ბოლო სურათში აშკა5რად ჩანს რომ გვერდულადაა მოჭრილი ფასკა, მაგრამ პროსტა გვერდულად თუ არის ჯანდაბას, მთავარია ცალ მხარეს შესაბამისად უფრო ჩაღრმავებული არ იყოს, თუ ჩაღრმავებულია, მაშინ უკვე იასნია რომ გასაკეთებელია ფასკა....
თუ მეორე სურათში გამოსახულება კუთხისა და ჩრდილის გამო არაა დეფორმირებული, მაშინ მანდ ნუ აი 150%-ით ჩანს რომ ცალი მხარე ჩავარდნილია რაც კარგი არაა, ანუ კაკრაზ ცალი მხრიდან ადრე თავდება ლულა, ეგ იწვევს ჰაერის გამოტყორცნას და ტყვიისთვის ცალი მხრიდან წკლიპურტის წარტყმას შედეგად ვავა

და ბოლოს პირველ და მეორე სურათზე თვითონ ფასკას რომ ტავი დავანებოთ ლულაში კოშმარი ჩანს

ერთი ისაა ცუდი რომ აშკარად ცუდი დამზადების კვალი ემჩნევა და სულ ნახაზებითაა მორთული ლულა, აშკარად გახვრეტის და სვერლოს კვალი ემჩნევა, ეგ კი ნიშნავს უსწორმასწორობას და მაგ პატარა ნაკაწრებში ტყვიის ნარჩენების ჩაწეპებას, მერე დაგროვებას, პატარა მუწუკების წარმოქმნას, შედეგად ყოველი შემდეგი და შემდეგი ტყვია კიდევ ტოვებს ნადებს და ბოლოს ტყვია ასევთქვათ გრუნტიან ოფროუდ გზაზე დადის, ალაგალეგ ექვეთება კაბა და ბოლოს ლულიდან კაი ნაცემი და დეფორმირებული გამოდს, ეგ კი სიზუსტეზე კარგად არ იმოქმედებს
ამ სიტყვების დადასტურება შეიძლება მეორე სურათით, რომელშიც სადღაც 9 საათის ექვივალენტზე ჩანს 2 ცალი მოჟანგო ფერის ნადები, კაკრაზ ზემოთ აღწერილი პროცესია წასული

. გამოსავალი:
1) ჯერესერთი უნდა მაგას ამოწმენდა, შესაბამისი ზეთებით, ბრინჯაოს ჩოთქებით და ასე შემდეგ, როდესაც ტყვიის ნადები მოცილდება მერე უნდა გადახვიდე მეორე პროცესზე
2) მეორე პროცესი არის, ლულის პოლირება, უნდა დაიადო პოლირების პასტა და უნდა ეჩალIჩო ლულას, ახლავე ვამბობ პროცესი მაგარი დამღლელი და მოსაწყენია, რადგან მონოტონური სამუშაოა საკეთებელი.
ესეიგი იღებ შომპოლს (არანაირი ჩხირები, შნუროკი, ლესკა და სხვა იაფიანი გამოსავალი, არ ღირს შომპოლი ძვირი, მგონი 12 ლარი ღირს 4.5-იანი შომპოლი, პლიუს 15-20 ლარი ნასადკების კომპლექტი), ჩამოაცმევ რბილ ნასატკას, აზილავ ზედ საპრიალებელ პასატას და ჩააყოფინებ ლულაში თავს, დალშე მიახლოებით ზონებად დაყავი ლულა და მიყები ამ სურათზე ნაჩვენებ რაოდენობებს...

ანუ ჯერ თავიდან ბოლომდე მინიმუმ 50-ჯერ გაატარებ შომპოლს (პერიოდულად შეიძლება საპრიალო პასტის დამატება დაგჭირდეს), მერე ლულის კვეთის 5-10 სანტიმეტრამდე არ მისული 100-ჯერ გაატარებ შომპოლს (ნუ რაღაც მეტკა დაადე შომპოლს რომ ბოლო 5-10 სანტიმეტრამდე არარ შეიყვანო შომპოლი, იასნია შომპოლი უკანა მხრიდან უნდა შეიყვანო), მერე პირობითად 3 ნაწილად დაყავი ლულის სიგრძე და ბოლო 2 მესამედი კიდევ 100-ჯერ გაატარე და სულ ბოლოს ბოლო მესამედზე კიდევ 100-ჯერ...
პერიოდულად აკონტროლე რომ ნამეტანი არ მოგივიდეს გაპრიალება და ნარეზები არ გააქრო საერთოდ, ისე კი ჩემის აზრით შენ ლალრას ლულის ბოლოში ისეთი ხაზები გიჩანს რომ შეიძლება 50 წინ და უკან გატარება არ გეყოს, მარა დააკვირდი აბა...
P.S. ფასკის გასწორება თუ მოგინდება შეგიძლია ჩემთან ამოიტანო და იქვე გაგიკეთება მაქსიმუმ 20 წუთში და დაგიჯდება 15 ლარი, მაგრამ აი გაპრიალებას შენს გარდა ვინ მოკიდებს ხელს ნამდვილად ვერ გეტყვი. დროის და ნერვების ვებერთელა დანაკარგია და ფასს კიდევ მაგ საქმეში ვერ მოითხოვ დიდს, შედეგად ყველა არიდებს დროის ხარჯვას თავს

ასე რომ მემგონი შენ მოგიწევს მაგის გაკეთება