დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: crosman phantom 1000x
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
nihontoman
Quick
ვააა, ოპტიკა კაია, მომწონს.

თავიდან თოფი გასიამოვნებს, მარა მერე მეტი მოგინდება (მაგალითად უკეთესი სასხლეტი, ნაკლები უკუცემა და ა.შ.) ჩემი რჩევა იქნება: ითრიე GRT III სასხლეტი და გაზის ზამბარა აი ეს: http://www.amazon.com/Air-Venturi-Spring-C...2438&sr=8-1 და იქნები ბედნიერი....

ხო, რაც დეკონსერვაციას შეეხება: დაშალე გაწმინდე მთლიანად ყვე;ლაფერი და მერე მანჟეტის გვერდებზე ძალიან თხლად წაუსვი ზეთი (რამე სილიკონის ბაზაზე, თხელი კონსისტენციის) და არ დაგავიწყდეს, რომ დგუშის ბოლო 2 სანტიმეტრზე არ დაინანო ზეთი (სასურველია რამე სქელი კონსისტენციის) და ასევე კარგი იქნება თუ ძალიან სქელი ტაოტით (ინგლისელები ეძახიან moly paste) დათხლაპნი პრუჟინას.

რჩევა ასეთი იქნება:
დაშლის პროცესი დააფიქსირე სურათებით. ასევე, კარგი იქნება , თუ ყველა დეტალს ცალკე გაახვევ ქარალდში და დააწერ რისი ნაწილია (გარწმუნებ, გამოგადგება) და შეინახავ ერთად სადმე დიდ და ღრმა ჭურჭელში. ხო, სასხლეტი მექანიზმის დაშლა არ გინდა, საჭირო არაა.
იყავი ფრთხილად, ჯერ მოხსენი სასხლეტი მექანიზმის ბლოკი და შემდეგ გამოიღე ის შტიფტი, ოღონდ მისი გამოღებისას, თოფი მიაყრდენი რამეზე და მიაჭირე, |შემდეგ აირე რამე და მიაწექი შტიფტს, ბოლომდე რომ გამოვა, მაშინ ნელ-ნელა მოუშვი მიწოლას და გამოიწევს მიმმართველი თავისი ზამბარიანად. ჩასმის დროსაც ასე მოიქეცი.
რამდენი კილო ხარ? თუ ძალიან თხელი აღნაგობის ხარ და მსუბუქი, სასურველია თუ სხვაც დაგეხმარება, ასე უფრო გაგიადვილდება.

კიდევ ერთხელ, ფრთხილად იყავი, თორე გაგამწარებს...
skywalker
და ისე რატო გაააკეთე რო განბაჟება მოუწია ? სხვადასხვა სახელზე გამოგეგზავნა თოფი და სამიზნე ! 10 წუთის ამბავია ბოლობოლო.
ხო მომილოცავს მართლა
soxa
მომილოცავს. მშვიდობაში და კარგ ნადირობაში
Quick
nihontoman
ოპტიკა მართლაც ჯობია სტანდარტულს, ამიტომ შევარჩიე ეს.
ეს სასხლეტი თითქმის იგივე ღირს რაც იარაღი biggrin.gif
მერე შეიძლება დავფიქრდე მაგაზე, ძალიან თუ მომეწონა ეს საქმე პცპ-ს ვიყიდი ალბათ.
ნიტრო ზამბარა კიდე არ იყიდება ცალკე, უნდა გაუგზავნო იარაღი და თვითონ დააყენებენ. ჩვენ რეალობაში ეს არ გამოვა.
ინსტრუქციებისთვის მადლობა, სიფრთხილე არ მაკლია მაგრამ გამოცდილება ნამდვილად გამომადგებოდა. დავგუგლავ კიდე მაგის თაობაზე და როცა მოვიცლი ნახევარი დღით ვიზამ დეკონსერვაციას.
skywalker
ცალ-ცალკე ვიყიდე, მაგრამ ერთად ჩავიდა ამერიკის ოფისში ბარამიში. ნახევარი გადავიხადე თავიდან რომ მარტო იარაღი ჩამოეტანათ და ტყვიები, მიუხედავად ამისა ყველაფერი ჩამოიტანეს პირველივე რეისით და მომიწია განბაჟება sad.gif
უბრალოდ ორი ან სამი კვირის ინტერვალით უნდა მეყიდა მაგრამ თან საზღვარგარეთ მივდიოდი და თან მთავრდებოდა ეს ოპტიკები, ამიტომ შევუკვეთე ერთად.
skywalker
სხვადასხვა სახელიტ უნდა გეყიდა ანუ ამაზონზე ორი აცცოუნტ უნდა გაგეკეთებინა მეორე ძმაკაცის... ან ვინმეს სახელზე რო პირადობა გქონოდა მეორე და მერე ორივეს ერთად ჩამოიტანდი ისედაც და განბაჯებაც არ მოგიწევდა sad.gif ეუფ ალბათ საბაჯოზე ბევრი გამოგართვეს sad.gif კაცურად თუ არ გეზარება დაწერე რა საბაჟოზე როგორ განვითარდა სიტუაცია? ბევრი ხალხი იყო ? რამდენი გადაგახევინეს ? .........
bazuka
Quick
გილოცავ. უპრობლემო სროლებს გისურვებ



ნუ შაშხანა გასაგებია, მარა ოპტიკა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 3-9X50 აი ეს 50 მაგარია, რამდენად ნათელია იცი 32 ან 40-ზე? მე ჩემები რომ ჩევადარე
თან დიდ ჯერადობიანი 50 შევადარე პატარაჯერადობიან 32-ს და 32-ში ვერაფერი ვერ დავინახე როცა 50-იანში ყველაფერი ჩანდა (ტესტები საღამოხანს მიდიოდა)
ja_ja
Quick
გილოცავ სულ 10-იანების მოხსნას გისურვებ

აი განბაჟებამ გატეხა. სამაგიეროდ შენმა საქციელმა ერთი დიდი ლურსმანი დაარჭო ჭორებში რომ ოპტიკა არ ჩამოდის, ჩამოდის და გადასარევად, სულ მაგას ვკივივარ, მარა guns.ge-ს გადახედავს სასტავი დაიზმენდება და მერე ყველას ეშინია ოპტიკის ჩამოტანა. მხოლოდ ტაქტიკური ოპტიკაა აკრძალული, რომლის შინაარსიც არცერთმა მებაჟემ არ იცის.
Quick
მოკლედ ვიტყვი, გადამახდევინეს 91 ლარი დღგ, 12 მოსაკრებელი, 15 ტერმინალის მომსახურება და საბაჟოს საწყობში შენახვა.
კიდევ მივეცი 50 ლარი ბროკერს, მაგრამ უმაგისოდ ნამდვილად არ გამატანდნენ. მებაჟემ გატრაკება დაიწყო ოპტიკაზე, მაგას ნებართვა უნდაო. ლოლ, მაგრამ იმ მომენტში სულ არ მეცინებოდა, ვუხსნი სანადირო მაღაზიებში თბილისში იყიდება თავისუფლად, ნებართვა კი არა სრულწლოვნობა არაა საჭირო, არაო მაგი შეგიძლია ცეცხლსასროლზეც დააყენო და ალბათ ნებართვა უნდაო, გაარკვიეთო. ბროკერმა დაურეკა ქარავანის დილერს, რომელსაც კვირაში ორჯერ შემოაქვს ბლომად ოპტიკები და დაარწყმუნეს ძლივს რო სისულელეს ამბობდა.
11-ზე მივედი დილას და ამანათები 16:45-ზე მომცეს, ამ შუალედში სულ დავრბოდი წინ და უკან ბროკერთან ერთად, კიდე აეროპორტში გადავირბინე ორჯერ დღგს გადასახდელად. მოკლედ ტვინი წაიღეს რა...
The bright side არის ის რომ გამოცდილება შევიძინე და ჭკვაც მომემატა, აწი ამ შეცდომებს არ დავუშვებ. მართალია 170 ლარი დამიჯდა ზედმეტი მაგრამ ერთი მაგისიც...
ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ.

edit:
ja_ja და ჩემსას რო tactical scope აწერია? biggrin.gif
ეს რას ნიშნავს, რითაა განსხვავებული? არ თქვა რო ახლა მაგარი გამივარდა და წესით არც უნდა გაეტარებინათ? biggrin.gif
bazuka
Quick
ციტატა(Quick @ 11th March 2010 - 11:56 PM) *
მართალია 170 ლარი დამიჯდა

გილოცავ 1000 ლარიან თოფს wink.gif
skywalker
ხალხო ერთი შეკითხვა მინდა დავსვა რა და არ გამტისკოთ. აი Quiq მა რო ოპტიკა დაუყენა ეხლა ფანტომს აი ეგ მინდა დავუყენო SKS ს თვითგადამტენ კარაბინს და წავა ?
ja_ja
Quick
ციტატა(Quick @ 11th March 2010 - 11:56 PM) *
ja_ja და ჩემსას რო tactical scope აწერია?
ეს რას ნიშნავს, რითაა განსხვავებული? არ თქვა რო ახლა მაგარი გამივარდა და წესით არც უნდა გაეტარებინათ?

მაგას ტაქტიკური ბარაბნები აქვს და არა ტაქტიკური კლასის ოპტიკაა.
ja_ja
skywalker
ციტატა(skywalker @ 12th March 2010 - 12:22 AM) *
ხალხო ერთი შეკითხვა მინდა დავსვა რა და არ გამტისკოთ. აი Quiq მა რო ოპტიკა დაუყენა ეხლა ფანტომს აი ეგ მინდა დავუყენო SKS ს თვითგადამტენ კარაბინს და წავა ?

ვერ დაამაგრებ. რინგების დასაყენებელი რელსი არ აქვს მაგ SKS-სს
Quick
ციტატა
გილოცავ 1000 ლარიან თოფს

არა ამდენი არ იყო biggrin.gif სადღაც 500-მდე დაჯდა ყველაფერი. 1000 რომ ყოფილიყო გავგიჟდებოდი, მაგ ფასად დისკოს დავითრევდი biggrin.gif
skywalker
ამას მჭიდი ზემოდან უკეთდება? ოპტიკა შეუშლის ხელს მგონი

ძლივს არ დავწერე რაღაცა signature-ში biggrin.gif
მოკლედ ამ განბაჟებამ ცოტა გამიმწარა სიამოვნება, მაგრამ იმედია იარაღი ყველაფერს აანაზღაურებს მოკლე მომავალში.
მთავარია არ ვიჩქარო ახლა და კარგად მოვუარო თავიდანვე...
მაგრად მინდა გასინჯვა, მაგრამ ჯერ არც გადამიტენია, ვუფრთხილდები. შაბათ-კვირას ჩავუჯდები და რეპორტიც დაიდება.
ja_ja
Quick
ციტატა(Quick @ 12th March 2010 - 12:30 AM) *
მაგრად მინდა გასინჯვა, მაგრამ ჯერ არც გადამიტენია, ვუფრთხილდები. შაბათ-კვირას ჩავუჯდები და რეპორტიც დაიდება.

ველოდებით ეგებ შენ მაინც გაგვახარო თორემ სხვა მფლობელები გვჩაგრავენ sad.gif
soxa
ციტატა(skywalker @ 12th March 2010 - 12:22 AM) *
ეგ მინდა დავუყენო SKS ს თვითგადამტენ კარაბინს და წავა ?

ჯერ ერთი ჯაჯამ სწორი გითხრა, სკს-ს რინგები არა აქვს და ოპტიკას ეგრე იოლად ვერ დაუყენებ, მერე მეორე, ექსტრაქტირებულ გილზებს რას უზამ. ეგ ოპტიკა დიდია და ვერც ტყვიას ჩატენი და ნასროლი გილზები ოპტიკას რაკა-რუკს აუტეხავს. სკს-ზე მოკლე ოპტიკა ყენდება. სურათს ვერ ვდებ, თორემ განახებდი როგორ ყენდება. ისე არც გირჩევ. მე დავაყენე და ვერაფერში ვიყებებ. მიზანში სასროლად თვითონ იარაღი არ ვარგა და გაქცეულ ცხოველზე ოპტიკით ნადირობა ცოტა ძნელია. გაჩერებული და დაბმული ნადირი კი მე საქართველოში არ მინახია biggrin.gif
cz80
Quick
მშვიდობაში და სულ ათიანების მოხსნაში wink.gif
ცუდია რომ განბაჟება მოუწია ...ბლინ მურტალი ისაა რომ თანხასთან ერთად ნერვებიც გეკარგება (საკუთარი გამოცდილებიდან smile.gif )
იმედია კარგად ისიამოვნებ მაგ ფიშტოთი wink.gif
bazuka
Quick
ციტატა(Quick @ 12th March 2010 - 12:30 AM) *
არა ამდენი არ იყო სადღაც 500-მდე დაჯდა ყველაფერი.

აი მაგას ვიძახი ზუსტად, შენ რაც გადაიხადე 1000ლარის 18%-ია, ხალხის დასაშტერებლად იძახიან ამ ყველაფერს, თორე ხო თავად დარწმუნდი, რომ 18% ძალიან შორია რეალობისგან smile.gif საწვავის ფულს და ნერვებს არარ ვგულისხმობ რათქმაუნდა.
foxi
ციტატა(Quick @ 11th March 2010 - 11:56 PM) *
მოკლედ ვიტყვი, გადამახდევინეს 91 ლარი დღგ, 12 მოსაკრებელი, 15 ტერმინალის მომსახურება და საბაჟოს საწყობში შენახვა.
კიდევ მივეცი 50 ლარი ბროკერს, მაგრამ უმაგისოდ ნამდვილად არ გამატანდნენ. მებაჟემ გატრაკება დაიწყო ოპტიკაზე, მაგას ნებართვა უნდაო. ლოლ, მაგრამ იმ მომენტში სულ არ მეცინებოდა, ვუხსნი სანადირო მაღაზიებში თბილისში იყიდება თავისუფლად, ნებართვა კი არა სრულწლოვნობა არაა საჭირო, არაო მაგი შეგიძლია ცეცხლსასროლზეც დააყენო და ალბათ ნებართვა უნდაო, გაარკვიეთო. ბროკერმა დაურეკა ქარავანის დილერს, რომელსაც კვირაში ორჯერ შემოაქვს ბლომად ოპტიკები და დაარწყმუნეს ძლივს რო სისულელეს ამბობდა.
11-ზე მივედი დილას და ამანათები 16:45-ზე მომცეს, ამ შუალედში სულ დავრბოდი წინ და უკან ბროკერთან ერთად, კიდე აეროპორტში გადავირბინე ორჯერ დღგს გადასახდელად. მოკლედ ტვინი წაიღეს რა...
The bright side არის ის რომ გამოცდილება შევიძინე და ჭკვაც მომემატა, აწი ამ შეცდომებს არ დავუშვებ. მართალია 170 ლარი დამიჯდა ზედმეტი მაგრამ ერთი მაგისიც...
ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ

პირველ რიგში გილოცავ. მაგრამმ რავერგავიგე იცი? გრიგოლისთან 260 ლარად დევს ეგ ფიშტო და რატომ იქარიყიდე? ნუ ოპტიკას ჩამო
იტანდი და ეგიქნებოდა რაღა. აღაც საბაჟო,აღარც ზედმეტი ფულის ყრა.
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 12th March 2010 - 01:40 AM) *
პირველ რიგში გილოცავ. მაგრამმ რავერგავიგე იცი? გრიგოლისთან 260 ლარად დევს ეგ ფიშტო და რატომ იქარიყიდე?

იმიტომ რომ გრიშა გამონაკლისია, მიჩვეული ვართ რომ აქაურ ფასებში ყველაფერი ძვირია, ვეჩალიჩებით და .... პროსტა გრიშა მაგარი კაცია და იმენნა მაგარი გამონაკლისია ქართული ბაზრისთვის, კაცი აშკარად ზედმეტ თანხებს არ ადებს ფიშტოებს და იმეზე იაფად ყიდის რაც ვთქვათ შენ დაგიჯდება ჩამოტანა თავის ტრანსპორტირებისნ განბაჟებიანად (ნუ იაფიან მოდელებში ზოგჯერ ცოტათი ძვირი გამოდის, მაგრა მაგ კაცსაც ახდევინებენ ფულს და ეგ უძვირებს საქონელს).

კაროჩე ძველი აზროვნება და საერთო ქართული მიდგომაა ჩვენთვის დამღუპველი გრიშასთან მიმარტებაში.

მე პირადად გრიშას 2-ჯერ დავუკვეთე თოფი და ორივეჯერ გახარებული ვიყავი, რადგან მისაღებ ფასებში დავიადე დისკოც და მარადიორიც, გაცილებით ძვირი გამომივიდოდა ჩემით რომ გამომეწერა.
Quick
ციტატა
გრიგოლისთან 260 ლარად დევს ეგ ფიშტო და რატომ იქარიყიდე? ნუ ოპტიკას ჩამო

ოპტიკიანი დევს მარტო, ისიც 350 ლარი. თუ საიტს არ უნდა დავუჯერო?
foxi
http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...oduct_id=522061
მე ამაზე დაყრდნობით გეუბნევი.
Quick
დავშალე ჩემი ფანტომი, გარედან მოვაშორე ზეთი, სასხლეტი და დგუშის ჯგუფი არ დამიშლია. თავიდან ვერ მოვხსენი პლასმასის фаль-затыльник-ს რომ ეძახიან ის ნაწილი, მგონი სასხლეტის ვინტია მოსახსნელი და მერე ის.
ძალიან ბევრი ზეთი არ იყო, თან მარტო რომ დავშალო შეიძლება ვერ ავაწყო, კი ვარ 75 კილო და ძალა არ მაკლია 21 წლის კაცს მაგრამ იმ შტიფტს რა შეარჭობს თავის ადგილას როცა ხელები ზამბარით მექნება დაკავებული.
მოკლედ ჯერ მოვერიდე ბოლომდე დაშლას და გავაკეთე 3 გასროლა ღია სამიზნით. 2 მმ წიგნის კარტონი გახვრიტა და კიდევ 350 გვერდი მოაყოლა. ტყვიის მერე კიდევ 100-მდე ფურცელი იყო დახეული. ვისროდი 2 მეტრიდან, დიზელი არის (ბოლი ლულაში) მაგრამ ძლიერი არაა. რუსულ ფორუმებზე წავიკითხე რომ ნაპერწკლებს რომ ისვრის და ხმაც არის დიდი მაშინაა ცუდი შაშხანისთვის და პირველ გასროლებზე დიზელი ყოველთვის იქნებაო.

რას მირჩევთ, დავშალო მაინც და მოვაშორო საკონსერვაციო ზეთი? თან ახლა ძრავების სინტეთიკური ზეთიც არ მაქვს, მარტო ტაოტი ზამბარასთვის და ჩვეულებრივი იარაღის ზეთი.
თუ ჯობია გავისროლო კიდევ 20-30 და ვნახო დიზელი თუ დარჩა. ამდენი გასროლა გააფუჭებს მანჟეტას?
foxi
ჯობია დაშალო,გაწმინდო,გაზეთო. ამით უფრო დიდხანს შეინარჩუნებ იარაღს. რაო რა დაგიჯდა ბოლო-ბოლო?
ja_ja
Quick
დაშლა ჯობია, მაგრამ, თუ მხოლოდ ბოლია პირველი ხანობა შეგიძლია დატოვო, ოღონდ შენს თავზე იღებ რისკს, თუ სადღაც 100-200 გასროლაში ბოლი გაქრება, მაშინ დაშლა აღარაა საჭირო, გააგრძელე ბედნიერად სროლა.
nihontoman
Quick
დამხმარე გჭირდება მაშინ. თან 75 კილო ისე რა წონაა მაგისათვის. მე მაგალითად ერთმა იმიტომ მოვახერხე მაგ თოფის აშლა დაწყობა, რომ სადღაც 90 კილო ვარ და ასევთქვათ წონა დამეხმარა, თუმცა თუ საშუალება არის ჩემ ძმას დიდი სიამოვნებით დავიხმარებ ხოლმე, გაცილებით ადვილდება საქმე....


]რაც შეეხება დიზელს და გაზეთვას. მე ზეთი მქონდა მარტო თოფის ცეცხლსასროლის ზეთი, ხოდა მარტო მაგით დავზეთე.წავუსვი ძალიან თხელი ფენა მანჟეტის გვერდებზე და წავუსვი ბლომად დგუშის უკანა 2-2.5 სმ- ზედაპირზე (მად ყველაზე მეტია ხახუნი და შესაბამისად, ზეთიც საჭიროა)

თუ უბრალო ბოლია, მაშინ ერთი- ორი მძიმე პრემიერი გაისროლე და ნახე, შესაძლოა ამოიწვას მთლიანად, მარა არამგონია ცინეთში მასე კარგად ზეთავდნენ, ალბათ ტუპად ასხავენ შიგნით, (მე რომ დავშალე, ხელებს მერე ორი საათი ვიხეხავდი ფოლადის მავთულით და ფეირითი) ასე რომ გირჩევ ამოწმინდე მაინც რაა, წყნარად იქნები ბოლო-ბოლო...
Quick
ხვალ ვცდი კიდევ ერთხელ დაშლას, თუ რამეა ძმას დავიხმარებ.
ზეთებზე კიდევ ისეთი ამბავია ყველა ფორუმზე, რამდენი კაციცაა იმდენი აზრია მაგის თაობაზე, ყველა სხვადასხვას ამბობს biggrin.gif
იარაღის ზეთით ძალიან თხლად წავუსვავ და ეგაა რა.
tsotne16
გაუმარჯოს ყველას მე ჯერ ახალი ვარ პნევმატურ იარაღებში და თუ არ შეწუხდებით მირჩიეთ: ქროსმანის ფანტომის ყიდვა მინდა გრიგოლთან და რას მირჩევთ მიღირს?
soxa
სხვას რას ფიქრობ რომ შევადაროთ?
tsotne16
მაგას ვფიქრობ და თუ მიღირს მაინტერესებს სოფელში ჩიტების და კურდღლების დასახოცათ?
soxa
კურდღელი გარეული თუ შინაური? შემოვლენ ფანტომის მფლობელები და მგონი გადაწყვეტილებას შეგიქებენ
tsotne16
რათქმაუნდა გარეული ესეიგი ღიირს მაგ ფიშტოს დათრევა?
geojorjika
tsotne16
კეთილი იყოს შენი ფეხი , ჩიტები, ყვავები, ვირთხები, კურდღლები დახოცვით ყველაფერს დახოცავ მაგრამ საქმე ის არის სად ნახავ საქართველოშI ეგრე კურდღელს რომ გაგიჩერდეს? ( მეე ღამე ფანრის შუქზე ბრაკონიერობას არ ვგულისხმობ)
soxa
კი ღირს, მაგრამ შენ სად ნახე მაგდენი კურდღელი , რომ პნევმოთი სდიო. ჩვენც გვითხარი 30.gif
soxa
geojorjika
ან ფანარზე სასროლად სად არის? გლუვლულიანით ძლივს ვკლავ smile.gif
tsotne16
რაჭაში ბრავალძალში იცით? ზაფხულობით ჩემი ნატესავები ყრიან ხოლმე ერთხელ დათვის ბელიც გვყავდა ჩAმოყვანილი მარა მერე გავუშვით
soxa
tsotne16
ოოოოოოოოო ეგ დიდებული ადგილია, მაგრამ მაინც არამგონია მაგდენი კურდღელი იყოს. დათვებზე გეთანხმები. მაქედან ხარ წარმოშობით?
tsotne16
წარმოშობით არა მაგრამ მანდ ვარ გაზრDილი ასერომ შეიდძლება ითქვას იქაურივარ და შენ საიდან იცი ყოფილხარ ოდესმე? (კურდღლებიც არიან)
soxa
კი ძმაო, თან ბევრჯერ მინადირია
ja_ja
tsotne16
კეთილი იყოს შენი ფეხი და შენს კითხვაზე 100%-იანი დადებითი პასუხია.

ღირს, იმიტომ რომ ძლიერიც არის და მიზანშიც მიაქვს და გამოდგება აღნიშნული ჩიტების და კურდღელ ვირთვის მოსაკლავად. ოღონდ გაითვალისწინე, ვირთხისთვის თუ გვერდში მოხვედრა იქნება საკმარისი კურდრელს სასიკვდილო სჭირდება, მაგალითად თავში! წინააღმდეგ შემტხვევაში გაგექცევა.
soxa
მგონი თემა გავაოფეთ და მოგვკვლავენ 24.gif
nihontoman
tsotne16
კურდღელს დედას უტირებს. სიმძლავრე საკმარისი აქვს, იმისათვის, რომ 50 მეტრაზე გააგორო კურდღლები. ჩიტებზე ბაზარი არაა, 70 მეტრაზე ჩემი ფანტომით ვხსნიდი ყვავებს, მაშინაც, კი, როდესაც ზამბარა 3-გან იყო გამტყდარი და საგრძნობლად იყო დასუსტებული....
tsotne16
და ეგ როგორც ვიცი ზამგარაზე და დგუშზეა ხო ?
soxa
კიბატონო, ეგრეა
nihontoman
tsotne16
კი მარა, ასენ სხვა რამე გინდა? თუ ნასოსიანზე ჩალიჩობ, მაშინ 350 ლარად მაგის თრევა დაივიწყე, სადღაც 700-დან 1000 ლარამდე გინდა, ნორმალური ნასოსიანი რომ ითრიო....
foxi
ჩიტებს ჩამოყრი. მაგრამმ თუ უფრო დიდ ფრინველზე და მითუმეტეს ცხოველზე გინდა, მაშინ სოხას ააქვს ძლიერი ჰაცანი.
ეგ კი გააბარდღალებს გრძელყურას უპრობლემოთ.
tsotne16
soxa შენ რა გქვია შეილება ვიცნობთ კიდეც ერთმანეთს
tsotne16
ყიდის რო soxa ?
tsotne16
ციტატა(foxi @ Mar 14 2010, 08:19 PM) *
ჩიტებს ჩამოყრი. მაგრამმ თუ უფრო დიდ ფრინველზე და მითუმეტეს ცხოველზე გინდა, მაშინ სოხას ააქვს ძლიერი ჰაცანი.
ეგ კი გააბარდღალებს გრძელყურას უპრობლემოთ.


ყიდის რო სოხა?
soxa
მე არ ვყიდი, მაგრამ მიგასწავლი სადაც შეგიძლია შეიძინო
tsotne16
და დაახლოებით რამდენი დამიჯდება ?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.