![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ყურადღება აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთისა, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ს რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. ყურადღება აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები: ა) ლერწმის, ლელისა, ისლის და სხვა ყოველნაირი შამბნარის დაწვა ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგებისა და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება. დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება. ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე; ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე. ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით. თ) სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველის მოპოვება, აგრეთვე მოთზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდენა მათი დაბოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; კ) ცხოველთა მოპოვება, სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით. ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით. მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთელ მოტორიანი ნავებიდან (მოპოვება დევნით). ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად ო) მორეკვით (ე.წ. „ნომრებში ჩაყენებით“) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანით და საფანტით. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და მოწყობილობებით: ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი); ბ) კუთხვილლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიით); გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და კუთხვილლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით); დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით; ე) მწევრებით; აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით; ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება ნადირობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ (მათ შორის არარეგისტრირებული და ვადაგასული რეგისტრაციის) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით ითვლება უკანონო ნადირობად. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა; ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა; ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფარგლები და საზღვრები; ვ) განმცხადებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები; ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს სარგებლობის პირობების შესახებ. იხილე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#101
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 467 რეგისტრ.: 13-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: RUSTAVI წევრი №: 642 ![]() |
აი, სახლშიც დავბრუნდი. კაი მსჯელობა გამართულა. აქვე, ერთ რამესაც გეტყვით რომ მაგალითად სპორტული პნევმატური თოფების შემთხვევაში ჯოულზეც მოხსნილია შეზღუდვა და კალიბრზეც, უბრალოდ სასხლეტი და სამიზნე უნდა აკმაყოფლებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს რათა გავიდნენ სპორტულის კლასიფიკაციაში. ისე ენერგიის და სიჩქარის გაზომვის მეთოდებიც არის ჩამოყალიბებული და კიდე ბევრი რამე. მე გთავაზობთ რომ დაინტერესებული პირები შეგვიძლია შევიკრიბოთ, და ერთობლივად განვიხილოთ, იმიტომ რომ მეც ზოგ რამეში ვერ გავერკვიე. მე მგონია რომ ასე უფრო საინტერესო და ნაყოფიერი მსჯელობა გამოგვივა. მერე ფორუმზეც დავდოთ უკვე ჩამოყალიბებული და სანდო ინფორმაცია
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#102
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 ![]() |
აზრს ვერ ვხედავ რაგაცა კალიბრის დაშვებისას თუ ენერგია შეიზღუდა რა აზრი ამაში ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#103
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
მე რაღაც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ ნადირობაში ჯოულების შეზღუდვა არ იქნება. მაგის დედა ...................... 12 კალიბრის ჟაკანს 50 მეტრში 2000 ჯოული აქვს სადღაც და მაშინ აკრძალონ და არ გამოუშვან. მე აღარაფერს არ ვიძახი კარაბინზე და გეკოზე!!! ამ ხალხს რა უნდათ რომ ნადირობის დროს მხოლოდ ვატკინოთ ფრინველს? თუ დავჭრათ და მერე მივაწყევლოთ რომ სახლში ცოცხლები არ მივიდნენ? აბა იხვი როგორ მოვკლათ ბლიად?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#104
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 ![]() |
ციტატა(davil @ 2nd February 2011 - 07:48 PM) აქვე, ერთ რამესაც გეტყვით რომ მაგალითად სპორტული პნევმატური თოფების შემთხვევაში ჯოულზეც მოხსნილია შეზღუდვა და კალიბრზეც, უბრალოდ სასხლეტი და სამიზნე უნდა აკმაყოფლებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს რათა გავიდნენ სპორტულის კლასიფიკაციაში ძალიან ეგოისტურად გამომდის ჩემ მონადირე მეგობრებთან მარა აი ეს კი გამიხარდა რადგანაც მე პნევმატიკაში უფრო სროლა და პლინკაობა მიყვარს, კაია ერთი მარადას ფიშტო წასანადირებლად რამე რუმეზე და ერთი სპორტული რამე იფ იფ იფ. იორამ ძმაო ველოდებით შენ ინფოებს და ეგ სტანდარტიც სანახავია. davil რამე არ აწერია თარიღი ან სათაური იქნებ გდია ამ დასაწვავ პროგრამაში სადმე?
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#105
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 467 რეგისტრ.: 13-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: RUSTAVI წევრი №: 642 ![]() |
ესეიგი აესე აწერია. ,, პნევმატური იარაღი- ტექნიკური მახასიათებლები და გამოცდის მეთოდები" ეს დოკუმენტი სამწუხაროდ არსად ინტერნეტში არ დევს დგეს ჩამომიტანეს უშუალოდ სააგენტოდან. ქმედითობა და სისწორე დამოწმებულია ორგანიზაციის ბეჭდით
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#106
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 ![]() |
ციტატა(davil @ 2nd February 2011 - 08:11 PM) ესეიგი აესე აწერია. ,, პნევმატური იარაღი- ტექნიკური მახასიათებლები და გამოცდის მეთოდები" ეს დოკუმენტი სამწუხაროდ არსად ინტერნეტში არ დევს დგეს ჩამომიტანეს უშუალოდ სააგენტოდან. ქმედითობა და სისწორე დამოწმებულია ორგანიზაციის ბეჭდით მშვენიერია თუ არ შეწუხდებით თქვენი ნომერი მომწერეთ და თუ მანდ ვერ მოხერხდება დასკანირება მე გამოგართმევთ ამ დღეებში.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#107
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
davil ციტატა(davil @ 2nd February 2011 - 07:48 PM) აქვე, ერთ რამესაც გეტყვით რომ მაგალითად სპორტული პნევმატური თოფების შემთხვევაში ჯოულზეც მოხსნილია შეზღუდვა და კალიბრზეც, უბრალოდ სასხლეტი და სამიზნე უნდა აკმაყოფლებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს რათა გავიდნენ სპორტულის კლასიფიკაციაში ბოდიში მაგრამ ამ სიტყვებმა სერიოზულად დამაფიქრა. დიდი თხოვნა მექნება ზუსტად გვითხრა რა შეხება გაქვს საერთოდ ამ გაფორმება შემოწმებასთან. იმედია სწორედ გამიგებ, არანაირი უპატივისმცემლობა და რაიმე უკანა აზრები არ მიტრიალებს, უბრალოდ ზედა პოსტმა სერიოზული რამდენიმე კითხვა გამიჩინა, კონკრეტულად კი აი ამან: ციტატა(davil @ 2nd February 2011 - 07:48 PM) მე გთავაზობთ რომ დაინტერესებული პირები შეგვიძლია შევიკრიბოთ, და ერთობლივად განვიხილოთ, იმიტომ რომ მეც ზოგ რამეში ვერ გავერკვიე. მე მგონია რომ ასე უფრო საინტერესო და ნაყოფიერი მსჯელობა გამოგვივა. მერე ფორუმზეც დავდოთ უკვე ჩამოყალიბებული და სანდო ინფორმაცია კანონი და წესი თუ უკვე არსებობს მაშინ რა არის განსახილველი? კანონი კანონია ერთი ფილმისა არ იყოს და მისი სხვადასხვა ფორმით ფორმულირება დაუშვებელია. თუ მსჯელობაზე და ჩამოყალიბებაზეა საუბარი, ესეიგი ჯერ არაფერი არ არის ჩამოყალიბებული, და ნაწილობრივ ახლა ხდება ინფორმაციის მოძიება, თუნდაც ამ ფორუმის მეშვეობით, არანაირად წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით მოხარული ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არ არის ჩამოყალიბებული წესები, ან რაღაც უკვე არის, და ჯერ კიდევ დამუშავება "დაშლიფოვკების" ეტაპზე ეს საკითხი და ჩვენი გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა საჭიროა პირდაპირ გვითხარი, არავინ არ დაგზარდებით, საჩვენო საქმეა და მთავარია ყველაფერი სწორად იყოს თავიდანვე აგებული. უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პორცია პორციოპბიოთ ხდება ინფოს დაგდება იმისათვის რომ გაირკვეს რა რეაგირება მოყვება ამა თუ იმ საკითხს. უბრალოდ არ მომწონს როდესაც დაუკითხავად მიყენებენ, თორემ თუ საჭიროა და დახმერაბას საჭიროებს შესაბამისი ორგანო, ბოლომდე დავიხარჯები რაც ვიცი ყველაფერს დეტალურად ჩაგახუტებთ. ახლა რატომ მაქვს ასეთი აზრები თავში... პირველი ციტატა რომ ჩავსვი სადაც საუბარია იმაზე რომ სპორტულ იარაღში შეზღუდვა ჯოულებზე არააო და კალიბრებშიც მოხსნილია შეზღუდვაო... უკაცრავად და მაგ აკრძალვა დაშვების ავტორი საერთოდ თუ იცნობს პნევმატიკურ სამყაროს და იცის რა კალიბრებით ხდება შეჯიბრება სპორტულ კლასში? მე რაღაც მეეჭვება და ნამდვილად არ მეგულება სპორტული შეჯიბრება 0.50-იან ან თუმდაც 9მმ-იან კალიბრში, რას ნიშნავს მოხსნილია შეზღუდვა კალიბრზე და ჯოულზე თუ სპორტული კლასია? აბსურდების თეატრია. ციტატა(davil @ 2nd February 2011 - 07:48 PM) ისე ენერგიის და სიჩქარის გაზომვის მეთოდებიც არის ჩამოყალიბებული და კიდე ბევრი რამე ძალიან კაი მაგრამ სად, როგორ რანაირად? დიდი თხოვნაა თუ არსებობს ის ქაღალდი რაზეც საუბარი იყო, რამენაირად რომ ფორუმზე დაიდოს, თუ პირადად არ გსურს დადება რომელიმეს გადმოგვეცი და ჩვენ დავდებთ ან გავაცნობთ დაინტერესებულ პირებს ისე რომ ფორუმზე არ დაიდება, მაგრამ ყველა მსურველი და სარგებლის მომტანი შესაბამის დოკუმენტს გაეცნობა. P.S. შეიძლება მკაცრი მოგეჩვენოთ ჩემი პოსტი, მაგრამ არაფერი ცუდის თქმა არ მინდა, უბრაკლოდ ძალიან ბევრი გაუგებრობა გამოჩნდა და რაღაც ქვეტექსტები იკითხება, რომელიც ნამდვილად არ მესიამოვნა.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#108
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 467 რეგისტრ.: 13-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: RUSTAVI წევრი №: 642 ![]() |
ja_ja ხოო, ამას კი არ ველოდი და მართალი გულით გეუბნები ცოტა მეწყინა კიდეც, მაგრამ მაინც გეტყვი რა კავშირი მაქ ძამიკო და ის რომ ერთი თვის წინ ვიყიდე პნევმატური თოფი და ზალიან შემაყვარა თავი. მე კიდე ისეთი კაცი ვარ რომ თუ რამე მაინტერესებს და მომწონს აუცილებლად ბოლომდე ვერკვევი. თან ფორუმზე დავრეგისტრირდი და შევატყე რომ ხალხი ერთმანეთთან საუბრობს და გამოცდილებას უზიარებს და მეც ბევრ რამეს ვიგებ და გადავწყვიტე რომ ჩემი გულით და მონდომებით პატარა წვლილი შემეტანა საერთო საქმეში, მითუმეტეს შევატყე რომ ამ ნორმატიულ აქტზე ინტერესი იყო, თორე არავინ მაზალებდა საკმაო დრო მეზრუნა მის მოპოვებაზე. ასევე ალალი გულით გითხარით რო შევიკრიბოთ და ერთად დავილაპარაკოთთქო. შე კარგო კაცო ცუდს რატო ივლებ გულში უცნობ ადამიანზე, იქნება გაცნობა მინდა წესიერი და ერთი ინტერესის მქონე ხალხის და მაგას მამადლი და ეჭვით მიყურებ? და ეთსაც ვიტყვი - წარმოშობით მე ქიზიყელი კაცი ვარ და ქვეაზრები და ქვესაქციელები არც გენში მიდევს და არც ეგრე გავზრდილვალ ოჯახში.ავისაც და კარგისაც პირში თქმა და გაკეთება მჩვევია. მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ ადრე თუ გვიან შევხვდებით ერთმანეთს გავიცნობთ გემრიელად, ქართველურად ერთმანეთს და შენ თვითონ დაგწყდება გული ეგრე რო იფიქერე ჩემზე და დაწერე.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#109
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
ja_ja +1 davil რატო გეწყინა? კაცმა თქვა საწყენად არ მიიღოთო, უბრალოდ ფრთხილობს. ამაში ვერ დაადანაშაულებ, რადგან შენ თვითონაც თქვი: ციტატა უცნობ ადამიანზე მგონი ყველაფერი გასაგებია. ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#110
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
davil: სიმართლე გითხრა ძალიან დავიბენი მონაკვეთებად რომ დებ ახალ კანონებს! ეს კანონები სადან მოიპოვე შეგიძლია მოგვწერო? არანაირი ეჭვი არ შემაქვს შენს დაწერილში, უბრალოდ მაინტერესებს თუ ვის მიერ არის დადგენილი ეს ახალი წესები და არის თუ არა უკვე ძალაში ეგ კანონი და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს თუ რა წერია მაგ კანონში. როგორც ვხვდები 4.5 კალიბრშიც კი შეცვალეს სიმძლავრე ხო? მგონი იმასაც მივხვდი შენი დაწერილიდან, რომ ყველანაირი კალიბრი დაუშვეს და მანდაც შეზღუდვაა ჯოულებში. ისიც არის დაწერილი თუ როგორ შეამოწმებენ სამართალდამცავები ამას ყველაფერს. მაგრად მაინტერესებს თუ რა წერია მაგ კანონებში ![]() კარგია რომ შემოგვთავაზე დაინტერესებულ პირებს შეხვედრა და ცალკე განხილვა მაგ აკნონების, მაგრამ ამ ფორუმზე მგონი 600 კაცია და 100% დარწმუნებული ვარ რომ ყველას ძალიან გვაინტერესებს ახალი კანონები ![]() ![]() ja_ja: ახლა შენთან მაქვს კითხვა, თუ დაშვებულია 9მმ-ანი პნევმატიკა, რა სისწრაფეზე უნდა დააყენო რომ არ ასცდე 25 ჯოულს? რაღაც ძალიან დიდ აფსურდად მეჩვენება დაუშვა ნებისმიერი კალიბრი და თანაც მისცე შეზღუდვა ჯოულებში.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#111
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 467 რეგისტრ.: 13-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: RUSTAVI წევრი №: 642 ![]() |
nihontoman თქვა ერთია და რაც დაწერა ჩემთვის პირადად გულდასაწყვეტი იყო. დანარჩენი უკვე დავწერე. სიფრთხილე ზოგადად კარგია, მაგრამ განსაკუთრებით ადამიანთა შორის ურთიერთობებში.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#112
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
davil ნუ შევეცადე რამდენჯერმე დამეწერა საწყენი არაფრის თმა არ მინდა გარკევევა მინდა მეთქი, რატომ მიირე მაინც საწყენად... რაღაც თავის მართლებასავით გამომივა, მარა.... ციტატა(davil @ 2nd February 2011 - 08:52 PM) რა კავშირი მაქ ძამიკო და ის რომ ერთი თვის წინ ვიყიდე პნევმატური თოფი და ზალიან შემაყვარა თავი. მე კიდე ისეთი კაცი ვარ რომ თუ რამე მაინტერესებს და მომწონს აუცილებლად ბოლომდე ვერკვევი. ყველა ამ ფორუმზე ეგეთი ვართ, ჩავეხუტეთ და ბოლომდე მივყვებით. ციტატა(davil @ 2nd February 2011 - 08:52 PM) თან ფორუმზე დავრეგისტრირდი და შევატყე რომ ხალხი ერთმანეთთან საუბრობს და გამოცდილებას უზიარებს და მეც ბევრ რამეს ვიგებ და გადავწყვიტე რომ ჩემი გულით და მონდომებით პატარა წვლილი შემეტანა საერთო საქმეში, მითუმეტეს შევატყე რომ ამ ნორმატიულ აქტზე ინტერესი იყო დახმარებაც არის, აზრის გაზიარებაც, ამ ნორმატიულ აქტზე კი ინტერესი იყო და არის, დამერწმუნე იქნება კიდევაც სანამ არ გაიგებს ყველა, თან მილიონნაირი კუთხით, აბა ისე რა გამოვა, აბა ასე... ციტატა(davil @ 2nd February 2011 - 08:52 PM) თორე არავინ მაზალებდა საკმაო დრო მეზრუნა მის მოპოვებაზე. ასევე ალალი გულით გითხარით რო შევიკრიბოთ და ერთად დავილაპარაკოთთქო. შე კარგო კაცო ცუდს რატო ივლებ გულში უცნობ ადამიანზე, იქნება გაცნობა მინდა წესიერი და ერთი ინტერესის მქონე ხალხის და მაგას მამადლი და ეჭვით მიყურებ? შე კაი ადამიანო აქ ვინც რამე აზრს იგებს ეგრევე ერთმანეთს ვუზიარებთ, ნახაზებით იდეებით. ახლა სამსახურშI ვზივარ და სახლში გასვლის მაგივრად არ დავიზარე და ერთ ფორუმელს მთელი . ისევ ვიმეორებ იმედია სწორედ გამიგებ, მაგრამ პრაქტიკულად ხელში ბომბა ინფორმაცია გიჭირავს, რომელიც ამაღამ რამდენიმეს მოსვენებას დაუკარგავს არ დააძინებს, მესმის რომ 22-50 გვერდია, მაგრამ ბოლო ბოლო ყველა ტელეფონს აქვს კამერა, მესმის უბანძესი ხარისხი იქნება, მაგრამ ხომ შეიძლება გადაღება და დაგდება, ნახევარს ვერ წაიკითხავს ხალხი, მაგრამ რაღაც გამოჩნდება და ამოიკითხავენ საჭირო ინფოს, ბოლო ბოლო თითო გვერდს ნახევარ ვახევარზე გადავიღებდი... არავის არაფერს არ ვამადლო, რატომღაც უკუღმა გაიგე, მოდი შენს თემებს გვერდიდან შეხედე, ახალი ფორუმელი უცებ წერს მაქვს ბომბა ინფორმაცია, ვერ დავწერ ვერ გადავიღებ და ნაწილობრივ ურთიერთ გამომრიცხავ ტექსტებს ვაწყდები... ასე თუ ისე იარაღის ფორუმია, რატომ არ უნდა ვიყო ფრთხილად? რატომ იღებ საწყენად? მართალი თქვი არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ვიცნობდეთ რა თქმა უნდა აზრადაც არ გავატარებდი მაგას, მაგრამ არ ვიცნობთ, და... ნუ გამეორებას რაღა აზრი აქვს. ციტატა(davil @ 2nd February 2011 - 08:52 PM) და ეთსაც ვიტყვი - წარმოშობით მე ქიზიყელი კაცი ვარ და ქვეაზრები და ქვესაქციელები არც გენში მიდევს და არც ეგრე გავზრდილვალ ოჯახში.ავისაც და კარგისაც პირში თქმა და გაკეთება მჩვევია. მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ ადრე თუ გვიან შევხვდებით ერთმანეთს გავიცნობთ გემრიელად, ქართველურად ერთმანეთს და შენ თვითონ დაგწყდება გული ეგრე რო იფიქერე ჩემზე და დაწერე. წარმოშობით ზესტაფონელი ვარ, კი ეძახიან ყველა იმერელს კუდაბზიკას და კოსტაიას, მაგრამ არც მე ვარ ქვეაზრიზ, მატარებელი მაგრამ ნუ რაღაც ვიცით პნევმოში ყველამ, შენც იცი, ხომ, ამასობაში ბურუსი იქმნება შენს ტექსტებზე და არავინ არ გიცნობს, საერთოდ დამშოკავი იყო შევხვდეთ და ვიმსჯელოთ, კანონის განსჯა შეუძლებელია თუ არსებობს ესეიგი არსებობს, და ვთქვათ ხვალ სააგენტო 10:00-ზე იწყებს მუშოაბს მაგ კანონით და ვსიო ბასტა, ეგრე უნდა იყოს. ჩვენი მსჯელობა ბაასი ვერ შეცვლის მაგას. მოკლედ არანაირად არავის წყენინება არ მინდა, დიდი თხოვნა მაქვს ნუ გამიგებ უკუღმა , თუ რაიმე გაწყენინე ბოდიშს გიხდი და შეხვედრა გაცნობისას ჩემზე იყოს ჩვენს შორის ყინულის გასატეხი (ნუ პირობითი ტერმინია, ანუ ვკისრულობ ლუდს, კონიაკს, არაყს, ან რაიმე სხვა პრეზენტს ნეგატივის გასაქრობად), პირადად გამიცნობ და შენც ნახავ რომ არც მე ვარ რაიმე ბუა, არავისთვის არაფერი არ დამიმადლებია და არ გამიფუჭებია. ფორუმზე ერთი კაცი მყავს მგონი მარტო ნაწყენი ისიც მკაცრი მოთხოვნების გამო ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#113
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 2,145 რეგისტრ.: 20-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 314 ![]() |
ავტობანივითაა დაშვებულია ნებისმიერი სიჩქარის მქონე მანქანის ყოლა მაგრამ,დაშვებულია მხოლოდ 110კმ-სთ ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#114
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 467 რეგისტრ.: 13-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: RUSTAVI წევრი №: 642 ![]() |
ilariona მეგობარო, თავიდანვე დავწერე რომ დიდი მოცულობის ტექსტია და ვერ დავწერ სრულადთქო. იმიტომ გტხოვეთ შევიკრიბოთო, მაგრამ საპირისპიროდ გამიგეს ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#115
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ციტატა(ilariona @ 2nd February 2011 - 09:14 PM) ja_ja: ახლა შენთან მაქვს კითხვა, თუ დაშვებულია 9მმ-ანი პნევმატიკა, რა სისწრაფეზე უნდა დააყენო რომ არ ასცდე 25 ჯოულს? რაღაც ძალიან დიდ აფსურდად მეჩვენება დაუშვა ნებისმიერი კალიბრი და თანაც მისცე შეზღუდვა ჯოულებში. აუფ, წონა არ ვიცი 9 მილიემტრიანის... ნუ ვთქვათ 120 გრანია, მაშინ მაქსიმალუი სიჩქარე უნდა იყოს 80 მეტრ წამი რომ არ გასცდე 25 ჯოულს. ანუ 20 მეტრში ტყვია მიწაშია ჩარჭობილი ![]() ![]() ![]() 90 გრანზე მაქსიმუმ 92.5 მეტრი 60 გრანზე 113 მეტრ წამი ამაზე მსუბუქი მეეჭვება 9 მილიემტრიანი იყოს.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#116
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
kaka8079 იმიტომ არ გვიკვირს, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო კანონები კიდევ უარეს ნონსენსს გვთავაზობს, ამიტომაც არ გვიკვირს. ამას ისიც დაამატე, რომ ჯერ ინფოა დასაზუსტებელი....
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#117
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
ციტატა(ja_ja @ Feb 2 2011, 09:24 PM) აუფ, წონა არ ვიცი 9 მილიემტრიანის... ნუ ვთქვათ 120 გრანია, მაშინ მაქსიმალუი სიჩქარე უნდა იყოს 80 მეტრ წამი რომ არ გასცდე 25 ჯოულს. ანუ 20 მეტრში ტყვია მიწაშია ჩარჭობილი ![]() ![]() ![]() 90 გრანზე მაქსიმუმ 92.5 მეტრი 60 გრანზე 113 მეტრ წამი ამაზე მსუბუქი მეეჭვება 9 მილიემტრიანი იყოს. ერთი სიტყვით გინდა ქვა გისვრია და გინდა 9მმ პნევმო ![]() ციტატა(davil @ Feb 2 2011, 09:23 PM) ilariona მეგობარო, თავიდანვე დავწერე რომ დიდი მოცულობის ტექსტია და ვერ დავწერ სრულადთქო. იმიტომ გტხოვეთ შევიკრიბოთო, მაგრამ საპირისპიროდ გამიგეს ![]() მე ხომ მოგწერე რომ არანაირად არ გიყურებ ეჭვით, უბრალოდ მინდა მეტი ინფო გავიგო თუ რა წერია მაგ კანონებში შე კაი კაცო. გვეუბნები, რომ მაქვსო და მინდათ გაგიზიაროთო და მერე გვეუბნები რომ არაო ვერ განახებთო. ჯაჯას თქმის არ იყოს ახლა მთელი ღამე უნდა ვიჯდე და ეგ კანონი ინტერნეტში ვეძებო ![]() არ გიყურებთ ეჭვით, უბრალოდ გვანახე ან მაინც ხომ გიწევს ჩვენზე პასუხების წერა და ერთი გვერდი დაბეჭდე რა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#118
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ilariona ციტატა(ilariona @ 2nd February 2011 - 09:37 PM) ერთი სიტყვით გინდა ქვა გისვრია და გინდა 9მმ პნევმო ნუ რაღაც ეგეთი გამოვა რა ![]()
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#119
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
გაუგებრობას მე მოვუღებ ბოლოს. ხვალ თუ შეძლებს, გამოვართმევ იმ საბუთებს,გადავკოპირებ და ჩვენთვის საინტერესო მასალებსაც ლამაზათ გამოვაქვეყნებ. ჩემი ნომერი მივწერე. ახლა ჯერი მასზეა. ნუღარ ვიდავებთ სანამ კონკრეტული საბუთები არ დაიდება. ასე ზერელედ ლაპარაკი ამ საკითხზე მოსაბეზრებელი და გაუგებარია.
| |
> |
|
|
![]()
პოსტი
#120
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
foxi ძალიან კარგი, ველოდებით აბა ამ კარგ საქმეს ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2025 - 04:57 AM |
Hosted by Pro-Service |