დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Discovery Breech Kit
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4
ja_ja
bazuka
მოკლედ შეგიძლია ამოისუნთქო biggrin.gif დაიჩუტა ჩემი რეზიკი ღამის განმავლობაში და დღეს დილის 8 საათზე იყო 800PSI-მდე. ანუ 1400-ზეც არ გაჩერდა. დავტოვე ეგრევე სახლში, მაინტერესებს რომ მივალ რა დამხვდება.

მე ეჭვი მაქვს რომ მანომეტრის პორტიდან გასდის, იმიტომ რომ მაგ პორტის რეზინები არ გამოვცვალე, წავა მეთქი, მარა რავარც ჩანს არ წავიდა biggrin.gif დღეს სახლში რომ მივალ დავტენი ისევ და ვანაში ვარუზგუნებინებ თავს, ვნახოთ საიდან გამოუშვებს ბუშტებს. იდეაში 4 საათი კი ეჭირა, მერე რა ეცა ამ შობელძაღლს??

საინტერესოა geojorjika-ს რეზიკი რას შვება. აბა გვითხარ ბატონო ჯორჯიკ.
geojorjika
ja_ja
აი დონთ ნოუ იეთ smile.gif სახლში რომ მივალ გეტყვი დილას არ დამიხედია smile.gif
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 8th February 2010 - 09:59 AM) *
მოკლედ შეგიძლია ამოისუნთქო

ჰო ჰო, მე დამაბრალე ეხლა smile.gif
რავი მემგონო რბილირეზინებისგამოა.
მე დაველოდები თავისას დავიღალე ამდენი დაშალე ააწყეთი
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 8th February 2010 - 02:22 PM) *
ჰო ჰო, მე დამაბრალე ეხლა

აბა ვის, ვის!!!

რა კარგად ეჭირა სანამ არ გადაგვავგდე მინორში biggrin.gif

მოკლედ სამსახურიდან მოვედი და აგერ რეზიკის მაჩვენებელი



მგონი 300-350PSI იქნება მეტი არა. მდაა, 24 საათში დაიცალე, არადა თავიდან იმენნა იდგა, ეტყობა მერე დაერხა რაღაცას.

კაროჩე ახლა დავჩალე ბოლომდე, დავშლი, დავტოვებ მხოლოდ რეზიკს და დავაწყებინებ ვანაში ყვინთაობას. იმედია მანომეტრის ადგილიდან გამოვა ბუშტულები, თუ უკანა პორტის მხრიდან ან წინიდან გამოვიდა მაშინ ვავა...
ja_ja
geojorjika
ჯორჯიკ შენგან ინფო გვინდა სასწრაფოდ!!!
iuza
ჩემსას ჯერ ისევ მყარად უჭირავს 1900 psi, გასკდით გულზე dance2.gif dance2.gif biggrin.gif


foxi
wink.gif ლობიო აქვს მაგ რეზიკებს ნაჭამი? lol2.gif
ja_ja
iuza
შენ ხომ შენი ძმის ნიკი სულ გერევა biggrin.gif

ნუ მემგონი მეც გადავრჩი, ვიპოვე დირკა... მანომეტრის პორტიდან გამოდის შლიგინ შლიგინით, დაჟე წყალში ყვინთაობა არ დამჭირდა, დავანასოსე ხელში ავიღე რომ აბაზანაში შევსულიყავი და მესმის სსსსსსსსსსსსსსს, აჰაა მეთქი, მივადე ყური მანომეტრის პორტიდან მოდის ხმა.

დავიადე პლასტენილი და მანომეტრის ძირს შემოვახვიე ხმა გაქრა, ცოტახანში პლასტენილში ხვრელი გავაკეთე გამოიდა ჰაერი შიშინით.

სამაგიეროდ უკანა და წინა პრობკა ვირივით დგას. ძალიანაც გუუდ biggrin.gif, ახლა რაიმე უნდა მოვიფიქრო რომ მხოლოდ მანომეტრის პრობკა ამოვიღო და ყველაფერს არ ვეჯახირო.
bazuka
ja_ja
მარტო მანომეტრის პრობკას როღირ ამოიღებ ?? :lol:

მოგიწევს სამივე დეტალის ამოღება :P


ისე რომ იცოდე წინა და უკანას არც არასოდეს არ გაუშვია ჩემთან მანდ 2-2 რეზინია და ნო პრობლემ, აი შუა პორტს თითო რეზინი აქვს და .....
bazuka
ებიჯო გადაუღე რა ორივე რეზინს სურათი ისე, რომ მივხვდე ჩემნაირი ზომის რეზინი შეიძინე თუ უფრო პატარები
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 8th February 2010 - 09:14 PM) *
ებიჯო გადაუღე რა ორივე რეზინს სურათი ისე, რომ მივხვდე ჩემნაირი ზომის რეზინი შეიძინე თუ უფრო პატარები

ბაზუკჯან! ბაზუზუკ smile.gif კაცოუ რაც არ უნდა გადავიღო არ გამოჩნდება საკაიფოდ. მაკრო გადაღების სტუდია მე არ მაქვს და მაგდენად მელკი გადაღება დამუღამებული არ მაქვს.

ზომები დავწერე, გავზომე ზუსტად ისეთი ციფრული საზომით როგორიც შენ გაქვს. გაზომე და ეგაა, შიდა 14 მილიმეტრი, გარე 18 და რგოლის სისქე 2 მილიმეტრი. ვსიო. საკმაოდ სქელია, და არამგონია გაუშვას, მე ამ მანომეტრის პრობკაზე მივქარე და ძველი დავტოვე რომელსაც ნაკაწრები მოშნად ემჩნეოდა, მაგრამ მეთქი გაიბერება და დაიჭერს თქვა მარა....
ja_ja
მტააკ ვინ თქვა ვერ ამოიღებო ჰააააააა biggrin.gif

ხერხი სჯობია ღონესა თუ ჯა_ჯა რეზერვუარში ჩაძვრებაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



აგერ გამოგენობული ჰაი-ტეკ მოწყობილობის კონცეფცია biggrin.gif ჩაყავი ეს ფოლადის მავთული რეზიკში, გაატარე მანომეტრის პრობკის ხვრელში, მოუღუნე თავი და გამოქაჩე....... ვუალია ! biggrin.gif

კაროჩე ბოლოს ისეთი ნაპორით გამოდიოდა ჰაერი რომაააა, მარა კაიფი იცით რა იყო! სადრაც 4 საათში მიუხედავად სერიოზული დანაკარგისა რეზერვუარი სულ რაღაც 400PSI--ით დაცარიელდა, ანუ იდეაში ნადირობისას ან რაიმე ეგეთის დროს ვერც გაიგებდი რაიმე გაწუხებს თუ არა.

მოკლედ ამჯერად მოვაძრე პრობკას 2-ივე ორიგინალი რეზინა, ერთი სერიოზულად მოკვნეტილი იყო და რაც მთავარის შიგნითა მხრიდან იყო მოკვნეტილი, აზრზე არა ვარ ეგ როგორ მოხდა. გარედან მთლიანი იყო რეზინა. კაროჩე მეორეზეც ვეღარ გავრისკე, ამიტომაც ორივეგან დავაცვე ახალი მეიდ ონ El-Java რეზინები, გავუკეთე მანომეტრი, დავტუმბე 2000PSI-ზე და დავდე გვერდზე, ვნახავ ხვალ რაფრა იქნება საქმე, დილით და სამსახურის მერე, თუ დაიჭერს, მერე უკვე ავაწყობ დისკოს, თორემ დღეში 3-ჯერ აწყობა დაშლა უკვე ყელშია biggrin.gif სამაგიეროდ დისკოს ყველა დირკა და დეტალი ზეპირად ვიცი. თვალებდახუჭული ჩამოგითვლით თუ გინდა 45-ივე დეტალს.
bazuka
ja_ja
ჰოო, საღოლ-საღოლლ :lol: მარა ეგ მავრთული რაფრა მოღუნე???
მანომეტრის პორტის ხვრელით ააჩოჩე ზომოთ???

ისე რაცხა იდეა მაწუხებს ხოიცი, მოგვიანებით დავწერ
ja_ja
bazuka
ჰო ცოტა ავაჩოჩე ზემოთ მანომეტრის პორტი, მერე გამოვატარე ეს მართული, მანომეტრის ხვრელში ამოვაყოფინე თავი, მოვღუნე, თავიდან ცოტა დიდი გამოვიდა მარა წავაკვნიტე რომ რეზერვუარის შიდა კედლები არ დაეზიანებინა, მოვქაჩე და.... biggrin.gif

ახლა რაც შეეხება რეზერვუარს.... ბაზუკ მგონი დროა El-Java დელ-გატოზე გაიქცე biggrin.gif, ამ მანომეტრის პრობკას ორივე ახალი El-Java-ს რეზინა უყენია და დილის მონაცემებით, ანუ მთელი ღამის შედეგებით, შემიძლია თამამად გითხრა დგას ვითარცა ვირი, მთის წვერსა ზედა. ვოტ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ანუ 2000-> დგას 2000-ზე ფეხიც არ მოუცვლია, ზუსტად ვიცი, რადგან მანომეტრს ზემოდან გამჭირვალე სკოჩი გადავაკარი და ისრის ადგილზე მარკერით აღნიშვნა გავაკეთე რომ ზუსტად მენახა ჰაერის გაპარვის შემთხვევაში შედეგი, მაგრამ დგას.

დავტოვე ჯერ ისე როგორც არის, საღამოს მივალ ვნახავ რა დღეშია ეგ უბედური და მერე იმის და მიხედვით თუ რაფრა იქნება საქმე, ავაწყობ ან კიდევ დავშლი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ავაწყობ და მინიმუმ 1 თვე არ დავშლი, თუ საერთოდ დავშალე.

კროსმანთან რეზინების დაკვეთას მაინც ვაპირებ, რავი El-Java Del Gusto-ს კი უჭირავს მარა.... ერთი რეზინა იყო ნაკრებში რომლის განხილვის დროს თვალები შუბლზე ამივიდა. კერძოდ.

დარჩენილი მქონდა 3 რეზინა (სანამ მანომეტრის პრობკაზე გამოვიყენებდი 2-ს), ავდექი და კაშკაშა შუქზე ყველამხრიდან ვათვალიერებდი, რომ რაიმე ნაკლი არ ჰქონოდა და... და ერთერთ რეზინაზე გარეთა მხრიდან რაღაც შემხმარი სუპერ წებოსავით ნარჩენი იყო, დავიწყე მოფხეკვა... ჩემი ფეხები არ იფხიკება. დავსრისე რეზინა ხელში, მეთქი დამოსძვრება, მაგრამ აშკარად ჩანს რეზინაშია რაღაც გარჭობილი, დავაწექი დავაწექი და... არ დაიჯერებთ, მეც მივქარე და სურათი არ გადავიღე. კაროჩე რეზინაში გარჭობილი იყო ორგ მინის ვარიანტში რაღაც თხელი ვარდის ხიჭვის ფორმის შტუკა, რომელიც მკვრივად იჯდა რეზინაში, მაგრამ ამოძრობის მერე გახდა გასაგები რომ რეზინა გამჭოლი ხვრელის პატრონია.

ამოძრობილი ხიჭვი მაქსიმუმ 5-6 მილიმეტრი იყო (სისქე 0.5 მილიმეტრი, ან ნაკლები, მოკლედ ძალიან თხელი იყო ბრიტვასავით), გამჭირვალე, თერთში გარდამავალი. გასაგები ხდება რომ 2 მილიმეტრიან რეზინაში 6 მილიმეტრი პირდაპირ არ იყო გარჭობილი, ანუ რეზინის მოხრის ფორმა ჰქონდა და წრეზე იყო ჩარჭობილი. არ ვიცი რა ვთქვა. ძალით ვინმეს სურვილიც რომ ჰქონოდა ვერ გაარჭობდა მაგ ხიჭვს რეზინაში, ან 6 მილიმეტრი რაფერ გინდა შეტენო ეგრე იუველირნად რეზინის 2 მილიემტრიან გროლში??? ქარხნულად ხრენ ივო ზნაიტ როგორ მოხვდებოდა შიგნით..... მოკლედ დარჩენილი 2 რეზინა 15 წუთი იშმონებოდა კაშკაშა შუქის ქვეშ, იმის მერე რაც დავრწმუნდი რომ არაფერი ამ ორ რეზინას არ სჭირდა, გავუშვი მანომეტრის პრობკაში, მაგრამ საფიქრალი El-Java Del Gusto-ს რეზინებმა დატოვა.
bazuka
ja_ja
ძალიან მშვენიერი და პატიოსანი, როგორც კი მოვნახავ დროს ეგრევე გაველიავდები, თორე ქუთაისზე არ აქვთ საერთოდ ეგ რეზინები.

მოკლედ ჩემი იდეა რაში მდგომარეობს იციი, მგონი რუსულ ფორუმზეც ეწერა კოსნსტანტინს, აი მაგ მანომეტრის პორტის დამსუბუქება, ანუ ძაან სქელკანიანია, თუნდაც 1-2 სრულფასივანი გასროლა რომ მოგვემატოს ცუდი ხომ არ იქნება?!
მოკლედ უნდა გადავქექო ერთი რამე დიდი "სვერლო" ხომ არ მოგდია სახში და აი იმ წვრილი ხვრელის თავში და ბოლოში თითო სანტიმეტრით შიგნით შევიდე
მერე (ან მანამდე) ავიღო რამე საშუალო ზომის სვერლო და ამ პრობკის დაუტვირთავ ნახევარში "სკვაზნოი" ხვრელები გავაკეთო.


ხო, კიდე რაზე ვფიქრობდი იციი, გადამშვები მილის გაფართოვებაზე, და დამრტყმელის დამსუბუქებაზე.
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 9th February 2010 - 03:23 PM) *
აი მაგ მანომეტრის პორტის დამსუბუქება, ანუ ძაან სქელკანიანია, თუნდაც 1-2 სრულფასივანი გასროლა რომ მოგვემატოს ცუდი ხომ არ იქნება?!

კი კონსტანტინეს ჰქონდა, და მარადიორში მოტვინა კროსმანმა და ეგ ხვრელი გააფართოვეს, მარა დისკოში დიდ ვერაფერს მოგცემს. ნუ მართლა 1 გასროლა თუ დაგემატება, მეტი არამგონია.

ციტატა(bazuka @ 9th February 2010 - 03:23 PM) *
ხო, კიდე რაზე ვფიქრობდი იციი, გადამშვები მილის გაფართოვებაზე, და დამრტყმელის დამსუბუქებაზე.

დამრტყმელის შემსუბუქება მესმის და გასაგებია, მარა აი გადამშვებს რითი აფართოებ? ორიგინალი მილი რაცაა იმის ვერ გააფართოვებ, მაშIნ ახალი უნდა გამოჩარხო და რეზინაც უნდა შეცვალო
bazuka
ja_ja
გაფართოვება უნდა დავიწყოთ თავიდანვე, საბრძოლო კლაპანში არსებული არხით, შემდეგ შესაძლოა რეზერვუარის ხვრელის გადიდება დაგვჭორდეს, რაც თავისმხრივ კოლოფის ხვრელის გაფართოვებასაც მოითხოვს, ნუ ამათი გაფართოვება არაა პრობლემა მარა აი ისეთივე მილი უფრო დიდი ზომისა, პრინციპში შეიძლება რამე მაგდაგვარი მილის მონახვა. მოკლედ საჭიროა სათადარიგო ნაწილები, თორე რო არ გამოდგეს მაშინ ჩკა.
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 9th February 2010 - 04:32 PM) *
მოკლედ საჭიროა სათადარიგო ნაწილები, თორე რო არ გამოდგეს მაშინ ჩკა.

ნუ ეგ ავტომატურად იგულისხმება.
bazuka
მოკლედ გავძვერი და ვიყიდე, არვიცი ეგენი მომცა თუარა მარა რაც მომცა აშკარად პატარები ჩანს. 10 ცალი 5 ლარი
bazuka
მოკლედ გადამშვებ მილზე მგონი მოვიფიქრე

ესეიგი ვიღებთ რადიოს ან რამე სათამაშოს ანტენას, ვაცლით იმ მილს რომელი ზომაც ჩვენ გვინდა

და ვაკეთებთ ამდაგვარ რამეს



სადაც ვფიქრობ, რომ მილის გასამაგრებლად რეზინიც საკმარისია, ქვედა ორი არის რეზინი, სულ ქვედა ჩაჯდება რეზერვუარში, მეორე კი ზემოდან, რომელიც კოლოფის მოჭერის შედეგად დაიჭირხნება და დაიჭერს მილს, რომ ზემოთ არ ააცუროს ჰაერის ნაკადმა
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 9th February 2010 - 06:28 PM) *
ქვედა ორი არის რეზინი, სულ ქვედა ჩაჯდება რეზერვუარში, მეორე კი ზემოდან, რომელიც კოლოფის მოჭერის შედეგად დაიჭირხნება და დაიჭერს მილს, რომ ზემოთ არ ააცუროს ჰაერის ნაკადმა

და წარმატებით იქნება ჩაკვნეტილი ზემოთა რეზინა, რომელიც ანტენის თხელ მილს შეეხება.

არ გამოდგება ეგ იდეა, რუსულ კუსტარშინას მიირებ, მაქსიმუმ 1 დატენვაზე, მერე გაპარებას დაიწყებს. იმაზე არარაფერს ვამბობ რომ ზედა რეზინას პირდაპირ ამოაგდებს წნევა. ეგეთი ექსპერიმენტი JAH-მა უკვე ჩაატარა და რამდენიმე ნაირსახეობის რეზინა ამოაძვრინა მაგ გადამშვებ მილში, გინდ დაიჯერე გინდ არა sad.gif
ja_ja
ვსიო. საბოლოო მონაცემები ტესტ სადგურიდან.

რეზერვუარი გუშინ დატენილი იყო 2000-2100PSI-ზე, ეს მოხდა სადღაც 23:00-ზე. დღეს დილით 9 საათზე ყველაფერი გაუძრევლად იყო, და სამსახურიდან სახლში მოსვლისას იგივე სურათი დამხვდა.

აქედან გამომდინარე El-Java-ს რეზინები მუშაობს და თავის საქმეს აკეთებს. გაჭირვებისას და ორიგინალების არ არსებობისას მშვენიერი გამოსავალია.
foxi
თუ ოდესმე პცპ მეღირსა ახლა უკვე ვიცი რჩევისთვის ვის მივმართო.
bazuka
ja_ja
ჯერ ერთი არაფერი არსად არ ამოვარდება, იმიტო რომ ეს ორივე რეზინა ტრუბკაზეა გარედან და მეორეც ერთი ამ ბანძ რუსულ პრესფორმაში გაკეთებულ რეზინებს უკავიათ ხაერი, აუ რა საკვირველებაა
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 11th February 2010 - 01:09 PM) *
მეორეც ერთი ამ ბანძ რუსულ პრესფორმაში გაკეთებულ რეზინებს უკავიათ ხაერი, აუ რა საკვირველებაა

ანუდააჯენე ელიავას რეზინები და მუშაობს ხომ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.