რამდენი წლის ხარ
მემგონი გაგჭედავენ
და მემგონი ვერ გაერთობი....
კაცოუ

ესე იგი დრო გადის და ეს ახალბედები უფრო და უფრო კურიოზულად წერთ.... გინდა ხომ დახმარება, სხვას ეკითხები რომელმაც ალბათ პროსტინა უნდა დაწეროს, დიდი თხოვნაა პატივი ეცი იმ კაცს (არა აქვს კონკრეტულ პიროვნებას აზრი) ვინც პასუხი უნდა გაგცეს და სრულად მაინც დაუსვი კითხვა... სუფთა წყლის SMS-ის და არა პოსტი, ინტერნეტია, ფორუმი და უსასრულო ტექსტის დაწერის შესაძლებლობა (კონკრეტულად 30 000 სიტყვაზეა შეზღუდვა და გამოიყენე მხოლოდ 18 სიტყვა)....
მოგეწონება და ინფორმაციული იქნება ისეთი პასუხი რომ დაგიწეროს ვინმემ როგორსაც საჩველებლად ახლა მე დავდებ:
1) არა
2) არ ვიცი
3) კაცმა არ იცის
4) არ ჯობია
5) მგონი ყველაფერი ვთქვი
ნუ რამდენად ინფორმაციულია? დარწმუნებული ვარ დამატებითი კითხვები უფრო მეტი გაგიჩნდა ვიდრე პირველი კითხვები დაკმაყოფილდა

ამიტომაც დიდი თხოვნაა პატივი ვცეთ იმას ვისაც პასუხს ვთხოვთ და ასევე ნუ დავივიწყებთ და პატივი ვცეთ ქართულ ენას.
ახლა კი სინამდვილეში როგორი პასუხი უნდა იყოს და აბა დაუკვირდი შენ 18 სიტყივიან ჩამოუყალიბებელ ტექსტს, სხვამ რამხელა ტექსტით უნდა უპასუხოს, ამიტომაც ეგებ აჩქარების გარეშე ჩამოყალიბებულად დაწერო ხოლმე შემდეგში კითხვა იქნება, თუ ინფორმაცია. მაშ ასე რეალური პასუხები:
1) აქ არავის არ აქვს და საქართველოს მაშტაბით თუ გაინტერესებს ჯობია მაი მარკეტზე გადაამოწმო. იდეაში მეტსაც გეტყვი შეიძლება ზედაპირული გადახედვით მომხიბვლელად გეჩვენება, მაგრამ რეალში თითო გასროლისთვის მაგ ფიშტოს გადაფურჩქვნა და მერე ძალით ჩალიჩი რომ შეკუმშო... მოკლედ მალე დაგაკარგინებს იარაღის გამოყენების მუღამს.
2) გზა რა დაჯდება ასე გამოწერილად ამ ფორუმზე კი არა გადამზიდავი ვერ გეტყვის. იმიტომ რომ უცნობია რა ზომის შეფუთვა იქნება და რა ფორმის. უხეშად უნდა იანგარიშო მაქსიმუმ 1.5-დან 2 კილომდე, ანუ ყველაზე კაი შემთხვევაში მინიმუმ 10-12$-დან 16 დოლარამდე, მაგრამ ეს კაცმა არ იცის ასე იქნება თუ არა შეიძლება ნაკლები იყოს და შეიძლება მეტი, თუმცა მეტობა ნაკლებად სავარაუდოა
3) გართობის რა გითხრა, პირველ პუნქტში უკვე გითხარი რომ მუღამს მალე მოგისპობს ეგ იარაღი თავისი კონსტრუქციის გამო, ისე კი ინფორმაციისთვის უნდა იცოდე შემდეგი ---- მიუხედავად იმისა რომ ახლა ალბათ გაბრაზებული ხარ ჩემზე ეს რა მომწერაო და ჩემს რჩევას "იასნია" ზერელედ მიიღებ და არ გაითვალისწინებ, შემიძლია თამამად გითხრა, რომ ნებისმიერი პისტოლეტი არის 1, მაქსიმუმ 2 კვირის გასართობი, მერე გბეზრდება და აგდებ სადღაც მაგიდაზე თაროზე და აგდია ეგრე მტვერის დასადებად, მიუხედავად იმისა თუ რა "ძერზკი" იდეები გითამაშებს ახლა თავში, ნუ ვიცი რომ წარმოგიდგენია თავი მაგ იარაღით ხელში, ცდილობ ასე გაითამაშო სცენა, ისე, ვიქრობ რა მაგარი იქნება ხელში რომ დაიჭერ ვიღაცას დაანახებ, ლოგინში ჩაეხუტები.... რეალურად ეგ ყველაფერი გაქრება 1 მაქსიმუმ 2 კვირაში და ბალასტად იქნება სახლში

4) ძალიან მაინტერესებს რატომ ჩათვალე რომ ბალონჩიკებიანს ჯობია? ნუ იდეაში ვხვდები ეკონომიურ მიზეზს, ანუ ჩათვალე ალბათ რომ ბალონები არ გექნება საყიდელი და ხარჯი ნაკლები გექნება, სინამდვილეში კი მაგალითად მე რომ ვიყიდო ბალონით პისტოლეტი და შენ მაგ კონსტრუქციის იარაღი,... ნუ მე ვთქვათ 1-2 კვირაში სანამ მომბეზრდება (ფინანსებს არ ვთვლი, მხოლოდ მუღამის გასწორება ვიანგარიშოთ) ალბათ ასე 50-60 ბალონს დავცლი ეს უხეშად 2500-300 გასროლაა, ყელში ამომივა სროლა, გულს ვიჯერებ და იმის გამო რომ ყველანაირად გავისწორებ ჩემს მუღამს, სროლა ყელში მექნება ამოსული და არანაირი სროლის მუღამი არ მექნება. შენს შემთხვევაში კი ეს იქნება გაცილებით ნაკლები გასროლები და ყელში ამოგივა არა თვითონ სროლა არამედ დატენვის ჩალიჩი და შედეგად 1-2 კვირის თავზე შეეშვები სროლას იმის გამო რომ მოგბეზრდება ჩალიჩი, ზატო დაგრჩება სროლის და მუღამის გასწორების ზამაზკა, რაც 1 თვიანი შესვენების მერე იმდენად შეგიკლავს ხელში რომ მეორე სხვა იარაღს გაყიდინებს.... დალშე იმედია ხვდები რა მოხდება, კერძოდ კი ბალონების ყიდვა და ხარჯვა

მაგრამ ამ საქმეს აქვს მეორე პონტიც... პისტოლეტს ბალონით ვერ იყიდი, უფრო სწორედ კი იყიდი, მაგრამ გადამზიდავმა შეიძლება არ გამოგიგზავნოს იმ მიზეზის გამო რომ თვითმფრინავში შეკუმშული აირის მქონე ავზის ატანა აკრძალულია

ასე რომ თუ მონახავ ბალონზე მომუშავე იარაღს დააკვირდი რომ ბალონების გარეშე იყიდებოდეს, ანუ ეგრეთწოდებული KIT-ი არ იყოს, რომელსაც მოყვება ბალონი, ტყვიები, სათვალე, სამიზნეები და სხვა ხარახურა. ნუ არ გამოვრიცხავ რომ გადარჩე და ჩამოვიდეს, მაგრამ ეგ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, ასე ვთქვათ უფრო დიდი ანუ 99% შანსია რომ არ გამოგიგზავნონ და უკან დააბრუნონ შენი შენაძენი ასე რომ ყურადღებით იყავი.
5) რავი მეტი რაღა უნდა ვთქვა

მგონი პოემა დავწერე იმის მაგივრად რომ მოკლე პასუხები გამეცა მაგრამ იმედია ამომწურავი პასუხების და დაუკმაყოფილებელი გრძნობა არ დაგრჩება, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ჩემი პოსტის დასაწყისი არ მოგეწონოს და შეიძლება მტრად შემრაცხო

კაი, იმედია მოვრჩით და იმედია ნაწყენი არ ხარ. წყენისთვის არ დამიწერია შესავალი არამედ ვცდილობ რამენაირად გაიძულო უფრო გახსნილი იყო და სრულად დაწერო ინფო რომელიც შემდეგში ფორუმელებთან ურთიერთობისას გაგიმარტივებს საქმეს და დაგეხმარება შენც და სხვასაც.