დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კრალი ნპ-01
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4
giga2010
მოგესალმებით მეგობრებო. შევიძინე კრალი ნპ-01 და მინდა გაგიზიაროთ ამ მოდელის შესაძლებლობები. მოყვა მას კარგი პლასტიკის ქეისი, საკმაოდ მოცულობითი. კონდახის მოხსნის შემთხვევაში, თავისუფლად თავსდება ოპტიკიანად. ასევე მოყვა 2 მჭიდი და კოლიმატორი, რომელიც ჩემი შეხედულებით უხარისხოა. რეზერვუარი 105კბ-ია. დავტენე რეზერვუარი 200 ბარზე და ზუსტად 110 ბარამადე მომცა 28 გასროლა. სიჩქარის რეგულატორი მაქსიმუმზე მქონდა.





ეს მანომეტრის ფოტოები, პირველი მჭიდის გასროლის შემდგომ მანომეტრმა ზუსტად 150ბარი მიჩვენა.
ძალიან ცხელა დღეს და ვერ შევძელი დიდხანს გარეთ გაჩერება. სულ რამოდენიმე ჯგუფი გავაკეთე და გიჩვენებთ, ყველა გასროლა გაკეთდა მჭიდიდან, მანძილი 18 მეტრი. ტყვია ჯსბ 0,67. სიჩქარე არ ვიცი.
ეს პირველი ჯგუფია სადაც 14 გასროლა გაკეთდა


შემდგომი ორი ჯგუფი 5 გასროლა და ბოლო 4 გასროლა







ფიშტო როგორც იტყვიან ყუთიდან არის, არ გამიკეთებია ფასკა და არც სასხლეტი დამირეგულირებია. სასხლეტი საკმაოდ მძიმეა და საჭიროებს რეგულირებას. ამ დღეებში კიდევ შემოგთავაზებთ ინფოებს სხვა უფრო შორ მანძილზე და სხვა წონის ტყვიებით. შედეგებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა
ja_ja
რეპორტის დაწერისთვის 5-იანი, ტექსტის გაფორმებისთვის მმმმმმ.... smile.gif შემდეგში ტექსტს რომ დაწერ ყოველი სურათის წინ და შემდეგ ერთი დამატებითი ენტერი დასვი, ანუ აბზაცი, შედეგად ტექსტი არარ იქნება სურათზე მიტყეპებული და უაზროდ იქეთ აქეთ არ ირბენს აღარც ტექსტი და არარც სურათი
giga2010
ja_ja
გასაგებია, გავითვალისწინებ
vexam
1. 18 მეტრი;
2. თურქული;
3. ყუთიდან (დაურეგულირებელი და აშ..);
4. კოლიმატორით
და ეს შედეგი?! მშვენიერი ყოფილა scratch_one-s_head.gif
გასროლების რაოდენობის და კონდახი/ბალონის (აირფორსის მსგავსად) ვარიანტისთვის, ნპ2 რატომ არ არჩიე? გაგვიზიარე ნპ2-ზე თვალით ნანახის შთაბეჭდილებები. პირადად მე, რაღაც, ძალიან მომეწონა ნპ2..

სიჩაქრეები კი საინტერესოა.
giga2010
კოლიმატორით არ მისვრია, ოპტიკა დავუყენე, მაგრამ სასხლეტი აქვს ძალიან მძიმე. ვფიქრობ უკეთესი შედეგი გამოვა. სიმართლე გითხრა არ ვიყავი ნპ2 დაინტერესებული და არც შემიხედავს. ნპ1 მომწონდა, წონის და გაბარიტების გამო.
okela84
გილოცავ გიგა, მშვენიერი შენაძენია.

სიზუსტეც საკმარისი აქვს ნადირობისთვის და ნადირობა თუ გევასება მაგრად გასიამოვნებს.სასხლეტსაც თუ დაარეგულირებ სიზუსტე საკმარისზე მეტი გაუხდება

კოლიმატორი თუ უხარისხოა, ოპტიკას დაადგი ზემოდან, 10 მეტრზე გაანულე თუ უმუშავებს საერთოდ დოლურები და ამით აღმოიფხვრება კოლიმატორის უხარისხობა და ნადირობაც უფრო შედეგიანი გახდება, 10 მეტრზე და ქვემოთ ოპტიკით დამიზნებას ფრინველი არ დაგაცდის და პარალაქსიც არ მგონია ფრინფელის სილუეტს გასცდეს ახლო მანძილებზე.

უ.ი.

თოფის და ქეისის ფოტოები აკლია თემას
userman
giga2010

გილოცავ შენაძენს !

მემგონი უკვე გაგიმართლა იმედები smile.gif , კოლიმატორით არ გიცდია თუ სცადე და არ მოგეწონა ?
მარყუჩი მოარგე და ისე ისროლე ?
ისე მარყუჩის გარეშე დიდი ხმა აქვს ?
giga2010
okela84 userman
მადლობა მეგობრებო. გაიხარეთ
giga2010
ციტატა(userman @ Jul 3 2017, 09:16 PM) *
giga2010

გილოცავ შენაძენს !

მემგონი უკვე გაგიმართლა იმედები smile.gif , კოლიმატორით არ გიცდია თუ სცადე და არ მოგეწონა ?
მარყუჩი მოარგე და ისე ისროლე ?
ისე მარყუჩის გარეშე დიდი ხმა აქვს ?

კოლიმატორით არ მიცდია, ვისროლე მაყუჩით. მაყუჩის გარეშე საკმაოდ დიდი ხმა აქვს. გავსინჯავ დეციბელებზე და მოგაწვდით შედეგებს.
pilotina
მშვენიერია, გილოცავ შენაძენს!
სიჩქარეები და პლატო საინტერესო იქნებოდა სიჩქარის სარეგულირებლის სხვადასხვა მდგომარეობაში. ასევე რამდენად სტაბილური გასროლები აქვს.
giga2010
ციტატა(okela84 @ Jul 3 2017, 09:08 PM) *
გილოცავ გიგა, მშვენიერი შენაძენია.

სიზუსტეც საკმარისი აქვს ნადირობისთვის და ნადირობა თუ გევასება მაგრად გასიამოვნებს.სასხლეტსაც თუ დაარეგულირებ სიზუსტე საკმარისზე მეტი გაუხდება

კოლიმატორი თუ უხარისხოა, ოპტიკას დაადგი ზემოდან, 10 მეტრზე გაანულე თუ უმუშავებს საერთოდ დოლურები და ამით აღმოიფხვრება კოლიმატორის უხარისხობა და ნადირობაც უფრო შედეგიანი გახდება, 10 მეტრზე და ქვემოთ ოპტიკით დამიზნებას ფრინველი არ დაგაცდის და პარალაქსიც არ მგონია ფრინფელის სილუეტს გასცდეს ახლო მანძილებზე.

უ.ი.

თოფის და ქეისის ფოტოები აკლია თემას

ესეც ფოტო

ბაიკერი
წონაში რამდენია?
giga2010
ოფიციალურ საიტზე 1,6კგ უწერია. კონდახით 2 კგ
giga2010
დღეს მოვარგე ახალი კოლიმატორი, სავარაუდოდ ჩინური. საკმაოდ კომპაქტორი და მსუბუქი. მინდოდა გამესწორებინა და ნაუცბათევად ესთი შედეგები მივიღე. მანძილი 18 მეტრი. ჯსბ-0,547. მარჯვნიდან პირველი სამიზნით დავიწყე გასწორება. პირველ სამიზნეზე ხუთი ტყვია, დანარჩენზე სამი გასროლა.



pilotina
მშვენიერია! განსაკუთრებით პირველ სამიზნეზე.
giga2010
ერთი მინდა მოვიცალო და ვსინჯო შორ მანძილზე, 50 მეტრზე. კარგი დაბალანსებულია, ხელიდან სროლითაც კარგი შედეგები აქვს.
koba1973
giga2010
სიმპათიური ჩანს. სიმსუბუქის გამო სანადიროდაც კარგი იქნება.
giga2010
რავიცი, მე ძაან მომწონს. ეგ არის რომ ვერ მოვიცალე და მისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გავარკვიე
okela84
ძაან მშვენიერია, რომელი კოლიმატორია ბაშნელი თუ ბარისი ?
ბაიკერი
ყველაზე მეტად მაინტერესებს 500-1000 გასროლების მერე როგორ იმუშავებს მექანიზმი. ამერიკელების კომენტარები რომ ვნახე გუშინ პირამიდაზე, პირველი პარტიის კრალებზე დაწერეს რომ გადასატენი რუჩკა ვარდებოდა. და არ ჩერდებოდა ადგილზე.

http://www.pyramydair.com/product-all-revi..._Air_Rifle/4294
gregory
ეგ პრობლემა მარტივად გვარდება. მეც მქონდა რამდენიმე შემთხვევა და ჯაჯამ უმკურნალა smile.gif
ბაიკერი
gregory
ეგ ახლებზეცაა თუ პირველ გამოშვებებზე?
giga2010
ახალი კრალის პუნჩერზე 2000-ზე მეტი გასროლა მაქვს გაკეთებული და ჯერ ეგეთი რამ არ შემინიშნავს.
giga2010
სალამი მეგობრებო. ჩამომივიდა დასაკეცი კონდახის მექანიზმი და მეც მოვარგე ჩემს ნპ-01. მინდა გაგიზიაროთ როგორი გამოვიდა


userman
giga2010

რა მაინტერესებს , მაქსიმუმზე რა სიჩქარით ისვრის ? ან კიდევ თუ იცი რომელ სიჩქარეზე რამდენ გასროლას აკეთებს ?
giga2010
ციტატა(userman @ Jul 13 2017, 03:32 PM) *
giga2010

რა მაინტერესებს , მაქსიმუმზე რა სიჩქარით ისვრის ? ან კიდევ თუ იცი რომელ სიჩქარეზე რამდენ გასროლას აკეთებს ?

სიჩქარე არ ვიცი მეგობარო. ბოლომდეა გადაწეული რეგულატორი და 30 ტყვიას ისვრის კარგად, სადღაც 35 მერე დგება მანომეტრი ყვითელზე
ja_ja
რა სტრანნი ფორმა აქვს... ეს თავისი რადნოი კონდახია თუ რაიმე მოგონებულ გაკეთებული?
gregory
ja_ja
რადნოი არაა. რადნოის სურათები წინა გვერდზეა.
ვიზუალურად მე რადნოიბ ბევრად მირჩევნია. ეს მგონი ქარხნულიც არაა. ალბათ პრაქტიკულია უფრო

ბაიკერი
ლეშის დაემგვანა კონდახით biggrin.gif
giga2010
რადნოი შენახული მაქვს, ბევრად ლამაზი და კარგია. ეს ჩემი აწყობილია და ჩემთვის სატარებლად მოსახერხებელი
giga2010
ციტატა(ბაიკერი @ Jul 14 2017, 01:56 PM) *
ლეშის დაემგვანა კონდახით biggrin.gif

ლეშის არც ვადარებ. პირადად ჩემთვის ბევრად მასზე პრაქტიკულია და ფასზე ხომ საერთოდ არ ვსაუბრობ. ეს ჩემი აზრია
giga2010



50 მეტრზე ვისროლე, მოუმზადებლად, მანქანიდან, კოლიმატორით. ტყვია ჯსბ 0,67
okela84
giga2010
რატომ არ მიპასუხე წინა გვერდზე რა აწერია მაგ კოლიმატორს ?

ეგ ჯგუფი კოლიმატორისას უფრო გავს. იმიტომ რომ კუთხურ წუთებში მკვეთრად არ ემთხვევა შენს საფირმო 18 მეტრს
giga2010
ციტატა(okela84 @ Jul 14 2017, 08:53 PM) *
giga2010
რატომ არ მიპასუხე წინა გვერდზე რა აწერია მაგ კოლიმატორს ?

ეგ ჯგუფი კოლიმატორისას უფრო გავს. იმიტომ რომ კუთხურ წუთებში მკვეთრად არ ემთხვევა შენს საფირმო 18 მეტრს

მაპატიე მეგობარო, გამომრჩა. საერთოდ არაფერი არ აწერია, არც ყუთს ეწერა არაფერი, თუ გინდა გადავუღებ ახლოდან ფოტოს და გაჩვენებ
okela84
giga2010
არა მხოლოდ ფოტო რას მოგვცემს, აწი მხოლოდ პრაქტიკაში თუ გატესტავ
okela84
giga2010
უი გიწერია კოლიმატორით რო ისროდი და მე კიდე ვითომ გამოვიცანი.
კოლიმატორით ქაღალდზე სროლა გამორიცხე, მითუმეტეს თოფის გატესტვის მიზნით, კოლიმატორს რო ტესტავდე ეგ სხვა ამბავია, წამყვანი მწარმოებლების კოლიმატირებსაც საკმაოდ გემრიელი პარაქსი აქვთ და ეგ კოლიმატორი 50 მეტრზე წარმომიდგენია რამდენით სხვაგან დაგამიზნებინებს ლოყა ოდნავ სხვაგან თუ მიადე კონდახს

giga2010
ციტატა(okela84 @ Jul 15 2017, 01:44 PM) *
giga2010
უი გიწერია კოლიმატორით რო ისროდი და მე კიდე ვითომ გამოვიცანი.
კოლიმატორით ქაღალდზე სროლა გამორიცხე, მითუმეტეს თოფის გატესტვის მიზნით, კოლიმატორს რო ტესტავდე ეგ სხვა ამბავია, წამყვანი მწარმოებლების კოლიმატირებსაც საკმაოდ გემრიელი პარაქსი აქვთ და ეგ კოლიმატორი 50 მეტრზე წარმომიდგენია რამდენით სხვაგან დაგამიზნებინებს ლოყა ოდნავ სხვაგან თუ მიადე კონდახს

ისევე მივაყენე ოპტიკა, უნდა ვსინჯო 50 მეტრზე რა შეუძლია. 35მეტრიანი მანძილი გამოვძებნე. ხვალისთვის გაგაცნობთ შედეგებს
giga2010
დღეს მოვახერხე მესროლა ნპ-01. მანძილი 35 მეტრი, ჯსბ 0,547. პირველი ფოტო არის მიყოლებით, ანუ 25 გასროლა დატენვის გარეშე


ესეც სხვა შედეგები





შევეცდები ხვალ ჯსბ 0,67 დავტესტო
giga2010
დამავიწყდა, ვისროლე მჭიდით
okela84
მიუხედავად იმისა რო 35 და 50 მეტრს ვერ შევადრით, სხვაობა მაინც იმას ყვირის, რომ 50 მეტრზეც სულ მცირე ორჯერ შეამცირდება ოპტიკით ჯგუფები
giga2010
ოპტიკით ვისროლე
okela84
ციტატა(giga2010 @ Jul 17 2017, 10:28 PM) *
ოპტიკით ვისროლე

ვიცი გიგა და მეც ის ვიგულისხმე რომ იმდღევამდელივით 70-80 მმ ზე აღარ გაგიშლისთქო ოპტიკით ნასროლი 50 მეტრზე, დღევანდელი 35 მეტრზე ნასროლიც ზუსტად იმას მოწმობს, რომ პლიუს 15 მეტრზე 4ჯერ არ გაიზრდება ჯგუფები ზომაში
giga2010
ციტატა(okela84 @ Jul 17 2017, 11:18 PM) *
ვიცი გიგა და მეც ის ვიგულისხმე რომ იმდღევამდელივით 70-80 მმ ზე აღარ გაგიშლისთქო ოპტიკით ნასროლი 50 მეტრზე, დღევანდელი 35 მეტრზე ნასროლიც ზუსტად იმას მოწმობს, რომ პლიუს 15 მეტრზე 4ჯერ არ გაიზრდება ჯგუფები ზომაში

მე კიდევ შევშინდი მეგობარო. კიდევ მინდა ავღნიშნო რომ, როდესაც სწრაფად ვაწვდიდი მიმწოდებლით ტყვიას მჭიდიდიდან, ძალიან დიდ განსხვავებას მაძლევდა. ვიდრე ნელა გადატენვით. არვიცი ეს მარტო ამ თოფს ჭირს? ჯსბ 0,67 აღარ მქონდა, შეიძლება მან უკეთესი შედეგი მომვეს, თუმცა მე ამითაც კმაყოფილი ვარ.
okela84
giga2010
ეს ჯსბ 0.67 მაგარი ტყვიაა, შესაძლოა უკეთ ისროლოს.

ციტატა(giga2010 @ 17th July 2017 - 11:43 PM) *
როდესაც სწრაფად ვაწვდიდი მიმწოდებლით ტყვიას მჭიდიდიდან, ძალიან დიდ განსხვავებას მაძლევდა.

სწრაფი გადატენვა შენ ნადირობის დროსაც არ გაწყობს, პირველი სროლით თუ ააცილე, სწრაფი გადატენვით 3 პრობლემას აწყდები.
1) ზედმეტ ხმაურს იწვევ.
2) ფრინველი სულ რომ სხვაგან იყურებოდეს, პერიფერიულ მხედველობით მაინც შემოეფიქსირები სწრაფი მოძრაობებით.
3) როგორც შენთვითონვე შეამჩნიე სწრაფი გადატენვით ტყვიას აფუჭებ და მიზანში მოხვედრის შანს იმცირებ.


ნუ ეხლა ქაღალდზე სროლისას თუ ასარჩევად გაქვს საქმე, დაჟე ნაზად გადატენვასაც რაღათქმაუნდა ხელით დატენვა სჯობს
mamukaaa
გამარჯობათ.
ნადირობის მხრივ როგორია თუ ვინმეს გამოუცდია?მე უფრო სანადიროდ მინდა.რაზე შეიძლება ნადირობა?მცირე ზომის რა თქმა უნდა.
მაგალითად ყვავს,კაჭკაჭს და ასე შემდეგ რამდენ მეტრში შეიძლება ნადირობა?

კაი იარაღია მომეწონა პატარა და კომპაქტური.
okela84
mamukaaa
ყვავის ზომის ფრინველებს ალბათ 60-70 მეტრზეც თამამად შეგიძლია დაუმიზნო საყრდენით. თუმცა ასეთი იარაღის მთავარი ხიბლი სწრაფ დამიზნებაში და შედარებით ახლო მანძილებზე სროლაშია.


20-30 მეტრზე დიაპაზონში შენთვის მოსახერხებელ მანძილზე გაანულე, ვერტიკალ ჰორიზონტალზეც თუ ნულით გინდა სროლა პაპრავკების გარეშე, მაშინ 15 მეტრზე გაანულე
giga2010
ციტატა(mamukaaa @ Jul 21 2017, 08:20 AM) *
გამარჯობათ.
ნადირობის მხრივ როგორია თუ ვინმეს გამოუცდია?მე უფრო სანადიროდ მინდა.რაზე შეიძლება ნადირობა?მცირე ზომის რა თქმა უნდა.
მაგალითად ყვავს,კაჭკაჭს და ასე შემდეგ რამდენ მეტრში შეიძლება ნადირობა?

კაი იარაღია მომეწონა პატარა და კომპაქტური.

სალამი მეგობარო, თუ გინდა გამოიარე ჩემსკენ და შეგახედებ, გასროლინებ. კოლიმატორით 30-40 მეტრში ასანთის კოლოფს ვახვედრებ ხელიდან სროლით. ხო, აქვე დავამატებ, რომ ჯსბ 0,67 საერთოდ ვერ ვისროლე. ფოტოებსაც დავდებ
mamukaaa
გაიხარე.დიდი მადლობა.პირადში მომწერე ტელეფონი და სად გნახო.იქნებ შემოვიარო როგორმე.სამსახური მაქ ცუდი გრაფიკით.
მე 1377-ტი მაქ და მინდა გავყიდო და რამე შევარჩიო.ვეძებ რაღაცას.
giga2010
ესეთი შედეგები მივიღე ჯსბ 0,67 და შემდეგ ვცადე ჯსბ 0,475


koba1973
giga2010
0.475 ით აშკარად უკეთესი შედეგი გაქვს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.