მოკლედ კრალოიდებო და კრალოღლებო

ანუ ვინც ამ იარაღის მფლობელები ხართ

ალბათ ყველას გქონიათ პაწა დისკომფორტი კლიპთან მიმართებაში, რომელიც რბილად გადაედინება მსუბუქი სახის პრობლემაში...
ვისაც არ სმენია პატარა მიმოხილვა კლიპის ხარვეზებზე:
1) ესე იგი აღინიშნება კლიპის ან უცებ გადატრიალება რამდენიმე ხვრელით წინ, ან საერთო ადგილზე დგას და შემდეგი ტყვია არ მიეწოდება მიმწოდებელს... მოკლედ რაღაცნაირად ან წაბორძიკებას აქვს ადგილი, ან პირიქით გადახტომა გადასრიალებას
2) მიმწოდებლის წინ მოძრაობისას მიმწოდებელი ეჯახება კლიპში განთავსებულ ენას, მაგრამ ვერ ახერხებს მის დაძვრას, შედეგად მიმწოდებელი ვერ მიდის წინ და ვერაფრის დიდებით ვერ ხერხდება მიმწოდებლის ჩაკეტვა
ნუ ეს ორივე პრობლემა საკმაოდ იოლად მოგვარებადია, ძირს ავხსნი რა და როგორ უნდა გაკეთდეს, სურათებსაც მოვიყვან. ან მომენტისთვის კლიპთან დაკავშირებით მე პირადად მხოლოდ ერთი ხარვეზიღა დამრჩა და ჯერ ვერ მოვტვინე რა ხდება, ამაზე მოგვიანებით, ვისაუბრებ (ბოლოში) და ძალიან კაი იქნება თუ ვინმეს უკვე გადალახული გაქვთ ეს ხარვეზი და გაგვიზიარებთ გადაწყვეტილებას, ან თუ იტყვით რომ თქვენს იარაღს ასეთი ხარვეზი არ აქვს, ნუ მაშინ ჩემს ხელთ არსებული ეგზემპლარის ხარვეზი იქნება მაგი

დავიწყეთ და მივყვეთ პრობლემების ნუმერაციით, თუმცა ერთი პრობლემის მოგვარება ავტომატურად იწვევს მეორეს დარეგულირებას.
ესე იგი უნდა დაიშალოს კლიპი, მაგის გარეშე არაფერი არ გამოდის, დაშლა ხდება კლიპის უკანა მხრიდან, ანუ იმ მხრიდან საიდანაც ტყვიებს ალაგებთ. მანდ არის 4 ვინტი. 2 ქვედა ვინტის მოხსნით მთლიანად მოაძრობთ კლიპს უკანა მხარეს, თავისი გადამტრიალებელი ენიანად და მექანიზმიანათ, ხოლო ზედა ორი ვინტის მოხსნით გაიხსნება განყოფილება სადაც მოთავსებულია კლიპის ენა რომელიც პასუხისმგებელია კლიპის გადატრიალებისგან გაჩერებაზე და მხოლოდ ენის აწევისას აკეთებს ერთი ხვრელით გადაადგილებას...

მე პირადად ჯერ ზედა ორ ვინტს მივადექი და მექანიზმი ვნახე...
კაიფი ისაა რომ 2 სხვადასხვა კლიპში რომელიც ერთ თოფს მოყვა, შიგნით სხვადასხვა ფერის პლასტმასის დეტალებია

, შავი და გამჭირვალე, ნუ დიდად ეს არაფერს ცვლის, უბრალოდ რატომ არაა ერთნაირი ცოტა უცნაურია


მოკლედ აქ იყავით ფრთხილად, არ დაკარგოთ ზამბარა, რომელიც თავისით არ ამოხტება, მაგრამ ზედმეტი ჯაჯგურისას მიფრინავს იქ სადაც ვერ იპოვით

. მთავარია აქ ამოიღოთ ალუმინის დეტალი, რომელსაც კბილი აქვს მიმწოდებლის ფანჯარაში ჩამოყოფილი, შემდეგ კი დაგჭირდებათ ზუმფარის ქაღალდი (ანუ "შკურკა" ვინც ვერ მიხვდა) ან წვრილი ქლიბები, ეგრეთწოდებული ნადფილები... თუმცა ზუმფარის ქარალდს ვერ გაექცევით ნებისმიერ შემთხვევაში (საჭიროა 500-იანი და ბოლოს შეიძლება 1000-იანიც გამოიყენოთ თუ გაპრიალება გინდათ, უფრო მაღალი ნომერი საჭირო არაა).
ესე იგი წვრილი ქლიბებით ვაკეთებთ ისე, რომ მოვამრგვალოთ მთელს პერიმეტრზე საკმაოდ მკაფიო კუთხეები, რომელიც ხან პლასტმასს ცვითავს და მოძრაობას ხელს უშლის, ხან წახნაგების გამო ეჭედება... როდესაც ყველა მხარეს მოამრგვალეთ, ზემოდან, ქვევიდან და წინა უკანა მხრიდან, მერე უკვე გადადიხართ ზუმფარის ქაღალდზე და მოასუფთავეთ წინა და უკანა მხარე, განსაკუთრებით უკანა მხარე, იმიტომ რომ მანდ აქვს ყალიბში ჩამოსხმის ნაწიბურები და ზოგიერთი ცოტა არ იყოს უშნოთაა ამობზეკილი...

როდესაც ამ ყველაფერს მორჩებით, კარგი იქნება თუ სილიკონის ტაოტს ოდნავ წაუსვავთ შიდა ადგილს სადაც მოძრაობს ეს ალუმინის დეტალიც და ის პლასტმასის დეტალიც, რომ მაქსიმალურად რბილად ისრიალოს... გთხოვთ გაითვალისწინეთ ტაოტზე მაქვს საუბარი და არა სილიკონის ზეთზე, ზეთი არ განიხილება მიუხედავად იმისა თუ ვინ გიწევთ რეკომენდაციას რომელ მაღაზიაშიც არ უნდა იყიდებოდეს და რომელ თოფზეც არ უნდა გამოიყენებოდეს... ზეთი ძალიან თხევადია და ძალიან მალე ჩამოიღვინთება დეტალები კი მშრალზე გააგრძელებენ მუშაობას.

როდესაც ალუმინის და პლასტმასის დეტალებს ჩასვავთ ზემოდანაც პაწა ტაოტი გადაუსვით და შემდეგ ააწყვეთ, არ გამოგრჩეთ ზამბარა და დეტალების პოზიციებს მიაქციეთ ყურადღება, რომ შემდეგ ვაი ვუი არ იყოს.
როდესაც ხუფსაც დაახურავთ და ვინტებსაც მოუჭერთ, გადადით ქვედა ორ ვინტზე და თამამად ბოლომდე მოხსენით, ამ დროს მთლიანად კლიპს მოსძვრება უკანა ნაწილი წეღან გასწორებული დეტალებიანად და გამოჩნდება საყვარელი ბარაბანი

მე რასაც ვხედავ არის ის გარემოება რომ თვითონ ბარაბანიც საკმაოდ დაჩხაპნილია ხოლმე, ესე იგი ესეც ედება რაღაც ადგილებს, ნუ წესით საერთოდ ბარაბანსაც მოუხდებოდა ზუმფარის ქაღალდით გადავლა, მაგრამ მე თავი შევიკავე, რადგან ამ შემთხვევაში საღებავი ასძვრებოდა და ვიზუალს დაკარგავდა... ნუ მოკლედ მე მხოლოდ შუა ვინტი მოვხსენი და ბარაბანი ამოვიღე ბუდიდან... იმ მიზნით რომ ტაოტი ჩამედო წინა მხრიდანაც და როდესაც ბარაბანს ჩავდებდი შემდეგ ზემოდანაც.

დაშლისას გაითვალისწინეთ, რომ ბარაბანის ტრიალი დაფუძნებულია მრგვალ დახვეულ ზამბარაზე, შედეგად ამოღებისას ფრთხილად იყავით, არ დააზიანოთ ზამბარა, ნუ... ამოხტომით არ ამოხტება, შეიძლება ითქვას შანსი არაა, მაგრამ იმის გამო რომ ცოტაოდენ გადატრიალებულია ზამბარა და მიჭიმულია, შეიძლება პატარა წინააღმდეგობა გაგიწიოთ და არ შეეცადოთ მკვეთრი და ძლიერი მოძრაობებით ამოძირკოთ ბარაბანი.
როდესაც ბარაბანს ამოიღებთ ქვემოდან ისევ ტაოტი წაუსვით, თუ თქვენთვის მისაღები იქნება შეგიძლიათ მანამდე ზუმფარის ქაღალდით გადაუაროთ, ოღონდ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე, მგონი უბრალოდ საღებავი რომ ასძვრეს უკვე საკმარისი იქნება, ზედმეტს თუ ააცილებთ, მერე შეიძლება მუშაობაში იყოს ხელის შემშლელი..
მოკლედ როდესაც ყველაფერს გაამზადებთ, შემდეგ იწყებთ აწყობას, გაითვალისწინეთ რომ ზამბარის პატარა ამოშვერილი კუდი უნდა ჩასვათ თავის ბუდეში, ხოლო კლიპი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა გადაატრიალოთ, ნუ სადღაც ნახევარი ბრუნით. იმისათვის რომ პატარა გამოშვერილი კლიპი ჩაჯდეს შესაბამის ღარში და თან გადაახტეს ეგრეთწოდებულ "აგრანიჩიტელს"

მოყვანილ სურათზე მწვანე ისრით ნაჩვენებია მიახლოებით სადაც არის ზამბარის გამოშვერილი ულვაში ჩასასმელი, ხოლო წითლით ნაჩვენებია სად უნდა გადახტეს დატრიალებისას ბარაბნის კბილი, აქ სურათზე ცუდათ ჩანს, მაგრამ თქვენ როდესაც დაშლით კლიპს ლურჯი ისრით მინიშნებულ ადგილზეა ხსენებული "აგრანიჩიტელი“, ანუ მაგის ზურგს უკან უნდა დაჯდეს კბილი. თუ წინ ჩასვავთ მაშინ ბარაბანი მხოლოდ ნახევარ ბრუნს გააკეთებს ხოლმე თან იმასაც ნორმალურად არა, ასე 3-4 ხვრელში უკვე გაჩერდება და აღარ გადატრიალდება.
მგონი ძირითადად სულ ესააა... ააწყვეთ, მანამდე ზემოდანაც არ დაგავიწყდეთ პატარა ტაოტის დატანა, და მორჩა ამის მერე კლიპი მუშაობს გადასარევათ.
-----------------
მე პირადად დამრჩა მხოლოდ ერთი პრობლემა, კერძოდ, როდესაც კლიპს ვსვავ თოფში და შემდეგ მინდა სასხლეტის დაშვებით დავუშვა მიმწოდებელი ისე რომ გასროლა არ მოხდეს, აი ამ შემთხვევაში მიმწოდებელი ეჯახება კლიპს და ცოცხალი თავით წინ არ მიდის
თუ ცარიელ კლიპზე მინდა თოფის მიმწოდებლის დაკეტვა ისე რომ სასხლეტი გამოკრული იყოს, მაშინ მიწევს ცოტათი მიმწოდებლის წინ მიწევა, რომ კლიპში თავი შეყოს, და ამის შემდეგ ვაკეთებ სასხლეტის დაშვებას, ამის შემდეგ მიმწოდებელი რიჩაგი თავისუფლად იკეტება, მაგრამ თუ უკანა პოზიციაში დავიჭერ მიმწოდებელს და ისე დავუშვებ სასხლეტს, როგორც ვთქვი ამ შემთხვევაში წინ წასული მიმწოდებლის თავი ეჯახება კლიპს და ვერ გავიგე რატომ... აი ეს მომენტი გადაამოწმეთ აბა კრალის მფლობელებმა და მითხარით თქვენთანაც ეგრეა თუ არა....