დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Benjamin Nitros-ს მფლობელებო
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3
ხ.მ.ე.ლ.ო
ისადა, რა გაგიზიაროთ აბა? smile.gif რა გაინტერესებთ smile.gif

ისე ჩემს თემაში მირჩევნია დამისვათ შეკითხვები, თუ რეალურად რამე გაინტერესებთ, ყველაფერს გეტყვით smile.gif
Lukiane123
Venom nitro iaragi.ge ze ragirs? An ganvadebit 1 wlianze 50 larshi chacetevi?
Ase 30 metrshi sa adirod kargia?
Adre mqonda chveulebrivi prujiniani kisti da imas prujina uslabdeboda da amas araferi arunda chade isrole vso xo ?
TORA
SVD
ნიტრო პისტონზეა. ისე მე vantage np უფრო მომწონს, გარე სამიზნის გამო, დიზაინით კიდე ვენომი ჯობია.
ხ.მ.ე.ლ.ო
SVD
ეს არ არის ვენომის თემა, შეხვალ თუ არა პნევმატური იარაღის განყოფილებაში, იქვე გიწერია ვენომის სათაურით თემა და დაგეზარა იქ რომ დაგეწერა?...
თანაც ლათინური შრიფტით ნუ წერ თუ შეიძლება, ერთი ის რომ ძლივს იკითხება, მეორე ის რომ ქართველები ვართ და ჩვენ ჩვენი ანბანი გვაქვს smile.gif

კი, 30 მეტრში სანადიროდ გამოდგება. ნიტრო ზამბარაზეა, მაგრამ მაინც მარადიული არაფერია და გარკვეული (დიდი ხნის შემდეგ) დროის შემდეგ რეკომენდირებულია შეცვლა.

რაც შეეხება შეძენის საკითხს, ან გრეგორს დაუკავშირდი ჩვენს თანაფორუმელს და ის დაგაკვალიანებს თავის პროდუქციის შესახებ, ან კიდევ ჩემი ახლობელი ყიდის (თუ არ გადაუფიქრებია) და შემეხმიანე პირად მესიჯში და თავის შალითით შეიძლება გაგატანოს შედარებით საკმაოდ დაბალფასად თითქმის ახალი თოფი. (განვადებით არა მგონია)
Lukiane123
გუშინ ტელეფონით ვიყავი და მაგიტომ ვწერდი იინგლისური შრიფტით.ახალი ვარ და არ ვიცი ჯერ სად რა არის ამიტომ აქ დავწერე .დაკიდერ რამაინტერესებს აი დიგომში რომ არის პეტრიწის ორში თუ პეტრიძის აი მანდ ანუ იარაგი.გე ზე ეგ თოფები თურქულია?
TORA
არა ამერიკული თოფებია. ჩინეთში იწყობა და მერე ამერიკაში იგზავნება როგორც ვიცი. ჩინეთში აწყობა უფრო იაფია და ქარხანას იქ აწყობს რო ააწყობინოს. თორე ამერიკაში რო ააწყონ უფრო ძვირი დაჯდება და ორმაგად ძვირი ეღირება ამიტომ მყიდველი შემცირდება. ისე აქ აღარ დავპოსტოთ თორე ოფდება თემა. smile.gif
Lukiane123
ერთი კითხვას და ვსოო რა.ანუ იარაგი.გე ზე რომ თოფებია კარგი ხარისხის არის და არარის თურქული ნაგავი ? http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html ამას ვგულისხმობ კონკრეტულად
ხ.მ.ე.ლ.ო
SVD

არც თურქული თოფებია ნაგავი ისე რო იცოდე... გააჩნია მოდელს...
ტყუილად დაგიპოსტე მაგ მაღაზიის მფლობელის სახელი და პირადი გვერდი? შედი აქ და დაუკავშირდი რა. მისწერე პირადი მესიჯი და თვითონ გეტყვის ყველაფერს. ერთ ერთი კითხვაო ამბობ და ერთი გვერდი გამოვიდა საერთო ჯამში...
Shabka
რა აზრის ხართ Benjamin Titan NItro XS ზე? როგორი პიშტოა? გამძლეა? ოპტიკას მალე შლის? და ა.შ... თუ ვინმეს გაქვთ დამიწერეთ ზუსტი ინფორმაცია რაა... ძაან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეხა მაგის გარკვევა....
bubusicha
ძალა აქვს ჟანგშეპარულ ვედროს ხრიტავს, სიზუსტის რა გითხრა აბა...
ნიკა
ციტატა(bubusicha @ Nov 12 2015, 09:10 PM) *
ძალა აქვს ჟანგშეპარულ ვედროს ხრიტავს, სიზუსტის რა გითხრა აბა...


არ არის ზუსტი?
SCORPIONS
bubusicha
ციტატა(bubusicha @ 12th November 2015 - 09:10 PM) *
ჟანგშეპარულ ვედროს ხრიტავს,
მასეთებს ხო 99% გახვრეტენ.
Lukiane123
ციტატა(koba1973 @ May 30 2016, 09:48 AM) *
მოგესალმებით.
მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის. კეთილი იყოს ჩემი ფეხი.
რაც შეეხება ბენჯამენ ნიტროს პრობლემებს

ეტყობა ბევრ ეგზემპლიარს ახასიათებს. ახლახანს შევიძინე მეორადი, ცუდი გაჩარხვის გამო ლულას ჰორიზონტალური რყევა აქვს. ვაპირებ შესაბამისი სისქის ფოლადის ფირფიტა გამოვჭრა და ლულასა და მის დამჭერ ფრთებს შორის მოვათავსო. რას ფიქრობთ ამ მეთოდზე?
ვერტიკალური რყევა არა აქვს მაგრამ ლულაზე ოდნავ დაწოლით ლულა ტყდება და ვფიქრობ სროლის დროს როცა დგუში ეჯახება ცილინდრის კედელს ლულა იხსნება .

სალამი კეთილი იყოს შენი ფეი ფორუმზე,ეხლა რაც შეეხება იარაღს,არამგონია მაგ მეთოდმა გაამრთლოს,სროლის დროს ლულა რო იხსნება ეგეთი რაე პირველად გავიგე,ვინტები ხომ არ აქვს მოშვებული ? მოხსენი კონდახი და ყველა ვინტი ხელხლა კარად გადაუჭირე წესით უნდა ეშველოს
mister_io
ციტატა(koba1973 @ 30th May 2016 - 12:34 PM) *
ლულის დამჭერ ფრთებს შორის ჩატანებული ფირფიტა ღრეჩოს შეამცირებს და ლულის ჰორიზონტალური რყევა შემცირდება

ფირფიტის გარეშეც უნდა გამოსწორდეს ეგ რყევა კარგად დაუჭირე ის ბოლტი რაც ლულას იჭერს
ja_ja
ELS117DC - ეს არის ქარხნული ნომერი მოდელის, მაგალითად გადახედე ამ ლინკზე მოდელებს, ყველას უწერია ბოლოში რაღაც სპეც თავისი ნომერი.. ნუ ეს არის შიდა ქარხნული იდენტიფიკატორი, ყოველ ახალ მოდიფიკაციას სხვა ნომერი ეძლევა რომ განსხვავება იცოდნენ, საჭიროა ეს აღდგენა შეკეტებისას, რომ იცოდე ამ კონკრეტულ მოდელში რა ცვლილებებია შეტანილი.

საერთო ვარიანტში კი ყველა ერთი ძირითადი მოდელის ქვე მოდიფიკაციები. საერთოდ კროსმანი ზალიან ხშირად აკეტებს მინი-მინი ცვლილებებს, იქ რაღაც ვინტს დაამატებს, აქ რაღაც კონდახის პლასტმასის შემადგენლობას შეცვლის... აი მაქედან იჩითება ეგ სტრანნი ნუმერაცია, ასე რომ მაგას დიდად ყურადღება არ უნდა მიაქციო.

NPSS - ეს არის შემოკლება, კერძოდ NP ეს არის nitro piston, ხოლო SS არის შრაუდერის აღმნიშვნელი, ნუ ერთი S აღნიშნავს რომ შრაუდერია, მეორე აღნიშნავს რომ სრულად არის ლულა დაფარული შრაუდერში, პროსტა ეგ ტერმინი ინგლისურად აღარ მასხოსვს, ასე რომ ეგ NPSS უფრო აღნიშნავს გამოყენებულ ტექნოლოგიებს


საერთოდ კი კროსმანს ასევე უყვარს სხვადასხვა რეგიონებისთვის განსხვავებული მოდელების გამოშვება, ასევე უყრავს დიდი რელელერისთვის სხვა დასახელების მოდელების გამოშვება, სინამდვილეში ყველა ერთი და იგივეა

რაც შეეხება ლულაში რეზინას...ჰმმმ მანდ ვერაფერს ვიტყვი, სავარაუდოდ სილიკონი იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ფერმა არ დაგაბნიოს, სილიკონი შავით შეიძლება იყოს განჭირვალე, მოყვითალოც და ვარდისფერიც smile.gif ანუ სილიკონისთვის ფერის შეზღუდვა არ არსებობს, მარტო ფერით ნუ განსაზღვრავ, წესიტ სილიკონი იქნება იმიტომ ტრომ რეზინა მაგ ადგილზე ხშირი ხახუნის გამო მალე გაცვდება.
gregory
ციტატა(koba1973 @ 28th June 2016 - 10:43 AM) *
ბატონ გრიგოლს ამ მოდელზე უწერია ELS117DC.

ეგ მოდელი კაიხანია აღარ გამოდის

ციტატა(koba1973 @ 28th June 2016 - 10:43 AM) *
რუსულ ფორუმებზე- Crosman Rem NPSS 8-RNP77XM NiTro.

საერთოდ ქროსმანი ციფრ 8-ს უმატებს დასუსტებულ( 7 ჯოულამდე) ვერსიებს რუსული ბაზრისთვის კანომმდებლობის შესაბამისად..
ციტატა(koba1973 @ 28th June 2016 - 10:43 AM) *
კიდევ ახლებს ლულაში "შემამჭიდროებელი სალნიკი" რეზინის აქვს თუ სილიკონის. ჩემი მეორადი ვიყიდე და რეზინის ქონდა და მალე აიცირცნა.

ახლებსაც და ძველებსაც შავი სილიკონი აქვთ, ოღონდ რაღაც არასტანდარტული ფორმისაა

gregory
koba1973
სამწუხაროდ მაგის სალნიკი არ მაქვს sad.gif

ციტატა(koba1973 @ 28th June 2016 - 06:29 PM) *
კიდევ მაინტერესებს შრაუდერის მოხსნა თუ შეიძლება რომ დავშალო და გავწმინდო. დამწვარი ზეთის საშინელი სუნი აქვს ლულას.

წინ, ცხვირზე ხუფი მოუშვი და შრაუდერი დაატრიალე


gregory
ეგ მოდელი აღარ მაქვს და ზუსტად არ მახსოვს. ისე ლულიდან შეხედე: "შესტიგრანკის" ადგილი ხო არაა?


ამ სქემას დააკვირდი
Kick_Ass
გამარჯობათ! ორიგინალი მანჟეტის ყიდვა სად შეეძლება? ისეთი თოფებისთვის როგორიცაა - რუგერ უმარექსი, დიანა, Weihrauch blush.gif
ja_ja
პირველ რიგში გაგიმარჯოს.

დიდი თხოვნა იქნება ქართულად დაწერო ხოლმე ტექსტი, თორემ ლათინური სიმბოლოებით ტექსტის წაკითხვა მოუხერხებელია, პლიუს ფორუმზე ჩამონტაჟებულია სპეციალური სკრიპტი რომელიც წესით ავტომატურად ქართულად უნდა გაწერინებდეს, აქედან გამომდინარე კითხვა გამიჩნდა როგორ მოახერხე ლათინური ტექსტით აქკეფვა? რაიმე ჩვენ გვაქვს გასასწორებელი თუ როგორ მოხდა ლათინური ტექსტი? რა მოწყობილობით და რა ბროუზერით ხარ შემოსული?

რაც შეეხება შენს კითხვას, შენს მიერ ჩამოთვლილი მწარმოებლების იარაღების სუპორტი პრაქტიკულად საქართველოში არავის აქვს, ერთი Weihrauch-ის რაღაც დეტალები შეიძლება ჰქონდეს "მაგნუმს" (ისიც დიღომში რომ "გუდვილია" იქ თუ ექნებათ მხოლოდ), ასე რომ უფრო უნდა ეძებო შემცვლელ ჩამნაცვლებელი დეტალები, ან ინტერნეტის მეშვეობით გამოიწერო...
Kick_Ass
მოგესალმებით!
"აქედან გამომდინარე კითხვა გამიჩნდა როგორ მოახერხე ლათინური ტექსტით აქკეფვა? " სადაც ტეკსტი იცერება არის ღილაკი ქარტული კლავიატურა-ლატინური.
"რაიმე ჩვენ გვაქვს გასასწორებელი" არა, კველაფერი 5-ზე
"რა მოწყობილობით" ჩვეოლებრივი პ.კ.
"რა ბროუზერით ხარ შემოსული?" იანდეკს ბრაუზერი wink.gif
Dიდი მადლობა რომ მიფასუხეთ
Kick_Ass
ციტატა(ja_ja @ Jul 4 2016, 10:49 AM) *
პირველ რიგში გაგიმარჯოს.

რაც შეეხება შენს კითხვას, შენს მიერ ჩამოთვლილი მწარმოებლების იარაღების სუპორტი პრაქტიკულად საქართველოში არავის აქვს, ერთი Weihrauch-ის რაღაც დეტალები შეიძლება ჰქონდეს "მაგნუმს" (ისიც დიღომში რომ "გუდვილია" იქ თუ ექნებათ მხოლოდ), ასე რომ უფრო უნდა ეძებო შემცვლელ ჩამნაცვლებელი დეტალები, ან ინტერნეტის მეშვეობით გამოიწერო...

რო დავამზადო ხარისხინი პროდუკცია მანჯეტები, პრეპუსკის სალნიკი მოტხოვნილება იქნება ისეტ პროდუკციაზე? ჩინურ სილიკონთან შედარებიტ ძვირი იქნება მაგრამ უპრო იაფი ვიდრე ინტერნეტის მეშვეობით გამოიწერო...
ja_ja
Fliegen_Axt
ჯერ შენ ის გამაგებინე ბაზარს სწავლობ საკუთარი პროდუქსციის შესაქმნელად, თუ შენთვის თოფის გასარემონტებენ დასააბგრეიდებლად დახმარებას თხოულობ smile.gif

მოთხოვნილება რა უნდა იყოს აგერ შენ გაგიჩნდა ეგ კითხვა სხვა რავიცი აქ ეგეთი კითხვა არ მინახავს, ხოლო მოდიფიკაციებზე მაქსიმუმ 2-3 კაცმა გააკეთა შეცვლა რომელიღაც თოფებზე... ნუ ჩვენთან მაგ მხრივ დიდი ბაზარი არ არსებობს, უფროსქწორედ დიდი კი არა საერთოდ ბაზარი არ არსებობს, გარდა ათასში ერთხელ მსურველისა, ასე რომ რამეს თუ გააკეთებ ისევ ჯობია გარე ბაზარზე იფიქრო... smile.gif

თუ გასაღებაზე ვისაუბრებთ, ამ თემაში აღარ გაარგძელო საუბარი, მაშინ გადადი ყიდვა გავიდვის განყოფილებაში და იქ ვისაუბროთ მაგ საკითხებზე, აქ კონკრეტული თოფის განხილვაა და არა სასურველი ბაზრის შესწავლა.
Kick_Ass
ციტატა(ja_ja @ Jul 4 2016, 04:20 PM) *
Fliegen_Axt
ჯერ შენ ის გამაგებინე ბაზარს სწავლობ საკუთარი პროდუქსციის შესაქმნელად, თუ შენთვის თოფის გასარემონტებენ დასააბგრეიდებლად დახმარებას თხოულობ smile.gif

მოთხოვნილება რა უნდა იყოს აგერ შენ გაგიჩნდა ეგ კითხვა სხვა რავიცი აქ ეგეთი კითხვა არ მინახავს, ხოლო მოდიფიკაციებზე მაქსიმუმ 2-3 კაცმა გააკეთა შეცვლა რომელიღაც თოფებზე... ნუ ჩვენთან მაგ მხრივ დიდი ბაზარი არ არსებობს, უფროსქწორედ დიდი კი არა საერთოდ ბაზარი არ არსებობს, გარდა ათასში ერთხელ მსურველისა, ასე რომ რამეს თუ გააკეთებ ისევ ჯობია გარე ბაზარზე იფიქრო... smile.gif

თუ გასაღებაზე ვისაუბრებთ, ამ თემაში აღარ გაარგძელო საუბარი, მაშინ გადადი ყიდვა გავიდვის განყოფილებაში და იქ ვისაუბროთ მაგ საკითხებზე, აქ კონკრეტული თოფის განხილვაა და არა სასურველი ბაზრის შესწავლა.


ბაზარს ვსწავლობ საკუთარი პროდუქსციის შესაქმნელად.
ja_ja
მაშინ ყიდვა გაყიდვაში გადაინაცვლე აქ კი წაიშლება ეს საკითხები,

შემდეგში თხოვნა მექნება თუ რაიმეს კითხვა გინდა პირდაპირ დასვი ხოლმე კითხვა და არა ისე როგორც აქ გააკეთე, ვითომ და რაღაც იარაღისთვის გამოიკითხე სად გეყიდა ესა თუ ის ნაწილი და შემდეგ აღმოჩნდა სულ სხვა ქვეაზრი smile.gif

წარმოებას მივესალმებით, და კარგია, დასამალი და მოსარიდებელი მანდ არაფერია, პროსტა მთავარია უკუღმართულად არ იყოს ეს ყველაფერი. და იმ თემაში სადაც შესაბამის ინფოს დაწერ წარმოების შესახებ, მიაწერე რისგან კეთდება რა პლიუსები აქვს და ასევე სასურველია საკუთარი სურათების მიმაგრება, ბოლო-ბოლო 21-ე საუკუნეა და ხალხს უკვე ვიდეო ინფორმაცია აღარ ყოფნის, მხოლოდ ტექსტი კი დღეისთვის ნამეტანი მშრალად გამოიყურება.
ja_ja
koba1973
სურათები დადე აბა...

ისე თუ პოულობ ხოლმე იმ რაღაცას დაშლის დროს? მიახლოებით რა მასალაა? რაიმე შედუღების შლაკი ხომ არაა?, თუმცა ცილინდრში რა უნდა მაგას ნიხტ ზნაიუ smile.gif
ja_ja
აუფ... ეგ კაი მოშნი ნაჩხაპნები გქონია sad.gif

ეგ კონსტრუქცია ვინტის ხვრელს ხომ არ ედება და ეგ ხომ არ აფურცლავს რაიმე ნამცეცებს? რომელიც მერე შიგნით დაკატაობს და თავის შავბნელ საქმეს აკეთებს???

მგონი პირველ ეტაპზე რაიმე ბორმანქანით ან რაიმეთი უნდა დაამუშავო შიდა წახნაგები რომ ჩიგნით ჩაღუნული თავები არაფერს არ ჰქონდეს...
Kick_Ass
გამარჯობათ! სილიკონი რომელიც დათვირტულ მექანიზმების შეზეტვა შეეძლება სავარაუდოთ 100გრამი-70-80 ევრო ღირს და თუ თქვენ ასეთი ხარისხის სილიკონი გაოიყენეთ კაია wink.gif
15-20-30 ლარიანი სილიკონის ცასმა მანჟეტზე, დგუშზე დს სხვა დატვირტულ მექანიზმებზე არა მიზან შეწონილი. ისეთი სილიკონი ვარგისია პცპ, ტიპის პნევმატიკაში რეზინის პროკლადკების შესაზეტად რომ არ დაიგლიჯოს.
მანჟეტისთვი სინტეტიკური ძრავის ზეთი
Kick_Ass
scratch_one-s_head.gif
mister_io
koba1973
ეგ ტაოტი რაც დაწერე გააფუჭებს თოფს, თუგინდა თოფმა იმუშაოს ნორმალურად, მოაცილე ეგ რაც წაუსვი და იყიდე რაიმე სილიკონის ბაზაზე დამზადებულ;ი ტაოტი და არა ზეთი
mister_io
ციტატა(koba1973 @ 14th July 2016 - 05:37 PM) *
სილიკონის ბაზაზე დამზადებული ტაოტი მეეჭვება რაიონში ვიშოვო. რას უზევს ეგ ტაოტი მანჟეტს გააფუჭებს?

ხო გააფუცჰებს და საწვალებელი გაგიხდება მერე, ჯობს მერე მანჟეტის ძებნას ეხლა ტაოტი მოძებნო
Kick_Ass
იაფინი სილიკონი იწვება, დგუშის სწრაფი მოძრაობის დროს. ლიტოლ-24 ზაპხულის პერიოდში ჩვეულიბრივ მუშაობს მტავარია შეკუმშვის კამერაში არუნდა მოხდეს. რო აგრილდება ლიტოლი სქელდება და დგუშს შესამჩნევად "ატორმოზებს" მაგრამ ტგ პრობლემა არარი.
ჩემს Weihrauch და კროსმანს ვზეტავდი, MAG-1 Hi-Temp Disc Bake -თ იგივეა რაც ლიტოლ 24, ამერიკულია წიტელი ფერისა,ლიტოლტან შედარებიტ ტხელია, დაჟე ატა ნეოს ამ ტაოტიტ ვზეტავ. როგორც დავაყვირდი შეზეთვიდან-შეზეთვამდე მინიმუმ 1 წელია მუშაობს. Weihrauch-ი, შეზეტვის 1 წლის შემდეგ დავშალე იგივე ნაირად "სველი" იყო რაც დაზეტვის დგეს. რაოდენობას აქ მნიშნილობა, ძაან თხლატ უნდა წაუსვა.
თორნიკე
მოგესალმებით ფორუმელებო,
ახლა ვიპოვე ეს თემა და ძალიან დამეხმარეთ,
ჩემს Benjamin NPS-ს იმხელა შატკა ქონდა შურუპმა ერთი ბრუნი გააკეთა გადაჭერისას smile.gif,
მაგრამ სამწუხაროდ რადგან ჩემი პირველი იარაღია მეგონა ასეც უნდა ყოფილიყო.
Multi-Tool
თორნიკე
ვინტს ლურჯი ფერის, რეზბის ფიქსატორი წაუსვი და აღარ მოეშვება.
თორნიკე
ციტატა(Multi-Tool @ Nov 16 2016, 09:49 AM) *
თორნიკე
ვინტს ლურჯი ფერის, რეზბის ფიქსატორი წაუსვი და აღარ მოეშვება.


Multi-Tool
გმადლობ რჩევისთვის, ვცადე ბოლომდე მოშვება მაგრამ რამდენიმე ბრუნის შემდეგ გამაგრდა და აღარ დავატანე ძალა, ისევ გადავუჭირე,
ვფიქრობ უნდა ესვას ისედაც რადგან დანარჩენ ვინტებზე რაც კონდახის მოსახსნელად მოვუშვი ყველგან ესვა, სამარეზზეც კი ეხვია რაღაც რომელიც თითის გამოსაკრავის პლასტმასს ამაგრებს კონდახზე,
თუ შეგიძლია მომწერე სად შეიძლება მასეთი რეზბის ფიქსატორის შეძენა ყოველი შემთხვევისთვის თუ დამჭირდა, რაიმე განსაკუთრებული დამჭირდება თუ ჩვეულებრივ სანტექნიკის მაღაზიებში ვიკითხო?
Multi-Tool
თორნიკე
მე დომინოში ვიყიდე მანქანების ქიმიის განყოფილებაში.
კარფურშიც არის, ოღონდ იქ ორივე ერთ შეკვრში იყიდება
წითელიც და ლურჯიც.
თორნიკე
ციტატა(Multi-Tool @ Nov 16 2016, 10:36 PM) *
თორნიკე
მე დომინოში ვიყიდე მანქანების ქიმიის განყოფილებაში.
კარფურშიც არის, ოღონდ იქ ორივე ერთ შეკვრში იყიდება
წითელიც და ლურჯიც.


Multi-Tool
გაიხარე, დიდი მადლობა.
xmaladze
გამარჯობათ მე ვიყიდე პნევმო აგვისტოში 250 ტყვია ვისროლლე და როდის უნდა დავზეთო ანუ გავწმინდოოო ??? მადლობა წინასწარ
gregory
კარგ ტყვიებს თუ ისვრი, მაშინ სადღაც 1000 გასროლის მერა ხოლმე ლულა გასაწმენდი.
რაც შეეხება მექანიზმს, იქაც ყოველი 1000 გასროლის მერე 1 წვეთი სილიკონის ზეთი უნდა ხოლმე
xmaladze
გასაგება მადლობააააა
giorgi80
გამარჯობათ.თუიცით გრეგორს თუაქ ბენჯამენ ნიტრო1500 და რაგირს?
soso_k3
ბარემ პირადში მიწერე შე კაი კაცოოო smile.gif))
gela
koba1973
ციტატა(koba1973 @ 22nd May 2017 - 09:10 PM) *
აპ პოსტს იმ იმედით ვწერ, რომ თუ არავის გამოადგება, ფორუმს მაინც ცოტა გამოაცოცხლებს, თურემ ბოლო დროს რაღაც ..... თუ რა ვიცი..... რა ვიცი.


თავის მართლება საჭირო არ არის, პირიქით, მინდა გითხრა რომ ძალიან საჭირო ინფო მიაწოდე მაგ იარაღის მფლობელებს, სხვასაც რომ იგივე დაემართოს, ეცოდინება რას უნდა უშველონ , ურო მეტიც, ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენა და მითუმეტეს იმ პრობლემის მოგვარება სასურველია ფორუმშიც აისახოს,, შეიძლება ყოველ დღე არა, მაგრამ როდისმე შენი გამოცდილება ვინმეს აუცილებლად გამოადგება, ასე რომ ჩემგან დიდი მოწონება ამ პოსტს
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2026 Invision Power Services, Inc.