GIGA
Nov 7 2009, 08:27 PM
მოგესალმებით :rolleyes:
გადავწყვიტე რაიმე პნევმატური შაშხანის ყიდვა 150 ლარის ფარგლებში მთავარია იყოს რაც შეიძლება ზუსტი (ნუ ამ ფასში რაც მოვა) სხვას არ აქვს დიდი მნიშვნელობა
და თქვენი რჩევა მჭირდება წინასწარ მადლობთ გამოხმაურებისთვის
geojorjika
Nov 7 2009, 08:33 PM
ციტატა(giga @ 7th November 2009 - 09:27 PM)

150 ლარის ფარგლებში მთავარია იყოს რაც შეიძლება ზუსტი
ნუ ხუმრობ ეხლა

, მოკლედ წინასწარ უნდა დაგწყვიტო გული ეგეთი რამე არ გამოვა
ციტატა(giga @ 7th November 2009 - 09:27 PM)

სხვას არ აქვს დიდი მნიშვნელობა
ამაში რას ულისხმობ?

მეტი რას უნდა ქონდეს მნიშვნელობა შაშხანაში სროლის სიზუსტის და სიიაფის გარდა?
bidza მოკლედ მოდი ესე ჩამოვყალიბდეთ როგორი შაშხანა გინდა? რა გინდა რომ იმ შაშხანამ გააკეთოს? ( ინადირო, ბოთლები ამტვრიო, მიზანშI ისროლო თუ უბნელებს ემარიაჟო? ) მაქ. ბიუჯეტი რამდენი გაქვს?
ja_ja
Nov 7 2009, 09:36 PM
bidza ციტატა(giga @ 7th November 2009 - 09:27 PM)

გადავწყვიტე რაიმე პნევმატური შაშხანის ყიდვა 150 ლარის ფარგლებში მთავარია იყოს რაც შეიძლება ზუსტი
ნუ ზუსტი უკვე დავივიწყეთ როგორც წარმოუდგენელი პაბოჩნი ეფექტი 150 ლარისთვის

ნუ ახლა ბოთლს 10-20 მეტრში გაარტყავ.
მეორე ალბათ შესძლებ რუსული თოფის დათრევას, ანუ MP512 ან ij 38, თუ ძალიან მოკლული არ იქნება გამოდგიბა, ერთეულ შემთხვევაში შეიძლება დაიდადო რუსული ij60 ან ij61, ნუ ესენი ჯობია, ყველა ეს თოფი უნდა ნახო სავარაუდოდ mymarket.ge-ზე, სხვათაშორის ამასწინათ საერთოდ 70 ლარად იტყიდებოდა იჟ38 მაგ საიტზე ხოლო იჟ60 სადღაც 3 თვის წინ 100 ლარად გაიყიდა. (თუ ნორმლაურ მდგომარეობაში იჟ60/61, მაშინ შეიძლება გარკვეულ სიზუსტეზეც საუბარი, ახალი სხვათაშორის იყიდება თბილისში 250 ლარად).
ნუ შემდეგი არის ჩინური შტუკები, ეგეც მხოლოდ mymarket-ზე თუ იქნება იაფად, თორემ მაღაზიებში ეგენიც 260-280 ლარიდან იწყება
მოკლედ მოდი მართლა ჯორჯიკას ვარიანტში დაყავი კლასები და მოთხოვნა რისთვის გინდა პლინკისთვის (ანუ ბოთლები, კონსერვები, პრობკები და ასე შემდეგ) თუ მიზანში სროლისთვის.
პლინკისთვის ნებისმიერი ჩამოთვლილი წავა და გამოყოფილ ბიუჯეტში 150 ლარის სახით შეიძლება უპრობლემოდ ჩაეტიო (თუ ბედი გაგიღიმებს), ხოლო მიზანში სროლისთვის 300-ზე ზემოთ უნდა იფიქრო, ჩამოფასებული ვარიანტიც კი არ იქნება 150 ლარში, სხვათაშორის გამართლებაზეა, შეიძლება იმ პლინკის თოფებიდან ზოგიერთმა უპრობლემოდ გაქაჩოს მიზანში სროლაზე.
geojorjika
Nov 7 2009, 09:47 PM
ja_ja ციტატა(ja_ja @ 7th November 2009 - 10:36 PM)

MP512
სხავთაშორის არცთუისე ძვირიანი UP-ის შემდეგ ეს ფიშტო შესაშურ შედეგებს იძლევა

მაქსიმიმ კიდევ ერთი მაგდენი რომ დაახარჯო + რაიიმე ოპტიკა დაადგა მიიღებ ფიშტოს გაზის ზამბარით რომელიც CP 10.5 -ს ისვრის 220- 230 მ/წმ და 50 მეტრამდე ნადირობისთვის სავსებით გამოადეგი რამეა
ციტატა(ja_ja @ 7th November 2009 - 09:36 PM)

იჟ60/61
+1
180 ლარი ღირს ახალი... ნებისმიერ თურქზე ზუსტია... თუმცა სიმძლავრით არ გამოირჩევა
GIGA
Nov 8 2009, 12:16 PM
ძირითადად სანადიროდ მინდა
ესეიგი მინიმუმ 300 ლარია საჭირო რომ 50-60 მეტრში ციყვს გაარტყა და მოკლა??? ციყვი პირობითად :rolleyes: და ამ ფასად რომელს მირჩევთ ???
cz80
Nov 8 2009, 12:20 PM
geojorjika
Nov 8 2009, 12:26 PM
cz80 +1 კარგი არჩევანია მაგ ფასად
GIGA
Nov 8 2009, 07:41 PM
მადლობთ გამოხმაურებისთვის

ესეიგი ცოტა მოცდა კიდევ მომიწევს
Der Rote Baron
Nov 8 2009, 08:56 PM
ციტატა(bidza @ Nov 8 2009, 08:41 PM)

მადლობთ გამოხმაურებისთვის

ესეიგი ცოტა მოცდა კიდევ მომიწევს

Stoeger X20-იც კარგია მაგ ფასში
Giorgibey
Nov 9 2009, 11:55 AM
ხალხო გამოცდილი ადამიანის რჩევა მჭირდება რა. 350 ლარად კარგ შაშხანას დავითრევ? ან სად შეიძლება რო ვნახო არჩევანი რო იყოს?
ja_ja
Nov 9 2009, 12:31 PM
Giorgibey ციტატა(giorgibey @ 9th November 2009 - 12:55 PM)

ხალხო გამოცდილი ადამიანის რჩევა მჭირდება რა. 350 ლარად კარგ შაშხანას დავითრევ? ან სად შეიძლება რო ვნახო არჩევანი რო იყოს?
ნუუუუ სანამ რაიმეს გირჩევთ უნდა დაგვეხმარო შენ.
დახმარება კი შემდეგია, რომელი კლასის გინდა
CO2
პომპა
გადასატეხ ლულიანი, ან რიჩაგიანი (მოკლედ ზამბარიანი ზ.დ.პ)
PCP
ჩამოყალიბდი რომელი კლასი გინდა, მერე დაგვეხმარე და გვაცნობე გამოყენების მიზნები, ძირითადად 2 კლასად ვყოფთ, ერთია სანადირო, მეორე სპორტული ვარიანტი, ანუ მიზანში ზუსტი სროლა.
სანადიროდ ძირითადად ყველა გამოდგება, აი მიზანში სროლისთვის კი საჭიროა, მაგალითად 10 მილიმეტრიანი რგოლსი ჩააჯინო 10 ან 5 ტყვია სადღაც 25 მეტრიდან, ამას ყველა თოფი ვერ აკეთებს, და რაც უფრო იაფია თოფი, მით უფრო შეუძლებელია ასეთი შედეგის მიღება.
მოკლედ გვაცნობე ეს ყველაფერი და... ჩვენი თავი გენაცვალოს, აუცილებლად გირჩევთ შენს ბიუჯეტში შასასმელ ვარიანტს.
Giorgibey
Nov 9 2009, 06:48 PM
მადლობა ja_ja ახსნისთვის და ესეიგი მე მჭირდება სანადირო ვარიანტი ყვავებზე და მღრღნელებზე. მინდა რომ იყოს გადასატეხ ლულიანი როა Pcp ისეთი და დარტყმა რომ ძლიერი ქონდეს ალბათ რა. მიზანისთვის მერე კარგ scope საც ვიყიდი და ეგ არის ალბათ.
geojorjika
Nov 9 2009, 06:54 PM
ციტატა(giorgibey @ 9th November 2009 - 07:48 PM)

მინდა რომ იყოს გადასატეხ ლულიანი როა Pcp
როგორი?
Giorgibey
Nov 9 2009, 08:24 PM
გადასატეხ ლულიანი მინდა რომ იყოს, აი რომ გადაწევ ლულას და ჩადებ შიგნით ტყვიას რა. ბოდიში ცოტა ეს ტერმინები არ ვიცი და შეიძლება ვერ ავხსენი რა. აი ჩვეულებრივ შაშხანას ვგულისხმობ რა.ეს პცპ მეგონა რომ ეგ იყო და მგონი ეგ სხვა რამეა. მოკლედ ჩვეულებრივი გადასაწევლულიანი შაშხანა მინდა, ოღონდ ძლიერი დარტყმა რომ ქონდეს ისეთი.
ja_ja
Nov 9 2009, 08:37 PM
Giorgibey ციტატა(giorgibey @ 9th November 2009 - 07:48 PM)

მინდა რომ იყოს გადასატეხ ლულიანი როა Pcp ისეთი და დარტყმა რომ ძლიერი ქონდეს ალბათ რა
რაცხა ერთმანეთს ჩვენ ვერ გავუგეთ.
გადასატეხ ლულიანი, იგივე ზ.დ.პ. არის თოფი რომლის დატენვისთვისაც საჭიროა ლულა გადაწიო ან რაიმე რიჩაგი რომ ზამბარა შეკუმშო. გასროლისას ზამბარა თავისუფლდება და შპრიცის მეთოდით ჰაერს ჭირხნავს და ლულაში აწოდებს.
აი PCP სულ სხვა ხილია, მაგაში ბალონში ტენი წინასწარ ჰაერს (PCP - Pre Charged Pneumatic, წინასწარ დაჭირხნული პნევმატიკა), გასროლისას ბალონში მილიწამებით იხსნება კლაპანი დაგროვებული ჰაერის ნაწილი გადადის ლულაში და ტყვიას აწვება უკნიდან.
მოკლედ ეს ორივე არის რადიკალურად განსხვავებული სისტემის თოფი, შეიძლებელია PCP გადასატეხ ლულიანი იყოს, ისევე როგორც ზ.დ.პ-ს შეუძLებელია PCP-სნაირი ჰაერის მიწოდების სისტემა ჰქონდეს. არ ვსაუბრობ შემთხვევაზე როდესაც ზ.დ.პ.-ს გადაკეთებაზე ცალკე თანხა იხარჯება იმისათვის რომ ბალონი დაუყენდეს და PCP-გახდეს, ოღონდ ეგ ცვლილებაც კეთდება ისეთ ზ.დ.პ-ზე რომელსაც ლულის გადაწევა არ სჭIრდება და ზამბარის მოწომვის მექანიზმი აქვს რიჩაგზე რუსული იჯ-60/61-ის ვარიანტში.
ზ.დ.პ-ს კლასის თოფები იდეაში უფრო იაფი ღირს - ძალიან გთხოვ ლინკი ნახე და გადაიკითხე
PCP კლასის თოფები გაცილებით ძვირი ღირს. - გთხოვ ეს ლინკიც გადაიკითხო
ასე რომ კარგად აწონ დაწონე ყველაფერი, გადაიკითხე ზემოთ ნახსენები თემები და როდესაც ყველაფერს დაალაგებ ხელახლა ჩამოაყალიბე რა გინდა და რაზე გყოფნის ფული.
Giorgibey
Nov 9 2009, 09:53 PM
ja_ja მადლობა ახსნისთვის ესეიგი ზდპ მინდა ზდპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპპ
GIGA
Nov 10 2009, 05:36 PM
ბიჭებო კიდევ უნდა შეგაწუხოთ

ჩემი ნათესავი მანქანებით ვაჭრობს და გერმანიაში ხშირად უხდება მისვლა მოსვლა ამიტომ ხომ არ იცით ვინმემ გერმანიაში კარგი მაღაზია გზა უფასო მექნება და ვისთანაც ჩადის ხოლმე არ მგონია ბევრი დასჭირდეს გერმანიაში შიდა გზავნილს
Jah
Nov 10 2009, 05:45 PM
www.versandhaus-schneider.de
www.egun.de
Giorgibey
Nov 10 2009, 07:49 PM
ხოდა ახლა რომელი ზდპ ვიყიდო კარგი რომ იყოს? პესტ ნადირობისთვის? :-)
geojorjika
Nov 10 2009, 07:50 PM
Giorgibey ბიუჯეტი?

რამდენის დახარჯვა შეგიძლია მაგ კარგი საქმისთვის?
GIGA
Nov 11 2009, 01:22 PM
http://66.163.168.225/babelfish/translate_...eec5f8aff3d#img <<<<< ეს მომეწონა მაგრადდდდ მაგრამ ვერ გავიგე აუქციონია მგონი არა??? და განბაჟება რა დამიჯდება დაახლოებით???
ja_ja
Nov 11 2009, 04:05 PM
bidza კაი რაცხა მოგწონებია ხომ იცი

არჩევანი მართლაც კაია, მარა აი აუქციონზე რაფრა აპირებ ყიდვას არ ვიცი.
მეორეცესერთი, განბაჟება 300 ლარამდე არ მოგიწევს თუ ჩაეტევი ტავისი გამოგზავნიანად რა თქმა უნდა. ამ მომენტისთვის 90 ევრო ადევს ფასი ასე რომ 300 ლარამდე ჯერ კიდევ გაქვს დრო.
geojorjika
Nov 11 2009, 04:11 PM
ja_ja ეგ ფასი 200 ეევრომდე ავა მალე
ja_ja
Nov 11 2009, 04:57 PM
geojorjika ციტატა(giorgi @ 11th November 2009 - 05:11 PM)

ეგ ფასი 200 ეევრომდე ავა მალე
ჰოოო, მაშინ 300 ლარს გასცდება და აიკიდებს განბაჟებას.
განბაჟება კი ნიშნავს შემდეგს:
1) 18% საქონლისა და ტრანსპორტირების ხარჯიდან (ანუ თუ თოფი დაჯდება 220 და ტრანსპორტირება 50, 18%-ს გადახდი 270-დან)
2) მოსაკრებელი თანხა 5 ევრო
3) ბროკერის მომსახურება + დეკლარაციის შევსება სადღაც 60ლარს + 30 ლარი
4) დასახელების საფასური 15 ლარი (ანუ საზღვარზე შემოსული სათითაო დასახელების საფასური, თუ 2 დასახელების ნივთია, მაშIნ 2-ჯერ 15 ლარი და ასე შედმეგ)
5) საწყობში განთავსეფით თანხა სადღაც 30-35 ლარი, პლიუს ყოველი მომდევნო დღის 5 ლარი.
6) ცნონბები რომ არანაირი დავალიანება, დენზე, წყალზე, გაზზე, და სხვა საბიუჯეტო დავალიანება არ გაქვს
ჯერჯერობით სულ ესაა, თუმცა აქედანვე ჩანს რომ 18%-ზე კი არა კაი 40-50%-ზე და გემრიელ ნერვების გლეჯვაზე გვაქვს საუბარი
GIGA
Nov 11 2009, 06:34 PM
Giorgibey
Nov 11 2009, 07:11 PM
ხალხო ნადირობისთვის მინდა პნევმატური შაშხანა 350 ლარში ჩავეტევი?
Jah
Nov 11 2009, 07:15 PM
ციტატა(giorgibey @ 11th November 2009 - 07:11 PM)

ხალხო ნადირობისთვის მინდა პნევმატური შაშხანა 350 ლარში ჩავეტევი?
ნადირობას რაზე აპირებ?
toti
Nov 11 2009, 07:16 PM
კი ბაზარი არაა თუ მოინდომებ მაგრამ დათვს ვერ მოკლავ
Giorgibey
Nov 11 2009, 07:23 PM
ჰოდა სად არის კარგი არჩევანიშაშხანების მითხარით რა? ყვავები უნდა ვაკივლო.
Jah
Nov 11 2009, 07:25 PM
ციტატა(giorgibey @ 11th November 2009 - 07:23 PM)

ჰოდა სად არის კარგი არჩევანიშაშხანების მითხარით რა? ყვავები უნდა ვაკივლო.
მე არ ვიცი სად არის არჩევანი, ალბათ სხვები მიგასწავლიან, მაგრამ ყვავების ხოსვა არ არის ნადირობა.
დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.
Giorgibey
Nov 11 2009, 07:29 PM
კარგი მასე იყოს და იქნებ ვინმემ მიმასწავლოთ კაი შაშხანების მაღაზია რა.
geojorjika
Nov 11 2009, 07:32 PM
www.pyramydair.com
Giorgibey
Nov 11 2009, 08:23 PM
თბილისში არ არის სადმე კაი არჩევანი რომ იყოს? მაქედან მე როგორ ჩამოვიტანო, იქ მერე განბაჟება რაღაც ლიცენზიაო და იქნებ თბილისში მითხრათ სადმე რა?
geojorjika
Nov 11 2009, 08:47 PM
Giorgibey
თბილისში კონკრეტულად პნევმატური იარაღების მაღაზია არ არსებობს , პნევმოები იყიდება ე.წ. "მონადირულ" მაღაზიებში და არჩევანი არის 0 , ამიტომ გირჩევთ დაუკავშირდეთ ამ კაცს www.iaragi.ge , იქ მაილიც წერია და ტელეფონიც მგონი , გრიგოლი ქვია და ეს კაცი ჩამოგიტანთ ამერიკული მწარმოებლის Crosman-ის პროდუქცია ძალიან ძალიან გემრიელ ფასებში .
ja_ja
Nov 11 2009, 10:49 PM
geojorjika ციტატა(giorgi @ 11th November 2009 - 09:47 PM)

თბილისში კონკრეტულად პნევმატური იარაღების მაღაზია არ არსებობს , პნევმოები იყიდება ე.წ. "მონადირულ" მაღაზიებში და არჩევანი არის 0 , ამიტომ გირჩევთ დაუკავშირდეთ ამ კაცს www.iaragi.ge , იქ მაილიც წერია და ტელეფონიც მგონი , გრიგოლი ქვია და ეს კაცი ჩამოგიტანთ ამერიკული მწარმოებლის Crosman-ის პროდუქცია ძალიან ძალიან გემრიელ ფასებში .
+1
Giorgibey ციტატა(giorgibey @ 11th November 2009 - 09:23 PM)

თბილისში არ არის სადმე კაი არჩევანი რომ იყოს? მაქედან მე როგორ ჩამოვიტანო, იქ მერე განბაჟება რაღაც ლიცენზიაო და იქნებ თბილისში მითხრათ სადმე რა?
თან ჩვენს ფორუმზეც არის
დარეგისტრირებული და შეგილძია პირადად გაესაუბრო
GRIF'S
Jan 29 2010, 08:16 PM
დაახლოებით იგივე შინაარსის კითხვა მაქვს მეც როგოი სატაურიც ტემას აქვს, ოღონდ ერთი პატარა განსხავებაა...
მინდა რაიმე, იაფფასიანი, თოფი... უფრო შაშხანა მაგრამ ჩვეულებრივი "რევოლვერიც" გამოდგება... დამწყებისთვის... ძირითადი დანიშნულება, მიზანში სროლა, ნაწილობრივ სპორტულ სტილში...
რას მირჩევდით და სად შეიძლება ვიშოვნო თქვენს მიერ რჩეული პროდუქტი?
ja_ja
Jan 29 2010, 09:46 PM
CRIF'S
რაღაც სტრანნი კითხვაა.....
მოკლედ საქმე რაშია, სპორტული სროლა თუ გაინტერესებს რევოლვერი დაივიწყე, ეგ უკვე გასართობი. მიზეზი მარტივია ბარაბნის გადატრიალებისას სასხლეტზე იმდენი ძალით აჭერ, რომ გინდა არ გინდა ლულა მარჯვნივ და ზემოთ მიდის. შედეგად ტყვია საწყის გასწორებულ მიზანზე არ მივა. თან ცუდი ისაა, რომ რამდენიც არ უნდა ივარჯიშო ყოველთვის ერთნაირი ძალით ვერ დააწვები სასხლეტს შედეგად....
სპორტული სროლისთვის უნდა იყიდო ძვირიანი პოსტოლეტი PCP კლასის და არა co2 -ის ბალონებზე. ყველა პისტოლეტი co2-ის ბალონებზე არის გასართობი კლასის, ძალიან ცოტა მოდელია ოდნავ მაღალი კლასის. ასე რომ სპორტისთვის მხოლოდ PCP
მოკლედ ეგეთი პისოლეტებია:
Steyr LP2,
Steyr LP10,
Steyr LP50,
walther LP300XT,
BEEMAN / FWB P44,
BEEMAN / FWB P58,
Anschutz 8002,
Feinwerkbau FWB P44,
Morini 162EI,
Morini 162MI
და ბევრი სხვა ცნობილი პისტოლეტები. ყველა ამ კლასის პისტოლეტი არის ძალიან, ძალიან ძვირი, 1000 ევროდან 3000 ევრომდე. თუ კონკრეტულად სპორტის ოლიმპიურ სახეობას არ გინდა გაყვე და არ გინდა ჩაანაცვლო სალუქვაძე, მაშინ ასეთი ფასის ფიშტოების ყიდვას აზრი არ აქვს.
რაც შეეხება შაშხანებს, აქ სიტუაცია შედარებით მარტივადაა, ბევრი ფიშტოს ასატან ფასში და უმეტესობა გამოიყენება სპორტულ შეჯიბრებებში, ძირითადად ყველა კლასის და ტიპის PCP შაშხანა შეიძლება გამოიყენო შეჯიბრებისთვის, ზოგს ცოტა მეტი ხელის შევლება უნდა ზოგს ცოტა ნაკლების.
1) ყველაზე იაფიანი PCP შაშხანა არის Hatsan AT-44, მერე მოდის ფასის ზრდით Benjamin Discovery, BAM-50 პირველი თურქულია, მეორე ამერიკულია ჩინეთში იწყობა ამერიკული სპეციფიკაციებით, მესამე იმენნა ჩინურია. დისქოვერი ყუთიდანვე ამოღებისას მოგცემს საშუალებას სპორტულ საქმიანობას მიჰყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ მთლად სერიოზული ფორმები არ აქვს, ამ კლასში არსებულ დანარჩენ ორს ჯობია. ამ თოფის ფასებია სადღაც 550 ლარიდან 700 ლარამდე
2) ამათ შემდეგ მოდის CZ-200 ჩეხურია უშვებენ ინგლისური ფირმის ლიცენზიით და ნაწილი პირდაპირ იგლისური ფირმა Air-Arms-ის მარკით გამოდის Air Arms S200. სადღაც 950-1000 ლარი
3) ცალკე კლასად გამოვყოფ Benjamin Marauder-ს ნუ თან სანადირო თოფია ვითომდა, მაგრამ ამასობაში უნიკალური სიზუსტით გამოირჩევა 25 მეტრზე მეთვითონ 20 ტყვიიდან 10 მილიმეტრიანი ჯგუფი მაქვს აკრეფილი. 50 მეტრზე 18 მილიმეტრი (იდეაში ნაკლები იქნებოდა ნორმალური მაგიდა რომ ყოფილიყო და არ ყანყალებდეს). ცალკე გამოვყავი ფასისა და შესაძლებლობების გამო. ამ თოფის შესაძლებლობის ინგლისური და გერმანული ანალოგები 2-3-ჯერ ძვირი ღირს და პრაქტიკულად იგივეს იძლევიან. ფასი სადღაც 1050-1150 ლარი
4) სადღაც 700-800$-ის ექვივალენტში საუბარია AirForce Condor და AirForce Talon-ზე, თუმცა იმავე ფირმის AirForce Edge-ც შეიძLება მაგ ფასში იყოს დათრეული. ამ თოფებს რაღაც თავისებური მუღამი აქვს, ფუტურისტული დიზაინი, აურაცხელი ძალა და ასე შემდეგ.
5) აქ უკვე მოდის ნახსენები Air Arms S400 და Air Arms S410, ასევე გერმანული Weihrauch HW 100, ამ თოფებში ხარისხიც, არის სიზუსტეც და თავისებური ეშხიც, მაგრამ ეს სიამოვნებები სადღაც 1500$-თან თამაშობს, +-100-200$
6) ნუ ახლა ყველას ჩამოთვლას ვერ მოუყვები, ამიტომ ამ კლასით დავამთავრებ, საუბარია სუპერ მაღალი დონის თოფებზე, რომლებიც ოლიმპიურ სპორცმენებს აქვთ, თუმცა საცალო ვაჭრობაში ოხრადაა. ამ კლასის თოფები ძალიან, ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ არის ძალიან ძალიან ზუსტი, ძალიან ბევრი ტექნოლოგიური ნიუანსია ჩაყოლებული და ლამის სათითაოდ ტაილანდელი ქალიშვილები ენით ლოკავენ სანამ გაყიდვაში გავა. საუბარია ისეთ თოფებზე როგორიცაა
Steyr LG100,
Walther LG300,
Air Arms EV2,
Feinwerkbau 500
Feinwerkbau 600
Feinwerkbau 700
აქ ფასებზე ცოტა არ იყოს უხერხულია საუბარი, როდესაც ასეთი კლასის თოფს ყიდულობ მოითხოვ მისგან ლამის 50 მეტრზე ტყვიას ტყვიაში ჩაჯენას, შესაბამისად ფასიც ეგეთივე აქვს, საშუალოდ იქნება 1000 ევროდან, და არ გაგიკვირდეს თუ იგივე სერიულ მოდელებში 3-4 ათას ევროიანს აღმოაჩენ, საცალო სპეც დაკვეთა შეიძლება 10-15 ათას ევროს აღწევდეს.
მოკლედ მორალი ამ მოთხრობიდან ერთია, გარდა იმისა, რომ გინდა სპოსტული სროლისთვის, უნდა განსაზღვრო პისტოლეტი გინდა თუ თოფი, და ასევე აუცილებელი პირობაა ბიუჯეტი. რამდენს გაიმეტებ შენი ჰობისთვის.
giga_st
Jan 29 2010, 09:50 PM
ჯაჯ ეგ იქურ ფასებს ამბობ შენ და კალიბრების ამბები როგორაა მანდ?
foxi
Jan 29 2010, 10:14 PM
ციტატა(giorgibey @ 11th November 2009 - 08:11 PM)

შაშხანა 350 ლარში ჩავეტევი?
მაგ დასახელების იარაღს ვერიყიდი მასეთ ფასში. პნევმატური თოფი სხვა საქმეა. კროსმან ფანტომი 1000X. ყვავებს გაჟლეტავ უპრობლემოთ. გრიგოლის მიმართე 400 ლარი დაგიჯდება. ან თურქული იყიდე რამე თუ 400 ლარი გეძვირება.
ja_ja
Jan 29 2010, 10:28 PM
giga_st ციტატა(giga_st @ 29th January 2010 - 10:50 PM)

ჯაჯ ეგ იქურ ფასებს ამბობ შენ და კალიბრების ამბები როგორაა მანდ?
ლარებში რაც დავწერე აქური ფასებია დანარჩენი იქაური ფასებია.
კალიბრში კი ყველა კლასის პნევმატიკის მიმართ ერთი სიტუაცია გვაქვს 4.5 მილიმეტრი, არანაირი 0.22 და 0.25

არა და მინდა..... მინდა მარადიორი 0.25-ში, არ ვიცი რათ მინდა მაგრამ მინდა

.
ტომ გეილორდის რეპორტს ვკითხოლობდი 2010 წლის პნევმო იარაღების გამოფენაზე, ყველა მწარმოებელი მასიურად მიგრირებს .25-ზე არ ვიცი რატომ, .22 ეს უკვე დე-ფაქტოა. RWS-ი კროსმანი, ბიმენი, გამო, ყველას 0.22 და 0.25 ჰოქნდა წარმოდგენილი თან უკვე ზ.დ.პ-ებში, ადრე თუ მხოლდო pcp-ს პრივილეგია იყო 0.25 ახლა ზ.დ.პ-ზე ინერგება პაგალოვნად.
ჩვენ კი ვზივართ ამ მამაზაღლ 0.177-ზე, ბლინ!
foxi
Jan 29 2010, 10:30 PM
ციტატა(ja_ja @ 29th January 2010 - 11:28 PM)

ზ.დ.პ-ზე ინერგება პაგალოვნად
თანაც ნიტროს ზამაბარებით!

ბაი ბაი პცპ.
foxi
Jan 29 2010, 10:33 PM
ციტატა(ja_ja @ 29th January 2010 - 11:28 PM)

არა და მინდა..... მინდა მარადიორი 0.25-ში, არ ვიცი რათ მინდა მაგრამ მინდა .
ჯაჯ მგელი შემოგეჩვია ეზოში თუ რახდება? რათგინდა 25 კალიბრი???
giga_st
Jan 29 2010, 10:40 PM
ისე რატოა ჩვენთან .22 და .25 გართულება რა თუ დაუშვებენ ამ კალიბრებს შეკვეთიილი მკვლელობების რიცხვი იმატებს თუ რა
ja_ja
Jan 29 2010, 10:42 PM
giga_st ციტატა(giga_st @ 29th January 2010 - 11:40 PM)

რა თუ დაუშვებენ ამ კალიბრებს შეკვეთიილი მკვლელობების რიცხვი იმატებს თუ რა
რავიცი, რავიცი...
cz80
Jan 29 2010, 11:54 PM
ციტატა(giga_st @ 29th January 2010 - 11:40 PM)

შეკვეთიილი მკვლელობების რიცხვი იმატებს თუ რა
რავი ბლიად სისულელეა მართლა... კაცს ამითიც რო ჩაუჯდე და შესაბამის ადგილში ხიო მაშინაც დაიტრუპება...მესმის ენერგიაზე დააწესონ შეღზუდვა(მე ეგეც არ მაწყობს მარა

)
nihontoman
Jan 30 2010, 12:08 AM
ციტატა
ლამის სათითაოდ ტაილანდელი ქალიშვილები ენით ლოკავენ სანამ გაყიდვაში გავა. საუბარია ისეთ თოფებზე როგორიცაა
აუ ჯაჯ, ცოტა სხვა რამე წარმოვიდგინე ამის წაკითხვისას...
კითხვის ავტორს კი ერთ რამეს ვურჩევდი: საწყენად არ მიიღო, მარა როცა სპორტული სროლა გინდა, შესაბამისი თანხები უნდა გაითვალისწინო, 400 ლარის ფარგლები სპორტული სროლისთვის ცოტა არ იყოს და ისეთი პონტია, სასაცილო...
მე ისე გირჩევდი ბენჯიკას, დისკო დაგიჯდება 900-1000 ლარი ტავისის ნასდოსით და სპორტული თუ გინდა და ძაან ძვირიც არ გინდა მისცე მაშინ ეგ კაი ვარიანტია... თან სანადიროდაც მაგარი იქნება (მარა ვეჭვობ ამ ეტაპზე მაგდენი გაიმეტო)
Der Rote Baron
Jan 30 2010, 02:15 AM
მართალია სპორტული სროლა ისეთი ჰობია თანხმებს მოითხოვს (და საერთოდ პნევმატიკით ,,გართობა'' საკმაო თანხმებს მოითხოვს)
აგე 400 ლარად ,,ფლობერტის'' რევოლვერებსაც აღარ ყიდიან 650-ში ურახუნებენ

არადა ამ უკანსკნელს პასპორტში სპორტული რევოლერი უწერია
GRIF'S
Jan 30 2010, 01:30 PM
ja_ja
გაიხარე... მადლობა : )
GRIF'S
Feb 5 2010, 12:45 PM
აქ თემა ვერ ვიპოვნე შესაბამისი და ამიტომაც აქ დავწერ... რა დაჯდება პნევმატური იარაღის შემოტანისას უცხო ქვეყნიდან მისი განბაჟება, ან სად შეიძლება რომ ფასები გავიგო... მემგონი ორას ლარამდე განბაჟება არ ჭირდებაო მაგრამ, მაგ ფასში ისეთი ევრაფერი ვიპოვნე ჩემთვის საინტერესო...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.