შეიძLება მიუჩვევლობით შეცდომით ჩათვალო რომ ვინმე თავს ზედმეტის უფლებას აძლევს, ეგრე ნუ გაიგებ და ნუ შეხედავ ამ ფორუმზე ნურავის პოსტს. ვერ ვიტყვი ყველა აქ გადამკვდარი ძმაკეცები ვართ და ბავშობიდან ერთად ვიზრდებითო, მაგრამ უმეტესობას ერთმანეთი არაერთხელ გვინახია, ერთად გვინადირია, გვიქეიფია, და... ნუ მოკელდ იმის თქმა მინდა რომ რეალურად ბევრი ერთმანეთს იცნობს და ყველას ახალ ისე ხვდება თითქოს და 100 წლის ნაცნობი ძმაკაცი იყოს.
ასე რომ იქ სიტყვა "ჯიგარო" ან "მომისმინე" ნუ თვლი რომ უპატივისმცემლობის გამოხატვაა. პირიქით ზედმეტი რევერანსები რომ არ იყოს, და არიქა მე 400 წლის ვარ და ის 10 წლისაა რას მიბედავ და ასე შემდეგ...
აქ რამდენიმე ვართ 35 და 40-45 წელს გადაცილებული ხალხი, მაგრამ შედარებით ახალგაზრდების მიმართ რაიმე ასაკობრივ ბარიერს არავინ აგებს, ნუ ტიპა მე იმას არ დაველაპარაკები ან რავი რა



აქ მაგალიტად ფორუმზე თრახიც აგვიწევია რაიმე კონკრეტულ საკითხე შეუთანხმებლობის გამო, მაგრამ ეგ რჩება ფორუმზე და ვირტუალში ენდ რეალში არავის არაფერი არ გადააქვს. და სხვათაშორის მწარე კამათები იმართება ხოლმე მაგრამ არა საქმის გარჩევები.
მოკლედ ეს ყველაფერი იმისთვის მინდა ვთქვა რომ ნუ ჩათვლი თითქოს და ვინმე ზედმეტებში გადადის, ჩათვალე ერთი გუნდი ვართ, მართლა ერთი აზრის ერთი გართობის ხალხი ვართ, ბევრს მაგალითად რომ ეტყვი პნევმატიკაში 300 და 400 ალრს ვიხდიო (არა და ზოგიერთს უკვე კაი 4-5 და 10 ათასიც გვაქვს დახარჯული ამ ჰობიში), ეგრევე გიჟად გთვლიან, ასე რომ ერთი ჭკუის გიჟები ვართ ყველანი


საქმეზე
რაც შეხება შენს შენაძენს, უფროსწორედ მომავალ შენაძენს, მოკლედ ფანტომს იყიდი 1000, 1000x, რემინგტონ ვინჯტაჟს, შტოგერს თუ გამოს (მოდელი არარ მახსოვს), აფსოლუტურად ერთი და იგივეა, განსაკუთრებით რემინგტონ ვინტაჟი და ფანტომი, ენდ ქვესტი, განსხვავება არის მარკეტიგულ სლოგანებში და ზოგს ხის კონდახი აქვს, ზოგს კონდახზე პისტოლეტის გრიპი აქვს, ზოგს, არა აქვს. მოკელდ მინიმალური დიზაინერული განსხვავებებია.
ასე რომ ტყუილა ნუ მისდევ 1200 FPS-ს, მოდი მეტრებში გადმოვიყვანოთ და ახლავე ვნახოთ რა გვერქნება. 1200 FPS-ი არის 365 მეტრი წამში. ძალიან გთხოვ კიდევ ერთხელ დაუკვირდე ციფრებს, 365 მეტრი წამში. მანდ სარეკლამო ხოდის გარდა აფსოლუტურად მეტი არაფერია არ არის და აი რატომ:
1) მაგალიტად ეგრეთწოდებული Geko ისვრის ტყვიას 310-320 მეტრ წამით, ამასობაში შენ გინდა თქვა შენი თოფი გაისვრის 365-ით?... მეეჭვება
2) ხმის ბარიერი არის 331 მეტრი წამში, მაგ ზღვართან მიახლოებისას სამხედროებს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს დიიდი პრობლემა ჰქონდათ, თვითმფრინავებს აზანზარებდა და აყანყალებდა, იყო შემთხვევები ზაკლიოპკები ვერ უძლებდა და თვითმფრინავები იშლებოდა... იცი რატომ ხდებოდა ეეგ? ჰაერის ტალღა გროვდება წინ, რომელი იკუმშება და წყალზე უფრო მკვრივი ხდება, მაგ დაპრესილი ჰაერის გადასალახავად კი საკმაოდ დიდი ენერგიაა საჭირო. ახლა თუ თვითმფრინავები იშლებოდა, წარმოიდგინე ჩვენს შემთხვევაში რა ხდება..


შედეგად ტყვიას აზანზარებს ეს მკვრივი კედელი, აკარგვინებს ვეებერთელა ძალას შეკუმშული ჰაერის კედლის გადალახვაზე და სადრაც 10 მეტრში მაგ სანაქები 365 მეტრ წამიდან თუ დარჩა 200 მეტრ წამი ძალიან მაგარი იქნება

3) ნორმალური მწარმოებელი ყოველთვის თავის თოფებს აწერს რამდენ ჯოულს იძლევა თოფი და არა იდიოტურ სარეკლამო FPS-ებს. ახლა რატომ, თუ თოფი ვთქვათ 270 მეტრ წამით ისვრის 10.5 გრანიან ტყვიას , მაშინ გამოდის რომ თოფი არის 24.5 ჯოულიანი, იგივე თოფიდან რომ გაისროლო ვთქვათ 7.9 გრანიანი ტყვია გექნება სადღაც 310 მეტრი წამში, ეს ისევ რომ გადაიანგარიშო დორმულებით ისევ 24.5 ჯოულს მიიღებ, იმედია იცი ერთი აქსიომა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლებაო

რადგანაც პანტონი ქვესტი, რემინგტონი შტოგერი, გამო და ასე შემდეგ, არ გადის სერიოზულ თოფებში და კროსმანსაც ახატია ჩათვლის თუ არა მას ვინმე სერიოზულ ფირმად, ამირომაც იმის მაგივრად რომ დააჭეროს თავის თოფს თუ რა ენერგეტიკის მქონეა, აწერს სიჩქარეს.... ამასობაში გინდა არ გინდა საბოლოოდ ყველა თოგს აქვს რაღაც ენერგია, ენერგია რომ გამოიანგარიშო ერთი ცვლადი საკმარისი არაა მინიმუმ მეორე ცვლადი უნდა იცოდე, ანუ წონა, მაგრამ მწარმეობელს არავინ ავალდებულებს დაწეროს თუ რა წონის ტყვიით აკეთებდა ტესტირებას, მთავარია ქრონოგრაფმა დაწეროს შედეგი და მერე, საქმე საქმეზე რომ მიდგეს სასამართლოზე იტყვის, მე რავიცი კლიენტი რა ტყვიას ისვრის ჩვენ აი ამ ტყვიით გავტესტეთო

ახლა მოდი ჩავთვალოთ რომ ეს თოფი 1200FPS-ითისხრის მძიმე 10.5 გრანიან ტყვიას, მაშIნ გამოდის რომ ამ თოფს აქვს 45.51 ჯოული ენერგია, მაგისთანა კი სულ რომ შუაზე გავხეთქოთ ეს დედამიწა არ არსებობს ზ.დ.პ კლასის პნევმატიკაში, რომც არსებობდეს, ალბათ გასროლისას ხერხემალში გადაგამტვრევს იმხელა უკუცემა ექნება.
მოდი პირიქით ჩავთვალოთ ვთვქათ და 45 ჯოულს კი არა ისევ და ისევ, მაგნულ კლასის ენერგიას იძლევა ანუ 24 ჯოულს, მაშინ იმისათვის რომ 24 ჯოული მიიღო და ტყვია 1200 FPS-ით გაფრინდეს, შენ უნდა გამოიყენო 5.5 გრანიანი ტყვია. რაც საკმაოდ მსუბუქია და გარანტირებულად ნიშნავს არასტაბილურ ფრენას, პლიუს ჰაერის მკვრივი კედელი და... მოკლედ გახდები რეკლამის მსხვერპლი.
სინამდვილაში შენი თოფი მაქსიმუმ იქნება 16-18 ჯოულის მქონე, ანუ 1200 FPS-ი რომ მოგცეს ტყვიან, უნდა გაისროლო 3.8 გრანიანი ტყვია, რაც ვააბშე ვერანაირ კომენტარში ვერ ეტევა, ჯერესერთი ვერ იშოვი ეგეთ ტყვიას (5.5 გრანიანს ვერ იშოვი, მინიმუმ მგონი 6.7 გრანია ნორმალური ტყვიები, თორემ რუსული ეგრეთწოდებული ჩაშკები კაკრაზ 0.28 გრამია, ანუ ამერიკულად 4.3 გრანი ), რომც იშოვო ლულიდან 5 მეტრში დავარდება.
სინამდვილეში, ზემოთხსენებული თიოფები ისვრიან შემდეგი სიჩქარებით:
10.5 გრანიანი ტყვია - 220 მ/წ
10.2 გრანიანი - 225 მ/წ
8.4 გრანიანი - 245-250მ/წ
7.9 გრანიანი - 250-255 მ/წ
ასე რომ ამ ლექსიას თუ გაითვალისწინებ და დაიჯერებ, ტყუილა ნუ გაეკიდები მწარმოებლის მიერ დაწერი FPS-ებს, თორემ ეგრე ჰაცან 155-ს მგონი 1500 FPS-ი აწერია და 300 ლარი ღირს


P.S.
ჰო მართლა მაგრა მაღიზიანებს სიტყვა ბინოკლი
მაგრამ მაგისთვის ბინოკლი მინდა და რომელი შევუკვეთო?
ბინოკლი არის მოწყობილობა რომელიც სიტყვა ბინოკულარიდან მოდის, ანუ ორი ლინზა 2 თვალისთვის, როგორ აყენებ ბინოკს თოფზე??? ამიტომაც თხოვნა მაქვს, ეგებ და უპრალოდ ოპტიკა, ან ოპტიკური სამიზნე გამოიყენო, მოვილაპარაკეთ?
რატო? ბრენდია ნაგავი BARSKA?
კი ნაგავია, ეკონომ, ეკონომ კლასია, მაგრამ შენ რაც დადე ის ვააბშე ეკონომ კი არა... რავიცი მე სიტყვათა მარაგში ეგეთი მდაბიო სიტყვა არა მაქვს რომ ავღწერო მისი დონე. და საერთოდ, ნუ ითხოვ კაი ოპტიკის და ბრენდების ხსენებას, ოპტიკა შენ რომ დადე 14-15$ უკვე ჩანს რომ ძვირიანის მყიდველი არა ხარ, აქ უმეტესობას სიიაფის გამო 80-150 და 250 დოლარიანი ოპტიკები გვაქვს, ერთს აქვს 1000$-იანი, და სინამდვილეში, ეგეც ნაგავია, სერიოზული თუ გინდა უნდა იყოს სადღაც 2-3 და 5 ათასიანი, მაგრამ... ნუ იმედია ხვდები რატომ აღარ ვაგრძელებ
