დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Benjamin Nitros-ს მფლობელებო
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4
ilo
ესეიგი მეც მივიცალე დღეს ჩემი ვენტეჯისათვის. ავედი სოფელში 1 - 2 საათით პატარა საქმეები მქონდა მაგრამ ხეზე შემოჯდა ბოლოშავების დაახლოებით 100 ცალიანი გუნდი გამოვიტანე ვენტეჯი და ფრთის მოქნევაც კი ვერ მოასწრო ისე დაეშვა ძირს. ხომ არ გავჩერდებოდი 1 ბოლოშავზე მაგრამ ბოლოშავები აღარ ჩანდა და გადავედი ბეღურებზე მოვინადირე კიდევ 4 ბეღურა 6 თუ 7 გასროლით. მეზობლის ბავშვა ისეთი გაიხარა მგონი ახლაც მლოცავს. smile.gif. მანძილი იყო დაახლოებით 17 მეტრი + - 3 მეტრი ღია სამიზნით. არანაირი მანძილის ზუსტი გამოვლა, ოპტიკით ობიექტის მოძებნა, მილდოტი და ა.შ. მიუშვირე ლულა დაახლოები 2 - 3 წამი დაუმიზნე გამოკარი. ვფიქრობ ბევრათ უფრო პრაქტიკული ღია სამიზნე 25 მეტრამდე სანადიროდ.
კიდევ როდის მვიცლი რომ ჩემით გავტესტო არ ვიცი ცნობისმოყვარეობა მკლავს. ესეიგი შეკითხვა მაქვს მათთან ვისაც ღია სამიზნით გაქვთ დამუღამებული სროლა. ლულის ვერიკალური და ჰორიზონტალური მიშვერით ერთი და იგივე წერტილში ხვდება მიზანს ამ მანძილზე. აი დაახლოები 30დან 70 გრადუსიან კუთხით მიშვერით 2 თუ 3 ვესროლე და ყველა ავაცილე. ეჭვი მაქვს რომ ამ გრადუსიანი დახრილობის დროს ტყვია უფრო ნაკლებ ვარდნას განიცდიდა ვიდრე ვერიკალურის დროს და ტყვია თავზე უფრენდა ბეღურას. ან თუ ეგ არ იცით ის მაინც გეცოდინება 7.9 გრანიანი ტყვია 280 მ/წ-ით ნასროლი რა მანძილიდან იწყებს ვარდნას.
ilo
geojorjika
ilo
ეგ შოშიაა და არა ბოლოშავა smile.gif
ilo
მთავარია კოდალა არ იყო და ერთი ასი ცალი მაინც იყო თორე შენც ეგ გინდა ყველას ბანი დაგვადო და მარტო დარჩე ამ ფორუმზე :P
bazuka
ციტატა(ilo @ Dec 2 2013, 01:45 AM) *
მთავარია კოდალა არ იყო და ერთი ასი ცალი მაინც იყო თორე შენც ეგ გინდა ყველას ბანი დაგვადო და მარტო დარჩე ამ ფორუმზე :P

ეგ მაგას არუნდა, ეგ მემინდა girl_devil.gif
ilo
ციტატა(giorgi @ 1st December 2013 - 11:05 PM) *
ეგ შოშიაა და არა ბოლოშავა


მადლობა რომ გაასწორე

ციტატა(bazuka @ 4th December 2013 - 12:35 AM) *
ეგ მაგას არუნდა, ეგ მემინდა


ჩაგეთვალა biggrin.gif
რამე მხიარული სმაილიკი მაინც მიგეწერე შე კაცო მათრახიანი სატანის მაგივრად wink.gif
vbirtvel
მოგესალმებით, მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და მაინტერესებს თქვენი აზრი, ვისაც ჰქონია ან რამე ინფო აქვს ამ იარაღთან დაკავშირებით Benjamin NPS ყიდვა მინდა ამ იარაღის და რას მირჩევთ ?
http://www.pyramydair.com/s/m/Benjamin_NPS...Rifle/2055/5923
bachana
მე მაქ და ძაან მაგარია ნამდვილად გირჩევ ყიდვას მარა ამაზონზე ნახე იქ უფრო მეტი ფასდაკლებაა.ისე გადაგეხედა ფორუმისთვის ჯობდა რადგან ერთი აპირებდა ყიდვას ეგ შეკითხვა ესვა ზუსტად.
TORA
თუ ყიდვა გინდა ამაზონდე 144$ ღირს http://www.amazon.com/Benjamin-Piston-177-...njamin+nps+.177 აი ლინკიც
sasa_1
მოგესალმებით, ეს : http://www.amazon.com/Benjamin-Piston-177-...ywords=benjamin გადავწყვიტე საბოლოოდ და თუ ვინმემ იცით ამაზონიდან რომელი გადამზიდი ფირმით უნდა ჩამოვიტანო რომ არ გამიჩერდეს გთხოვთ მომწერეთ რა
TORA
მე 1 კვირის წინ ბენჯამინ ნიტრო კამექსით ჩმოვიტანე უპრობლემოდ
sasa_1
ძმურად რო დამეხმარო ჩამოტანაში შეგიძლია?
TORA
http://camex.ge
აი აქ უნდა დარეგისტრირდე
TARASICHA
გამარჯობათ ფორუმელებო, მგონი ცუდადაა ჩემი საქმე, დღეს ჩამომივიდა ეს თოფი Benjamin Nitro Piston .177, სიძლიერე კი აქვს მაგრამ ლულა მოძრაობ, ანუ შატკა აქვს და რა ვუშველო იქნებ მირჩიოთ და საერთო თუ არის მოგვარებადი ეს პრობლება?
TARASICHA
რისი ბრალი უნდა იყოს? გვერდიდან გადაჭერამ არ მგონია უშველოს და სხვა რითი შეიძლება ვუშველო?
iorama
TARASICHA
უეჭველი ლულაა?
gela
TARASICHA
ციტატა(TARASICHA @ 15th January 2014 - 07:09 PM) *
რისი ბრალი უნდა იყოს? გვერდიდან გადაჭერამ არ მგონია უშველოს და სხვა რითი შეიძლება ვუშველო?


ყველა ვარიანტში გვერდითა ბოლტის ამბავია, უმეტესობა ახალ ჩამოსულ ფიშტოს ეგრე ჭირს, მე მეხუთე ნიტრო მქონდა და იქიდან ორს ეგ პრობლემა ქონდა, , მოვხსენი კონდახი, გადავუჭირე გვერდითა ბოლტი და დაჯდა ნორმაში, ასე რომ არ ინერვიულო მეგობარო : ) სხვა ვარიანტი მანდ გამორიცხულია, დამიჯერე : ) ნახე და მოგვახსენე აუცილებლად რას იზამს შენი ფიშტო, ოღონდ აუცილებლად უნდა დაწერო, რომ სხვა ფორუმელები ტყუილად არ დაფრთხნენ კროსმანის პროდუქციის გამო : ))
iorama
gela
ისე ეგ პასუხი მეც მალამოდ მომეცხო biggrin.gif
gela
ციტატა(iorama @ Jan 15 2014, 08:30 PM) *
gela
ისე ეგ პასუხი მეც მალამოდ მომეცხო biggrin.gif


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეგრეა ეგრე ლაშიკო. ორჯერ მქონდა ზუსტად ეგ პრობლემა, ერთზე ზემოთ ქვემოთ მოძრაობდა ლულა და მეორეზე გვერდულად, ხოდა გადავუჭირე ბოლტი, ოღონდ შაიბა დავუდე ხრახნიანი ზედაპირი რომ აქვს ისეთი რომ აღარ მოშვებულიყო და მის მერე წინა ნიტრო ვანტეიჯზე ლამის 500 ტყვია ვისროლე და აღარ მოშვებულა და ლულაც იყო დამკვდარებული თავის ადგილზე, ხრახნიანი შაიბის გარეშე შეიძლება ისევ მოშვებულიყო მაგრამ შაიბამ თავისი ქნა : ) ზუსტად ამ ფიშტოს კიდევ რომელზეც არის საუბარი და რომელსაც შენც ელოდები, მაგის ლულაც გვერდულად მოძრაობდა და მაგასაც გადავუჭირე და ეგეც ჩადგა ნორმაში : ) მაგასაც ის ხრახნიანი შაიბა დავუდე : )

ასეთ შაიბაზეა მუსაიფი
bachana
რო ჩამომივიდა მეც ზუსტად ეგ თოფი ჩემსასაც ქონდა ცოტა შატკა მარა გვერდიტი მოვუჭირე და ვსო
TARASICHA
ციტატა(iorama @ Jan 15 2014, 08:23 PM) *
TARASICHA
უეჭველი ლულაა?

კი, ლულა მოძრაობს. სხვა რა უნდა მოძრაობდეს აბა? გვერდულად მოძრაობს ლულა


ციტატა(bachana @ Jan 15 2014, 09:08 PM) *
რო ჩამომივიდა მეც ზუსტად ეგ თოფი ჩემსასაც ქონდა ცოტა შატკა მარა გვერდიტი მოვუჭირე და ვსო


რომ გაამოძრავებ თოფს დაჟე იგძნობა ხელში რომ ლულა მოძრაობს და შენსასაც ეგრე ქოდა?
bachana
კი აქეთ იქით რო წევდი იგრძნობოდა მარა მოუჭირე და ვსო
TARASICHA


ასეთ შაიბაზეა მუსაიფი

[/quote]
ეს შაიბები ბოლტს რომ მოვუშვებ იქ უნდა დავუდო ხო?


არადა ისე ველოდებოდი რომ ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდა და მაგრად გამიტყდა რომ ვნახე ლუის ამბავი 15.gif 15.gif 15.gif
gela
TARASICHA
ციტატა(TARASICHA @ 15th January 2014 - 09:18 PM) *
ეს შაიბები ბოლტს რომ მოვუშვებ იქ უნდა დავუდო ხო?


აბა ბოლტი თუ უკვე დაუჭირე, მერე ზემოდან ხო არ დაადებ? მოხსენი ბოლტი დაუდე შაიბა და დაუჭირე, თუ არ ჩავიდა შაიბა, ცოდა გვერდები მოუქლიბე შაიბას, ჩემსას დაჭირდა მოქლიბვა, და ისე ჩასვი, გაუყარე მერე ბოლტი და გადაუჭირე, რათ უნდა მაგას მეტი ბოტანიკა?
TARASICHA
ციტატა(bachana @ Jan 15 2014, 09:18 PM) *
კი აქეთ იქით რო წევდი იგრძნობოდა მარა მოუჭირე და ვსო

გაიხარე ბაჩანა ძმაო, დიდი მადლობა

ციტატა(gela @ Jan 15 2014, 09:21 PM) *
TARASICHA


აბა ბოლტი თუ უკვე დაუჭირე, მერე ზემოდან ხო არ დაადებ? მოხსენი ბოლტი დაუდე შაიბა და დაუჭირე, თუ არ ჩავიდა შაიბა, ცოდა გვერდები მოუქლიბე შაიბას, ჩემსას დაჭირდა მოქლიბვა, და ისე ჩასვი, გაუყარე მერე ბოლტი და გადაუჭირე, რათ უნდა მაგას მეტი ბოტანიკა?

გაიხარე ძმაო, დიდი მადლობა
TARASICHA
გაიხარეთ ბიჭებოოოო, გადავუჭირე და აღარ აქვს შატკააა, დიდი დიდი მადლობა 11.gif 11.gif 11.gif
ja_ja
გადამრევთ ეს ნაკბეჩებიანი შაიბა სად გაჩითეთ და რა უნდა ამას მოძრავ ადგილში???

ეს არის სპეციალურად დაკბეჩილი რომ ჩაეჭიდოს ზედაპირს და ბოლტს მოშვების საშუალება არ მისცეს. ნუ ეს ეხება იმ შემთხვევას როდესაც ჩვეულებრივ ბოლტს უჭერ სადმე და არ გინდა რომ თავისით მოიხსნეს, ვთქვაქთ რაიმე ყანყალის გამო.

მაგრამ იქ სადაც მოძრაობა ხდება რა უნდა ასეთი ფორმის შაიბას!! ჩვეულებრივი ბრტყელი შაიბა გინდათ თორემ რამდენიმე ხარვეზი იჩენს თავს:

1) პერიოდულად დაბრტყელდება და თავს ისევ იჩენს იგივე ყანყალი, ისევ მოუჭერ გარკვეული პერიოდის მერე კიდევ ჩაიწევს წვეტები, ან გაცვდება და ისევ ყანყალს აიკიდებს, როდემდე აპირებთ გაკიდებას???

2) კაცო მართალია სუსტი ლითონია, მარა ნებისმიერ ვარიანტშI დაჩხაპნის და შედეგად ამოჭამს ეგეთი შაიბა იმ ადგილს სადაც იქნება ჩასმული, დროთა განმავლობაში გააფუჭებს იმ ადგილს სადაც ზის, პლიუს ჩამოფხეკილი რკინის მტვერი ჩაეჭედება და ....

რატომ იწვალებთ სტრანნი ფორმის დეტალებით თავს? ნორმალური თხელი ბრტყელი შაიბა გამოილია თუ რა ხდება????
TARASICHA


რატომ იწვალებთ სტრანნი ფორმის დეტალებით თავს? ნორმალური თხელი ბრტყელი შაიბა გამოილია თუ რა ხდება????
[/quote]

მოძრავი ადგილი როგორ იქნება? ბოლტზე უნდა წამოაცვა და ისე დაუჭირო ბოლტი რომ არ მოეშვას. მგონი ეგრე მასწავლეს და რავიცი აბა? nea.gif
sekurifa
ციტატა(TARASICHA @ 15th January 2014 - 05:51 PM) *
ლულა მოძრაობ, ანუ შატკა აქვს და რა ვუშველო იქნებ მირჩიოთ და საერთო თუ არის მოგვარებადი ეს პრობლება?


რა ჯანდაბაა ხდება ნეტა? უკვე მერამდენე თოფი ჩამოვიდა ეგეთი შატკით ამაზონიდან. შატკას თავი დავანებოთ ერთს ისეთი დეფექტიანი თოფი ჩამოუვიდა გადავირიე კაცი.

რაც შეეხება შატკის მოგვარებას ბოლტის გადაჭერით არაა მთლად გამართლებული. ნუ ჰორიზონტალურ შატკას ასე თუ ისე აჩერებს მარგაბ მოჭიმული ფრთების ხარჯზე რაც არაა რეკომენდირებული. სინათლეზე რომ გახედავ ლულის ბუდეს ის ერთიანად უნდა ეკროდეს ცილინდრის ფრთის კედელს. არის შემთხვევა როცა ლულის ბუდესა და ფრთას შორის ზაზორია და შუქი ატარებს. ასეთ შემთხვევაში აქვს ლულას ჰორიზონტალური შატკა. ანუ გადაჭერა კიარ აკლია არამედ გაჩარხულია არასწორად.

ასეთ შემთხვევაში ბოლტის გადაჭერით მარტო ფრთების ზედა მხარე ვიწროვდება და თითქოს აჩერებს შატკას. ხოლო ვერტიკალურ შატკას ეს არ შველის. ხელში ეგ არ იგრძნობა მაგრამ გასროლისას მაინც იხსნება ლულა ოდნავ. ვერტიკალურ შატკას სხვა რამე ჭირდება. უნდა მოიხსნას ბუდუდან რიგელი რომელიც აფიქსირებს ლულას ცჰაკეტვისას და უნდა ჩაიქლიბოს ის მუხლი ოდნავ რომელიც აფიქსირებს მის სვლას.

ამის შემდეგ რიგელი ოდნავ მაღლა ამოვა და შატკა გაქრება.
TARASICHA
ციტატა(sekurifa @ Jan 16 2014, 12:12 AM) *
რა ჯანდაბაა ხდება ნეტა? უკვე მერამდენე თოფი ჩამოვიდა ეგეთი შატკით ამაზონიდან. შატკას თავი დავანებოთ ერთს ისეთი დეფექტიანი თოფი ჩამოუვიდა გადავირიე კაცი.

რაც შეეხება შატკის მოგვარებას ბოლტის გადაჭერით არაა მთლად გამართლებული. ნუ ჰორიზონტალურ შატკას ასე თუ ისე აჩერებს მარგაბ მოჭიმული ფრთების ხარჯზე რაც არაა რეკომენდირებული. სინათლეზე რომ გახედავ ლულის ბუდეს ის ერთიანად უნდა ეკროდეს ცილინდრის ფრთის კედელს. არის შემთხვევა როცა ლულის ბუდესა და ფრთას შორის ზაზორია და შუქი ატარებს. ასეთ შემთხვევაში აქვს ლულას ჰორიზონტალური შატკა. ანუ გადაჭერა კიარ აკლია არამედ გაჩარხულია არასწორად.

ასეთ შემთხვევაში ბოლტის გადაჭერით მარტო ფრთების ზედა მხარე ვიწროვდება და თითქოს აჩერებს შატკას. ხოლო ვერტიკალურ შატკას ეს არ შველის. ხელში ეგ არ იგრძნობა მაგრამ გასროლისას მაინც იხსნება ლულა ოდნავ. ვერტიკალურ შატკას სხვა რამე ჭირდება. უნდა მოიხსნას ბუდუდან რიგელი რომელიც აფიქსირებს ლულას ცჰაკეტვისას და უნდა ჩაიქლიბოს ის მუხლი ოდნავ რომელიც აფიქსირებს მის სვლას.

ამის შემდეგ რიგელი ოდნავ მაღლა ამოვა და შატკა გაქრება.

სხვა რა შეიძლება რომ გავაკეთო გარდა ბოლტის გადაჭერისა ?
ja_ja
TARASICHA
ციტატა(TARASICHA @ 15th January 2014 - 10:28 PM) *
მოძრავი ადგილი როგორ იქნება? ბოლტზე უნდა წამოაცვა და ისე დაუჭირო ბოლტი რომ არ მოეშვას. მგონი ეგრე მასწავლეს და რავიცი აბა?

ბოლტის ქვეშ მითუმეტეს რათ გინდა, ლულის დამჭერ ბოლტს თავისი სტოპერი მეორე ბოლტი აქვს რომელიც უნდა მოუჭირო, რათ უნდა მაგას შაიბა??? მე მეგონა შიდა მხრიდან უფენდით და მაგიტომ დავწერე დაკაწრავს გაცვითავს მეთქი...

ციტატა(TARASICHA @ 16th January 2014 - 03:36 AM) *
სხვა რა შეიძლება რომ გავაკეთო გარდა ბოლტის გადაჭერისა ?

მთელი ინსტრუქცია დაწერა კაცმა წაკიტხვა უნდა და მაქსიმუმ შეიძლება სურათი მოითხოვო რომ ზუსტად მიგითითოს სად რა უნდა ჩაქლიბო...

sekurifa
ციტატა(sekurifa @ 16th January 2014 - 12:12 AM) *
რა ჯანდაბაა ხდება ნეტა? უკვე მერამდენე თოფი ჩამოვიდა ეგეთი შატკით ამაზონიდან. შატკას თავი დავანებოთ ერთს ისეთი დეფექტიანი თოფი ჩამოუვიდა გადავირიე კაცი.

ვეუბნები ყველას და არ მიჯერებენ smile.gif შენ მაინც უთხარი რამე smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

შედეგიც სახეზეა smile.gif გრიშასთან ზედმეტი 50-70 ლარის გადახდა არ უნდათ ზატო შარში გახვევაზე ჩერეზ ამაზონი ყველა დიდი სიხარულით გარბის smile.gif

მესმის რომ გრიშასთან ცოტა მეტი ღირს ვიდრე ამერიკაში, იმიტომ რომ იქაური ტავარია იქვე შტატებშია, პლიუს მაღაზია არ გახდევინებს დღგ-ს და პლიუს საბაჟოზეც ისე გადმოდის რომ ისევ არ გიწევს დღგ, იასნია იაფია და სასიამოვნოა, მარა ამერიკის ბაზარი ეგრეა აწყობილი, პრობლემა არ აქვთ თუ რაცხა ნიტო გამოგიგზავნეს, დაუბრუნებ ახალს გამოგიგზავნიან პლიუს რაიმე შეღავათს შემოგთავაზებენ კონპენსაციისთვის...

ამასობაში გრიშამ რა ქნას? უნდა თუ არ უნდა ტრანსპორტირების ფული უნდა გადაიხადოს, საბაჟოზე კი უფასოდ მაგას არავინ გამოატარებს... მესმის რომ ცოტათი ძვირია გრისასთან, მარა ზატო გარანტია გაქვს და პასუხისმგებელი კაცია, რაცხა ნიტოა მიუტან გამოგიცვლის (თუ შენით არ გააფუჭე) ასე კიდო... გაივსო მაი მარკეტი smile.gif

აგერ ერთ კაცს საერთოდ თოფი ჩამოუვიდა რომელსაც ლულაში ნარეზები არ აქვს, რა გინდა ქნა? გინდა არ გინდა ახალი ლულაა საჭირო ეგ კი ახალი ხარჯია და დროის ხარჯვა...
Nehalem
გამარჯობათ მეგობრებო
რამინდა გკითხოთ
1.რომელსაც ღია სამიზნე არ აქვს თუ შეიძლება დაყენება და როგორ მაინტერესებს
2.ლულაზე პლასმასი რისთვის აქვს მოხსნა რთულია?
gela
ja_ja
არა ჯაჯ, არ აქვს მნიშვნელობა გრიშასთან იყიდი თუ ამაზონიდან, გრიშასთან ნაყიდ ტიტანზეც იგივე მქონდა, მერე მე და გრიშამ გადავუჭირეთ ბოლტი და ჩადგა მწყობრში, მასე იყო გრიშასთან ნაყიდ MTR77-ზეც. ოღონდ იმას ჰაერი გასდიოდა გადასახსნელთან. მანდაც ბოლტის გადაჭერის ამბავი იქნებოდა, უბრალოდ აღარ გვინახია, მერე ჩამოვიტანე ვანტეიჯი, იმას ვერტიკალში უმოძრავებდა ლულა, მავანნი კი ამბობენ რომ მარტო ბოლტი არ უშველისო მაგრამ, შენ წარმოიდგინე და უშველა. 500 გასროლის შემდეგაც 20 მეტრში პროპკებზე ვკაიფობდი და რავი, თუ მეტ სიზუსტეზეა პრეტენზია, მაშინ გავჩუმდები : )
ციტატა(ja_ja @ 16th January 2014 - 09:30 AM) *
ბოლტის ქვეშ მითუმეტეს რათ გინდა, ლულის დამჭერ ბოლტს თავისი სტოპერი მეორე ბოლტი აქვს რომელიც უნდა მოუჭირო

აი კაკ რაზ რომ ეგ არ ქონდა არცერთ ნიტროს, რომელის მე მქონია ხელში, და არც მაგას ექნება : )
შენ გუილისხმობ აი ასეთ სტოპერს


არ აქვს მსგავსი არაფერი ნიტროებს, ამიტომ დავუდე ის ხრახნიანი შაიბა და მიამკვდარა ადგილზე, შედეგად აღარც არეულა, რა ვიცი რა ვიცი , ხელები ამიწევია და გავედი ჩემი ნებით : ))
gela
Nehalem
ციტატა(Nehalem @ 16th January 2014 - 09:54 AM) *
1.რომელსაც ღია სამიზნე არ აქვს თუ შეიძლება დაყენება და როგორ მაინტერესებს
2.ლულაზე პლასმასი რისთვის აქვს მოხსნა რთულია?

აი მაგ ტიტანზე კაკ რაზ იმდენად უადგილო რამეა ეგ შენი ღია სამიზნე რომ არც იფიქრო, მაგას კონდახი რომ ქონდეს ვენომივით, ანუ წიბო უფრო დახრილი რომ ქონდეს, მაშინ დააყენებდი ღია სამიზნეს და კარგადაც იხმარდი, მაგ ტიტან ნიტროს კი კონდახის წიბო ვენომთან შედარებით იმდენად სწორად აქვს რომ , ღია სამიზნეს თუ დააყენებ ვერ დაუმიზნებ, იმიტომ რომ თავის საკმაოდ დახრა მოგიწევს ფიშტოსკენ, ეგ კი არა კომფორტულია ღია სამიზნიდან სროლის დროს,, აი კაკ რაზ რომ ეგ არის მ16-ზე, მათაც ლულის სისწორეზე გასდევს კონდახი, შესაბამისას ატდაჩის დროს უფრო ზუსტია, იმიტომ რომ ლულას ზემოთ ისე არ აქნევინებს როგოც კალაშა, მაგრამ აბა დააკვირდი, ლულიდან რამხელაზე აქვს ამოწეული ღია სამიზნე. საკმაოდ დიდად არის ამოზრდილი, მერე პნევმატიკაში ეგ გაწყობს? აი კალაშას კი შედარებით დაბალი ღია სამიზნე აქვს, შესაბამისად კონდახიც დახრილია და ეგ გაძლევს ღია სამიზნიდან უკეთ სროლის შესაძლებლობას, ანუ მ16 თუ მაღალი ღია სამიზნე არ დააყენე, დაბალი ღია სამიზნით რთული იქნება დამიზნება, ხომ მიმიხვდი? მოდი და თუ არ გჯერა, მაშინ მოხსენი შენს ტიტანს ეგ ოპტიკა, და მიიტანე თვალთან, და გახედე, თითქოს თოფზე უკვე აქვს ღია სამიზნე და წარმოიდგინე რამდენად იქნება კომფორტული, მაგ თოფის კონსტრუქციიდან გამომდნარე ღია სამიზნით სროლა, ნახავ რომ საკმაოდ მოუხერხებელი და არაკომფორტული იქნება, ხოდა შეეშვიდა დაანებე ფიქრი მაგაზე ღია სამიზნის დაყენებას. თუ არა და გაყიდე ეგ და იყიდე ვანტეიჯი, მაგასაც იგივე ოპტიკა აქვს და ღია სამიზნე ვანტეიჯს რომ აქვს, შენ იმაზე უკეთესი არა მგონია დააყენო, ძალა სიზუსტე და ლულის სიგრძეც აბსოლუტურად ერთი და იგივე აქვთ ორივეს,
Rebellion
Nehalem ამ თოფების ფიშკა ოპტიკაა. მაგის მუღამი უნდა გქონდეს თუ ყიდულობ. არის მოდელები მათშორის ნიტროები, რომელსაც ორივენაირი სამიზნე აქვს. ქარხნულად ამაზე მე დასაყენებელი ღია სამიზნე არ მინახავს არსად. თუ დაატუნინგებ რატომაც არ გამოვა. კონკრეტულად ამ მოდელს ბანძი ოპტიკა აქვს ნიტრო ვენომთან შედარებით (ამას 4X32 აქვს, ნიტრო ვენომს 3-9X32). ლულაზე ეგ მთალდ პლასმასი არაა რეზინაა, პროსტა კაი ხარისხის რეზინაა და მკვრივია. ყველას სხვადასხვა აზრი აქვს მაგაზე მარა მეც მაქ ჩემი აზრი რისთვისაა. ეს ლულები ძნელად ტყდება და სპეციალური გადატეხვის ტექნიკა აქვს, ლულას წინა ნაწილში მუშტი უნდა ჩაარტყა (ფრთხილად). ხოდა მანდ რომ სპლაშნოი რკინა იყოს ხელს იტკენდი მაგრად და თან თუ ცივა რკინა გაყინულია და მაგარი დისკომფორტი იქნებოდა. გარდა მაგისა პნევმოებს "დვაინოი ადაჩა" აქვს ანუ თოფი სროლისას წინ და უკან მოძრაობს (ცეცხლსასროლზე მარტო ერთი მიმართულებით) და ამიტო ლულის თავის სიმსუბუქე სიზუსტეს ამცირებს (თუ სოფელში ვინმე გყავს გეცოდინება რა მოსდის საპალნით დატვირთულ ცხენის ურემს როდესაც საპალნის უმეტესი ნაწილი უკან დევს ურემზე. მაგ დროს ცხენს დიდი დატვირთვა აქვს და შეიძლება ურემი უკან აყირავდეს და საცოდავი ცხენი ჰაერში გამოეკიდოს. მაგას სოფელში "თავმსუბუქს" ეძახიან) და მაგიტო რომ ლულის მოძრაობა დააბალანსოს ხალხი მძიმე კომპენსატორებს ამზადებს და ლულაზე ამაგრებს შენ კი მოხსნა გინდა smile.gif მოხსნას რაც შეეხება არ მიცდია, აქ გამოცდილი ხალხია და დანარჩენს ის გეტყვის smile.gif კიდე მგონი ესეთ რაღაცეებს (კომპენატორებს) მაყუჩისმაგვარი ეფექტიც აქვს, მაგრამ კონკრეტულად ამას მგონი არა
ja_ja
gela
ციტატა(gela @ 16th January 2014 - 10:56 AM) *
შენ გუილისხმობ აი ასეთ სტოპერს

კი მაგისთანა სტოპერს ვგულისხმობ და ნამეტანი სტრანნია თუ არ აქვს მაგისთანა რაცხა sad.gif
TARASICHA
ციტატა(gela @ Jan 16 2014, 10:56 AM) *
ja_ja


არ აქვს მსგავსი არაფერი ნიტროებს, ამიტომ დავუდე ის ხრახნიანი შაიბა და მიამკვდარა ადგილზე, შედეგად აღარც არეულა, რა ვიცი რა ვიცი , ხელები ამიწევია და გავედი ჩემი ნებით : ))

მართლა ეგრეა, არ აქვს დამატებითი ბოლტი დასაფიქსირებლად ამ ნიტროს და ეგ შაიბა ნამდვილად კარგი გამოსავალია
sekurifa
დააკვირდი თოფს იმ ადგილას სადაც ლულის ჩამკეტი ენაა ქვემოდან. ის ენა ჩაკეტვისას ხომ გადადის ღერძზე რომ დააფიქსიროს ლულა. თუ ვერტიკალური შატკა აქვს ესეიგი ჩაკეტვისას ენა რომ გადადის ღერძზე მერე ცილდება მას და ლულა ფამფალებს. მაგას თვალითაც შეატყობ.


ანუ ეგ ენა კიდე უნდა ამოვიდეს ცოტათი. ამისთვის ამოღება უნდა მაგ ენას და ოდნავ ჩაქლიბვა აი აქ.


იმასაგ გეტკვი რომ კროსმანებზე მე ეგ არ გამიკეთებია ჯერ. კასტანებზე და სხვა მოდელებზე კი. არამგონია სხვა პრინციპი იყოს მაქ. თუ ამოიღებ მაგ ენას და იქნება ისეთი როგორიც სნახაზზეა მაშინ შეიძლება ჩაქლიბვა.

ასევე კიდე შეიძლება იყოს სხვა მომენტიც. ხდება ხოლმე რომ ეგ ენა კი ედება ღერძს ჩაკეტვისას, არ რჩება ზაზორი ღერძს და ენას შორის მაგრამ მაინც აქვს ვერტიკალური შატკა. ასეთ შემთხვევაში ენას აკლია დახრის კუთხე იმ მხარეს სადაც ღერძს ედება დასაფიქსირებლად. ასეთ შემთხვევაში ენის ჩათლილი კედელი უფრო უნდა დაქანდეს რომ გაჭედოს


ახლა დააკვირდი ამ ორი მიზეზიდან რომელი ჭირს შენს თოფს

Nehalem
gela
Rebellion

ღია სამიზნეზე შეკითხვა იმიტომ გამიჩნდა რო დამაინტერესა თუ შეიძლებოდა დაყენება გადავქექე ინტერნეტი მაგრამ ქარხნულად და მარტივად დასაყენებელი ნორმალური არაფერი იყო
მართლაც უადგილოა კონდახზე ნამდვილად არ მიფიქრია
გასაგებია ყველაფერი დიდი მადლობა მეგობრებო რომ გამარკვიეთ
cuxo12
ვიყიდე BENJAMIN NPS იგივე CROSMAN NPSS ვერსად ვერ ვშოულობ სილიკონის მანჟეტს IARAGI.Ge ზე არ ჰქონდათ და როგორც ვიცი ფორუმზე აქვს რამდენიმეს ეს თოფი და იქნებ მიმასწავლოთ ან სად ყიდულობთ ან საიდან იწერთ ამისთვის მანჟეტს ? დიამეტრი აქვს 29 მმ.
sekurifa
ციტატა(cxuo12 @ 16th January 2014 - 12:33 PM) *
იქნებ მიმასწავლოთ ან სად ყიდულობთ ან საიდან იწერთ ამისთვის მანჟეტს ? დიამეტრი აქვს 29 მმ.

თუ გრეგორის არააქვს მაშიმ მაგას მაღაზიებში ვერ იშოვი. მაგნუმში აქვთ ჰასტანის მანჟეტები იქნებ მოერგოს რომელიმე. ხოლო თუ ამაზონნიდან ან რამე სხვა მაღაზიიდან გამოცერას დააპირებ გირჩევ უკრაინაში შეუკვეთო ოსტატს ვინც მაგეებს ასხამს. Манжеты от Олега ეგრე დაგუგლე.

მე გამოვიყენე მაგის მანჟეტები როცა ჰასტან 99 გადავიყვანე ჰაერის ზამბარაზე და ძან კმაყოფილი დავრჩი. ქარხნულზე გაცილებით კარგია. ორი კვირაში ჩამომივიდა ფოსტით.
TARASICHA


ახლა დააკვირდი ამ ორი მიზეზიდან რომელი ჭირს შენს თოფს
[/quote]
მე თუ მეუბნები შატკა ჩემსას ვერტიკალურად არ აქვს, ჰორიზონტალურად აქვს და მაგ შემთხვევაში რა ხდება?
TARASICHA
TARASICHA


ესეთი ზაზორი აქვს ჩემს ნიტროს და ნორმალური მომენტია? ვისაც გქონიათ შეხება ამ იარაღებთან ესე ქონდა თქვენ თოფებსაც?
gregory
ციტატა(gela @ 16th January 2014 - 10:56 AM) *
მასე იყო გრიშასთან ნაყიდ MTR77-ზეც. ოღონდ იმას ჰაერი გასდიოდა გადასახსნელთან. მანდაც ბოლტის გადაჭერის ამბავი იქნებოდა, უბრალოდ აღარ გვინახია,

gela
არ გვინახია იმიტომ რომ ახალზე გადაიცვალა ეგრევე wink.gif
აი სხვა ამბავი რომ ყოფილიყო, ჩემთან შეცვლა არ იქნებოდა პრობლემა, მარა ამაზონს რას უზამდი ნეტა?

ilo
ციტატა(gela @ 16th January 2014 - 10:56 AM) *
20 მეტრში პროპკებზე ვკაიფობდი და რავი, თუ მეტ სიზუსტეზეა პრეტენზია, მაშინ გავჩუმდები : )


+100
gela
gregory
ციტატა(gregory @ 16th January 2014 - 10:01 PM) *
აი სხვა ამბავი რომ ყოფილიყო, ჩემთან შეცვლა არ იქნებოდა პრობლემა, მარა ამაზონს რას უზამდი ნეტა?

ეგ თავისთავად მასეა გრიგოლ, მე სხვა რამეს ვამბობ რომ, კროსმანის პროდუქციაში როდესაც ლულის ყანყალია, ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბრაკია ან რამე მაგდაგვარი, უბრალოდ ზოგზე ბევრად არის გადაჭერილი და ზოგზე ნაკლებად, ამ ყველაფრით კი უფრო იმის თქმა მინდოდა რომ , არ შეშინებულიყვნენ ხალხი და არ აეთვალწუნებინათ კროსმანის პროდუქცია უმნიშვნელო რამის გამო, გამოუცდელი ახალბედა ფორუმელი შეიძლება დაფრთხეს და დარჩეს შთაბეჭდილება რომ ვითომ კროსმანის პროდუქცია წუნიან პროდუქციას უშვებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, ძალიან ხოშიანი ფიშტოები აქვს კროსმანს და მე პირადად ძალიან მომწონს.

თან შენთან ყიდვას პლიუსი ის აქვს რომ, პირადად ნახავს მყიდველი იარაღს, ხელში დაიჭერს და იქიდან გამოიტანს აზრს თუ რეალურად რომელი უფრო მოსწონს და იმას იყიდის,
თან როგორ არ ვთქვა რომ პირადად ჩემთვის არაერთი შეღავათი გაგიკეთებია ფასდაკლების ამბავში : ) და დარწმუნებული ვარ მარტო ჩემთვის არ გაგიკეთებია ფასდაკლება,
მე თუ გამოვიწერე ამაზონიდან, მხოლოდ იმიტომ რომ, აღარ მინდოდა შენი შეწუხება, იმ მხრივ რომ, იმდენჯერ დამიკელი ფასები რომ მეუხერხულა კიდევ მოსვლა და მეთქვა, ამაზეც რამდენს დამიკლებო : )) თორე ჩემთვის ის 20 და 30 ლარიანი სხვაობა არაფერს ნიშნავს, ამას გულით ვამბობ, მირჩევნია პირადად ვნახო იარაღი, შევამოწმო, ხელში დავიკავო და გავაანალიზო რას ვყიდულობ, თან იმ დღესვე და არა ორ კვირიანი ლოდინი, თუ როდის ჩამოვა გამოწერიდან, ან რა მდგომარეობაში ჩამოვა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩისტა ადამიანურად მომერიდა კიდევ იმ სიტყვით მოვსულიყავი შენთან და მეთქვა ამა და ამ იარაღზეც დამიკელი ფული თქო, რაც არაერთხელ გაგიკეთებია არა მარტო ჩემთვის, სხვა ჩვენი თანაფორუმელებისათვისაც : )
cuxo12
SEKURIFA იქნებ კონკრეტულად დამაკვალიანო სად დავუკვეთო რაღაცეები კი ვნახე გუგლში მარა სად შევუკვეთო ვერა და ზომები მეთვითონ უნდა მივცე თუ იცის თვითონ?
sekurifa
ციტატა(cxuo12 @ 16th January 2014 - 11:52 PM) *
SEKURIFA იქნებ კონკრეტულად დამაკვალიანო სად დავუკვეთო რაღაცეები კი ვნახე გუგლში მარა სად შევუკვეთო ვერა და ზომები მეთვითონ უნდა მივცე თუ იცის თვითონ?



http://airgun.org.ua/forum/ აქ ნახე. დარეგისტრირდი. Олег 2100 აქვს ნიკი.

მიწერ თოფის მოდელს. ფასები არვიცი ახლა რა აქვს. მგონი როცა აგზავნის საზღვარგარეთ სამ ცალზე ნაკლებს არ ყიდის + გამოსაგზავნი ფული შენ უნდა გაუგზავნო სადღაც 12$. მერე შEნი უბნის ფოსტის ინდექს ეტყვი, მისამართს და გამოგიგზავნის. ნახე გადახედე რა როგორ გაწყობს.
Cowboy
მეც შემოგიერთდებითsmile.gif შევიძინე ბატონ გრიგოლთან.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.