დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: "საძაგელი ჭუკი" Kral-ი, რომელიც Puncher Breaker-ად გადაიქცა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9
userman
ვარაუდები იქით იყოს და ქრონის გარდა არავინ იცის რამდენით ისვრის smile.gif .

ისე გეტყვი იმასაც , რომ შენი ვარიანტის კრალი რამდენჯერმეა გატესტილი და 270 მ/წმ-ით აქვს 80 გასროლა . ქარხნულ ვარიანტს ვგულისხმობ .
datka25
ციტატა(S.T.A.L.K.E.R @ Apr 2 2017, 06:26 PM) *
თავიდანვე დავწერე ქრონით არ გამიზომია სიჩქარე, რამდენჯერმე ვცადე 0.54 ჯსბ ვისროლე ისეთი ტყლაშუნის ხმა ქონდა გეგონება LR22 გაისროლე მაგიტომ დავწერე ზებგერითთან მიახლოებული სიჩქარე

ნუ თუ ვთქვათ 0.54-ს 330+ თ (ზებგერითით) ისვრის 0.67-ს მინიმუმ 300-თ გაისვრის. ისევე როგორც ჩემი კრალი.

ჯგუფებს რაც შეეხება მაგარია ძაან. . . ლუმენები მეც უნდა ვცადო ერთი.
S.T.A.L.K.E.R
ციტატა(datka25 @ Apr 2 2017, 08:57 PM) *
ნუ თუ ვთქვათ 0.54-ს 330+ თ (ზებგერითით) ისვრის 0.67-ს მინიმუმ 300-თ გაისვრის. ისევე როგორც ჩემი კრალი.

ჯგუფებს რაც შეეხება მაგარია ძაან. . . ლუმენები მეც უნდა ვცადო ერთი.

ლუმენები არის ძალიან არასიმეტრიული ტყვიები ბოლოები აქ ძალიან განიერი ზოგს, პლასმასის ახალ მჭიდში გაჭედვით ჩადის და დატრიალებასაც უშლის თუ გადაარჩევ შეილება სროლა, ფასის გამო თუ გინდა სცადო დიდი სხვაობა მაინც არაა მე საცდელად ავიღე მარა ჯსბ შეუცვლელია.

რაც შეეხება სიჩქარეს ეხლა პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე ოპტიკა განულებული მაქ 43 მეტრზე
ვცადე და 70 მეტრზე 13.5 სმ აქვს ვარდნა ტყვიას, strelok ამ ბალისტიკურ პროგრამას ვიყენებ და თუ დავუჯერებთ 280 გამოდის სიჩქარე.

okela84
S.T.A.L.K.E.R
მოდი ეხლა ფიზიკის კანონებს რომ არ გავცდეთ თეორიაში, გადაიღე ან შენი თოფის სტაბილური ჯგუფების დიაპაზონი გვითხარი თუნდაც 40 მეტრზე. მაგალითად ჩემი მაგ მანძილზე აკეთებს 12-18 მმ ს. 50 მეტრზე 15-23 ს
S.T.A.L.K.E.R
რაც დავდე ფოტოები ეგაა ჯგუფები 40 მეტრზე
ჯსბ 10.34 8 მმ გამოვიდა
ბარაკუდა 10.34 11 მმ
ლუმანი 10.34 14 მმ
userman
okela84

ჰა ალეკო ! biggrin.gif მიწიერ კანონებში არ ჯდება რაღაც არა ...
ის რომ ოსმალების ,, ჯღანი " კრალი, გერმანულ ბრენდს - ვაირაუხ 100 -ს სჯობდეს თუნდაც 40 მეტრში . smile.gif
datka25
userman
მასე არც შენი ხაჩიკა არ ჯდება არცერთ კანონში smile.gif არა მგონიოა ბევრი ბრენდი აკეთებდეს მაგას, რასაც ეგ აკეთებს 60-70 მ-ში wink.gif მოკლედ გამოდგომაზეა რა ყველაფერი. . .
userman
datka25
ციტატა(datka250885 @ 3rd April 2017 - 11:48 AM) *
მასე არც შენი ხაჩიკა არ ჯდება არცერთ კანონში არა მგონიოა ბევრი ბრენდი აკეთებდეს მაგას, რასაც ეგ აკეთებს 60-70 მ-ში მოკლედ გამოდგომაზეა რა ყველაფერი. . .


ისე მართალი გითხრა არც კრალს ვემდური .
ამას წინათ სადღაც დავწერე კიდეც , სანადიროდ კრალი მირჩევნია მეთქი.
სტალკერმა რა შედეგიც მიიღო შენც კარგად მოგეხსენება ჩემი კრალიც აკეთებს მაგას .
არა ერთხელ მიგვიღია 6 მმ ჯგუფიც 40 მეტრამდე.
okela84
არაერთხელ არ ითვლება, საშუალო უნდა გამოიყვანო 5 ან უმჯობესია 10 ჯგუფიდან. ის ციფრები რაც ზემოთ დაწერეთ სტაბილურად დაახლოებით მაგ დიაპაზონში ზიან მაღალფასიანი სპორტული თოფები, ჩვენი ფორუმის შემთხვევაში ჯაჯას თოფი. დანარჩენს იმედია რომელიმე გასვლაზე იხილავთ და ასევე მეც ვიხილავ თქვენი თოფების სტაბილურ ჯგუფებს
S.T.A.L.K.E.R
ციტატა(okela84 @ Apr 3 2017, 07:11 PM) *
არაერთხელ არ ითვლება, საშუალო უნდა გამოიყვანო 5 ან უმჯობესია 10 ჯგუფიდან. ის ციფრები რაც ზემოთ დაწერეთ სტაბილურად დაახლოებით მაგ დიაპაზონში ზიან მაღალფასიანი სპორტული თოფები, ჩვენი ფორუმის შემთხვევაში ჯაჯას თოფი. დანარჩენს იმედია რომელიმე გასვლაზე იხილავთ და ასევე მეც ვიხილავ თქვენი თოფების სტაბილურ ჯგუფებს

10 ტყვიით თანაც 50 მეტრზე ამ შედეგს ნამდვილად ვერ მოვთხოვ კრალს არაა ეს იმ დონის იარაღი, დიდი მოცულობის ხარჯსე ასე თუ ისე კარგი განმეორადობა აქვს რედუქტორის გარეშე 190 დან 120 ბარამდე და კი დადო შედეგი 40 მეტრზე, ის 10 მეტრი თითქოს არაფერია მაგრამ 2.6 სმ აქვს ტყვიას ვარდნა მაგ მანძილზე ჯგუფურობაც ძაან განსხვავებული ექნება, ამინდს ველოდები და გავსინჯავ 50 და 100 მეტრზე რას იზამს, 18 დან 25 მმ ამდე რო მქონდეს შედეგი 50 მეტრზე კმაყოფილი ვიქნები
giga2010
მემგონი ვარდნა ჯგუფთან არაფერ შუაშია, საინტერესო იქნება რა შესაძლებლობები აქვს შენს კრალს. ისე კი გამოდის კაი ამინდები
okela84
S.T.A.L.K.E.R
თავიდან ბოლომდე არასწორად გაიგე ჩემი პოსტი, ერთი ის რომ 10 ტყვია კი არა 5 ან 10 ჯფუფი ვიგულისხმე თუნდაც საუკეთესო ტყვიით შენი თოფისთვის და მაქედან ან საშუალოს გამოტანა და ან ყველა ჯგუფის ამოტვირთვა ან ფოტოებით და ან უბრალოდ ციფრებით. მეორე ის რომ 50 მეტრი სულ არ მიხსენებია, მე 40 მეტრზეც არ მჯერა მაგ თოფის სტაბილური 8 მმ ის. ის კი მჯერა რომ გააკეთე მასეთი ჯგუფი, თუმცა მე უფრო ჯგუფების დადების ფორმაზე შემოგედავე

giga2010
ციტატა(giga2010 @ 3rd April 2017 - 10:35 PM) *
მემგონი ვარდნა ჯგუფთან არაფერ შუაშია,
კარგია რომ გგონია და დქრწმუნებული არ ხარ biggrin.gif
S.T.A.L.K.E.R
ციტატა(okela84 @ Apr 3 2017, 11:18 PM) *
S.T.A.L.K.E.R
თავიდან ბოლომდე არასწორად გაიგე ჩემი პოსტი, ერთი ის რომ 10 ტყვია კი არა 5 ან 10 ჯფუფი ვიგულისხმე თუნდაც საუკეთესო ტყვიით შენი თოფისთვის და მაქედან ან საშუალოს გამოტანა და ან ყველა ჯგუფის ამოტვირთვა ან ფოტოებით და ან უბრალოდ ციფრებით. მეორე ის რომ 50 მეტრი სულ არ მიხსენებია, მე 40 მეტრზეც არ მჯერა მაგ თოფის სტაბილური 8 მმ ის. ის კი მჯერა რომ გააკეთე მასეთი ჯგუფი, თუმცა მე უფრო ჯგუფების დადების ფორმაზე შემოგედავე

giga2010
კარგია რომ გგონია და დქრწმუნებული არ ხარ biggrin.gif


გასაგებია გავითვალისწინებ ეგ მეც ვიფიქრე 190 დან დავიწყებ და 120 ამდე 5 ტყვიიან ჯგუფებს გავაკეთებ, ძაან მაინტერესებს მოხვედრის წერტილი რამდენად ივლის,
userman
okela84
ციტატა(aleqsandre @ 3rd April 2017 - 07:11 PM) *
არაერთხელ არ ითვლება, საშუალო უნდა გამოიყვანო 5 ან უმჯობესია 10 ჯგუფიდან


გეთანხმები, მაგრამ აქაა ერთი მომენტი. დაუშვათ ვისროლე 10 -ჯერ ხუთიანი ჯგუფი თუნდაც 40 მეტრში . და თუნდაც სამჯერ მივიღე 8 მილიმეტრიანი ჯგუფი , დანარჩენ 6 შემთხვევაში არ გასცდა 12 მმ-ს. 1 შემთხვევაში 20 მმ აჩვენა .
ეხლა მე შენ გეკითხები: ის, ასე ვთქვათ არასასურველი შედეგები თოფის ბრალია, თუ ტყვიის თუ ჩემი , როგორც ადამიანის? smile.gif

ჩემის აზრით ( თუმცა არც იმის დამტკიცებას ვაპირებ , რომ ჩემი აზრი 100 %-იანია ) თოფს რომ არ შეეძლოს 8 მმ-ს ვერ მივიღებდი . დანარჩენ შემთხვევაში ტყვიისა და ჩემი ბრალი იქნება . გარემო ფაქტორებს , რომ თავი დავანებოთ.
okela84
userman

ციტატა(userman @ 3rd April 2017 - 11:49 PM) *
ის, ასე ვთქვათ არასასურველი შედეგები თოფის ბრალია, თუ ტყვიის თუ ჩემი , როგორც ადამიანის

მაგის გარკვევა არ არის რთული, დახურულ სივრცეში
ja_ja
userman
ციტატა(userman @ 3rd April 2017 - 11:49 PM) *
ასე ვთქვათ არასასურველი შედეგები თოფის ბრალია, თუ ტყვიის თუ ჩემი , როგორც ადამიანის?

ნუ საქმე იმაშია რომ ისევ ცოტა სხვანაირად დაიწყე ათვლა...

ანუ შენ შედეგების სტაბილურობას და ხანდახან არასასურველ შედეგებს ერთმანეთში ურევ... ანუ საშუალო სტაბილური შედეგები უნბრალოდ ვთქვათ იგივე 10 ჯგუფი გააკეთე, თითო ჯგუფში 5 ტყვია, და მიიღე შედეგები:

8 -9 -10 -12- 8 -10- 12 -11 -8- 20 უბრალოდ აჯამებ ამათ და ყოფ ჯგუფების რაოდენობაზე, ვთქვათ იღებ საშულო შედეგს 10.8 მილიმეტრს... აი ეგა შენი თოფის სავარაუდო საშუალო შედეგი, მაგრამ ეს არ ხსნის იმ მიზეზის ბოლო ჯგუფში რომ 20 მილიემტრი მიიღე რატომ მიიღე smile.gif

საერთოდ ესეთი ჯგუფების და საშუალოს გამოყვანა არ ხდება პრინციპით - გუშინ ჩავიფიქრე რომ მაგარი მსროლელი ვიქნებოდი, დღეს თოფი ვიყიდე და ხვალ შედეგებს ხან 8 მილიმეტრს ვიღებ და ხან 50 მილიმეტრს... თოფი სულ რომ სუპერ პუპერ ეგზემპლარი გქონდეს, მიჩვევა უნდა მაგ თოფს , ტყვიებს არჩევა, სროლის კონკრეტული თოფიდან დამუღამება და აუ რომ გაქვს უკვე 1000 ჯგუფი გაკეთებული, მერე შეგიძლია საშუალო შედეგი გამოიყვანო, მაგ დროს უკვე იცი თოფი ურევს თუ არა, შენ ურევ, ოპტიკა თუ რა ხდება საერთოდ smile.gif

P.S ისე საერთოდ თუ ჯგუფებზე ამოწმებ თოფს, არის მსოფლიო სტანდარტი, 25 ან 50 მეტრი დისტანცია, არსადაა ნახსენები 15 ან 60 ან 40 მეტრი... მესმის რომ ხანდახან ძნელია სასურველი 50 მეტრიანი ადგილის ნახვა ისე რომ არც არავინ გიშლიდეს ხელს, შენთვის მოყუჩებულში იყო და ასე შემდეგ, მაგრამ 40-სა და 50 მეტრს შორის დამიჯერე ძალიან დიდი განსხვავებაა... არაერთხელ დავრწმუნებულვართ მაგაში, გვყავს წევრები რომლებიც 40 მეტრზე ლამის ტყვიას ტყვიაში სვავდნენ, მაგრამ 50-ზე უკვე 20-22 მილიმეტრზე ქვევით ვერ ჩამოდიოდნენ.... 40 კი არა 45-სა და 50 მეტრს შორისაც კი ხდება ხოლმე ეგ ამბავი.... ასე რომ თუ რაიმე შედეგზე და ჯგუფზეა საუბარი ყოველთვის რაღაც უნდა შედარდეს მეორე რაღაცასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ... თავი დავანებოთ იმას რომ აი არასწორი შედარებაა მე იმაზე ვისროდი შენ ამაზე... გადავაგდოთ ეგ პონტი... პროსტა შენთვითონ ვერ გაიგებ რეალურად რას აკეთებს თოფი და ვერ იტყვი ვერასდროს სხვა კონკრეტულ შედეგტან მიმარტებაში რა ხდება....

ეგრე მე 25 მეტრზე მაქვცს 6 მილიმეტრიანი ხვრელი გაკეთებული 5 ტყვიით, მაგრამ 25 მეტრი ზ.დ.პ-სთვისაა მე კიდევ PCP-თი ვქენი შედეგად შეიძლება ჩემთვის სახსენებლად რაღაცას კი ნიშნავდეს, მაგრამ რეალურად რააფრის მთქმელი შედეგია smile.gif ისევე როგორც ლულიდან ქეჩის ტყვია გავისროლე 600 მეტრზ ემეტი სიჩქარით, პროსტა ეგაა რომ მოასწრო ქრონში გავლა და იქვე გაიფურჩქნა და დაეცა ჰაერის წინააღმდეგობის გამო smile.gif ასე რომ სუპერ სიჩქარეც კი მიმიღია, მაგრამ ისევ და ისევ არაფრის მYთქმელი სიჩქარეა smile.gif

P.S. p.s. ჰო მართლა, თოფის მიჩვევა სახუმარო საქმე არაა, აქ ადრე ფორუმზე იყო კამათი რომ შენ სერიოზული თოფი გაქვს და ჩვენ ჩვენი თოფებით ვერ შეგეჯიბრებითო, ამიტომაც, მოდი ყველამ შენი თოფიდან ვისროლოთო და ისე შევეჯიბროთო... ნუ მე წინააღმდეგი არ ვარ და პირიქით ბოროტად შემიძლია ჩავიცინო smile.gif, იმიტომ რომ თოფი ჩემზეა მორგებული, იქ სასხლეტი, იქ ოპტიკის დაშორება თვალიდან იქ ის, აქ ეს... ვერაფრით ვერ დავარწმუნე 2-3 ადამიანი რომ არ იქნებოდა ჩემი მხრიდან პატიოსანი საქციელი... ნუ მე დავთმე და ერთ-ერთ შეჯიბრზე ჩემი თოფიდან ისროლა სხვა 2-მა მონაწილემ, იმ შეჯიბრში მე პირველი ადგილი ავიღე და დანარჩენმა ორმა, მიუხედავად გადარჩეული ტყვიბისა იგივე თოფიდან ყველაზე ცუდი შედეგები დადეს, ანუ სულ ბოლო და ბოლოსწინა... ზუსტად ის ახდა რასაც ვამბობდი რომ კონკრეტულად შენზე უნდა მოირგო თოფი, ნაწილობრივ შენ უნდა მიეჩვიო და მოერგო, ეგ საქმე კიდევ ერთ და ორ დღეში არ ხდება და არც 100 და 2000 გასროლაში. მხოლოდ აი მაგ ტანდემში არის შედეგი... თორემ მაიტა მასროლინე .... არაფერს არ იძლევა
userman
ja_ja მალადეც !!! clapping.gif როგორც ყოველთვის , მოწოდების სიმაღლეზე ხარ .

ეგ ყველაფერი კარგი და როდისმე დავგეგმოთ , თუნდაც ბურევესტნიკის ტირში ( თუ არის კიდევ ) . ერთი თვით ადრე , თუნდაც წელიწადში ერთხელ . და ვისაც გული ერჩის მოვიდეს და თავისი და აგრეთვე თავისი თოფის შესაძლებლობები გაგვიზიაროს .
მხოლოდ მაგ შემთხვევაში გაირკვევა რა შეუძლია თუნდაც კრალს , თუნდაც ჰატსანს და აგრეთვე ბრენდირებულ თოფებს, თორემ ამოვიდა ყელში ეს თეორიები biggrin.gif . დროა საქმეზე გადავიდეთ...




lev
გამარჯობა ბიჭებო

თოფი მაქვს შენახული 180 ატმოსფეროზე დატენილ მდგოამრეობაში და რაიმე პრობლემა ხომა არ შექქმნება?
maqsimusa
lev
მთლად გადატენილი ნუ გექნება ბოლომდე და წნევა უნდა იყოს შიგ უფრო შეინახება რეზინკები, (სალნიკები) ვიდრე სულ ცარიელზე.
userman
lev

100 ბარზე უფროა მისაღები , შენახვის ვარიანტში .
S.T.A.L.K.E.R
ესეც შედეგები 50 და 25 მეტრზე, 5 ტყვიაა სამიზნეზე, ბუნებაშია ნასროლი მთლად წყნარი ამინდი ვერ დავიჭირე, საგრძობი ნიავი მარჯვნიდან ხან ზურგიდან უბერავდა
25 მეტრი

50 მეტრი
giga2010
ჯსბ-10.34 მა ყველა დისტანციაზე კარგი შედეგი მოგცათ. ბოლო ფოტოზე მემგონი საუკეთესო შედეგია. ჩემთვის პირადად ძალიან კარგი. ჯიგარი ხარ რომ გამოაცოცხლე ფორუმი.
okela84
მაგარი შედეგია 50 მეტრზე ჯსბ

მერე ნორმალურ ამინდში მარტო ჯსბ 10.34 სცადე რამოდენიმე
S.T.A.L.K.E.R
ამინდს ველოდები 50 და 70 მეტრზე მინდა ვცადო ჯსბ 10.34.
50 მეტრზე როა ნასროლი მაღლითა მარჯვენა სამიზნეზე 6 ტყვიაა 1 მარჯვნივ წავიდა და კიდევ ვისროლე

გამო მაგნუმის 0.51 შედეგმა გამაკვირვა 50 მეტრზე უფრო კარგი ჯგუფია ვიდრე 25 ზე, თანაც არასიმეტრიული ტყვიებია ბოლოები ყველას დიდპატარა აქვს და ამ შედეგს არ ველოდი.

პ.ს ლუმანის 10.34 მა იმდენად ცუდი შედეგი მომცა 50 მეტრზე აღარ დავდე 45 მმ გამოვიდა ჯგუფი 5 ტყვიით
userman
ციტატა(gogich_89@mail.ru @ 24th April 2017 - 06:55 PM) *
გამო მაგნუმის 0.51 შედეგმა გამაკვირვა 50 მეტრზე


კი მაქვს ეგ ტყვიები , მარა აზრადაც არ მომსვლია , რომ მეცადა კრალზე. biggrin.gif

ჯსბ-ის რაც შეეხება 50 მეტრზე ერთი 12 მილიმეტრშია და მეორე სავარაუდოთ 8 მილიმეტრში . ნუ რა გითხრათ, ბევრ ბრენდს გაუჭირდება ასეთის გაკეთება smile.gif .
S.T.A.L.K.E.R
50 მეტრზე 1 გაქცეული ტყვიაცაა და ეგეც ხო ითვლება
S.T.A.L.K.E.R
სალამი ყველას,
როგორც იქნა ვნახე იდეალური ამინდი სროლისთვის სიოც კი არ იძვროდა
იარაღი კრალ პუნჩერი 280cc ოპტიკა 6-24x50 მანძილი 50 მეტრი
ესეც შედეგები
http://s019.radikal.ru/i623/1705/da/6c3de7d3eee1.jpg
userman
შენ თოფს მემგონი ვალტერის ლულა აქ smile.gif და რაღაცას გვატყუებ biggrin.gif .
ყოველ შემთხვევაში პირველად ვნახე ჰანტერებს ასე ისროდეს . ან თუნდაც ჯსბ 0.54გ -ს.
ჯსბ 0.67გ-ს თითქმის 7-8 მილიმეტრში სხავ სტაბილურად 50 მეტრზე.

რავი თუ მართლა მასეა შენ გქონია შტეირზე უკეთესი თოფი . smile.gif .
datka25
userman
ვალტერები ჩვენც გვიყენია, მარა ვერ კი ვაკეთებთ მაგას და რავი unknw.gif

S.T.A.L.K.E.R
მაგარი შედეგია, მალადეც შენც და შენს თოფსაც . good.gif
pilotina
ციტატა(S.T.A.L.K.E.R @ May 1 2017, 07:43 PM) *
სალამი ყველას,
როგორც იქნა ვნახე იდეალური ამინდი სროლისთვის სიოც კი არ იძვროდა
იარაღი კრალ პუნჩერი 280cc ოპტიკა 6-24x50 მანძილი 50 მეტრი
ესეც შედეგები
http://s019.radikal.ru/i623/1705/da/6c3de7d3eee1.jpg



მშვენიერზე უკეთესი შედეგია jsb ტყვიებით. გილოცავ! good.gif
S.T.A.L.K.E.R
კრალის ლულაა რაც მაქ გაკეთებული ყველაფერი მიწერია წინა გვერდძე,
ჯსბ 0.67 ჯგუფი არი 9 და 10 მმ

გრიგოლ ეს ლულა რო შევცვალეთ ვალტერი მომეცი და მე არ ვიცი??
scratch_one-s_head.gif რეგულატორი მაქსიმუმსა და საშვალოს შორის რომ ხაზია მანდ დგას,
userman
ციტატა(gogich_89@mail.ru @ 1st May 2017 - 09:38 PM) *
კრალის ლულაა რაც მაქ გაკეთებული ყველაფერი მიწერია წინა გვერდძე,
ჯსბ 0.67 ჯგუფი არი 9 და 10 მმ

გრიგოლ ეს ლულა რო შევცვალეთ ვალტერი მომეცი და მე არ ვიცი??
რეგულატორი მაქსიმუმსა და საშვალოს შორის რომ ხაზია მანდ დგას,


ანუ იმის თქმა გინდა , რომ ლულა შეცვალე ? და კიდევ 0.67-ით სტაბილურად აკეთებ 9-10 მილიმეტრიან ჯგუუფს ? და ჩვენი ფიშტოები არსად გამოსაჩენი არაა biggrin.gif .
S.T.A.L.K.E.R
ლულა შევცვალე მოდერის რეზბა ქონდა რაც მოყვა იმ ლულას ცერად მოჭრილი და მოდერის წინა კრიშკას ხვდებოდა ტყვია, უმოდეროდ ის ლულაც კარგად ისროდა 40 მეტრზე 10 თეთრიანს ვარტყავდი ჯგუფი არ მიცდია,
pilotina
userman
ციტატა(userman @ 1st May 2017 - 09:51 PM) *
და კიდევ 0.67-ით სტაბილურად აკეთებ 9-10 მილიმეტრიან ჯგუუფს ? და ჩვენი ფიშტოები არსად გამოსაჩენი არაა .


ბესო მგონი ის დროა ჩვენი ვალტერის ლულები გავყიდოთ და გრეგორს მივაკითხოთ კრალის ლულებზე... biggrin.gif biggrin.gif
userman
pilotina

მოდი ჯერ რეალში დაგვიმტკიცოს რა შეუძლია , დანარჩენზე მერე ... biggrin.gif .

ამას წინ ოკელამ , რო თქვა ის გამახსენდა smile.gif , ფიზიკის კანონებში არ ჯდებაო... smile.gif .
giga2010
მერე დავგეგმოთ ერთი გასვლა, საგაზაფხულო.
okela84
კარგი შედეგია და ამავდროულად იმდენად სენსაციური რომ ნამდვილ აბლოდისმენტებს მხოლოდ რეალში მიიღებ იგივე შედეგების განმეორების შემთხვევაში wink.gif
S.T.A.L.K.E.R
ოღონდ შეკრება იყოს და როგორ არ წამოვალ 30.gif
giga2010
დღეს მეც შევიძინე კრალის ჭუკი wink.gif
okela84
giga2010
გილოცავ გიგა, სუ ათიანებში და წარმატებულ ნადირობაში.

მასეთი ჯგუფები თუ აკეთეთ მგონი ყველას მოგვიწევს კრალების ყიდვა biggrin.gif
giga2010
მადლობა, გაიხარე. ჯერ არ მისვრია ქაღალდზე. ვნახავ ამ დღეებში რა შეუძლია
giga2010
რეგულირდება კრალიც სასხლეტი? კაი მძიმედ მეჩვენება
userman
ციტატა(aleqsandre @ 2nd May 2017 - 05:10 PM) *
მასეთი ჯგუფები თუ აკეთეთ მგონი ყველას მოგვიწევს კრალების ყიდვა


giga2010

გილოცავ !

ვატყობ გაცდუნა რაღაც S.T.A.L.K.E.R -ის ჯგუფებმა smile.gif .

გისურვებ მაგაზე ნაკლები ჯგუფები არ მიგეღოს smile.gif .

ციტატა(giga2010 @ 2nd May 2017 - 05:43 PM) *
რეგულირდება კრალიც სასხლეტი? კაი მძიმედ მეჩვენება


რა თქმა უნდა რეგულირდება , მხოლოდ კონდახის მოხსნა სჭირდება .
ისე რომელი მოდელი იყიდე ?
giga2010
პუნჩერი, ბულპაპი. 280 რეზიკით.

მადლობა მოლოცისთვის, გაიხარე. იმ ჰატცანს დედა ვუტირე, აღარც მქონდა ნორმალური ფიშტო. ვიფიქრე ვალტერის ლულას გადავიტანთქო და არ გამოდის
ბაიკერი
giga2010
გილოცავ. მშვიდობაში და სულ 10იანებში
userman
giga2010
ციტატა(giga2010 @ 2nd May 2017 - 07:57 PM) *
ვიფიქრე ვალტერის ლულას გადავიტანთქო და არ გამოდის


ვინ გითხრა , რომ არ გამოდის ?
მაგ საქმეს ჯაჯა მიხედავს , ვიცი მაგნაირები გაუკეთებია . შემდეგ რვიანებს გააფართოებ და ეგ არის ,
თუმცა რას ვყვები ამდენს ? biggrin.gif რა დროს ვალტერია , ხომ ხედავ სტალკერმა ვალტერი მიწასთან გაასწორა თავისი კრალით smile.gif , ხოოდა სცადე იქნება შენიც გამოდგეს...
S.T.A.L.K.E.R
ჯერ მაგ ლულით სცადე შემავალი ფასკა აქ ძალიან ცუდად ქარხნულად ეგ გაასწორე გამავალი ფასკაც უმეტესად ნარეზი ბოლომდე არ გასდევს ყველა ხაზი მე 2 ლულასთან მქონდა შეხება და 2 ივე გასასწორებელი იყოwink.gif ლულის წინა 8 იანი მოუშვი ლულა თავის ადგილზე დადგება და ისე დაუჭირე რამდენიმეზე გვერძე მოღუნულად დგას რო დავაკვირდი, სასხლეტი რეგულირდება ჰათსანივით რბილი არაა მარა არც ისეთია რო ჯგუფში ხელს გიშლიდეს, მე დავშალე სულ 2 დეტალია და დავაპალიროვკე, დამრტყმელის პრუჟინა ბოლომდე მოუშვი და რეგულატორი მაქსიმუმზე 1 ხაზით ნაკლები დააყენე ეგრე აქ საუკეთესო ჯგუფი ჩემ მოდელს wink.gif წარმატებები სულ 10 იანებში და ჩემზე უკეთესი შედეგების მიღებაში
S.T.A.L.K.E.R
ხის კონდახით იყიდე თუ პლასმასი ფოტო რო დადო თუ შეგიძლია
okela84
ციტატა(userman @ 2nd May 2017 - 08:19 PM) *
ხომ ხედავ სტალკერმა ვალტერი მიწასთან გაასწორა თავისი კრალით

დავუშვათ და სტალკერის შემთხვევაში ყველაფერი უშეცდომოთ იყოს, (პარანორმალურ რეალობაში) ამისდამიუხედავად კრალის ვალტერთან შედარება ყველაზე უკიდურესად უარყოფით სცენარშიც კი არის ძალადობა კანონზომიერებაზე
pilotina
giga2010

გილოცავ! მშვიდობაში და სიხარულში!
ისე კაი ხელის შევლება დაგჭირდება, რომ STALKER-ის შედეგთან მიახლოებული შედეგი მიიღო.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2026 Invision Power Services, Inc.