მოკლედ გუშინ ჩამოვიარე 4 ბანკი, მეტში ვერ მოვახერხე, დრო წაიღო თითო ბანკმა სადღაც 30 წუთი, სამსახურიდან 1 საათით გავედი და ლამის 2 საათის მერე მოვედი. რიგებია იმის დედა ვატირე რა. თან მაინცადამაინც ჩემს წინ უნდა გაჩითულიყო ვიღაც პრობლემატური კლიენტი და მთელი დრო იმაზე მიდიოდა.
ყველა ბანკს დავუსვი ერთნაირი პირობა 155$-ის გადარიცხვა მინდა ამერიკაში სიტი ბანკის, ნიუ იორკის ფილიალში, ბანკებმა მოითხოვეს ამ თანხის გადასახდელად შემდეგი საკომისიოები
მოკლედ პროკრედიტი 15$
სტანდარტ ბანკი 20$
ვი-თი-ბი 15$
საქართველოს ბანკი 15$
მაგრამ არის ერთი სტრანნი პირობა, როგორც კი ვაზუსტებ კითხვას რომ მინდა იმ ანგარიშზე ზუსტად 155$ დაჯდეს იმიტომ რომ რაღაცას ვყიდულობ და მიმღებს ანგარიშზე ზუსტი თანხა უნდა დაუჯდეს წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კიდევ ჩამოეჭრა ამ თანხას რაღაც საქონელს არ გამომიგზავნიან, ბანკები შემდეგს მპასუხობენ
ვი-თი-ბი - ჩვენ გადავრიცხავთ და იმას ანგარიშზე დაუჯდება, თქვენ ხომ არ გაინტერესებთ იმას რა ხარჯები აქვს, იმას ეგ თანხა მიუვა. (პირადად მაეჭვებს ამ ბანკის თანამშრომლის კომპეტენტურობა, რადგანაც ყველა სხვა ბანკმა ასეთი პირობა ვერ დამიდო და მართლებიც არიან, ვი-თი-ბი-ს ამერიკულ ფილიალში კი არ ვრიცხავ რომ მხოლოდ გაგზავნის თანხა მქონდეს გადასახდელი, აშკარად შუამავალი და მიმღები ბანკი ტავის მომსახურებას აიღებენ, მაგრამ ეს თანამშრომელი ვენებს იჭრის, არაო, ხრენ ივო ზნაიტ ვითომ ღიირს დაჯერება?)
სტანდარტ ბანკი - ჩვენგან გადარიცხვა 20$, მაგრამ იმას იქ რას ჩამოაჭრის შუამაბვალი და მიმღები ბანკი წინასწარ ვერ გეტყვით. ვეუბნები რომ მერე რომ გამიხდეს კიდევ 5$ დასამატებელი და მააში დამატებით კიდევ საკომისიოები არ მახიოთ მეთქი დამიზუსტეთქო. გადარეკა რომელიღაც განყოფილეაში, იმან კიდევ სხვაგან... კაროჩე არ ვიცითო, მიმღები ბანკი რაღაცას აიღებს მაგრამ რამდენს არ ვიცითო.
პროკრედიტი - ჩვენგან გადარიცხვა 15$. მიმღებს ზუსტად დაუჯდება 155$ ანგარიშზე? ჩვენ გადავრიცხავთ თქვენს მიერ მითითებულ ანგარიშზე ზუსტად მითითებულ თანხას თუ მიმღებს განაღდებისთვის ამ მიღებისთვის მისი ბანკი დამატებით თანხას წაართმევს ეს თევენი სადარდებელი არ უნდა იყოს... ხრენ ივო ზნაიტ რას გულისხმობენ

საქართველოს ბანკი, ნუ აქ ჩემები სრულად დავგრუზე და მითხრეს რომ სტანდარტულად გადარიცხვა არის 15$, მაგრამ თუ მე მინდა რომ მიმღებს გარანტირებულად დაუჯდეს ანგარიშზე 155$, მაშინ საკომისიო მინიმუმ 25$ იქნება და არა 15$, პლიუს შეიძლება ცვლილება იყოს და სავარაუდოდ მეტობისკენ რადგან 25$ არის მინიმუმი.
თანამშრომელს აქვს ბრიტანეთში გადარიცხული ეგრე თანხა და 25 ფუნტი დაუჯდა, შესაბამისად ეს გამოდის 30$-ზე მეტი, თან მე რომ ლიტვაში ვაპირებდი გადარიცხვას და 60 ევრო უნდა გადამერიცხა მახსოვს რომ დავიანგარიშე გადარიცხვა ძვირი გამომდიოდა და ამიტომ ვესტერნ იუნიონით გავუგზავნე ტიპს თანხა, რომელიც სადღაც 25$-ით მეტი დაჯდა ვიდრე მისაღები თანხა. ანუ 60 ევრო სადღაც 89$ გამოდიოდა და გადარიცხვით გამომივიდა 115$. არ ვიცი კონკრეტულად ლიტვის გამო იყო ეგეთი დიდი სტავკები თუ ევროს გამო... რატომღაც მახსოვს რომ მაშIნ 50 თუ 60 დოლარი მომითხარეს საკომისოო და მაგიტომ ვამჯობინე ვესტერნით გადარიცხვა.
კაროჩე სასინჯია რა, თუ მართლა 15 და 25$ დაჯდა გადარიცხვა... ნუ კიდევ შეიძლება ფიქრი სადღაც 10-12% გამოდის დამატებითი ხარჯები, მაგრამ მაგ შემთვევაში მაგდენ ჩალიჩს პირდაპირ ბარამში შეიძლება მისვლა და მაგათი ბარათით ყიდვა მაგ შემთხვევაში 13% დაემატება საფასურს, მაგრამ ეს 13% გინდ 10-12% კაკრას აუქმებს მთელი დაკვეთის კაიფს. ნუ ეს ჩემი პირადი აზრია.
მე პირადად ისევ ჩერეზ ამაზონი ჩალიჩი მირჩევნია, ვიდრე მაგდენი ზედმეტი მოძრაობის გაკეთება და შედეგად იგივეს მიღება. რავი სინჯეთ და თუ კაი რამე გამოვა მე ხელებს ავწერ და იქეთ გამოგეკიდებით მოღერებული კისერით და თხოვნით - ბიძიებო, ბაბუებო დამეხმარეთ რააა