დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ამაზონზე შეკვეთა
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > ჩვენი ინტერნეტ მაღაზია - airgun.ge
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
foxi
ხვალ მივდივარ usa2georgia უნდა ავიღო შტურმით! რამდენი წელია მაგათი კლიენტივარ და იმედია თოფს ოპტიკიანად ჩამომატა
ნინებენ. აბა უოპტიკოთ რა ვიყიდო? biggrin.gif ძვირფასს ფორუმელებს ხვალე მოგახსენებთ ვოიაჟის შედეგებს.
ja_ja
chagela
ნუ დაიზარებ ეს ტექსტი დააკოპირე ცალკე ახალი ტემა გახსენი ზ.დ.პ-ს განყოფილებაში და დაარქვი ამა და ამ თოფის მიმოხილვა. დაამატე რამდენიმე სურათი და.. მართალია ძალიან პაწუწკუნა, მაგრამ რაცხა მორეპორტო ელემენტი გამოვა.

foxi
ფოოოოქსი, ფოოოოოქსი, წინ, წინ, ფოოქსი, ფოოქსი smile.gif
chagela
foxi
წიიიინ......
მიდი და დაელაპარაკე. ესე და ესე, პნევმატიკის ჩამოტანა მინდა-თქო. გეტყვიან ბალონით არაო, დატუმბული არაო და რამე...
შენც smile.gif აბა რა, რას ბრძანებთ სხვანაირად რავა ვიზავ-თქო. და 99% უპრობლემოდ ჩამოგივა, თუ მანამდე (ღმერთმა არ ინებოს)
რამე არ შეიცვალა.

!!!!!!!! ოღონდ გაითვალისწინე U2G 300ლარის ზევით არაფერს არ ჩამოგიტანს !!!!!!!!
!!!!!!!! უნდა დარეგისტრირდე GLS-ში, იგივეა რაც U2G, სრული სახელი ჟღერს ასე USA2Georgia-GLS Group !!!!!!!!
რეგისტრაციაც იგივეა და პირობებიც, ოღონდ სხვა მაილი გამოიყენე. ოთახის ნომერი იქნება განსხხვავებული BXXXXX

geojorjika
ja-ja

სურათების ამბავსაც მოვაგვარებ. როგორც ვთქვი ეს უცბათ რაც შევძელი დავწერე. როდესაც გავტესტავ თოფს ბოლომდე, თან
უკვე CUM-ები მაქვს 10.5-იანი, სრულ რეპორტს გამოვაცხობ smile.gif ისეთს რომ ჯა_ჯას მოეწონოს biggrin.gif

P.S.
ჯა_ჯა შენს რეპორტებს ვერ შეედრება, მაგრამ მე ვეცდები, მაინც პირველი იქნება.
ისე საღოლ შენს ენერგიას, ფორუმზე ბევრი უნდა იყოს ეგეთი წევრი.
ja_ja
chagela
ციტატა(chagela @ 11th April 2010 - 09:05 PM) *
!!!!!!!! ოღონდ გაითვალისწინე U2G 300ლარის ზევით არაფერს არ ჩამოგიტანს !!!!!!!!

ისე მაგ საკითხში თუ ერკვევუი მაგათ საიტზ ემეც წავიკითხე ეგ და ესეიგი განსაბაჟებელი რაცაა ჰკიდიათ არ ჩამოიტანენ? და მაგათგან რა მიდის? დატოვონ საბაჟოზე და ვსიო.

თუ რაღაც მე ვერ გავიგე, ანუ დაურეგისტრირებლად 300 ლარზე მეტს არ ჩამოიტანენ და თუ დარეგისტრირდები მაგათთან მერე 300 ლარზე მეტიც მოსულა?
Power_VANO
ja_ja
არა ჯა_ჯ, რეალურად ეგაა ერთი კომპანია, უბრალოდ აქვთ ორი საიტი: usa2georgia.com (<300 ლარიანი ნივთებისთვის) და gls.ge (300+ ლარიანი ნივთებისთვის). უსა2გეო-თი მოაქვთ ისეთი ნივთები, რასაც განბაჟება არ სჭირდება, GLS-ით კი ის ნივთები, რასაც განბაჟება სჭირდება. აი თუ ვთქვათ უსა2გეო-ზე გაუშვი განსაბაჟებელი ნივთი, მაშინ რა მოხდება არ ვიცი biggrin.gif
nihontoman
ციტატა
სასხლეტი მექანიზმი ორსაფეხურიანი და რეგულირებადია, მარა უკეთესიც შეიძლებოდ


გაცილებით, გაცილებით, გაცილებით უკეთესი შეიძლება იყოს სასხლეტი... ჩემი უკვე ყელში ამომდის, მარა 50 დოლარი და ჩალიჩი GRT III-ის სასხლეტზე მაინც მენანება sad.gif

ხო, სურათებს ველით და შენ იცი აბა...


ფოქსი, მიაწექი, შენთან ვარ. (დიანა ხო არ გინდა?)
chagela
power_vano
მართალი ხარ 100%
აი რაც ბოლოს თქვი იმასთან დაკავშირებით მეც არ ვიცი, აზრად არ მომსვლია ეგ მეკითხა,
თანაც იმდენი ხანია ეგ გამოყოფა მოხდა, რომ ვინც მაგათი მომსახურებით სარგებლობს,
ყველამ იცის ეგ ნიუანსი.
მაგრამ..... ვაიდა $კურსმა ზედმეტად გაითამაშოს და ავტომატურად გაცდე 300ლარს,
ნეტავ მართლა როგორ იქნება ეგ საქმე? უნდა გავარკვიო აუცილებლად.
კიდევ გავიმეორებ ჩემი თოფის ჩამოტანისას (ნოემბერში) დამირეკეს და მითხრეს,
ჩვენ რაც გვეხებოდა ჩამოვიტანეთ და აწი შენი გასაბაჟებელიაო.

ჯა_ჯა ეგ არის GLS Group და როგორც მივხვდი შვილობილი კომპანიის პონტია USA2Georgia. ამერიკის მისამართი ერთიდაიგივეა, მხოლოდ ოთახის ნომერი განსხვავდება.
მაგ.: U2G-ს აქვს U-XXXXX, ხოლო GLS-ს B-XXXXX
foxi
ციტატა(Power_VANO @ 11th April 2010 - 10:47 PM) *
ja_ja
არა ჯა_ჯ, რეალურად ეგაა ერთი კომპანია, უბრალოდ აქვთ ორი საიტი: usa2georgia.com (<300 ლარიანი ნივთებისთვის) და gls.ge (300+ ლარიანი ნივთებისთვის). უსა2გეო-თი მოაქვთ ისეთი ნივთები, რასაც განბაჟება არ სჭირდება, GLS-ით კი ის ნივთები, რასაც განბაჟება სჭირდება. აი თუ ვთქვათ უსა2გეო-ზე გაუშვი განსაბაჟებელი ნივთი, მაშინ რა მოხდება არ ვიცი


ეს კაცი მართალს ამბობს 100%. მე დიდიხანია ჩამომაქვს სამკაულები მაგ ფირმით, ასერომ დანამდვილებით ვიცი ეგ საქმე.
უბრალოდ პნევმო არჩამომიტანია ჯერჯერობით. იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
foxi
აიე აქედან რომელიმეს ჩამოვიტან თუ თავები არგაიგიჟეს.

http://www.pyramydair.com/s/m/Diana_RWS_34P_Pro/1497

http://www.pyramydair.com/s/m/Diana_RWS_34P_Pro/1497

გრიგოლის რომ ჩამოქონდეს ძალიან მაგარი იქნებოდა მაგრამმ არააქ მაგ კაცს ეგ საქმე გაცარხული. მარტო crosmani აქვს. ყველამ ვიცით

ჰოდა crosmanis ეს მოდელი მინდა მაგრამმ მაგათ საიტზე არარის და ვერ ჩამოაქვს გრიგოლი.

http://www.amazon.com/Crosman%C2%AE-Phanto...5565&sr=8-4
geojorjika
foxi
დიანასა სადღაც 400$-მდე დაგიჯდება განბაჟებიანად smile.gif
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 12th April 2010 - 02:40 AM) *
ჰოდა crosmanis ეს მოდელი მინდა მაგრამმ მაგათ საიტზე არარის და ვერ ჩამოაქვს გრიგოლი.

http://www.amazon.com/Crosman%C2%AE-Phanto...5565&sr=8-4

ახურებ რა smile.gif თუ გინდა ეგ მაგაზე მარტივი არაფერია, ყიდულობ გრიშასთან თოფს ოპტიკიანად, გრიშასთანვე ყიდულობ 1 კოლოფ CUM-ებს, ამობეჭდე მუყაოზე 20 ცალი სამიზნე, თუ გინდა მე დაგიბეჭდავ და რაცხა ტყავის ნაფლეთებია კიდევ დასათრევი თუმცა რისთვისაა არ ვიცი.

რეალურად მაგ ნაკრებიდან დაგჭირდება თოფი და ტყვიები, ქარალდის სამიზნეების დედაც და იმ ტყავის ჩასადების ჭკუაც biggrin.gif
Hellados
foxi-ს არ იყოს მეც Crosman® Phantom .177 Shooters Kit-ის წამოღებაზე ვფიქრობ... პროსტა ეგაა რომ იმაზე ვჭოჭმანობ, ღია სამიზნე რომ არ აქვს ეგ მომავალში დამჭირდება?
Power_VANO
Hellados
არაა, ღია სამიზნე მარტო მაშინ დაგჭირდება, თუ ოპტიკა არ გაქვს, ან ჰა-ჰა თუ 2 მეტრაში მოგიწია სროლა, რაც ალბათ 1000-ში ერთხელ ხდება. მოკლედ, პრობლემა არაა ღია სამიზნის არქონა smile.gif
nihontoman
ფოქსი ეგ დიანა მართლა კაი რამეა, საკმარისი ძალა და კარგი სიზუსტე სანადიროდ, თან ეგ მოდერიც მუშაობსო ასე თუ ისე...

მოკლედ, მგონი ღირს დაჯე განბაჟებიანაც... თან რა სასხლეტი აქვს!
bazuka
ციტატა(geojorjika @ Apr 12 2010, 09:23 AM) *
foxi
დიანასა სადღაც 400$-მდე დაგიჯდება განბაჟებიანად smile.gif

ხუმრობ ალბად, 350$ მარტო საბაჟომდე დაჯდება და იქ კიდე რახდება იციი sad.gif



http://www.pyramydair.com/s/m/Beeman_Wolve...S1_Trigger/1405

ვააა საინტერესო რამააა
geojorjika
bazuka
450 უნდა დამეწერა რავიცი მე ეგრე დავთვალე ამაზონზე smile.gif
foxi
ეხლა გავაიასნე ამბები. ერთი სიტყვით ჯერჯერობით დიანას ამბები მოიხსნა. ძალიან იკბინება ფასები მაგ თოფებზე!
usa2georgia ასეთ პასუხს იძლევა დასმულ კითხვაზე, პნევმო იარაღთან მიმართებაზე: ჩამოვიტანთ,ოღონთ არა ოპტიკიანს!
ოპტიკით ჩამოტანის შემთხვევაში საბაჟოზე გარკვევა თავად მოგიწევთო!(ეს ცოტა გაუგებარია!)თუ განბაჟებას არექვემდებარება
მე რაღა უნდა ვარკვიო მებაჟეებთან? ერთი სიტყვით სრული ბარდაგია საბაჟოზე როგორც ვატყობ.

ახლა მეორე საკითხი რომელიც ბევრ ფორუმელს დააინტერესებს.კერძოთ:

ყველამ ვიცით რომ გარკვეულ საიტებზე ქართული ბარათებით ყიდვა შეუძლებელია, მეტიც, თანხები იბლოკება კიდეც.
გამოსავალს გვთავაზობს ბარამი,რომელიც თავისი ამერიკული ბარათით ყიდვას ითვალისწინებს.ამ მომსახურებაში ვიხდით 13%.
სამაგიეროთ არანაირი პრობლემა ყიდვებთან დაკავშირებით,რათქმაუნდა სახლში მოტანით.

აი ეს ინფოებია დღეისათვის ინტერნეტ ვაჭრობასთან დაკავშირებით.
kaka8079
ფოქს ამერიკან ექსპრესიც ვერ ქაჩავს მაგ დედა.... მაღაზიებში.ანუ საქართველოს ბანკის ამერიკან ექსპრესი მაქ მხედველობაში
foxi
ციტატა(kaka8079 @ 12th April 2010 - 04:34 PM) *
ფოქს ამერიკან ექსპრესიც ვერ ქაჩავს მაგ დედა.... მაღაზიებში.ანუ საქართველოს ბანკის ამერიკან ექსპრესი მაქ მხედველობაში

მე როგორც ვიცი ვერა.
kaka8079
მაშ რა იმ ბარათს მხოლოდ სახელი აქ დედა აფეთქებულს ამერიკული?რ განდაბად ვგინდა თუ თავის სამშობლოში ვერ ქაჩავს.ალბატ ყველაპერი იმაშია რომ მისამართი ბარათზე მაინც საქართველოსი იჩითება
Hellados
fromusa.us არის ფირმა და მაგათაც ჩამოაქვთ ნივთები usa-დან. დღეს ველაპარაკე და თოფზე და ეგეთ ნივთებზე კილო 10$-იო და ზოგადად 7.50$ ღირს...
მოსმახურება იმათი ბარათით ჯდება ღირებულების 5%-ი. ასე რომ ბარამს სჯობია აშკარად... ( მე ხომ ყველანაირად ვცდილობ რომ ბარამს ავაცილო თავი biggrin.gif )
foxi
ციტატა(kaka8079 @ 12th April 2010 - 04:42 PM) *
მაშ რა იმ ბარათს მხოლოდ სახელი აქ დედა აფეთქებულს ამერიკული?რ განდაბად ვგინდა თუ თავის სამშობლოში ვერ ქაჩავს.ალბატ ყველაპერი იმაშია რომ მისამართი ბარათზე მაინც საქართველოსი იჩითება


თ ეგ ბარათი ამერიკაშია აღებული იცოცხლე ყველგან უბერავს,აქ კი არმუშაობს!

ციტატა(Hellados @ 12th April 2010 - 04:53 PM) *
fromusa.us არის ფირმა და მაგათაც ჩამოაქვთ ნივთები usa-დან. დღეს ველაპარაკე და თოფზე და ეგეთ ნივთებზე კილო 10$-იო და ზოგადად 7.50$ ღირს...
მოსმახურება იმათი ბარათით ჯდება ღირებულების 5%-ი. ასე რომ ბარამს სჯობია აშკარად... ( მე ხომ ყველანაირად ვცდილობ რომ ბარამს ავაცილო თავი )


ბარამს ტყუილად ემდური, მაგ ფირმას ყველა სახის ოპტიკის ჩამოტანა შეუძლია ასევე პრობლემა არააქვტ პნევმატიკაზეც.

კილოზე 10$ ძალიან ძვირია.ბარამის რეგისტრირებულ კლიენტს 8$ უწვეს. რაც შეეხება 5% მომსახურებას თუკი კილო 10% ია
მაგ 5% მომსახურებას აზრი ეკარგება. ასევე ეგ ფირმა არარის ისეთივე ცნობილი როგორც ბარამი ან თუნდაც უსა2.
kaka8079
ამერიკაში აღებული ბარათი გაქაჩავს?რომ გავაკეთებინო ეგ ბარათი ამერიკაში ვთვათ მერე მაგის შევსებას შევძლებ საქართველოში და რა იქნება მერე მისი საკომიოს თუ საერთოდ არის ეგ შესაძლებელი?
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 12th April 2010 - 04:29 PM) *
ყველამ ვიცით რომ გარკვეულ საიტებზე ქართული ბარათებით ყიდვა შეუძლებელია, მეტიც, თანხები იბლოკება კიდეც.
გამოსავალს გვთავაზობს ბარამი,რომელიც თავისი ამერიკული ბარათით ყიდვას ითვალისწინებს.ამ მომსახურებაში ვიხდით 13%.

ნუ ეგ კი კაია, მარა ისედაც ძვირიანი საქონელი კიდევ ძვირდება sad.gif

ისე კაი ინოფოა ადრე 15% ჰქონდათ, იმედია დააკლებენ კიდევ.

kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 12th April 2010 - 04:34 PM) *
ფოქს ამერიკან ექსპრესიც ვერ ქაჩავს მაგ დედა.... მაღაზიებში.ანუ საქართველოს ბანკის ამერიკან ექსპრესი მაქ მხედველობაში

არა თუ სუპორტი არა აქვს საერთაშორისოსი ამექსიც ვერ გაქაჩავს რადგან ბილინგის სისტემაში "საქართველოს ბანკის" ამექსს უწერია Geo და არა US ეს 2-3 კვირის წინ გავიგე პროექტ მენეჯერისგან, ასე რომ არ მოტყუვდებიან არ გაქაჩავსო sad.gif


ციტატა(kaka8079 @ 12th April 2010 - 04:42 PM) *
მაშ რა იმ ბარათს მხოლოდ სახელი აქ დედა აფეთქებულს ამერიკული?რ განდაბად ვგინდა თუ თავის სამშობლოში ვერ ქაჩავს.ალბატ ყველაპერი იმაშია რომ მისამართი ბარათზე მაინც საქართველოსი იჩითება

ნუ იდეაში უკვე გიპასუხე, მუღამი მხოლოდ ის რჩება რომ საკრედიტო ბარათია და ბონუსები გერიცხება....

Hellados
ციტატა(Hellados @ 12th April 2010 - 04:53 PM) *
fromusa.us არის ფირმა და მაგათაც ჩამოაქვთ ნივთები usa-დან. დღეს ველაპარაკე და თოფზე და ეგეთ ნივთებზე კილო 10$-იო და ზოგადად 7.50$ ღირს...
მოსმახურება იმათი ბარათით ჯდება ღირებულების 5%-ი. ასე რომ ბარამს სჯობია აშკარად... ( მე ხომ ყველანაირად ვცდილობ რომ ბარამს ავაცილო თავი )

და რათ გნდა მაგისთანა მაზახიზმი, ამაზონზე იყიდე როგორი ოპტიკაც გინდა და გაუშვი ბარამში არანაირი პრობლემა არ არსებობს, ეგრევე ჩამოაქვთ და გაბარებენ ყველანაირი კითხვების გარეშე.

foxi
ციტატა(kakha @ 12th April 2010 - 04:58 PM) *
ბარამს ტყუილად ემდური, მაგ ფირმას ყველა სახის ოპტიკის ჩამოტანა შეუძლია ასევე პრობლემა არააქვტ პნევმატიკაზეც.

+100

kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 12th April 2010 - 05:35 PM) *
ამერიკაში აღებული ბარათი გაქაჩავს?რომ გავაკეთებინო ეგ ბარათი ამერიკაში ვთვათ მერე მაგის შევსებას შევძლებ საქართველოში და რა იქნება მერე მისი საკომიოს თუ საერთოდ არის ეგ შესაძლებელი?

რაცხა ვერ გავიგე...
ანუ ამერიკაში თუ მოახერხებ მაგის აღებას ჩათვალე სუპერ კაცი ხარ. ნუ აღება ცოტა პრობლემატურია, იმიტომ რომ საკრედიტო ისტორიაზე და შემოსავალზე გამოწმებენ უბედურად, ისე რადი პონტა სასტავს არ აძლევენ მაგ ბარათს და საქართველოსგან განსხვავებით ლამის 4-ჯერ უფრო მკაცრი პირობებია აღებაზე

რაც შეეხება მაგის შევსებას, თუ სწორედ გავიგე, ანუ დახარჯული ბალანსი რომ შეავსო საქართველოდან თანხით ხომ? რა პრობლემაა გადარიცხე ბარათზე მიბმულ ანგარიშზე თანხა და მორჩა პრობლემა. პროსტა კაი იქნება იქაური ინტერნეტ ბანკიც რომ გქონდეს და ნახო რამდენი დაჯდა და რამდენია კიდევ შესავსები, იმიტომ რომ გადარიცხვისას საკომისიო თანხები იჭრება და შეიძლება იმდენი არ მივიდეს რამდენიც შენ გინდა, ან იქ სხვა ხარჯებიც იყო (მაგალიტად ათვისებული საკრედიტო ლიმიტის მომსახურების თანხა), თუ მთლიანად არ დაფარავ ხოლმე თანხას მგონი 3 თვეში იბლოკება ტანხა და სანამ არ დაფარავ ყველა დავალიანებას აღდგენაზე ოცნებაც კი ზედმეტია (პლიუს ჯარიმები)

კონკრეტულად საკომისიო დამოკიდეულია თანხის მოცულობაზე, მგონი 0.2%-ია, მინიმუმ 30 თუ 50$-ია. ანუ თუ პატარა თანხას რიცხავ და ამ თანხის 0.2% არ არის 30 ან 50$, მაშინ ბანკი მომსახურებაში მინიმუმ იმ 30 თუ 50$ აგახევს, ხოლო თუ დიდ თანხას რიცხავ და იმ 30 თუ 50$-ზე 1 ცენტით მეტი მაინც გამოდის, მაშინ მინიმალურის აღარ გახევენ და 0.2%-ს გარიცხავენ.

მოკლედ ზუსტი საკომისიოს თანხები დამოკიდებულია მიმღებ ბანკზე და ქვეყანაზე.
kaka8079
მეზობელი მყავს ამერიკაში მოქალაეც არის და ვთხოვ რომ თავის სახელზე გამიკეთოს ერთი ბარათი სერიოზული ქალია და თუ არის შესაზლებელი არამგონია დაიზაროს ეს ამბავი რა.მოკლედ მოვაბამ ამ ამბავს მე თავს ტუ მართლა ასე სასიკეთოდ გამოგვადგება ეგ ბარათი ჩვენ.ოი სულ დამავიწყდა ჩემს საცოლეს ვეტყვი მაგას ყავს მანდ დეიდა დეიდაშვილი კი გატხოვილია და ქმარი ყავს ამერიკელი იქნება და მაგან გამიკეტოს,მოკლედ ამ დგეებში გავარკვევ ყველაფერს.
kaka8079
მოკლედ მიტხარიტ მე ყველაზე მეტად რომელი ბარათი გამოგვადგება და მაგას დაუზაკაზებ თუ დავითანხმე რომელიმე მათგანი.

ja_ja
kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 12th April 2010 - 06:10 PM) *
მოკლედ მიტხარიტ მე ყველაზე მეტად რომელი ბარათი გამოგვადგება და მაგას დაუზაკაზებ თუ დავითანხმე რომელიმე მათგანი.

კოკ ჯერ ნუ ჩქარობ. ჯერ გასარკვევია შემდეგი რამ, ბარათის თანხის შევსებისას რამდენი იქნება ხარჯი. თუ აღმჩნდა რომ 150$-ისას ვყიდულობთ და მრე ეს 150$ რომ ბარათზე შევავსოთ 150+50$ უნდა გადავრიცხოთ.... მაგას ჯობია რავარც ახლა ვყიდულობთ ამაზონიდან ისე იყოს ყველაფერი, თორემ ის 50$ ან დანკვეთებმა უნდა გადავინაწილოთ და ძვირდება საქონელი, ან კიდევ ერთმა კაცმა უნდა იხადოს მიცენატობის პონტში, მე პიადად გამიტყდება ეგეთი რამ და მირჩევნია ჩემებურად გავაგრძელო დაკვეთები ვირდე ვიღაც ვაზარალო.

კაროჩე ჯერ გაარკვიე რომელ ბანკში შეიძლება ბარათის აღება (იდეაში ნებისმიერი ბანკი წავა მაგრამ ამერიკაში სიტი ბანკია მაგარი გაპაპსავებულია), მერე ქართული ბანკებია ჩამოსარბენი და გასარკვევია ამერიკაში 150$-ის გადარიცხვისას (ან შესაბამისი თანხის გადარიცხვისას, ნუ მე 150$-ს და 160$ ვთვლი იმ პონტში რომ ჩვენი დაკვეთები მეტს არ სცდება ხოლმე იმის გამო რომ განბაჟება არ მოუწიოს) საკომისიო რამდენი იქნება შესაბამის ბანკშI თანხის გადარიცხვისას, თუ ისეთი თანხებია რაც მე ვთქი უკვე უაზრობაა და ჯობია დავივიწყოთ.
kaka8079
მოკლედ ბანკების ამბავი შენ გაიგე თუ არ გეზარება ბარათზე კი მე ვიჩალიჩებ,კიდევ ერთი ჩემს ძმაკაცს ყავს ახლა ერთი გერმანელი სტუუმრად,მანდ გაკეთებული ბარათI ტუ გამოდგება ყველა მაღაზიისთვის მაგას ავახევდი რომელიმეს.
Hellados
ანგარიში გაახსნევინე ამერიკულ ბანკში და მერე პეიპალზე მიაბი ის ბანკის ანგარიში, verifaid-ი გახდებიე გრევე და იყიდე რაც გინდა, სულო და გულო
Hellados
დღეს ვიყავი fromusa-ში და მოკლედ 7.50$-ად ჩამოგიტანთ კილოს არაა პრობლემაო... ბარამზე იაფი კი გამოდის...
ხოდა წონა ვერ დამიანგარიშა (საიტზე არ ეწერა და აბა საიდან დამიანგარიშებდა) მერე მითხრა მითხარი მიახლოებითი ზომები და ბზარი არაა... იცის ვინმემ ზომები? Crosman® Phantom .177 Shooters Kit -ი მაქვს მხედველობაში
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 12th April 2010 - 06:28 PM) *
კოკ ჯერ ნუ ჩქარობ. ჯერ გასარკვევია შემდეგი რამ, ბარათის თანხის შევსებისას რამდენი იქნება ხარჯი. თუ აღმჩნდა რომ 150$-ისას ვყიდულობთ და მრე ეს 150$ რომ ბარათზე შევავსოთ 150+50$ უნდა გადავრიცხოთ....

მეც ეგ პრობლემა მაქვს, თორე ამერიკული ბარათი არაა, პრობლემა.
ამ 300 ლარიანი ზღვარის გამო არღირს ამის ჩალიჩი, ერთიანად წინდაწინ 500 დოლარის გადარიცხვა კიდე, სადაა მაგდენი, რომ დაიდო.
ja_ja
kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 12th April 2010 - 06:42 PM) *
მოკლედ ბანკების ამბავი შენ გაიგე თუ არ გეზარება

არა რა მეზარება ხვალვე გავიგებ

ციტატა(kaka8079 @ 12th April 2010 - 06:42 PM) *
ჩემს ძმაკაცს ყავს ახლა ერთი გერმანელი სტუუმრად,მანდ გაკეთებული ბარათI ტუ გამოდგება ყველა მაღაზიისთვის მაგას ავახევდი რომელიმეს

შენ არ თქვი თურქეტად დავრეგისტრირდი და ზოგიერთი მაღაზია არ იღებდაო, გერმანიაზეც რომ იგივე იყოს????

Hellados
ციტატა(Hellados @ 12th April 2010 - 07:20 PM) *
ანგარიში გაახსნევინე ამერიკულ ბანკში და მერე პეიპალზე მიაბი ის ბანკის ანგარიში, verifaid-ი გახდებიე გრევე და იყიდე რაც გინდა, სულო და გულო

ეგ ყველაზე კაი ვარაინტია, მაგრამ ანგარიშის შევსება, ანუ აქედან იქეთ თანხის გადარიცხვა რა დაჯდება ხოლმე.....

Power_VANO
აგერ საქ. ბანკის საიტიდან დავაკოპირე: http://www.sb24.ge/?action=238&lang=geo#MoneyTrans

მიმდინარე ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა აშშ დოლარში
"საქართველოს ბანკის" სისტემაში უფასო
ჩარიცხული თანხის გადარიცხვა "საქართველოს ბანკის" სისტემის გარეთ - 0,2%, მინ. 15 აშშ დოლარი და მაქს. 500 აშშ დოლარი
ნაღდის სახით შემოტანილი თანხის გადარიცხვა "საქართველოს ბანკის" სისტემის გარეთ - 0,2%, მინ. 15 აშშ დოლარი და მაქს. 500 აშშ დოლარი
თანხის გადარიცხვა "საქართველოს ბანკი"–ს სისტემის გარეთ, მიმღების მიერ სრული თანხის ჩარიცხვის გარანტიით - 0,3%, მინ. 25 აშშ დოლარი და მაქს. 500 აშშ დოლარი

ანუ იდეაში სტანდარტული საკომისიო 15$ გამოდის 150-160$-ის გადარიცხვისას. მაგრამ მე USA-ში რეალურად 4-ჯერ მაქვს ფული გადარიცხული, აქედან 2-ჯერ იქაურმა ბანკმა დამატებით 15$ ამახია.

ეტყობა ეს მესამე პუნქტი და 25$-იანი საკომისიო მაგის თავიდან ასაცილებლადაა გაკეთებული.


ჰო, საკომისიოზე დაახლოებით იგივე პირობები აქვს ყველა ჩვენს ბანკს, თიბისასაც, სტანდარტსაც და ა.შ.

თიბისის 15$-იანი საკომისიო აქვს, სტანდარტს 20-იანი.
nihontoman
ნახევრად ოფი გამოდის, მარა მაინც დავწერ:

ამაზონს ოფიციალურად ვძულვარ. უკვე მერამდენე ექაუნთი გამიუქმა. ასე, 10-მდე გავხსენი და ყველას მიუქმებს, მხოლოპდ შეკვეთას ვასწრებ და ცოტა ხანში შესვლა რომ მომინდება ექაუნთზე, ეგრევე მეუბნება არაო, ეგეთი ექაუნთი არ არსებობსო. მერე ახალი ექაუნთის დარეგისტრირებას რომ ვცდილობ იგივე სახელით, მეუბნება ეგ ექაუნთი არის რეებს არეგისტრირებო. მერე პაროლის შეცვლაზე ვჩალიჩობ, მარა ბოლო საფეხურზე მეუბნება ინფორმაცია რომელიც მომაწოდე არ მოიძებნაო თუ რაღაც და ვერ შეგიცვლი პაროლსო.

პრობლემა ისაა, რომ ამ ბოლო ექაუნთის დარეგისტრირებისას (სამსუნგ პ3-ს ვიწერდი, უკვე მერამდენედ) ამაზონ პრაიმის უფასო საცდელი ვერსია ჩავრთე, იქნებ ეხლა მაინც არ გამიუქმოს მეთქი ეს ექაუნთი და იქნებ მართლა გამომიგზავნონ მეთქი, მარა შენც არ მომიკვდე, არაფერს არ აგზავნის, ეს ექაუნთიც დახურა ისევე როგორც ნებისმიერი წინა დამიხურა... მე იმის მეშინია რომ უფასო საცდელი ვარიანტის ვადა რომ მორჩება, ექაუნთში ვერ შევალ და შესაბამისად ვერ გამოვრთავ, ამ შემთხვევაში კი უფასო ვერასია ავტომატურად გადაიზრდება ფასიან ვერსიაში (წელიწადში 80 დოლარამდე) და ტყულიად უნდა დავკარგო ფული... ერთადერთი გამოსავალია ეს ვიზა გავაუქმო (არაუშავს, მეორეც მაქვს) და ჩემ ფეხებს წამაჭრიან....


ხო, მართლა კიდევ ერთი კითხვა: არ იცით საიტი საიდანაც შემიძლია გამოვიწერო ელექტრო ტექნიკა იაფად და უპრობლემოდ? (თორემ ცოტა ხანში ამაზონი წყობილებიდან გამომიყვანს და გავაფრენ)

მადლობთ smile.gif
Hellados
nihontoman
მეც იგივე პრობლემა მქონდა და ბოლოს აღმოჩნდა რომ ჩემი ვიზა ბარათი არ მოსწონა.. სხვა ბარათი მივუთითე და მერე უპრობლემოდ დაშიპა
nihontoman
Hellados
შესაძლოა, მარა ჩემი ვიზა რატო არ უნდა მოეწონოს? რითაა ცუდი? ფული სულ მიდევს ზედ biggrin.gif
Hellados
nihontoman
ჩემიც ჩვეულებრივი ვიზა კლასიკკ იყო, სტანდარტ ბანკში მქონდა არებული ამრა რატომრაც ბოლომდე არ მიიღო... მერე მეორე ბარათი ავიღე სტანდარტში და იმაზე იმუშავა ჯიგრულად. სცადე მაინც ეგ ვარიანტი
nihontoman
Hellados
საქმე იმაშია, რომ ეს ბარათი ადრე ამაზონზე იმუშავა. რამდენიმე რამე გამოვიწერე და პრობლემა არ შეუქმნია. აი შემდეგ ჯერებზე კი...

ჩემი თი-ბი-სის ვიზა კლასიკია....
geojorjika
nihontoman
თი-ბი-სის ბარათები არ ევასება ამაზონს wink.gif სერიოზულად გეუბნები, სხვა ცადე საქართველოს ბანკი, სტანდარტი, ბი-თი-ეი smile.gif
Hellados
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 12th April 2010 - 09:07 PM) *
ეგ ყველაზე კაი ვარაინტია, მაგრამ ანგარიშის შევსება, ანუ აქედან იქეთ თანხის გადარიცხვა რა დაჯდება ხოლმე.....

პეიპალის ანგარიში ხომ ექნება? ხოდა აქედან გადაუგზაბნი ხოლმე მის პეიპალ ანგარიშზე უპრობლემოდ, საბანკო გადარიცხვა არ უნდა.
nihontoman
geojorjika
მაიცა, ეგაა პრობლემა? მნდაა.... სხვა რა გზაა, სხვა ბარატებიც უნდა ავირო მოკლედ... ამას კი მაინც გავაუქმებ, ყელში ამომივიდა....


მარა ერთი რამე მაინც ვერ გავიგე: კაი, ბარათი არ მოსწონს და ნუ მოსწონს, მარა მაგის გამო ექაუნთს რატო მიუქმებს? ეს ყველაფერი ასე ძალიან არის გადაბმული? იმისი თქმა მინდა, რომ ნების,მიერ დროს შემიძლია სხვა ბარათით ვისარგებლო ჩემი ექაუნთიდან, ფიქსირებული და რამე არაა და რა პრობლემაა....

მოკლედ ვტბ ბანკის მინდა ავიღო და ეგ როგორაა ამაზონტან? მაგასაც პრობლემა აქვს?
Power_VANO
სტრანნა... ამაზონის ექაუნთია მაქვს უკვე რამდენი ხანია, არ გაუუქმებია. ჯამში 5-6 ბარათი მაქვს გამოყენებული. 2 საქ. ბანკის ვიზა ელექტრონი, 1 საქ. ბანკის ორენჯი - ვიზა კლასიკი, 1 საქ. ბანკის ორენჯი - მასტერქარდი, 1 - თიბისის ვიზა ელექტრონი და 1-იც სტანდარტ ბანკის ვიზა კლასიკი smile.gif ცოცხალია ექაუნთი ახლაც smile.gif
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 12th April 2010 - 09:50 PM) *
ჩემი თი-ბი-სის ვიზა კლასიკია....

თი-ბი-სი სერიოზულად ჭედავს, ოღონდ ნუ ჩამითვლი საქ. ბანკის რეკლამაში და უბრალო Visa Electron-ი მაქვს მიბმული და პრობლემა არ შემქმნია, დაჟე მეგობრებისთვსი რაღაცეებს რომ ვიწერ ახალ ექაუნთს ვარეგისტრირებ ხოლმე და იმაზე ვაბავ ჩემს დაღუპულ ვიზას, ვსიო, მუშოაბს ვირივით 4 ექაუნთზე, ახლა მეხუთე კაცი მეჩალიჩება biggrin.gif აშკარად იმის ექაუნთსაც გაუძლებს.

Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 12th April 2010 - 09:16 PM) *
ანუ იდეაში სტანდარტული საკომისიო 15$ გამოდის 150-160$-ის გადარიცხვისას. მაგრამ მე USA-ში რეალურად 4-ჯერ მაქვს ფული გადარიცხული, აქედან 2-ჯერ იქაურმა ბანკმა დამატებით 15$ ამახია.

ეტყობა ეს მესამე პუნქტი და 25$-იანი საკომისიო მაგის თავიდან ასაცილებლადაა გაკეთებული.

ჰო, საკომისიოზე დაახლოებით იგივე პირობები აქვს ყველა ჩვენს ბანკს, თიბისასაც, სტანდარტსაც და ა.შ.

თიბისის 15$-იანი საკომისიო აქვს, სტანდარტს 20-იანი.

არა 15$ პონტია არ იქნება, ეს მხოლოდ აქაური ბანკის საკომისიოა, ამავედროს უნდა დაემატოს მიმრები ნბანკის საკომისიო SWIFT სისტემის გამოყენებისას და ჩემს მტერს თუ შუაში კიდევ შუამავალი ბანკია. მინიმუმ იმიტომ მახსოვდა 30$, ანუ 15 აქეთ 15 იქეთა მხარეს, მარა აქ კიდევ საკომისიოს გადახდის ტიპები ერთვება
GAR
OUR
BEN
ანუ

GAR - მიმღები გარანტირებულ თანხას იხდის და შენ იხდი მთესლ საკომისიოს, ამ შემთხევვაში ბანკები ზედმეტ თანხას გადებინებენ და თუ საჭირო არ იყო მერე გიბრუნებენ (ეს პუნქტი ყველაზე მურტალია ვიცი ჩვენი ბანკიდან, რამდენჯერმე მოხდა სიტუაცია რომ რაღაც გაუგებრობით კლიენტმა სხვა ტიპით გადარიცხა და ჩვენგან GAR-ით გავიდა, მოუწია ბანკს გადახდა მართალია ბანკისთვის დიდი თანხა არაა მაგრამ დამატებით 15$ მეტი რომ დაამატეს ვიცი, ნიტო 30 ნიტო50$, მაგის მერე შეიცვალა რაღაც რაღაცეები და ახლა ნიხტ პრობლემო, იღებენ კლიენტისგან თანხას)

OUR- ანუ ჩვენ მე და მიმრები ვინაწილებთ საკომისიოს ტანხებს, ამ შემთვევაში მე ვიხდი ჩემი ბანკის საკომისიოს, ხოლო შუამავალს და საბოლოოს მიმღები, შეიძLება შუამავალი ჩემზე და მიმღებზე გაიყოს, მაგრამ მგონი ძირითადად მიმღები იხდის

BEN - სრულად იხდის საკომისოს მიმღები, ანუ თუ გადასარიცხი მაქვს 30$ ვიხდი 30$-ს და მერე მიმღებს თუ ეს 30$-ის მიღება 150$ დაუჯდა მე მახატია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif როგორც ხვდებით ამ მეთოდს პრაქტიკულად არავინ იყენებს, გარდა იმ შემთXვევებისა როდესაც ვეებერთელა თანხებზეა საუბარი და მიმრები მხარე დათმობას აკეთებს

აქედან გამომდინარე იმისათვსი რომ ანგარიშზე ვთქვათ და სუფთა 150$ დაჯდეს, მინიმუმ 15$აქაური ბანკის და 15$ იქაურის უნდა დაამატო ტანხას ანუ 180$ უნდა გადარიცხო, თუმცა ადრე მახსოვს ვიკითხე და აშკარად მეტი ტანხა მითხრეს ვიდრე 30$. კაროჩე მაგას ხვალ რამდენიმე ბანკში გავარკვევ ზუსტად.


Hellados
ციტატა(Hellados @ 12th April 2010 - 10:08 PM) *
პეიპალის ანგარიში ხომ ექნება? ხოდა აქედან გადაუგზაბნი ხოლმე მის პეიპალ ანგარიშზე უპრობლემოდ, საბანკო გადარიცხვა არ უნდა.

არა მაგით შეავსებ პეიპალის ანგარიშს, ხოლო თუ ბარათიდან ჩამოიჭრა თანხა მაშინ იმას შევსება ხომ უნდა.... პლიუს აქედან პეიპალის შევსება 1:1-ზე არ ჯდება, რამდენიმე სისტემით უნდა გადარიცხო და საკმაოდ იზრდება მოხულობა, ლამის 100$-ის შევსებაზე 130-ს იხდი.
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 12th April 2010 - 10:09 PM) *
მარა ერთი რამე მაინც ვერ გავიგე: კაი, ბარათი არ მოსწონს და ნუ მოსწონს, მარა მაგის გამო ექაუნთს რატო მიუქმებს? ეს ყველაფერი ასე ძალიან არის გადაბმული? იმისი თქმა მინდა, რომ ნების,მიერ დროს შემიძლია სხვა ბარათით ვისარგებლო ჩემი ექაუნთიდან, ფიქსირებული და რამე არაა და რა პრობლემაა....

მოკლედ ვტბ ბანკის მინდა ავიღო და ეგ როგორაა ამაზონტან? მაგასაც პრობლემა აქვს?

თი-Bი-ში-ს აქვს ტავისი ავტორიზაციის სისტემა, UFC, კაროჩე მაგარი ჩუხანი სისტემაა, ვერცერთი ელ მაღაზია და ვერცერთი გადახდის სისტემა გარდა საკუთარი TBC-PAy-სა ვერ აეწყო მაგ სისტემაზე, აქვს ტავისი ზასკოკები, ხან ეჭედება, ხან მთლიანად ეცემა ხოლმე, ამასწინათ მეგობარს დარიცხული ხელფასი ჰქონდა და 1 კვირა ტანხა ვერ აიღო იმიტომ რომ რაცხა დაემართა მაგათ სისტემას, და ეგ იშვიათი არ არის. შეიძლება ამაზონი ბლოკავს თანხას იღებს პასუხს რომ კი მიირებს თანხას მაგრამ მერე TBC-ს სისტემა აგვიანებს ან რაიმე ეგეთი ხდება და ამაზონი იცილებს ეგეთ ექაუნთს როგორც თაღლით ექაუნთს.

წადი და შენც აიღე საქ-ბანკის ვისა ელექტრონი 10 ლარი ღირს, ან სტანდარტ ბანკის, ან BTA ბანკის, ყველგან 10 ლარი ღირს და ვირივით მუშაობს. წავიდა ის დრო როდესაც TBC მაგარი იყო დიდი კაპიტალისა და ედიკას ზურგის გამო, სუულ; ცოტათი შეიცვალა ცხოვრება და ეგრევე ჩამორჩა TBC საქმეს, იმიტომ რომ ტავიდან ეგენი დიდ კლიენტებზე და ბორჯომიდან შემოსულ ტანხებზე იჯდნენ, იმის მერე რაც რუსეთის ბაზარი ჩაიკეთა დაიწყეს წვრილ მომსახურებაზე ფიქრი და ფილიალების დამატება. სამწუხაროდ მაგას ასევე სისტემის ცვლილებაც უნდა...

P.S. ისე TBC ერთადერთი ბანკია რომლის მხოლოდ კლასიკი მუშოაბს ინტერნეტში, ბევრი ბანკის ელექტრონიც კი ჭრის და TBC-ს კი მხოლოდ კლასიკი.
Power_VANO
ja_ja
არა, აშკარად 2-ჯერ საუბარი იყო მხოლოდ 15+15 დოლარის გადახდაზე, 30$ დამიჯდა მაგ დროს საკომისიო, იქ რომ ვაგზავნიდი, იქაურ ანგარიშზე ჯდებოდა 15$-ით ნაკლები, ნუ ეტყობა იქაური ბანკი იღებდა რაღაცას. ეგ ტრანზაქციები TBC-დან მაქვს გაკეთებული.

აი გერმანიაში ერთი 15-20-ჯერ მექნება გადარიცხული და აქედან იშვიათად რომ როდესმე ის დამატებითი თანხა მიმღებ ბანკს (დოიჩე ბანკი) მოეჭრა. სტანდარტულად 15$ მიჯდებოდა ხოლმე უმეტეს შემთხვევაში. სულ 3-4-ჯერ იყო მგონი რომ მოაკლო დოიჩე ბანკმა მიღებულ თანხას.

გერმანიის გადარიცხვებისას თითქმის სულ საქართველოს ბანკს და სტანდარტ ბანკს ვიყენებდი ხოლმე.

ციტატა(ja_ja @ 12th April 2010 - 11:02 PM) *
კაროჩე მაგას ხვალ რამდენიმე ბანკში გავარკვევ ზუსტად.

აი იმ 25$-იან საკომისიოზეც ჰკითხე რა ჯა_ჯ, მგონი ეგ სრული საკომისიოა უკვე და დამატებით საკომისიოები აღარაა საჭირო.
ja_ja
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 12th April 2010 - 11:22 PM) *
აი იმ 25$-იან საკომისიოზეც ჰკითხე რა ჯა_ჯ, მგონი ეგ სრული საკომისიოა უკვე და დამატებით საკომისიოები აღარაა საჭირო

ჩვენებთან ხვალ გავარკვევ აგერ არ მყავს ქოლ ცენტრის გოგოები და ჩვენი ოპერატორები biggrin.gif, დანარჩენ ბანკებსაც ჩამოვურბენ, პლეხანოვზე ბანკები ბუზებივითაა 100 მეტრის რადიურში მგონი 6 სხვადასხვა ბანკია biggrin.gif
nihontoman
ja_ja
მადლობა რო ამიხსენი. ნუ ამ ბარათს ყველა ვარიანტში გავაუქმებ და მერე ალბათ სხვა ბანკისას ავიღებ, მაგალითად ვტბ ან პროკრედიტი ან საქართველოს და ა.შ.
Power_VANO
nihontoman
ისე, საქ. ბანკის ბარათები ჯამში 4 ცალი მაქვს გამოყენებული, ja_ja-ც საქ. ბანკის ბარათს იყენებს და ყველაზე გამოცდილებია მაინც ამაზონზე smile.gif
chagela
მოკლედ არ ვიცი ვის როგორ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია, მაგრამ მაინც დავწერ.
პირამიდზე ჩვენი ბარათები რომ არ ჭრის ყველამ ვიცით, ამიტომ ფულს ყოველთვის
ბანკით ვრიცხავდი და რავიცი უბრალოდ პირველად TBC-ში რადგან მოვხვდი
სხვა ბანკით აღარც მისარგებლია. ჯერ-ჯერობით პრობლემაც არ მქონია.
ნუ ბანკის სპეციალისტი არ ვარ (თუ რამეა შემისწორეთ), მაგრამ TBC-ში მითხრეს,
რომ ABA-ს ქონის შემთხვევაში SWIFT აღარ გამოიყენება.

Wire Transfer:
National City Bank
29001 Cedar Rd.
Lyndhurst, Ohio 44124
C/O Pyramyd Air Ltd.
ABA 041000124
Swift: natcus 33
Acc# 2339948

ანუ რა ხდება რეალურად: მე ვიხდი პროდუქციის თანხას + 15$ და მორჩა ამით.
TBC-ში ანგარიში არ მაქვს და გადარიცხვა ხდება სატრანზიტო? ანგარიშით.
იგივე ვარიანტში გადაირიცხება პირადი ანგარიშიდანო.
დღის 1 საათამდე ჩარიცხული თანხა საღამოს პირამიდის ანგარიშზეა (თუ არ ვცდები
7 საათია სხვაობა) და მიწერს რომ დაიშიპაო.
ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი რომ ამერიკული ბარათის შევსებაც ამ მეთოდით
შეიძლება. ის ბარათიც ხომ რაღაც ანგარისზეა მიბმული.
ის 0.2% ან მინიმალური 15$ თუ არ ვცდები 1500$-მდეა გადარიცხვისას.
geojorjika
Power_VANO
nihontoman
ja_ja
მე ვსარგებლობ სტანდარტ ბანკის ვიზა კლასიკით და არსად პრობლემ ა არ შემქმნია მიკერძოებაშI არ ჩამომართვათ მაგრამ არის რამოდენი მიზეზი რის გამოც პატივს ვცემ ამ ბანკის ბარათს:

1. თუკი გახსნი მინ 20 ლარიან ანაბარს ვიზა კლასიკს გჩუქნიან უფასოდ და + ინტერნეტ ბანკინგი უფასოდ smile.gif
2.ჭრის ისეთ მაღაზიებში სადაც არ ჭრის სხვა ბანკის ვიზა (სხვათაშორის კლასიკიც) მაგალითად ასეთია www.cabelas.com
3.ინტერნეტ ბანკინგი მუშაობს ვირივით მე ჯერ ეგ გათიშUლი არ მინახავს თითქმის ყოველდღე ვიყენებ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.