SVD ციტატა(SVD @ 7th April 2015 - 10:09 PM)

ბიჭებო ნარეზს რა უკეთებს ლულას შეგიძლიან მანახოთ სურათი ?
კარგად გამეღიმა,

და რათ გინდა? მაგის გაკეთება სახლის პირობებში შეუძლებელია, ცალკე მაგის სტანოკს ვერ იყიდი, ძვირიცაა და თან ლიცენზიის გარეშე მაგას არავინ მოგყიდის, პლიუს ევროპა ამერიკიდან გამოგზავნისას წააწყდები იმ შეზღუდვას რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ეგეთი დაზგების გაყიდვა აკრძალულია და ლამის მთავრობის ჩარევას მოითხოვს რომ მაგის უფლება მიიღო.
ამ ეტაპზე მხოლოდ 31-ე ქარხანას აქვს ეგეთი სტანოკი, ისიც ძველი რუსული, მაგრამ მხოლოდ სამხედრო დაკვეთებს აკეთებენ

, პნევმოზე ერთ ინჟინერს ჰქონდა ნაცადი ლულების გაკეთება, მაგრამ 4-ცალზე მეტი არ გაუკეთებია, ეკონომიურად არაა გამართლებული პლიუს თავისი ხარისხის ფოლადი უნდა მაგ საქმეს....
ისე კი საერთო განვითარებისთვის უნდა იცოდე რომ არსებობს 2 დამზადების ძირითადი მეთოდი, ერთი არის, პუანსონის გამოყენებით, მეორე არის ჭედური მეთოდი.. პირველს იყენებს მთელი ცივილიზებური სამყარო, მეორეს კი საბჭოთა კავშირი და პოსტ საბჭოთა ქვეყნები სადაც იარაღი წარმოებდა.
ძირითადი პროცესი შემდეგია:
ჯერ მზადდება ბალვანკა გარკვეული გარე დიამეტრის (იმაზე მეტი ვიდრე ბოლოს ლულა იქნება), შემდეგ სპეციალური დაზგებით ხდება ღრმა ხვრეტა, რუსულად ჰქვია "გლუბოკოე სვერლენიე" ინგლისურად Gun Drilling. მაგის მერე მიუხედავად იმისა რომ ზედაპირი საკმაოდ სუფთაა ხდება შიდა ზედაპირის საბოლოოდ კალიბრირება, სხვადასხვა ინსტრუმენტებით რომ აფსოლუტურად სუფთა ზედაპირი იყოს და პლიუს აფსოლუტურად მთელს სიგრძეზე იყოს ერთნაირი ზომის, მიკრონებში.
ამის შემდეგ პროცესი იყოფა, იმის და მიხედვით პუნსონით კეთდება ნარეზები თუ ჭედურობით.
- პუანსონის შემთხვევაში ლულის ზაგატოვკა ტრიალებს ნელა ხოლო ლულაში წინიდან უკანა მიმართულებით, ანუ შეტენვით კი არა გამოქაჩვით ხდება ვოლფრამის შენადნობის მქონე სპეციალური პუქნსონის გატარება, რომელიც ლულაში სასურველ ბიჯს და ღარებს ტოვებს, პუანსონი შეიძლება რამდენიმე გატარდეს იმის და მიხედვით თუ რა სიღრმის და რა სიზუსტის, ან სისუფთავის ზედაპირია შიგნით საჭირო
- ჭედურობის დროს, იგივე ვოლფრამის ზაგატოვკაზე რომელსაც უკვე აქვს მთლიანი ლულის შიდა გეომეტრიის სრული ფორმა, ხდება უკვე გამზადებული და დამუშავებული ზაგატოვკის ჩამოცმა, შემდეგ კი ამ ზაგატოვკის გარკვეულ ტემპერატურაზე გათბობა (და არა გაცხელება და გავარვარება) და გარედან სპეციალური ჩაქუჩებით ლულის შემოჭედვა ვოლფრამის ზაგატოვკაზე, შედეგად ლულის შიდა მხარე იღებს ზაგატოვკის ფორმას, შემდეგ ზაგატოვკის ამოგდება ხდება ცალკე სტანოკით და ლულა პრაქტიკუალდ მზადაა...
ამის მერე ორივე მეთოდით დამზადებული ლულა გადის შიდა ხვრელის მიმართულების კორექტირებას რომ ლულა შიგნიდან აფსოლუტურად სწორე იყოს, შედმეგ დაზგაზე ხდება გარე დიამეტრის სასურველ ზომაზე დაყვანა და ზედმეტი ნაწიბურების ჩამოჭრა...
ნუ ახლა ფასკის, ჩოკის გაკეთება და წრთობა რომელ ეტაპზე მიდის არ ვიცი, ყველა თავის მეთოდს იყენებს და იმეტეს წილად საიდუმლოა
pilotina ციტატა(pilotina @ 7th April 2015 - 10:24 PM)

აი ეს
არა ეგ არაა ლულის ხრახნების გასაკეთებელი, ეგ არის რაიბერი, ინგლისურად Reamer და გამოიყენება ხვრელის კალიბრირებისათვის, ანუ ვთქვათ გინდა ზუსტად 6 მილიმეტრიანი ხვრელი სუფთა ზედაპირით, ამ შემთხვევაში ხვრიტავ ხვრელს 5.8 მილიმეტრიანი სვერლოთი, შემდეგ 5.9-იანით და მაგის მერე უნდა გაატარო ნელი ბრუნით ეგ რაიბერი რომ მიიღო სუფთა ზედაპირი, საწარმოო მაშტაბებში მაგ რაიბერებს აქვს 3 ზომა, ანუ მინუს ზომა, ზუსტი ზომა და პლიუს ზომა, განსხვავება არის 0.01 მილიმეტრში, ანუ არის 5.99, 6.00 და 6.01 მილიმეტრი...
ასე რომ დახვეული ფორმა რადგანაცაა ნუ გგონია რომ ხრახნების გასაკეთებელია, ეგეთი ახლო ბიჯი რომ ჰქონდეს ნარეზებს მაშინ ტყვია გაითლებოდა და გარეთ გლუვი გამოვიდოდა, როგორც წესი ბიჯი იგივე ტვისტი იწყება 30 სანტიმეტრიდან და ლულის სიჩქარის და მიხედვით შეიძლება იყოს 30 სანტიმეტრიანი ბიჯით ან 60 სანტიმეტრიანი ბიჯით, რას უფრო სწრაფი ლულაა მით უფრო დიდი მანძილია ბიჭებს შორის.