tsumbusha ესეიგი რუსულ ფორუმებზე შეიძლება სასტავმა რაღაც სხვა გირჩიოს, მე კი უკრაინულ ფორუმზე ვნახე 2 ტიპი ვინც აკეთებს მოდერებს შენი ჰაცანისთვის, ფასი 50$-დან 60-ევრომდე, ანუ გააჩნია როგორ იქნება დამაგრების სისტემა რეზბაზე (ლულის რეზბაზე დაეხრახნება) თუ მომჭერებზე (ანუ ლულაზე პირდაპირ ჩამოეცმება და მერე ზემოდან 1 ან 2 ვინტით მიეჭირება ლულას). იდეაში პირველი ჯობია და სამწუხაროდ ეგეთი ღირს ყველაზე ძვირი

ესეიგი ერთი სპეცი არის სახელად Valent
მაგის თემას ნახავ აი აქ დარეგისტრირდი მიწერე და დაგეკონტაქტება, ოღონდ გაითვალისწინე, კარგად კი აკეტებს მაგრამ დროში იწელება მაგის ნახელავი, ხანდახან 2-3 თვე უნდება გაკეთებას, რადგან ბევრი სხვადასხავ ტიპის დაკვეთები აქვს და რომელ მომენტში რისთვის იცლის თვითონაც არ იცის. გამოგზავნით ვიცი რომ აქეთ აგზავნის, მაგრამ თუ დაეკონტაქტები აუცილებლად დროზე გაამახვილე ყურადღება, ანუ თუ დაიწყო არ ვიცი და რაღაც ესეიგი დროში შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს.
მაგ თემაშივე ნახავ რამდენიმე უკმაყოფილოს კაკრაზ დროში გაჭიმვის გამო, გადაგდება მაგან არ იცის მაგრამ დროში გაწელვა იცოცხლე

მეორე იმავე ფორუმზე არის Nik_n მაგას მგონი გამზადებული აქვს და პირდაპირ შეუძლია მოგყიდოს, მაგრამ არ ვიცი საქართველოში შეუძლია თუ არა გამოგზავნა.
მაგის თემა არის აი აქ , მეექვსე პოსტში კაკრაზ master-al ეკითხება ჰაცანისთვის მინდა მოდერიო და პასუხობს 60 ევროო. ასე რომ ფასი ნაღდად გარკვეულია მაგასთან

რედუქტორზე ვარკვევ ვინმე მაგ ფორუმზე თუ ჩალიჩობს, უკრაინაში ძირითადად დისკო და CZ-არის გავრცელებული ლამის ყველას აქვს ერთერთი მანც

შესაბამისად მაგ ორზეა უფრო აქცენტირება, თან CZ შედარებით ადრე გამოდიოდა და ხელოსნებიც მის დატუინინგებას უფრო მოერგნენ.
აი მაგალითად South-ი
CZ-ს რედუქტორებს ყიდის , ფასი კაი დიდია 100 ევრო.
მოკლედ მუშაობის პრინციპი შემდეგიამეორე სურათზე დააკვირდი კაკრაზ ეგ რედუქრტორია გამოსახული, რადგან შენს თოფზეც და CZ-ზეც ორივეზე რედუქტორი იხსნება პრინციპი ერთი იქნება, ოღონდ ნუ ჩათვლი რომ CZ-ს რედუქტორი შენს თოფზე წავა. პროსტა პრინციპს გიხსნი.
ანუ იმ მეორე სურათძე არსებულ დეტალს რეზბიანი და ლატუნიანი მხარით ახრახნი თოფში (ანუ ამ დროს რეზერვუარი თოფიდან მოხსნილი გაქვს), როდესაც ამ დეტალს თოფში მოუჭერ, მერე ახრახნი ამ რედუქტორში თვითონ რეზერვუარს და მორჩა ყველაფერი მუშაობს.
ნუ ამას თავისი გარკვეული მინუსიც აქვს, რეზერვუარი ცოტა წინ გამოდის მაგ დროს, და შეიძლება ისე ლამაზად არ გამოიყურებოდეს.
მოკლედ მე გირჩევ ჯერ რედუქტორის ამბავი გაარკვიო და დააყენო თუ მაგას გამოიწვია რეზერვუარის წინ გამოწევა, მაშინ ნაჩქარევად ნაყიდი მოდერი შეიძლება აღარ გამოგადგეს რადგან თუ რეზერვუარი ლულას გასცდა მერე ლულაზე მოდერს ვეღარ დააყენებ, გადამყვანი გექნება საჩალიჩო, ასე რომ ჯერ ჯობია რედუქტორი დააყენო და მერე იფიქრო მოდერზე, მაგ დროისთვის გეცოდინება რა ცვლილებები გამოიწვია რედუქტორმა ზომების მხრივ.
ან თუ რედუქტორი არ გეჩარება და ჯერ ითბენ უმაგისოდ მაგრამ მოდერი გეჩქარება, მაშინ იყიდე მოდერი და მერე არ გაგიკვირდეს თუ ვერ გამოიყენებ.
ნუ არის კიდევ კიტები, ანუ სრულიად გადაკეთებული რაიმე დეტალი, ან რამდენიმე დეტალის ნაკრები, ეგეთს ყიდის მაგალითად ისევ და ისევ Valent-ი, გადადი
ამ ლინკზე და ნახავ ტიპს სულ სხვანაირად აქვს გაკეთებული რეზერვუარი, ანუ ცალკე დეტალი კი არ დგება და მერე ზედ რეზერვუარი ეხრახნება, არამედ მთლიანად რეზერვუარი აქვს გადაკეტებული და პირდაპირ რეზერვუარშია რედუქტორიც ჩაყოლებული.
მოკელდ დაძებნა დაგჭირდება და ბევრი რაცხაების მორგება გადაკითხვა სანამ სასურველს ამოარჩევ