kaka8079 ციტატა(kaka8079 @ 29th July 2013 - 04:35 PM)

კიდევ მე მაქ საკისრებელი?
აბა ვინ გამიხადა მაგ შტუკები საწვალებელი და ვინ გაუხადა ამ ხალხს საჩალიჩო

ნუ დალშე ისტორიული ეტაპები

მოკლედ გუშინ წევედით და დავჭერით დიდ სტანოკზე ეს ლატუნის ბალვანკები, მერე უცებ იქვე ტიპს გადვატარებინეთ ჩამოტანილი მეჩიკი, მაგრამ იმის გამო რომ პირველი 5 კბილი სასტარტო ჰქონდა მეჩიკს, ნუ იასნია მთელს სიღრმეზე არ მოიჭრა რეზბა, ეგ დავგეგმეთ ჩვენი ძალებით მოგვეჭრა.
ამ მიზნით გავიარეთ ელიავაზე და დიდი რკინის საჭრელი დასტანოკებული ბალგარკები რომ აქვთ იმაზე ჩამოვაჭრევინეთ პირველი 5 კიჭი. შედეგად მივიღეთ მoთლა ბოლომდე ჩამსვლელი მეჩიკი, ეგრეთწოდებული ბოტომინგ-ი

(ონ ამერიკან ინგლიშ ბატონო

).
დავბრუნდით ჩემთან და მეჩიკს ცოტა გაუსწორე ძირა მხარე, პლიუს პირველ ძაფზე პატარა კონუსი მაინც მივეცი თორემ მთლად ბრტყელი თავით ნაკლებად სავარაუდოა რომ ჩასულიყო.
მოვჭერით პირველ დეტალზე ბოლომდე შიდა რეზბა მეჩიკით, მერე სტანოკში... მარა ამასობაში ბაზუკა მეორე დეტალში რეზბის მოჭრას შეუდგა.... მოიჭრა იქანაც რეზბა ... გევედით ბოლოში და ბაზუკა ამბობს თან მეშინია ძალა დავატანო არ გატყდესო,.... კი გავიფიქრე ამოდენა მეჩიკი (პრაქტიკულად 22 მილიმეტრიანია) რამ უნდა გატეხოს მეთქი და უცებ ისმის ტკაც!!!!
სადღაც 20-30 წამი სიჩუმე დგას და მე და ბაზუკა გაკვირვებული თვალებით ვუყურებთ ერთმანეთს, მე მიკვირს ამედენა რკინა რაფერ გატეხა

, ბაზუკა უფრო პრაგმატულად უყურებს საკითხს და ფიქრობს რომ ვსიო დეგვერხა


ნუ მე მოგვიანებით მოვტვინე რომ ვსიო აწი ჩემს ფეხებს ამოვიღებთ ჩატეხილ ნაწილს ლატუნიდან, რომელიც 2.5 სანტიმეტრით შიგნითაა ჩაჭედილი.
მარა ბაზუკა არ ნებდებოდა

ხან ისე სცადა ხან ასე.... ვართ ამ გაჭირვებაში და დაგვადგა თავზე ნორიკა, დაგვხედა, გვირჩია რომ დეგერხათო და წავიდა

აი ბაზუკა კი ამასობაში არ დანებდა

, იჩალიჩა, იჩალჩა და სასწაული მოახდინა, ამოიღო ჩატეხილი ნაწილი. ნუ დაუჯერებელი რამე მოხდა

მოკლდ შედეგად პირველზე დავამთავრეთ გარე რეზბა, შიდა სკვაზნოი ხვრელი, იქ რეზინის ჩასასმელი გარე და შიდა ბუდეები და ასე შედმეგ. ჩავსვით ბალონში მოვუჭირეთ... ნუ სურათები წინა გვერდზე არის, მაგის მერე მეორე ბალონის დამთავრებას შევუდექით, პლიუს სოხასაც დავურეკეთ რომ თავისი ბალონი გამოეტანა, ყოველი შემთხვეისთვის.

პირველის დამთავრების მერე მეორეც მივიყვანეთ ბოლოში, აგერ მინი ვიდეო სადაც ჩანს პირველი უკვე მზადაა და აწყობილ მორგებულია, მეორეს კი ვამზადებთ რომ ჩაჯდეს ბალონსა შიდა

ნუ ბოლოს 2 გამზადებული ძმაკაცი ბალონი ერთად


პატრონებმა არ მოინდომეს კოლექტიური სურათი ბალონებთან ერთად, თორემ იქნებოდნენ გაფორმებული რავარც მამიკოები პაწუა ბალღებით ხელში

ვსიო ახლა ამ ბალონებს უნდა ტესტირება 450 ატმოსფეროზე და თუ გამოცდა ჩააბარეს მერე უკვე მოჟნო ბალონების დატენვაც... თუმცა ბაზუკა გუშინვე მეჩალიჩებოდა მოდი 100 ატმოსფერომდე მაინც დავტენოთ ერთერთიო

, რომ შევთავაზე მე გავალ და შენ დატენე მეთქი მაგაზე უარი თქვა