iorama ციტატა(iorama @ 8th June 2011 - 12:16 AM)

აქ მოგილოცავ რა ჯაჯა ყოლიფერს რა.იქ ვერ მოგისწარი თემა დახურე
მადლობა, მადლობა
Amon Amarth ციტატა(Amon Amarth @ 8th June 2011 - 12:17 AM)

ლაზერის დაყენება კაი ვარიანტია?
მგონი ტყუილა გადაყრი ფულს, ნებისმიერი CO2 პისტოლეტი, მაქსიმუმ საპლინკაოდ გამოდგება 10 მეტრზე, ნუ ძალით შეილება 15 მეტრამდე გაქაჩო, 20-ზე უკვე მაგარი ეჭვი მეპარება რაიმე გააკეთოს.
რამდენიმეს ენერგეტიკა გავზომე პირდად და მაქსიმუმ იძლევიან ლულის კვეთასთან 2.3 ჰა-ჰა 2.5 ჯოულს, რა ენერგეტიკა უნდა შეინარჩუნოს ამ ტყვიამ რომ 15 მეტრამდე რაიმე გააკეთოს?
მოკლედ შენი სამუშაო მანძილი რეალობაში იქნება 5-10 მეტრი, ნუ იქ ლუდის ალუმინის ქილების დახვრეტა, მინის თხელი ბოთლების დამტვრევა და ვსიო. სამიზნეში მაგით ვერ ისვრი ასე რომ ლაზერის სხივს აზრი ეკარგება, ანუ სხივი ერთ ადგილს უმიზნებს, მაგრამ სულაც არ ნინშნავს რომ იგივე ადგილზე მოხვდება ტყვიიდან ტყვიამდე. პლიუს იგივე 10 მეტრის შემდეგ, ლაზერის სხივის დანახვაც შეიძლება პრობლემა იყოს, მოკელდ ტყუილი ფულის ყრა არის.
ერთადერთ შემთხვევაში გაამართლებს, თუ ბავშობაში გაქვს ნანახი ვთქვათ სტალონეს ფილმი "კობრა", ან "ტანგო და ქეში" (ისე რა კაი დრო იყო რა, კომუნისტების კინოების გულის არევის მერე, უცებ ვიდეო კასეტაზე გაჩითული რაღაც სუპერ გმირი.... სისულეებს ვუყურებდით კომუნისტების დროს და მაგარ პონტად მიგვაჩნდა

) და მაინცა და მაინც იგივე ვარიანტის პონტში გინდა გქონდეს რაიმე ნუ .... ნუ ეგ ისეთი პონტია, სული ითხოვს და გინდა, მანდ მაშინ არანაირი ლოგიკა არ მუშაობს, სულის მოთხოვნას და შენს ახირებას შეიძლება კაცმა მილიონები დაახარჯო და მართებულად ჩათვლი ყოველ დახარჯულ თეთრს.