temo-777 ციტატა(temo-777 @ 13th March 2018 - 08:26 PM)

ან ესეთი უხარისხოა ეს ადაპტერი რომ ოდნავი დაწოლით ესეთი რაღაც მოუვიდეს?
ეხლა ვნახე შენი პოსტი....
პირველი კითხვა მიჩნდება ეს ქარხნული ადაპტერია? თუ ქარხნულია ვერაა მაი კაი საქმე, პლიუს სურათს ვუყურებ ეხლა
შენ რაც დადე:

ჩვენში დარჩეს და რომ ვუყურებ ნამეტანი დიდი ხვრელია მანდანე, ნუზემოდან დიდი ხვრელი ეგ არაფერია, მანდ თუ გინდა უფრო დიდი გააკეთე, მაგრამ ეგ იმას ნინშავს რომ შუაგულში გამავალი ხვრელიც დიდია, შედეგად რეზინები სადაც ზის იქ კედლის სისქე ნამეტანი თხელია მარტო რეზინა რას დაიჭერს თუ ლითონი გაიხა შუაზე?
გადაუღე აბა მაგ შენს დეტალს ზედხედის პონტში სადაც გადატეხილია, ან თუ შესძლებ გაზომე და ყველა დავინახავთ რომ რაცხა ვერაა ზომებში
დაჟე ეხლავე შეიძლება საორიენტაციო ზომების თქმა გარედან რაცაა აი შიდა ხვრელს ვერ ვიტყვი ზუსტად მაგრამ მიახლოებით აზრს გამოვთქვავ
1) ქვექ დისკონექტი გადანტირებულად ვიცი რომ 8 მილიმეტრიანია, იმიტომ რომ სტანდარტია ეგეთი, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პირდაპირ 8 მილიემტრი ვერ იქნება იმიტომ რომ მერე ნასოსის კონექტორში გაეჭედება, ამიტომაც, როგორც ყველბან ზომა იქნება 7.9 ან 7.8 მილიმეტრი... ეს კაი ამოსავალი ზომაა დანარცენის ანგარიშისთვის
2) ქვიქ კონექტორის შემდეგ მოდის დაუმუშავებელი ზედაპირი, მაგას დავარქვათ შუაწელი, და მაგ შუაწელის მერე იწყება თვითონ ადაპტერი (შტუცერის ტანი), მაგას კი თუ დავაკვირდებით აშკარად იმ ქვიქ დისკონექტის სხეულზე უფრო წვრილია, ანუ 8 მილიმეტრი არ არის, ზუსტად რამდენია ვერ ვიტყვი, მაგრამ იმედია რომ 7 მილიმეტრი მაინც არის, 6-ი იმედია არ არის... კი შეიძLება 6-იანიც, მაგრამ მაშIნ რეზინები ძალიან, ძალიან თხელი უნდა იყოს აქ კიდევ....
3) უხეშად ჩავთვალოთ რომ შტუცერის სისქე არის 7 მილიმეტრი (თუმცა სურათს გრაფიკულ რედაქტორშI რომ ვზომავ მიახლოებით 6.5 მილმეტრს უფრო შეესაბამება), და ასევე ვხედავთ რომ რეზინებია მანდ წამუცმული, რომელიც არ თუ ისე თხელია, გარანტირებულად 1 მილიმეტრზე უფრო სქელია, იმედია 1.5-ზე მეტი არაა (ნუ გრაფიკულ რედაქტტორშI ზუსტად 1.5 მილმეტრზე ჯდება და იმედია ეგაა)
4) აბა ახლა დაუკვირდი ასეთ ამოცანას რეზინა არის მრგვალი და კედლის სისქე აქვს 1.5 მილიმეტრი, გარედან თუ არის პირობითად 7 მილიმეტრი, გამოდის რომ რეზინას ერთი მხრიდნა აქვს 1.5 მილიმეტრი და მეორე მხრიდანაც 1.5 მილიმეტრი, ანუ სულ 3 მილმეტრი. ახლა საერთო გარე დიამეტრს გამოვაკლოთ ეგ სამი მილიმეტრი, ანუ 7-3=4 მილიმეტრი დაგვრჩა რეზინის ქვეშ შტუცერის ტანი
5) ხსენებულ 4 მილიმეტრში კიდევ შუაში უნდა გაიაროს ხვრელმა რომელიც ჰაერს გაატარებს, სტანდარტად მიღებულია 0.8 ან მაქსიმუმ 1 მილიმეტირს ხვრელი ეგეთ შემთხვევებში ანუ 4 მილმეტრს გამოვაკლოთ 1 მილიმეტრი და მივიღეთ 3 მილიმეტრი, რომელიც ცალ მხარეს გვაძლებს 1.5 მილიმეტრს კედლის სისქეს. ასეთი ადაპტერი მუშოაბს როგორც წესი ხუათიანზე, მიუხედავად კურიოზულობისა, რომ სულ რაღაც 1.5 მილიმეტრი დარჩა კედლის სისქე სიმანდვილეში შუა ხვრელი იმდენად ვიწროა რომ კაპილარის მეთოდი მუშოაბს და პატარა ხვრელის გამო ძალიან პატარა ფართობი წარმოიქმნება, შედეგად წნევას ძალიან პატარა ზეწოლა აქვს კედლებზე რასაც ადაპტერის კედლები ბედნიერად უძლებენ
აი თუ ხვრელი 1 მილიემტრზე მეტი იქნება (ზოგი ქარავს და 1.5 ან საერთოდ 2 მილიმეტრიან ხვრელს აკეთებს ხოლმე ), მაშინ უკვე კედელიც თხელდება და ზეწოლაც კედლებზე იზრდება ფართობის ზრდასთან ერთად, შედეგად ხდება ის რაც შენთან მოხდა...
რა თქმა უნდა არ შეიძლება იმის გამორიცხვაც რომ ეს დეტალი ყველა წესებით იყო დაცული, მაგრამ ნუ ხდება ხოლმე რა ... იქ დამუშავება იყო არასწორედ, დავარდნილი იყო, ან მაინცა და მაინც იმ ადგილში მოუწია ჩამოსხმულ დეტალში რაღაც პატარა ნაწიბურმა და შედეგად დაზიანებული ან ბრაკი დეტალი იყო, მაგრამ რავიცი, შტუცერის გატყდომა მემგონი შენგან პირველად გავიგე, დაჟე რუსებს რომ უყვართ ხოლმე ექსტრიმი და 6 მილიმეტრიანი შტუცეტების კეტება, იქ არ გამიგია გახეთქილი შტუცერი

ჩემის აზრით ყველაზე კაი შტუცერებია 8-9 მილიმეტრიანები, იგივე წვრილი შუა ხვრელის დროს მეტი ხორცი რჩება შტუცერზე და ასეთი შემთხვევის ალბათობა სულ უფრო და უფრო ნაკლებია..... ისე კი მაგ შტუცერის მეორე მხარეს რომ არავინ იყო მაგარი გაგიმართლა, თუ გარეთ იყავი ბუნებაში, მაგ ნაწილის პოვნის შანსი მინიმალურია, რადგან ტყვიასავით გაფრინდებოდა და წინ რომ ვინმე ყოფილიყო, ან რაღაც უსოამოვნო მოხდებოდა ან მაგარს გამოილანძღებოდა ის კაცი ვინც წინ დავხვდებოდა მაგ შტუცერის ნაწილს
P.S. ნუ აქ გაიჟღერა ja_ja უფრო იაფად აკეთებსო, და ახლა რაღაც ნივიჟუს პონტი რომ არ გამომივიდეს, აქვე დავწერ, გააჩნია დაბოლოება როგორი ექნება, ქვექ დისკონექტზე 20 ლარი, ხოლო რეზვაზე 15 ლარი. მოდერები გააჩნია მილის დიამეტრს 30 მილიმეტრიანი 100 ლარი, 25-იანი 75 და 20-იანი მილით 50 ლარი. 30 და 25-იანები ქეჩებზე ხოლო 20-22-იანები მხოლოდ ჭიქებზე.