ეს რა ამბავი გავიგე და ეს რა ამბავი მოისმინა ჩემმა ყურებმა, რომ არ ვთქვა და არ გაგიზიაროთ ან დღე მოვკვდები ან ღამე

ახლობელმა მომიყვა გუშინ, მის მეზობელს პირობითად ,,ჯამბულს'' ჩაუდენია ეს დიდი გმირობა, უყიდია ახალი კომპიუტერი და ყიდვამდე გაუვლია კომპიუტერის შემსწავლელი დაწყებითი კურსები, ხოოდა ctrl C და ctrl V ბრძანებები დაუმუღამებია მაგრად

მონდომა თავისი ცარიელი კომპიუტერის შევსება ჩემი ახლობლის კომპიუტერიდა, მუსიკები ფილმები კლიპები თამაშები და ასეთი თავშესაქცევების გადატანა, ხოოოდა, თურმე დაუბილიკებია ამისი სახლი, ერთი საათის განმავლობაში ოცჯერ მაინც ამოვიდა ანერვიულებული სახით და ჩავიდაო, თან ჩემს კომპს მიუჯდებოდა და გარბოდა ეგრევეო, ვკითხე რა გჭირს რაღაცას ვერ აკეთებო და აი რა მიპასუხაო, ბიჯო მე მგონი ბრაკი კომპიუტერი შემომტენესო

კოპირებას არ აკეთებსო? არა და ჩემს კომპიუტერზე ვაკეთებდიო

რაღაც დავეჭვდი აბა მანახე როგორ აკეთებ მეთქი და ნახეთ როგორ ამიხსნაო , ჩემს კომპიუტერზე მონიშნა სასურველი ფაილი, მერე კლავიატურაზე აკრიფა კომბინაცია ctrl C და თურმერ სახლში რომ ჩადიოდა იქ თავის კლავიატურაზე კრეფდა ctrl V და უკვირდა რატომ არ აკეთებს ჩასმასო