მოკლედ დრეს ელიავაზე ვიყავი და მგონი ვიყიდე რაც საჭირო იყო.
ესეიგი დუიმების სისტემაში იასნია არ იყო აქვთ მეტრულ სისტემაში, მაგრამ აღმოვაჩინე მაღაზია ვეებერთელა არჩევანით, უფროსწორედ დიიიდი ბუდკა ვეებერთელა ასორტიმენტით. ბუდკა ვინმეს თუ დაგჭირდათ მანქანების ნაწილების განყოფილებაშია, პირველი რიგი ჯიხური #18 სტრანნი ბიძაა ბევრ კითხვებს არ სვავს, ნორმალურად ეკიდება საკითხს და რამაც გამისწორა იყო ის რომ ტიპმა შტანგელი დააძრო და ორიგინალი რეზინის გაზომვა დაიწყო რომ ზომები ზუსტად შეერჩია.
მტააკ ახლა რა ხდება, ესეიგი ორგინალი რეზინები არის AS568A სტანდარტის მიხედვით 016 ზომა, ანუ:
გარე დიამეტრი: 19.1516 მმ
შიდა დიამეტრი: 15.5956 მმ
სისქე: 1.778 მმ
ესეიგი ამ ზომების მიხედვით შევარჩიეთ ზომა:
გარე: 18 მილიმეტრი
შიდა: 15 მილიმეტრი
სისქე: 1.5 მილიმეტრი
ნუ ადგილზევე ჩანდა რომ ეს 1.5 მილიმეტირიანი სისქის არ იყო და კაკ მინიმუმ 2 მილიმეტრიანი იყო. იქვე წაღებული მქონდა რეზერვუარი და ჩამტვირთავი პორტი, შემოვაცვი რეზინები და ვტკუცე რეზერვუარში, შევიდა შედარებით მარტივად აი გამოსვლისას კი მაწვალა

(რეზბის ნაწიბურებს წამოედო), ნუ ჯამში მეთქი ეგაა რა, პროსტა ცოოტათი რბილია ვიდრე ორიგინალი, ანუ ორიგინალი არის იმავე AS568A სტანდარტით 70 shore სიმკვრივის, და ეს რეზინები სადღაც იქნება 60-65 shore სიმკვრივის.

სახლში მოსვლისას პირველ რიგში გავზომე რეზინები და მივიღე შემდეგი ზომები:
გარე: 18 მილიმეტრი
შიდა: 14 მილიმეტრი (15-ის მაგივრად)
სისქე: ნუ იასნია 2 მილიმეტრია ანუ 18-14 არის 4 მილიმეტრი, გაყოფილი 2-ზე არის 2 მილიმეტრი.
მოკლედ ცოტა ვიქროა, მაგრამ უფრო პლოტნად ჯდება ამოჩარხულ ღარში, იჭიმება ცოოტათი რის გამოც ოდნავ თხელდება და 2 მილიმეტრის მაგივრად ალბათ 1.95-1.9 მილიმეტრი გამოდის სისქე. ჯამში მიკრონებით მეტია ვიდრე ორიგინალი, ცოტა წვალება უნდა და ჩაჯდება.

დავიადე კროსმანის ზეთის დარჩენილი წიუბიკი (იდეაში ხვალ, ან ზეგ პარკერის ტაოტი ჩამოვა, მაგრამ ვეღარ ვითბენ

), ძლივს გამოვადინე ბოლო წვეთები, და დავიწყე ჩასმა თავიდან ნორმალურად წავიდა საქმე. მერე კი მივადექი რეზერვუარის დაწყევლილი ხვრელს სადაც მანომეტრი დგება.
აქ უკვე ნელნელა მიწოლით თან წვრილი ატვიორკით ვეჩალიჩე რომ რეზინებს თავი არ ამოეყოთ, ჯერ ნელნელა პირველი.... მგონი გადავრჩი, ახლა მეორე..... მგონი ესეც გადარჩა


ახლა მანომეტრის პრობკა.... ჩასრიალდა ჩასრიალდა და... მგონი ეგეც ჩაჯდა.
მტააკ სასწრაფოდ მოვუჭირე წინა დამტენი პორტი და ნასოსზე ეგრევე.... წავიდა ბუქნაობა... 200 PSI, 300 PSI, წნევა იზრდება ესეიგი უჭირავს.... ვაგრძელებ ბუქნაობას 500 PSI. აქ პატარა პერერივი და შემოჭმება სადმე რაიმეს ხომ არ გასდის.... მგონი არ გასდის, ჰოოდა მიდი მოვდივარ 700PSI, 800PSI და 1000PSI.

ამ ნიშნულზე მეც დავიღალე პაწა და თან შესამოწმებლად გავჩერდი ასე 10-15 წუთი. მგონი ა გასდის და უჭირავს, ძალიანაც გუუდ

რაც მთავარია და ძალიან მომწონს, რეზერვუარის მანომეტრი და ნასოსის მანომეტრი გარანტირებულად ორივე 1000PSI-ს აჩვენებენ, აი სამწუხაროდ მარადიორის მანომეტრი მგონი ურევს და უფრო პატარა წნევას მაჩვენებს ხოლმე, სინამდვილეშI კი მეტია ხოლმე ჩატენილი.
ჰოოო ვაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას და ავდივართ 1500 PSI-ზე, ისევ შესვენება. მტაააკ, მგონი ყველაფერი რიგზეა, გავაგრძელო??? ვეკითხები ჩემს ტავს და არ ვიცი რა ვქნა, გასაგებია რომ უნდა გავაგრძელო, თუ აქამდე დაიჭირა მერე რაღა მოუვა მარა ტან ვაი და გააპარს, რამხელა გულის დაწყვეტა იქნება???
ეჰ ჯანდაბას, 1700, 1800 პატარა შესვენება და ბოლო 15 ბუქნი, მორჩა 2100PSI. უჭირავს!!!! ყოველ შეთხვევაში აქვე არ გასდის.

რამდენიხანი დაიჭერს დრო გვიჩვენებს.

ჰოოო, მგონი სულ ეგაა რა, გაამართლა რეზინებმა (იმედია), თუმცა კროსმანთან შემდეგი დაკვეთისას ამ რეზინებს დავუკვეთავ ბლომად. ეგდოს რა იცი რა დროს რა მოხდება. მოკლედ დამრჩა საბოლოო აწყობა და ალუბლის კურკების სროლა.