geojorjika ციტატა(giorgi @ 13th January 2010 - 01:01 PM)

მდაა ოჯენ დაჟე ინწერესნა , მაგრამ ეგეთი კოლოფის გაკეთებას ციფრული ფრეზი ჭირდება აუცილებლად და აქ სად ვიშოვით მაგას?
არამგონია რაიმე სუპერ სიზუსტე იყოს მანდ საჭირო, ბოლო ბოლო პირველ ეტაპზე ძალების მოსასინჯათ შეიძლება პრიამატოკის გაჩალIჩება, პრაქტიკის მიღება და მეორე საფეხურად ტავის მოფხანა ყველაფრის გათვლა და რედუქტორზე ფიქრი.
მაგრამ სანამ ოცნებებში გახვალთ დღევანდელი მაღაზიის "პახოდის" ისტორია არ გაინტერესებთ?
შევდივარ ვათვალიერებ პოლიდან და კედლებიდან დაწყებული ყველაფერს, ჭერის ჩათვლით AT44-ის ხსენებაც არაა არც რეზერვუარის, მივდივარ დახლთან ერთი ახალგაზრდა ტიპია, მეორე ხნიერი მსუქანი ტიპია(არა ბებერი), ვესალმები და...
- გამარჯობა
-გამარჯობა
- თქვენს საიტზე ვნახე თურქული პნევმატური თოფი AT44-ის რეზერვუარი და აქ არ ჩანს
- ეგეთი არ გვაქვს (ამტკიცებს ახალგაზრდა)
- როგორ არა გვაქვს, ეგერაა გამოიტანე (ამბობს მსუქანი, უთითებს საწყობისკენ თითით და მეკითხება) საიტზე რა ღირდა?
- რავიცი რა ღირდა, მე თოფი არ მაინტერესებს რეზერვუარი მინდა, ბალონი თავისი ხვრელით და მანომეტრით
- ეგ გვაქვს მაგრამ ეგ თოფთან ერთადაა, რაღაც გეშლება, საიტზე ეგეთი რამე ვერ იქნებოდა, თოფთან ერთადაა და ეტყობა შეგეშალა
- თოფთან ერთად არ იყო და ცალკე იდო
- არა, არა ეგეთი რამე ვერ იქნებოდა
- მაშინ ცალკე ფასი რატომ ჰოქნდა 100 ლარი? თუ თოფთან ერთად იყო?
- ჰოოო, ეგ ალბათ სოსომ იცის.
- ეგ სოსო ვინაა, ვერ გავიგებთ რა ხდება?
მიდის ტელეფონზე რეკავს და ელაპარაკება, მესმის მონოლოგი
- აგერ მოსულია კაცი, ამბობს საიტზე რაღაც ბალონია თურქული პნევმატიკა რომააო, როგორია, რავიცი ბალონიაო და (უცებ მოტრიალდა მეკითხევა რა ღირდა? 100 ლარი ხომ) ჰოდა 100 ლარი ღირსო, და საიტზე თუ არის აქ რატომ არ გვაქვს? (ისევ მოტრიალდა მეკითხება- ეგ ბალონი როგორია მანომეტრით და კლაპნებით რომაა მთლიანად გინდა? და ეგ ღირს 100 ლარი? - კი მეთქი). ჰოდა 100 ლარიანი რომ არის, ჰო ყველაფერთან ერთადო, რავიცი დაგიდიათ საიტზე და.... კი ყველაფრით, თოფის გარეშე, აქვს ეტყობა კაცს და მარტო ეგ უნდა (აქ ვეუბნები, საიტზე დევს სათადარიგო ბალონის სახელით მეთქი და სულაც არ ნიშნავს თოფთან ერთად ყიდვას მეთქი), ხო საიტზე ყოფილა სათადარიგო ბალონითო, აჰააა, ჰოოოო, თელავში გვააქვს? მერე რაიმე გამოვა? და მე რას მეკითხები შენ დებდი საიტზე და.... ჰო კაი გასაგებია
ამის მერე მომიტრიალდა და მეუბნება:
- ნუ ჯერ აქ არ გავქვს ეგეთი არაფერიო
- კაი როდის რა გაირკვევა, როდის მოვიდე მეთქი
- ხვალ გაირკვევა ეგ ამბავიო, დილით გამოიარე და...
- დილით არ მეცლება დღის მეორე ნახევარში გამოვივლითქო
- კაი გამოიარეო
ასე წამოვედი ყურებ ჩამოყრილი მაღაზიიდან, არადა ბანკომატიდან ბოლო 120 ლარი გამოვაძვრინე, მეთქი დავითრევ მაგის დედაც სანამ გადაუფიქრიათ თორემ მერე ალბათ 150-200 ლარს დაადებენ მეთქი. მოკლედ ვნახოთ შეიძლება (იმედი მაქვს) ხვალ ხელშI ჩავიგდებ მაგ რეზიკს.
კომენტარებს არ ვაკეთებ, ისედავ ყველაფერი გასაგებია. უბრალოდ სამწუხაროა.