერში რომ გამოცვლისას გამოიტანოს? თუ პომპა მაროტში დაატრიალებს და გაჭედავს სადღაცლ, რითაც ზეთის შიმშილს გამოიწვევს მატორში...

ვიცი ეგ რა ქაქიცაა... ჩემი დის მატორის კრიშკები მოვხსენი და პრაკლადკები ჩემი ხელით გამოვცვალე, სახლში ჩემები დავრაზმე და 3-4 საათი ვარეცხინებდი კრიშკებს შიგნიდან, ღმერთმა დაიფაროს და ეგ ქაქი ჩამოირეცხოს მატორშივე, იგივე კრიშკაში იმდენი წვრილი ხვრელია რომ ეგ გადაიკეტება და კარტერის გაზების ცირკულაცია აღარ იქნება... ხოლო მატორში იმდენი წვრილი ხვრელია, იგივე კალენვალის იქნება თუ როკერების... smile.gif

რავი მემგონი ზეთი ფეირი არაა smile.gif არ გამოვრიცხავ რომ ამ საკითხში ვცდები. ისე კი მატორის გამორეცხვა გამიგია, მაგრამ ცალკე სხვა ხსნარებით და არა სამუშაო ზეთით.
koba1973

მოკლედ ja_ja იმდენს და ისე გარკვევით დაწერს ხოლმე, რომ დასაწერიც არაფერია თუმცა ერთს დავამატებ პრაქტიკიდან. მერსედესზე ჩავასხი ვენოლის ზეთი მეგობრის რჩევით რომელიც წლები ავტონაწილებში მუშაობდა ვახუშტის ქუჩაზე და მსგავს საკითხებში რჩევას მას ვეკითხები. მეორე დღეს ზეთი უკვე საშინელი შავი ფერის იყო. მერე ექსპულატაციის დროს როცა ძრავი საშუალო ბრუნებზე ცოტა დიდი ხნით მუშაობდა ხელსაწყოების დაფაზე ჩნდებოდა წარწერა "ზეთის დონე დაბალიაო" თუმცა ვნახულობდი და ზეთი არ აკლდა. მალევე კლებაც დაიწყო. მეგობარს როცა ამის შესახებ ვუთხარი იმანაც მითხრა დანამატები ექნება რომელიც რეცხავს ძრავს და იმიტომ გაშავდაო. იმის მერე სხვა ზეთს ვხმარობ. არც შავდება და არც იკლებს . არც ის წარწერა აღარ გამოუტანია. ცოტა ხნის წინ "გალოვკას" საფარობელი ავხადე "პრაკლატკის" შესაცვლელად და ახალივით სუფთა იყო შიგნით ყველაფერი.
ja_ja
koba1973
ციტატა(koba1973 @ 17th June 2016 - 06:27 AM) *
ერე ექსპულატაციის დროს როცა ძრავი საშუალო ბრუნებზე ცოტა დიდი ხნით მუშაობდა ხელსაწყოების დაფაზე ჩნდებოდა წარწერა "ზეთის დონე დაბალიაო"

კაკრაზ რაც ვთქვი ზეთის შიმშილს იწვევდა ჩამორეცხილი და სადღაც გაჭედილი ნაგავი smile.gif

კიდევ კარგად გადარჩი რომ თავისით გამოვიდა ეგ ნაგავი და დასაშლელი არ გახდა ყველაფერი smile.gif
gregory
ციტატა(koba1973 @ 17th June 2016 - 06:27 AM) *
მერსედესზე ჩავასხი ვენოლის ზეთი მეგობრის რჩევით რომელიც წლები ავტონაწილებში მუშაობდა ვახუშტის ქუჩაზე და მსგავს საკითხებში რჩევას მას ვეკითხები.

ციტატა(koba1973 @ 17th June 2016 - 06:27 AM) *
დანამატები ექნება რომელიც რეცხავს ძრავს და იმიტომ გაშავდაო

სწორედ რომ ეგეთი მრჩეველების ბრალია ყველაფერი.
რას ქვია ექნებაო? თუ გირჩია, არ იცოდა რას გირჩევდა და რა დანამატები ქონდა?

pilotina
მოკლედ ბევრი ვიკითხე აქ პოსტები და თუმცა ბატონი ჯა-ჯა სკეპტიკურად არის განწყობილი იმ ბრენდების მიმართ, რომლებიც თავად არ აწარმოებენ ნავთობს, მაინც ვიტყვი საკუთარი გამოცდილებიდან.
სულაც არა არის აუცილებელი შენ თვითონ აწარმოებდე ზეთის ბაზას. ზეთში ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ის დანამატებია, რომლებიც მას ანიჭებენ საჭირო თვისებებს. ბაზა შეიძლება შეიძინო ნებისმიერი მეტ-ნაკლებად სოლიდური მწარმოებლისგან და მერე საკუთარი წარმოების დანამატები შეურიო.
ამ დანამატების წარმოებაში კი უდიდესი გამოცდილება აქვს ლიქვი მოლის. სულაც ამ ბრენდმა თავისი ისტორია ამ დანამატების შექმნით დაიწყო და უკვე მერე გადავიდა ზეთების წარმოებაზე.
ეხლა რაც შეეხება პრაქტიკას.
2001 წელს შევიძინე Honda CR-V, რამდენიმე დღის ჩამოყვანილი იყო იაპონიიდან. გავლილი ჰქონდა 80 000 კმ. რა თქმა უნდა ოტ ი დო შევამოწმე, სავალ ნაწილში წინა სტერჟენი ხმაურობდა ერთი, ეგ იყო და ეგ. ძრავზე რომ მოვხსენი ზეთის ჩასასხმელი ხუფი და ჩავხედე, ახალივით იყო, მეტალის ფერი.
ამის მერე 6 წელი ვასხავდი ლიქვი მოლის სინთეთიკურ ზეთს, ვცვლიდი ყოველ 10 000კმ-ზე. საერთო ჯამში აქაც 80 000 კმ გავატარე, გამოცვლიდან გამოცვლამდე პრაქტიკულად არ იკლებდა, ნუ რაღაც მიზერს, ისე რომ დამატებას არ საჭიროებდა.
როცა გავყიდე მანქანა, მყიდველმა პირველ რიგში ძრავი შეამოწმებინა და ძეთის ხუფი რო ახადეს და ჩახედეს, ძრავი ისევ ისეთი სუფთა იყო, მეტალის ფერი, არავითარი ჭუჭყი და ნადები, თუმცა როცა ვცვლიდი ხოლმე ძეთს, ძველი ღია ყავისფერი ჩამოდიოდა ხოლმე.

gregory
ციტატა(gregory @ 16th June 2016 - 01:32 PM) *
სწორედ მანდ ვარ მეც. რაც უფრო ბრენდული და პოპულარული ზეთია, ალბათობა იმისა, რომ ფალსიფიცირებულია იზრდება.


აი აქ ვეთანხმები გრეგორს. შეიძლება ის ცნობილი და დიდი ბრენდები, როგორებიცაა Shell, BP და მისთანანი, კი უშვებენ კაი ზეთებს, მარა იმდენია მაგათი ფალსიფიცირებული ზეთი გაყიდვაში, რომ მგონი უკვე შემომტანიც ვერ არჩევს რომელია ნაღდი და რომელი ლევი... biggrin.gif
userman
გამოდის , რომ პრაქტიკა უმთავრესია გამოგადგა არა რომელიღაც ფირმის ადგები შემდეგშიაც იმას ჩაასხავ , მარა სამწუხაროდ მერე და მერე დროთა განმავლობაში თუ მოთხოვნილება წავიდა გარკვეულ სახეობებზე თავს იჩენს ხოლმე გაყალბება სამწუხაროდ ასე ხდება ხოლმე sad.gif
აი კობას შემთხვევაშიც შეიძლება იგივე მოხდა , როცა კობამ ჩაასხა უკვე გაყალბებული იყო. ამიტომ შეიძლება ხანდახან მოგიწიოს ფირმის შეცვლა smile.gif .

უსაშველო მაინც არაფერია . პირველ რიგში ზეთი შეცვალეთ თავის დროზე რომელიც იქნება . შემდეგ დააკვირდები თუ კლება დაიწყო ან რაღაცეებმა აგინთო შეცვლი თუნდაც 500 კმ გქონდეს გავლილი და პრობლემაც მოგვარდება smile.gif . ერთი ეგ არის ცოტა მეტი გიჯდება რა , მარა უმაგისოდ მანქანას გააფუჭებ .
koknar
ჩემი აზრით ყველაზე გამძლე იაპონურ მანქანაში მოტორია, თუ რამე სასწაული არ ჩაასხი და უზეთოდ არ ატარე ყველაზე ბოლო მოტორი დაიბრიდება.
gela
ციტატა(koka @ 17th June 2016 - 01:53 PM) *
ჩემი აზრით ყველაზე გამძლე იაპონურ მანქანაში მოტორია


მეც მასე ვფიქრობ. განსაკუთრებით ტოიოტას და ჰონდას ძრავები
ja_ja
მოკლედ ესეც რელიგიურ ომს დაემსგავსა smile.gif

საერთოი ჯამში ყველა თავის აზრზე დარჩა და რელიგია არ შეუცვლია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. წავედი სადმე პატარა ალახაგბარი გავაკუო rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.