![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#301
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ყურადღება აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთისა, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ს რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. ყურადღება აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები: ა) ლერწმის, ლელისა, ისლის და სხვა ყოველნაირი შამბნარის დაწვა ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგებისა და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება. დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება. ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე; ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე. ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით. თ) სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველის მოპოვება, აგრეთვე მოთზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდენა მათი დაბოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; კ) ცხოველთა მოპოვება, სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით. ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით. მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთელ მოტორიანი ნავებიდან (მოპოვება დევნით). ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად ო) მორეკვით (ე.წ. „ნომრებში ჩაყენებით“) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანით და საფანტით. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და მოწყობილობებით: ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი); ბ) კუთხვილლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიით); გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და კუთხვილლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით); დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით; ე) მწევრებით; აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით; ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება ნადირობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ (მათ შორის არარეგისტრირებული და ვადაგასული რეგისტრაციის) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით ითვლება უკანონო ნადირობად. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა; ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა; ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფარგლები და საზღვრები; ვ) განმცხადებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები; ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს სარგებლობის პირობების შესახებ. იხილე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#302
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
SVD იცით რა ვერ გავიგე სალუქვაძეს სიტყვა არ ეთქმის? მაგას ეს მთავრობა ვააბშე არ უყურებს... სასტავი იმენნა მეცოდება... ესეიგი რაცხა მინი დაფინანსება მაინც რომ გაუკეთონ, ბლიაძ, ნუ თუ საქმე საქმეზე მიდგება და თვითონ ნინო მიდის სადმე ტურნირზე, მაგას უარს ვერ ეუბნებიან ისიც იმიტომ რომ სახელია ცნობილი და ნუ ზედმეტი ვაი ვუი აიწევა, თორემ დანარჩენი ვისაც ეგ ავარჯიშებს იმენნა ჰკიდიათ.... რამდენჯერ მაგათი და ქარიშხალას სასტავის ნასოსები გამიკეთებია, სასტავი სულ ვაი ვუიში არიან, ბოლოს ზაფხულში გავუკეთე ნასოსი , შეჯიბრზე მიდიოდა იუნიორთა ჯგუფი და მთავრობას ვააბშე ინტერესის ნატამალიც არ ჰქონდა რომ თუნდაც 200$-იანი ნასოსით დაეფინანსებინა სასტავი... მაგარი გამიტყდა მეთქი მოიტათ უფასოდ ვიზამ რაცხა წილს მაინც შევიტან საერთო საქმეში მეთქი... ჭორების დონეზე რაც მოვიდა ჩემთან ამბები, სპორტის და კულტურის სამინისტროს იმენნა ახატია ნებისმიერი სპორტი რაც რაიმე სახის სიტყვა "იარაღს" შეიცავსო, იქნება ეს შვილდისარი, სპორტული ლაგატკა, თოფი - გლუვლულიანი, ხრახნიანი, თუ პნევმატიკა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#303
|
||
![]() მსროლელი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 798 რეგისტრ.: 6-March 15 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 2,057 ქალაქი:თბილისი ![]() |
SVD ეგ ძაან ტეხავს იმენა ქაქში ვართ ეს რაქვეყანაა ტომაგას ეს მთავრობა ვააბშე არ უყურებს... სასტავი იმენნა მეცოდება... ესეიგი რაცხა მინი დაფინანსება მაინც რომ გაუკეთონ, ბლიაძ, ნუ თუ საქმე საქმეზე მიდგება და თვითონ ნინო მიდის სადმე ტურნირზე, მაგას უარს ვერ ეუბნებიან ისიც იმიტომ რომ სახელია ცნობილი და ნუ ზედმეტი ვაი ვუი აიწევა, თორემ დანარჩენი ვისაც ეგ ავარჯიშებს იმენნა ჰკიდიათ.... რამდენჯერ მაგათი და ქარიშხალას სასტავის ნასოსები გამიკეთებია, სასტავი სულ ვაი ვუიში არიან, ბოლოს ზაფხულში გავუკეთე ნასოსი , შეჯიბრზე მიდიოდა იუნიორთა ჯგუფი და მთავრობას ვააბშე ინტერესის ნატამალიც არ ჰქონდა რომ თუნდაც 200$-იანი ნასოსით დაეფინანსებინა სასტავი... მაგარი გამიტყდა მეთქი მოიტათ უფასოდ ვიზამ რაცხა წილს მაინც შევიტან საერთო საქმეში მეთქი... ჭორების დონეზე რაც მოვიდა ჩემთან ამბები, სპორტის და კულტურის სამინისტროს იმენნა ახატია ნებისმიერი სპორტი რაც რაიმე სახის სიტყვა "იარაღს" შეიცავსო, იქნება ეს შვილდისარი, სპორტული ლაგატკა, თოფი - გლუვლულიანი, ხრახნიანი, თუ პნევმატიკა ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 10:14 PM |
Hosted by Pro-Service |