ციტატა
(chagela @ 11th April 2010 - 03:23 AM)
შარშან ნოემბერში ჩამომივიდა Gamo Viper Combo,
საინტერესოა, სურათებს და მცირე მიმოხილვას ვერ დადებ?
აუცილებლად, მაშინ უბრალოდ ნათესავები მყავდა სტუმრად კაი ხანი და თან ამინდებიც
არ იყო უკვე კარგი და ნამდვილად ვერ მოვახერხე, მერე ახალი წელი, მერე ბავშვი შემეძინა
და ...
Viper Combo არის 2006 წლის მოდელი.
ისე მოკლედ რაც შემიძლია ვთქვა GAMO-ზე, მგონი გამოასწორა ხარისხი.
სხვათაშორის რუსეთის ფორუმებზეც ამ წლის მერე გამოშვებულ მოდელებზე
უწერიათ რომ მოიხსნა ლულების პრობლემა, ცენტრირებასთან და ხრახნილებთან
დაკავშირებით.
ყუთში იდო თვითონ Viper, 50 ცალი რაპტორი და GAMO-ს მხარის საკიდი, რომელზეც
უკვე იყო საუბარი ფორუმზე, თან მოყვება უფასოდ.
მე პირადად შეფუთვა მომეწონა და დავწერე 4+
კონდახი არის სინთეთიკა საკმაოდ კარგი დამუშავების და ბოლოვდება რეზინით,
რომელიც ასევე საკმაოდ კომფორტულია და დავწერე 4+
ლითონის დამუშავების ხარისხიც კარგია.
დგუშის ცილინდრიშიგნიდან იდეალურად არის დამუშავებული, თუ არ ჩავთვლით ქვედა ჭრილს,
სადაც მაინც დაჭირდა დამუშავება ნაწიბურების მოსაცილებლად და დავწერე 4
დგუში კარგად დამუშავებული იყო ხელიც არ მიხლია, ასევე ზამბარაც და დავწერე 4+
აი დამამძიმებელს დაჭირდა დრელში ჩადება და ნაწიბურების მოცილება, სიმძიმე კი
საკმაოდ კარგი ქონდა და დავწერე 3+
სასხლეტი მექანიზმი ორსაფეხურიანი და რეგულირებადია, მარა უკეთესიც შეიძლებოდა 3+
ლულა რაც ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას კარგია, მაგრამ მეტს ვერაფერს ვიტყვი.
დეკონსერვაცია ჭირდება სტანდარტულად, ისეთი რაოდენობითაა შიგნით საცხები მასალა.
მანჟეტი გადარჩენილი იყო სრულად, ალბათ ბევრი არ უწვალებიათ ქარხანაში.
ხმა დიდი აქვს გასროლისას, საკმაოზე მეტი. ძალიან ვერ გაერთობი უბანში.

სიზუსტეზე ვერაფერს ვიტყვი, როგორც ზემოთ ვახსენე მაგის დრო არ მქონდა,
მაგრამ არ მგონია იმედები გამიმტყუნოს. ვნახოთ...
რაც შეეხება სიმძლავრეს, მაგის ნაწილობრივ შემოწმება შევძელი. მე ვცხოვრობ საკუთარ სახლში,
დოლიძეზე და ეზო კი მაქვს 15 მეტრი, ალბათ მეტიც.
იმ დროისათვის მქონდა მხოლოდ Avanti Diablo Match .177 Cal, 8.4 Grains, Wadcutter, 250ct
ჩამოვაყოლე ჩემს ბერეტას.
ნუ რა ვთქვა 1.5სმ ფიცარი გააქვს უპრობლემოდ და ეხლა უკვე CUM-იც მაქვს და როდესაც მაგითი
გამოვცდი მერე გავაკეთებ უფრო ვრცელ რეპორტს.