დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 200-300 ლარის ფარგლებში
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
Paatal
დიდი მადლობა,
კაკრაზ მაგისთვის მინდა, რომ ადვილად გადატენოს და 15 -25 მეტრში შედარებით ზუსტი იყოს.
რავენზე ვფიქრობდი მეც და მომწონს, უბრალოდ ჩინეთში რომაა აწყობილი მაგიტომ თავს ვიკავებდი, არ ვარგა ჩინურებიო, ისევ თურქული ჯობიაო, მასე მეუბნებიან,
გამო რომ გავსინჯე ხელში, მომეწონა, თან ესპანური აწერია და თითქოს ეგ უფრო ვარჩიე. უბრალოდ 65 ლარით ძვირია რავენზე და ძვირის გადახდა ძალიან არ მხიბლავს, როცა სერიოზულს არაფერს თხოვ თოფს smile.gif
ანუ რავენიც გამომდგარია ესე იგი.
გაიხარე, მადლობა რჩევისათვის.
თურქულ მოდელებზე რას მეტყვით, ეგენიც გამომადგება? თუ ნაგავია?
ja_ja
Paatal
ციტატა(Paatal @ 6th September 2014 - 08:52 PM) *
ისევ თურქული ჯობიაო, მასე მეუბნებიან

დარწმუნებული ვარ გეუბნება ის ვინც იმ მაღაზიაში მუშაობს სადაც იმენნა თურქულს ყიდიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თურქული არაა ცუდი, პროსტა რავენივით მოხერხებული ბავშვისთვის არაა... ძალაც მეტი უნდა გადატენვას, წინაც მეტი აქვს და დიდიც არის, მე ჩემი ნათესავის ბავშვს ვუყიდე ამასწინათ და ვიცი რასაც ვამბობ, ადრე ჩემი მარადიორი ეჭირა ბავშვს ხელში და მძიმე იყო ვერ წევდა, კონდახი იღლიაში ჰქონდა ამოყრილი იმის გამო რომ გრძელი იყო და ასე შედმეგ...

ნუ დაუჯერებ ნურასდროს მაღაზიის გამყიდველს, იმიტომ რომ ის დაინტერესებულია გაყიდვით და თან იმ საქონლის გაყიდვით რომელიც მასთანაა... რა რეზინი აქვს რეკლამა გაუწიოს სხვა საქონელს, მითუმეტეს კი სხვა მაღაზიის საქონელს??? smile.gif

რაც შეეხება საერთოდ, ასევთქვათ გლობალურად, ჩინური, თურქული და ასე შედმეგ. ვაბშეტა თურქული იარაღი იწყობა თურქეთშივე, იმიტომ რომ ისედაც იაფი მუშა ხელია და წარმოებაც მანდ აქვთ.

რაც შეეხება კროსმანს, ნუ მაგათ სხვა პონტი აქვთ, დეტალების გარკვეული ნაწილი კეთდება ჩინეთში და იწყობა ამერიკაში (ახლა ამერიკაშივე რომ იწარმოებოდეს ბოლომდე ხომ წარმოგიდგენია რა ფასი ექნება ამერიკელი მუშის მიერ დამზადებულ დეტალებს? იმიტომ რომ იქ დაზღვევაო, იქ საპენსიო ფონდი, იქ მინიმალური ხელფასი, იქ პროფკავშირის გადასახადი... ასეეე smile.gif იგივე დონის იარაღი რაც თურქული ეღირება კაკ მინიმუმ 5-ჯერ ძვირი და აღარ გაიყიდება, ამიტომაც მწარმოებელი იაფ გამოსავალს ეძებს რომ კონკურენტუნარიანი გარემო შეინარჩუნოს), ოღონდ ჩინეთში სადღაც პადვალში კი არ მზადდება, არამედ მზადდება ქარხანაში შესაბამისი ფირმის წარმომადგენლის ზედამხედველობით. სულ რომ ძალით უნდოდეს ჩინურ მხარეს კროსმანის იარაღს ვერ გაყიდის, იმიტომ რომ მხოლოდ ნაწილს აწარმოებს და არა მთლიანად იარაღ, პლიუს ჩინეთის შიდა კანონების მიხედვით პნევმატური იარაღის სრული აწყობა აკრზალულია. ასე რომ ლეგენდა იმაზე რომ არიქა ჩინურია.... არის სრული უაზრობა... დღეს ყველაფერი ჩინეთში იწყობა, იქნება ეს ბოთლის თავსახური, ფეხსაცმელი, დაზგა დანადგარი, თუ კოსმოსური ხომალდის დეტალი.

ჩინელებს არ ვიცავ და დიდად მაგათი პროდუქციის მომხრე არ ვარ, მაგრამ ჰაერიდან გამოჩეკილი ლეგენდები მაღიზიანებს ხოლმე. ვინ დაასკვნა რომ კროსმანის იარაღი, ან თვითონ ფირმა არის მდორე ჩინური ხარისხის მქონე? ეგრე ტაილანდში იწყობა სიგეიტის ხისტი დისკები (ვინჩესტერები), მალაიზიაში იწყობა Intel-ის პროცესორები, ჩინეთში იწყობა გაპაპსავებული და დიდი ბოდიში მაგრამ თავზე გადაჯმული Iphone-ბი, მაგრამ რატომღაც არცერთ მათგანზე არავინ არ იძახის - ფუჰ ეგ ჩინური ნაგავია მაგას თურქული პროცეროსი, ან ტელეფონი ჯობიაო smile.gif, აფსოლუტურად ჩისტაკროვნი ჩინური აწყობაა Apple-ს გაპაპსავებული Iphone, დამანახე ვინმე ვისაც წამოსცდება ჩინური ნაგავიაო smile.gif თან გაითვალისწინე უმეტესი დეტალები ჩინეთში მზადდება და ჩინეთშივე იწყობა smile.gif ამასობაში რაღაც პროცენტი ნაწილების დამზადება ჩინეთში და აწყობა ამერიკაში ითვლება სათაკილო ხარისხად smile.gif

რაცხა ვერ ვეწევი მე მაგ ლოგიკას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Paatal
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისათვის,
მეც დიდად არ მჯერა ხოლმე მაგ ლეგენდების, მაგრამ რამოდენიმე კაცი რომ გეტყვის,ხომ იცი, მაინც ჩაფიქრდები ადამიანი smile.gif

Paatal
მოგესალმებით კარგო ხალხო smile.gif

ეხლა არ მითხრათ თუ ყიდულობ იყიდე რა გაგვიჭირე საქმეო biggrin.gif

რაღაც ამაზე ჩამოვყალიბდი და ჩამოტანა რა ჯდება დაახლოებით კამექსით რომ გამოვწერო?

http://www.amazon.com/Gamo-Whisper-Precisi...CAJJCA9QQMYBZ95

კარგი რევიუები აქვს და მგონი ხარისხითაც ნორმალური ჩანს, ყოველშენმთხვევაში 9 - 10 წლის ბავშვისთვის.

ოპტიკა მოეხსნება ალბთ ხომ, თავიდან ღია სამიზნით მინდა რომ ბავშვმა ისწავლოს.

წინასწარ მადლობა
EnDeL
Paatal


ჩამოტანა დაახლოებით 55 მაქსიმუმ 65 ლარი იანგარიშე. 4.5 კგ გამოვიდა ბესტექსით ჩამოტანილი ვენომი და გადავიხადე 65 ლარი. ეგ ხომ უფრო პატარაა წესით ცოტა იაფი უნდა დაჯდეს
Paatal
კი ეგ პატარაა, სადღაც მაქსიმუმ 60 ლარს არ უნდა გაექცეს ესე იგი.

გაიხარე მადლობა smile.gif
Paatal
მაინც ვერ მოვისვენე (ჩემმა შვილმა ვერ მოისვენა უფრო სწორად) biggrin.gif და ვიყიდე კროსმან რავენი აქ smile.gif
დიდი მადლობა Gregory - ს wink.gif
ხვალე დავტესტავ სოფელში smile.gif
vaska
ამ ლინკეიდან რა განსხვავებაა ამიხსენით რაა და რომელი საიტიდან ჯობია გამოწერა
http://www.amazon.com/Crosman-Vantage-Rifl...gton+vantage+np

http://www.amazon.com/Crosman-Remington-Va...gton+vantage+np

http://www.amazon.com/Crosman-Vantage-Nitr...gton+vantage+np

http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/30021

http://www.pyramydair.com/s/m/Crosman_Vant...iston/2806/5509
TORA
2ეს გარდა ყველა ერთნაირია. მეორე ჩვეულებრივ ზამბარაზეა და ის დანარჩენი ერთნაირებია და ნიტროზეა.
vaska
რომ გამოვიწერო ძალიან იაფი ჯდება ვიდრე აქ ვიყიდო და ღირს გამოწერა? ვის გაქვთ გამოწერილი დაწერეთ თუ მოგეწონათ
Rebellion
დაახლოვებით 50 ლარი დაჟდა ჩემი ნოტრო ვენომი კამექსში
vaska
მაინტერესებს თუ ღირს გარისკვა რომ გამოწერო 100 ლარით იაფი ჯდება გამოერა აქ ყიდვისგან განსხვავებით
TORA
vaso99
არის შანსი რომ დეფექტიანი ჩამოვიდეს, და ჩვენ ბევრ ფორუმელს მოუვიდა ეგრე.
Paatal
დეფექტიანის ჩამოსვლის შანსი რათქმაუნდა არსებობს, თუმცა არა მგონია ძალიან ბევრი შემთხვევა იყოს მასეთი. გააჩნია ალბათ რა თანხაში გაძლევს სხვაობას და რა დონის თოფს ყიდულობ. მე მაგალითად ბავშვისთვის ვეძებდი და კროსმან რავენი აქვე ვიყიდე გრეგორისგან, არ მიღირდა გამოწერა. კი განუსხვავებდი 40 - 50 ლარამდე, მაგრამ სამაგიეროდ ახლა თავი ქუდში მაქვს, რომ თოფი კარგია, აქვე შემოწმებული და უდეფექტო.
vaska
აქ გრეგორისთან ყიდვა სანდოა მაგრამ 260 მიჯდება გამოწერით და აქ 330
Giorgi_burdzenidze
1) იარაღის გამოყენების მიზანი - პლინქი (გართობა,ნადირობა, )
2) ყალიბი - 4.5 მმ
3) იარაღის ტიპი - ნიტრო
4) ყიდვის სავარაუდო ბიუჯეტი - 250 - 300 ლარი

გთხოვთ მირჩიოთ რომელიმე მოდელი რომელიც შეესაბამება ამ მონაცემებს
ja_ja
ნუ რადგან სიტყვა "პლინკი" გიწერია ფრჩხილებს გარეთ, ვვარაუდობ რომ პირველადი დანიშNულება შენი შენაძენის სწორედ ეგ იქნება, მაშინ მგონი შენთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს დიდ დისტანციებზე მიზანში მორტყმას და სპორტულ შედეგებს, ეგეთ შემთხვევაშI რაც შეიძლება იაფიანზე ჯობია გაჩერდე. მაგალითად:

1) Crosman Vantage Nitro Piston Air Rifle
2) Crosman Nitro Venom Break Barrel Air Rifle
3) Benjamin Prowler Air Rifle
4) Benjamin Titan GP Nitro Piston Air Rifle

რავი შეიძლება კიდევ რაიმე მოძებნო, მაგრამ ჯობია არაუმეტეს 150$-ისა იმიტომ რომ ეგ სადღაც გამოდის 250-260 ლარამდე +მაგას დაემატება გადამზიდი კომპანიის მომსახურება 40-50 ლარი შედეგად სადღაც 300 ლარშI ჩაჯდები +- 20 ალრი ნა ვსიაკი სლუჩაი იანგარიშე

მერე კი მოდისდ ცოტა კარგი იარაღები, მაგრამ შენს ბიუჯეტში მემგონი ვეღარ ჩაეტევი, მოკელდ შენი პირველი მოქმედება, მიდიხარ გრიშასთან (ჩვენი ფორუმელია და კროსმანის წარმოამდგენელია) კაი ადამიანია, აგიხსნის ადგილზე ყველაფერს და გაჩვენებს ყველა იმ იარაღს რაც შენს ბიუჯეტშიც შედის და რაც სცდება (ეგე და გადაიფიქრო და დაამატო ფული smile.gif )

თუ გრიშასთან ფასი არ მოგეწონება, მაშIნ შეგიძლია იფიქრო ინტერნეტიდან ჩამოტანაზე, ოღონ გაითვალისწინე შეიძLება გარკვეული კურიოზები იყოს მაგ შემთხვევაში, კერძიდ კი წუნი, აქ ბევრი შემთXვევა იყო როდესაც ჩამოვიდა ხრახნების გარეშე, მოყანყალებული ლულით, გაფუჭებული პისტონით და ასე შემდეგ... ნუ იასნია ეგ ან მისაღები რისკი უნდა იყოს შენთვის, იდეაშI მაინც პლინკისთვის გინდა და მაგ შემთXვევაშI გინდა იყანყალოს და გინდა ლულაში ხრახნები არ ჰქონდეს, ბოთლს კი გახვრიტავს და ბანკას წააქცევს, მეტი პლინკში არ მოითხოვება..

ნუ ვროდე სულ ეგაა რა... თუ რაიმე სხვა მოთხოვნები გაქვს იარაღის მიმართ მაშინ უფრო დააკონკრეტე
Giorgi_burdzenidze
ja_ja მადლობთ გამოხმაურებისთვის

ფორუმზე რამოდნიმეგან შემხვდა, რომ პნევმატურ იარაღს მალე უფუჭდება ოპტიკა, კონკრეტულად ამ მოდელზე რა შეგიძლია, რომ მითხრა Benjamin Titan GP Nitro Piston Air Rifle. საზომ ერთეულად რომ გასროლა გამოვიყენოთ რამდენ გასროლას გაუძლებს ოპტიკა დაახლოებით?
Ex3
მე პირადად ამ ფასის ფარგლებში ვიყიდდი ბენჯამინ 397 ს
+ ები
მეტი სიზუსტე
არ აქვს უკუცემა
- ები
დაკაჩავება ჭირდება ყოველი სროლის წინ
ოპტიკის დასამაგრებლად სპეციალური სამაგრებია საჭირო, კოლოფზე ან ლულაზე ყენდება.

მარა განბაჟება თუ უწევს ვერ გეტყვით 160$ ია და შიფინგის ფასი თუ ემატება(მგონი თვითონ გადამზიდის შიფინგი არ ემატება) განბაჟებისას არ ვიცი
ja_ja
Ex3
ციტატა(Ex3 @ 24th October 2014 - 07:19 AM) *
ვიყიდდი ბენჯამინ 397 ს

არ გირჩევდი არც შენ და არც სხვას... ერთხელ ხელში რომ დაიჭერ მიხვდები რატომ smile.gif

Giorgi_burdzenidze
ციტატა(Giorgi_burdzenidze @ 23rd October 2014 - 11:56 PM) *
ფორუმზე რამოდნიმეგან შემხვდა, რომ პნევმატურ იარაღს მალე უფუჭდება ოპტიკა, კონკრეტულად ამ მოდელზე რა შეგიძლია, რომ მითხრა Benjamin Titan GP Nitro Piston Air Rifle

მე ვერაფერს გეტყვი ალბათ უფრო მფლობელები გეტყვიან, ისე კი ქარხნული ოპტიკა ყოველთვის "დიშოვკაა" და არაა გამორიცხული ჩაიშალოს, უბრალო მიზეზის გამო უკუცემა და ჩვენს მიერ მოგონებული ტერმინი "წინცემის" გამო... ანუ ცეცხლსასროლში მხოლოდ უკუცემაა, და პნევმატიკაში ზამბარ დგუშიანში (ნიტროც ზამბარაა პროსტა პნევმატურია, ხვეული ფოლადის ზამბარის მაგივრად) არის ზამბარის გაშლის გამო უკუცემა, მერე კი დგუში ეჯახება თოფის წინა მხარეს და მერე თოფს წინ დარტყმით იმპულსს აძლევს, აი ეგეთ წინ და უკან დატვირთვებს ყველა ოპტიკა ვერ უძლებს, დაჟე 3-4 ათასიანებით კი არაა ეგეთ დატვირთვებზე გათვლილი...

ყველაზე გამძლე აღმოჩნდა Leapers-ის ფირმის ოპტიკები TS სისტემით, ნუ იშიფრება როგორც True Strenght (ასევთქვათ ითარგმნება შინაარსობრივად "ნამდვილად გამძლე")... ეგენი სპეციალურად პნევმატიკაზე გათვლით გამოდის.
Giorgi_burdzenidze
Benjamin Titan GP Nitro Piston და Crosman Vantage Nitro Piston, ამ ორიდან ვფიქრობ ერთერთს Crosman Vantage-ს ეგრეთ წოდებული ღია სამიზნე აქვს, ტიტანს კი არ აქვს და
მომიწევს მხოლოდ ოპტიკით სროლა, და არ მინდა რომ მალ მალე მომიწიოს გამოცვლა ოპტიკის თქვენ რომელს აირჩევდით?
vaska
http://www.pyramydair.com/s/m/Crosman_Vant...tro_Piston/2806 99$ _ად არის ფასდაკლებაა დიდი ვისაც ეს მოდელი უნდა
olssona
ისეთი პისტო მინდა xxxxx რომ xxxxx და xxxxx xxxxx 9.gif რამე არის მაგდაგვარი პნევმატურ პისტოებში?
leNoLi
ჰატსან 70 ამ იარაგიშ შესახებ რას მეტყვით? ღიირს ყიდვა? 14 წლის ბავშვისთვის მინდა სოფელში რო გაერთოს
ja_ja
ბავშვს გააჩნია, თუ შედარებით კაი ჯამის მქონე არაა, 14 წლის ბავშვს ნებისმიერი დღევანდელი იარაღის გადატენვა ნუ შეიძლება არ გაუჭირდეს, მაგრამ პაწა დისკომფორტი კი იქნება... ასე რომ ეგ უფრო გათვალე დამოუკიდებლად რამდენად შესძლებს გადატენვას, თორემ 70-ე მოდელი ნიჩავო კაი ცხოველია, თავის საქმეს 5-იანზე აკეთებს
leNoLi
კალათბურთელია,გადატენა არ გაუჭირდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
davitalag
გამარჯობათ!

კითხვის დასმა მინდა, ბევრი ვათვალიერე ფორუმი და ბოლოს აქ გადავწყვიტე, იმედია არ მიწყენთ.

შევიძინე benjamin titan np ჩინეთში აწყობილია და მაინტერესებს ამერიკაში აწყობილს თუ ჩამოუვარდება რამით?




არადა 420 ლარი მივეცი და ვეღარ დავაკვირდი სად იყო აწყობილი. იმ ნაგლმა არ მითხრა და ასე ვჭამე. იანებ ვინმემ დაწეროს განსხვავებებიი. მადლობა წინასწარ.


და კიდე რომელი ფირმის ტყვიები და რა წონის არის კარგი სანადიროდ კონკრეტულად ამისთვის?
gregory
davitalag
ეგ თოფები მხოლოდ ქროსნმანის ჩინურ ქარხანაში იწყობა.
არ არსებობს ამერიკაში აწყობილი მოდელი. ასე რომ არავის მოუტყუებიხარ

temo-777
davitalag
ციტატა(davitalag @ 4th September 2015 - 03:39 PM) *
ამერიკაში აწყობილს თუ ჩამოუვარდება რამით?

და არის ესეთი სადმე??? smile.gif
ja_ja
davitalag
იმედია საწყენში და ჭკუის სწავლებაში არ ჩამითვლი....

არაერთხელ მითქვამს, რომ მხოლოდ ჩვენთან ასოცირდება სიტყვა ჩინეთი რაღაც ნაგავ სბორკასთან.

ბაზარი არაა, უმეტესობა ნაგავი პროდუქცია აქ რაც შემოდის ჩინეთიდან ნაგავია, მაგრამ ამასობაში ნუ დაგავიწყდება რომ მთელმა პლანეტამ წარმოება გადაიტანა ჩინეთში და იქ აწყობს თავის პროდუქციას, პროსტა აწყობს კვალიფიციურად, და დასავლეთ წარმომადგენლის ზედამხედველობით, ხარისხის კონტროლით და ასე შემდეგ, ანუ ჩინელი მხოლოდ მუშაა რომელიც დასავლური იარაღით და აპარატურით მუშაობს, ხარისხის კონტროლი კი ტოპ დონეზეა...

როდესაც შემდეგში ეგეთივეს გაიფიქრებ რომ ჩინეთში აწყობილი ნაგავია, მაშინვე ჩემი სიტყვები გაიხსენე - და სადაა აწყობილი სანაქებო და ლამის იდეალათ აყვანილი Iphone-ები? თუ არ იცოდი შეგახსენებ - Foxcon-ის ქარხანაში, კერძოდ კი ჩინეთში smile.gif მაგრამ იმის გამო რომ Iphone ჩინეთშია აწყობილი, რატომღაც არავინ იწუნებს (ნუ ჩემს გარდა მგონი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif)

ასე რომ ყველაფერს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ, არის ჩინეთის პადდელკა და პადვალ მეიკერები, ასევე არის დასავლური სტანდარტების და ტექნოლობიების მქონე ქარხნები, ერთმანეთში მაგ ორივეს ჩვენი ელიავას გადამყიდველების გამო ნუ აურევ...
hidden
სალამი ყველას. ახალი ვარ როგორც ფორუმში ასევე პნევმას მომხმარებელი .კითხვები მაქვს და თქვენ დახმარებას ველი
შემიფასეთ.კანონის ფარგკებს ხოარ სცდება მონაცემები?
SCORPIONS
hidden სალამი. კეთილი იყოს შენი გამოჩენა smile.gif
hidden
ეუფფ...სურათი არ იტვირთებაა.. კაიი,
137/450 ეს დაშვებულია??
SCORPIONS
ციტატა(hidden @ 13th November 2015 - 09:04 AM) *
137/450 ეს დაშვებულია??
რა არის ეგ? PIX.GE შედი და ატვირთავ კარგად

P.S. თბილისი ალბათ smile.gif
hidden
ვერც მანდ ვერ ვტვირთავ... რა არი და მონაცემები...137 მეტრი წამში ხო? და 450 fps თუ რა ქვია არ ვიცი ზუსტად არ ვარ იარაღთან
Multi-Tool
hidden
ჯერჯერობით მხოლოდ კალიბრზეა შეზღუდვა, ანუ მხოლოდ 4.5კალიბრია
დაშვებული და თუ გინდა 5000 ფპს ჰქონდეს.
hidden
აი ეს არიის
vi.raptor.ebaydesc.com/ws/eBayISAPI.dll?ViewItemDescV4&item=321758631797&category=178887&pm=1&ds=0&t=1447260630189
SCORPIONS
hidden დააკოპირე შეკაცო ნორმალურად და ვნახავთ ადამიანურად smile.gif
hidden
https://youtu.be/6IMz3Zn4Fko აიიიი ესს
SCORPIONS
hidden მშვენიერ გასართობი შტუკაა! ბევრს ჯობია! სულ მეტალისაა და სიმძმე კარგად იგრძნობა ხელში. P.S. საშუალოდ 115 მეტრი აჩვენა წამში. ნუ ეხლა,მეტ სისწრაფეს ვერც მოსთხოვ რა.
დასკვნა,ძალიან კარგი სათამაშოდ გასართობი ფიშტოა smile.gif
gregory
hidden
კარგი რამეა, მაგრამ იცოდე, რომ მჭიდის პრობლემა აქვს ამ მოდელს.
ცოტა ხნის შემდეგ მჭიდი ვეღარ დაკავებს ბურთულებს და მერე დაგეწყება თავსატკივარი.
ჩემი გამოცდილებიდაც ქროსმანის მოდელებიდან ყველაზე სანდო და მუშა C-TT ა
hidden
მეორე მაქ კოლტი. დეფენდერი. ხშირაშ 'ასროჩკას' აკეთებს...რამდენჯერმე გასროლილი ბურთულა ვისროლეთ და ამას ვაბრალებ,დეფორმილებულმა ბურთულამ რაღაც დააზიანა?
gregory
hidden
დეგენდერს საერთოდ არ აქვს მჭიდი როგორც ვიცი
და "ასეჩკა" უფრო დაწვრილებით აღწერეA: გაზი გამოდის და ტყვია არ მოყვება, თუ საერთოდ არ ისვრის?
hidden
ციტატა(gregory @ Nov 14 2015, 04:49 PM) *
hidden
დეგენდერს საერთოდ არ აქვს მჭიდი როგორც ვიცი
და "ასეჩკა" უფრო დაწვრილებით აღწერეA: გაზი გამოდის და ტყვია არ მოყვება, თუ საერთოდ არ ისვრის?

კი მჭიდი არ აქვს ნამდვილად... გასროლისას გაზი გამოდის ჩვეულებრივ მაგრამ ბურთულას არ ისვრის,როგორც ტყვია რომ გამოოილიოს და ისროდე ...რამდენიმეს ასე იზამს ,შემდეგ გაისვრის ტვიას,, ვერ გაიგებ რა დროს გამაზავს რა და რადროს გავარდება... არადა სულ 3 ბალონი აქვს დაცლილი ჯერ და უკვე ურევს.მეორე კროსმანმაც ქნა ესეთი რამე ერთხელ..
hidden
ისე რომელ ტყვიებს მირჩევთ? მეტი გამანადგურებელი ძალა რომელს აქვს?
hidden
ან სხვა ფორმის ტყვიებს არ ისვრიისსს?? მხოლოდ ბურთულევია გათვლილი პისტოლეტზე??
hidden
და კიდევ,200-300 ფარგლებში თუ იცით რომელი არი ყველაზე ძლიერი??
master
გამარჯობათ, მპ 512 რომ შემოიტანა კალიბრმა მაგეებზე რა აზრის ხართ, თუ გატესტა ვინმემ, ფპს მაინტერესებს, 0,36-0,46 გრამიანით 210-220 მ/წ მდე თუ ავა.
300 ლარამდე ვეძებ რამეს ისიც განვადებით და მეორე ვარიანტია ჰაცან მოდ 80 მაგ ფასში

თქვენ რას მირჩევთ.....

პ.ს. ბაუერის 4X32 ოპტიკა უნდა დავაყენო....
gela
master


ჩემი რჩევით, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენო ნათქვამია, ჰატსანი მირჩევნია smile.gif
master
ციტატა(gela @ Feb 16 2017, 07:01 PM) *
master


ჩემი რჩევით, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენო ნათქვამია, ჰატსანი მირჩევნია smile.gif

ფპს-ი ვერ გავიგე. იუთუბზე არის რაღაც ვიდეოები მარა განსხვავდება ერთმანეთისგან
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.