დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Compressed Air Tank
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
geojorjika
Ex3
ციტატა(Ex3 @ 19th August 2013 - 02:49 AM) *
თითო გასროლაზე დაახლოებით 1200 psi რომ იხარჯებოდეს?


მემგონი ჯობია აზრები დაალაგო ცოტა და კითხვა ისე დასვა smile.gif , წნევით ჰაერსი ხარჯვა არ განისაზღვრება , ჰაერის ხარჯი განისაზღვრება მოცულობით wink.gif
ja_ja
Ex3
მდაააა, გვარცხვენთ ამხანაგო ღინტუ, გვარცხვენთ smile.gif რაიონული მაშტაბით გვარცხვენთ smile.gif

შეკაცო ჯერ ის მაინც გვითხარი რა თოფი გაქვს, არცერთ თოფში არანაირად არ ხდება 1200 PSI-ით ან რაიმე სხვა PSI-ით გასროლების დათვლა, ეგ არის, მხოლოდ და მხოლოდ ბრიტანული ზომა წნევის, მერი არაფერი,

შემდეგი გარემოება, ნუ ჯანდაბას და ვთქვათ გაქვს რაიმე აგრეგატი რომელიც ხსენებულ 1200-PSi-ზე მუშაობს და შესაძლბელელია გასროლების გამოთვლა, მაშინ მინიმუმ საჭიროა ვიცოდედ ეს 1200PSI რამდენია ჩვენებურად ატმოსფეროებში. ნუ ქსელში ოხრადაა ყველანაირი სახის კონვერტორები, აგერ ჩვენი გამზადებული კონვერტორი. მარჯვენა მხარეს ჩაწერე 1200 და ტოლობის ნიშანს დააჭირე, მარცხნივ გიჩვენებს რომ ეგ აის, 81.65 ატმოსფერო... ახლა თავიდან დავსვათ კითხვა:

- რომელი მანქანის საბურავში გამოიყენება 2.5 ატმოსფეროზე მეტი წნევა და რომელ ვულკანიზაციაში გინახია 8 ატმოსფეროზე მეტი კომპროსორი?

დარწმუნებული ვარ ვერ მეტყვი ვერცერთ მანქანას და კომპრესორს smile.gif თან თუ გავითვალისწინებთ რომ PCP-ში 80 ატმოსფერო აბსოლუტურად არაფერია და თუ გავითვალისწინებთ რომ მინიმუმ 140 ატმოსფეროა საჭირო, რეალში კი უმეტესობა თოფი 200 ატმოსფეროზე იტენება ანუ ბრიტანულ / ამერიკულ სტანდარტში 3000PSI გამოდის რომ ეგეთ წნევას უბრალო ნასოსით ვერ მიიღებ smile.gif

ჩვეულებრივი მანქანის ნასოსით შუაზე გასკდომით და მთელი სანათესაოს ზემოდან დაწოლით მაქსიმუმ მიიღებ იგივე 8-10 ატმოსფეროს. ამიტომაც PCP-ში გამოიყენება ან სპეციალური ძვირიანი ნასოსები რომელიც 250 ატმოსფეროსაც კი წარმოქმნიან, ან სპეციალური კომპრესორები 200 და 300 ატმოსფეროზე. რომლებიც ძალიან ძვირი ღირს, და მთელი ფორუმის ძალებით ერთი ძლივს ვიყიდეთ. ზუსტად აღარ მახსოვს მარა იტალიიდან ჩამოტანა განბაჟება და რამე-რუმე მგონი 2500 თუ 3000$-ამდე დაჯდა (ისიც რაცხა სკიდკებით და ჩამოტანის შეღავათიანი ფასით თორემ პირდაპირი შეძენით მარტო იქ ღირს 3500$ პლიუს ჩამოტანა 500-600$ პლიუს მერე 18%-იანი განბაჟება და აეეეე)

ნუ ცოტა იაფი გამოსავალია ნასოსი რომელიც 170-დან 250$-მდე ჯდება, მაგრამ აურაცხელი ბუქნი უნდა და პირველი სახალისო შემართების მერე თითქმის ყველა წყევლას იწყებს smile.gif

ახლა რაც შეეხება თვითონ ბალონს და მის პარამეტრებს....

მოკლედ ბალონი არის 48 კუბური ინჩის მოცულობით, ნუ ერთი ინჩი 2.54 სანტიმეტრია, ისევ და ისევ ბრიტანული სტანდარტებია. მოკლედ ზუსტი კონვერტორი მგონი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ მიახლოებითი გამოთვლით გამოდის 780-800 მილი ლიტრი. ანუ საკმაოდ პატარაა, თან აწერია რომ 3000 PSi-ზე იტენება მაქსიმუმ ანუ სამუშაო წნევა 200 ატმოსფეროა და მეტის ჩატენვას არ გირჩევ გაიფიქრო თორემ თუ იბუთქა ბენ-ლადენის ტერაქტი სანატრელი გექნება, ნაწილებს ვერავინ აკრიფავს.

მოკლედ ახლა მთავარი რაც უნდა გვითხრა ეგ არის, თოფი, რომ ვიცოდეთ იმ თოფს რა მოცულობის რეზერვუარი აქვს, და რა წნევაზე მუშაობს. ანუ შენ სიტყვაზე თუ გაქვს Benjamin Marauder-ი, მაგას უხესად აქვს 215 კუბური სანტიმეტრი მოცულობა (ანუ იმერეთში რომ იციან ხოლმე "სტაქანი" 200 გრამიანი, აი მაგის მოცულობა აქვს). თან მარადიორიც იტენება 3000PSi-ზე ანუ 200 ატმოსფეროზე.

მაგ შემთხვევაში კი გამოდის, რომ პირველად როდესაც ბალონს მიუერთებ თოფს 200 გრამის მოცულობის ჰაერი გადავა თოფში, თოფს დატენის, მაგრამ ბალონს ხომ მოაკლდება შენახული მოცულობა? თან რადგან იგივე წნევაზე არის ბალონის დატენილი, თოფში ჰაერის გადაცემის მერე ბალონში წნევა დაეცემა, შედეგად თოფი სრულ 200 ატმოსფეროზე არ დაიტენება, არამედ ნუ მიახლოებით ვთქვათ 180 ატმოსფეროზე, ეგ კი უხეშად 10-15 გასროლით ნაკლებია.

მეორე დატენვიას უკვე 180-დან ტენი თოფს და დაგრჩება ბალონში 160 ან ნაკლები და ასე შედმეგ. აქედან მორალი შემდეგია:

1) ბალონს რომელსაც იყენებ თოფის დასატენად უნდა იტენებოდეს, იმაზე უფრო მაღალ წნევაზე ვიდრე თოფს სჭირდება, იმიტომ რომ ჰაერის გადმოსხმის, მერე ბალონში უფრო მეტი ჰაერი დარჩეს და შემდეგი დატენვის საშუალება მოგცეს.

2) ბალონის მოცულობა რაც უფრო მეტია, მით უფრო მეტჯერ მოგცემს შენი თოფის დატენვის შესაძლებლობას.


ახლა გრიშამ რომ მითხრა მე ესა და ეს მაქვს და ამდენჯერ ტენისო, ეგ ბალონი უხეშად არის, 1 ლიტრი თუ 1.100 ლიტრი, იტენება 300 ატმოსფეროზე და დისკოს რომელსაც აქვს 136 კუბური სანტიმეტრის მოცულობის რეზერვუარი და იყენებს სულ რაღაც 138 ატმოსფეროს, აძლევს საშუალებას დაიტენოს 15-ჯერ.

მაგრამ იგივე ბალონი მაგალითად მარადორის შემთხვევაში მოგცემდა მაქსიმუმ 3-დან 5 დატენვას.


შესაბამისად იმის და მიხედვით რა თოფი გაქვს უნდა გათვალო თუ რა მოცულობის და რა წნევის მქონე ბალონი დაგჭირდება, მარადიორისა და სხვა თოფებისთვის რეკომენდირებული იქნებოდა 3 ლიტრიდან დაწყებული ბალონები და სადღაც 300 ატმოსფეროზე რომ იტენებოდეს, (ანუ 4500PSi ბრიტანული სტანდარტით), ხოლო პატარა თოფისთვის და პატარა წნევაზე მომუშავისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა გრიშას მიერ მოყვანილი ბალონი.

მოკლედ კომპრესორის თემა შეგიძლაი აი აქ ნახო, დატენვით დაგიტენით არაა პრობლემა, მაგრამ რადგან მის შეძენაში მონაწილეობა არ მიგიღია ალბათ რაღაც თანხას მოვითხოვთ, ნუ არამგონია 10-მაქსიმუმ 15 ლარზე მეტი იყოს, მაგას ასე ვთქვათ საერთო კრების პონტში გადავწყვიტავთ (აქამდე ეგეთი შემთხვევა არ გვქონია და არ ვიცი რა და როგორ უნდა იყოს), ხოლო თუ საკუთარი ძალებით გინდა დატენვა, მაშინ ნასოსი უნდა იყიდო და 1.2 ლიტრიანი ბალონიზე ჩემს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით 200 ატმოსფერომდე აყვანას დასჭირდა 1560 ბუქნი. დამიჯერე მაგარი არაკომფორტულია smile.gif

ნუ რავი თუ რაიმე კიდევ კითხვები გაქვს მოიტა და გიპასუხებ.

P.S. აუ ისე მაღალი წნევის ნასოსებზე მაქვს დაჭერილი ვეებერთელა თემა, და ვეჩნა მეზარება მაგის დადება, იმიტომ რომ სურათებიც ჩასაყოლებელია და... კაროჩე ვერ გამოვნახე რა მაგის დრო ვერაფრით ბლინ, ვინმეს ხომ არ გაქვთ სურვილი ჩემს მაგივრად ცოტა მოკლე თემა გამოაცხოთ ნასოსებზე სანამ მე იმ დიდს მოვაბავ თავს?
r-O-m-A
ja_ja
ეს კომენტარი იყო მხოლოდ ბალონზე? თემა წარმომიდგენია რამხელა იქნებაbiggrin.gif
ja_ja
უი მართალ დამავიწყდა კიდევ 2 საკითხი აქ მოყვანილ ბალონთან მიმართებაში.

1) ეგ ბალონი არის, პეინტბოლის და მაგას თავზე აქვს რედუქტორი რომელიც 1200 PSi-ს კი არა 750-800 PSi-ზე მუშაობს ანუ საკმაოდ დაბალ წნევაზე.

2) მე აქ მოვიყვანე შემთXვევა რომ 1.2 ლიტრიან ბალონს დასჭირდა 1560 ბუქნი მეთქი, არასწორი წარმოდგენა რომ არ შეგექმნას, ნასოსები ბალონის დასატენად არაა შექმნილი, ძირითადად თოფის დასატენადაა შექმნილი, თოფს კი სჭირდება 40-დან 150 ბუქნამდე, იმიტომ რომ თოფს არასდროს ნოლამდე არ ცლი და რაღაც ნაწილი წნევა ყოველთვის გაქვს შიგნით, შესაბამისად არსებულ წნევას ამატებ უბრალოდ იმ წნევას რას დახარჯე.

და სულ ბოლოს გონება რომ გაიხსნას კარგი იქნება თუ აი ამ თემას გადაიკითხავ, განსაკუთრებით კი PCp-ს განყოფილებას

r-O-m-A
ციტატა(romamanjavidze @ 19th August 2013 - 10:23 AM) *
თემა წარმომიდგენია რამხელა იქნება

ნასოსების თემას გულისხმობ? smile.gif მარტო ტექსტი ვორდის ფაილში 47 გვერდია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაგიტომაც მეზარება მაგის დადება smile.gif
r-O-m-A
შენ კლავიატურას კიდევ კაი ლაპარაკი არ შეუძლიაbiggrin.gif ისე რასაც შენ თითებს ურახუნებ კლავიატურას ბარეორ შაოლინის მასტერს ჩახევ თითებით ფიცრების ხვრეტაში biggrin.gif
geojorjika
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 19th August 2013 - 10:30 AM) *
მარტო ტექსტი ვორდის ფაილში 47 გვერდია


რა იყო გაგიარა სიცხემ ? biggrin.gif
Ex3
ja_ja
მადლობა , ყველაფერი გასაგები და თემასაც წავიკითხავ როგორც ამერიკელები იტყვიან აზრი გამიწმინდე ) )
და გადაკეთების სურვილიც უახლოესი მომავლისთვის გამიქრა, ბიუჯეტური ვარიანტი მაწყობდა , თქვენთან კიდე ვერ დავტენი ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე ...
სანამ მომწყინდება ვაკაჩავებ 1377ს ))
ციტატა
პირველი ყველა ახალბედას ვურჩევ ერთ რამეს არ იჩქარო, ნაჩქარევად რაღაცის შეძენას ჯობია 2-3 კვირა გაჩერდე (თუ საჭიროა უფრო მეტიც, ჩემი პირველი PCP შაშხანა შევიძინე სადღაც 7-8 თვიანი ინფორმაციის აგროვების შემდეგ, დღეს არსებობს უკვე საქართველოში გამოცდილი ხალხი და აღარ დაგჭირდებათ 7-8 თვე ყველაფრის გარკვევა, მაგრამ უცებ მაღაზიაში მისვლა და გამყიდველის სიტყვებით ყიდვა..... მოკლედ არ გამოვა მაი საქმე smile.gif ). ჯობია თოფის გარეშე იყო, ვიდრე უცებ რაღაც იყიდო და მერე საფიქრალი გქონდეს, როგორ გაყიდო და სხვა იყიდო უფრო იაფად, ან უფრო ძვირად.


)) ზუსტად ) 1377 ვიყიდე და ახლა პატარა აპისთვის ნაწილებს ვიწერ, რაიმე ზ.დ.პ. რომ მეყიდა ჯობდა შეიძლება მაგრამ ამას თავისი პლიუსებიც აქვს საკმაოდ დიდი ჩემთვის )(კომპაქტურობა, დაშალე, ჩანთაში ჩააგდე და წაიღე სოფელში) + HPA ვარიანტიც მაწყობდა , პამპინგიც აღარ მომიწევდა მარა მაგას co2 valve + ტანკი და შესავსები მოწყობილობა ჭირდება და კიდე ათასი გაუთვალისწინებელი რაღაც ) ))

აირგანელად თუ გამოვდექი ავანაზღაურებ ფორუმის დახმარებას თორე უკვე უხერხულია ))
p.s valve ზამბარაა?
geojorjika
Ex3
ციტატა(Ex3 @ 19th August 2013 - 10:55 AM) *
p.s valve ზამბარაა?


არა "კლაპანი" ანუ სარქველი
gregory
ციტატა(Ex3 @ 19th August 2013 - 10:55 AM) *
p.s valve ზამბარაა?

Ex3
არა, წნევის "კლაპანი"

geojorjika
მოსწრებაზეა რა ყველაფერი biggrin.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 19th August 2013 - 10:50 AM) *
რა იყო გაგიარა სიცხემ ?

არა კაცო რა გამიარა ახლა სიცხიანი ვზივარ სამსახურში ბლიაძ არც არაფრის ტრაკი მაქვს და მარტო ინტერნეტ საიტებს ვქექავ sad.gif

ეგ სტატია კი უკვე 1.5 წელია დაწერილია, მარა აი დადებას ვერ მოვაბი თავი.
bazuka
ja_ja
ხოო, დადება უფრო რთულია აშკარად ვიდრე მაგდენის დაწერა biggrin.gif
Ex3
gregory
ციტატა
მე es მაქვს და დისკოს 15 ჯერ ტენის.
შენ რაც აარჩიე ეგ პატარაა და თანაც დაბალ წნევაზე. ისე რა იარაღის ტენვას აპირებ? უმეტესობას 3000 პსი უნდა, ასე რომ ეგ ბალონი არ გამოგადგება. ისიც გაითვალისწინე, რომ კრანი, შლანგი, კონექტორი... უნდა
რაც შეეხება დატენვას: კომპრესორი გვაქვს wink.gif

ეს რატომღაც არ დამინახია )
ვიფიქრე ჩემს 1377 ზე co2 ის კლაპანს დავაყენებ და ზედ ამას მივაერთებ და ვისვრი რამდენსაც მინდა მეთქი მარა მთლად მასეც არ ყოფილა დატენვის საქმე მე რომ მეგონა ))
gregory
პირველ რიგში მადლობა 2 გიორგის: ჯაჯას და გეოჯორჯიკას smile.gif
ესეც ჩემი აგრეგატი:



რამდენჯერ ტენის ჯერ არ ვიცი, მაგრამ რაც არ მომეწონა:
1. წონა 4.5 კგ
2. "სავეტსკი" ძაან უხეში ჩამკეტი sad.gif ხელით გადაკეტვა ძალზე ძნელია და დამატებით "კლუჩის" ხმარება მიწევს.
3. რეზიკს ისე სწრაფად ავსებს, რომ STOP-ის გაკეთებას ვერ ვასწრებ smile.gif , მგონი გამოსწორებადია?!

რაც მომეწონა:
იაფია რა biggrin.gif
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 1st September 2013 - 11:50 AM) *
რეზიკს ისე სწრაფად ავსებს, რომ STOP-ის გაკეთებას ვერ ვასწრებ , მგონი გამოსწორებადია?!

ჰოოო, მოგიწევს მაშIნ კიდევ ერთხელ გამოტანა, დავშალოთ და შიგნით დოტატორის ვინტი დავუყენოთ თორემ ეგრე ნე სავსემ ხარაშოოოოო smile.gif

P.S. ისე ლაპარაკში მე გამომრჩა თავის დროზე მაგაზე ვინტის დაყენება, მანომეტრის მაიმუნობაში გავერთეთ და.....
geojorjika
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 1st September 2013 - 02:11 PM) *
დოტატორის ვინტი


რა ჯაჯა?
ja_ja
geojorjika
შენ მაინც ვერ გაიგებ smile.gif სპეც მოგონება მაქვს, პროსტა დაპატენტებული არაა და ამიტომაც სპეციალურად არ ვიძახი სწორედ სახელს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
ja_ja
რა სვერ გავიგებ ბიჯო , მეც ეგეთი კრანი მაქვს და ესეიგი ჩემიც შესაცვლელი იქნება biggrin.gif
ja_ja
geojorjika
დრენაჟნი ვინტი დააყენე კლაპანში და უცებ აღარ გამოვა ჰაერი, რაც შეეხება კრანის დაკეტვას, ნუ გრიშას ცოტა სხვანაირი თავი აქვს და კლუჩს წაავლებს, შენ კი გააფუჭებ ონკანის თავს, ამიტომაც, გირჩევ ალუმინისგან ახალი ხელის მოსაკიდებელი გააკეთო და გვერდზე ერთერთი მხრიდან შტირის გასაყრელი ან ჩასახრახნი გაუკეთე. დაჟე ბოლოში წვრილი ხვრელი შეგიძლია გაუკეთო მაგ შტუკას და ჩამოკიდე კრანზე რომ გადატანისას ხელი არ შეგიშალოს ხოლმე

შედეგად გადაადგილებისას ნიხტ პრობლემო, ხოლო მოშვება და მოჭერა როცა დაგჭირდება მაგ შტირს გაუყრი და დიდი მხარი გექნება შედეგად ნაკლები ზალის დახარჯვა მოგიწევს და კომფორტულად გაიხსენბა და დაიხურება მაი ონკანი.

P.S. ბოლო ბოლო შენც და გრისამაც ნამუსი იქონიეთ smile.gif ერთმა 2 ლიტრიანი 20 ლარად ითრიეთ ონკანიანად, მეორე ჩემს თვალწინ 8 ლარად 1 ლიტრიანი თავსი კრანით. ბესტ ფიტინგზე მარტო ონკანი ღირს ბლინ 80 ფუნტი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სოვესტ ტოჟე ხაროში შტუკა რა smile.gif ნავთლუხია ბოლო-ბოლო smile.gif
geojorjika
ja_ja
დრენაჟნი ვინტი როგორია? smile.gif
ja_ja
geojorjika
აი ნუ რაფერ აგიხსნა რა... აი მრგვალია, 4 მილიმეტრიანი ცილინდრია და ზედ რეზბა აქვს 0.7 მილიმეტრიც ბიჯით, ბოლოში მოხერხებულობისთვსი ექვსკუთხედი ჩაღრმავება აქვს smile.gif

ნუ რაიმე ეგეთი დაინახა შენმა გონებამ smile.gif.. თუ ვერა და მაშIნ აი ქვევით სურათია და დააკვირდი ეგეთს გამოჩარხავ???? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



ტაკიე ვეში სპრაშივაეშ ჩტო ნე უდობნა ატვეჩატ, დაჟე!
geojorjika
ja_ja
ებიჯო მუსაობის პრინციპი ამიხსენი რა გჭირს biggrin.gif
WARNer brother
gregory
ბატონო გრიგოლ
http://www.amazon.com/Pure-Energy-Compress...ef=pd_sbs_sg_12 როგორია ეს ბალონი?
კმაყოფილი ხართ?
bazuka
geojorjika
ბიჯო, არც წამიკითხია ნარმალნა რაზეა ბაზარი,
მარა მგონი (თუ ვ დები, მაშინ ჩემი იდეაა) biggrin.gif
მეორე კრანია რაა, რომ ბალონის უხეში კრანის გამო დისკოს რეზერვუარი არ გაბერო


პრსტო პატარაზეა გახსნილი
gregory
ციტატა(jjjjkki @ 1st September 2013 - 11:04 PM) *
gregory ბატონო გრიგოლhttp://www.amazon.com/Pure-Energy-Compress...ef=pd_sbs_sg_12 როგორია ეს ბალონი?კმაყოფილი ხართ?

WARNer brother
კი კმაყოფილი ვარ ძალიან. დისკოსთვის მშვენიერი რამაა smile.gif

ციტატა(ja_ja @ 1st September 2013 - 02:11 PM) *
ოოო, მოგიწევს მაშIნ კიდევ ერთხელ გამოტანა, დავშალოთ და შიგნით დოტატორის ვინტი დავუყენოთ თორემ ეგრე ნე სავსემ ხარაშოოოოო

ja_ja
ხოო, აუცილებლად გამოგიტან

ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 1st September 2013 - 11:03 PM) *
ებიჯო მუსაობის პრინციპი ამიხსენი რა გჭირს

კაი რა, რა დიდი მიხვედრა უნდა smile.gif

იმის მაგივრად რომ რაიმე ხვრელი იყოს თუნდაც წვრილი 0.5 მილიმეტრიანი ხვრელი (რეალში როგორც წესი 2 მილიმეტრზე პატარა არაა ხოლმე ხვრელი) და შლიგინ შლიგინით გამოდიოდეს ჰაერი, ნუ მოკელდ მაგის მაგივრად ჰაერს უწევს რეზბაზე გავლა და ვინტსა და ონკანის კედლებს შორის არსებული პატარა ადგილის მეშვეობით იწყებს გამოსვლას თან ეგრეთწოდებული "ქარბორბალას" პრინციპით ანუ უფრო მეტ დისტანციას გადის ვიდრე პირდაპირ გამოსვლისას გაივლიდა, დიდი არაფერი მაგრამ ერთად იძლევა იმის საშუალებას რომ ჰაერი ერთი დიდ პორციად არ გამოდის...

სულ ეგაა მტელი საიდუმლოება და გამოგონება smile.gif კსტატი ყველა ნორმალურ ონკანს ეგეთი რაცხა უყენია იქანეც და აქინეც smile.gif ნუ იქედან ჩამოტანილებს ვგულისხმობ თორემ რუსები და საბჭოთა წარმოება ვინტებს ჟმოტავდა smile.gif
WARNer brother
gregory
და დისკოსთვის დამატებით რამე სჭირდება?
gregory
ციტატა(jjjjkki @ 2nd September 2013 - 12:43 PM) *
gregory და დისკოსთვის დამატებით რამე სჭირდება?

რათქმაუნდა:
1. მაგ ბალონში აყენია რედუქტორი, რომელიც მხოლოდ 800 პსი-ს უშვებს გარეთ. საჭიროა 2000 პსი ზე გადაკეთება;
2. გჭირდება კრან+შლანგი+ ქვიკ კონექტორი+ წნევის დამგდები...
Davitus
ისე, ამ გაზის ბალონებს მანქანებში, კი გვიტენიან 230 ბარზე და რომ გადავაკეთოთ, გასვლებზე რა უჭირს ბუნებრივი აირით სროლას, არავის უფიქრია? biggrin.gif













მთლად ჰოლოუპოინტს ნუ მესვრით ახლა...
ჩემით გავალ...
ja_ja
ნუ მაგაზე მე მთელი ცალკე პოსტი მქონდა smile.gif, ეგ პოსტი კაი წინასწარ მეტყველური რანცხა გამომივიდა დაწერიდან 2 თუ 3 კვირაში მგონი ქუთაისთან თუ სადღაც დასავლეთში კალონკაზე კაკრაზ მანქანა აიწია ჰაერში და 2 კაცი იმსხვერპლა... მიზეზი მაგარი დაასახელეს - კუსტარულად გაკეტებული იყოო smile.gif

კუსტარულად შეიძლება ონკანი და დამტენი პორტი, ან მილები ყოფილიყო ჩაყენებული, მაგრამ მაგათი ამოვარდნა გახეთქვისას იწყება ველური ძალით აირის გამოსვლა და არა თვითონ ბალონის გახეთქვა,... კაციშვილს (განსაკუთრებით კი ტუტუცი და უვიცი ჟურნალისტები მაცოფებენ) აზრადაც არ მოსვლია გაეკითხათ რა წნევაზე შეიძლებოდა ბალონის დატენვა და რეალში რამდენი ჩატენეს, რა მდგომარეობაში იყო ბალონი და ასე შემდეგ....

მოკლედ თვითონ თხევადი გაზით სროლა პრობლემა არაა, არ ფეთქდება, პროსტა მაგარი მყრალი სუნი აქვს განსაკუთრებით თუ ნიავი შენსკენ უბერავს smile.gif პრობლემა გაზის გასამართ სადგურებში და შესაბამის ბალონებშია

ციტატა(Davitus @ 3rd September 2013 - 07:14 AM) *
მთლად ჰოლოუპოინტს ნუ მესვრით ახლა...ჩემით გავალ...

იმედია ამ პოსტს ჰოლოუპოინტის სროლაშI არ ჩამითვლი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Davitus
ja_ja

შენ რა გითხარი, მაგ პოსტების გროვაში რომ დაგიმალია ეგ საინტერესო პოსტი, შენგან ნიუსები კი არ მაქვს გამოწერილი მეილზე მომდიოდეს, ცალკე თემად მაინც მიგეცა, ამ ფორუმზე, მთელ საქართველოში ერთად აღებული ვაი "წნევოლოგების" ერთიან ცოდნაზე უფრო მეტი მაინც ვიცით ყველა პნევმატიკოსმა და, იქნება და ვინმე "კუსტაროლოგი" მაინც გადარჩეს მაგ თემით

რამდენადაც ვიცი , გაზის ბალონის მონტაჟისას, მინიმალურ უსაფრთხოების ნორმებს მაინც იცავს ზოგიერთი, ნუ თუნდაც იმიტომ რომ, ცნობილი "კანტორები" იმდენს უყენებენ ამ ბალონებს რომ, უბედური შემთვევის დადგომისას მათი მიგიტლერკაპუტების შანსი, გაზიფიკაციის მზარდი მოთხოვნების პირდაპირ პროპორციულად იზრება, ამიტომაც ფრთხილობენ

მაგრამ ბევრი "პრაფესორა" ვიცი, რომელიც გაერკვა ამ აირებით მანქანის ამოძრავების ტექნოლოგიაში და თავისი კუსტარული ძალებით აკეთებს ამ ყველაფერს


ხოდა გახსენი ახლა ცალკე თემა და ეს ჩემი პოსტიც გადაიტანე smile.gif და პასუხიც მოაყოლე smile.gif

იქნებ ვინმე სუპერკომპეტენტური პირი შემოვიდეს ფორუმზე და დაინტერესდეს თემით, ამით სიცოცხლეს გაუხარნგრძლივებთ მინიმუმ ერთ აქტიურ ფორუმელს biggrin.gif




სამუშაო წნევა რომ 200 ატმოსფეროა, ფაქტიურად ყველა ბალონი მაგ წნევაზე მუშაობს, დატენვისას ზოგს 240 აქვს ზოგს 250 და ზოგს 230-ს ქვევით, მაგრამ არსად არ შემხვედრია 250-ს ზევით, ანუ ეს "250 მაქვს წნევა" იმას არ ნიშნავს რომ ავსებისას მე მანქანით 250 ატმოსფეროიანი "ბომბი" დამაქვს

იმის გამო რომ ფაქტიურად წუთებში ავსებენ ამხელა მოცულობის ბალონებს, და 18 კუბიანში "ტენიან" 20 კუბს, სწორედ ამ მაღალი წნევის განვითარების ხარჯზე მიიღწევა, და ის რომ სწრაფი დატენვისას შიგთავსი აირი ცხელდება, განაპირობებს იმას რომ მაქსიმუმ ბალონში საწყისი წნევა არ აჭარბებს 250, თუმცა გაცივებისას (რაც რამდენიმე სუთში ხდება) ჩამოდის 200 ატმოსფეროზე, ანუ მუსაობის, მოძრაობის და ექსპლუატაციის პირობებში 200 დან ეშვება ქვემოთ


მაგალითისთვის ვისოლის გაზგასამართ სადგურებს, რაღაც მოშნი კომპრესორები აქვს და ბევრად სწრაფად ტენიან, სამაგიეროდ ამ სისწრაფეს მოსდევს ბალონის უფრო მეტი გაცხელებაც, შესაბამისად რომ ცივდება 190 ატმოსფერომდე "ჯდება" წნევა და შესაბამისად "ნაკლებს გატარებს"

ის "სი ენ ჯი" სადგურები, სადაც ბევრად მეტი დრო უნდა "გაზაპრავკებას" ოდნავ ათბობენ ბალონებს და წნევაც რამდენიმე წუთში 200 ზე ქვემოთ არ ჩამოდის, შესაბამისად მეტს გადის ავტომობილიც


ja_ja
მაიცა მაიცა კაცო რა შუაშია გათბა გაცივდა და 190-ზე ჩამოვიდა... ნუ უფროსწორედ ეგ კი ბაზარი არაა ეგრე იქნება, მარა თანხა მაინც იმდენი უნდა გადაგახდევინონ რამდენიც შეუშვეს ბალონში...

მოკლედ ვერ გავიგე თანხას გართმევენ მეტს და ნაკლებს უშხაპუნებენ, თუ ნაკლებს უშხაპუნებენ და ნაკლებიც ჯდება, შედეგად ვინც საქმეში ჩახედული არაა უხარია რომ იაფი უჯდება, სინამდვილეში იგივე უჯდება, პლიუს მალე ეცლება ავზი smile.gif
bazuka
ja_ja
ეუფ რა ჩახლართე, არადა რა მარტივად დაწერა

მოკლედ დავითუსამ დაწერა, რომ ეს ახალი კალონკები, უშვებენ გაცილებით დიდი ნაკადის გაზსო, რაც იწვევსო გაზის უფრო მარალ ტემპერატურაზე გათბობასო და შესაბამისად უფრო გაფართოვებასო, რაცო გაცივების შემდეგო 190-მდე ჩამოდისო, ხოლო ისო ძველი გაზგასამართი სადგურებიო ნაკლებ ნაკადსო, შესაბამისად უფრო ნაკლებად თბება და ფართოვდებაო, და შესაბამისადაც (მაგალითად მომყავს ეს ტემპერატურა, თორე აზრზე არვარ რამდენებზე ადის) 20 გრადუსზე გამთბარი გაზი თუ 10 ლიტრიანში 250ბარზე ეტევა 8 კუბურიმეტრიო, 15გრადუსზე გაცხელებული 250ბარზე ეტევა 9 კუბური მეტრიოო


ვააააააა biggrin.gif



p.s. სოხა ხომ არ შეგხმიანებია ??
ja_ja
ციტატა(bazuka @ 3rd September 2013 - 04:50 PM) *
სოხა ხომ არ შეგხმიანებია ??

არა

ციტატა(bazuka @ 3rd September 2013 - 04:50 PM) *
ეუფ რა ჩახლართე, არადა რა მარტივად დაწერა

კაცო მაგი გაციება გაცხელება იასნია ეგრე იქნება, ჩქარა შაუშვებ უფრო გაცხელდება, თან კომპოზიტი თუ აყენია ეგ უფრო ნელა გასცემს ტემპერატურას... მანდ არაა პადვოხი...

მე მაგის გარდა იმას ვკითხულბ, რეალში 190-ზე რომ დაჯდა ბოლოს, ეგ იმას ნიშნავს რომ ჩქარა კი შეუშვა აირი და გაათბო ბალონი, მაგრამ რეალში ცოტა მოწულობა შეუშვა.... ნუ იქ უხესად 10 ბარის მოცულობა აირი არ ჩაგიტუმბა რეალში

ჰოდა ის მაინტერესებს მეთქი ფასზე მაგი რაფრა მოქმედებსთქვა smile.gif ანუ იმ 10 ბარით ნაკლების თანხას მიანგარიშებს თუ შოჩიკი ისე აქვ დაყენებული რომ მაგ გათბობის ეფექტს იყენებენ და თაღლითურად მეტს მახდევინებენ?
bazuka
ja_ja
ააჰაა, მივხვტი რასაც იძახი
და დათვლა როგორ ხდება მანდ, აზრზე არვარ.
მარა შესაძლოა ზაპრავკის მზომზე უკვე გაცხელებულ და გაფართოვებულ მდგომარეობაში მიდის
შესაძლოა სპეციალურადაც აქვთ ეგ ხრიკი გამოყენებული, შესაძლოა წარმადობის მატება იწვევს

მარა დავითა რასაც იძახის თუ ეგრეა, და ალბათ ეგრეა. მაშინ გამოდის რომ იმათ სოჩიკში უკვე ცხელი შედი
Davitus
აირი როგორც კი კომპრესორის "ქარხნიდან" გამოდის, მაშინვე ცხელდება, შესაბამისად ყველგან ცხელია, მაგით იგებს თუ იგებს გაზგასამართი სადგური, მიუხედავად იმისა რომ მინიმალური ბიუჯეტი (სადგურის შექმნისთვის არის 500 000$ ) ამ ფულს დაახლოებით წელიწად ნახევარში იღებ, საშუალო დატვირთვისას

არარაფერს ვამბობ იმაზე რომ, თვითონ გაზის "ზაპრავშიკები" ნაგლურად გახევენ 30-40 თეთრს, ნუ ჩემთან არ გასდით ეგეთები (არ მევასება ეგეთი ნაგლები) მაგრამ მასიურად ხალხი არაფერს ეუბნება.


მოკლედ იმდენად დიდი ეკონომიაა, მაინც ღირს "ბომბით შეყენებული საბარგულით" სიარული biggrin.gif

აი თხევად გაზზე რომ იყოს ასეთი ბუმი, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ...
ja_ja
Davitus
ციტატა(Davitus @ 4th September 2013 - 12:00 AM) *
მოკლედ იმდენად დიდი ეკონომიაა, მაინც ღირს "ბომბით შეყენებული საბარგულით" სიარული

მაიცა შენ შენ შენს რაშს შლანგი გასთხარე? მა დიზელი?
ilariona
ja_ja
გაყიდა დიზელი და იყიდა გაზი biggrin.gif

მოღალატეა biggrin.gif
Davitus
ilariona

ვაბშეტა არ გამიყიდია, გავცვალე...

არა და არ გააიაფეს ეს დიზელი და დავიღალე ძვირად სიარულით და ისიც ტრაკტორით

მაგრამ დისკო მაინც მაგარია, უფულობას რა ვუთხარი თორემ... ტაშტი პაჯერას დედაც...

მაოფებინებენ ამხელა ადმინი ბიძიები ახლა, დუუტ ოფერისტებო,დუუუტ მა მა მა მა biggrin.gif
bazuka
მოკლედ დღეს კლუბს, 2 სრულფასოვანი 7 ლიტრიანი ბალონი დაემატა
ja_ja
ჰო-ჰოოოოო biggrin.gif biggrin.gif ;D





პასაჟირი არსად გაგექცეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Davitus
bazuka

ტოყოტაში გაზი ჩააყენე? მომილოცავს აბა biggrin.gif
geojorjika
Davitus
თან 1.1 მატორიანში , არმენინ შტოლი ჰა? biggrin.gif
WARNer brother
გაზის ბალონები რომელსაც მანქანებში იყენებს ხალხი თუ გამოდგება ჩვენ საქმეში?
კომპოზიტურები...
ფასები როგორ არი,
მარადასთვის მინდა ბალონი და...
bazuka
Davitus
კიი, დაგაზულია ოღონდ ვერის ხაერით

geojorjika
ჩე ტოო .....



დავტენე თოფი და ვისროულე კიდევაც, ოღონდ ღამეში sad.gif

WARNer brother
220 ატმოზე ზემოთ ჩვენ არ დაგიტენით და ... biggrin.gif
სერიოზულად კი, გაზი ბალონის სამუშAო წნევა არის 200 ჩვენ კი გვინდა მინიმუმ 250 რომ მარადას რეზერვუარი
დატენო, თორე 200-დან რომ დაიწყო ტენვა, მარადას რეზერვიარს მხოლოდ 1-2 ჯერ თუ გაავსებ, ნუ გააჩნია მოცულობას.

და ზოგადად, ბალონებს აწერია თუ რა უნდა დაჭირხნო მასში, გაზს აწერია გაზი, ჟანგბადს ჟანგბადი, ატმოსფერულჰაერს ჰაერი და. ა .შ
შვენთვის იდეალურია დაივერების 300ატმოიანი ბალონები.
kaka8079
bazuka
რამდენზე დატენეთ?
WARNer brother
bazuka
ანუ დაივერებთან უნდა მივიდე?
ფასები როგორ მერყეობს?
kaka8079
WARNer brother
აქ თუ მიხვალ დაივერებთან ან მაგათ მაღაზიაში ვავა ფასები იქნება თუმცა არც ჩვენს საზღვრებს გარეთ არის მთლად კაი ფასები,1000 ლარი უნდა რა ახალ ბალონს თავისი კომპლექტაციით,თუ ჩაქუჩს ან რამე მაგვარს არ დაარტყამ 15 მოგემსახურება.
WARNer brother
kaka8079
ვახ.
ბატონ გრიგოლს რომ აქვს, დაახ. 130$ აქ ფასი
ხოდა, ეგ მარადასთვის არ გამოდგება ?
1000 ლარი ნამეტანია ჩემი ახლანდელი ბიუჯეტისთვის
kaka8079
WARNer brother
რომ არ ვიცი რა ბალონი აქვს გრიგოლის.
bazuka
kaka8079
სადღაც 260-ზე და რომ გაცივდა, 230მდე ჩამოვიდა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.