მოგესალმებით ყველას.
როგორც იქნა, ორი თვის ლოდინის (საქართველოს ფოსტის გადამკიდე) შემდეგ ჩამოვიდა კონდორის რედუქტორი და მეც გადავწყვიტე პატარა აპდეითი გაუკეთო ამ თემას.
ესე იგი, როგორც თემის დასწყისში მქონდა აღნიშნული, კონდორისთვის გამოწერილი მქონდა სხვადასხვა დამატებითი ნაწილები ტუნინგისთვის (იხ.სურათები), რედუქტორის ჩამოსვლის შემდეგ, ყველა ზემოაღნიშნული ნაწილი უკვე ხელთა მქონდა და გთავაზობთ იმას, რაც საბოლოო ჯამში გამოვიდა.
ეს არის talontunes.com - იდან გამოწერილი ჰაერის გადამშვები ცვლადი შიდა დიამეტრებით. მას ვიყენებ მხოლოდ JSB 10.34 გრ. ტყვიებზე, რათა შევამცირო გასროლის სიჩქარე ადეკვატურ მნიშვნელობამდე.
თუკი ვიყენებ JSB 25.39 გრ. ტყვიებს, მაშინ ჰაერის გადამშვების შიდა დიამეტრის შემცირება არ მჭირდება, შესაბამისად რჩება გადამშვები მაქსიმალური (5.4 მმ) კვეთით.

ეს არის AR-15 -ის სახელური, რომელიც დამეთანხმებით გაცილებით ერგონომიულია კონდორის ქარხნულ სახელურთან შედარებით. პატარა ხელის შევლება დასჭირდა და დადგა თოფზე იდეალურად. მაგრამ ეს სახელური დაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ერთად დააყენებთ იგივე talontune-ს ე.წ. rtigger guard-ს
ეს სახელური

ესეც rtigger guard-ი

როგორც ადრე ავღნიშნე კონდორის კონდახი რბილად რომ ვთქვათ, მაინც და მაინც მოხერხებული ვერ არის, ამიტომ ამის გამოსწორებაში დამეხმარა აი ეს

საერთო ჯამში ეს ნაწილები ასე გამოიყურება

კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც მართალია საერთოდ არ მჭირდება როცა 10.34 გრ-იან ტყვიებს ვისვრი, რადგან კონდორის თავისი ინტეგრირებული შრაუდერი იდეალურად ახშობს ხმას, მაგრამ მჭირდება როცა 25.39 გრ-იან ტყვიებზე გადავდივარ,რადგან ამ შემთხვევაში ხმა საკმაოდ იმატებს, ამ დამატებითი საუნდმოდერტორით კი ხმა თითქმის 10.34 გრ-იანი ტყვიების დონეზე დაიყვანება.


და ბოლოს ALTAROS რედუქტორი. მართალი გითხრათ თავიდან ცოტა ეჭვები გამიჩნდა რედუქტორის ზომებიდან გამომდინარე, რამდენად ეფექტური იქნებოდა. ეს ეჭვები ჯა-ჯა -მაც გააღრმავა, როცა რედუქტორი ნახა, რადგან რედუქტორის უკან მოცულობა ცოტა არ იყოს პატარად მოგვეჩვენა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დატესტვის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
რედუქტორი დაყენებული აღმოჩნდა 1900 psi გამომავალ წნევაზე, ჰოდა 3000 psi-დან 1900 psi-მდე 25.39 გრ-იანი JSB-ით გამოვიდა 53 გასროლა საშუალო სიჩქარით 263 მ/წმ.
ცხრილს დაბლა დავდებ, აქ ფიშტოს საერთო ხედი
ეს რედუქტორი( ორი მანომეტრი გამოვიდა, ერთი მიჩვენებს რეზერვუარის წნევას, მეორე კი რედუქტორის შემდეგ წნევას)

ეს კონდახი

ეს AR-15-ის სახელური და talontun-ის სასხლეტის მცველი(trigger guard)

და ესეც საერთო ხედი

ქვემოთ წარმოდგენილია ქრონზე დატესტვის შედეგები. JSB 25.39 გრანი.
1. 263
2. 264
3. 264
4. 263
5. 262
6. 262
7. 262
8. 262
9. 263
10. 262
11. 262
12. 262
13. 262
14. 264
15. 264
16. 263
17. 265
18. 266
19. 265
20. 264
21. 264
22. 264
23. 264
24. 265
25. 264
26. 264
27. 264
28. 263
29. 264
30. 264
31. 265
32. 265
33. 263
34. 263
35. 263
36. 265
37. 263
38. 263
39. 263
40. 264
41. 263
42. 262
43. 264
44. 265
45. 266
46. 265
47. 264
48. 262
49. 264
50. 263
51. 263
52. 261
53. 262 აქ რედუქტორმა დაამთავრა თავის საქმე და თოფი გადავიდა პირდაპირ წნევაზე 1900 psi
54. 260
55. 257
56. 257
57. 256
58. 257
59. 257
60. 255
61. 254
62. 252
63. 251 1600 psi
მაშ ასე 53 გასროლა რედუქტორზე 5 მ/წმ დიაპაზონში და 63 საერთო ე.წ. გამოყენებადი გასროლა. მე მგონი არაა ცუდი შედეგი.
ჩემი აზრით 10.34 გრ-იანი ტყვიებით მინიმუმ ორჯერ მეტ გასროლას მივიღებ რედუქტორზე. ნუ მაგას მერე დავტესტავ.
რაც შეეხება მიზანში სროლას და ჯგუფებს, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ მოვაბი თავი, ხან ამინდმა შემიშალა ხელი, ხან სამსახური და ა.შ.
იმედია უახლოეს მომავალში, როგორც კი ამინდები გამოვა, სიზუსტეზე სროლის შედეგებსაც მოგახსენებთ. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ 15 მეტრზე ორივე ტყვიით შეიძლება ითქვას,რომ დიამეტრის ზომის ხვრელს აკეთებს, მარა რა თქმა უნდა მესმის, რო 15 მეტრი მანძილი არაა კონდორისთვის, მარა ეს ისე მოვიტანე სათქმელად...