chefo ციტატა(chefo @ 21st November 2017 - 11:10 AM)

კონდორ ტალონის რეპორტი ვერსად ვნახე და იქნებ დამილინკოთ ან 2 სიტყვით ძირითადი განსხვავებები მითხრათ
ვერ გავიგე რას გულისხმობ, თუ რეპორტი და შესაძლებლობების მიმოხილვა გინდა,
მაშინ აგერაა მთელი პოემა, ხოლო თუ შედარება გინდა კონდორსა და ტალონს შორის, .... ნუ ადრე ტალონი ძირითადად 0.22-ზე თავდებოდა და SS მოდელებიც იყო, ანუ ინტეგრირებული მოდერით, იმავე პერიოდში კონდორი უფრო 0.22-ი და მეტი კალიბრი იყო, ძირითადად 0.25-ზე თავდებოდა, ზოგიერთი მაქსიმუმ 9-მდე ააბგრეიდებდა, თუმცა დღეს უკვე ქარხნულად ტექსტანია გამოსული და 0.45 და 0.50 კალიბრს ურახუნებს

დღეის მომენტში ტალონიც და კონდორიც 0.25- კალიბრამდე გამოდის, შედეგად დიდი განსხვავება მაგ ორ აგრეგატში აღარაა, უფრო გაბარიტებშია განსხვავება, ტალონებს ძირიტადად 18"-მდე ლულები აქვს და კოლოფიც პატარაა, კონდორი კიდევ 24"-მდე ლულებით გამოდის, თვითონ კოლოფიც დიდია, მძიმეა და თავიდან კონდორზე იყო ეგრეთწოდებული Hi-FLO კლაპნები, დღე სკი ეგ უკვე ტალონებზეცაა, მითუმეტეს ცალკე თუ იყიდი

ასე რომ უფრო გაბარიტების ამბებია ვიდრე რაიმე განსაკუთრებული სხვაობაა
რაც შეეხება შენს ჩამოთვლილი შესაძენ რაცხაებს:
1) არ მიქარო და ეგ პუნქტი არ იყიდო, არანაირად არაა საჭირო თუ Spin-Lock-იან ბალონს ყიდულობ, ტყუილა დახარჯული ფულია, სპინ ლოქიან რეზერვუარს უკვე აქვს ფოსტერის ჩქარი დატენვის პორტი

აი ეს პორტი პილოტინას ბალონზე, მემგონი სხვანაირები ამ ბოლო დროს არარც კი იყიდება
და მაგ ბალონს რასაც უყურებ, აქვს შლანგი რომელსაც კაკრაზ მაგ ფოსტერის ჩქარი დატენვის თავი დაუყენდება ან მოყვება (ეგ გასარკვევია გრიშას დაეკითხე, თუ არ მოყვება, მგონი ცალკე ჰქონდა გასაყიდად და მოილაპარაკებთ), შედეგად არანაირი გადამყვანი არ დაგჭირდება, პირდაპირ მაგ დიდ ბალონს მიაერთებ შნალგით, დატენი ი ვსიო...
აი თუ ძველებულ რეზერვუარს ყიდულობ რომელსაც დამტენი და მანომეტრი არ ჰქონდა, მაგისთვის სულ სხვა გადამყვანი დაგჭირდება, რომელიც ახალ თოფს მგონი კომპლექტში მოყვება, მოკლედ ნებისმიერი გადასახედიდან ის გადამყვანი რაც პირველ პუნქტში გაქვს ამოსაგდებია....
ისე დადე ლინკი რეალურად რომელს უყურებ რომ უფრო მართებული რჩევები მოგცეთ, თუ გჭიქრდება რჩევები რა თქმა უნდა....
2) Hawke კაი ოპტიკაა მაგრამ 24x მემგონი ნამეტანია თუ სანადიროდ გინდა თოფი, ანუ ისეთი გარჩევადობა აქვს რომ არც სანადიროა (დიდი და მძიმეა ნადირობისთვის) და არც ქაღალდისთვისაა იდეალური (ძირითადი შეჯიბრება 50 მეტრზეა და დაუწერელი კანონია, რამდენ მეტრზეც არის შეჯიბრი იმდენჯერადი ოპტიკა გჭირდებაო

ანუ 50x გინდა მაშინ

)
სანადიროდ კაია 10ხ ან ჰა ჰა 12 ან მაქსიმუმ 16x აგის ზემოთ უკვე მოუქნელი და მძიმე ხდება ოპტიკა, ხოლო ჩაფიქრებული საოცნებო დიდი გარჩევადობა მხოლოდ ოცნებებში რჩება, რადგან დიდი ჯერადობა, მაგრა გიმცირებს ხედვის არეალს და მაგარი მოუხერხებელი ხდება დამიზნება და სროლა.
რაც შეეხება რინგებს უნდა აიღო მაქსიმალურად მაღლები და ჩემის
აზრით ჯობია დაცალკავებული და არა ერთ მონობლოკად შეკრული, შე მემგონი უფრო დაგჭირდება ოპტიკის აწევა, იმის გამო რომ ერთ სიბრტყეზეა ლულა და რეზერვუარი, გაიხსენე M4-ის და M16-ის პროფილი, მაგასაც სამიზნე ზემოთ აქვს აწეული იმის გამო რომ ერთ სიგრტყეზე არსებული ლულა და კონდახიდან სროლა მოუხერხებელია დაბალი სამიზნედან, გიწევს თავის და კისრის მოღუნვა, ამიტომაც, უმეტესობა ტალონისთვის და კონდორისთვის ყიდულობს
აი ასეთ რელსს, რომელსაც ამაგრებს თოფზე და შემდეგ უკვე მაგ რელსზე სვავს ოპტიკის მარალ რინგებს, ამის მერე ოპტიკის ღერძი ზემოთ იწევს და სროლა კომფორტული ხდება.

აგე პილოტინასაც ეგ რელსი აქვს დაყენებული, ტავის თოფზე, წინა კვირაში მეც დავიადე Talon-ი და ეგ რელსი რომ არ მაქვს მაგრა მაწვალებს სამიზნის დაჭერა, იმენნა კისერს გვერდზე ვაწვენ რომ ობიექტი მიზანში დავინახო....