ხ.მ.ე.ლ.ო კაი ახლა ტყუილა ნუ წერ რადი პონტა თეზისებს.

ყველაფერი რაც დაწერე საერთო და ძალიან ზედაპირული რაღაცაა, და არანაირი კონკრეტიკა.
45$ ხელმისაწვდომი არაა და 15 თუ 20 ლარი ზამბარაში ყოველ 2 თვეში ეგ ხელმისაწვდომია? წლები გაუძლებს ნიტრო პისტონი. გინდა ქარხნული გინდა მინჩანინის გაკეთებული. მინიმუმ რესურსი თუ არავცდები ნიტო 5 ნიტო 10 ათასი გასროლაა, ეს მინიმუმია მაქსიმუმი კაცმა არ იცის რამდენიმე, უმეტესობა მომხმარებელი თოფს უფრო ადრე მოსპობს ვიდრე ნიტრო პისტონს.
რაც შეეხება გამოცვლას ან დატუმბვას... მნიშვნელობა არა აქვს რომელ მეთოდს ამოირჩევ, ჩემი გლეხური გადასახედიდან ახლის ყიდვა და გამოცვლა უფრო იოლია, გაჭირვებით მფლობელიც გააკეთებს, ან მეგობართან ერთად ჩაჯდებიან, ფორუმზე რაცხას გაიკითხავენ გამოიკითხავენ და გაიგებენ რა და როგორ ჩასვან იგივე სეკურიფას აქვს აღწერა გაკეტებული და იუტუბზეც უგდია ვიდეო. აი დატენვა კი ყველას ნაღდად არ შეუძლია.
ანუ დატენვის შემთხვევაში მინიმუმ უნდა დაშალო და გათვალო რომ ასაწყობი გაქვს, პლიუს ან უნდა იჩალიჩო დასატენ მოწყობილობაზე (არადა მაგას ჭკუად მყოფელი არ გააკეთებ მარტივი მიზეზის გამო 5 წელიწადში ერთხელ რაცხას დატენვის გამო არ ღირს მაგის გაკეთება), ან უნდა გაუგზავნო ხელოსანს და მოლაპარაკების და მიხედვით გადაგზავნა გადმოგზავნის ანაზღაურება, პლიუს იმ კაცის მუშაობა, უფასოდ ხომ არ იჩალიჩებს ის კაცი, მაქსიმუმ 1 წელი მოგცეს გარანტია და 5 წლის მერე რაცხა ქე უნდა გადაუხადო დამატებით მუშაობაში. თან ახლა მაგდენიხანი მუშაობის მერე შეიძლება გარდა დამუხტვისა საპოხი მასალა იყოს ჩასამატებელი ან გამოსაცვლელი იქნება დგუშის პრაკლადკები....
შედეგად ყიდვა გამოცვლაში უფრო ნაკლები ოპერაციები გაქვს, ვიდრე დამუხტვაში.
P.S. ჰო კიდევ ერთი პატარა ნიუანსი, ისე ჩვენში დარჩეს უმეტესობა ნიტროს მფლობელი ცხოვრებაში ვერ გაიგებს დაჯდა მისი თოფი თუ არა, იმიტომ რომ ზ.დ.პ-ს მომხარებლების უმეტესობას ქრონოგრაფი არ აქვს, შედეგად სიჩქარეს არ ამოწმებენ და ამიტომაც, რა იყო ადრე და რა არის ახლა ცოტა არ იყოს ბევრისთვის დახურული თემა იქნება